განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100117002374915 -1ბ/434-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ-----–-------–---–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ--------------–---–-, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–----------–--
ადვოკატი: ო-–---------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი;
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
დისპოზიცია:პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი:
დისპოზიცია:საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------------–---–-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მოითხოვეს მსჯავრდებულ გ--------------–---–-ს ქმედება გადაკვალიფიცირებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილზე; ასევე მოითხოვეს მსჯავრდებული გ--------------–---–- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი;
ბრალდების მხარემ ითხოვა მსჯავრდებულ გ--------------–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში;
სასამართლომ დაადგინა :
1.1.2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გო----------------------–----------–ში, გ--------------–---–-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების მრავლობითი დარტყმებით, ფიზიკური დაზიანებები მიყენა მ--–-------------–---–-. მ--–-------------–---–- გ--------------–---–-ს მიერ განზრახ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2.2. 2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 20:15 საათზე, პოლიციის თანამშრომლები გამოცხადნენ გო----------------------–----------–ში გ--------------–---–-ს საცხოვრებელ მისამართზე, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების მიზნით, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით გ--------------–---–-ა ძალადობის გზით გაუწია წინააღმდეგობა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსს ი-----–-------–--ლს, მის მოადგილეს მა-–------------ს და ამავე სამმართველოს IV განყოფილების უფროსს გ--------------------
3.3.2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გო----------------------–----------–ში გ--------------–---–-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების მრავლობითი დარტყმით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მ--–-------------–---–-. გ--------------–---–-ს შეჩერება სცადა თ---------------–---–მა, რა დროსაც გ--------------–---–-ა სახის არეში დაარტყა ხელი თ---------------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.4.2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 16:45 საათზე, გო----------------------–----------–ში მდებარე გ--------------–---–-ს საცხოვრებელ სახლში, გ--------------–---–-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა---------------–---–-- რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
5.5.გ--------------–---–-ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლ საწინააღმდეგოდ შეიძინა და გო----------------------–----------–ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში შეინახა 298 ცალი 7.62 მმ კალიბრის ვაზნა, 63 ცალი 5.56 მმ კალიბრის ვაზნა, 929 ცალი 7.62 მმ კალიბრის ვაზნა და ფეთქებადი ნივთიერება საარტილერიო დენთი, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 06 მაისს მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული საარტილერიო დენთი წარმოადგენს ასაფეთქებელ ნივთიერებას, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--------------–---–-ა თავი დამნაშავედ სცნო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 06 მაისს, მასთან სახლში მივიდა მეზობელი ბ--------------–---–ი, რომელმაც 6 მაისის აღსანიშნავად მიიპატიჟა სახლში და დაიწყეს ლუდის დალევა. მან თ---------------–---–ს ვინაიდან ბ--------------–---–ი მცირე ხნით წავიდა სასაფლაოზე. მან სახლში გაშალა სუფრა, რა დროსაც ბ--------------–---–იც დაბრუნდა, იგი მასთან გადავიდა და გააგრძელეს დალევა. მალევე მასთან მივიდნენ მ--–-------------–---–- და ა---------------–---–------–-------------–---–-ა მას სთხოვა ღვინო და მისაყოლებელი. მან უთხრა, რომ სუფრა ჰქონდა სახლში გაშლილი და შეეძლოთ დარჩენილიყვნენ, თავად კი ბ--------------–---–თან უნდა მისულიყო. მ--–-------------–---–- და ა---------------–---–ს მისცა 5 ლიტრი ღვინო, რომლებიც დარჩნენ მის სახლში, ხოლო თავად შევიდა ბ--------------–---–თან. მოგვიანებით იგი დაბრუნდა სახლში, სადაც დაინახა ეზოში გამოსული მ--–-------------–---–- და ა---------------–---–------–-------------–---–-ა მას სთხოვა, რომ ღვინო გაეტანებინა, რაზეც უარი მიიღო. მათ მოუვიდათ შელაპარაკება და იჩხუბეს. მათი გაშველება სცადა ა---------------–---–მა, რომელსაც შესაძლოა მოხვდა მისი მოქნეული ხელი. მისი მხრიდან ა---------------–---–ის მიმართ ადგილი არ ჰქონია გამიზნულად ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ჩხუბის შემდეგ მ--–-------------–---–- და ა---------------–---–ი წავიდნენ. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მ--–-------------–---–-ა მას დაუძახა, რომ მისულიყო მასთან. გარდაცვლილმა მას ხელი დაარტყა, მეორე ხელში კი დანა ეჭირა, რომელიც მოუქნია. მას ჩხუბის რამდენიმე წუთი აღარ ახსოვს. ორივენი ძალიან მთვრალები იყვნენ. ჩხუბისას გამოვიდა თ---------------–---–ი, რომელმაც წელზე წაავლო ხელი და ხელის კვრით გააგდო შემთხვევის ადგილიდან. გაშველების შემდეგ მ--–-------------–---–- წამოდგა და მას დაუძახა, რომ ღორივით მოაჭრიდა თავს. იგი სახლში არ წასულა, შევიდა თ---------------–---–ის მამიდის სახლში და უყვებოდა მას მომხდარის თაობაზე, რა დროსაც თ---------------–---–ი შემოვიდა სახლში წყლის ასაღებად, რათა პირი მოებანა მ--–-------------–---–-სათვის, რომელიც ჩხუბის შემდეგ გარკვევით საუბრობდა. მას გარდაცვლილის მოკვლის არანაირი განზრახვა არ ჰქონია და როდესაც მ--–-------------–---–-ს ფოტოები ნახა, ძალიან გაუკვირდა, რადგან ასეთი ნაცემი არ უნდა ყოფილიყო. ის წავიდა სახლში, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ მისი სახლი უნდა გაეჩხრიკათ. მან პოლიციის თანამშრომლებს მოსთხოვა ბინის გაჩხრეკის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პოლიციის განყოფილების უფროსმა გი----------------ემ მას მოსთხოვა დაჩოქება, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს. მას მანქანაში ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა პოლიციის თანამშრომლებთან. მ--–-------------–---–- არ დაუტოვებია ისეთ მდგომარეობაში, რომ დაღუპულიყო. თ---------------–---–ის და ა---------------–---–ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების განზრახვა არ ჰქონია, შესაძლოა გაშველების დროს შემთხვევით მოხვდათ ხელი. მას ნამდვილად ჰქონდა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლებიც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რა-------------–--ლის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი მ--–-------------–---–- მისი ძმა იყო. 2017 წლის 06 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა იყო მოკლული. იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მ.სადაღაშვილი მოკლეს. გვამი შემთხვევის ადგილიდან 5-6 მეტრის მოშორებით ესვენა. მისი ძმა მოკლული იყო სადისტურად. სახე არ უჩანდა, თავი ჰქონდა გატეხილი, ნეკნები ჩამტვრეული. მან თ---------------–---–ისგან და ა---------------–---–ისგან გაიგო, რომ მისი ძმა მოკლა გ--------------–---–-ა. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მასზე ადრე იყვნენ მისულები შემთხვევის ადგილზე, უკვე სახლიდან გამოჰყავდათ გ--------------–---–-, რომელიც უწევდა მათ წინააღმდეგობას. სამმართველოს უფროსს სახეში შეაფურთხა, ხელით შეეხო და შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციის თანამშრომლებს გ--------------–---–-სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 06 მაისს, მას დაურეკა გ--------------–---–-ა და უთხრა რომ მისულიყო მასთან. მან იყიდა ლუდი, მიიტანა გ------- მ-----–---–---- და დაიწყეს დალევა, რა დროსაც მათთან შევიდა მეზობელი - ბ--------------–---–ი და სახლში დაპატიჟა ისინი. ბ--------–---–---ნ გადასვლის შემდეგ გ------- მ-----–---–---- მივიდნენ ა---------------–---–ი და მ--–-------------–---–-. გ-------მ უთხრა მათ, რომ მასთან შესულიყვნენ, სუფრა იყო გაშლილი და ღვინოსაც მისცემდა. გ------- მალევე დაბრუნდა და გააგრძელეს დალევა ბ--------–---–-- სახლში. მ--–-------------–---–- და ა---------------–---–ი კი სვამდნენ გ--------------–---–-ს სახლში, სადაც თავადაც გადავიდა. შემდეგ გ-------ც შევიდა სახლში, ხოლო თავად მამიდასთან წავიდა, რომელიც გ-------–---–-- მეზობლად ცხოვრობს. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ გამოვიდა ხმაურზე და დაინახა, რომ გ--------------–---–- სცემდა მ--–-------------–---–-. გ-------მ უთხრა მას, რომ წაეყვანა და მოეშორებინა მისთვის. მან წამოიყვანა მ--–-------------–---–-, რომელიც ძალიან სუსტად იყო, რის გამოც ვეღარ შეძლო მისი ტარება და მამიდის ეზოს ღობის ძირას დააწვინა. თავად შევიდა მამიდასთან და დახმარება სთხოვა. გამოსვლისას კი დაინახა, რომ გ--------------–---–- კვლავ ცემდა მ--–-------------–---–-. მან უთხრა გ-------ს, რომ დაენებებინა თავი მ--–-------------–---–-სათვის, რაზეც გ-------მ უპასუხა, რომ ღირსი იყო. მოკიდა ხელი მ--–-------------–---–-, გაათრია სახლის ქვემოთ და განაგრძო მისი ცემა. მან აღარ მისცა საშუალება გ------- მ-----–---–-- რომ ახლოს მისულიყო მა-–-------------–---–თან, რაზეც გ-------მ უთხრა, რომ გაწეულიყო თორემ მასაც დაარტყამდა, რის შემდეგაც მოუქნია ხელი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მას გაუსკდა ტუჩი და განიცადა ტკივილი. შემდეგ გ--------------–---–- ხელის კვრით გაარიდა მ--–-------------–---–- და თვითონ კი მამიდასთან შევიდა წყლის გამოსატანად. პირი მობანა მ--–-------------–---–-, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი უშველა. მ--–-------------–---–- პირიდან სისხლი სდიოდა. მათ დარეკეს სასწრაფო დახმარებაში, მაგრამ სასწრაფოს მოსვლამდე მ--–-------------–---–- უკვე გარდაიცვალა.
გარდა აღნიშნულისა, გ--------------–---–-ს მიერ მასზედ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია კერძოდ:
უდავოდ ცნობილი მოწმე ი-----–-------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, 2017 წლის 06 მაისს დაიწყო გამოძიება მ--–-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილება გ--------------–---–-ს საცხოვრებელი ბინის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მა-–------------ და გი----------------ე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გ--------------–---–-ა მოულოდნელად დაარტყა მას მუშტი, მარჯვენა თვალის არეში,რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სახეზე აიფარა ხელები, ხოლო გ--------------–---–-ა მაშინ როდესაც სახეზე ჰქონდა ხელები აფარებული კიდევ დაარტყა მუშტი რამდენჯერმე, რაც მოხვდა სახეზე აფარებულ ხელებზე გარედან, ყოველი დარტყმისას გრძნობდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
უდავოდ ცნობილი მოწმე მ--–------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 2017 წლის 06 მაისს დაიწყო გამოძიება მ--–-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილება გ--------------–---–-ს საცხოვრებელი ბინის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მასთან ერთად იმყოფებოდნენ გი----------------ე და ი-----–-------–--ლი,სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გ--------------–---–-ა ი-----–-------–--ლს მოულოდნელად დაარტყა მუშტი მარჯვენა თვალის არეში, სახეზე აიფარა ხელები,ხოლო გ--------------–---–-ა მაშინ როდესაც სახეზე ჰქონდა ხელები აფარებული კიდევ დაარტყა მუშტი რამდენჯერმე, რაც მოხვდა სახეზე აფარებულ ხელებზე გარედან. კერძოდ მას თავი ჩაარტყა ორჯერ სახის არეში, რა დროსაც დაუზიანდა შუბლი და ცხვირი, ასევე დაარტყა რამდენჯერმე მუშტი სხეულის და თავის არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა გი----------------ესაც. ამავე დროს მან უკბინა მარჯვენა ყბის არეში და მარცხენა იღლიის ქვემოთ და წიხლი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლთან, იგი ყოველი დარტყმისას და დაზიანების მიყენებისას გრძნობდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
უდავოდ ცნობილი მოწმე გი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, 2017 წლის 06 მაისს დაიწყო გამოძიება მ--–-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილება გ--------------–---–-ს საცხოვრებელი ბინის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ი-----–-------–---–ი და მა-–------------, ეცვათ სამსახურეობრივი უნიფორმები, გ--------------–---–-ა ი-----–-------–--ლს მოულოდნელად დაარტყა მუშტი მარჯვენა თვალის არეში, რა დროსაც ი-----–-------–--ლმა სახეზე აიფარა ხელები, ხოლო მაშინ როდესაც სახეზე ჰქონდა ხელები აფარებული კიდევ დაარტყა მუშტი რამდენჯერმე, რაც მოხვდა სახეზე აფარებულ ხელებზე გარედან, მას და ქ--------– დაუწყო მუშტების რტყმევა, კერძოდ მას დაარტყა რამდენჯერმე მუშტი როგორც თავის, ასევე ტანის არეში რა დროსაც ყოველი დარტყმისას განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. დაკავებისას კვლავ უწევდა მათ წინააღმდეგობას და აგინებდა.
უდავოდ ცნობილი მოწმე ა---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2017 წლის 06 მაისს, დაახლოებით 16:45 საათზე, გო----------------------–----------–ში მდებარე გ--------------–---–-ს საცხოვრებელ სახლში, გ--------------–---–-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ სახის არეში დაარტყა და ყურებში წაავლო ხელი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, როგორც სახის ასევე ყურების არეში.
2017 წლის 06 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გო----------------------–----------–ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, ქვები სისხლისმაგვარი ლაქებით, ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით, მოყავისფრო ტარიანი დასაკეცი დანა, რომელიც იყო დაკეცილ მდგომარეობაში.
სასამართლო-სამედიცინო №94/05/06-1 დასკვნით დადასტურდა, რომ მ--–-------------–---–-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობითა და ფილტვის ქსოვილის დაჟეჟილობით. გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს არანაკლებ 08 და არაუმეტეს 12 საათისა. მ---------–---–-- გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები, უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებზე. შინაგანი გამოკვლევით ნანახია - ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა, ნეკნთაშუა კუნთებში სისხლჩაქცევებით, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი მარცხენა ფილტვის წინა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები ორივე ფილტვზე (სისხლჩაქცევების პარენქიმის სისქეში გავრცელებით) მუცლის დახურული ბლაგვი ტრავმა, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი ღვიძლის დიდი წილის წინა ზედაპირზე, ჰემოპერიტონიუმი, სისხლი მუცლის ღრუში 300 მლ-ის ოდენობით. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, ქალას ღრუში სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. სისხლჩაქცევა მარცხენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში. დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში, მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
სასამართლო-სამედიცინო №474/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ გ------- მ-----–--ლს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები-ცხვირის ზურგზე, შუბლის ორივე ნახევარში, მარცხენა თვალბუდის, მარჯვენა მხრის, ორივე იდაყვისა და მუხლის სახსრების არეში, ნაჭდევები ორივე მტევნების და მარჯვენა წვივის მიდამოზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №472/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ თ---------------–---–ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი ირგვლივ სიხლჩაქცევით ზედა ტუჩის არეში, სისხლნაჟღენთი გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №473/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ ა---------------–---–ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა ყურის ბიბილოზე. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №470/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ ი-----–-------–--ლს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე, ნაჭდევები ორივე მტევნების არეში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №471/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ მა-–------------ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მარჯვენა ნახევარში და გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე. სისხლნაჟღენთები ცხვირის, გულმკერდის, მარცხენა სხივ-მაჯისა და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით (აქედან კისრისა და გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ნაჭდევები შესაძლოა კბილების ჩაჭერის შედეგადაც). ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო №469/05/06-3 დასკვნით დადასტურდა, რომ გი----------------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1004427917 დასკვნით დადასტურდა, რომ სადაღაშვილის წარმოდგენილი ტანსაცმელზე (სვიტერი, ჯემპრი, მაისური, შარვალი, რეიტუზი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) არსებული საერთო ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების ფონზე, სვიტერს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად რღვევით განვითარებული დაზიანება. გ--------------–---–-სგან ამოღებულ ტანსაცმელზე (ქურთუკი, პერანგი, შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) არსებული საერთო ექსპლუატაციის ფონზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში: პერანგს აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანება, ხოლო შარვალზე იკვეთება კვალწარმომშობი ობიექტის ქსოვილზე დინამიური მოქმედებით - გასმით განვითარებული კვალთა ლოკალური მონაკვეთები, რომელთა მორფოლოგია გამორიცხავს წარმოდგენილი დანით მათი განვითარების შესაძლებლობას.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N005082917 დასკვნით დადასტურდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,დასაკეცი დანა“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N1) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე დანის პირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ. N38, პაკეტი წარწერით: ,,....სისხლი 1 (ერთი) შპრიცი აღებული მ--–-------------–---–-ს გვამიდან...“). დანის ტარზე (ობ. N2) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ. N38). ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის მინორულ წილში გ--------------–---–-ს (ობ.N37; პაკეტი წარწერით: ,,...გ--------------–---–-ს სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტებში, წარწერით: ,,...ორი ცალი მცირე ზომის ქვა სისხლის მაგვარი ლაქით ...“, ,,..ქვა, სისხლის მაგვარი ლაქით...„FCD826610... სისხლის მაგვარი ლაქა...“, ,,...გრუნტი სავარაუდოდ სისხლისმაგვარი ლაქებით...“, ,,FCD826603...სისხლის მაგვარი ლაქა....“ მოთავსებულ ქვისმაგვარ ფარგმენტებზე და ანაწმნდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3-5, 7-9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ.N38). პაკეტში, წარწერით: ,,....შავი ფერის ქურთუკი უმკლავებო...“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ.N38). პაკეტში, წარწერით: ,,...ორი ცალი ჯემპრი აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქა....“ მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N11-13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N11,13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ. N38). ობ. N12-ის გენეტიკური პროფილი და გ--------------–---–-ს (ობ.N37) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,....გ--------------–---–-სგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი....“ მოთავსებულ კომუფლირებულ შარვალზე (ობ.N14,15), კომუფლირებულ ქურთუკზე (ობ.N16), კუბოკრულ პერანგზე (ობ.N17,18) წყვილ წინდაზე (ობ.N19,20) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.N21,22) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N14,15,17,19, 20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- მ-----–--ლს (ობ.N37), ობ.N21,22-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ.N38). პაკეტში, წარწერით: ,,--------–---–-ს ტანსაცმელი....“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ.N38). ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე (ობ.N28), ქვედა საცვალზე (ობ.N29) და მარჯვენა ფეხსაცმელზე (ობ.N30) არსებული მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო შავი ფერის რეიტუზზე და სვიტერზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. პაკეტებში, წარწერით: ,,...გ--------------–---–-ს ხელის ანაწმენდები...“ და ,,...გ--------------–---–-ს სახის ანაწმენდები...“ მოთავსებულ დოლბანდზე არსებული მოყვითალო ლაქები (ობ.N31-33) სისხლს არ წარმოადგენს. ობ.N31-33-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- მ-----–--ლს (ობ.N37); პაკეტებში, წარწერით: ,,... მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, სახის არიდან ანაწმენდი..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N34,35; კონვერტები, წარწერით: ,,მარჯვენა ხელის მტევნის ანაწმენდი სველი“, ,,მარჯვენა ხელის მტევნის ანაწმენდი მშრალი“ და ,,მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდი სველი“, ,,მარცხენა ხელის მტევნის ანაწმენდი მშრალი“) სისხლს არ წარმოადგენს. ობ.N34-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი და ობ.N35-ის გენეტიკური პროფილი მ--–-------------–---–-ს (ობ.N38) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ კონვერტებში, წარწერით: ,,სახის არიდან ანაწმენდი სველი“ და ,,სახის არედან ანაწმენდი მშრალი“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N36) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ--–-------------–---–- (ობ.N38).
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახეზეა გ--------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება,არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
დანაშაულის ცნება მოცემულია სსკ-ის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, ყველა დანაშაულის შემადგენლობაში, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. მოცემული დანაშაული გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის. მოცემულ შემთხვევაში გ------- მ-----–--ლს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით; პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნია, ის ფაქტი რომ გ--------------–---–-ა 2017 წლის 06 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების მრავლობითი დარტყმებით, ფიზიკური დაზიანებები მიყენა მ--–-------------–---–-. მ--–-------------–---–- გ--------------–---–-ს მიერ განზრახ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
განზრახ მკვლელობის ჩადენისას აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწი ნააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. მკვლელობა მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ--------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო №94/05/06-1 დასკვნით დასტურდება, რომ მ--–-------------–---–-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობითა და ფილტვის ქსოვილის დაჟეჟილობით. ამასთან მ----------–---–-- გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა სახის დაზიანებები, ხოლო შინაგანი გამოკვლევით ნანახია-ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა, ნეკნთაშუა კუნთებში სისხლჩაქცევები, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი მარცხენა ფილტვის წინა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები ორივე ფილტვზე (სისხლჩაქცევების პარენქიმის სისქეში გავრცელებით) მუცლის დახურული ბლაგვი ტრავმა, უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომი ღვიძლის დიდი წილის წინა ზედაპირზე, ჰემოპერიტონიუმი, სისხლი მუცლის ღრუში 300 მლ-ის ოდენობით. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, ქალას ღრუში სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. სისხლჩაქცევა მარცხენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში. დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში, მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის და მოწმე თ---------------–---–ის ჩვენების საფუძველზე, პალატა ვერ გაიზიარებს გ--------------–---–-ს განმარტებას, რომ მას არ ჰქონია მ--–-------------–---–-ს მოკვლის განზრახვა, რადგან მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქტის მეორე ეპიზოდამდე ადგილი ჰქონდა ჩხუბის ფაქტს, რის შედეგადაც დაზარალებული იყო იმდენად ცუდ მდგომარეობაში, რომ გადაადგილებაც კი უჭირდა და მან იგი მიწაზე დააწვინა. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად დაზარალებულის ასეთი მდგომარეობისა, გ--------------–---–-ა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ თ---------------–---–ი ცოტა ხნით არ იმყოფებოდა მასთან და ჩხუბის ფაქტით განაწყენებული, შურისძიების მოტივით გაემართა მისკენ და შემთხვევის ადგილზე თ---------------–---–ის მისვლისა და გაშველების მცდელობის მიუხედავად იგი განაგრძობდა დაზარალებულის უმოწყალო ცემას, რაც ცალსახად ადასტურებს მსჯავრდებულის განზრახვას, რომ იგი შეგნებულად უშვებდა დაზარალებულის გარდაცვალებას, რასაც ასევე ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების სიმძიმე, სიხშირე და ლოკალიზაცია.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიუხედავად მოწმე თ---------------–---–ის მცდელობისა, რომ რამენაირად დახმარებოდა დაზარალებულს, იგი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. არასარწმუნოა ასევე მსჯავრდებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მეორე ჩხუბის დაწყებამდე დაზარალებულმა დანა მოუქნია მსჯავრდებულს, ვინაიდან, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, ამოღებული დანა, რომელიც მართლაც ეკუთვნოდა დაზარალებულს, იყო დაკეცილ მდგომარეობაში. მისი დაკეცვა არ მოუხდენია არც მოწმე თ---------------–---–ს და მითუმეტეს არც მსჯავრდებულს, შესაბამისად ამგვარი ფაქტობრივი გარემოების არსებობისას დაზარალებულს მსჯავრდებულისათვის უნდა მოექნია დაკეცილი დანა, რისი ვარაუდიც კი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ გ--------------–---–-ს ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით საფუძველს მოკლებულია, დაცვის მხარე არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მაშინ როდესაც გ--------------–---–-ა დატოვა მ--–-------------–---–-, ადგილზე დარჩა ორი პიროვნება თ---------------–---–ი და დალი ხადური, სწორედ ამ ორი პიროვნების იმედად დატოვა მ--–-------------–---–- და იმედოვნებდა შედეგის (გარდაცვალების) თავიდან აცილებას. პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები წარმოადგენს უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--------------–---–-ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა, გ--------------–---–-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ხელების და ფეხების მრავლობითი დარტყმებით განზრახ მოკლა მ--–-------------–---–- და მიატოვა შემთხვევის ადგილზე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულის დახმარება არ უცდია, არც სასწრაფო დახმარების მანქანა გამოუძახია, იგი უგონო მდგომარეობაში მყოფ მ--–-------------–---–- აყენებდა დარტყმებს. მ--–-------------–---–- გ--------------–---–-ს მიერ განზრახ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შესაბამისად დაცვის მხარის აპელირება, რომ მსჯავრდებულ გ------- მ-----–--ლს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით საფუძველს მოკლებულია.
პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული და უნდა გამართლდეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის სასჯელის მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებაში: პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით; აშკარა უკანონო ქმედების იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისთვის ხელის შეშლაში, ხოლო პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზანში იგულისხმება, აშკარა მოქმედება ან მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია პოლიციელის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ ან შეწყვეტისაკენ. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია, იგი დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე. კვალიფიკაციისთვის, მნიშვნელობა არ ენიჭება, მოახერხა თუ არა პირმა პოლიციის მუშაკისთვის ხელის შეშლა, კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------------–---–-ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით. აღნიშნული დანაშაული დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია.
სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით. მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო განმარტავს, რომ გ--------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა---------------–---–ის, ი-----–-------–--ლის, მ--–------------ს, გი----------------ის და პოლიციის თანამშრომელთა მიერ მიცემული ჩვენებებით. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა გამოკვლევაც არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და რომლებიც ადასტურებენ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ წინააღმდეგობის და დაზარალებულებისადმი დაზიანებების მიყენების ფაქტებს. ამასთან, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობისა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რა-------------–--ლის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მან დაინახა თუ როგორ უწევდა წინააღმდეგობას პოლიციის თანამშრომლებს გ--------------–---–- და როგორ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ა---------------–---–ის და თ---------------–---–ის მიმართ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი კი დასტურდება როგორც დაზარალებულ ა---------------–---–ის ჩვენებით, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე თ---------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. აღნიშნული მოწმეთა ჩვენებებიდან, რომლებიც უდავოდ იქნა ცნობილი, ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გ--------------–---–-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, გ--------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია 2017 წლის 6 მაისის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური N1495/ბ, ქიმიური და პიროტექნიკური N252/რან-299/ამ ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც დაცვის მხარე ასევე სადავოდ არ გაუხდია და მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--------------–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- მ-----–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- მ-----–--ლს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ამასთან ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის სასჯელის მინიმუმამდე შემცირების თაობაზე;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას. პალატა მიუთითებს, რომ მართალია დაცვის მხარი მიერ სასამართლოში წარმოდგენილია განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი თანახმაა გ------- მ-----–--ლს შეუმსუბუქდეს სასჯელი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა პალატის აზრით სასჯელი სამართლიანია და ამ ნაწილშიც განაშენი უნდა დარჩეს უცვლელი.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ------- მ-----–--ლს ჩადენილი აქვს რამდენიმე დამოუკიდებელი დანაშაული, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული 2,5 ლიტრი ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი, სისხლის მაგვარი ლაქები, დანა, ქვები სისხლის მაგვარი ლაქებით, ე.წ. ,,დეესპეს“ ფრაგმენტი სისხლის მაგვარი ლაქით, შავი ფერის თეთრ წინწკლიანი ნაჭერი სისხლის მაგვარი ლაქებით, წითელი ფერის ლაქა, ხელების ფრჩხილების ნიმუშები, ხელებისა და თავის ანაწმენდების ნიმუშები, თმის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, სახის ანაწმენდის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, ხელსახოცი სისხლის მაგვარი ლაქებით - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ქურთუკი, ერთი პაკეტი ე.წ. ,,კეტჩუპი“, ცხვირსახოცი, ორი ცალი ჯემპრი სისხლის მაგვარი ლაქებით, მ--–-------------–---–-ს ტანსაცმელი და პირადი ნივთები, გ--------------–---–-ს ტანსაცმელი, თ---------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
ფოტო მასალა მოთავსებული 1 DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, მინის ქილა და პოლიეთილენის პაკეტი მათში მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერებით, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ--------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---------------ის და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–-------–-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.გ--------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (06.06. 2018 წლამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- მ-----–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
გ------- მ-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 06 მაისიდან.
4. გ--------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
5.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 2,5 ლიტრი ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი, სისხლის მაგვარი ლაქები, დანა, ქვები სისხლის მაგვარი ლაქებით, ე.წ. ,,დეესპეს“ ფრაგმენტი სისხლის მაგვარი ლაქით, შავი ფერის თეთრ წინწკლიანი ნაჭერი სისხლის მაგვარი ლაქებით, წითელი ფერის ლაქა, ხელების ფრჩხილების ნიმუშები, ხელებისა და თავის ანაწმენდების ნიმუშები, თმის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, სახის ანაწმენდის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, ხელსახოცი სისხლის მაგვარი ლაქებით - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ქურთუკი, ერთი პაკეტი ე.წ. ,,კეტჩუპი“, ცხვირსახოცი, ორი ცალი ჯემპრი სისხლის მაგვარი ლაქებით, მ--–-------------–---–-ს ტანსაცმელი და პირადი ნივთები, გ--------------–---–-ს ტანსაცმელი, თ---------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
ფოტო მასალა მოთავსებული 1 DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, მინის ქილა და პოლიეთილენის პაკეტი მათში მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერებით, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას:
7. განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ.თეთრაული
ვ. მრელაშვილი