განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003103604
საქმე №1/ბ1737-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მსჯავრდებულ ნ-----–---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ი---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---------------- მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–---------------–--------------; ფაქტობრივად მცხოვრები - თ---–--------------------------–--–-------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, ნ-----–--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ-----–---------------- მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–--------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2019 წლის 12 ივნისიდან.
ნ-----–--------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით, ნ-----–--------------- ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად გაენესაზღვრა 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2(ორი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
ნ-----–---------------- პირობით გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. კერძოდ, 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 04:00 საათზე, ნ-----–--------------- ქ-------–--–------------------------ დ-----–------------–-------------------------------------------------------------–----- ფარულად დაეუფლა ვ-----------–---–-- კუთვნილ 250 ლარად ღირებულ “-------ის მოდელის ყვითელი ფერის ველოსიპედს და 300 ლარად ღირებულ”----------- ის მოდელის ლურჯი ფერის ველოსიპედს. რითაც დაზარალებულ ვ-----------–---–-- მიადგა 550 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-----–---------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ-----–----------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად დასტურდება დაზარალებულ ვ-----------–---–-- და მოწმეების: გ---------------–---–--------------------–---–-- გამოკითხვით მიღებული ინფორმაციით, ნ-----–---------------- პირადი ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ველოსიპედით, საგამოძიებო ექსპერიმენტით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, 2017 წლის 18 ივლისის ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს განაჩენით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ნ-----–---------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას, ვინაიდან სასჯელის განასაზღვრისას მხდეველობაში ირებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, სიმძიმეს და მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. ასევე ის წარსულში ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ანალოგიური დანაშაულისთვის და მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში.
პალატას, ასეთი პირობების არსებობისას კი, სასჯელის შემცირება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ-----–--------------- განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ნ-----–---------------- მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ-----–----------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ნ-----–---------------- მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. ნ-----–---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ნ-----–---------------- მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ-----–---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
5. მსჯავრდებულ ნ-----–--------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 12 ივნისიდან.
6.ნივთმტკიცება:
-ნ-----–---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,-------------------------------ის ფირმის ველოსიპედები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. პალატის განაჩენი შედის კანონიერ ძალაში დადგენისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი