განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
330100119003118001
ინსტანცია
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119003118001

საქმე N1b/1781-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

თ---–------------------------ შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ----------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---------------------------- მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაბადებული 1----–-–-------------–-- რეგისტრირებული: დ-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, მ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.

მსჯავრდებულ მ------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ივნისიდან - 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

მ------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 15:05 საათზე, ქ------–--–------------–-------–-------------------------------------- მიმდებარედ, მ------------- N117 საქალაქო სამარშუტო მოკროავტობუსით მგზავრობის დროს, ნ------------------- ხელჩანთიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 5 ლარად ღირებულ საფულეს, მასში მოთავსებული 14.40 ლარით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, „ლიბერთი ბანკი“-ს პლასტიკური ბარათით, სამი ცალი მეტრომანის პლასტიკური ბარათით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „ფარმა სახლი“-ს ბარათით, „ავერსი“-ს ბარათითა და ჯანდაცვის საყოველთაო ბარათით.

მ-------------ს დანაშაულებრივი ქმედებით ნ------------------- მიადგა 19.40 ლარის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–------------------------ შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ------------------------ რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებულ ნივთმტკიცებებით, მოწმეების: მ-----–-------–---–-------------–---–------- და დაზარალებულ ნ------------------- გამოკითხვის ოქმებით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მ-------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აგრეთვე, მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის ქმედებით გამოწვეული შედეგიც.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მ------------- განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---–------------------------ შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ----------------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

5.მ------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -

2019 წლის 19 ივნისიდან - 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

6. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

- მ-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნ------------------- კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, სამი ცალი მეტრომანის პლასტიკური ბარათით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „ფარმა სახლის“ ბარათით, „ავერსის“ ბარათით, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათით, 14.40 ლარით (ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 2 ლარიანი მონეტა, ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი 10 თეთრიანი მონეტა და ორი ცალი 5 თეთრიანი მონეტა), რომლებიც ინახება საქართველოს შ----------–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნ------------------- კუთვნილი „ლიბერთი ბანკი“-ს ბარათი, დაუბრუნდა დაზარალებულს.

- მ-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე ასოცდათოთხმეტი ლარითა და სამოცი თეთრით, ორმოცდაათი აშშ დოლარით, ათი რუსული რუბლით, ავტომობილ „ნისანის“ რეგისტრაციის მოწმობით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „თიბისი ბანკი“-ს ბარათით, მეტრომანის პლასტიკური ბარათით, სოკარის პლასტიკური ბარათით, შავი ფერის პლასტიკური ბარათით, ორი ცალი ხატით, ჰუავეის ფირმის მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით, ავტომობილის გასაღები ბრელოკით, რომელიც ინახება საქართველოს შ----------–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- მ-------------საგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- მ-------------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შ----------–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- მოწითალო ფერის საფულედან აღებული ანაწმენდები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შ----------–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი