განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119002988406
საქმე №1/ბ-760-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მ------ სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-- პ--–----ს ასული გ------–--ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქუთაისი, ზ. გ-----------------------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-- გ------–--მ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 აპრილს ი-- გ------–-- გამოსახლებულ იქნა ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. 2018 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში უკანონოდ შეაღწია და 2019 წლის მარტამდე აგრძელებდა ცხოვრებას აღნიშნულ ბინაში, რითაც ირღვევა ბინის მესაკუთრეების - მ------ ხ------–---–ისა და მ-----------–--–---–ის ბინის ხელშეუხებლობის უფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ი-- გ------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
2.1 აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და ი-- გ------–--ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ განაჩენით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია ის გარემოება, რომ ი-- გ------–--ს კვლავ არ გაუთავისუფლებია საცხოვრებელი ფართი, იგი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და საქმეში არ არსებობს არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება.
2.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ი-- გ------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ--- დ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი და ი-- გ------–--ს მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მსჯავრდებულის ქმედება არა სისხლისამართლებრივი გზით, არამედ სამოქალაქოსამართალწარმოების გზით უნდა დარეგულირებულიყო. პირის დამნაშვედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ი-- გ------–--ს მიმართ ბრალდების მხარეს არ შეუგროვებია ისეთი მტკიცებულებები, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებდა. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სწორად ვერ შეაფასა, არასწორად შეაფასა წერილობითი მტკიცებულებები, რაც ცალსახად ადასტურებდა, რომ ი. გ------–-- აღნიშნულ საქმეში იყო უდანაშაულო. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. მესაკუთრის და მფლობელის ინსტიტუტს თუ გავაიგივებთ, ამ შემთხვევაში ხ------–---–ს და ბ------–--–---–ის სამოქალაქო სამართალწარმოების გზით უნდა მოეგვარებინათ სადაო საკითხი.
მსჯავრდებულ ი-- გ------–--ს ინტერესების დამცველია ადვოკატი ნ--- დ---–--ე წარმოგდენილი შესაგებლით ითხოვს პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-- გ------–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) ირკვევა, რომ 07.03.2019 წელს ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში უკანონოდ შეაღწიეს 1977 წელს დაბადებულმა ი-- გ------–--მ და მისი ოჯახის წევრებმა;
N600162 შეტყობინებით ირკვევა, რომ 07.03.2019 წელს 18:30 საათზე, შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის მ--- ბ---------ის მიერ განხორციელდა შეტყობინება ამავე განყოფილების სამორიგეოში, რომლის თანახმად ქ. ქუთაისში ზ------------------------------ში ოჯახთან ერთად იმყოფება ი-- გ------–--, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ბინაში შესვლა.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657236 ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი მ--- ბ---------ე ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებთან გ------- კ---–--ესა და ლ-–- ჯ-------ესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდათ მოქალაქე ი-- გ------–--, რომელმაც მათ განუმარტა, რომ საცხოვრებელ ბინაში იმყოფება იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ბინა არის სადავო და მას აქვს სურვილი დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს სამართლიანობა.
სატელეფონო გასაუბრების შესახებ N657268 ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი დ----- მ-------ე ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჩასატარებელი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მიღების მიზნით ტელეფონის ნომერზე 5----------- დაუკავშირდა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს მ------ ხ------–---–ს, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მომხდარიყო გადაუდებელი აუცილებლობის წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი დ----- მ-------ის მიერ 19:15 საათიდან 20:05 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში. დათვალიერებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ი-- გ------–--, მისი მეუღლე ი----- კ-------–---ი და შვილები გ------- და ნი-- კ-------–---ები. ი-- გ------–--ს განმარტებით, საცხოვრებელ სახლში ყველა ნივთი წარმოადგენს მისი და მისი ოჯახის საკუთრებას.
მ------ ხ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ--------- ხ----–--–--ას 21/12/2018 წლის საჩივრით, ირკვევა, რომ ადვოკატი ითხოვს გამოძიების დაწყებას სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრასთან დაკავშირებით, კერძოდ, მისი კლიენტის მ------ ხ------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისი ზ------------------------------ში ი-- გ------–--სა და მისი ოჯახის წევრების უკანონოდ შეჭრასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით, სადაც უთითებს, რომ ი-- გ------–-- აღსრულების პოლიციის მიერ გამოსახლებულ იქნა 2018 წლის 13 აპრილს, უკანონოდ შეჩერდა უკვე დასრულებული გამოსახლების პროცესი, რაც გასაჩივრებულ იქნა და გაუქმდა მითითებული გადაწყვეტილება.
სატელეფონო გასაუბრების შესახებ N657381 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 4 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი მ--- ბ---------ე დაუკავშირდა ი-- გ------–--ს ტელეფონის ნომერზე 5--------- რომელსაც განუმარტა, რომ უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში, რაზედაც მან უპასუხა, რომ ვინაიდან არის სასწრაფო დახმარების ექიმი და მუშაობს გადატვირთული გრაფიკით, როგორც კი მოახერხებს გამოცხადდება განყოფილებაში. ი-- გ------–--ს აგრეთვე განემარტა, რომ ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში, რომელშიც ის ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად, არის სხვისი საკუთრება და იგი ეკუთვნის მ------ ხ------–---–ს, ამიტომ მან დროის უმოკლეს ვადაში უნდა დატოვოს ბინა და გადასცეს ის მის კანონიერ მესაკუთრეს. აღნიშნულზე ი-- გ------–--მ განმარტა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ამ ეტაპზე წასასვლელი არსად აქვთ, ბინის დასაცლელად ესაჭიროება გარკვეული დრო და მისი განმარტებით, ეცდება ბინა გაათავისუფლოს რაც შეიძლება მალე.
გასაუბრების შესახებ N657416 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 16 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორი ანა გელაშვილი გაესაუბრა ი-- გ------–--ს, რომელმაც განუმარტა, რომ ბინა უნდა გაეთავისუფლებინა 2019 წლის 15 იანვრამდე, თუმცა ამ ეტაპზე წასასვლელი რადგან არსად აქვს, ესაჭიროება გარკვეული დრო ბინის დასაცლელად.
გასაუბრების შესახებ N657434 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 16 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორი ანა გელაშვილი გაესაუბრა ი-- გ------–--ს, რომელსაც განუმარტა, რომ 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით უნდა გამოათავისუფლოს საცხოვრებელი ბინა.
სატელეფონო გასაუბრების შესახებ N657634 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 2 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მ--- ბ---------ეს დაუკავშირდა ი-- გ------–--, რომელმაც აცნობა, რომ იგი აღარ არის ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ზემოაღნიშნულ მისამართზე იმყოფებიან მისი მეუღლე და შვილები. თვითონ კი დროებით საცხოვრებლად იმყოფება ქ. ქუთაისში, დ. აღმაშენებლის გამზ. N129-ში ახლობელთან.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657453 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი მ--- ბ---------ე პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–---------- ა----–--ესთან და პოლიციის კაპიტან შოთა ხელაძესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. N7/9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი. მეზობლის განმარტებით, ი-- გ------–-- და მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებიან და შესაძლოა იყვნენ საღამოს საათებში.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657525 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ლ-–- ჯ-------ე პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელ ისმაილ დარსაძესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ. გ---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657478 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ლ-–- ჯ-------ე პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელ ისმაილ დარსაძესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ. გ---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657594 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ს--- ხ----------ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657572 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 7 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ს--- ხ----------ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657662 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 8 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ვ-----–- წ--------–ი პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელ ლ-–- ზ--------ესთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდათ დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657689 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ა-–---------- ა----–--ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657720 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ვ-----–- წ--------–ი გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657865 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ა-–---------- ა----–--ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ბინაზე გამოცხადების შესახებ N657886 ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 24 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი ს--- ხ----------ე გამოცხადდა ქ. ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლი დახვდა დაკეტილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დაკმაყოფილდა მ--–----ი ზ------–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და ი-- გ------–--ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ--–----ი ზ------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ზ------------------------------ში, საკადასტრო კოდი: 03.04.02.050. 01.009 და დადგინდა, რომ საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების შესახებ 13.04.2018 წლის ოქმით დადგენილია, რომ 07.11.2017 წლის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ იქნა გამოსახლების პროცესი მოვალე ი-- გ------–--ს მიმართ ქ. ქუთაისში ზ------------------------------ში. ოქმის თანახმად გამოსახლების პროცესს არ დასწრებია მოვალე ი-- გ------–--, მას ესწრებოდა კრედიტორი მ--–---- ზ------–---–ი, რომელმაც ჩაიბარა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შეჩერდა იძულებითი სააღსრულებო წარმოება N A-------- ი-- გ------–--ს (6----------) მიმართ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან თანხის გადმორიცხვამდე.
2018 წლის 2 მაისის აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება საქმე NA-------- სადაც კრედიტორია მ--–---- ზ------–---–ი (------------ ხოლო მოვალე ი-- გ------–-- (6----------) აღნიშნული საქმე გამოსახლების ნაწილში დასრულებულია.
2018 წლის 6 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება საქმე N A--------, სადაც კრედიტორია მ--–---- ზ------–---–ი (------------ ხოლო მოვალე ი-- გ------–-- (6----------) აღნიშნული საქმე გამოსახლების ნაწილში დასრულებულია. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ---------------------------, ჩაბარდა მის კანონიერ მფლობელს მ--–---- ზ------–---–ს (------------;
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მ------ ხ------–---–ის საჩივარი და გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ი-- გ------–--ს (პ/ნ 6----------) მიმართ იძულებითი A-------- სააღსრულებო საქმის წარმოება.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინების თანახმად - შეწყდა წარმოება N3/1352-17 წ. ადმინისტრაციულ საქმეზე დავის საგნის არსებობის გამო.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, ქ. ქუთაისი, ზ------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან მ------ ხ------–---–ი და მ-----------–--–---–ი.
მოწმე ბ----- ბ--------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში, აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე. 2017 წელს შესასრულებლად დაეწერა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, კერძოდ კრედიტორ მ--–---- ზ------–---–ის უძრავი ქონებიდან, მოქალაქე ი-- გ------–--ს გამოსახლების თაობაზე, რის თაობაზეც ი-- გ------–--ს გაეგზავნა შეტყობინება ბინის ნებაყოფლობით დატოვების თაობაზე. აღნიშნულის შემდგომ მოწმე პირადად გამოცხადდა მისამართზე ქ. ქუთაისში, ზ. გ--------------------------ში, სადაც დახვდათ მოქალაქე ი-- გ------–--, რომელსაც აუხსნა, რომ თუ კი არ მოხდებოდა მის მიერ საცხოვრებელი სახლის ნებაყოფლობით დატოვება, მოხდებოდა მისი ძულების წესით გამოსახლება. აღნიშნულზე შედგა ოქმი და ხელი მოაწერა ი-- გ------–--მ. მას შემდეგ რაც ი-- გ------–--მ არ შეასრულა კრედიტორისათვის უძრავი ქონების ნებაყოფლობით გადაცემა, მის მიერ დაინიშნა იძულებით გამოსახლების პროცედურა. თარიღი და დრო, როდის უნდა მომხდარიყო გამოსახლება, ი-- გ------–--სთვის ცნობილი იყო, მაგრამ მისამართზე მისულ აღსრულების პოლიციას ბინა დახვდა დაკეტილი და მოხდა მეზობლის მიერ გასაღების გადაცემა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანხმობით შევიდნენ მითითებულ ბინაში, სადაც აღიწერა იქ არსებული მოძრავი ნივთები, შედგა ოქმი და გადაეცა კრედიტორს მ--–---- ზ------–---–ს, რაც დადასტურებულ იქნა ხელმოწერებით.
მოწმე გ------- ჭ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში, აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა მოვალე ი-- გ------–--ს კრედიტორ მ--–---- ზ------–---–ის საკუთრებიდან გამოსახლების ღონისძიებაში. მითითებულ საქმეს აწარმოებდა ბ----- ბ--------–---ი. უშუალოდ თვითონ დაევალა მოძრავი ნივთების აღწერა, რომელიც მის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი, რაც გადაეცა საქმის მწარმოებელს ბ----- ბ--------–---ს და მის მიერ მოხდა ოქმის შედგენა. მოწმის განმარტებით, გამოსახლების დღეს მისამართზე მოვალე არ დახვდათ. სახლი იყო დაკეტილი და გაუღოთ მეზობელმა, რის შემდეგაც თავმჯდომარის ნებართვის საფუძველზე შევიდნენ ბინაში. მოწმის განმარტებით, როდესაც გამოსახლების პროცესს არ ესწრება მოვალე, ასეთ შემთხვევაში ხდება ბინაში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა და ადგილზე დატოვება, რაც ხელწერილით შესანახად ბარდება კრედიტორს. მოცემულ შემთხვევაშიც აღწერილი ნივთები შესანახად ჩაბარდა მ--–---- ზ------–---–ს. მოწმის განმარტებით, სააღსრულებო წარმოება მთავრდება მას შემდეგ, რაც მოხდება ელექტრონული წესით მასზე ოქმის მიტვირთვა.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------ ხ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წელს დაეღუპა მეუღლე, რომლისგანაც მემკვიდრეობით ერგო საცხოვრებელი სახლი. ვინაიდან თვითონ იყო უმუშევარი, ჰყავდა სტუდენტი შვილები და არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა, გაყიდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და ოჯახის ახლობლის, მ--–---- ზ------–---–ის რჩევითა და დახმარებით გააპროცენტა 16 000 აშშ დოლარი. სამ თვეში დაუბრუნა თანხის ნაწილი 3000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხიდან იღებდა ყოველთვიურად გარკვეულ პროცენტს. როგორც შემდეგში გაიგო, მ--–---- ზ------–---–სა და ი-- გ------–--ს შორის მოხდა სანოტარო წესით ხელშეკრულების გაფორმება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი-- გ------–--ს საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, გ------------------------------ში. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მ--–---- ზ------–---–ის გარდა იპოთეკარად ცნობილი იქნა მ-----------–--–---–ი, რომლისგანაც გარკვეული თანხა ჰქონდა ნასესხები ი-- გ------–--ს. გარკვეული პერიოდის მერე მოხდა აღნიშნული იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გატანა და იგი შეიძინა მ--–---- ზ------–---–მა, შეს---მისად, ფაქტობრივ საკითხებს აგვარებდა მ--–---- ზ------–---–ი. ი-- გ------–--ს მიერ არ ხდებოდა გაყიდული სახლიდან გამოსვლა, იგი აგრძელებდა სახლში ცხოვრებას და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ ქონებით.
2018 წლის 13 აპრილს მოხდა სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით გამოსახლების პროცედურის დაწყება, რომელსაც ესწრებოდა თვითონაც. კანონის დაცვით მოხდა მოვალე ი-- გ------–--ს ყოფილ საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ნივთების აღწერა, რასაც არ ესწრებოდა თვითონ მოვალე. 2018 წლის 17 აპრილს, გამოსახლებიდან რამდენიმე დღეში, გადაფორმდა ბინა დაზარალებულ მ------ ხ------–---–ის სახელზე. დაზარალებულმა სხდომაზე განმარტა, რომ არაერთხელ სთხოვა ი-- გ------–--ს დაეცალა ბინა, წაეღო მისი ნივთები, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, როცა თვითონ კრედიტორმა გადაწყვიტა ნივთების გამოტანა და გადატანა დაცულ ადგილზე, ი-- გ------–--მ მას სთხოვა რამოდენიმე დღე მოეცადა, რადგან სიძე ჰყავდა გარდაცვლილი და დაკრძალვის შემდეგ მიხედავდა აღნიშნულ საქმეს, რაზეც დასთანხმდა მ------ ხ------–---–ი. თუმცა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ადგილზე ჩასულ დაზარალებულს დაახვედრა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შეჩერების შესახებ. ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია. ი-- გ------–-- ემუქრებოდა და ლანძღავდა მას. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მის მიერ სამივე ინსტანციაში და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიგო საქმე. როგორც დაზარალებულმა მ------ ხ------–---–მა აღნიშნა, მას საცხოვრებელ სახლში გამოცვლილი ჰქონდა საკეტები, თუმცა რამოდენიმეჯერ როცა მივიდა ბინაში, გაუჭირდა კარის გაღება, რადგან საკეტი იყო ნაწვალები, ხოლო როცა ბინაში შევიდა ნახა, რომ საწოლი აშლილი იყო, აშკარად ღამის განათევი. გარდა აღნიშნულისა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აცნობა, რომ ი-- გ------–-- შედის და ცხოვრობს ბინაში. დაზარალებულის განმარტებით, ი-- გ------–-- აგრძელებს მის ბინაში მისი თანხმობის გარეშე შესვლას, იგი ვერ ახერხებს მესაკუთრის უფლებების რეალიზებას აღნიშნულის გამო.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ-----------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ი-- გ------–-- გაიცნო მოცემული საქმიდან და მანამდე არანაირი შეხება მასთან არ ჰქონია. დაზარალებულის განმარტებით, ის იცნობდა თეონა ხარაბაძეს, რომელსაც ჰქონდა ლომბარდი. თეონამ მას უთხრა, რომ არსებობდა კლიენტი, რომელსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ სურდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და შეს---მისად გადაიხდიდა პროცენტსაც ყოველთვიურად, რაზედაც ისიც დასთანხმდა. 2014 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუსთან დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ი-- გ------–-- იყო მსესხებელი, ხოლო იპოთეკარები იყვნენ მ-----------–--–---–ი და მ--–----ი ზ------–---–ი. პირადად დაზარალებულმა ი-- გ------–--ს ნოტარიუსის თანდასწრებით გადასცა თანხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო ზ------–---–მა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი, შეს---მისად იპოთეკარები იყვნენ ორნი, თავად და მ--–---- ზ------–---–ი. ი-- გ------–--მ სამი თვის მანძილზე იხადა ნასესხები თანხის პროცენტი, ხოლო სამი თვის შემდეგ შეწყვიტა გადახდა. მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ის ვერ იხდიდა ვერც ძირ თანხას და ვერც პროცენტს. როგორც შემდგომში გაიგო, მ--–----ი ზ------–---–ის მიერ გასესხებული თანხა რეალურად ეკუთვნოდა მ------ ხ------–---–ს, ხოლო ვინაიდან მ--–----ი იყო ოჯახის ახლობელი, იგი ახორციელებდა ყველა ფორმალურ პროცედურას. ბოლოს მ--–---- ზ------–---–მა თქვა, რომ ქონება გაეტანათ აუქციონზე, ვინაიდან ი-- გ------–-- რეალურად არ აპირებდა ვალის გადახდას. გაიტანა მ--–---- ზ------–---–მა აუქციონზე ქონება და შეისყიდა თვითონვე. გარკვეული ვადის შემდეგ კი მოითხოვა აღსრულება, ანუ მოსთხოვა ი-- გ------–--ს ბინის დატოვება, ხოლო შემდეგ საქმე გადაეცა აღსრულების პოლიციას. მოხდა ბინაში შესვლა და მოძრავი ქონების აღწერა, მაგრამ რადგან ი-- გ------–-- სახლში არ იმყოფებოდა აღნიშნული ნივთები ბინიდან არ გაუტანიათ და ხელწერილით ჩაბარდა იპოთეკარს - მ--–---- ზ------–---–ს, აგრეთვე კარზე გამოიცვალა საკეტები. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ი-- გ------–-- აგრძელებდა ბინაში შესვლას და ცხოვრებას (საკეტი დახვდათ გატეხილი). არაერთხელ მოუწოდეს მას დაეცალა ბინა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს უკვე როცა მოხდა მისი და მ------ ხ------–---–ის მესაკუთრეებად დარეგისტრირება, არც მაშინ გაითვალისწინა გ------–--მ მათი მოთხოვნა, წარადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შეჩერების შესახებ, როცა აღსრულება უკვე დასრულებული იყო. შემდეგ, როცა კიდევ გადაამოწმა პოლიციამ ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში ზ. გამსახურდიას გამზირ N7/9-ში, იქ დახვდათ ი-- გ------–-- მეუღლესთან და შვილებთან ერთად. დაიწყო აღნიშნულზე გამოძიება. დაზარალებულის განმარტებით, მან მისი კუთვნილი წილი მოცემული ბინიდან გაყიდა, ძალიან გაწვალდა და დაზარალდა.
მოწმე მ--–---- ზ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ი-- გ------–--ს იცნობს როგორც მის მოვალეს, რომელსაც ასესხა თანხა, ხოლო დაზარალებული მ------ ხ------–---–ი არის ოჯახის ახლობელი. ი-- გ------–--ს ასესხა მ------ ხ------–---–ის კუთვნილი ფულადი თანხა 16 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის სანაცვლოდ მოხდა მისი კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვა და ვინაიდან მან აღნიშნული თანხა ვერ გაისტუმრა, მოხდა აუქციონის წესით მისი შეძენა. თუმცა სანამ მოხდებოდა აღნიშნული ბინის აუქციონის წესით გაყიდვა, არაერთხელ შესთავაზეს ი-- გ------–--ს ვალის გადახდა, ან თავად გაეყიდა ბინა და გადაეხადა ვალი, თუმცა უშედეგოდ. შეს---მისად, ბინის გაყიდვის შემდეგ ი-- გ------–--ს ბინა უნდა დაეტოვებინა ნებაყოფლობით, თუმცა ის ბინიდან არ გადიოდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი იძულებით გამოსახლების შესახებ, მიეცა კიდევ ერთხელ გონივრული ვადა მოვალეს რათა დაეტოვებინა ბინა, თუმცა არ დაემორჩილა არც ერთ გაფრთხილებას. აღნიშნულის გამო აღსრულების პოლიცია გამოცხადდა მისამართზე, სახლი დახვდათ დაკეტილი, რომლის გასაღებიც ინახებოდა მეზობელთან. სახლი გააღო აღსრულების პოლიციამ, აღიწერა მოძრავი ნივთები და ვინაიდან მოვალე არ იმყოფებოდა ადგილზე, კრედიტორს, კერძოდ მას ჩაბარდა ხელწერილით აღნიშნული ნივთები. იმავე დღეს გამოიცვალა საკეტები სახლის კარზე, თუმცა ი-- გ------–--მ მოგვიანებით მაინც შეძლო შესულიყო სხვის საკუთრებაში და აგრძელებდა თვითნებურ შეჭრას, მიუხედავად მესაკუთრის გაფრთხილებისა.
მოწმის განმარტებით, მას არასდროს მიუცია უფლება ი-- გ------–--სთვის აღნიშნულ სახლში დროებით ცხოვრებისა, რაც იგი პოლიციის მიერ იქნა გამოსახლებული.
მოწმე მ--- ბ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის მუშაობს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, პოლიციის ოფიცრის თანამდებობაზე. მომხდარი ფაქტის ირგვლივ განმარტა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში დაეწერა, მოქალაქე მ------ ხ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ--------- ხ----–--–--ას განცხადება მოვალე ი-- გ------–--ს საცხოვრებელი სახლიდან - მდებარე ქ. ქუთაისი, ზ------------------------------ში, გამოსახლების თაობაზე. მოცემულ მისამართზე გამოსახლების პროცედურა ჩატარდა სააღსრულებო პოლიციის მიერ 2018 წლის აპრილის თვეში, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება, მოვალე ი-- გ------–--ს მიერ გასაჩივრებული იქნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულების პროცესი შეჩერდა და მოვალე დარჩა მისამართზე საცხოვრებლად. თავის მხრივ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა კრედიტორ მ------ ხ------–---–ის მიერ და საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი-- გ------–--ს უნდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და გადაეცა ფართი მ------ ხ------–---–ისათვის. აღნიშნულის შესახებ ი-- გ------–-- იქნა გაფრთხილებული, მიეცა ვადა 2019 წლის 20 იანვრამდე, თუმცა აღნიშნული ვადის შემდეგაც გააგრძელა მან მისამართზე ცხოვრება.
გადამოწმებისას, რომელიც მოხდა თებერვლის თვეში, მისამართზე იმყოფებოდნენ მოვალის მეუღლე და შვილები. კვლავ მოხდა გაფრთხილება, გაფრთხილების ოქმს ხელი მოაწერეს. ი-- გ------–--ს მიეცა ვადა თებერვლის ბოლომდე. მოწმის მიერ უშუალოდ 2019 წლის 7 მარტს გადამოწმებულ იქნა მისამართი, რა დროსაც სახლში იმყოფებოდნენ ი-- გ------–--, მისი მეუღლე და შვილები, აღნიშნულის შემდეგ მოწმემ გააკეთა შეტყობინება პოლიციის პირველ განყოფილებაში. ადგილზე მივიდა საგამოძიებო ჯგუფი, ჩატარდა შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი ბინის) დათვალიერება. დათვალიერებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულის თაობაზე ადგილზევე შედგა ოქმი და მონაწილეთა და დამსწრეთა მიერ მოეწერა ხელი. მოწმის განმარტებით, ყოველი გაფრთხილებისას ი-- გ------–-- ითხოვდა ვადას გამოსახლების შეჩერებისთვის, რადგან მას, როგორც დევნილს, დევნილთა სამინისტროდან უნდა ჩარიცხვოდა გარკვეული თანხა საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
მოწმე დ----- მ-------ის ჩვენებით ირკვევა, მუშაობს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე და განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვეში დაიწყო გამოძიება საცხოვრებელ ფართში უკანონო შეღწევასთან დაკავშირებით. მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ----------------------------------. ადგილზე დახვდათ ი-- გ------–-- მეუღლესთან და შვილებთან ერთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, არც ი-- გ------–--ს და არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან. ოქმი შედგა ადგილზე, გაეცნო მონაწილე და დამსწრე პირებს, გაკეთდა ხელმოწერები. აგრეთვე მოწმის მიერ გამოიკითხა მოწმეები, გააცნო დაზარალებულად და ბრალდებულად ცნობის დადგენილებები შეს---მის პირებს.
მსჯავრდებულმა ი-- გ------–--მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე. ხოლო საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ არ არის დამნაშავე, თაღლითურმა ჯგუფმა წაართვა ქონება. ითხოვს სიმართლეს. იპოთეკარების მხრიდან მასზე იყო ფსიქოლოგი----- ზეწოლა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას ი-- გ------–--ს უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკველულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით, მაგალითად, ბინის გამოყენება მეპატრონის დროებით არყოფნისას. პასუხისმგებლობის დადასგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება, იგი დამთავრებულად ითვლება სხვის ბინაში უკანონოდ შესვლის მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში.
მოწმეების: მ--- ბ---------ის, გ------- კ---–--ის და ლ-–- ჯ-------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 7 მარტს გამოცხადდენ ქუთაისში, ზ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდათ ი-- გ------–--, რომელმაც მათ განუცხადა, რომ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ბინა არის სადაო და სურვილი აქვს გამოძიების დაწყებისა. ასევე მოწმე დ----- მ-------ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 7 მარტს დ----- მ-------ის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქუთაისი, ზ------------------------------ში, დათვალიერებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ი-- გ------–--, მისი მეუღლე და შვილები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გააანალიზებით სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი-- გ------–--მ სანოტარო წესით იპოთეკით დატვირთა საკუთარი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ზ. გ------------------------------ში. აიღო სესხად გარკვეული თანხა და ნებაყოფლობით მოაწერა ხელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. მოვალის მიერ (ი-- გ------–--ს მიერ) გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რაც ავტომატურად იწვევდა იპოთეკარების: მ-----------–--–---–ისა და მ--–---- ზ------–---–ის კანონიერი ინტერესების დარღვევას და ფინანსურ პრობლემებს. აღნიშნული პირების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ არაერთხელ გაუწიეს შეღავათი ი. გ------–--ს, იყო პირობების შეთავაზებაც კი, რომ ი-- გ------–--ს გაეყიდა იპოთეკით დატვირთული ქონება და მოეხდინა მათი დაკმაყოფილება, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი მოხდა ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია და მიეცა კანონით გათვალისწინებული ვადა მოვალე ი-- გ------–--ს ბინიდან გამოსვლისათვის. ი-- გ------–--ს მიერ არც აღნიშნული სავალდებულო პირობა იქნა დაცული, რითაც მიეცა კანონიერ მესაკუთრეს უფლება იძულების წესით აღსრულების პოლიციის მეშვეობით მოეხდინა მისი ბინიდან გამოსახლება.
მოწმის სახით დაკითხული, აღსრულების პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დასტურდება, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე ეცნობა ი-- გ------–--ს სააღსრულებო მოქმედების ჩატარების თარიღი და დრო, თუმცა ეს უკანასკნელი ბინაზე არ დახვდათ. კარი გაიღო მისი დასწრების გარეშე, აღიწერა ბინაში არსებული მოძრავი ნივთები, შედგა ოქმი და ვინაიდან მოვალე ადგილზე არ იმყოფებოდა, აღწერილი ნივთები დარჩა ადგილზე, რომელიც შესანახად გადაეცა კრედიტორს - მ--–---- ზ------–---–ს. ბინაზე გამოიცვალა შესასვლელი კარის საკეტები. აღნიშნულის შემდეგ არაერთხელ მოხდა ი-- გ------–--ს უნებართვო შესვლა მითითებულ ბინაში, ითხოვდა გარკვეულ დროს ბინის დასაცლელად, რაზეც რამდენჯერმე დაითანხმა მესაკუთრეები, თუმცა ის არ ახდენდა ბინიდან მისი კუთვნილი ნივთების გატანას. როცა უკვე მესაკუთრეების მიერ მოხდა მოძიება ადგილისა, სადაც უსაფრთხოდ შეინახებოდა მოვალის მოძრავი ნივთები, აღნიშნული ღონისძიებების გატარების პროცესში ი-- გ------–--მ მათ წარუდგინა გამოსახლების შეჩერების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება, რასაც დამორჩილდნენ მესაკუთრეები, თუმცა მოგვიანებით გასაჩივრდა მითითებული გადაწყვეტილება და სასამართლოს ყველა ინსტანციამ მიიღო მესაკუთრეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რითაც საბოლოოდ აეკრძალა ი-- გ------–--ს სადავო ბინაში შესვლა, თუმცა ის არ დაემორჩილა კანონის მოთხოვნებს და უკანონოდ, ოჯახთან ერთად შევიდა სხვის კანონიერ საკუთრებაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული, მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ი-- გ------–--ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედების ჩადენას, რაც გვათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს მსჯავრდებულის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემობებს, რომ მსჯავრდებული ი-- გ------–-- წარსულში არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებულის პიროვნებას და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი, ჯარიმის სახით სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულ ი-- გ------–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება და შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ი-- გვ-----–--ს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ი-- გ------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--- დ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-- გ------–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ი-- გ------–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულის მიმართ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი СD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები და ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე