განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002304589
საქმე №1ბ/1335-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - შ--–---–--–---–---–ი (დაბადებული - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------------------, ბინა №22-ში;
ადვოკატი - ა-–------------------ე;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით.
სასჯელი: ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2014 წლის ივლისის თვეში, ს--------------–--ემ გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა, რისთვისაც 2014 წლის პირველ აგვისტოს, მეგობარ - რ----–------------ის რჩევით, დახმარებით მიმართა თ---–--–-----–----------------------------ში მდებარე შპს ,,ე------------------ს“ რომელსაც ავტომანქანები ჩამოჰყავდა საქართველოში შეკვეთით. შპს ,,ე------------------ის“ დამფუძნებელი იყო შ--–---–--–---–---–ი, ხოლო კომპანიის დირექტორი და იურისტი იყვნენ ბ--------------–---–ი და ზ---------------ი. 2014 წლის პირველ აგვისტოს, დღის საათებში, შპს ,,ე------------------ის“ ოფისში, მდებარე თბილისი, ი-–----------------------------ში, შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს ინტერნეტსაიტის საშუალებით დაათვალიერებინა იმ ეტაპზე გასაყიდი ავტომანქანები და შეარჩევინა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული, 20 015 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა ,,ლ-------------”. შეთანხმებისამებრ, ს--------------–--ემ იმავე დღეს ბეს სახით გადაიხადა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 17 015 აშშ დოლარი მან გადაიხადა 2014 წლის 2 აგვისტოს. ს--------------–--ემ ფულადი თანხა ორივე შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა შ--–---–--–---–---–ს და ფულადი თანხის გადახდის დამადასტურებლად მიიღო შპს „ე------------------ის“ მიერ გაცემული ინვოისი. შ--–---–--–---–---–ის დაპირების თანახმად, ს--------------–--ეს ავტომანქანა საქართველოში უნდა ჩამოსვლოდა დაახლოებით სამი თვის ვადაში, რის შემდეგაც ის კომპანიისათვის მომსახურების სანაცვლოდ გადაიხდიდა 2 100 აშშ დოლარს და შპს „ე------------------ისგან“ გადაიფორმებდა ავტომანქანას საკუთარ სახელზე. 2014 წლის 2 აგვისტოს, ავტომანქანა „ლ-------------”, ანუ იგივე ავტომანქანა, რომლის ჩამოყვანასაც შ--–---–--–---–---–ი დაჰპირდა ს--------------–--ეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა კომპანია „კ-------------------“, იგივე „ბ--------------------–--მ“ და გადმოაგზავნა საქართველოში რეალიზაციისათვის. კომპანია „კ-----------------ის“ მიერ შეძენილი ავტომანქანა „ლ-------------” საქართველოში ჩამოვიდა 2014 წლის 14 ნოემბერს, შპს „ბ----ის“ სახელზე. აღნიშნული კომპანია დაარსა იგივე პირმა, რომელმაც დააფუძნა „კ-------------------ი“ („ბ--------------------–--“). შპს „ბ----მა,“განვადების ხელშეკრულებით, ავტომანქანა მიჰყიდა ფიზიკურ პირს - ზ---------------ს, რომელმაც, თავის მხრივ, ავტომანქანა შ--–---–--–---–---–ის თხოვნით, გადასცა ს--------------–--ეს. ს--------------–--ემ დარჩენილი ფულადი თანხა შ--–---–--–---–---–ს გადაუხადა 2015 წლის 7 მაისს, თუმცა ამ უკანასკნელს ავტომანქანა ს--------------–--ისთვის არ გადაუფორმებია. ზ---------------მა, რომელიც მოქმედებდა შ--–---–--–---–---–ის თხოვნით, გააფორმა განვადების ხელშეკრულება შპს „ბ----თან“ და ავტომანქანა დოკუმენტაციის გარეშე გადასცა ს--------------–--ეს. შპს „ბ----მა“ ავტომანქანა „ლ-------------” შეიძინა საქართველოში რეალიზაციისათვის და ჩამოყვანიდან რამდენიმე დღეში განვადების ხელშეკრულებით გაასხვისა ფიზიკურ პირზე, თუმცა აღნიშნულ ფიზიკურ პირს არ გადასცა ავტომანქანის დოკუმენტაცია, ვინაიდან, ვიდრე ფიზიკური პირი სრულად არ დაფარავდა ავტომანქანის საფასურს, დოკუმენტაცია რჩებოდა შპს „ბ----თან“. შ--–---–--–---–---–ის მიერ შეცდომაში შეყვანილმა ზ---------------მა ვერ შეძლო შპს ,,ბ----ისათვის“ ავტომანქანა „ლ-------------“-ის საფასურის გადახდა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ავტომანქანა მიაკუთვნა შპს “ბ----სს“, როგორც მის პირვანდელ მესაკუთრეს. ვინაიდან, შ--–---–--–---–---–ს, ს--------------–--ისათვის შერჩეული ავტომანქანა „ლ-------------” არ შეუძენია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო აღნიშნული ავტომანქანა შეძენილია იმთავითვე „ბ--------------------ციის“ („კ-----------------ი“) მიერ და გადმოგზავნილია შპს „ბ----ისათვის“ რეალიზაციის მიზნით, ის მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს--------------–--ის ფულად თანხას აშშ დოლარის ექვივალენტში, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 34425 ლარს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით:
შ--–---–--–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–ის ადვოკატმა ა-–------------------ემ, ასევე ბრალდების მხარემ - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა - გ-------–---–------ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლო საკითხს არ მიუდგა სამართალშემოქმედების მხრიდან, რაც ყველა სასამართლოს ვალდებულებაა და გაუგებარი მსჯელობით მოახდინა პირის გასამართლება, რაც არ წარმოდაგენს, არც მართლმსაჯულების განხორციელებას და არც სამართალშემოქმედებას. ვინაიდან შ--–---–--–---–---–მა მალევე უზრუნველყო ს--------------–--ისთვის ავტომობილის ღირებულების უკან დაბრუნება. არ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ უფლებები და ვალდებულებები, შ--–---–--–---–---–მა შეცდომის გამო ვერ მოახერხა ავტომობილის ყიდვა შეერთებულ შტეტებში ინტერნეტსაიტის მეშვეობით და ამიტომ შეცდომით ის შეიძინა ,,კ----------------მა“, რამაც გაართულა მანქანის უკან დაბრუნების ან გამოსყიდვის შესაძლებლობა, ამიტომ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, შ--–---–--–---–---–მა, ვინაიდან მას ს--------------–--ის მიმართ ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება, ამ მანქანის შეძენა ვერ შეძლო და დაუბრუნა მას ავტომობილის სრული ღირებულება, შესაბამისად საფუძველი აღნიშნული ბრალდების არ არსებობს.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის სასჯელის ნაწილში უსამართლო, ვინაიდან მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევა და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ქმედების ხასიათთან, კერძოდ შ--–---–--–---–---–ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია ასევე ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, კერძოდ დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენება, მოტყუება და დამნაშავის ქცევა ქმედების შემდეგ, ანუ ის გარემოება, დაზარალებულს ზიანი ბოლომდე არ აუნაზღაურდა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები კერძოდ, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, იძლევა თუ არა ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას.
დაზარალებულ ს--------------–--ის განმარტებით, შ--–---–--–---–---–ი 2014 წლის მაისის თვეში გააცნო მეგობარმა - რ----–------------ემ. მეგობრის განმარტებით, შ--–---–--–---–---–ი დაეხმარებოდა სასურველი ავტომანქანის შეძენაში და 2014 წლის ივლისის თვის ბოლოს, ს--------------–--ე მივიდა ქ-------–--–------------------------------ ნომერში მდებარე შპს „ს--------“ ოფისში, სადაც მას დახვდა შ--–---–--–---–---–ი, ზ---------------ი და კომპანიის დირექტორი - ბ--------------–---–ი. ბევრი ძებნის შემდეგ, შ--–---–--–---–---–მა მოიძია დაზარალებულისთვის სასურველი, შავი ფერის ავტომანქანა „ლ-------------, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 20 000 აშშ დოლარს. ს--------------–--ემ ბრალდებულს „ბეს“ სახით დაუტოვა 3000 აშშ დოლარი, ხოლო ორ რიცხვში ასევე ხელზე გადასცა დარჩენილი თანხა, მთლიანობაში - 20 000 აშშ დოლარი. შ--–---–--–---–---–ის დავალებით, ბ--------------–---–მა შეადგინა ხელწერილი, რომლის თანახმადაც, ს--------------–--ეს სრულად ჰქონდა გადახდილი ავტომანქანის თანხა. შ--–---–--–---–---–მა ფურცელზე ხელი მოაწერა და დაამოწმა კომპანიის ბეჭდით. ბრალდებულთან შეთანხმების თანახმად, ს--------------–--ე ავტომანქანას სექტემბრის თვეში მიიღებდა, რის შემდეგაც იგი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ტვირთის ტრანსპორტირების საფასურს - 2100 აშშ დოლარს. ავტომანქანის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს შ--–---–--–---–---–ი აწარმოებდა. კითხვების წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებული უკავშირდებოდა ზ---------------ს და ბ--------------–---–ს, ვინაიდან შ--–---–--–---–---–ი მუდმივად საზღვარგარეთ იმყოფებოდა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. 2014 წლის 14 ნოემბერს, მოხდა ავტომანქანის ტრანსპორტირება თბილისში. აღნიშნული ავტომანქანა ს--------------–--ეს ღამის საათებში ჩააბარეს შ--–---–--–---–---–მა და ზ---------------მა. იქვე იმყოფებოდნენ სხვა პიროვნებებიც, თუმცა დაზარალებულს მათი ვინაობა არ ახსოვს. ბრალდებული მას დაპირდა, რომ ავტომანქანის დოკუმენტაციას რამდენიმე დღეში გადასცემდა. დაზარალებულმა მესამე დღიდან დაიწყო „ს--------“ ოფისში დარეკვა და დოკუმენტების მოთხოვნა, მაგრამ შ--–---–--–---–---–ი მუდმივად საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ს--------------–--ემ ავტომანქანის შეძენის მსურველი კლიენტი მოიძია, თუმცა გადაფორმების გარეშე გაყიდვას ვერ ახერხებდა, აღნიშნულისთვის კი ავტომანქანის დოკუმენტაცია ესაჭიროებოდა. ვინაიდან დაზარალებულმა ვერ შეძლო დაკავშირებოდა ბრალდებულს, ავტომანქანის საბუთები კომპანიის დირექტორს მოსთხოვა, რომელმაც უპასუხა, რომ შ--–---–--–---–---–ის გარეშე ვერანაირ დოკუმენტებს ვერ გადასცემდა. ავტომანქანის დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნამ დაახლოებით სამი წელს გასტანა. მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ, მესამე წელს დაუბრუნა შ--–---–--–---–---–მა დაზარალებულს ავტომანქანისთვის გადახდილი თანხა.
დაზარალებულის განმარტებით, შეძენილი ავტომანქანით სარგებლობას ვერ ახერხებდა და ავტომანქანა მის ავტოფარეხში იდგა, რადგან მას განბაჟების პროცედურები არ ჰქონდა გავლილი. 2015 წლის ნოემბრის თვეში, ს--------------–--ის ადვოკატები შეხვდნენ ზ---------------ს, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანას ვერ გადაუფორმებდნენ, რადგან დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ 24 000 აშშ დოლარს ჩაურიცხავდნენ ანგარიშზე. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კომპანია „ს--------“ არცერთი წარმომადგენელი მობილურ ტელეფონს არ პასუხობდა, რის გამოც ს--------------–--ემ განცხადებით მიმართა პოლიციას. სწორედ პოლიციაში შეხვდა იგი შ--–---–--–---–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ ვინაიდან ავტომანქანის ტრანსპორტირების თანხა არ ჰქონდა გადახდილი დაზარალებულს, სწორედ ამიტომ ვერ აძლევდა დოკუმენტაციას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შ--–---–--–---–---–ისთვის 2690 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ (2100 დოლარი ტრანსპორტირების თანხა და 590 დოლარი ჯარიმა) ბრალდებული დოკუმენტაციას გადასცემდა დაზარალებულს. ს--------------–--ემ მეორე დღიდან დაიწყო ბრალდებულთან და კომპანიის წარმომადგენლებთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ: ოფისში არავინ იმყოფებოდა, ხოლო მობილურ ტელეფონს არცერთი მათგანი არ პასუხობდა.
საბოლოოდ, ს--------------–--ის შვილი ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა ზ---------------ს, რომელმაც გამოუგზავნა შ--–---–--–---–---–ის საბანკო ანგარიში, რაზედაც შეთანხმებული თანხა უნდა ჩაერიცხა დაზარალებულს. ს--------------–--ემ თანხა მაშინვე ჩარიცხა გადმოგზავნილ ანგარიშზე და მესამე დღეს, შ--–---–--–---–---–მა მას გადასცა კომპანიის ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, დაზარალებულს ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებული ყველა თანხა გადახდილი ჰქონდა. ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ ავტომანქანის დოკუმენტებს 10 დღეში გადასცემდა, თუმცა ამ დაპირების შემდეგ გავიდა სამი წელი და დაზარალებულს ავტომანქანის დოკუმენტაცია დღემდე არ მიუღია. გამოძიების დაწყების შემდეგ, 2017 წელს შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს ჩაურიცხა 24 000 აშშ დოლარი.
დაზარალებულის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა „ლ-------------“-ის მეპატრონე იყო კომპანია „ბ----ი“, რომელიც მოითხოვდა მისი კუთვნილი ნივთის დაბრუნებას. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითქოსდა მისთვის შეძენილი ავტომანქანა გადაეცა კომპანია „ბ----ს“. დაზარალებულისთვის ასევე ცნობილია, რომ ზ---------------მა შ--–---–--–---–---–ის დავალებით გააფორმა ხელშეკრულება ავტომანქანის განვადებით შეძენის თაობაზე. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ შ--–---–--–---–---–ი დროის გაყვანას ცდილობდა (,,ორი კვირა მაცალე“, ,,ერთი თვე მაცალე“). დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ჩამოყვანილ ავტომობილს მან ჩაუტარა ქიმიური წმენდა და მცირე პროფილაქტიკური სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, დაზარალებული ბრალდებულისგან ითხოვს დამატებით 9551 ლარის გადახდას, რაშიც შედის ადვოკატის მომსახურების თანხები, სასამართლოს ბაჟი და ბანკის კრედიტისათვის გადახდილი პროცენტი; მის ავტოფარეხში მყოფი ავტომანქანა წაიყვანა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა და გადაეცა კომპანია „ბ----ს“. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
მოწმე ლ---------–---–ის განმარტებით, მისმა მეუღლემ - ს--------------–--ემ, შ--–---–--–---–---–ის კომპანიისგან, რომელიც მდებარეობდა ქ-------–--–------------------------------ში, 2014 წლის ივლისის თვის ბოლოს, შეიძინა ავტომანქანა - „ლ-------------“. ს--------------–--ემ ავტომანქანა შ--–---–--–---–---–ის დახმარებით შეარჩია და სწორედ მას გადაუხადა 20 015 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით. ავტომანქანის შერჩევას და ფულის გადაცემას ლ---------–---–ი პირადად არ შესწრებია, ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მას მეუღლემ მიაწოდა. მოწმისთვის ცნობილია, რომ თანხის გადაცემის შემდეგ შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს გადასცა ინვოისი, სადაც აღნიშნული იყო კომპანიის დასახელება, გადახდილი თანხის ოდენობა, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელმოწერა და ბეჭედი. თანხის გადაცემიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, მის მეუღლეს გადასცეს ავტომანქანა და დაჰპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში ავტომანქანის დოკუმენტაციასაც გადასცემდნენ. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დოკუმენტები ს--------------–--ეს დღემდე არ მიუღია. 2015 წლის აპრილის თვეში, ს--------------–--ემ განცხადებით მიმართა პოლიციას. სწორედ პოლიციის განყოფილებაში შეხვდა დაზარალებული შ--–---–--–---–---–ს და ზ---------------ს, სადაც ამ უკანასკნელებმა დამატებით მოსთხოვეს დაზარალებულს ავტომანქანის ტრანსპორტირების თანხა 2100 აშშ დოლარის ოდენობით და ჯარიმა 690 აშშ დოლარი. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, შ--–---–--–---–---–თან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. დაზარალებულის ოჯახი ზ---------------ს დაუკავშირდა ელექტრონული ფოსტით და სწორედ მისგან მიიღეს ბრალდებულის საბანკო ანგარიში, რომელზეც ს--------------–--ის მიერ მოხდა ბრალდებულისგან დამატებით მოთხოვნილი 2790 აშშ დოლარის ჩარიცხვა. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის ყველა თანამშრომელი მიუწვდომელი გახდა კონტაქტისთვის, არცერთი მათგანი მობილურ ტელეფონს არ პასუხობდა, ხოლო ოფისი დაკეტილი იყო. საბოლოოდ, დაზარალებულმა სასამართლო მიმართა სარჩელით და მოითხოვა ავტომანქანის დოკუმენტები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ს--------------–--ისთვის გადაცემული ავტომანქანა კომპანია „ბ----ის“ საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლომ დაზარალებულის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ავტომანქანა დაუბრუნა კომპანია „ბ----ს,“ როგორც კანონიერ მფლობელს. მოწმის განმარტებით, მის მეუღლეს - ს--------------–--ეს ავტომანქანის თანხა ნასესხები ჰქონდა. ვინაიდან ავტომანქანის რეალიზაცია ვერ მოხდა მისი დოკუმენტაციის არქონის გამო, დაზარალებული იძულებული გახდა ბანკიდან კრედიტი გამოეტანა. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მეუღლეს შ--–---–--–---–---–მა ჩაურიცხა 24 000 დოლარი.
მოწმე ქ-------–--–-----------------------------ის ჩვენების თანახმად, მამამისმა - ს--------------–--ემ, 2014 წლის აგვისტოს თვეში, კომპანია „ს--------“ დახმარებით შეიძინა ავტომანქანა. მისთვის ცნობილია, რომ ს--------------–--ემ ავტომანქანის გადაფორმება ვერ მოახერხა, რადგან მას შესაბამისი დოკუმენტაცია არ გადასცეს. კომპანიის წარმომადგენლები ტელეფონს არ პასუხობდნენ, რის გამოც მამამისი იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. სწორედ პოლიციის განყოფილებაში შეხვდა ს--------------–--ე შ--–---–--–---–---–ს, სადაც ბრალდებულმა მას დამატებით მოსთხოვა 2790 აშშ დოლარის გადახდა და დაჰპირდა, რომ თანხის ჩარიცხვის შემდეგ ავტომანქანის დოკუმენტაციას გადასცემდა. აღნიშნულის შემდეგ, „ს--------“ წარმომადგენლები კვლავ არ პასუხობდნენ ტელეფონებს, რის გამოც ი-----------–--ე ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა ზ---------------ს. მოწმემ მისგან მიიღო შ--–---–--–---–---–ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც ს--------------–--ემ ჩარიცხა ბრალდებულის მიერ დამატებით მოთხოვნილი 2790 აშშ დოლარი. თანხის ჩარიცხვის შემდეგ კონტაქტზე კვლავ არავინ გამოდიოდა, რის გამოც ი-----------–--ემ კვლავ მიწერა წერილი ელექტრონულ ფოსტაზე ზ---------------ს, თუმცა ამ უკანასკნელს პასუხი არ მოუწერია.
მოწმის ჩვენების თანახმად, მამამისი - ს--------------–--ე ავტომანქანით სარგებლობას ვერ ახერხებდა, რადგან იგი განბაჟებული არ იყო. მოწმემ დადასტურა, რომ ს--------------–--ემ შეძენილ ავტომანქანას საბურავები შეუცვალა და ქიმწმენდა ჩაუტარა.
მოწმე ა---–------ის განმარტებით, 2014 წელს, შ--–---–--–---–---–ის კომპანიაში მუშაობდა ოფისის მენეჯერად. იგი კომპანიაში მისულ მოქალაქებს აძლევდა მიმართულებას, ეწეოდა რეკლამირებას და ოფისის ინვენტარით მომარაგებას. მოწმეს ს--------------–--ე მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი და რა სახის მანქანა შეიძინა დაზარალებულმა, მისთვის უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ 2016 წლის დასაწყისში, მის მეუღლეს - ზ---------------ს, შპს „ბ----ის“ სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული ვალდებულება წარმოიშვა ზ---------------ის მიერ, კომპანია „ბ----ისგან“ ს--------------–--ისთვის ჩამოყვანილი ავტომანქანის განვადებით გამოსყიდვის გამო. მოწმის ჩვენების თანახმად, შპს „ბ----მა“ თანხა ვერ მიიღო, რის გამოც კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ხოლო ავტომანქანის შესახებ დოკუმენტაცია ს--------------–--ეს დათქმულ დროს არ გადაეცა.
მოწმე ბ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით მუშაობდა შპს „ს--------“ დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია იღებდა შეკვეთებს, საზღვარგარეთ ყიდულობდა ავტომანქანებს, რომლებიც ჩამოჰყავდა საქართველოში და გადასცემდა კლიენტებს. შპს „ს--------“ დამფუძნებელი იყო შ--–---–--–---–---–ი. სწორედ ბრალდებული აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც კლიენტებთან, ასევე საზღვარგარეთ მყოფ პარტნიორებთან, ახორციელებდა შეკვეთებს და ახდენდა ავტომანქანების ჩამოყვანის ორგანიზებას. პირადად მის (ბ--------------–---–ი) მოვალეობაში შედიოდა ოფისის მოვლა-შენახვა, დოკუმენტების გაფორმება და ოფისის მუშაობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება. კომპანია განთავსებული იყო ქ-------–--–------------------------------ში მდებარე ოფისში. მოწმემ ს--------------–--ე გაიცნო კომპანიის ოფისში, რ----–------------ისგან. ბ--------------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულს ავტომანქანის შეძენა სურდა. ს--------------–--ეთან მოლაპარაკებას შ--–---–--–---–---–ი აწარმოებდა. დაზარალებული რამდენჯერმე იმყოფებოდა კომპანიის ოფისში. მოწმემ ბრალდებულისგან შეიტყო, რომ ს--------------–--ეს და შ--–---–--–---–---–ს შორის შეთანხმება შედგა და დაზარალებულმა ავტომანქანის შესაძენად დაახლოებით 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა. თანხა კომპანიის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. სად, როდის და როგორ მოხდა შ--–---–--–---–---–ისთვის თანხის გადაცემა, ბ--------------–---–ისთვის უცნობია. 2014 წლის ოქტომბრის თვეში, მოწმე გადავიდა სხვა სამსახურში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ფორმალურად ითვლებოდა კომპანიის დირექტორად.
მოწმემ დაადასტურა, რომ მას რამდენიმეჯერ დაუკავშირდა ს--------------–--ე, რომელმაც აცნობა ავტომანქანის დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის თაობაზე. მან დაზარალებულს აუხსნა, რომ იგი კომპანიაში არ მუშაობდა, რის შემდეგაც ს--------------–--ეს მასთან არ დაურეკავს. შ--–---–--–---–---–ს და დაზარალებულს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. ავტომანქანის შერჩევისა და გადაცემის პროცესს ბ--------------–---–ი არ დასწრებია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზოგადად ავტომანქანის შეძენის თანხები კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. შ--–---–--–---–---–ის დავალებით, ბ--------------–---–მა შეადგინა ინვოისი, რომელიც გადასცა დაზარალებულს. მოწმის ჩვენების თანახმად, ზ---------------ი შპს „ს---------“ თანამშრომელი არ იყო, მაგრამ კომპანიის იურიდიულ მხარდაჭერას ახორციელებდა. შპს „ს--------“ ავტომანქანის საქართველოში ჩამოყვანას გადამზიდავი კომპანია -„ბარამის“ მეშვეობით ახორციელებდა; ინვოისში რომელიც ს--------------–--ეს გადაეცა, აღნიშნული იყო გადახდილი თანხა, კლიენტის სახელი და გვარი და მასზე დასმული იყო კომპანიის ბეჭედი. მოწმე არაერთხელ დაუკავშირდა შ--–---–--–---–---–ს და შეატყობინა ს--------------–--ის პრეტენზიის თაობაზე. ბრალდებული დაჰპირდა მას, რომ პრობლემას მოკლე დროში მოაგვარებდა. ბ--------------–---–მა გადამზიდავ კომპანიასთან შპს „ს---------“ გართულებული ურთიერთობის შესახებ შეიტყო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვისას.
მოწმე ზ---------------ის განმარტებით, ს--------------–--ე გაიცნო 2014 წლის ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში. შ--–---–--–---–---–ს დაფუძნებული ჰქონდა კომპანია „ს-------“, რომელსაც ავტომანქანები ჩამოჰყავდა საქართველოში. ს--------------–--ე, რ----–------------ის მეშვეობით დაუკავშირდა კომპანიას, რომლის ოფისიც მდებარეობდა ქ-------–--–--------------ის გამზირზე. ზ---------------ი ოფიციალურად კომპანიის თანამშრომლად არ ითვლებოდა, მაგრამ იურიდიულ საკითხებში დახმარებას უწევდა მას. ს--------------–--ემ ავტომანქანის შეძენაში დახმარება სთხოვა შ--–---–--–---–---–ს. საბოლოოდ, მხარეებმა კონკრეტული ავტომანქანა შეარჩიეს და ს--------------–--ემ სრულად გადასცა თანხა შ--–---–--–---–---–ს, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით. თანხის გადაცემის მომენტს ზ---------------ი არ დასწრებია, აღნიშნულის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის. როგორც მისთვის ცნობილია, სერგო კურტალაძემ პირველ ჯერზე 3000 აშშ დოლარი გადასცა შ--–---–--–---–---–ს, ხოლო მეორედ, ორი - სამი დღის შემდეგ - 20000 აშშ დოლარი. თანხის გადახდიდან ორ თვეში უნდა გადაეცათ ავტომანქანა კლიენტისთვის. 2014 წლის ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში, ავტომანქანა გადაეცა ს--------------–--ეს, ხოლო ავტომანქანის დოკუმენტაცია გადამზიდავ კომპანიას მოგვიანებით, 5-7 დღეში უნდა მიეწოდებინა „ს--------“ ოფისისთვის. შემდეგ გაურკვევლობა წამოიშვა შ--–---–--–---–---–ის კომპანიას და გადამზიდებს შორის. ბრალდებული არასამართლიანად დააჯარიმეს და ურთიერთობაც დაიძაბა. კომპანიის ავტომანქანები გადამზიდავებმა შეაჩერეს. ვინაიდან ავტომანქანა, რომელიც ს--------------–--ეს უნდა გადასცემოდა, კომპანია „ბ----ის“ საკუთრებას წარმოადგენდა, მისი (ზ---------------ის) სახელზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის ღირებულება სამ თვეში უნდა დაფარულიყო. ზ---------------მა ხელშეკრულებას ხელი შ--–---–--–---–---–ის თხოვნით მოაწერა და სწორედ ბრალდებულს უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხა, თუმცა ამ უკანასკნელმა თანხა არ გადაიხადა. კომპანია „ბ----მა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ავტომანქანა დაიბრუნა. ს--------------–--ემ ავტომანქანა ვერ გადაიფორმა, რადგან მისი დოკუმენტაცია არ გააჩნდა. კომპანია ბარამთან გართულებული ურთიერთობის გამო, „ს-------“-ს მიერ შეძენილი ავტომანქანებიც ჩამოყვანა შეჩერდა, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი ჩაბარდა კლიენტს, გარდა ს--------------–--ისა.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ დ------------–---–ის განმარტებით, წარმოებაში ჰქონდა საღსრულებო საქმე, რომელშიც მოსარჩელე იყო შპს „ბ----ი“, ხოლო მოპასუხე - ზ----------------ი. დავის საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა „ლ-------------“, რომელიც სასამართლომ შპს „ბ----ს“ მიაკუთვნა. 2018 წლის 8 იანვარს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ--------------ის მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომანქანა და გადაეცა მესაკუთრეს. ნივთის ამოღება მოხდა ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე (ავტომანქანა იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და ამოღება განახორციელა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა).
2017 წლის 2 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, მ--–-------------ისგან ამოღებულ იქნა „კ-----------------ის“ მიერ ავტომანქანის შეძენის სერთიფიკატი ორ ფურცლად, შპს „ბ----სა“ და ზ---------------ს შორის გაფორმებული განვადების ხელშეკრულების დედანი ორ ფურცლად.
2014 წლის 19 ნოემბრის ავტომანქანის განვადებით გაყიდვის თაობაზე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ავტომობილი „B---------------------“, რომლის ღირებულება შეადგენს 21 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულებაში მყიდველ პირად მითითებულია ზ---------------ი, ხოლო გამყიდველად - შპს „ბ----ი“ (დირექტორი ელ--------------------ე). ხელშეკრულების ვადა იწყება 2014 წლის 19 ნოემბერს და სრულდება 2014 წლის 25 დეკემბერს.
2017 წლის 3 ნოემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანხმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ - ლ-------------–ის მიერ, ექსპერტების - მ-–--------–------------–------–------ის, დაზარალებულ ს--------------–--ის მონაწილეობით, დათვალეირებულ იქნა შავი ფერის ავტომანქანა, ლათინური ასოებით წარწერით - L------------, ღია რუხი ფერის სავარძლებით, ვინ კოდით J----------------.
2017 წლის 14 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, სს „თ----------ის“ მენეჯერ ს--–--------–---სგან ამოღებულ იქნა: შ--–---–--–---–---–ის სს „თ----------ის“ ანგარიშის ნომერზე -G----------- 5--------- განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის შუალედში, შ--–---–--–---–---–ის სხვა ანგარიშის ნომრებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის შუალედში, სს „თ----------ში“ ზ---------------ის საბანკო ანგარიშისა და მასზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე და იმავე ბანკში, ბ--------------–---–ის საბანკო ანგარიშისა და მათზე განხორციელებული ტრანზაქციების იმავე პერიოდის შესახებ ინფორმაცია.
2017 წლის 14 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, „ს----------–--------ის“ იურისტ დ---------------გან ამოღებულ იქნა ინფორმაცია, შ--–---–--–---–---–ის ანგარიშის ნომრების და აღნიშნულ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე, ზ---------------ისა და ბ--------------–---–ის ანგარიშის ნომრების შესახებ - 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის პერიოდში.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 10 თებერვლის ამონაწერის თანახმად, შპს „ე-------“ მოტორსის დირექტორად ფიქსირდება ბ--------------–---–ი, 50 პროცენტიანი წილის მესაკუთრედ - შ--–---–--–---–---–ი, ხოლო მეორე 50 პროცენტის მესაკუთრედ - ი-----–--------–-–---–ი.
2017 წლის 21 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, „ს----------–--------ის“ იურისტ -ს--–--------–---სგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, შპს „ე-------“ მოტორსის, საიდენტიფიკაციო ნომრით - 4--------, ანგარიშის ნომრისა და აღნიშნულ ანგარიშზე, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის პერიოდში შესრულებული საბანკო ოპერაციების შესახებ.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის #1---------------- დასკვნის თანახმად, 2014 წლის 2 აგვისტოთი დათარიღებულ, შპს „ე------------------ი“-ს მიერ გაცემულ ინვოისზე - #----- არსებული ხელმოწერა, ქვედა მხარეს, მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდის მარცხნივ გადატანილია არა ასლის გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით, გადახატვის გზით, ან რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია ბ--------------–---–ის მიერ (ექსპერტი - მ---------–---–ი).
2017 წლის 17 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, მოწმე ი-----------–--ისგან გამოთხოვილ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი ელექტრონული ფოსტიდან -----------------, ინფორმაცია ზ---------------თან (ელექტრონული ფოსტა ------------------) მიმოწერის თაობაზე. ამოღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 24 აპრილს, ი-----------–--ე, ზ---------------ს წერს ს--------------–--ის სახელით და სთხოვს, აცნობოს გადასახდელი თანხის ოდენობა და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც ავტომანქანა l----------- T----- შეძენის თაობაზე თანხა უნდა იქნეს ჩარიცხული. პასუხად, 2015 წლის 24 აპრილსავე, ზ---------------ი ი-----------–--ეს უგზავნის შ--–---–--–---–---–ის ანგარიშის ნომერს „თ----------ში“ და ასახელებს გადასახდელი თანხის ოდენობას - 2790 აშშ დოლარს. 2015 წლის 15 მაისით დათარიღებული იმეილის თანახმად, ი-----------–--ე ატყობინებს ზ---------------ს, რომ შ--–---–--–---–---–ის „თ----------ში“ გახსნილ ანგარიშზე -G-----------------------------------, უკვე ჩაირიცხა მოთხოვნილი 2790 აშშ დოლარი. იმავე დღეს, 13:00 საათზე უნდა მომხდარიყო ავტომანქანის გადაფორმება, თუმცა მობილურ ტელეფონებზე კომპანიის წარმომადგენლებს ვერ უკავშირდება ს--------------–--ე და კომპანიის ოფისშიც არავინ იმყოფება. აღნიშნული მიმოწერის თანახმად, დაზარალებული ითხოვს ავტომანქანის გადაფორმების ზუსტი თარიღი აცნობონ და შეატყობინონ მობილური ტელეფონი ნომერი, რაზედაც იგი შეძლებს კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას.
2014 წლის 19 თებერვლის ავტომობილის საკუთრების მოწმობის თანახმად, 2007 წელს გამოშვებული ავტომანქანა ლექსუსის, ნომრით -J----------------, ტვირთის მიმწოდებლად დაფიქსირებულია ბ--------------------–--, ხოლო მიმღებად - L---------------------
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის დაუწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს „ბ----ის“ სარჩელი ზ---------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ზ---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომანქანა L----------, ხოლო ზ---------------ს ,,ბ----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 6990 ლარის გადახდა.
2017 წლის 30 ნოემბრის სალაროს შემოსავლის #---------- ორდერის თანახმად, შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს, სს „თ----------ის“ ანგარიშზე ჩაურიცხა 24 000 აშშ დოლარი.
შპს „S----------“-ის მიერ გაცემული 2014 წლის 2 აგვისტოს #----- ინვოისის თანახმად, ს--------------–--ის მიერ გადახდილია ავტომანქანის ღებულება - 20 015 აშშ დოლარი.
საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ლ-------------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
ბრალდებულმა შ--–---–--–---–---–მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, ხოლო დასკვნით სიტყვაში დაადასტურა, რომ ს--------------–--ისგან ნამდვილად მიიღო ავტომანქანის ღირებულება, თუმცა ავტომანქანის დოკუმენტაციის დროულად გადაცემა ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო და თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია. ბრალდებულმა განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი (უფრო მეტიც ჩაურიცხა, ვიდრე ეკუთვნოდა).
სააპელაციო პალატამ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს--------------–--ემ ზუსტად შეასრულა შ--–---–--–---–---–თან ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, დათქმულ დროს, მან სრულად გადასცა ბრალდებულს ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებული თანხები, მათ შორის, დაფარა ავტომანქანის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი. აღნიშნულის შემდეგ, შ--–---–--–---–---–ს გააჩნდა ვალდებულება, რამდენიმე დღეში მიეწოდებინა ს--------------–--ისთვის ავტომანქანის დოკუმენტაცია, რაც მას არ შეუსრულებია. დაზარალებულის მიერ თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, ბრალდებული მიუწვდომელი გახდა ს--------------–--ისთვის, არ პასუხობდა მის ზარებს და დახურა კომპანიის ოფისი. მხოლოდ გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩაურიცხა დაზარალებულს 24000 აშშ დოლარი. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას; შ--–---–--–---–---–ის ქმედება ცალსახად მიმართული იყო დაზარალებულის მოტყუებისკენ, სინამდვილის განზრახ დამახინჯებისკენ, რაც ხაზს უსვამს ამ უკანასკნელის განზრახვას სწორედ ამ ხერხით/საშუალებით მდაუფლებოდა ს--------------–--ის ქონებას. ნიშანდობლივია, რომ შპს „ე-------ს“ ს--------------–--ისათვის დაპირებული ავტომანქანა არ შეუძენია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ავტომანქანის შემძენი და მფლობელი არის კომპანია „ბ----ი“ და სასამართლომ სწორედ მას მიაკუთნა სადავო ნივთი. რაც შეეხება ბრალდებულის მიეს ზიანის ანაზღაურებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებულის დანაშაულის შემდგომი ქცევა - მისი მისწრაფება აანაზღაუროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი, წარმოაგენს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ, თუმცა არა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების უპირობო საფუძველს.
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--–---–--–---–---–ი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს--------------–--ის ფულად თანხას აშშ დოლარის ექვივალენტში, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 34425 ლარს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია მათ შორის შ--–---–--–---–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის, დიდი ოდენობით. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის #2104აპ-07 განჩინება). მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის N83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვის არსებობაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ მოტყუებით ეუფლება სხვის ქონებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია - დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთამნხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით.
ასევე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით სსკ-ის 25-ე თავში (სადაც შედის 180-ე მუხლიც) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. თაღლითობის
ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ შ--–---–--–---–---–ი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს--------------–--ის ფულად თანხას აშშ დოლარებში, რომელიც იმ დროისათვ შეადგენდა 34425 ლარის ექვივალენტს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ--–---–--–---–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ--–---–--–---–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომთბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (სხვისი ქონების დაუფლება) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს რეალობის განზრახ დამახინჯებით ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და განსაკუთრებით ითვალისწინებს მსჯავრდებულის დანაშაულის შემდგომ ქცევას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია და მიიჩნევს, რომ შ--–---–--–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–ის ადვოკატ ა-–------------------ის და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი;
შ--–----–--–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს სახით;
მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი