განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
330100118002243641
ინსტანცია
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002243641

საქმე №1ბ/8-----

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ-------–---–--ას

ადვოკატის: ო-–----------ის

მსჯავრდებულის: რ--------------------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ--------------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ----–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--------------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–-–---–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენით, რ--------------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

რ--------------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.

რ--------------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, თ---–--–---------–-------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ი-----–--–----–--ის მაღაზიიდან, რ--------------------ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თანხას 300 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ--------------------ას ადვოკატმა ლ----–---–---ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. ადვოკატის მითითებით განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას რ--------------------ა არ ითვლებოდა ორი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირად, შესაბამისად სახეზე არ გვაქვს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეზღურდვა და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ--------------------ას მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ი---------–----ას, ი-----–--–----–--ის, ან----------------ას გამოკითხვის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ვიდეოჩანაწერით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ--------------------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, ამასთან, უდავოდ მიიჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის სამართლიანობასთან ერთად შეფასდეს მისი კანონიერების საკითხი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განაჩენით, რ--------------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობის პერიოდში რ--------------------ამ კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რისთვისაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 7 (შვიდი) თვე, იგი მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ--------------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ნასამართლობის გაქარწყლების ვადა როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ისე საქართველოს 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჩადენილი დანაშაულისათვის აითვლება ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდიდან. ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 22 მარტის N538აპ-17 განაჩენში, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და განმარტავს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებული იქნება შთანთქმის თუ შეკრების პრინციპი, ორივე შემთხვევაში ხდება სასჯელთა გაერთიანება, ანუ პირი ერთი კონკრეტული - საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ფარგლებში იხდის წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელსაც და შესაბამისად როგორც წინა, ასევე ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის ნასამართლობის ვადა გამოითვლება საბოლოოდ დანიშნული სასჯელის მოხდიდან.

საქმის მასალებში მოთავსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის თანახმად, რ--------------------ას სააღსრულებო ფურცლებზე დავალიანება არ ერიცხება; სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რ--------------------ა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2015 წლის 31 მარტს; ხოლო თბილისის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რ--------------------ამ პირობითი გამოსაცდელი ვადა დაასრულა 2017 წლის 30 მარტს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე განსახილველი დანაშაულებრივი ქმედება რ--------------------ამ ჩაიდინა 2017 წლის 17 ნოემბერს, რა დროსაც წინა განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოხდიდან არ იყო გასული საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის დაწესებული ნასამართლობის გაქარწყლების 3 წლიანი ვადა.

ამდენად, რ--------------------ა ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის წარმოადგენდა წარსულში ორი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ--------------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. რ--------------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. რ--------------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 8 მაისიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ--------------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალი და რ--------------------ას სუნის ნიმუში, რაც ინახება საქართველოს შსს ქ.------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ლაზერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ლაზერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი