განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2019
საქმის ნომერი
080210019002833885
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002833885

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-993-19 31 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.ქ-------ი

ქ-------ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შპს ,,ბ----------------“

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ----- უ----–---

 

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა: დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხე შპს „ბ----------------ს“ (წარმომადგენელი გ---–---- კ-–-–---–ი) საჩივარი ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით

1. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დ----- უ----–---ს (ს/პ 5----------) (წარმომადგენელი ს------- გ-----–-–---–ი) სარჩელი მოპასუხე შპს ,,ბ----------------“-ს (ს/ნ 2--------) მიმართ, დაკმაყოფილდა;

2. ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ბ----------------ს“ დირექტორის მინდობილი პირის N01.10.2018/1 ბრძანება დ----- უ----–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

3. შპს ,,ბ-------------------ს“ დაევალა დ----- უ----–---სთვის, შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 02.10-დან ყოველი შემდგომი თვის (ხელზე ასაღები) ხელფასის 800 ლარის გადახდა 2019 წლის 18.03-მდე;

4. დაეკისრა შპს ,,ბ----------------ს“ მოსარჩელე დ----- უ----–---ს მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 300 ლარი;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელემ 2017 წლის 16 აგვისტოდან 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით მუშაობა დაიწყო შპს ,,ბ----------------“-ში. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების საფუძველზე დ----- უ----–---მ მუშაობა დაიწყო შპს ,,ბ----------------ში“ იმერეთის რეგიონალური კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე. დ----- უ----–--- კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებდა მასზე დაკისრებული მოვალეობებს, ამიტომ დამსაქმებლის მხრიდან არცერთი საყვედური ან შრომითი დისციპლინური ზომა არ გამოყენებულა.

2018 წლის 02.10-დან შპს ,,ბ----------------“-მ სრულიად დაუსაბუთებლად, ვადაზე ადრე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება. კერძოდ გათავისუფლების ბრძანებაში მიეთითა კომპანიის შინაგანაწესის დარღვევა. მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან ადგილი არ ქონია არც შრომის ხელშეკრულების და არც შინაგანაწესის დარღვევას. შესაბამისად მოპასუხეს არ ქონდა სამართლებრივი საფუძველი რომ მოსარჩელე სამსახურიდან გაეშვა. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ, ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელოს დაკარგვაში. კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, იძულებითი განაცდური მოიცავს 2018 წლის 02.10-დან სარჩელის აღძვრამდე პერიოდს. შპს ,,ბ----------------“-ში მოსარჩელის ყოველთვიური გასამრჯელო შეადგენდა 800 ლარს.

მოსარჩელემ მისი უფლებების დაცვის მიზნით სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: 1. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ბ-------------------ს“ დირექტორის მინდობილი პირის N01.10.2018/1 ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 2. შპს ,,ბ----------------ს“ დაევალოს შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 02.10-დან ყოველი შემდგომი თვის ხელზე ასაღები ხელფასის 800 ლარის გადახდა 2019 წლის 18.03-მდე. 3. დაეკისროს შპს ,,ბი ემ სი გორგიას“ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები: კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 300 ლარი.(ს.ფ. 2-15)

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ქონდა შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სისტემატიურად ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ რა გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი ამაზე ბრძანებაში ცხადად არის მითითებული. მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა სრულიად კანონიერად, ამდენად რაიმე ზიანზე საუბარი ზედმეტია.

მოსარჩელის მხრიდან სასმახურებრივი მოვალეობის დარღვევა გამოიხატა იმაში,რომ მარკეტში წარმოშობილი დარღვევების გამო იგი ხელმძღვანელობას დროულად არ აგებინებდა ინფორმაციას. კომპეტენციის ნაკლებობის გამო სამუშაო პროცესი ფერხდებოდა, იგი უსაფუძვლოდ საყვედურობდა თანამშრომლებს, და ამ ყველაფერმა მიიღო მასშტაბური ხასიათი. ასევე სალაროდან ზედმეტი თანხის გაცემის შესახებ მან რეაგირება არ მოახდინა მყისიერად და არ აცნობა ხელმძღვანელებს. პირიქით, იგი თანამშრომლებს ადანაშაულებდა ყველაფერში, ემუქრებოდა კიდეც და სიტყვიერ შეურაცყოფასაც აყენებდა მათ.

დ----- უ----–---ს მოთხოვნა გათავისუფლების ბრძანების გაუქმების შესახებ უსაფუზვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა, სარჩელის წარდგენის ვადა გაშვებული აქვს.(ს.ფ. 55-66)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დ----- უ----–---ს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა და ჩაბარდა მოპასუხეს 2019 წლის 9 თებერვალს.(ს.ფ. 53)

 

2.2. მოპასუხემ დადგენილ ვადაში წარმოადგინა შესაგებელი, სადაც არ დაეთანხმა სარჩელს.(ს.ფ. 55-66)

 

2.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 4 მარტის განჩინებით სარჩელის განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე 2019 წლის 3 აპრილს 17.00 საათზე.

 

2.4. სასამართლო სხდომის დღისა და ადგილის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით- სასამართლო უწყების მეშვეობით. კერძოდ, მოპასუხისათვის გაგზავნილი უწყება ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, 2019 წლის 01 აპრილს.(ს.ფ. 87-89), ხოლო მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა უწყება 2019 წლის 30 მარტს (ს.ფ. 83)

 

2.5. 2019 წლის 3 აპრილის სხდომა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2019 წლის 17 მაისს 14.00 საათზე, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყების მეშვეობით. მოპასუხისათვის გაგზავნილი უწყება ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, 2019 წლის 25 აპრილს.(ს.ფ. 100), ხოლო მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა უწყება 2019 წლის 25 აპრილს (ს.ფ. 98)

 

2.6. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

2.8. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით

1. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დ----- უ----–---ს (ს/პ 5----------) (წარმომადგენელი ს------- გ-----–-–---–ი) სარჩელი მოპასუხე შპს ,,ბ----------------“-ს (ს/ნ 2--------) მიმართ, დაკმაყოფილდა;

2. ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ბ----------------ს“ დირექტორის მინდობილი პირის N01.10.2018/1 ბრძანება დ----- უ----–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

3. შპს ,,ბ-------------------ს“ დაევალა დ----- უ----–---სთვის, შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 02.10-დან ყოველი შემდგომი თვის (ხელზე ასაღები) ხელფასის 800 ლარის გადახდა 2019 წლის 18.03-მდე;

4. დაეკისრა შპს ,,ბ----------------ს“ მოსარჩელე დ----- უ----–---ს მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 300 ლარი;

 

2.8.1. სასამართლომ სსსკ 230-ე, 233-ე მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებობდა ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა რომ იგი უფლებამოსილი არ არის გასცდეს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ისინი კვლევის გარეშე მიიჩნევა დადგენილად. სასამართლოს კანონი უდგენს ერთადერთ ვალდებულებას, შეამოწმოს დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 37-ე-38-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. მოპასუხე მხარეს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია. შესაბამისად არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

 

2.9. 2019 წლის 01 ივლისს მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.(ს.ფ. 140-146)

 

2.9.1. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო იყო, რადგან უწყება ჩაბარდა ისეთ პირს, რომელიც არ იყო მსგავსი უფლებამოსილების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი სახელდობრ: ნ---- ს--–----ე არ არის ის პირი, რომელიც ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყების ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირად შეიძლება ჩაითვალოს; მისი უფლებამოსილებები ამ ორგანიზაციაში მხოლოდ სავაჭრო დარბაზის ტერიტორიაზე და ამ დარბაზში არსებულ საკითხებზე ვრცლდება. ორგანიზაციაზე გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს ამ ორგანიზაციის კანცელარიას. ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ,,ბ----------------“ სასამართლოს სხდომაზე არ ყოფილა მიწვეული კანონით დადგენილი წესით. ანუ უწყების მოპასუხისათვის ჩაბარება არ დასტურდება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

პროცესის დღეს ქ------- ლ-----ე, რომელიც მოპასუხე კომპანიის იურისტია გადიოდა მკურნალობას ბინაზე, შესაბამისად იგი ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე. ასევე ავად იმყოფებოდა გ---–---- კ-–-–---–იც კომპანიის მეორე იურისტიც. აღნიშნულის გამო ადმინისტრაცია იძულებული გახდა ამ კომპანიის მენეჯერისათვის გაეფორმებია მინდობილობა რათა მას მონაწილეობა მიეღო სხდომაზე. ამან კი შეაფერხა რამოდენიმე წუთით მისი სხდომაზე გამოცხადება, გადატვირთული იყო მოძრაობაც. ეს გარემოებები სასამართლომ იცოდა, რადგან ე-–---- ს-----ს-კომპანიის მენეჯერს კომუნიკაცია ქონდა მოსამართლის თანაშემწესთან. ანუ ადგილი ქონდა ისეთ გარემოებას, რამაც მხარის დროულ გამოცხადებას სხდომაზე შეუშალა ხელი. ნიშანდობლივია ისიც, რომ სარჩელი იყო უპერსპექტივო. შესაბამისად, მოთხოვნა იურიდიულად არ იყო გამართლებული, რის გამოც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. სარჩელი იყო ხანდაზმულიც, რაზედაც მოპასუხემ შესაგებელშიც გაამახვილა ყურადღება.

 

ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით საჩივრის ავტორმა საჩივრის დაკმაყოფილება ითხოვა.

 

2.10. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხე შპს „ბ----------------ს“ (წარმომადგენელი გ---–---- კ-–-–---–ი) საჩივარი ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

2.11. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კომპანიის იურისტებს არ შეეძლოთ სხდომაზე გამოცხადება, რადგან საჩივარს არ ერთვოდა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში კი მითითებულია, რომ როგორც ქ------- ლ-----ეს, ასევე გ---–---- კ-–-–---–ს ესაჭიროებოდათ ამბულატორიული მკურნალობა და მათში პირდაპირ არ იყო მითითება არც დიაგნოზზე და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ ე-–---- ს-----ს დაგვიანება გამოწვეული იყო გზაზე შექმნილი საცობებით, რადგან, საქმეში წარმოდგენილი აქტით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე-–---- ს-----მ ტრანსპორტირებისთვის დ----- გ----------ს მიმართა 2019 წლის 17 მაისს 14:00 საათზე, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომა იყო დანიშნული და მხარეები გამოცხადებული უნდა ყოფილიყვნენ სასამართლოს შენობაში. მხარეს დროულად, სხდომის დაწყებამდე, არანაირი ფორმით არ უცნობებია სასამართლოსთვის სხდომაზე დაგვიანების რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე, თანაშემწესთან კომუნიკაციაც განხორციელებულ იქნა დაგვიანებით. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რადგან საჩივარზე დართული შპს „ბ----------------ს“ N15 ბრძანებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ---- ს--–----ე დანიშნული იყო დარბაზის მენეჯერად, ექვემდებარებოდა დირექტორს და სამსახურებრივი კავშირშია უშუალო უფროსთან.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სხდომაზე გამოუცხადებლობის კანონით გათვალისწინებული ისეთი საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, რის გამოც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შპს ,,ბ----------------ს“ მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარე სხდომაზე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლოს უწყება ჩაბარდა ნ---- ს--–----ეს რომელიც მუშაობს ქ. ქ-------ში სავაჭრო დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე. მას არ აკისრია არანაირი ადმინისტრაციული ფუნქცია და არ არის ორგანიზაციის წარმომადგენელი მსგავსი ხასიათის ურთიერთობებში. მისი უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ სავაჭრო დარბაზის ტერიტორიაზე და იგი პასუხისმგებელია მხოლოდ სავაჭრო დარბაზში არსებულ საკითხებზე. სსსკ-ის 73.8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. გამომდინარე ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან შპს ,,ბ----------------'' სასამართლოს სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით, რაც წინამდებარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური წინაპირობაა.

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩანიშნული იყო 17 მაისს 14:00 საათზე. უდავოდ დასტურდება მოსამართლის თანაშემწისა და კომპანიის თანამშრომლების კომუნიკაცია (დანართი 2, დანართი 3), რის საფუძველზეც დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ მოპასუხეს შპს ,,ბ----------------’’-ს არცერთ ეტაპზე არ დაუკარგავს დავის მიმართ ინტერესი. მითუმეტეს ისეთი დავის მიმართ რომელიც უკავშირდება თანამშრომლის სამსახურიდან დამსახურებულად გაშვებას. შესაბამისად ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

 

შპს "ბ----------------" სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტია საქართველოში. მისი საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალის საქართველოში იმპორტირება და საცალო და საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. შპს ,,ბ----------------’’-ს ფილიალები მთელი საქართველოს მასშტაბითაა განლაგებული, თუმცა კომპანიის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები, მათ შორის იურიდიული სამსახური, მხოლოდ თბილისში და ბათუმშია წარმოდგენილი. პროცესის დღეს 17 მაისს თბილისის იურიდიული სამსახურის იურისტი ქ------- ლ-----ე, ვისთან კომუნიკაციაც ქონდა მოსამართლის თანამშემწეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადიოდა ბინაზე მკურნალობას, (დანართი 4), შესაბამისად მისი გამოცხადება სასამართლოს პროცესზე შეუძლებელი იყო. ბათუმის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი გ---–---- კ-–-–---–ი ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადიოდა მკურნალობას სახლის პირობებში რაც დასტურდება შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი’’-ს მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლით. (დანართი 5).

 

2019 წლის 29 ივლისის განჩინებაში სასამართლო უთითებს რომ გ---–---- კ-–-–---–ის საავადმყოფო ფურცელში არ არის მითითებული დიაგნოზი და არ დასტურდება სსსკ-ის 215 მუხლით გათვლისწინებული გარემოებები, რასაც საპატიოდ მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით განსაზღვრული საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი. ბრძანების მე- 12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საავადმყოფო ფუცლის გამცემი ექიმი ვალდებულია მიუთითოს მკურნალობის რეჟიმი - ამბულატორიული ანდა სტაციონალური. გამომდინარე იქიდან რომ ქონდა მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი ექიმმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა მისი სტაციონარში მოთავსება და დაუდგინა მკურნალობის ამბულატორიული რეჟიმი, რაც ცალსახად ნიშნავს დროებით შრომისუუნარობას. რაც შეეხება დიაგნოზის არ მითითებას, ამაზე საუბარი სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია, 2015 წლის 24 სექტემბერს ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ვინაიდან ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ სარგებლობს დაცვის მაღალი ხარისხით, როგორც პერსონალური მონაცემი, დიაგნოზი არ მიეთითება, და ,,გ) გრაფაში – „შრომისუუნარობის სახეობა”, შრომისუუნარობის სათანადო სახეობას გაესმება ხაზი;''. ამასთან საავადმყოფო ფურცელი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გააჩნია სერიული ნომერი...

 

გამომდინარე ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან კომპანიის ადმინისტრაცია იძულებული გახდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭებინა ქ-------ის სავაჭრო ცენტრის მენეჯერისთვის - ე-–---- ს-----სთვის, რამაც რამოდენიმე წუთით შეაფერხა წარმომადგენლის გამოცხადება სასამართლოში, თუმცა როგორც ქ------- ლ-----ეს ასევე ე-–---- ს-----ს ჰქონდა კომუნიკაცია მოსამართლის თანაშემწესთან 14:33 საათზე, შესაბამისად სასამართლოსთვის ცნობილი იყო იმ სხვა მოვლენის შესახებ, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისათვის სასამართლოში დროული გამოცხადებისათვის. სასამართლოში დროულად გამოცხადებას გადატვირთულმა მოძრაობამაც შეუშალა ხელი (დანართი 6).

 

სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს, სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. (სუსგ №ას-642-608-2015, 19 ნოემბერი 2015, §18). შპს ,,ბ----------------’’-ს თანამშრომლების კომუნიკაცია მოსამართლის თანაშემწესთან ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ გარემოებას რამაც ხელი შეუშალა სასამართლოს სხდომაზე დროულად გამოცხადებაში.

 

2019 წლის 29 ივლისის განჩინებაში სასამართლო ახდენს კანონის არასწორ განმარტებას (სსსკ-ის 215 მუხლი), არ ახდენს მითითებული ფაქტების ერთობლივ შეფასებას დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად. სასამართლომ იცოდა რომ მოპასუხე მხარეს ქონდა შეფერხება პროცესზე გამოსაცხადებლად, მოიხადა ვალი დაელოდა 15 წუთით და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც საერთოდ სცდება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებს პრინციპებს. მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელში მითითებული იყო როგორც იურიდიული ასევე ფაქტობრივი მისამართი. სასამართლომ უწყება გააგზავნა არა იურიდიულ ან სამუშაო ადგილის მისამართზე, არამედ ა ლ ტ ე რ ნ ა ტ ი უ ლ მისამართზე. სსსკ-ისა და დამკვირდრებული პრაქტიკის შესაამისად, დოკუმენტის გაგზავნა ხდება ჯერ იურიდიულ მისამართზე ხოლო წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში ალტერნატიულ მისამართზე. უდავოა, რომ უწყება მხარეს არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, უწყების გაგზავნა მოხდა ალტერნატიულ მისამართზე და ჩაიბარა იმ პირმა ვისაც არ გააჩნდა წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში. სასამართლო უთითებს რომ ნ---- ს--–----ეს, სავაჭრო დარბაზის მენეჯერს ექნებოდა შეხება რეგიონალურ მენეჯერთან, ეს არგუმენტი არის მიუღებელი და გაუმართლებელი, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ნ---- ს--–----ეს რამდენად ქონდა კანცელარიის უფლებამოსილება შეთავსებული პასუხი კი ერთია, მას მისი სამუშაო აღწერილობიდან გამომდინარე არ ქონდა მესამე პირებთან წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა საქმისადმი ინტერესი. მოპასუხე შპს ,,ბ----------------’’ გამოცხადდა საქმის განხილვაზე, ოღონდ დაგვიანებით, რაც გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით და რაც სასამართლოსთვის ცნობილი იყო.

 

გამომდინარე ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან უნდა გაუქმდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2019 წლის 29 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და უნდა განახლდეს საქმის წარმოება მოსამზადებელი ეტაპიდან.

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ დ----- უ----–---მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ბ----------------“ და მოპასუხისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხეზე ზიანის დაკისრება მოითხოვა. 4.2. დადგენილია, რომ დ----- უ----–---ს სარჩელის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2019 წლის 3 აპრილს 17.00. საათზე, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილდნენ -სასამართლო უწყების მეშვეობით (ს.ფ. 83-89). 4.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს 17.00. საათზე დანიშნული სხდომა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2019 წლის 17 მაისს 14.00 საათისათვის, აღნიშნულის თაობაზე მხარეები გაფრთხილდნენ სასამართლო უწყების მეშვეობით, კერძოდ შპს ,,ბ----------------სათვის“ განკუთვნილი უწყება გაიგზავნა მისამართზე ქ-------ი, ი----------ის გამზირი 8--, და ჩაბარდა ნ---- ს--–----ეს ორგანიზაციის წარმომადგენელს-სპეციალისტს 2019 წლის 25 აპრილს. (ს.ფ. 100), ხოლო დ----- უ----–---ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 25 აპრილს.(ს.ფ. 98) 4.4. დადგენილია, რომ 2019 წლის 17 მაისს 14.00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს ,,ბ----------------ს“ წარმომადგენელი. 4.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 4.6. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივარში მოპასუხე მხარე მისი გაუქმების მთავარ მოტივად უთითებს იმ გარემოებას, რომ მხარე არ იყო კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული სხდომის შესახებ, რაც გამოიხატა იმაში, რომ უწყება არ ჩაბარებია ორგანიზაციას ძირითად მისამართზე, ამასთან უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს ნ---- ს--–----ეს რომელიც სავაჭრო დარბაზის მენეჯერის პოზიციას იკავებს და არანაირი ადმინისტრაციული ფუნქცია არ აკისრია, ასევე სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი იყო. მომჩივნის განმარტებით, 17 მაისს მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებს კომუნიკაცია ქონდათ მოსამართლის თანაშემწესთან, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქ------- ლ-----ე ანუ კომპანიის იურისტი იყო ავად, ასევე ავად იყო მეორე იურისტიც გ---–---- კ-–-–---–იც. კომპანიას მენეჯერისათვის რომ მიენიჭებინა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ამას დრო ჭირდებოდა და სწორედ ამან გამოიწვია მოპასუხე მხარის დაგვიანება სხდომაზე. ანუ სასამართლოსათვის ცნობილი იყო იმ სხვა მიზეზების თაობაზეც, რამაც ხელი შეუშალა მხარის დროულ გამოცხადებას პროცესზე.(საჩივარს თან ერთვის დარბაზის მენეჯერის ანუ ნ---- ს--–----ის უფლებების და მოვალეობების დამადასტურებელი ინსტუქცია, გ---–---- კ-–-–---–ის და ქ------- ლ-----ის ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობები.) 4.7. დადგენილია, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხე შპს „ბ----------------ს“ (წარმომადგენელი გ---–---- კ-–-–---–ი) საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. 4.8. დადგენილია,რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს ,,ბ----------------ს“ მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. 4.9. სააპელაციო საჩივრის მოტივები იგივეა, რასაც მხარე საჩივარში უთითებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, კერძოდ: მხარე არ იყო კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული სხდომის შესახებ, უწყება არ ჩაბარებია ორგანიზაციას ძირითად მისამართზე(ის გაიგზავნა მოპასუხის ალტერნატიულ მისამართზე), უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს ნ---- ს--–----ეს დარბაზის მენეჯერს, რომელსაც არანაირი ადმინისტრაციული ფუნქცია არ აკისრია, სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი იყო. 4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იყო თუ არა მოპასუხე მხარე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული სხდომის დროისა და ადგილის შესახებ და ჩაბარდა თუ არა უწყება მოპასუხე ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს. სამართლებრივი დასაბუთება 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარი სანქციაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარდა უწყება სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე და ეცნობა გამოუცხადებლობის შედეგები სათანადო წესით, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, სახელდობრ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს 17.00. საათზე დანიშნული სხდომა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2019 წლის 17 მაისს 14.00 საათისათვის, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილდნენ სასამართლო უწყების მეშვეობით, კერძოდ შპს ,,ბ----------------სათვის“ განკუთვნილი უწყება გაიგზავნა მისამართზე ქ-------ი, ი----------ის გამზირი 8--, და ჩაბარდა ნ---- ს--–----ეს ორგანიზაციის წარმომადგენელს-სპეციალისტს 2019 წლის 25 აპრილს. (ს.ფ. 100). დადგენილია, რომ მოპასუხის შპს ,,ბ----------------ს“ სათაო ოფისის ძირითადი მისამართია ბათუმი, სოხუმის ქ. 10. და სარჩელით მოპასუხის ძირითად მისამართად სწორედ აღნიშნულია მითითებული. უდავოა, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლომ უწყება მხარეს გაუგზავნა არა ძირითად, არამედ ალტერნატიულ მისამართზე: ქ-------ი, ი----------ის გამზირი 8--. დადგენილია, რომ შპს ,,ბ----------------სათვის“ განკუთვნილი უწყება გაიგზავნა რა ალტერნატიულ მისამართზე ქ-------ი, ი----------ის გამზირი 8--, ჩაბარდა ნ---- ს--–----ეს 2019 წლის 25 აპრილს. დადგენილია,რომ საჩივარს თან ერთვის დარბაზის მენეჯერის ანუ ნ---- ს--–----ის უფლებების და მოვალეობების დამადასტურებელი ინსტუქცია. საჩივარს თანდართული მტკიცებულებით უდავოდაა დადასტურებული, რომ ნ---- ს--–----ე არის დარბაზის მენეჯერი, რაც შეეხება საკითხის იმის თაობაზე რა უფლება-მოვალეობებით იყო აღჭურვილი დარბაზის მენეჯერი, საქმეში წარმოდგენილია მენეჯერის უფლებამოსილებათა თაობაზე ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც დარბაზის მენეჯერის ნ---- ს--–----ის (ანუ იმ პირის რომელმაც სასამართლო უწყება ჩაიბარა) უფლება-მოვალეობებია: 1.1 პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის უზრუნველყოფა; 1.2 დარბაზში არსებული ნაშთების კონტროლი და პროდუქციით უზრუნველყოფა ; 1.3 დარბაზში და საწყობებში არსებული ნაშთების შემოწმება და კონტროლი; 1.4 დარბაზიდან გაყიდული პროდუქციის დაშლის, შეფუთვის და გატანის ორგანიზება; 1.5 დარბაზში ახალი სტენდების აწყობის ორგანიზება; 1.6 დარბაზში არსებული პროდუქციის აღწერის ორგანიზება; 1.7 დარბაზში შემოტანილ ახალ და არსებულ, ძველ პროდუქციაზე ფასების დაფიქსირების უზრუნველყოფა და კონტროლი; 1.8 სარეალიზაციო პროდუქციით დარბაზის შევსების უზრუნველყოფა და კონტროლი. 1.9 წუნდებულ პროდუქციაზე აქტის შედგენა; 1.10 იმპორტის განყოფილებისთვის შეკვეთის გადაცემის ორგანიზება და კონტროლი; 1.11 ყოველდღიური საანგარიშო მოხსენების მომზადება და უშუალო უფროსთნ წარდგენა. კომპანიაში დადგენილი ფორმატის მიხედვით ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება; 1.12 კლიენტებისთვის დანიშნულ ადგილზე პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა; 1.13 კლიენტებთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და საჭიროების შემთხვევაშინ თანხის დაბრუნება, პროდუქციის გადაცვლა და ა.შ; 1.14 კლინტების კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში; 1.15 დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; 1.16 თანამშრომლების დისციპლინარული საკითხების რეგულირება და კონტროლი. 1.17 სტაჟიორების სწავლების ორგანიზება და კონტროლი; 1.18 დარბაზში სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი; დარბაზის მენეჯერს-(ნ---- ს--–----ეს) უფლება აქვს: 2.1 შეიტანოს წინადადება იმ სამუშაოების სრულყოფისათვის, რომელიც მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქციითაა გათვალისწინებული; 2.2 მოახსენოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოვლენილი ყველა ხარვეზის შესახებ; 2.3 მოითხოვოს ხელმძღვანელობისაგან, თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო საორგანიზაციო-ტექნიკური პირობებისა და დადგენილი დოკუმენტების გაფორმების უზრუნველყოფა; 2.4 მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. დარბაზის მენეჯერი-(ნ---- ს--–----ე) პასუხისმგებელია შემდეგზე: 3.1.საკუთარი თანამდებობრივი მოვალეობების შეუსრულებლობაზე და/ან არაჯეროვნად და გულგრილად შესრულებაზე; 3.2. წინამდებარე ინსტრუქციის, ბრძანებების და განკარგულებების შეუსრულებლობაზე; 3.3. კომერციულ საიდუმლოებასა (რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მუშაობის პროცესში) და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე; 3.4. შინაგანაწესის, შრომის ხელშეკრულების პირობების, შრომითი დისციპლინის, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. აფასებს რა ზემოაღნიშნულ დოკუმენტს პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაბაზის მენეჯერი ნ---- ს--–----ის ფუნქციებში არანაირად არ შედის იმ სასამართლოს გზავნილების ჩაბარება რომელიც ,,ბ----------------ს“ ეკუთვნის, შესაბამისად ამისა უდავოა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას ყავს ორი იურისტი, თბილისის და ბათუმის ფილიალებში: ქ------- ლ-----ე და გ---–---- კ-–-–---–ი. საჩივარზე დართული ცნობებით უდავოდ დასტურდება, რომ ორივე წარმომადგენელი 2019 წლის 17 მაისისთვის იყო ავად და გადიოდნენ მკურნალობას, რის თაობაზედაც მათ სასამართლოს (მოსამართლის თანაშემწეს) აცნობეს 2019 წლის 17 მაისს 14.00. საათიდან 14.35 სთ-მდე პერიოდში. რაც იყო მიზეზი წარმომადგენლების გამოუცხდებლობისა სხდომაზე, ხოლო მოპასუხეს, რომ კომპანიის მენეჯერისათვის მიენიჭებია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ამას დრო ჭირდებოდა. ანუ სასამართლოსათვის ცნობილი იყო გარემოება, რომ ფერხდებოდა მხარის დროული გამოცხადება სასამართლო პროცესზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხე მხარე სხდომაზე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო უწყება გაიგზავნა არა ძირითად არამედ ალტერნატიულ მისამართზე და ჩაბარდა ნ---- ს--–----ეს რომელიც ქ. ქ-------ში სავაჭრო დარბაზის მენეჯერია. რომელსაც არ აკისრია არანაირი ადმინისტრაციული ფუნქცია, და არ არის პასუხისმგებელი იმ კორესპოდენციაზე თუ გზავნილებზე, რაც კანცელარიის ფუნქციაში შედის. მისი უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ სავაჭრო დარბაზის ტერიტორიაზე და ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ სავაჭრო (სარეალიზაციო) პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხებით. გამომდინარე ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან შპს ,,ბ----------------'' სასამართლოს სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით, რაც წინამდებარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური წინაპირობაა. უნდა ითქვას, რომ ეს გარემოებები სასამართლოსათვის ცნობილი იყო საჩივრის განხილვის ეტაპზეც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. დადგენილია უდავოდ, რომ აღნიშნული დანაწესი კანონმდებლისა წინარე შემთხვევაში დაცული არ არის. 4.12. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სხდომაზე დაგვიანების და დროულად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე სასამართლოსათვის ცნობილი იყო (იხ. სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლო ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ მოპასუხის ინტერესი დავის მიმართ დადასტურებულია, ამაზე მეტყველებს მის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება/წარმოდგენა და სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა კანონით დადგენილ ვადაში. 4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო ნორმები, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია, აღნიშნული, კი სსსკ-ის 241-ე და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე დ----- უ----–---ს სარჩელისა გამო შპს ,,ბ----------------ს“ წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის და ზიანის ანაზღაურების შესახებ, არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 5. საპროცესო ხარჯები 5.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ბ----------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. საქმე №2/175-19წ. დ----- უ----–---ს სარჩელისა გამო შპს ,,ბ----------------ს“ წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის და ზიანის ანაზღაურების შესახებ, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

4. სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე