განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003181580
საქმე №1/ბ-735-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----- რ-----ს ძე ჯ--–-------ას მიმართ, დაბადებული: 197- წლის 12 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლ-------, 55-ე ქუჩა №11.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ პ----- ჯ--–-------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლ-------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე პ----- ჯ--–-------ამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე -სახლიდან მის დაუკითხავად გასვლის და დაგვიანების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს- ე---------- ს-----ეს, კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში, ჩაარტყა წიხლი მარჯვენა ფეხში და ასევე ხელით ძლიერად მოქაჩა ყურზე, რითაც ე---------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით პ----- ჯ--–-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პ----- ჯ--–-------ას სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 20 სექტემბრიდან.
პ----- ჯ--–-------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 აგვისტოდან 2019 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.
პ----- ჯ--–-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ქ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ პ----- ჯ--–-------ას მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი. პ----- ჯ--–-------ას მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ადამიანის პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ განზრახ დანაშაულს, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედების თავისებურება უკავშირდებოდა დაზარებულისათვის სტრესული გარემოს შექმნას, რაც დამნაშავეს, ზოგადად პირის უკეთ მანიპულირების საშუალებას აძლევდა. აღნიშნული არ გაითვალისწინა სასამართლომ და მსჯავრდებულს დაუნიშნა ისეთი სახის სასჯელი, რომლითავ ვერ იქნება მიღწეული სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ პ----- ჯ--–-------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შ----- ჩ-------ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი პ----- ჯ--–-------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ პ----- ჯ--–-------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე---------- ს-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ს-------------------------------------------------------–-------------------––-–------------------–--------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ბარათით, სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ პ----- ჯ--–-------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ პ----- ჯ--–-------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ ქ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
პ----- ჯ--–-------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პ----- ჯ--–-------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 20 სექტემბრიდან.
პ----- ჯ--–-------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 აგვისტოდან 2019 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.
პ----- ჯ--–-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 19 აგვისტოს განჩინება №----------) დ----- ჯ--–-------ას (პირადი №4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფ-----, კ--------ს ქუჩა №6, ბინა №35, დაზუსტებული ფართობი: 28,41 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N------------------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში. ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული გამოძიების მწარმოებელ ორგანოში გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების, ანგარიშგების და პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების ვალდებულება.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად პ----- ჯ--–-------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად პ----- ჯ--–-------ას დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე