განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
180100119003111950
ინსტანცია
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003111950

საქმე #1/ბ-1198-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელ: და-------------–---–ის;

მსჯავრდებულ: თე----------–--–----ის;

ადვოკატ: იო------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ და-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თე--------------------–------–--–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 6------------ საქართველოს მოქალაქის, (პირადი ნომერი #0----------) უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ს--------------------- ქუჩა #1-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა-–-------- ქუჩა #1-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თე----------–--–----ეს შორის 2018 წლის 16 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თე----------–--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფოთის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

თე----------–--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თბილისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თბილისის ეპიზოდი) დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი ზომის სასჯელის და საბოლოოდ, თე----------–--–----ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

თე----------–--–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და 2016 წლის 3 თებერვლიდან 2016 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

 

თე----------–--–----ეს მსჯავრი დაედო მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 31 დეკემბერს, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ (ს/ნ 2--------) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდი-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა“, ღირებულებით - 4 462 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 400 კალენდარულ დღეს (2016 წლის 04 თებერვლამდე პერიოდს). აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ჩაერიცხა საერთო ჯამში 1 911 325 ლარი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ 2015 წლის 09 მარტიდან 2015 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საერთო ჯამში წარდგენილი აქვს შესრულებულ სამუშაოთა 7 (შვიდი) აქტი -ფორმა N2-ები, რომელთა თანახმად ხსენებულ იურიდიულ პირს შესრულებულად ნაჩვენები აქვს ჯამში 384 888 ლარის სამუშაო.

 

თე----------–--–----ემ იყო რა შპს „ს--–-----–----------–----–------------–---------“ დამფუძნებელი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ს--–-----–----------–----–------------–---------“ შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი - 1 526 437 ლარი და აღნიშნული თანხით არ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო), 2014 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულება დამკვეთის მიერ შეწყვეტილ იქნა 2015 წლის 10 სექტემბრიდან.

 

ასევე, 2014 წლის 3 დეკემბერს, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს--–-----–----------–----–------------–--------“ (ს/ნ 2--------) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „ქ. ფოთში, სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა“, ღირებულებით - 1 687 399 ლარი (2015 წლის 26 მაისს შეტანილი ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 1 848 695,61 ლარის ოდენობით). აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 01 ივნისის ჩათვლით პერიოდს (2014 წლის 29 მაისის შეთანხმების საფუძველზე ობიექტის მიწოდების ვადა გაგრძელებული იქნა 2015 წლის 01 სექტემბრამდე). 2014 წლის 26 დეკემბერს სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე შპს „ს--–-----–----------–----–------------–--------“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ზემოთ მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით, ჩაერიცხა თანხა - 700 000 ლარის ოდენობით. 2015 წლის 20 აპრილის, ამავე წლის 01 ივნისისა და 07 ივლისის შპს „ს--–-----–----------–----–------------–---------“ მიერ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენილი იქნა შესრულებული სამუშაოების აქტები - ფორმა N2-ები, რომელთა თანახმად ფირმას შესრულებული აქვს ჯამში სულ 472 840,64 ლარის სამუშაო (რეალურად შესრულებულ სამუშაოთა და სამშენებლო მასალათა ღირებულება შეადგენდა 483 573,39 ლარს). ზემოხსენებული შესრულებული სამუშაოს თანხა, სათანადო დაკავებების შემდეგ (ავანსის, სამუშაოთა ხარისხის დაცვის), 283 686,38 ლარის ოდენობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩარიცხული იქნა აღნიშნული იურიდიული პირის სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ს--–-----–----------–----–------------–---------“ შესაბამის ანგარიშზე ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად სულ ჩარიცხული აქვს ჯამში 983 686,38 ლარი.

 

თე----------–--–----ე იყო რა შპს „ს--–-----–----------–----–------------–---------“ დამფუძნებელი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ს--–-----–----------–----–------------–---------“ შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი - 500 112,99 ლარი და აღნიშნული თანხით არ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო), 2014 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულება, დამკვეთის მიერ შეწყვეტილ იქნა 2015 წლის 27 აგვისტოდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა და-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმება და საქმის პროკურორისთვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: 2016 წლის 16 მაისს თე----------–--–----ესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, თე----------–--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება. საპროცესო შეთანხმების პირობად განისაზღვრა თე----------–--–----ის მიერ სახელმწიფოსათვის, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიყენებული - 500 112,99 ლარის ოდენობის ზიანის ოთხი წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება შემდეგი გრაფიკით: საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღიდან, ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 125 028.25-125 028.25 ლარის ანაზღაურება. სახელმწიფოსათვის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიყენებული - 1 526 437 ლარის ოდენობის ზიანის ოთხი წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება შემდეგი გრაფიკით: საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღიდან ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 381 609.25 – 381 609.25 ლარის სახელმწიფოსათვის. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიყენებული - 500 112,99 ლარის ოდენობის ზიანის ოთხი წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება შემდეგი გრაფიკით: საპროცესო შეთანხმების გაფორმების დღიდან, ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 125 028.25 – 125 028.25 ლარის ანაზღაურება. 2019 წლის 22 მაისს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ხოლო 2019 წლის 28 მაისს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული წერილებით, ბრალდების მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულმა თე----------–--–----ემ დაარღვია/არ შეასრულა საპროცესო შეთანხმების ოქმით განსაზღვრული პირობა.

სააპელაციო პალატის სხდომაზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა და-------------–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმება და თე----------–--–----ის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევის გამო საქმის პროკურორისთვის დაბრუნება.

 

მსჯავრდებული თე----------–--–----ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი არ დაეთანხმნენ პროკურორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 16 მაისის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული თე----------–--–----ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი იმ-----------–---–ი დასტურდება, რომ სასჯელთან დაკავშირებული პირობის გარდა, ბრალდებულთან მოხდა შეთანხმება ასევე სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამავე ოქმის მიხედვით, თე----------–--–----ეს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იყო მიემართა სასამართლოსთვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ და-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ თე----------–--–----ეს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობებას წარმოადგენდა სახელმწიფოსათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 1 526 437 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის დღიდან ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 381 609.25 – 381 609.25 ლარი და სახელმწიფოსათვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 500 112,99 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 125 028.25 - 125 028.25 ლარი.

დაცვის მხარის განმარტებას, რომ 100 ათასი ლარი გადარიცხული იქნა ზიანის ასანაზღაურებლად, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ ანგარიშის დაყადაღების გამო ვერ შესრულდა ვალდებულება, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული თანხა სწორედ საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად იქნა შეტანილი ანგარიშზე, ამასთან, თე----------–--–----ეს საპროცესო შეთანხმების პირობის თანახმად, განაჩენის გამოტანის ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნდა აენაზღაურებინა 125 028.25 - 125 028.25 ლარი. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ თე----------–--–----ე მომავალში აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის საფუძველზეც მიიღებს ასი ათას დოლარამდე შემოსავალს და მიმართავს ზიანის ანაზღაურებისკენ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება ვერ შეცვლის უკვე დარღვეული ვალდებულების სამართლებრივ შედეგებს.

როგორც საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2019 წლის 22 მაისის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 მაისის წერილებიდან ირკვევა, თე----------–--–----ის მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გამოტანის დღიდან ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ჩარიცხვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში და ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე არ განხორციელებულა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თე----------–--–----ემ დაარღვია 2018 წლის 16 მაისს მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობა, არ შეასრულა საპროცესო შეთანხმების ოქმით ნაკისრი ვალდებულება, რაც საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების და საქმის პროკურორისთვის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ თე----------–--–----ის მიმართ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 292-298-ე მუხლებით, 214-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ და-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ თე----------–--–----ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ თე----------–--–----ის მიმართ დაუბრუნდეს პროკურორს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

კახაბერ მაჭავარიანი