განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003058441
საქმე №1/ბ-1666-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ--------------–--ის,ადვოკატ- ი-----–-------–---–---–ის
მსჯავრდებულ - ა---------–--------ის მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა---------–--------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–-------ა; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ა---------–--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 9 ივნისს, ქურდობისათვის ნასამართლევი ა---------–--------ი, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დამიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საძოვრიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-------------------ს კუთვნილ ძროხას, რითაც დაზარალებულს მიადგა 3000 (სამიათასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
ა---------–--------ს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი და იგი ამ ნაწილში გამართლდა.
ა---------–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ა---------–--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ასევე მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. პროკურორი მიიჩნევს, რომ 2013 წლის 6 ნოემბრის განაჩენიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა---------–--------ის მიერ ჩადენილია ქურდობა არაერთგზის; პირველი ინსტანციის სასამართლომ კი არასწორი შეფასება მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს დადგენილ განაჩენში.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მ--------------–--ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რომელიც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ა---------–--------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკველვის გარეშე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებით, კერძოდ: დაზარალებულ ა-------------------ს; მოწმეების - არ-----------------------------------------------------–------------------–---------------------------------------------------ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ფოტოილუსტრაციით; ჩხრეკის და ამოღების ოქმებით; ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ა---------–--------მა და მისმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება კვალიფიკაციას და ა---------–--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებიდან მაკვალიფიცირებელი ნიშნის - არაერთგზისობის ამორიცხვას, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებში მტკიცებულების სახით მოთავსებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, საიდანაც დგინდება, რომ ა---------–--------ი ცნობილი იქნა დამნაშავეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა---------–--------ს ს/ა დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო ერთი წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ერთი წელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის განკარგულებით, ა---------–--------ი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და იმავე დღეს დატოვა პენიტენციური დაწესებულება. 2019 წლის 9 ივნისს მან ჩაიდინა ახალი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სასამართლომ უნდა შეაფასოს საკითხი - ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო თუ არა ა---------–--------ი ნასამართლევი პირი და მისი ქმედება წარმოადგენს თუ არა არაერთგზის დანაშაულს.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ, არსებობს კანონით დადგენილი ორი გზა: პირველი არის კონკრეტული დანაშაულის კატეგორიისათვის დადგენილი ნასამართლობის გაქარწყლების კალენდარული ვადის ამოწურვა; და მეორე - უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ნასამართლობის მოხსნა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ა---------–--------ის მიმართ ნასამართლობის საკითხზე მსჯელობისას განმარტა, რომ ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულებით იგი გათავისუფლებული იყო საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან (ანუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ა---------–--------ი იყო შეწყალებული და სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ); ამასთან, ვინაიდან პირობითი მსჯავრის პერიოდში სხვა სასჯელი არ შეფარდებია, გამოსაცდელი ვადის ამოწურვისთანავე, მას გაუქარწყლდა ნასამართლობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ 2019 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, ანუ ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ა---------–--------ი იყო ნასამართლევი, კერძოდ: პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის განკარგულებით, ა---------–--------ი არ გათავისუფლებულა სასჯელისაგან, არამედ იგი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; ამასთან, მას ქონდა პირობითი მსჯავრიც - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით, რომლისგანაც იგი პრეზიდენტის შეწყალების აქტით არ გათავისუფლებულა და რომლის ვადის დინებაც დაიწყო პენიტენციური დაწესებულებიდან მისი გათავისუფლებისთანავე. შესაბამისად, სახეზე არ არის სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და ა---------–--------ის გათავისუფლების შემდეგ (2015 წლის 6 მარტიდან) დაიწყო ნასამართლობის გაქარწყლების კანონით დაწესებული ექვსწლიანი ვადის დინება, რომელიც დასრულებოდა 2021 წლის 6 მარტს.
ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ა---------–--------ის ქმედებისათვის მიცემული კვალიფიკაციის ნაწილში და მიიჩნევს, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვლისწინებს ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, მისი წარსულს, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას, მონანიებას და მიიჩნევს, რომ ა---------–--------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური სასჯელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი ა---------–--------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენში;
ა---------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ა---------–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ა-------------------ს კუთვნილი შვეიცარიული ჯიშის ყავისფერი შეფერილობის ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი რომელიც ინახება მესაკუთრესთან დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ა---------–--------ის შავი ფერი ,,ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ოთარ მამედოვის ოქროს ფერი ,აიფონ-5-ს" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ტ----------–-----------ის ,,სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე