განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
330100118002706122
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002706122

საქმე N1ბ/1147-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.11.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ყუშიტაშვილი, მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: გ------ ბ------------ვი

 

დაცვის მხარე: მ------ ლ-----ე

 

მსჯავრდებული: ა-–---------- ა--------ის ძე ს---------ი - დაბადებული 1--- წლის 14 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი № 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, რ----- ქუჩა №--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით:

 

ა-–---------- ს---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- ს---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ს---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 სექტემბრიდან.

 

ა-–---------- ს---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა:

 

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გენდი ბ------------ვმა, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ა-–---------- ს---------ის მიმართ სასჯელის დამძიმებას. აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ა-–---------- ს---------ი დაკავებისას იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ასევე გასათვალისწინებელია მისი ქცევა ბრალდების წარდგენის შემდეგ, სასამართლოს აწვდიდა აბსურდულ ინფორმაციას, არ ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–---------- სკინადოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ლ-----ემ, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ა-–---------- ს---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეში არსებული მტკიცებუებათა ერთობლიობა არ იძლევა ა-–---------- ს---------ის მსჯავრდების საფუძველს, განაჩენი არ არის დასაბუთება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე, სასამართლო მიკერძოებულია ექსპერტიზის დასკვნების განმარტებასთან მიმართებაში. აპელანტი უთითებს მოწმე ვ-–-------- რ-------ის ჩვენების არასანდოობაზე, რომელიც რამდენიმე საქმეზე ნასამართლევი პირია, ხოლო სასამართლოს წინაშე საპირისპიროს ამტკიცებდა. რაც შეეხება მოწმე სოფიკო ლოლაძეს, რომელიც ფიგურირებს საგამოძიებო მოქმედებებში არ არის დაკითხული, შესაბამისად ზოგიერთი მტკიცებულების რელევანტურობის და ავთენტურობის შემოწმება ვერ მოხდა, რაც არ უნდა დაედოს საფუძვლად განაჩენს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა-–---------- ს---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა მოთეთრო ფხვნილისებურ ნივთიერებას წონით - 0,32 გრამს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP), რაც მან 2018 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ო---------------------–-სის სახელობის მოედანზე, 300 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ვ-–-------- რ-------ეზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გენდი ბ------------ვის, ასევე მსჯავრდებულ ა-–---------- სკინადოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ლ-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ა-–---------- ს---------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე:

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. უკანონო გასაღება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემას ნებისმიერი ხერხით როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ- ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. სუბიექტური მხრივ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.

 

საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის "რ " ქ/პუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; ხოლო "წ" ქ/პუნქტით გასაღებაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №331 რეგისტრაციით.,”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ” მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

დადგენილია, რომ ა-–---------- ს---------ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ” შეძენა, შენახვის და გასაღების არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ უტყუარად დასტურდება ა-–---------- ს---------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–-------- რ-------ის ჩვენებით, კაფე „გ--–----–ი“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს ალ.ს---------ს, რომელმაც ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის შეძენა გარკვეულ თანხად. მეორე დღეს, 2018 წლის 1 აგვისტოს ერთმანეთს შეხვდნენ ვორონცოვზე, წმ.ნიკოლოზის ეკლესიასთან და ბრალდებულმა კვლავ დაუდასტურა, რომ შეეძლო მიეყიდა მისთვის ამფეტამინი, 1 გრამი 300 ლარად. ვლ.რ-------ეს კონკრეტული პასუხი არ უთქვამს, მხოლოდ დააფიქსირა, რომ მოიფიქრებდა. მეორე დღესვე, ვლ. რ-------ემ ალ.ს---------ის შეთავაზების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავებს რეაგირების მიზნით. შეთანხმებისამებრ, ვლ.რ-------ემ გამოძიების მიერ გამოყოფილი, ნარკოტიკული საშუალების შესაძენი ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით ალ.ს---------ს მისივე მოთხოვნით ჩაურიცხა „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის „PAYBOX”-ის მეშვეობით, მომხმარებლის სახელზე „ს---------ი ს.“ თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული დროის განმავლობაში, ალ.ს---------თან კონტაქტი შეუძლებელი აღმოჩნდა, ხან ტელეფონი ჰქონდა გამორთული, ხან პასუხობდა ვლ.რ-------ეს და პირდებოდა შეხვედრას. მოწმის ჩვენებით, დაიგეგმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - პირადად აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით იმ მიზნით, რომ მოეხდინა ალ.ს---------თან შეხვედრებისა და მისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. პირველი შეხვედრა მოხდა 2018 წლის 23 აგვისტოს, 18-19 სთ-მდე დროის შუალედში, ალ.ს---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე: თბილისი, რ----- ქ№---ში, რა დროსაც ვლ.რ-------ემ მოსთხოვა ალ.ს---------ს შეძენილი ნარკოტიკული საშუალების მისთვის გადაცემა. ბრალდებულმა განუმარტა, რომ „ვარდისფერი“ ამფეტამინი არ ჰქონდა, უხარისხო ნივთიერება, რაღაც „მუკა“ ჰქონდა, რომლის შეძენაც არ ღირდა, რამდენიმე დღეში კი ექნებოდა „წითელი“ ამფეტამინი და დაუკავშირდებოდა. 2018 წლის 30 აგვისტოს, ალ.ს---------მა სმს შეტყობინებით აცნობა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა იმავე დღეს, დაახლოებით 20 საათზე, ქ.თბილისში, რ----- ქუჩის დასაწყისში, რა დროსაც ალ.ს---------მა ვლ.რ-------ეს გადასცა მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება და განუმარტა, რომ იყო „მუკა“ 0.5 გრამის ოდენობით, რაც მოწმემ შეინახა „PARLIAMENT”-ის ფირმის სიგარეტის კოლოფში, ხოლო ალ.ს---------თან დაშორების შემდეგ, შავთელის ქუჩაზე გადასცა გამომძიებელს და დაილუქა სათანადო წესით. ვლ.რ-------ის განმარტებით, მან გამომძიებელს ასევე გადასცა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, ალ.ს---------ისათვის 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა 2018 წლის 23 აგვისტოსა და 30 აგვისტოს ვიდეოჩანაწერები, რომელსაც სააპელაციო პალატაც გაეცნო და ე.წ. კრებსები, აღნიშნული ჩანაწერები სრულად ადასტურებს და შესაბამისობაშია მოწმე ვლ. რ-------ის ჩვენებასთან, მათში ნათლად არის ასახული ვ-–-------- რ-------ისა და ა-–---------- ს---------ის შეხვედრები, საუბრები ნარკოტიკული საშუალების ოდენობასა და ხარისხზე (თეთრი ე.წ. „მუკა“ და წითელი) ფასზე, ასევე ასახავს ვლ.რ-------ის მიერ გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, ალ.ს---------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მომენტს.

 

ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების შედეგად მოპოვებული მასალებიდან ირკვევა შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალები:

 

23.08.2018წ 17:49:48-18:01:30სთ ვიდეოჩანაწერით ირკვევა, თუ როგორ საუბრობენ ერთმანეთში ნარკოტიკული საშუალების ხარისხსა და ფასზე ვლ.რ-------ე და ა-–---------- ს---------ი, რომელსაც მოწმე მიმართავს, როგორც საშას. ბრალდებული უმარტავს მოწმეს, რომ „თეთრი“ ე.წ. „მუკა“ აქვს 200 ლარად, თუმცა ურჩევს, რომ „წითელი“ ბევრად უკეთესია და დაელოდოს რამდენიმე დღე „გაყიდვაში რომ გაიჩითება“, ვინაიდან ფასი ერთიდაიგივე აქვს ორივეს. ალ.ს---------ი არწმუნებს, რომ ყველაფერს აკეთებს დანაპირების შესასრულებლად - „ვჩალიჩობ, დღეს თუ იქნა რამე, თუ გავაკეთებ“, ვლ.რ-------ე კი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულთან სატელეფონო კომუნიკაცია შეუძლებელია და სთხოვს ტელეფონის ჩართვას, რაზეც ალ.ს---------ი პირდება, რომ კონტაქტზე იქნება.

 

30.08.2018წ 20:00:26-20:12:26სთ ვიდეოჩანაწერში ასახულია ალ.ს---------ის მიერ ვლ.რ-------ისთვის პატარა პაკეტის, მასში მოთავსებული ფხვნილით, გადაცემის შემდეგ ამ უკანასკნელის მხრიდან პაკეტის დათვალიერება და საუბარი, რა დროსაც მოწმის შეკითხვაზე „თეთრია თუ არა“, ბრალდებული აზუსტებს, რომ „მუკაა.“ ვლ.რ-------ე კითხულობს წონას - „ეს 0.5-ია?“, ალ.ს---------ი კი პასუხობს, რომ „არ ვიცი, ცოტა არაა, მე არ ვიკეთებ.“ ბრალდებული ასევე პირდება მოწმეს, რომ თუ „წითელი“ გამოჩნდება, უყურადღებოდ არ დატოვებს. ვლ.რ-------ე კვლავ გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული არ პასუხობს მის სატელეფონო ზარებს ან საერთოდ გამორთული აქვს მობილური და სთხოვს ალ.ს---------ს „რაღაცა სიტყვაზე გადაიდო-გადმოიდო, დარეკე რა.“

 

ალ.ს---------ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალები:

 

10.08.2018 19:53:48სთ-ზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------- შემოსული სმს შეტყობინება - გაბრაზებული თანამოსაუბრე ალ.ს---------ს მოიხსენიებს „ამფეტამინის ბარიგად“ და მოითხოვს მისგან ტელეფონის ჩართვას და საუბარს.

 

11.08.2018 00:00:08სთ-ზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------- შემოსული ზარი - თანამოსაუბრე მამაკაცი უკმაყოფილებას გამოთქვამს ალ.ს---------ის მიერ გადაცემული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების უხარისხობასთან დაკავშირებით, ბრალდებული კი ინტერესდება ვის არ მოეწონა ხარისხი და აცხადებს, რომ თუკი სათანადო მოქმედება არ ჰქონდა, ეს მისი პრობლემა არ არის. თანამოსაუბრე აზუსტებს, რომ თავად „მაგის ქვეშ არ არის“, ნასვამია, მაგრამ ვისაც მისცა, იმას არ მოეწონა - „დაგბრიდავს-თქო, ვპირდები და ვერაფერს ვერ ვგრძნობო, მეც ვერაფერი ვერ ვიგრძენი იმ დღეს.“

 

20.08.2018 14:11:16სთ-ზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------- შემოსული სმს შეტყობინება - „ბიჭო, 100 ლარად დავითრევთ?“ ალ.ს---------ის პასუხი - „კი, ოღონდ თეთრ ფხვნილს, მიმინოს 150-ად აქ მარტო.“

 

21.08.2018 14:37:04სთ-ზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------9 შემოსული ზარი - თანამოსაუბრე მამაკაცი ალ.ს---------ს ესაუბრება „ექსტაზის“ შეძენაზე და გასინჯვაზე, არკვევს ფასს, საუბრის დასრულების შემდეგ მასთან გაგზავნილ სსმ

შეტყობინებაში კი ბრალდებული წერს -„1600მდე ჯდება ეგ 20 ცალი, თან მარტო ბათუმში იყიდება.“

 

17.08.2018 18:24:54-19:02:29სთ ვლ.რ-------ესა და ალ.ს---------ს შორის მიმოწერა (სმს შეტყობინებები) - ვლ.რ-------ე ატყობინებს ალ.ს---------ს, რომ თან აქვს 300 ლარი (150 თავისი და 150 - ძმაკაცის) და სთხოვს შეძლებისდაგვარად მალე დაეხმაროს „დათრევაში“, ვინაიდან ცუდადაა. ბრალდებული აზუსტებს რა ოდენობის ნივთიერება უნდა მოწმეს და ეუბნება, რომ დაელოდოს, ამასთან აღნიშნავს, რომ თავადაც იმდენად უნდა მოხმარება, რომ რისკზე მიდის.

 

17.08.2018 19:02:29-19:31:46 სთ ვლ.რ-------ესა და ალ.ს---------ს შორის მიმოწერა (სმს შეტყობინებები) - ალ.ს---------ი ატყობინებს ვლ.რ-------ეს, რომ „1გ დათრევა შეუძლია“, მარტო მისი ნახევრის - 150 ლარად და სთხოვს, რომ პასუხი დაუყოვნებლივ გააგებინოს, რადგან ბევრი დრო არ აქვს, სურვილის შემთხვევაში კი თანხა ჩაურიცხოს. ალ.ს---------ი უთანხმებს, რომ მომდევნო დღეს 12 საათიდან შეეხმიანოს, ამ დროისთვის „დათრეული“ ექნება, შემდეგ კი მოწმის კითხვაზე, ადასტურებს, რომ თანხის ჩარიცხვის თაობაზე სმს მიუვიდა. იმავე შეტყობინებაში ალ.ს---------ი ვლ.რ-------ეს აცნობებს, რომ „აქცია აქვს 310-ად 2გ.“ მომდევნო შეტყობინებებში ვლ.რ-------ე და ალ.ს---------ი საუბრობენ აქციებზე და ბრალდებული ეუბნება, რომ „დღიური აქციებია“ და ხვალ რა იქნება არ იცის. ვლ.რ-------ე სთხოვს, რომ მალე მოუგვაროს საკითხი, რაზეც ალ.ს---------ი პასუხობს - „დავიკიდოთ დღეს და ხვალ დაგათრევინებ.“

 

18.08.2018 14:25:41-15:41:01 სთ ვლ.რ-------ესა (მობილური ტელეფონის ნომერი 5---------) ალ.ს---------ს შორის მიმოწერა (სმს შეტყობინებები) - ბრალდებული ატყობინებს ვლ.რ-------ეს, რომ „1გ უეჭველი მოხოდავს“ და თანხა ჩაურიცხოს „1------ აჭარაზე როგორც გუშინ. A------------- დაეწერება.“ მოწმის განმარტებაზე რომ ვერ ახერხებს აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, ბრალდებული სთავაზობს საქართველოს ბანკის ანგარიშს - „პირადი ნომრით ჩარიცხე 0---------- საქ.ბანკი“. 15:39:18სთ-ზე ალ.ს---------ი აცნობებს მოწმეს, რომ თანხა - 300 ლარი დაჯდა მის ანგარიშზე.

 

18.08.2018 16:14:06-17:15:03 სთ ვლ.რ-------ესა და ალ.ს---------ს შორის მიმოწერა (სმს შეტყობინებები) – ალ.ს---------ი ატყობინებს, „მალე მოვგვარდებით ჩემო ძმაო“, შემდეგ კი იწყებენ შეთანხმებას შეხვედრის ადგილზე, თუმცა ვინაიდან ალ.ს---------ი აღარ პასუხობს მოწმეს, 16:02.22 სთ-ზე ვლ.რ-------ე წერს ბრალდებულს - „ჩემი რაც იყო იმას არ გთხოვ, ნახევარი იყო სხვისი და ის ნახევარი გრ დამითრიე, უხერხულში ვარ.“

 

30.08.2018 17:31:49სთ ვლ.რ-------ესა და ალ.ს---------ს შორის მიმოწერა (სმს შეტყობინებები) – ალ.ს---------ი წერს ვლ.რ-------ეს, რომ ცოტა ხანში შეეხმიანება და ნახავს. შეთანხმებისამებრ, ალ.ს---------ი მოგვიანებით ეხმიანება ვლ.რ-------ეს, როემლიც 19:54:25 საათზე გაგზავნილი სმს შეტყობინებით აუწყებს, რომ ადგილზე იმყოფება, ალ.ს---------ი კი პასუხობს, რომ მაქსიმუმ 5 წუთში თავადაც მივა.

 

2018 წლის 18 აგვისტოს ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ს.ლოლაძემ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გამოყოფილი ფულადი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით გადასცა ვ-–-------- რ-------ეს. ფულადი თანხის კუპიურების ქსეროასლი ერთვის ოქმს.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 30 აგვისტოს, ვ-–-------- რ-------ისგან ამოღებული იქნა “PARLAMENT”-ის ფირმის თამბაქოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის პოლიეთელინის პაკეტში დაფასოებული მოთეთრო ფერის ფხვნილისებური მასა, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი თ.ხ--------).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 სექტემბერს, ვ-–-------- რ-------ისგან ამოღებული იქნა მის მიერ ა-–---------- ს---------ისთვის ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ჩარიცხული თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რომლის წინა მხარეს იკითხება ნაბეჭდი ასოებით შემდეგი:

· ტექსტი - „გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, ცხელი ხაზი: (032)2 555 555“

· თარიღი და დრო - 18/08/2018 და 15:38 საათი

· სერვის გრაფაში - „თანხის შეტანა ანგარიშზე“

· ანგარიშის ნომრის გრაფაში - „------”

· მომხმარებლის გრაფაში - „ა-–---------- ს.“

· შეტანილი თანხის გრაფაში - 300 (სამასი) ლარი

· საკომისიოს გრაფაში - 0.00 ლარი

· ჩარიცხული თანხის გრაფაში 300 ლარი

· ტერმინალის ნომრის გრაფაში - 1----

· ხოლო ოპერაციის კოდის გრაფაში - 3-------

· ზ/აღნიშნული მონაცემების ქვემოთ ტექსტი: „გადაიხადეთ ინტერნეტით, www.epay.ge ” აღნიშნული ქვითრის მეორე (უკანა) მხარეს კი ლათინური ასოებით წარწერები www.ebank.ge და “EXPRESS BA№K”. ამოღებული ქვითარი დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი თ.ხ--------).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ი------------მ და ს--------–-------ამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №2166/სქ-2506/ქრ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2018 წლის 31 აგვისტოს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სიგარეტი „პარლამენტის“ კოლოფში მოთავსებული უფერო გამჭირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში ერთ ცალად დაფასოებული მოთეთრო ფხვნილისებური ნივთიერება, წონით-0,32 გრამი, შეიცავს ნივთიერება ალფა-პვპ-ს (a-PVP), რომელიც მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბერს, ქ.თბილისში, რ----- ქ№---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალ.ს---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა (გამომძიებელი: ა-------–-–---–--------–--–------------–------–--–-------------------------–-ა).

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბერს, ჩატარდა ალ. ს---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: ქ.თბილისში, რ----- ქ№---ში, რა დროსაც ამოღებული იქნა თეთრი ფერის, ქართულენოვანი ტექსტით დაბეჭდილ დაზიანებულ ქაღალდში მოთავსებული მომწვანო მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე მცენარეული მასა, რაც მოთავსდა თეთრი ფერის თაბახის ქაღალდსა და პოლიეთილენის პარკში და დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა-----– ო----–-–---–ი, მონაწილე პირები: ლ.ს----–--–-, ი.ნო----ე და ა.გ----–-ა, მოწმეები: ა-------- და ა-–---------- ს---------ი).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბერს 12:55 საათზე, ქ.თბილისში, რ----- ქუჩა №---ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ა-–---------- ა--------ის ძე ს---------ი (გამომძიებელი არ---–-------–-–---–--------–--–------------------).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ა-----– ო----–-–---–მა, ი---- ნო----ემ და ა-–---- გ----–-ამ.

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბერს, ბრალდებულ ა-–---------- ს---------ის პირის ღრუდან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი თ.ხ--------, ექსპერტები: გ.ჯ-----–---–- და თ.რ-----–---–-).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბერს, ბრალდებულ ა-–---------- ს---------ისგან აღებული იქნა ხმის ნიმუშები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი თ.ხ--------, ექსპერტი ე.კუნელაშვილი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- გ--–---მა დაადასტურა მის მიერ გაცემული 2018 წლის 18 სექტემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7021852 დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ა-–---------- ს---------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ნ----–---–მა დაადასტურა ექსპერტ პ.წ--–---–--ესთან ერთად გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №2427/სქ-2793/ქრ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

2018 წლის 19 სექტემბერს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, თეთრ ქაღალდში გახვეული, თეთრ დაზიანებულ ქაღალდში, ნაბეჭდი ქართულენოვანი წარწერებით, დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე, მშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით - 0.16 გრამი, შეიცავს ნიკოტინს და ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ კანაბინოიდურ კომპონენტებს: ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბინოლს და კანაბიდიოლს. ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონაა - 0,0002 გრამი. ნიკოტინი, კანაბინოლი და კანაბიდიოლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს №5368/18 განჩინებით სს „საქართველოს ბანკი“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 20.08.2018წ ფიქსირდება ალ.ს---------ის პირად ანგარიშზე გადახდის აპარატის მეშვეობით 300 ლარის ოდენობით ფულადი თანხის შეტანა.

 

„საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლ.ს--------–--ის 2018 წლის 24 ოქტომბრის წერილის თანახმად, ალ.ს---------ის საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 20 აგვისტოს ასახული 300 ლარის შეტანა განხორციელდა ქ.თბილისში, ყაზბეგის გამზ. №20ა გაჩერებაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის №1---- ტერმინალის საშუალებით 2018 წლის 18 აგვისტოს 15:38:23 საათზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: დ--------------–---–---------–---------–------ა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №195/სფ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

· 2018 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

 

· ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ფონოგრამები (23.08.2018 წლით დათარიღებული ვიდეოჩანაწერი; 30.08.2018 წლით დათარიღებული ვიდეოჩანაწერი; 1408690556.wav; 1408865799.wav; 1408884958.wav; 1408887931. wav; 1408922150.wav; 1408949298.wav; 1409053560wav; 1409150933.wav; 1409152809.wav; 1409153115.wav; 1409154166.wav;) არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნებს - რეპრეზენტატულობასა და თავსებადობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტანტული ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი პიროვნების თავისუფალი მეტყველებისა, ხოლო ჩანაწერი არ არის თავსებადი, ანუ ჩანაწერი არ არის თავსებადი წარმოდგენილ ხმის ნიმუშთან. ჩანაწერში მეტყველების მიმდინარეობის პირობები და გარემოებები, აგრეთვე დიქტორის ემოციური მდგომარეობა სხვადასხვაა.

 

ამავე დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ჩანაწერებში საუბროს ორი დიქტორი მამაკაცი, ქართულ ენაზე. აუდიოგრამებში და ვიდეოგრამებში დიქტორთა ფრაზების გარჩევადობა შესაძლებელია, ჩანაწერების ხარისხი იძლევა დიქტორთა ფრაზების ტექსტური შინაარსის დადგენის საშუალებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ხ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის №803/ჰ-ვ-ტ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

· 2018 წლის 31 ოქტომბერს სს №010020818001 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებებით- Recl_0001.avi” (ვიდეოგრამა №1) და Recl_0001.avi (ვიდეოგრამა №2) არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები.

 

· გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო №4-5-6-7) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

· გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო №4-5-6-7) და ჩვენს ხელთ არსებულ ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზაში რიცხული, 14.09.1--- წელს დაბადებულ ა-–---------- ა--------ის ძე ს---------ის (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე მოთავსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო №8-9-10) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კვიწინაძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №007635218 დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

პაკეტში წარწერით: „...ნივთიერება, წონით 0.31 გრამი (0.32 გრამი)...“ მოთავსებულ გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე (ობ№1) და პაკეტში, წარწერით: „...მც.მასა, წონით 0.08გრ...“ მოთავსებულ თეთრი ფერის მთლიანობადარღვეული ქაღალდის ფრაგმენტზე, ნაბეჭდი და ხელით შესრულებული წარწერებით (ობ№2), არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თ----- ხ--------მ დაადასტურა ალ.ს---------ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულმა ვლ.რ-------ემ ალ.ს---------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ, სწორედ მას გადასცა კანონსაწინააღნდეგო ნივთიერება, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე განმარტოს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიზანს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებული იქნეს მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კანონმდებელი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, რომ გამოძიების დროს მტკიცებულებათა მოპოვებისას დაიცვას კანონის გათვალისწინებული მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებათა მოპოვებასთან (მათ შორის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურულ საკითხთან მიმართებით) ეჭვის წარმოშობს, ანუ კონკრეტულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დროს მოვლენები/მოქმედებების განსხვავებულ ვერსიაზე უთითებს, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება სამკარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გააქარწყლოს აღნიშნული ეჭვი, რა დროსაც მან მკაფიო ფორმით უნდა დაადასტუროს ის კონკრეტული გარემოება თუ რა თანმიმდევრობით, ვის მიერ, დროის რა პერიოდში, რა საფუძვლით და ა.შ. განხორციელდა კონკრეტული საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და რა მტკიცებულებებით ახდენს მოცემულ გარემოებათა უტყუარად დადასტურებას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტად არსებობის მიჩნევაში.

 

პალატას საქმის მასალების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე, მიაჩნია, რომ ა-–---------- ს---------ის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ვ-–-------- რ-------ის მიერ ა-–---------- ს---------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.

 

პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის პოზიციას, რომ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი ა-–---------- ს---------ის ქმედების განხორციელების არცერთ კომპონენტში, რომ ა-–---------- ს---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა მოთეთრო ფხვნილისებურ ნივთიერებას წონით - 0,32 გრამს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP), რაც მან 2018 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ო---------------------–-სის სახელობის მოედანზე, 300 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ვ-–-------- რ-------ეზე. რასაც ადასტურებს როგორც ვ-–-------- რ-------ის ჩვენება, ასევე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები - საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. ამასთან ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ ვიდეოჩანაწერებში არ აღინიშნება მონტაჟის ნიშნები; ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ ვიდეოგრამებსა და აუდიოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული პიროვნებას, იგი არის ა-–---------- ს---------ი, რაც დაცვის მხარის მიერაც არ არის სადაოდ გამხდარი. შესაბამისად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხსენებულ ჩანაწერში ასახული პირი არის ა-–---------- ს---------ი. სირებული პიროვნება

 

რაც შეეხება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულით დადგენილია ის გარემოება, რომ ჩანაწერებზე ხმისა და მეტყველების იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებდა მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნებს - რეპრეზენტატულობასა და თავსებადობას, ჩანაწერის ხარისხის, მეტყველების მიმდინარეობის პირობებისა და გარემოებების, აგრეთვე დიქტორის ემოციური მდგომარეობის გამო. პალატა ამ მოცემულობის ფარგლებში ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის საფუძველზე ჩანაწერზე მონტაჟის ნიშნები გამოირიცხა, მეორე მხრივ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ „ჩანაწერებში საუბროს ორი დიქტორი მამაკაცი, ქართულ ენაზე. აუდიოგრამებში და ვიდეოგრამებში დიქტორთა ფრაზების გარჩევადობა შესაძლებელია, ჩანაწერების ხარისხი იძლევა დიქტორთა ფრაზების ტექსტური შინაარსის დადგენის საშუალებას“, რაც სრულად დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ხსენებული ვიდეოჩანაწერების საჯაროდ გამოკვლევის დროსაც. შესაბამისად დაცვის მხარის პოზიცია თითქოსდა ვიდეოჩანაწერებში არსებული ხმა არ ეკუთვნის ა-–---------- ს---------ს ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა-–---------- ს---------ის უდანაშაულობის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოწმე ვ-–-------- რ-------ის ჩვენება არ არის სანდო, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საკუთარ ნასამართლობაზე იცრუა.

 

პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ხსენებული გარემოება ცალკე აღებული შეიძლება იწვევდეს მოწმის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოწმის ჩვენების სანდოობა და სისწორე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მოწმე ვ-–-------- რ-------ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს რადგან მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებასთან, ისე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან - მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალებთან - პირველ რიგში კი ალ. ს---------ისა და მოწმე ვ-–-------- რ-------ის შეხვედრების ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან და ალ.ს---------ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებთან. ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნისა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან. ხსენებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი კი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახულია ვ-–-------- რ-------ესა და ა-–---------- ს---------ის შეხვედრები და საუბარი, აგრეთვე ვლ.რ-------ის მიერ ალ.ს---------ისათვის პირად საბანკო ანგარიშზე 300 ლარის ჩარიცხვის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელის მიერ მოწმეზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი.

 

პირველ ინსტანციაში გამოკვლეული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც გაეცნო სააპელაციო პალატა, ნათლად ჩანს თუ როგორ თანხმდებიან ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე, ფასსა და ხარისხზე, როგორ ურიცხავს ვლ.რ-------ე ალ.ს---------ს შეთანხმებულ 300 ლარს პირად საბანკო ანგარიშზე და მოგვიანებით, შეხვედრის დროს როგორ გადასცემს ალ.ს---------ი ვლ.რ-------ეს მცირე ზომის პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას. ჰაბიდოსკოპიური, ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად კი, უტყუარად დგინდება, რომ ვიდეოგრამაზე ასახული პიროვნება არის ა-–---------- ს---------ი, ამასთან ჩანაწერის მთლიანობა დარღვეული არაა და მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში ა-–---------- ს---------ის მიმართ გამოტანილ განაჩენს საფუძვლად უდევს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა. როგორც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარშია მითითებული ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ მოწმე სოფიკო ლოლაძე მოხსნა დასაკითხი მოწმეთა სიიდან, აღნიშნული მხარის მატერიალური და პროცესუალური უფლების რეალიზაციის გამოხატულებაა, რაც სასამართლოს მხრიდან არ იქნება აღქმული რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ან უარყოფის საფუძვლად.

 

დაცვის მხარის განმარტებით, ნივთიერ მტკიცებულებაზე ალ.ს---------ის გენეტიკური პროფილის არ არსებობა მიუთითებს, რომ ბრალდებულს შემხებლობა არ ჰქონია მასთან. პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინტსანციის სასამართლოს მსჯელობას. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა არა ის ფაქტი, რომ მასზე არსებული ადამიანის გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნოდა ალ.ს---------ს, არამედ დადგინდა ის გარემოება, რომ ნივთიერ მტკიცებულებაზე აღმოჩენილი ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიული იყო (ე.ი. აღმოჩენილი იქნა ადამიანის ბირთვული დნმ, თუმცა კვლევისათვის არაინფორმატიული). ასევე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ის კი არ არის დადგენილი, რომ ვიდეოჩანაწერებში არსებული ხმა არ ეკუთვნის ა-–---------- ს---------ს, არამედ აღნიშნული დასკვნით დადგინდა ის გარემოება, რომ ჩანაწერებზე ხმისა და მეტყველების იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებს მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნებს

 

პალატას მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნების შეფასება დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს იმგვარად, რომ ა-–---------- ს---------მა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, წარმოდგენილი დასკვნების მატერიალური შინაარსი საკმაოდ ნათლად და გასაგებად არის გადმოცემული. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო ინსტანციამ შეაფასა აღნიშნული დასკვნები იმგვარად, რომ დოკუმენტის მატერიალური შინაარსის ძირითადი მომენტები გააზრებული იქნა სწორად და რეალურად, მასში ასახული ინფორმაცია არ უნდა დაექვემდებაროს არასწორ ინტერპრეტაციას. ხსენებულ ნივთიერ მტკიცებულებაზე აღმოჩენილი ბიომასალის გენეტიკური პროფილის ალ.ს---------ის გენეტიკურ პროფილთან იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა არაინფორმატიულობის გამო, რაც ნათლად ადასტურებს არა იმას, რომ ნივთმტკიცებაზე გამოირიცხა ალ.ს---------ის ბიომასალის არსებობა, არამედ იმას, რომ მასზე არსებული ბიომასალის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ განხორციელდა. ამასთან როგორც ზემოთ აღინიშნა ასევე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ის კი არ არის დადგენილი, რომ ვიდეოჩანაწერებში არსებული ხმა არ ეკუთვნის ა-–---------- ს---------ს, არამედ აღნიშნული დასკვნით დადგინდა ის გარემოება, რომ ჩანაწერებზე ხმისა და მეტყველების იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებს მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნებს.

 

პალატა ზემოაღნიშნულ განმარტებების შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ა-–---------- ს---------ის ბრალდების ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია დაცვის მხარის პოზიციის გასაბათილებლად. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარობის მაღალი ხარისხით გამოირიცხება აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ვერსია და საქმეზე წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხასიათდებიან დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე ვ-–-------- რ-------ის თანმიმდევრული და სასამართლოში წარმოდგენილი ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან თანხვდენილი ჩვენება, ასევე ა-–---------- ს---------ის სატელეფონო ნომერზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერები, საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან ა-–---------- ს---------ის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება, დაცვის მხარის არგუმენტები ბიოლოგიური (გენეტიკური) და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებზე მითითებით, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, რომ ნივთიერ მტკიცებულებაზე აღმოჩენილი ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, რის გამოც ალ.ს---------ის გენეტიკურ პროფილთან იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზით ჩანაწერებზე ხმისა და მეტყველების იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებს მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნებს, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–---------- ს---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი და დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა-–---------- ს---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-–---------- ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ა-–---------- ს---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სწორედაც რომ გაითვალისწინა ა-–---------- ს---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსულ ცხოვრება. ასევე პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობის, მსჯავრდებულის ასაკს და მისი ოჯახური მდგომარეობას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მის ქცევას შესაბამისად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ა-–---------- ს---------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი რომელიც დანიშნულია დანაშაულთა ერთობლიობით მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ა-–---------- ს---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

ქვითარი, DVD და CD დისკები (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

სიგარეტის კოლოფი, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი და ნარკოტიკული საშუალებები: ალფა-პვპ და ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ალ.ს---------ის ნერწყვისა და ხმის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ------ ბ------------ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ს---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ა-–---------- ს---------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

ა-–---------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- ს---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ს---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 სექტემბრიდან.

 

ა-–---------- ს---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრ-----, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ქვითარი, DVD და CD დისკები (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

სიგარეტის კოლოფი, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი და ნარკოტიკული საშუალებები: ალფა-პვპ და ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ალ.ს---------ის ნერწყვისა და ხმის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლეები:

 

ხვიჩა კიკილაშვილი

 

მაია თეთრაული

 

ვახტანგ მრელაშვილი