განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100119002966802
საქმე №1/ბ-1521-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორის - გ-------------–---–ის,ადვოკატების - ნ----------–--ის, დ------------–--------ს,გამართლებულ - გ---------------–---–ის,მსჯავრდებულ - თ-----------------–---–ის მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ----------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–----------–--; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
თ------------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ------–-------------------------–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–----------–--; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
გ---------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
თ-----------------–---–ს ბრალის დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბ-------–--–-, 2016 წლის 27 ივნისის განაჩენის საფუძველზე ქურდობისათვის ნასამართლევი გ---------------–---–ი და თ-----------------–---–ი, ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფ------------------–--ის კუთვნილ ლითონის მილებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 32,34 ლარის ქონებრივი ზიანი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით:
გ---------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
თ-----------------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
არ დასტურდება 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბ-------–--–-, გ---------------–---–ის მიერ თ-----------------–---–თან წინასწარი შეთანხმებით ფ------------------–--ის კუთვნილი ლითონის მილების ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბ-------–--–- თ-----------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლითონის მილებს, რითაც ფ------------------–--ეს მიადგა 32,34 ლარის ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თეთრიწყაროს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა. ბრალდების მხარემ ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენის გაუქმება და გ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თ-------ე პერტიაშვილის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს მრკიცებულებათა საერთო ანალიზიდან. თ-----------------–---–ის და გ---------------–---–ის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქუროდბის ჩადენის ფაქტი დადგენილია ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, მილების ამოცნობის ოქმით, დაზარალებულ ფ------------------–--ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რაც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ნ---------–---–---–ის და ხ-------–----–---–ის ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ მოისმინეს, თუ როგორ მსჯელობდნენ ბრალდებულები გ---------------–---–ისათვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საკითხზე. პროკურორის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ასევე გამოძიება დაიწყო თო---------------–---–---------------------------–---–-ს სახლის ღობიდან ბოძების მოპარვის ფაქტზეც. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით კი გაირკვა, რომ დ--------------–---–მა განახორციელა ქურდობის შესახებ ცრუ შეტყობინება, რათა დახმარებოდა თავის შვილს - თ-----------------–---–ს და სიძეს – გ---------------–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში. ისინი სწორედ ამ მიზნით ავითარებდნენ ვერსიას, თითქოს მათ მიერ მოპარული მილები ეგონათ დ--------------–---–ის საკუთრება, რომელიც ამ უკანასკნელს მოპარეს 15 მარტამდე რამდენიმე დღით ადრე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პროკურორი უთითებს, რომ დაცვის მხარე ყველა ხერხით ცდილობდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას და გამოძიების შეცდომაში შეყვანას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ხ-------–----–---–მაც და ნ---------–---–---–მაც სასამართლოში ჩვენების მიცემამდე დადეს ფიცი, განსხვავებით თ-----------------–---–ისაგან, რომლის მიერ სასამართლოში გაკეთებული განმარტებები არ შეიძლება ჩაითვალოს დაკითხვად და განხილული იქნეს, როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილევას, კერძოდ თ-----------------–---–ის და გ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა გ-------------–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გამართლებულმა გ---------------–---–მა, მსჯავრდებულმა თ-----------------–---–მა და მათმა ინტერესების დამცველმა აგვოკატებმა მოითხოვეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება გ---------------–---–ის და თ-----------------–---–ის მიერ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა (ქურდბა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეების ხ-------–----–---–ის, ნ---------–---–---–ის და ბრალდებულების გამოკითხივის ოქმების გარდა, არ მომხდარა ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ისინი. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულ ფ------------------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, სოფელ ბ-------–--–-, სახლთან ახლოს აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია მავთულბადით რკინის მილებზე. 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე მიდიოდა აღნიშნულ ნაკვეთში, რა დროსაც დაინახა, რომ ღობე იყო დაშლილ მდგომარეობაში, რკინის მილები იყო მიწიდან ამოღებული და ადგილზე აღარ იყო. ამის გამო ნაკვეთთან ახლოს აღარ მისულა, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ნაკვეთიდან დაახლოებით 150 მეტრში, საავტომობილო გზასთან დაინახა დასაწყობებული მილები. იქვე იყვენენ მისი თანასოფლელები თ-----------------–---–ი და გ---------------–---–ი, რომლებმაც დაიწყეს მილების ლურჯი ფერის ავტომობილში ჩალაგება. ამის შემდეგ დაურეკა გამომძიებელ ნ---------–---–---–ს, პარალელურად იყურებოდა გზისკენ და დაინახა, თუ როგორ ჩააწყვეს ზემოაღნიშულმა პირებმა მისი კუთვნილი 7 მილი ავტომანქანაში. მათ მიერ ტერიტორიის დატოვებამდე ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მილები იყო 2,5 მ. სიგრძისა და 50 მმ. დიამეტრის, რომელთა ის მხარე, რომელიც მიწაშია, მოღუნულია. დამატებითი გამოკითხვისას ფ------------------–--ემ აღნიშნა, რომ მის მეზობლად დაახლოებით 200 მეტრში არის თ-----------------–---–ის ეზო, რომლის შემოსაღობი მილები დარწმუნებით იცის, რომ 2019 წლის 12 მარტს ადგილზე იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------–---–---–მა განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს თანამშრომელ ხ-------–----–---–თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობას ასრულებდა სოფელ მუხათის ტერიტორიაზე. მას დაუკავშირდა ფ------------------–--ე, რომელიც ადრეც არაერთხელ დაკავშირებია დახმარების თხოვნით და უთხრა, რომ მილები მოპარეს და ხედავდა, თუ როგორ ალაგებდნენ ავტომანქანაში. ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გაემართა ბორბალოს მიმართულებით, რისთვისაც მაქსიმუმ 5 წუთი დასჭირებოდათ. დაინახა, რომ წყაროსთან დაახლოებით 150 მეტრში იდგა ლურჯი ფერის ავტომანქანა და გ---------------–---–მა დახურა მისი საბარგული. სამართალდამცავების კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ, ვის მილებს ალაგებდნენ, გ---------------–---–მა უთხრა, რომ იმედი ჰქონდა ჟანგიანი მილების გამო არ დაიჭერდნენ. მათ მანქანაში უკვე იდო 7 მილი. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მორიგეს გადასცა ინფორმაცია, ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულები ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ თ-------ეს უნდა აეღო თავის თავზე ქურდობის ფაქტი, რადგან გ------- ნასამართლევი იყო. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულების ერთმანეთში მოლაპარაკების თაობაზე სასამართლო სხდომაზე იმიტომ თქვა, რომ ამის შესახებ პროცესზე ჰკითხა პროკურორმა, გამომძიებელს კი მსგავსი შეკითხვა არ დაუსვამს. მისივე განმარტებით, პ-------–---–-------------–---–- თავად არ დაუკავებიათ, მალევე დაბრუნდა განყოფილებაში ჩვენების მისაცემად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ-------–----–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 12 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სოფელ მუხათის მიმდებარედ იმყოფებოდა სამსახურებრივი ავტომანქანით, თანამშრომელ ნ---------–---–---–თან ერთად, რა დროსაც ნაზის დაურეკეს ტელეფონზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ისინი სასწრაფოდ წავიდნენ სოფელ ბ-------–--–-, ვინაიდან შეტყობინების თანახმად, მიწის ნაკეთის ღობიდან მილები იყო მოპარული, რომელსაც გ---------------–---–ი ალაგებდა ავტომანქანაში. შემთხვევის ადგილზე მისასვლელად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდებოდათ. ბრალდებულებს მილები უკვე ჩალაგებული ჰქონდათ, თ-------ე იქვე იდგა, ხოლო გ-------მ საბარგული დახურა და გაჩერდა. კითხვაზე - თუ რას აკეთებდნენ, გ---------------–---–მა უთხრა, რომ მილები იყო მისი. მანვე აუხსნა, რომ სიმამრისგან გაიგო ლითონის მილების დაკარგვის შესახებ; იფიქრა, რომ ეს მილები იყო სწორედ მისი სიმამრის და გადაწყვიტეს სახლში ატანა. ისინი იქვე მდებარე მიწის ნაკვეთიდან 100-150 მეტრის მოშორებით იდგნენ. ნ---------–---–---–მა დარეკა პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდნენ სხვა თანამშრომლები და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თავად დაიკითხა მოწმის სახით და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ახსოვს, ბრალდებულები ადგილზე დააკავეს. დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმე ხ---------–---–---–მა გაიხსენა, რომ ბრალდებულები თავად წაიყვანა, რამდენიმე მიმართულებით ატარეს, ტყეშიც იყვნენ გაჩერებულები, ვინაიდან მიყვანის ადგილი შეიცვალა და ზუსტ მითითებებს ელოდებოდა. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში თ-----------------–---–ი ეუბნებოდა გ---------------–---–ს, რომ თუ რამე მოხდებოდა, თავად დაიბრალებდა, რადგან გ------- პირობითის ქვეშ იყო და დაუმძიმდებოდა მდგომარეობა. მისი ხელმეორე გამოკითხვა თუ რატომ გახდა საჭირო და მეორე გამოკითხვისას რატომ აღნიშნა ბრალდებულებს შორის ამგვარი საუბარი, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებმა მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს ავტომანქანაში ამ საკითხზე, თუმცა რა ადგილას არ ახსოვს. ნ---------–---–---–ი იმ მანქანაში არ იმყოფებოდა. შესაძლოა მეორე დღეს გაახსენდა აღნიშნული ფაქტი და ამიტომ დააფიქსირა მეორე დღეს ბრალდებულთა შორის მოლაპარაკების თაობაზე. მოწმე ხ-------–----–---–მა კატეგორიულად უარყო მის მიერ ბრალდებულების დაკავების ფაქტი, თუმცა დაცვის მხარის მიერ დაკავების ოქმის წარდგენის შემდეგ, რომელშიც მითითებულია, რომ თ-----------------–---–ი მისი დაკავებულია, განმარტა, რომ არც დაკავება ახსოვს და არც დაკავების ოქმის შედგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ-----------------–---–მა განაცხადა, რომ ყოველ დილით საქონელი ჩაყავს წყალზე, უკან ამოყვანისას საქონელი იფანტება და აგროვებს ხოლმე. შემთხვევის დღესაც საქონლის შეგროვების დროს შენიშნა, რომ ჯებირთან ეყარა დაჟანგებული მილები. იფიქრა, რომ მანქანით ჩავიდოდა და მილებს პირადი სარგებლობის მიზნით წაიღებდა, თუმცა სახლში მისვლისას ნახა, რომ მამამისი მანქანით იყო წასული. ამის გამო მასთან სახლში მყოფ სიძეს - გ---------------–---–ს სთხოვა დახმარებოდა მანქანით მილების ამოტანაში, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2-3 წუთი დასჭირდათ მილების ჩასაწყობად და როგორც კი დააფარეს საბარგულს, პოლიცია მივიდა. თ-----------------–---–მა პოლიციელებს უთხრა, რომ მილები მისი იყო, სამართალდამცავებმა კი განუმარტეს, რომ მილები ეკუთვნოდა ფ------------------–--ეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სხვა თანამშრომლებიც და გ---------------–---–თან ერთად წაიყვანეს კოდის მიმართულებით, შემდეგ ისევ თეთრიწყაროს მიმართულებით დაბრუნდნენ, მანამდე, დაახლოებით 2 საათი ე.წ. „დათვების“ ტყეში ჰყავდათ გაჩერებული და ისევ აიყვანეს შემთხვევის ადგილზე; მანქანიდან არ გადმოუყვანიათ, რაღაც ფურცლები მიაწოდეს და ხელი მოაწერინეს. უთხრეს, რომ მანქანის ჩხრეკის ოქმი იყო. თ-----------------–---–ის განმარტებით, ვერ წარმოიდგენდა, რომ მილები ფ------------------–--ეს ეკუთვნოდა. იგი არ ადასტურებს გ---------------–---–თან საუბარს დანაშაულის თავის თავზე აღების თაობაზე, ამ უკანასკნელს მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა.
2019 წლის 12 მარტის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, სოფელ ბ-------–--–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წყაროს მოპირდაპირე მხარეს, გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებულ ავტომანქანა ტოიოტა პრიუსში ს/ნ Z-------- გ---------------–---–თან ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის უკანა საბარგულიდან ამოღებულ იქნა დაახლოებით 2,5 მ. სიგრძისა და 50 მმ. დიამეტრის 7 ლითონის მილი, რომელთა ერთი ბოლო სწორ მდგომარეობაშია, ხოლო მეორე - მოღუნულია და ეტყობა მიწაყრილი, თუმცა დაწვრილებით აღწერილი არ არის. ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც ასახული მილებიდან მხოლოდ ორს აქვს მოღუნული ბოლოები.
2019 წლის 12 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, სოფელ ბ-------–--–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წყაროს მოპირდაპირე მხარეს, გზის მარჯვენა მხარეს გ---------------–---–ისგან ამოღებულ იქნა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, ს/ნ Z--------. ჩხრეკაც და ამოღებაც ჩაატარა გამომძიებელმა ბ------------–--------, კ-------------–---–-სა და მ-----–-----–--–---–ის მონაწილეობით.
2019 წლის 12 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ფ------------------–--ის მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია რკინის მილებზე დამაგრებული მავთულბადით. ნაკვეთში შესასვლელი კარი დაშლილია, მავთულბადე გახსნილია და ხის ძელები დაყრილია იქვე. ნაკვეთში მიწას ეტყობა მილების ამოღების კვალი, რის შედეგადაც ნიადაგში დარჩენილია 7 მცირე ზომის ორმო. აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 15-20 მეტრში მდებარეობს წყარო, რომლის წინაც გადის ცენტრალური საავტომობილო გზა. მიწის ნაკვეთიდან იმ ადგილამდე, სადაც გაჩერებული იყო ავტომანქანა, დაახლოებით 150 მეტრია. ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია მოშლილი ღობე და ორმოები.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების, ასევე ამოცნობის ოქმების თანახმად, ცალ-ცალკე აღიწერა ყველა მილი და წარედგინა ფ------------------–--ეს, რომელმაც შვიდივე ამოიცნო შესაბამისი ნიშნებით.
2019 წლის 19 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის #ინ-4-- დასკვნის თანახმად, 7 მილის საბაზრო ღირებულება 32,34 ლარია.
2019 წლის 14 მარტის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერდა თ-----------------–---–ის მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია მავთულბადით, რაც დამაგრებულია ბეტონის კონსტრუქციითა და ლითონის მილებით და დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის #1-------- განაჩენით, საპროცესო შეთანხმებით, გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 10000 ლარი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2015 წლის 6 ოქტომბრიდან, იმავე წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ როგორც მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენად, რომ გ---------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ მტკიცების მაღალს სტანდარტს თ-----------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენასთან დაკავშირებითაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოხატება. დამნაშავე ფარულად ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და გააჩნია კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ქურდობის ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს/მფლობელს და სურს მიაყენოს მას ეს ზიანი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დადასტურებული სწორედ დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარე - გ---------------–---–ის განზრახვა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ფ------------------–--ის კუთვნილ ნივთებს.
ამასთან, ჯგუფური დანაშაულის ცნებას განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (იხ. გადაწტვეტილებები, N618აპ-15, N445აპ-18, 435აპ-18). მაგრამ განსახილვე საქმეზე აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება გ---------------–---–სა და თ-----------------–---–ს შორის დანაშაულის ჩადენამდე რაიმე ფორმით შეკავშირება. გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დასაბუთებულად ვერ იქნა უარყოფილი თავად თ-----------------–---–ის განმარტება, რომ როგორც მან გ---------------–---–ს უთხრა, ლითონის მილები ეკუთვნოდა პირადად მას და სურდა უბრალოდ სახლში ატანა.
პალატის განმარტებით, დაზარალებულის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, ასევე, საქმეზე წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ შემთხვევის დროს თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ბ-------–--–-, ფ------------------–--ის კუთვნილი ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------–---–ი იმყოფებოდა თ-----------------–---–თან ერთად და საკუთარ ავტომანქანაში თ-------ესთან ერთად ჩააწყო ლითონის მილები. შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს არ უარყოფს თავად გამართლებულიც. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ-----------------–---–მა დაადასტურა, რომ მილების, როგორც თავისი საკუთრების, ავტომანქანით სახლში მიტანა სთხოვა გ---------------–---–ს, რომელიც დათანხმდა და ავტომანქანის საბარგულში ერთად ჩააწყვეს ხსენებული ნივთები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გარემოებით, ისევე როგორც საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, არ დასტურდება გ---------------–---–ის მიერ ფ------------------–--ის კუთვნილ ლითონის მილების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს - იცოდა თუ არა გ---------------–---–მა, რომ აღნიშნული ნივთების ავტომანქანაში ჩაწყობით თ-----------------–---–თან ერთად ჩადიოდა დანაშაულს და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთებს. მართალია თ-----------------–---–ი წინასწარ შეუთანხმდა გ---------------–---–ს მილების სახლში წამოღებაზე და სამართალდამცავებმაც გ---------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოიღეს ფ------------------–--ის კუთვნილი მილები, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტები არ არის საკმარისი იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ გ---------------–---–მა იცოდა მილების მოპარვის თაობაზე და სურდა ასეთი ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის შეფასება, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ---------------–---–ის მონაწილეობას ბრალად წარდგენილ დანაშაულში, არ გამომდინარეობს თავად ამ მტკიცებულებებათა შინაარსიდან.
იმ პირობებში, როდესაც გ---------------–---–ს ბრალი ედება თ-----------------–---–თან ერთად ფ------------------–--ის კუთვნილი ნივთების ფარულად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში, საჭირო იყო ბრალდების მხარეს წარმოედგინა აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ გ---------------–---–ის მიერ ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების განზრახვას, მის მიერ ინფორმაციის ფლობას, რომ ავტომანქანის მილებით დატვირთვისას ჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
ბრალდების მხარე აპელირებს მოწმეების ნ---------–---–---–ის და ხ-------–----–---–ის ჩვენებებზე, რომ თითქოს მათ გაიგეს გ---------------–---–სა და თ-----------------–---–ს შორის გამართული საუბარი, რომლის თანახმადაც დანაშაული თავის თავზე უნდა აეღო თ-----------------–---–ს, ვინდაიდან გ---------------–---–ი იყო ნასამართლევი. აღნიშნულ გარემოებას პალატა ვერ მიიჩნევს გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის პირობად, ვინაიდან, თუ ნამდვილად ექნებოდა ადგილი გ---------------–---–სა და თ-----------------–---–ს შორის მსგავსი სახის საუბარს, აღნიშნული წარმოადგენს გამოძებისათვის ხელის შეშლის მცდელობას, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები კი, რომლებსაც ევალებათ გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად წარმოება, მაქსიმალურად უნდა იყვნენ მოწოდებულნი, აღკვეთონ მსგავსი ფაქტები. თუმცა შემთხვევის ადგილიდან საგამოძიებო ორგანოში დაბრუნებულ მოწმე ნ---------–---–---–ს გამოკითხვისას საერთოდ არ უხსენებია ბრალდებულებს შორის მოლაპარაკების ფაქტი და ის, რომ გ---------------–---–ის მიერ დანაშაულში მონაწილეობაზე თავის არიდების მცდელობის შემსწრე გახდა. ასევე, მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ხ-------–----–---–ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და საქმის ფარტობრივ გარემოებებთან. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა (და თავადაც დაადასტურა), ნ---------–---–---–მა გ---------------–---–ი და თ-----------------–---–ი დატოვა შემთხვევის ადგილზე თანამშომლებთან ერთად, ვინაიდან უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო თვითონ ჩვენების მისაცემად დაბრუნდა განყოფილებაში. ხ-------–----–---–ის განმარტებით კი, თ-----------------–---–ი მხოლოდ ავტომანქანაში ესაუბრებოდა გ---------------–---–ს, რომ დანაშაულს თვითონ დაიბრალებდა, რა დროსაც ნ---------–---–---–ი მათთან ერთად არ ყოფილა. ამასთან, ეჭვს ბადებს ხ-------–----–---–ის მიერ გ---------------–---–სა და თონიკე პეტრიაშვილს შორის საუბრის შინაარსის „ზედმიწევნით“ გადმოცემა მაშინ, როდესაც მას ადვოკატის მიერ შეხსენებამდე და დაკავების ოქმის წარდგენამდე საერთოდ არ ახსოვდა, რომ თვითინ დააკავა თ-----------------–---–ი, ოქმი მის მიერაა შედგენილი და ასევე, მისი ავტომანქანით მოხდა დაკავებულების გადაყვანა. შესაბამისად, იმასთან დაკავშირებით, რომ თ-----------------–---–ი და გ---------------–---–ი ცდილობდნენ გამოძიებისათვის ხელის შეშლას და ამ უკანასკნელისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, სახეზეა მხოლოდ ვარაუდები, რომელიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
აპელანტი ასევე მიუთითებს შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის მამის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ საცხოვრებელი სახლის ღობიდან მოპარეს ბოძები. პროკურორის განამრტებით, აღნიშნული გახლდათ ცრუ შეტყობინება და ემსახურებოდა თ-----------------–---–ის და გ---------------–---–ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამორიცხვას. ბრალდების მხარის აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს გ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, შემდეგ გარემოებათა გამო: თ-----------------–---–ის მამის - დ--------------–---–ის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია რა სახისაც არ უნდა ყოფილიყო (იქნებოდა ის ცრუ თუ არა), გავლენას ვერ მოახდენს გ---------------–---–ის ქმდების დანაშაულად შეფასებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მთავარია დადგინდეს - იცოდა თუ არა გ---------------–---–მა, რომ მილები იყო სხვისი საკუთრება და თ-----------------–---–თან ერთად ფარულად უნდა დაუფლებოდა მას. დ--------------–---–ის ქმედებამ (ცრუ შეტყობინებამ) შესაძლოა გავლენა მოახდინოს თ-----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებაზე, რომელმაც სასამართლოს წინაშე ისედაც აღიარა, რომ დაუფლებული მილები მას არ ეკუთვნოდა. გ---------------–---–ის შემთხვევაში კი სადავოა ის გარემოება, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა თავად თ-----------------–---–მა მას მილების წარმომავლობის შესახებ. ამ თვალსაზრისით კი უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება როგორც თ-----------------–---–ს და გ---------------–---–ს შორის წინასწარ შეკავშირება - ჩაედინათ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, ასევე დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარე - გ---------------–---–ის განზრახვა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შემთხვევის ადგილზე არსებულ მილებს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ მსჯავრდებული თ-----------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვამდე ფიცი არ დაუდია და შესაბამისად, მისი ჩვენება არ უნდა შეფასდეს მტკიცებულებად, პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, „ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ“. აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემა ფიცის დადების გარეშე არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გ---------------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არ ემყარება მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის ჩვენებას. განსახილველ შემთხვევაში არსებითია, რომ ბარდლების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ---------------–---–ის და თ-----------------–---–ის წინასწარ შეკავშირებას დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად და შემთხვევის ადგილიდან ლითონის მილების ერთიანი მზინითა და განზრახვით დაუფლებას. სახეზეა არაერთი საეჭვო გარემოება, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები, გ---------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში არის განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალება, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო არგუმენტირების შედეგად დაესაბუთებინა გ---------------–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები; წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
რაც შეეხება თ-----------------–---–ს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები საკამრისია მხოლოდ იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ მას განუსაზღვრა, სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების პროპორციული და ადეკვატური სასჯელი.
შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი გ---------------–---–ის და თ-----------------–---–ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი;
გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ---------------–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თ-----------------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
თ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში 2000 ლარის ნაწილში ყადაღა მოეხსნას დ--------------–---–ის (პ/ნ 2----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბ-------–--–-, დაზუსტებული ფართობი - 1--------------------------.
ნივთიერი მტკიცებულებები: ლითონის მილები და ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“ ს/ნ Z-------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე