განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №190310018002488304
საქმე №3ბ/1523-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ა----------–----ა“;
წარმომადგენლები - ი-----–-----------ი, თ-------------ძე;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;
წარმომადგენელი - პ------–------–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ა----------–----ის“ მიერ პაციენტ ქ----–- ხ---------ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 855.00 ლარის, პაციენტ ფ--- ს--------ოსთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 393.75 ლარის, პაციენტ გ--------ი ბ-----–---–ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 438.75 ლარის, სულ 1687,5 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, განმარტა რომ სააგენტოს მიერ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,ა----------–----ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ პაციენტ ქ----–- ხ---------ას შპს „ა----------–----აში" 2017 წლის 18 აპრილს 21:30 საათიდან 23 აპრილის 16:00 საათამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დიაგნოზით: N39.0 საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „სტაბილიზაცია", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია ხელწერილის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
3.2.2. დადგენილია, რომ პაციენტ ფ--- ს--------ს შპს „ა----------–----აში" 2017 წლის 23 აპრილს 03:40 საათიდან 2017 წლის 24 აპრილის 15:00 საათამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დიაგნოზით: პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. (II20.0) სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „დაუსრულებელი", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია სტაბილიზაციით. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
3.2.3. დადგენილია, რომ პაციენტი გ--------ი ბ-----–---–ი შპს „ა----------–----აში" მკურნალობდა 2017 წლის 10 აპრილს 20:20 საათიდან 2017 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე. გადაუდებელ სტაციონარში ჩაუტარდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით I120.0 არასტაბილური სტენოკარდია. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
3.2.4. დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით.
3.2.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას შეტყობინების სისტემაში გადაცემული და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობა შეიძლება მიჩნეული იქნას ტექნიკურ ხარვეზად, ვინაიდან, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდებული ინფორმაციის შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობა წარმოადგენს ისეთ არსებითი ხასიათის ინფორმაციას, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიმართ ჩატარებული მკურნალობის ხარისხი, ჩატარებული მკურნალობის არასრული ან ჩაუტარებელი მკურნალობის მითითება.
სასამართლომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გაურკვეველია რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო მოპასუხემ დასახელებული გადაწყვეტილება, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს და საქართველოს კონსტიტუციის შინაარსს - ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილის შესახებ და მიიჩნია, რომ პროგრამის განმახორციელებელ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, პროგრამის მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისას არ განუხორციელებია.
სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში და სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას მოპასუხის უარყოფასთან დაკავშირებით კი სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის შინაარსზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დასახელებული ნორმის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ არსებობს. ამასთან, ყურადღება გაამხვილა იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ ქ----–- ხ---------ა სამკურნალო დაწესებულებიდან გაეწერა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო ფ--- ს--------ი სტაბილიზაციით. მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტი და განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 10%-ით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებეში, როდესაც ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას ადგილი აქვს უსწორობას, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას განმახორციელებელს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია უნდა მიეჩნია მექანიკურ შეცდომად. ხოლო, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გ--------ი ბ-----–---–ის მიმართ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია.
საქმის განმხილველმა სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ერთ - ერთ საფუძვლად ასევე მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, არ მიუღია ახსნა - განმარტებები მიმწოდებლისგან, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება არ მოუხდენია, რისი უფლებამოსილებაც მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნდა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ, ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას შეტყობინების სისტემაში გადაცემული და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობა რატომ არ იქნა მიჩნეული ტექნიკურ ხარვეზად, ხოლო გ--------ი ბ-----–---–ის შემთხვევაში არ მიუთითა მისი ჯანმრთელობის მდომარეობიდან გამომდინარე საჭიროებდა თუ არა იგი პირველი დონის ინტენსიურ მკურნალობას და ჩატარებული მკურნალობა შეესაბამებოდა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
5. შპს „ა----------–----ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
5.1. შპს „ა----------–----ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის (თანხის დაკისრებაზე უარის თქმის) ნაწილში, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის №36-ე დადგენილებასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაზე და განმარტავს, რომ ამ აქტების საფუძველზე მკვეთრადაა გამიჯნული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები. მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს, რადგან ინსპექტირებისას მას უფლება ჰქონდა შეემოწმებინა მხოლოდ დოკუმენტების გამართულობა და შეედარებინა მონაცემების სისწორე, თუმცა გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილების კრიტერიუმად შეფასდა ის გარემოება, თუ რამდენად მართებულად, ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულდა სამედიცინო მომსახურება, რაც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება კანონს და ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეჩერებულია 2017 წლის აპრილის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება და მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისთვის უკან დაბურება კიდევ უფრო გააჭიანურებს პროცესს, რაც კიდევ უფრო მეტი ზარალის/ზიანის მომტანი იქნება.
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარის ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.
6.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ პაციენტების - ქ----–- ხ---------ას, ფ--- ს--------ის და გ--------ი ბ-----–---–ის შემთხვევებში კლინიკის მიერ გაკეთებულ შეტყობინებებში მითითებული (მოდულით ატვირთული) ინფორმაცია არ შეესაბამებოდა ინსპექტირებისთვის წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს მთავრობის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული გარემოება და აღნიშნული შემთხვევები არ უნდა ანაზღაურდეს.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ იგი არ ეთანხმება სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ აღნიშნული შეუსაბამობები მოდულში ატვირთულ ინფორმაციასა და წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას შორის უნდა ჩაითვალოს ტექნიკურ ხარვეზად, მიიჩნევს, რომ სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა №36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი №36-ე დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციისას ხდება დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და დადარება დოკუმენტაციის ნუსხასთან და შეუსაბამობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეძლევა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის საფუძველზე აპელანტი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხდება დოკუმენტაციის არა შინაარსობრივი შემოწმება, არამედ ტექნიკური დადარება ამავე მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან, ხოლო ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი გულისხმობს შეტყობინებაში დაფიქსირებულ და მოწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას შორის შეუსაბამობის გამოვლენას უკვე შინაარსობრივი შემოწმების შედეგად, რაც, წარმომადგენლის განმარტებით, ვერ ჩაითვლება ტექნიკურ ხარვეზად. №36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები კი, სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ეხება ტექნიკურ ხარვეზს, თუმცა შემთხვევის არანაზღაურების საფუძველია შინაარსობრივი შეუსაბამობა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასა და მოწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას შორის.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
პირველყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ; რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილს, აღნიშნული სააპელაციო საჩივარით გასაჩივრდა შპს „ა----------–----ის“ წარმომადგენლის მიერ, ამდენად, პალატა მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნებზე სრულად.
7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
უპირველესად, პალატა განმარტავს, რომ სადავო საკითხი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება; პირველი - ქამილ ხ---------ასა და ფ--- ს--------ის ნაწილი, რომელიც შეეხება მთავრობის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის არსებობის შეფასებას და მეორე - გ--------ი ბ-----–---–ის ნაწილი, რომელიც შეეხება ზემოაღნიშნული მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტის არსებობის შეფასებას.
ქამილ ხ---------ასა და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების ნაწილი:
პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოს შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ასანაზღაურებელი შემთხვევა და შემთხვევა, რომელიც არ ანაზღაურდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაცული წარმოების მასალის, სამედიცინო დოკუმენტაციისა და მხარეთა განმარტებების თანახმად, ანაზღაურებაზე უარი განპირობებული იყო იმით, რომ ქ----–- ხ---------ას შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „სტაბილიზაცია“, ხოლო რეალურად კი პაციენტი კლინიკიდან გაწერილია ხელწერილის საფუძველზე; ფ--- ს--------ის შემთხვევაში კი მოდულში მითითებულია „დაუსრულებელი“, ხოლო რეალურად კი პაციენტი კლინიკიდან გაწერილია სტაბილიზაციით.
ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველ პუნქტში კანონმდებელმა მიუთითა, რომ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: 1. შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; 2. უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; 3. დამატებითი ფინანსური ჯარიმა. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად, გადასაწყვეტია საკითხი, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნულ შეუსაბამობას რატომ შეუფარდა დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი და მისი „ე“ ქვეპუნქტი (ანაზღაურებაზე უარი) და არა დადგენილების 19.4 მუხლი (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით), რადგან შესაფასებელ ფაქტებს შეესაბამება ორივე ზემოაღნიშნული ნორმა. პალატის მოსაზრებით, ამ საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას ეკისრება დასაბუთების და არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების მითითების ვალდებულება.
უფრო მეტიც, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოსაცემად გააჩნია მოქმედების და გადაწყვეტის თავისუფალი სივრცე, ის ვალდებულია გამოიყენოს იგი შესაბამისი მიზნის მისაღწევად და შეარჩიოს ერთ - ერთი გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. პალატა განმარტავს, რომ აქტის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს მიღწეული მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალების თანაზომიერების დაცვას.
პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში, აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყო მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა აქტის უფრო მაღალი ხარისხით დასაბუთების ვალდებულება, რამდენადაც, როგორც ამ აქტის ადრესატისათვის, ასევე სასამართლოსათვის შესაძლებელი უნდა იყოს იმ საფუძვლების შემოწმება, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ესა თუ ის გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სადავო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია, ადმინისტრაციულმა ორგანომ აუცილებლად, ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ას შემთხვევებში გამოეყენებინა ნორმა - №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (არ ექვემდებარება ანაზღაურებას) და არა, ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი (დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით).
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ას ნაწილში კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარის მიერ სადავოდ გამხდარ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ას) ნაწილში და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, აღნიშნულის ფარგლებში კი მოწმდება როგორც აქტის კანონიერება, ასევე მიზანშეწონილობა განსხვავებით სასარჩელო წარმოებით საკითხის გადაწყვეტისა, სადაც სასამართლო მხოლოდ აქტის კანონიერებას აფასებს.
პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ას მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ქ----–- ხ---------ისა და ფ--- ს--------ოს ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს სადავო აქტთან დაკავშირებით, ზემოთმითითებული პაციენტების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ იმ ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას, რომ ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას შეტყობინების სისტემაში გადაცემული და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობა მიჩნეული უნდა იქნას ტექნიკურ ხარვეზად; სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ, ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას შეტყობინების სისტემაში გადაცემული და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობა რატომ არ იქნა მიჩნეული ტექნიკურ ხარვეზად. აღნიშნული მსჯელობით სასამართლომ პრაქტიკულად თავად დააკვალიფიცირა მონაცემთა შორის შეუსაბამობა ტექნიკურ ხარვეზად და ამავდროულად, აღნიშნულის შეფასება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს.
გ--------ი ბ-----–---–ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების ნაწილი:
რაც შეეხება სადავო საკითხს პაციენტ გ--------ი ბ-----–---–ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ პაციენტს გადაუდებელ სტაციონარში ჩაუტარდა I დონის ინსტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით II20.0 არსატაბილური სტენოკარდია. საანგარშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ისნპექტირებისას მიჩნეული იქნა, რომ შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული დიაგნოზი არ დასტურდება და საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის "ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევას N2986185010 განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მეტი სიცხადისთვის პალატა განმარტავს: ადმინისტრაციული ორგანოს უარი ანაზღაურებაზე განპირობებული იყო იმით, რომ არ დასტურდებოდა დასმული დიაგზონი და რომ არ არსებობდა ჩატარებული მკურნალობის საჭიროებაც. ამდენად, ცალსახაა, რომ საკითხი ეხება გაწეული მომსახურების ხარისხს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“, რომლის მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო).
ამასთან, პროგრამის განხორციელებას მე-3 მუხლის თანახმად, უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო. საგულისხმოა, რომ მე-9 მუხლის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით და პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი ადგენს, რომ პროგრამის განამახორციელებელი - სსიპ სოციალური მომსახურების საგენტო ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ეტაპთა ზედამხედველობას: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი; დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი, ხოლო რეგულირების სააგენტო ახორციელებს მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვული ვალდებულებების შესრულების კონტროლს (შემდგომში რევიზია) (9.6 მუხლი). რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას - განახორციელოს რევიზია, ადასტურებს ამავე დადენილების 16.1 მუხლიც. რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებათა ფარგლების უფრო ცხადად დადგენის მიზნით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვული ვალდებულებები. კერძოდ, მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მონაწილეობისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ასევე მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით; ბ) პროგრამის შესაბამისი კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა; დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად; ვ) პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა; ზ) უზრუნველყოს პროგრამის 191-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების პირობების დაცვის ხელშეწყობა. რეგულირების სააგენტო ახორციელებს სწორედ მოცემული ჩამონათვალის ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლს.
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის საფუძვლები გათვალისწინებულია დადგენილების მე-15 მუხლით. მითითებული სადავო აქტის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
პალატა განმარტავს, რომ გაწეულ სამედიცინო მანიპულაციაზე კონტროლი ხორციელდება რევიზიის ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდება წარმოადგენს მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) ვალდებულებას, ხოლო ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს რეგულირების სააგენტო და არა პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება - სსიპ სოციალური მომსახურებს სააგენტო. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლებამოსილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა/არ აქვს მინიჭებული. პალატა მიიჩნევს, რომ ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ,,სააგენტოს" უნდა ემოქმედა მხოლოდ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მე-14 და მე-15 მუხლებით განსაზღვრულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში; გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა თუ მიზანშეწონლობაზე დასკვნის გაკეთება კი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილებით განხორციელებული შერწყმის შედეგად კი, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო).
ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გ--------ი ბ-----–---–ის ნაწილშიც.
7.3. ამდენად, შპს „ა----------–----ის“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრები უნდა დამაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქ----–- ხ---------ისა და ფ--- ს--------ოს მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი აქტი.
ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების თანხის ანაზღაურება შპს „ა----------–----ის“ სასარგებლოდ.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ა----------–----ის“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ა----------–----ის“ სასარგებლოდ. რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხა - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ა----------–----ისა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქ----–- ხ---------ასა და ფ--- ს--------ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალოს გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების თანხის ანაზღაურება შპს „ა----------–----ის“ სასარგებლოდ.
5. შპს „ა----------–----ის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დაეკისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ა----------–----ის“ სასარგებლოდ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -