განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
010100119003064869
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0101001190030648-9

საქმე №1/ბ-712-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----– მ-----–-ს ძე პ-------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 19 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ი-----–---–-ს ქ. #10.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ----– პ-------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 28 მაისს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილების მიერ, ვ----– პ-------ის მიმართ, ერთი თვის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლითაც მას როგორც მოძალადეს აკრძალული ჰქონდა მსხვერპლთან თავის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ლ-------ა მ-------ან, ყველანაირი სახის კომუნიკაცია, მათ შორის მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე მისვლა. 2019 წლის 28 მაისს, ვ----– პ-------ი მივიდა ქ. ბათუმი, ი-----–---–-ს ქN10-ში მდებარე ლ-------ა მ-----ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია 2019 წლის 28 მაისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის N------ მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით ვ----– პ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მ----- ნაწილის თანახმად ვ----– პ-------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ვ----– პ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ----– პ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება მის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან.

 

მსჯავრდებულ ვ----– პ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------–- ზ----ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ----– პ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ----– პ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ------------------------------------------------–--------–-----------------------------–---- ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, N------ შემაკავებელი ორდერით, ქორწინების მოწმობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ----– პ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ----– პ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანი ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ვ----– პ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ვ----– პ-------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 28 მაისიდან - 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ვ----– პ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე