განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002624069
საქმე №1ბ/1495-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-----------------ის,ადვოკატ: ი----------ის,მსჯავრდებულ: ა--–-------–---------ის,თარჯიმან: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის და მსჯავრდებულ ა--–-------–---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა--–-------–---------ის მიმართ, დაბადებულის - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ბ---–--------------–-----------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით ა--–-------–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა--–-------–---------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა--–-------–---------ს დაევალა ვ-----------------ის საკუთრებაში არსებული, ბ---–-------------------------–----------აში მდებარე N----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მიწის ნაკვეთთან მისასვლელის განთავისუფლება, კერძოდ ა--–-------–---------ს დაევალა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი N----------- სამხრეთ ნაწილის მიმდებარე მიწის ნაკვეთის განთავისუფლება ნათესებისგან, ასევე მოხნული გზის გასწორება და აღდგენა, რაც მან საპატიო მიზეზის გარეშე, განზრახ არ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისშემშლელი პირობები არ ჰქონდა და არავითარი ზომები არ მიიღო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------მა და მსჯავრდებულმა ა--–-------–---------მა.
სახელმწიფო ბრალმდბელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენში ცვლილებების შეტანა, ა--–-------–---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დამნაშავის მიმართ ისეთი ჰუმანური სასჯელის დანიშვნა, როგორიც დაენიშნა ა--–-------–---------ს, შესაძლოა მას ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა, მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის, ვინაიდან, ჩადენილი დანაშაული და მისი ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი არ არიან ერთმანეთთან შესაბამისობაში.
მსჯავრდებულმა ა--–-------–---------მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 24 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ა--–-------–---------ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეში არ მოიპოვება იმ მტკიცებულებათა მინიმალური ერთობლიობაც კი, რომელიც დაადასტურბდა ა--–-------–---------ის ბრალეულობას, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის პრინციპებს. აღნიშნული კი გამამართლებელი განაჩენის დადგენის აბსოლუტური საფუძველია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის და მსჯავრდებულ ა--–-------–---------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ა--–-------–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ------------------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ბ---–-----------------------–---------აში. ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ბ---–--------------------------–------------–ი, ა--–-------–---------ის მიწის ნაკვეთის გვერდით, რამდენიმე წელია ა--–-------–---------მა მოხნა მის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რის გამოც ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთიდან მოსავლის ტრანსპორტირებას და ზურგით გამოაქვს მოსავალი. სანამ ა--–-------–---------ი დახნავდა მისი ნაკვეთისკენ მიმავალ გზას იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა თავის ნაკვეთში. მან სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა მისი სარჩელი და ა---–---------ს დაავალა გაეთავისუფლებია მის ნაკვეთთან მისასავლელი გზა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა როგორც სააპელაციაო ასევე უზენაეს სასამართლოში და იგი შესულია კანონიერ ძალაში მაგრამ ა--–-------–---------ი არ ასრულებს მას. იგი არ ითვალისწინებს არც სასამართლოს გადაწყვეტილებას და არც მისი, პოლიციის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების განმარტებებს.
საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ--–---------------მ განმარტა, რომ მუშაობს ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს თ--------- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროდან შემოსული მასალების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ ა--–-------–---------ი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად მან დაიწყო გამოძიება ა--–--------–---------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ საქმეზე მის მიერ ჩაატარებული იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის სისწორე და მართებულობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, მანვე განმარტა, რომ მათ შორის შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერები ოქმი და გადაიღო ფოტოსურათები, ა---–---------ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს ბ---–-----------------------–---------აში, დათვალიერებისას დადგინდა, რომ ა--–-------–---------ს მიწის ნაკვეთის სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილი დახნული ჰქონდა და შეუძლებელი იყო ვ-----------------ის მიწის ნაკვეთში ავტომანქანით შესვლა. ა--–-------–---------მა არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება არ გაათავისუფლა ვ-----------------ის მიწის ნაკვეთთან მისიასვლელი გზა, რის გამოც ვ----------- ტრანსპორტით ვერ შედის მიწის ნაკვეთში და ფეხით უწევს მოსავლის გამოტანა მიწის ნაკვეთიდან.
საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ-------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროს აღმასრულებლად. ქვემო ქართლის საარსრულებო ბიუროში 2018 წლის თებერვლის თვეში შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ,,მოპასუხე ა--–-------–---------ს დაევალა, მოსარჩელე ვ-----------------ის საკუთრებაში არსებული, ბ---–-------------------------–----------–------------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში, მიწის ნაკვეთთან მისასვლელის განთავისუფლება, კერძოდ მოპასუხე ა--–-------–---------ს დაევალა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №------------ სამხრეთ ნაწილის მიმდებარე მიწის ნაკვეთის განთავისუფლება ნათესებისაგან, ასევე გაასწოროს და აღადგინოს მოხნული გზა.“აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოვალე ა--–-------–---------ს გაეგზავნა შეტყობინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ, ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ერთი შეტყობინება ჩაბარდა მის რძალს, ხოლო მეორე ჩაბარდა მას პირადად. იგი თავადაც იმყოფებოდა ა--–-------–---------თან რა დროსაც განუმარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რა დროსაც ა---–---------მა უთხრა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა უზენაეს სასამართლოში. მოგვიანებით სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას თავად კრედიტორმა ვ-----------------მა წარადგინა უზენაიესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც ნათელი გახდა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს ს/ფურცელი მართებული იყო. აღნიშნულის შემდეგ სააღსრულებლო ფურცლის აღსრულების მიზნით იგი კვლავ მივიდა ა--–-------–---------თან, მასთან საუბრისას ა--–----მა გაცხადებდა, რომ არ შეასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ მისცემდა საშუალებას ვ------------------ს ესარგებლა გზით, იგი აცხადებდა, რომ ვ-----------------ს ჰქონდა მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ალტერნატიული გზა. 2018 წლის 9 მარტს იგი ასევე იმყოფებოდა ადგილზე და კრედიტორის მითითებით ნახა ის ადგილი რომელიც უნდა გაეთავისუფლებინა მოვალეს. მიწის ნაკვეთი მოხნული იყო და იმ გზით მანქანა ვერ გაივლიდა, იმ გზით სარგებლობა შეუძლებელი იყო და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მისთვის ნათელი გახდა, რომ ა--–-------–---------ის მხრიდან სახეზე იყო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ------------------მ განმარტა, რომ ბოლნისის შს რაიონულ სამმართველოში მუშაობს თარჯიმნად, მოცემულ საქმეზე მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება მოწმის სახით ა--–-------–---------ის გამოკითხვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ვ-----------------ის სარჩელი. ა--–---- ა-–---------ს დაევალა ვ-----------------ის საკუთრებაში არსებული, ბ---–-----------------------–---------აში მდებარე N----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მიწის ნაკვეთთან მისასვლელის განთავისუფლება, კერძოდ ა--–-------–---------ს დაევალა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი N----------- სამხრეთ ნაწილის მიმდებარე მიწის ნაკვეთის განთავისუფლება ნათესებისგან, ასევე მოხნული გზის გასწორება და აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 ივნისის გაჩინების თანახმად, ა--–-------–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინების თანახმად, განუხილველი დარჩა ა--–-------–---------ის საკასაციო საჩივარი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N--------- რომლის თანახმადაც ,, მოპასუხე ა--–-------–---------ს დაევალა, მოსარჩელე ვ-----------------ის საკუთრებაში არსებული, ბ---–-----------------------–---------აში მდებარე N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში, მიწის ნაკვეთთან მისასვლელის განთავისუფლება, კერძოდ "მოპასუხე ა--–-------–---------ს დაევალოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №------------ სამხრეთ ნაწილის მიმდებარე მიწის ნაკვეთის განთავისუფლება ნათესებისაგან, ასევე გაასწოროს და აღადგინოს მოხნული გზა.“
2018 წლის 01 მარტის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელი დ-------------–---–ი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვალის სააღსრულებო ფურცელი N-------- აღსრულების მიზნით გამოცხადდა ბ---–-----------------------–---------აში ა---–---------ის საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც ა--–-------–---------მა განუმარტა, რომ არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ის არ რთავს ნებას ვ-----------------ს ისარგებლოს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით.
2018 წლის 09 მარტის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელი დ-------------–---–ი, ვ-----------------თან ერთად ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვალის სააღსრულებო ფურცელი N-------- აღსრულების მიზნით გამოცხადდა ბ---–-----------------------–---------აში მდებარე ნაკვეთში ს/კN-----------, სადაც კრედიტორის მითითებით ნანახი იქნა ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც არის მოხნული და არ არის გასწორებული.
2018 წლის 04 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სამმართველოს თ--------- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მ--–--------------ის მიერ მოწმე ვ-----------------ის და თარჯიმან ს----------------ს მომაწილეობით, დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მოწმენდილ, მზიან ამინდში, ყოველგვარი იძულების გარეშე დათვალიერებული იქნა ბ---–-----------------------–---------აში მდებარე მიწის ნაკვეთებში გამავალი გზა. ვ-----------------ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ავტომანქანის გზა არაა თავისუფალი. გზის ხელმარცხნივ არის სარწყავი წყლის არხი, ხოლო მარჯვენა მხარეს მიწის ნაკვეთები. ვ-----------------ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, მისი ნაკვეთის მესაზღვრე ნაკვეთის მფლობელს ა--–-------–---------ს აქვს დახნული და დათესილი აქვს სიმინდი და კარტოფილი.
საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ა-–-----------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ბ---–-----------------------–---------აში. სო----–----------–ი ფლობს ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთს ა--–-------–---------ის მიწის ნაკვეთის მახლობლად. საიჯარო ნაკვეთები მისი ნაკვეთით იწყება, ხოლო ბოლო არის ე-–-------------------ის, მისინაკვეთის ბოლოს სამანქანე გზა არ არსებობდა. მისთვის არაა ცნობილი ვ-----------------ი რატომ ითხოვს ნაკვეთის იმ მხრიდან გზის გახსნას.
საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ე-–--------------------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ბ---–-----------------------–---------აში. იგი იცნობს, როგორც ა--–-------–---------ს ისე ვ-----------------ს. იგი სო----–----------–ი ფლობს მიწის ნაკვეთს ვ-----------------ის მიწის ნაკვეთის მახლობლად. ნაკვეთები ათ ნაწილადაა დაყოფილი და შვიდ ადამიანს აქვს აღებული, მიწის ნაკვეთის ბოლოს სამანქანე გზა არის მაგრამ იგი იმ გზით არ სარგებლობს, მას ხიდი აქვს გაკეთებული და სხვა გზით სარგებლობა არ სჭირდება. მათ ერთმანეთთან შეთანხმებით დატოვეს ადგილი სადაც ტრაქტორი შეძლებდა მობრუნებას. მოსახლეობა უმეტესად ზედა მხარეს არსებული გზით სარგებლობენ, ადრე ნაკვეთების ბოლო მხარეს ტრაქტორი ჩვეულებრივად დადიოდა, ახლა არ იცის ახერხებს თუ არა ტექნიკა იქ შესვლას.
ა--–---- ა-–---------მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ბ---–-----------------------–---------აში ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც თავის მხრივ ესაზღვრება ვ-----------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთ. მისი განმარტებით მას ვ-----------------ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა არ მოუხნავს, მას არ დაურღვევია მისი ნაკვეთის საზღვრები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში არ გადასულა. მისთვის უცნობია რას ედავებიან და რაში დებენ ბრალს, ყველა მის წინააღმდეგაა და არავის არც ბოლნისის გამგეობიდან, არც აღსრულების ბიუროდან და არც პოლიციიდან არავინ მისულა, რათა დაედგინათ მისი ნაკვეთის საზღვრები. ნაკვეთის ბოლოს გზა არაა და მოსახლეობა სარგებლობს ნაკვეთების ზედა მხარეს არსებული სამანქანო გზით. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას რასაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას განმარტა, რომ მისთვის უცნობია ვინ მიიყვანა იგი ადგილზე და მიუთითა ნაკვეთის კონტურები. მასთან მისულმა აღმასრულებელმა მას უთხრა, რომ მან სასამართლო სხდომა წააგო და თანხა ჰქონდა გადასახდელი. აღმასრულებელს მასთან მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ უსაუბრია. მიწის ნაკვეთების სხვა მფლობელებს ნაკვეთის ბოლოს აქვთ დატოვებული ადგილი ტრაქტორისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ გზაა. მიწის ნაკვეთზე მოსული იყო ექსპერტი რომელმაც მიწის ნაკვეთთი რკინის მილი დაასო და უთხრა, რომ საზღვარი ეს იყო, ვ------------------მა რკინის მილი ამოიღო და საზღვარი მოშალა. მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ მოუხნავს, აღმასრულებელს მისთვის არ მიუთითებია ის ადგილი, რომელიც მას გზის სახით უნდა დაეტოვებინა. მისთვის ცნობილი იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შესახებ. მისი განმარტებით მას მითითებული გზია არასოდეს არ მოუხნავს.
ა--–---- ა-–---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მოწმეების - დ-------------–---–ის, ვ-----------------ის, მ--–--------------ის, საქმის არსებით სხდომაზე ჩვენებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ფოტოილუსტრაციას, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროდან“ გადმოგზავნილი მასალებს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს მსჯავრდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ მტკიცებულებათა მინიმალური ერთობლიობაც კი, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგან სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ საპირისპირო დასტურდება მოწმეების - დ-------------–---–ის, ვ-----------------ის, მ--–--------------ის, ე-–-------------------ის, ა-–-----------ის, მ------------------ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ფოტოილუსტრაციით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროდან“ გადმოგზავნილი მასალებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა--–-------–---------ისათვის დანიშნულ სასჯელზე უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა--–-------–---------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, პროკურორის სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი ა--–-------–---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ა--–-------–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი ა--–-------–---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა--–-------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს ა--–-------–---------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.
სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი