განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002325228
საქმე № 1ბ/ 1336-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ-- გ--------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
ლ-–- ჯ------ე, დაბადებული - 1----–-–-------------------, პირადი №6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხ--–----------------------------–-----––--–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–----------------------------------–--
ადვოკატი: ს----- ჯ--–------ია
ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
გამართლებული:
მ------ ც-------–-, დაბადებული - 1----–-–---------–---- პირადი N0----------, განქორწინებული, არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–----------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------------–--
ადვოკატი: ვ----–-- მ------–---–ი
ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და წაქეზება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
გამართლებული:
ჯ--- დ------ე, დაბადებული - 1----–-–-----------, პირადი N6----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ----------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–------------------------------–--–--------------–--
ადვოკატი: ს----- ჯ--–------ია
ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
გამართლებული:
რ----– ყ---–----–---–ი, დაბადებული - 1----–-–---------–---- პირადი N------------ დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ხ--–-------------------------------------------------- ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–-----------------------------------------–--
ადვოკატი: ა---------– გ--------ე
ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
გამართლებული:
ჯ------- მ--–--ე, დაბადებული - 1----–-–-----------, პირადი N------------ დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---–-----------–-----------–-–-------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------–--
ადვოკატი: ზ----- ს--–--
ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. მხარეთა პოზიცია
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა თ-- გ--------ემ. პროკურორმა ითხოვა მ------ ც-------–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25. 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ჯ--- დ------ის, ლ-–- ჯ------ის, რ----– ყ---–----–---–ის და ჯ------- მ--–--ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.2. ბრალდების მხარემ, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაცი საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, მ------ ც-------–-ს, ლ-–- ჯ------ის, ჯ------- მ--–--ის, რ----– ყ---–----–---–ის და ჯ--- დ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მომხდარის თაობაზე. კერძოდ, თუ როგორ მოაკითხა ლ-–- ჯ------ემ და რ----– ყ---–----–---–მა საერთო საცხოვრებელში ნისან მარჩის ავტომანქანით, როგორ ჩაუსხდნენ მას მანქანაში ჯ-------ი, რომლის გვარიც არ იცოდა, ჯ--- დ------ე და ვინმე თ-----, როგორ გააკავეს და აიყვანეს დაუსახლებელ ადგილას ამოთხრილ ორმოსთან და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. პროკურორმა ბრალდების დასადასტურებლად მიუთითა ასევე აუდიოჩანაწერზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მითითებით მ--- შ---–----ი და ლ-–- ჯ------ე მარტო ვერ იქნებოდნენ, ვინაიდან დაზარალებულის ხმა და შინაარსი აშკარად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მას არ აქვს გადაადგილების საშუალება და ეხვეწება, რომ გაუშვას, სადაც ისმის სხვა პირების ხმები. გარდა დასახელებული მტკიცებულებების - დაზარალებულის ჩვენების და აუდიოჩანაწერის, ბრალდების მხარის აზრით ბრალდება დასტურდება ასევე: ლ---- ჯ---------ის, ა----- ჩ-----–--ის, ს---–--- გ-------ის ჩვენებებით, მ------ ც-------–-ს მიერ დაზარალებულისათვის გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებებით, დაზარალებულის ა----- ჩ-----–--ესთან სარელეფონო საუბრის ჩანაწერით, ჯ------- მ--–--ის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
1.3. სააპელაციო საჩივრი თანახმად, მოსამართლემ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა დაზარალებულის ზედმიწევნით თანმიმდევრული ჩვენება, საგამოძებო ექსპერიმენტის შედეგები და ამოცნობის ოქმი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დაზარალებული ნასამართლევია თაღლითობისთვის. ამავე დროს გაიზიარა ბრალდებულთა ჩვენება, რომლებიც უარყოფენ მ--- შ---–----თან კონფლიქტის არსებობას. შესაბამისად სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ ფაქტზე, თუ რა მიზანი უნდა ქონოდა დაზარალებულს, დაესმინა თავისი მეგობრები, რომლებთანაც კონფლიქტამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
1.4. პროკურორის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება სატელეფონო აქტივობებს. ჯ--- დ------ის, რ----– ყ---–----–---–ის და ლ-–- ჯ------ის სატელეფონო აქტივობებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს ყველა მათგანი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან ახლო ლოკაციაზე. შემთხვევის დროს ზუსტად ემთხვევა ასევე მ------ ც-------–-ს სატელეფონო აქტივობა. დაცვის მხარემ მხოლოდ სასამართლოში მოიყვანა მოწმეები იმის ასახსნელად, თუ რატომ იმყოფებოდნენ ბრალდებულები კონკრეტულ ლოკაციაზე და ამის თაობაზე არაფერი უთქვამთ გამოძიებაში.
1.5. მ------ ც-------–-, ლ-–- ჯ------ე, ჯ------- მ--–--ე, რ----– ყ---–----–---–ი და ჯ--- დ------ე, ასევე მათი დამცველები წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული პოზიციით არ დაეთანხმნენ ბრალდების სააპელაციო საჩივარს. მათ აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, შესაბამისად მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.
2. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-–- ჯ------ის, მ------ ც-------–-ს, ჯ--- დ------ის, რ----– ყ---–----–---–ის და ჯ------- მ--–--ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ------ ც-------–-ს წაქეზებითა და ორგანიზებით ლ-–- ჯ------ემ, ჯ------- მ--–--ემ, რ----– ყ---–----–---–მა, ჯ--- დ------ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს თავისუფლება აღეკვეთათ მ--- შ---–----ისთვის, რათა ამ უკანასკნელს პასუხი ეგო წარსულში ლ-–- ჯ------ის მიმართ მ------ ც-------–თან ნათქვამი უცენზურო სიტყვებისთვის. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ შეიმუშავეს გეგმა მ--- შ---–----ის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან გამოყვანის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მიზნით. 2017 წლის 29 დეკემბერს, მ--- შ---–----ს თავისსავე მობილური ტელეფონის ნომერზე, დაუკავშირდა ლ-–- ჯ------ე, რომელმაც სთხოვა შეხვედრა და იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ბ------–-----–-----------------ში არსებულ უსახლკაროთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–- ჯ------ე რ----– ყ---–----–---–თან ერთად შეხვდა მ--- შ---–----ს, რის შემდეგაც მ--- შ---–----ი, ლ-–- ჯ------ე და რ----– ყ---–----–---–ი, ლ-–- ჯ------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით - „Nissan March“, სახ. ნომრით „FG844GF“ გაემართნენ ახალშენის მიმართულებით. დაახლოებით 300-400 მეტრის გავლის შემდეგ ლ-–- ჯ------ემ ჯგუფის წევრებთან წინასწარ შეთანხმებისამებრ გააჩერა ავტომანქანა, ს-----------------------ის მიმდებარედ, რა დროსაც ავტომანქანის უკანა მხარეს მჯდომ მ--- შ---–----თან ჩასხდნენ ჯ--- დ------ე, ჯ------- მ--–--ე და გამოძიების ამ ეტაპისათვის დაუდგენელი პირი, ვინმე „თ-----“. ავტომანქანაში ჩასხდომისთანავე ჯ--- დ------ემ და ჯ------- მ--–--ემ მ--- შ---–----ს გაუკავეს ხელები და მოუსპეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ხოლო ავტომანქანის საჭესთან მჯდომმა ლ-–- ჯ------ემ მოახდინა დიდი ზომის დანის დემონსტრირება და მ--- შ---–----ს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. ლ-–- ჯ------ემ, რ----– ყ---–----–---–მა, ჯ--- დ------ემ და ჯ------- მ--–--ემ მ--- შ---–----ი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ავტომანქანით წაიყვანეს ახალშენის მიმართულებით, დაუსახლებელ ადგილას გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და მიიყვანეს ამოთხრილ ორმოსთან, სადაც რ----–ი ყ---–----–---–ი ახდენდა დანის დემონსტრირებას, ხოლო ჯ------- მ--–--ე და ჯ--- დ------ე აკავებდა მ--- შ---–----ს. ლ-–- ჯ------ემ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა მ--- შ---–----ს განუცხადეს, რომ მ------ ც-------–-საგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ მ--- შ---–----ი აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა ლ-–- ჯ------ეს, რის გამოც მ--- შ---–----ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. მ--- შ---–----ის ცემის დროს ლ-–- ჯ------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მ------ ც-------–ს და განუცხადა, რომ მ--- შ---–----ი უკვე მათ ჰყავდათ და პასუხი უნდა მოეთხოვათ მისთვის, რა დროსაც მ------ ც-------–მა დაუდასტურა, რომ მ--- შ---–----ისთვის უნდა მოეთხოვათ პასუხი. ლ-–- ჯ------ემ ტელეფონის საშუალებით მოახდინა მ--- შ---–----ის ცემის, შეურაცხყოფისა და მუქარის ჩაწერა, რაც გადაუგზავნა მ------ ც-------–ს. ვინაიდან, მ--- შ---–----მა მათ განუცხადა, რომ მითითებული ინფორმაცია გამოგონილი იყო მ------ ც-------–-ს მიერ და მ------ ც-------–- თითონ ლანძღავდა ლ-–-ს, ლ-–- ჯ------ემ თანმხლებ პირებთან ერთად მ--- შ---–----ს მისცა ერთი კვირის ვადა, რა დროსაც მას უნდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და „მოეთხოვა პასუხი“ მ------ ც-------–-სათვის, რაც გულისხმობდა ცივი იარაღის გამოყენებით მისთვის ჯანმრთელობის დაზიანებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მ--- შ---–----ს დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2017 წლის 29 დეკემბერს მ------ ც-------–-ს ორგანიზებით და წაქეზებით ლ-–- ჯ------ის, ჯ--- დ------ის, რ----– ყ---–----–---–ის და ჯ------- მ--–--ის მიერ მ--- შ---–----ის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი.
ამავე დროს სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–- ჯ------ემ დაზარალებულის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში: წარსულში ლ-–- ჯ------ის მიმართ მ------ ც-------–თან ნათქვამი უცენზურო სიტყვებისთვის პასუხის მოსათხოვად, ლ-–- ჯ------ე მ--- შ---–----ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომელიც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა განცდა, რომ ლ-–- ჯ------ე განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–- ჯ------ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ხოლო ბრალდების სხვა ნაწილებში ბრალდებულ პირთა გამართლების გადაწყვეტილება მიღებულია სწორად.
5. ქმედების სამართლებრივი აღწერა
5.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და წაქეზება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, მ--- შ---–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულებს: მ------ ც-------–ს და ლ-–- ჯ------ეს იცნობს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ლ-–- ჯ------ისგან გაიცნო მისი მეგობრები - რ----– ყ---–----–---–ი, ჯ------- მ--–--ე და ჯ--- დ------ე. შემთხვევის დროს ცხოვრობდა თავშესაფარში, ქალაქ ბ------–-------–-----------------–-. 2017 წლის 29 დეკემბერს, 22:00 საათზე, დაუკავშირდა ლ-–- ჯ------ე, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. ლ-–-ს ელოდებოდა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც მიაკითხა მისი კუთვნილი ავტომანქანით - ყავისფერი „Nissan March“-ით. ლ-–-ს განმარტებით, მართვის მოწმობა არ ქონდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ და სთხოვა გაცლოდნენ იქაურობას. ლ-–-ს მანქანა არის მარჯვენასაჭიანი და აპირებდა წინა მარცხენა მხარეს დაჯდომას, თუმცა დაინახა, რომ იქ იჯდა რ----– ყ---–----–---–ი, რის გამოც თავად უკანა მარცხენა მხარეს ჩაჯდა და დაიძრნენ ახალშენის მიმართულებით. დაახლოებით 300-400 მეტრის გავლის შემდეგ, ლ-–-მ განაცხადა, რომ უნდოდა სიგარეტის შეძენა და მარკეტთან გააჩერა მანქანა. ლ-–- ჯ------ის მანქანიდან გადასვლისთანავე გაიღო მანქანის ორივე უკანა კარი და მარჯვენა მხრიდან დაჯდა ჯ--- დ------ე და ვინმე „თ-----“, რომელსაც არ იცნობდა, ხოლო მარცხენა მხრიდან ჯ------- მ--–--ე. აღნიშნულმა პირებმა გაუკავეს ხელები, ხოლო ლ-–-ს მითითებით რ----– ყ---–----–---–მა გაუჩხრიკა ჯიბეები და ამოაცალა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და საფულე, რომელშიც თანხა არ ედო. ამ დროს, ლ-–- ჯ------ემ ამოიღო დიდი ზომის გასაშლელი დანა, რომელიც ხანჯალს ჰგავდა და წინ უტრიალებდა. ლ-–- სწრაფი სიჩქარით გაემართა ახალშენის მიმართულებით, გადაუხვია დაუსახლებელ პუნქტში და დაახლოებით 30-40 მეტრის გავლის შემდეგ ქვიშიან გზაზე გააჩერა მანქანა. ლ-–- და რ----–ი გადავიდნენ მანქანიდან, ლ-–-მ გამოაღო მარჯვენა კარი, სადაც იჯდა ჯ--- დ------ე, მიმართა ჯ---ს და ჯ-------ის, რომ დაზარალებული მანქანიდან გადმოეთრიათ და ლ-–-მ მას უთხრა, რომ ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ელოდა, საფლავი ქონდა მისთვის გათხრილი და ეხლავე გაარკვევდა ვისი მისამართით იგინებოდა. ლ-–-ს ქონდა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკები და ხელთათმანები, რომელშიც აპირებდა მისი გვამის შეფუთვას და დამარხვას. რ----– ყ---–----–---–მა ამოიღო დასაკეცი დანა და ახდენდა მის დემონსტრირებას. ამ დროს, ლ-–- დაუკავშირდა მ------ ც-------–ს, ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და უთხრა მ------ს: „აგერ მყავს ჩიტი მახეში და მომიყევი, როგორ მაგინებდაო“. მ------მ დაუდასტურა, რომ მ---ი აგინებდა მისი და მისი ოჯახის მისამართით და აღნიშნულს მისი დედაც დაადასტურებდა. მოსმენილის გამო გაბრაზებულმა ლ-–-მ ჯ---ს და ჯ-------ის მიმართა - „გადმოათრიეთ მანქანიდან, მაგას ეხლავე ავუგებ წესს და მივხედავ, დროზე მოვრჩეთ საქმესო“. იგი ლ-–-ს ეხვეწებოდა არ მოეკლა, რაზეც ლ-–-მ უპასუხა: „შენ უკვე მკვდარი ხარო“. მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ დაინახა ტყე, დაუსახლებელი, ქვიშიანი და გაუნათებელი ტერიტორია, რომელსაც ანათებდნენ მანქანის ფარებით. აღნიშნული განათების ფონზე დაინახა დაახლოებით მეტრანახევარი სიმაღლის და სიგანის გათხრილი საფლავი, რომელშიც ადამიანი თავისუფლად დაიმარხებოდა. ბრალდებულები ასევე ამზადებდნენ პოლიეთილენის პარკებს, ხელთათამანებს და ელოდებოდნენ ლ-–-ს ბრძანებას, რომ მოეხდინათ მისი სიცოცხლის ხელყოფა. ლ-–- აგინებდა და ემუქრებოდა, რომ წაუკითხავდა მუსლიმანურ ლოცვას ე.წ. „სელამეთს“ და მოაჭრიდა თავს, რადგან აგინა მას და მისი ოჯახის წევრებს. ის ლ-–-ს ემუდარებოდა, რომ არ მოეკლა და დაუმტკიცებდა, რომ არაფერ შუაში იყო. ბევრი ეხვეწა და ემუდარა ლ-–-ს, რომ „არ მოეკლა“, რის შემდეგაც ლ-–-მ ჯ---ს და ჯ-------ის მითითება მისცა არ გაგექცეთ და ჩასვით მანქანაშიო. ჩასვეს მანქანაში და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ჯ--- და ჯ-------ი ეუბნებოდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო უკვე გამოასლმებდნენ სიცოცხლეს. უბრალოდ მოცემულ შემთხვევაში ლ-–- იღებდა გადაწყვეტილებას გაუშვებდნენ თუ მოკლავდნენ. მალევე, ლ-–- მასთან მივიდა და უთხრა - „ეხლა რომ გაგიშვა, რით დამიმტკიცებ შენს სიმართლესო“?, რაზეც უპასუხა, რომ ოღონდ გაეშვა და ყველაფერზე თანახმა იყო მისი სიმართლის დასამტკიცებლად. აღნიშნულზე ლ-–-მ განუცხადა, რომ გაუშვებდა, თუმცა ახალი წლის შემდეგ, 3-4 დღის განმავლობაში, მ------ ც-------–- უნდა დაეჭრა ან მოეკლა ე.წ. „შტირით“. თუკი ამ ვადაში არ შეასრულებდა დანაპირებს, ან მობილურ ტელეფონს გამორთავდა, ყველგან იპოვიდა, მის თხოვნას აღარ გაითვალისწინებდა და ვერ გადაურჩებოდა სიკვდილს - თავს მოაჭრიდა. ამის შემდეგ, წავიდნენ ქალაქ ბათუმის მიმართულებით, გზაში რ----– ყ---–----–---–მა დაუბრუნა კუთვნილი ნივთები, მიიყვანეს მის საცხოვრებელთან და კვლავ გაუმეორეს თუ რა უნდა გაეკეთებინა და დატოვეს ტერიტორია. დაზარალებულის ჩვენებითვე, მას პოლიციის განყოფილებისთვის მაშინვე არ მიუმართავს, ვინაიდან არ ენდობოდა ბათუმში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. 2017 წლის 31 დეკემბერს ჩამოვიდა თბილისში და მიმართა პოლიციის განყოფილებას. მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ჯ------- მ--–--ე. ასევე, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გამომძიებელს მიუთითა მანქანის გადაადგილების მარშუტზე, რ----–ის, ჯ---ს და მ------ს საცხოვრებელ სახლზე, თუმცა შემთხვევის ადგილი და გათხრილი საფლავი ვერ იპოვა. მისი მონაწილეობითვე დათვალიერებულ იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ-–- ჯ------ესა და მას შორის სატელეფონო საუბარი და მ------ ც-------–თან და ა---------–--ესთან არსებული მიმოწერა.
5.1.2. მოწმე ა--–-- ჯ---------ის ჩვენების მიხედვით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ბრალდებულთა სახცოვრებელი მისამართები და საკონტაქტო ნომრები, ასევე გაირკვა, რომ მ------ ც-------–-ს დედა, 1--- წელს დაბადებული მ----- ც-------–-, კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა მ--- შ---–----ის გატაცების ამსახველ ვიდეო ჩანაწერს, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.
5.1.3. მოწმე ა---------–--ის ჩვენების თანახმად: მ------ ც-------–თან მეგობრობს სამი წელია. გასული წლის სექტემბრის თვის დასაწყისში მისმა მეგობარმა - მ------ ც-------–მა გააცნო მ--- შ---–----ი. მ------ს და მის ოჯახს იცნობს მისი ძმის მეშვეობით და მეგობრობს აღნიშნულ ოჯახთან. რაც შეეხება მ--- შ---–----ს, ნ---ხი ჰყავს დაახლოებით 5-ჯერ. იცის, რომ მ--- შ---–----ი ცხოვრობდა ც-------–ებთან სახლში და მ------ს იცნობდა ციხიდან. როდესაც ც-------–ებთან მიდიოდა სახლში, მ---იც იქ იყო. 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლოს დაუკავშირდა მ--- შ---–----ი და უთხრა, რომ უნდოდა მისი ნახვა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა და თუ შეეძლო თავისთან მიეყვანა სახლში, რაც ძალიან გაუკვირდა. იმ მომენტში არ ეცალა და უპასუხა, რომ ნახავდა მეორე დღეს. მართლაც მეორე დღეს დაუკავშირდა მ--- შ---–----ი და ერთმანეთს შეხვდნენ ბახტრიონზე. მან დაიწყო ც-------–ების ოჯახის ლანძღვა, თქვა რომ გამოაგდეს სახლიდან. როდესაც უწმაწური სიტყვებით დაიწყო მათი მოხსენიება გააჩერა და უთხრა, რომ მასთან ამ თემაზე არ ესაუბრა. ამის შემდეგ, მ---ს მასთან ჰქონდა მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი და ეუბნებოდა, რომ იყო ქარელში, მონასტერში და რა დროც არ უნდა გასულიყო, ც-------–ებს თავიანთ საქციელზე პასუხს მოსთხოვდა. 2018 წლის იანვრის თვის დასაწყისში, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, ტელეფონზე ესაუბრა მ------ ც-------–ს, რომელმაც შეატყობინა მ---ის გატაცების ამბავი და უთხრა, რომ მ---ი მოაპარინა და მას არცერთი კბილი მთელი აღარ ქონდა. როდესაც ჰკითხა თუ რათ უნდოდა ესეთი შარი, მ------მ უპასუხა, რომ მათ საერთო მეგობარს - ლ-–-ს მ---ი დაემუქრა შვილების მოკვლით. მ------მ უთხრა, რომ მისულიყო მასთან სახლში და დედამისი მ----- აჩვენებდა ჩანაწერს თუ რა უქნეს მ---ს. როგორც ახსოვს მეორე დღეს მივიდა მ-----სთან სახლში, სადაც ასევე იყო მ------ს მამა - გ------- ც-------–-. მ-----მ და გ-------მ ტელეფონში აჩვენეს აუდიო ჩანაწერი, სადაც მ---ი ვინმე ლ-–-ს ეხვეწება, რომ არ მოკლას. მ-----ს მოუყვა თუ როგორ ლანძღავდა მ---ი მათ ოჯახს, რაზედაც მ-----მ ასევე უარყოფითად მოიხსენია მ---ი. 2018 წლის 7 იანვარს, ტელეფონზე ესაუბრა მ---ს და უთხრა, რომ ის იყო მატყუარა ადამიანი, რადგან მოატყუა და უთხრა, რომ იყო მონასტერში და თურმე ყოფილა ბათუმში, რასაც მისი მხრიდან მოყვა დიდი აგრესია - დაიწყო ისევ ც-------–ების ლანძღვა და უმტკიცებდა, რომ ც-------–ები ამხედრებდნენ მის წინააღმდეგ, რისთვისაც მ------ ც-------–ს არ აცოცხლებდა. ამის შემდეგ, მან მ---ს უთხრა, რომ ნ---ხი ჰქონდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ეხვეწებოდა ვინმე ლ-–-ს, რომ არ მოეკლა. სინამდვილეში ვიდეო ჩანაწერი არ უნახავს და მოისმინა მხოლოდ აუდიო ჩანაწერი. მ---ი ძალიან გაბრაზდა, კვლავ დაიწყო ც-------–ების მიმართ ლანძღვა და დაემუქრა, რომ არ გაახარებდა. ამის შემდეგ, მ---თან კონტაქტი აღარ ჰქონია. მოწმის განმარტებითვე, მან მ-----ს ჰკითხა თუ საიდან ქონდა ეს ჩანაწერი, რაზეც მან უპასუხა, რომ ჩანაწერი მ------ს ჰქონდა ლ-–-სგან, რომელიც როგორც იცის არის ბათუმელი, მისი შვილის მეგობარი. თუ სად მოხდა აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება, მისთვის უცნობია.
5.1.4. მოწმე ს---–--- გ--------ის ჩვენებით: მ------ ც-------–თან, ლ-–- ჯ------ესთან და მ--- შ---–----თან ერთად იხდიდა სასჯელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მ------სთან და ლ-–-სთან მეგობრობდა გამოსვლის შემდეგაც. მისთვის ცნობილია, რომ მ---ი ცხოვრობდა ლ-–-სთან ბათუმში, რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა შემდეგ გამოიპარა. მან მ---ს მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება და გაირკვა, რომ იგი ლ-–-ზე იყო გაბრაზებული. შეტყობინებაში ეწერა, რომ ლ-–-ს საკუთარი ხელით უნდა მიეღო თვითდაზიანება - „შრამი“, ვინაიდან მამას არ დაარტყა ხელი ან/და დანა და არ მიაყენა დაზიანება მისი სახლიდან პოლიციის ძალით გამოგდებისათვის. 2018 წლის 8 იანვარს, 8:00 საათზე, მ------მ ე.წ. „ვატსაპში“ გაუგზავნა აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის მამაკაცის ხმა: „არ მომკლა ლ-–-, მე არ გამომიგზავნია ეს ესემესი, მ------მ გამოგიგზავნა“. „ჩემი დაწერილი არ არის ეგ ესემესი, შენ გენაცვალე, მართლა არ არის ჩემი დაწერილი ეგ ესემესი, დედის სულს გეფიცები ჩემი შედგენილი არ არის ეგ ესემესი, მაგის (უწმაწურ სიტყვას იყენებს) დამინდე რა გეხვეწები“, „რას მეხვეწები რას?“, „ნუ მომკლავ, ნუ მომკლავ, დამინდე გეხვეწები“. მოწმის განმარტებითვე, მ------სგან იცის, რომ მ---ს კბილები და ნეკნები ჩაუმტვრიეს.
5.1.5. მოწმე გ------- რ-----–-–---–ის ჩვენებით: მის მიერ დაკავებული იქნა ლ-–- ჯ------ე, რომელსაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ასევე, ჩაატარა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლეპტოპი და მობილური ტელეფონები, რომელთაგან რამდენიმე იყო დაზიანებული. მის მიერ დაკითხული იქნა მ--- შ---–----ი და ჩხრეკის ჩამტარებელი და დამკავებელი პირები, შეადგინა საგამოძიებო ექსპერტიმენტის ფარგლებში გავლილი მარშუტის შესახებ ოქმი და დაათვალიერა ვიდეოკამერის ჩანაწერი.
5.1.6. მოწმე ბ-------–-–---–-ს ჩვენებით: 2018 წლის 12 იანვარს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მონაწილეობა მიიღო მ------ ც-------–-ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოიღო მობილური ტელეფონი.
5.1.7. მოწმე დ-------------–ის ჩვენებით: მის მიერ ჩატარებული იქნა ჯ--- დ------ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული ორი ცალი სიმბარათით.
5.1.8. მოწმე ა-–------------------–---–-ს ჩვენებით: 2018 წლის 12 იანვარს, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ----– ყ---–----–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ასევე, მისი მეუღლის მონაწილეობით გამომძიებელ პ-----ა ც--------სთან ერთად ქალაქ ბ------–-----------------------–- ჩაატარა რ----– ყ---–----–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
5.1.9. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა პ-----ა ც--------მ.
5.1.10. მოწმე გ-------–-----–--ს ჩვენებით: მის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ს---–--- გ--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებულ სიმბარათთან ერთად.
5.1.11. მოწმე გ------- ბ--------ის ჩვენებით: მონაწილეობა მიიღო მ------ ც-------–-ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად.
5.1.12. მოწმე ზ---- ს--------ის ჩვენებით: მონაწილეობა მიიღო ლ-–- ჯ------ის დაკავებსა და ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა 4 ცალი მობილური ტელეფონი.
5.1.13. მოწმე ი-----–- ტ--------ამ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.
5.1.14. მოწმე ნ---- ა---–---ის ჩვენებით: მის დეპარტამენტს მიმართა ადვოკატმა ს----- ჯ--–------იამ, სადაც დასმული იყო კითხვა: მათი ანძებით, რომელიც გადასცემს სიგნალს შესაძლებელი არის თუ არა ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა კონკრეტული პიროვნების. აღნიშნულ წერილზე უპასუხეს, რომ განცხადება განხილული იქნა შპს „მაგთიკომის“ მოქალაქეთა მომსახურებისა და ტექნიკური დეპარტამენტების მიერ. განხილვის შედეგად კი დადგინდა შემდეგი - მობილური ტელეფონით მოსარგებლე პირის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მობილური ოპერატორისთვის შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ცდომილებებით, რომელიც რიგ შემთხვევაში ათეულობით კილომეტრსაც კი აღწევს. ზუსტი კოორდინატების დადგენა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ადგილის რელიეფი, სადგურების სიმჭიდროვე, ადგილმდებარეობის დადგენის მეთოდები და ტექნოლოგიები, ამავე ფაქტორებზეა დამოკიდებული ცდომილებაც. აქედან გამომდინარე, მობილური ტელეფონით მოსარგებლის უტყუარად, ზუსტი კოორდინატების დადგენა შპს „მაგთიკომისთვის“ გარკვეულ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი.
5.1.15. 2018 წლის 03 იანვრის, დათვალიერების ოქმის მიხედვით: დათვალიერებულ იქნა მ--- შ---–----ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი მისი კუთვნილი „MEIZU" ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 8----------------------------------, რომელშიც მოთავსებულია შპს „ჯეოსელის" სიმ ბარათი 5-----------. მითითებული მობილური ტელეფონის დათვალიერებისას სატელეფონო კონტაქტების გრაფაში სახელით „raul“ დაფიქსირებულია ნომერი 5-----------, რომელიც მ--- შ---–----ის განმარტებით, ეკუთვნის რ----– ყ---–----–---–ს. მობილური ტელეფონის შიდა მეხსიერების დათვალიერებისას აპლიკაციაში სახელით „caalRecording” ფიქსირდება 31.12.2017 წლის 09:58 საათზე +---------------- ნომრიდან შემავალი სატელეფონო ზარის სატელეფონო საუბარი, რომლის ხანგძლივობაც არის 07 წთ. და 15 წმ. მითითებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ორ მამაკაცს შორის. მ--- შ---–----ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ლ-–- ჯ------ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
5.1.16. 2018 წლის 04 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მოხდა დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება.
5.1.17. 2018 წლის 12 იანვრის, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით: ჩხრეკა ჩატარდა ქალაქ ბ-----------------------------ში მდებარე ლ-–- ჯ------ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც საცხოვრებელი ბინიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული დივნის ზედაპირიდან აღებული იქნა „HUAWEI“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 8----------------------------------, რომელშიც მოთავსებულია „ჯეოსელის“ მიკრო სიმბარათი ნომრით 8------------------- და მეორე „ბილაინის“ სიმბარათი N--------- ქვედა და ზედა მხარეს წარწერით 8---------. შესასვლელიდან პირდაპირ განთავსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, რომელსაც ეკრანი აქვს გატეხილი და გაბზარული. ასევე ამოღებული იქნა „HT“-ს ფირმის შავი ფერის გახეხილი მობილური ელემენტი და იმეი კოდი წარწერის და უკანა ჩარჩოს გარეშე. „სამსუნგი 98+“ ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში, შუაზე გახსნილი წარწერის გარეშე. „ბილაიანის“ ორი სიმბარათი წარწერებით 8--------------------------------------------, სიმ ბარათის ჩასადები პოლიეთილენის პაკეტებთან ერთად წარწერით 1---------------------------------- საცხოვრებელ სახლში შესასვლელიდან პირდაპირ მარცხენა მხარეს განთავსებულ კომპიუტერის მაგიდიდან ამოღებული იქნა წითელი ფერის „Lenovo“-ს ფირმის ნოუთბუქი სარეგისტრაციო ნომრით P-----------, მასზე შეერთებული მეტალის ზედაპირის მქონე ლურჯი ფერით გაწყობილი მეხსიერების ბარათით.
5.1.18. 2018 წლის 12 იანვრის ბინის ჩხრეკის ოქმით: ხ--–-------------------------------------------–- ჩატარდა ჩხრეკა რ----– ყ---–----–---–ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც შესასვლელი კარიდან პირდაპირ მდებარე ოთახში მარცხენა კედელთან მდგარი შავი ფერის მაგიდიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის „Ipone“ მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 0--------------- რომელიც მირანდა ზარანდიას განმარტებით, ეკუთვნის მის მეუღლეს რ----– ყ---–----–---–ს.
5.1.19. 2018 წლის 12 იანვრის, სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად: ხ--–-----------------------------------–--–--------------–- ჩატარდა ჩხრეკა ჯ--- დ------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ოთახში ხელმარცხნივ მდგარი ტუმბოდან ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი 3-------------------------------, მასში მოთავსებული სიმბარათებით - N--------------------------.
5.1.20. 2018 წლის 12 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით: მ----- ც-------–-ს პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „ALCATEL”-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 8-------------------------------- რომელშიც მოთავსებულია „ბილაინის“ სიმ ბარათი, ნომრით 8-----------------.
5.1.21. 2018 წლის 12 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით: გ------- ც-------–-ს პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი შაფი ფერის „SONY“-ის ფირმის სენსორული მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3---------------
5.1.22. 2018 წლის 12 იანვრის, პირადი ჩხრეკის ოქმით: ა-------ტლაძის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელის მტევნიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის „NIKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------- რომელიც ა---------–--ის განმარტებით არის შპს „ჯეოსელის“ ქსელში პორტირებული, რომლის ნომერია 5-----------.
5.1.23. 2018 წლის 12 იანვრის, პირადი ჩხრეკის ოქმით: ს---–--- გ-------ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 0-------------- და სიმ ბარათით 5------------
5.1.24. 2018 წლის 13 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით: მ--- შ---–----ის მონაწილეობით დათვალიერდა ქალაქ ბა-----–----------------------------------–---------------- კვეთაზე არსებული სათვალთვალო კამერის მიერ, 2017 წლის 29 დეკემბრის 21:30 საათიდან - 2017 წლის 30 დეკემბრის 03:00 საათამდე, დროის მონაკვეთში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი. ვიდეოჩანაწერის ფაილის გახსნისას ვიდეოჩანაწერში ხანგრძლივობით 01:00:01 ფიქსირდება ბ------------------------------–-----------------------, სადაც ჩანაწერის 00:27:16 წუთზე კადრში ჩნდება ვ---–--------------- ნელი სვლით მიმავალი მუქი ფერის „Nissan-March“-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება ვ---–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომობილის მარჯვენა წინა კარებიდან გადმოდის შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ფეხით მიდის ბ------------- მიმართულებით და კადრიდან გადის. მ--- შ---–----ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის ლ-–- ჯ------ე. 00:31:05 წუთზე შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, კვლავ ჩნდება კადრში, იგი ფეხით ჩამოდის ბ------------- ქუჩიდან, რამოდენიმე წამში უკან ბრუნდება და გადის კადრიდან. 00:39:38 წუთზე კადრში ჩნდება აღნიშნული მამაკაცი, შავ ქუდში, თეთრ „კაპიშონიან“ შავ ქურთუკსა და ღია ფერის შარვალში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რომლებიც მიდიან ვ---–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანა „Nissan March”- თან, რა დროსაც შავებში ჩაცმული მამაკაცი ჯდება ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, ხოლო მეორე მამაკაცი ჯდება უკანა მარცხენა მხარეს. მ--- შ---–----ის განმარტებით, ჩანაწერში დაფიქსირებული შავებში ჩაცმული მამაკაცი არის ლ-–- ჯ------ე, ხოლო შავ ქუდში, თეთრ „კაპიშონიან“ შავ ქურთუკსა და ღია ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი არის თვითონ. ასევე მ--- შ---–----მა განმარტა, რომ ჩანაწერში არსებული ვ---–-------------------სთან მდგარი ავტომანქანა „Nissan-March”-ი არის ლ-–- ჯ------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა და ჩანაწერში დაფიქსირებულ მანქანასთან მისვლისას შენიშნა, რომ მანქანის წინა მარცხენა მხარეს იჯდა რ----– ყ---–----–---–ი და ამ მიზეზით დაჯდა ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს. 00:40:29 წუთზე - ავტომანქანა „Nissan-March”-ზე ინთება შუქები და მანქანა იწყებს მოძრაობას მ---–------------- მიმართულებით, რის შემდეგაც 00:41:30 წუთზე გადის კადრიდან.
5.1.25. 2018 წლის 10 იანვრის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მოპოვებულია მ--- შ---–----ის „MEIZU“-ს ფირმის ტელეფონში არსებული 3 აუდიო ჩანაწერი. 1. აუდიო ჩანაწერი N1 დათარიღებულია 31.12.17 წლით, საუბრის მომსახურების დრო 09:58, საუბრის ხანგრძლივობა 7 წთ. და 15 წმ. საუბარზე აღინიშნება ლურჯი ფერის ისარი, რაც აღნიშნავს შემოსულ ზარს. ზარი შემოსულია ტელეფონის ნომრიდან +9----------------. მითითებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ორ მამაკაცს შორის. მ--- შ---–----ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ლ-–- ჯ------ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. 2. აუდიო ჩანაწერი N2, დათარიღებულია 07.01.2018 წლით, საუბრის დაწყების დრო 13:01, საუბრის ხანგრძლივობა 8წთ. და 51წმ, საუბარზე აღინიშნება ლურჯი ფერის ისარი, რაც აღნიშნავს შემოსულ ზარს. ზარი შემოსულია ტელეფონის ნომრიდან +----------------, რომელიც სატელეფონო წიგნაკში დაფიქსირებულია, როგორც ა----- ჩ-----–--ის ნომერი. მითითებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ქალსა და მამაკაცს შორის. მ--- შ---–----ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ა---------–--ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის პირველი ნაწილის ჩანაწერი. 3. აუდიო ჩანაწერი N3, დათარიღებულია 07.01.2018 წლით, საუბრის დაწყების დრო 13:16, საუბრის ხანგრძლივობა 10 წთ. და 58წმ. ასევე საუბარზე აღინიშნება ლურჯი ფერის ისარი, რაც აღნიშნავს შემოსულ ზარს. ზარი შემოსულია ტელეფონის ნომრიდან +----------------, რომელიც სატელეფონო წიგნაკში დაფიქსირებულია როგორც ა----- ჩ-----–--ის ნომერი. მითითებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ქალსა და მამაკაცს შორის. მ--- შ---–----ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ა-------ტლაძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის მეორე ნაწილის ჩანაწერი.
5.1.26. 2018 წლის 13 იანვრის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით გახნილი იქნა ლ-–- ჯ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია. პირველი აუდიო ფაილი არის 28 წამიანი და მასში მამაკაცი (ობიექტი N1) ეხვეწება ვიღაც ,,ლ-–-ს“, რომ დაინდოს და არ მოკლას, ასევე ეუბნება რომ ის „ესემესი“ არ არის მისი დაწერილი. მეორე აუდიო ფაილში მამაკაცი (ობიექტი N1) ეხვეწება ვიღაც ,,ლ-–-ს“ რომ არ მოკლას და უმტკიცებს, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია მისი (,,ლ-–-ს“) შვილებისთვის, ასევე იფიცებს დედის სულს, რაზეც თანამოსაუბრე მამაკაცი (ობიექტი N2) ეუბნება, რომ საფლავი მისთვის არის 10 (ათ) მეტრში.
5.1.27. 2018 წლის 20 თებერვლის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამი ტელეფონი: გაურკვეველი მოდელის „HTC”, „Samsung” gomanu „Galaxy S8+” და “Samsung” gomdok „Galaxy Ace” დაზიანებულია, რის გამოც მათზე კვლევების ჩატარება შეუძლებელია. ექსპერტიზაზე წარდგენილი „Alcatel’’ ფირმის „2005D” მოდელის მობილურ ტელეფონზე კვლევების ჩატარება შეუძლებელია. ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელეფონებიდან და მეხსიერების ბარათებიდან ამოღებული იქნა ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილები. ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელეფონებიდან და სიმ ბარათებიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია კონტაქტების და სხვადასხვა საშუალებებით განხორციელებული მიმოწერის შესახებ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: გ------- კ-------–---–მა და გ------- გ-----–-–---–მა.
5.1.28. 2018 წლის 7 იანვრის, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ირკვევა, რომ მ------ ც-------–-ს ნომრიდან მ---ის ნომერზე შესულია შეტყობინება „ლ-–- მონაგონი იქნება, მერე ესენიც ვინმეს არ დააბრალო მე არ მომიწერიაო, შე მართლა ქათამო“. „ქალის ხმით რომ ტირიხარ ლ-–- არ მომკლაო მაგის მერე ხმას როგორ იღებ, ფარჩაკი ხარ ვინც თქვა“. „შენ რაღას მელაპარაკები საერთოდ ხმას როგორ იღებ მთელმა თბილისმა მოისმინა შენი ტირილი ლ-–- არ მომკლაო და ჩანაწერიც მაქვს შე ფარჩაკო შენთან მე სალაპარაკო აღარ მაქვს, დანარჩენს განახებთ“. მ------ ც-------–-ს და ს---–--- გ--------ის მიმოწერით: „ენა უნდა მოვაჭრა“, „თითები უნდა დავამტვრიო, რომ ნომერიც ვერ აკრიფოს“. „ს---–--- ძმაკაცურად მითხარი რისი ღირსია“. „რაც ლ-–-მ უქნა იმის ღირსია, მაგრამ საერთოდ თავი დაანებე, მე მაგას გირჩევ ძმაო“. მ------ ც-------–- სწერს მ---ს „შენ მაგრად გეძებ, ლ-–-მ რაც გიქნა უარეს დაგმართებ, შენ ქათმის სახელი გაქვს აკიდებული“. „ყველაფერი მაქვს ჩაწერილი ყველამ გაიგო რა (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ბალამუტშიკი ხარ ხვალ მეტყვიან სად დადიხარ პირობითზე და შენ საფლავს დედაშენის და მამაშენის გვერდზე ვათხრევინებ შე (უწმაწურ სიტყვას იყენებს) შე ჭორიკანა ქალო, რეები იკადრე ბიჭო შენ, ა-----ს სად ეპატიჟები, დედა გაქვს (უწმაწურ სიტყვას იყენებს), მაგარ შარში ხარ თუ გაასწრებ აქედან მარა სანამ“. მ------ ც-------–- უკავშირდება ს---–--- გ--------ეს „ლ-–-მ რაც დააკლო, მე ავუნაზღაურებ. არის ღირსი უკვე მაგრად რა“.
5.1.29. 2018 წლის 23 თებერვლის, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. გამოსაკვლევად შესულ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1--------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე რ----– ყ---–----–---–ისა და ლ-–- ჯ------ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1---------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე მ------ ც-------–-ს ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1----------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–- ჯ------ისა და ჯ--- დ------ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1--------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–- ჯ------ისა და მ--- შ---–----ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 5---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------00, A--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, A--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- A------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–- ჯ------ისა და მ--- შ---–----ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: call_1--------------------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე მ--- შ---–----ის ხმისა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ე----- კ-----–-–---–მა.
5.1.30. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ლ-–- ჯ------ემ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მ---ი გაიცნო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის დროს, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ ერთად. შემდეგ მამასთან კონფლიქტის გამო მ---ი წავიდა, რის გამოც თავადაც წავიდა სახლიდან და ცხოვრობდა დასთან. მას და დანარჩენ ბრალდებულებს არ გაუტაცებიათ მ---ი და არც თავისუფლება აღუკვეთავთ მისთვის. შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს მ---ი და არც მანქანაში მჯდარა ბრალდებულებთან ერთად. მას არანაირი ჩანაწერი არ გაუკეთებია და არავისთვის გაუგზავნია, ტელეფონი აჩუქა მ---მა და შესაძლოა სწორედ მან გააგზავნა ჩანაწერი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, შემდეგ მიაკითხა მეუღლეს სამსახურში, რის შემდეგ წავიდნენ საყიდლებზე ე.წ. „ბონის“ ბაზრობაზე, ხოლო შემდეგ სახლში კახაბრის ქუჩაზე. იმ ღამით, მისი ცოლის და მეუღლესთან ერთად დარჩა მასთან სტუმრად და გვიანობამდე მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მოწმეებმა: ლ--–- ჯ------ემ და ს------ ა-------ემ.
5.1.31. ჯ--- დ------ემ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მ---ი არ გაუტაცებია და არც ბრალდებულებთან ერთად მჯდარა მანქანაში შემთხვევის დღეს. 2017 წლის 29 დეკემბერს, დილით წავიდა სამსახურში პიაცაზე, რის შემდეგ შეხვდა მეუღლეს და წავიდნენ საყიდლებზე „კარფურში“, ხოლო შემდეგ მშობელთა კრებაზე. დაახლოებით 19:00 საათიდან, 19:30 საათამდე შუალედში მივიდნენ სახლში, სადაც სტუმრები დახვდათ. მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, ხოლო შემდეგ მეზობელს - რ----- თ----------–--ეს სთხოვა სასტუმროში გაყოლა ხალიჩების ასატანად. რ-----ი გაჰყვა და აიტანეს ხალიჩები. მოგვიანებით რ-----ის მანქანით ჩავიდა ახალშენში, წამოიყვანა შვილი და სახლში დაბრუნდა დაახლოებით 1:00 საათიდან 2:30 საათამდე შუალედში და დაიძინა. აღნიშნული დროის განმავლობაში მისი კუთვნილი ტელეფონი დაუტოვა მამიდას, ვინაიდან ბავშვები ჰყავდა დატოვებული და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდა. აღნიშნული გარემოებები დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაცვის მოწმეთა: ნ--- ქ------–--ის და რ----- თ----------–--ის ჩვენებებით.
5.1.32. მ------ ც-------–მა არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მ---ი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მასთან სახლში, ხოლო შემდეგ წავიდა მონასტერში. როდესაც მიიღო ჩანაწერი ივარაუდა, რომ მ---ის გაგზავნილი იყო და აქედან გამომდინარე აჩვენა ა-----ს და ოჯახის წევრებს. მისივე ჩვენებით, ა---------–--ესთან საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს და უბრალოდ იტრაბახა, რომ მ---ს ძვლები და კბილები ჩაუმტვრია, თუმცა რეალურად მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმე - მ----- ც-------–მა და განმარტა, რომ მ---ი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მასთან სახლში და რაც შეეხება ჩანაწერს, იგი არ ჩათვალა რეალურად, ვინაიდან მ---ს შეეძლო სხვა ადამიანის ხმით საუბარი და ჩანაწერში არსებული ინფორმაცია მიიჩნია ხუმრობად.
5.1.33. ბრალდებულმა ჯ--- მ--–--ემ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს იყო შვილის დაბადების დღე და იმყოფებოდა სახლში ღამის 20:00 საათიდან 3:00 საათამდე. 27-29 დეკემბერს ბრალდებულები და დაზარალებული არ უნახავს და მათთან არც სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონია. ამ პერიოდში მისი ტელეფონი გაფუჭებული იყო და ხელოსანთან ჰქონდა დატოვებული.
5.1.34. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
5.1.35. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5.1.36. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
5.1.37. პალატა განმარტავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგადად მტკიცებულებათა რაოდენობრივი სიმცირე, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების სიმცირე ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია ზემოთ დასახელებული უზენაესი სასამართლოს განაჩენში მითითებული გარემეობებიდან განსაკუთრებული ყურადღება შეაჩეროს მეორე პუნქტზე და გაარკვიოს ამყარებს თუ არა არსებული წერილობითი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებს, ხომ არ არის მათ შორის სხვადასხვა წინააღმდეგობა. აღნიშნულის შედეგად კი სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სახეზეა თუ არა ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
5.1.38. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.
5.1.39. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.
5.1.40. ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით განსახილველ შეთხვევაში, სააპელაციო პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. კერძოდ, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლ-–- ჯ------ის, მ------ ც-------–-ს, ჯ--- დ------ის, რ----– ყ---–----–---–ის და ჯ------- მ--–--ის მიერ ჩადენილია თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.
5.1.41. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის დისპოზიციის თანახამად კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება. ობიექტური მხარე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გამოიხატება. ამასთან, მისი დამთავრებულად ცნობისათვის არ არის საჭირო, ქმედებას რაიმე მძიმე შედეგი მოჰყვეს. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, შესაბამისად, სახეზეა ფორმალური შემადგენლობა. ამასთან, დანაშაული დენადია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართვეს გადაადგილების უფლება და შემდეგ უწყვეტად მიედინება, ვიდრე არ მოხდება მსხვერპლის გათავისუფლება. თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს ძალადობის ან მუქარის გამოყენებით. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია, დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როდესაც მას ფაქტობრივად (ობიექტურად) აქვს წართმეული თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ასევე, მისი ჩადენის ხერხსა და საშუალებას (გარდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნატით, მაკვალიფიცირებ გარემოებას წარმოადგენს მოცემული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ. ამ მოცემულობის ფონზე ნათელია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადგინოს, რომ უშუალოდ ამ პირმა ჩაიდინა დასახელებული ქმედება.
5.1.42. ამ კონტექსტში, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, რის შედეგადაც უტყუარად არ დგინდება, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ლ-–- ჯ------ემ, ჯ--- დ------ემ, ჯ------- მ--–--ემ და რ----– ყ---–----–---–მა ჩაიდინეს მ--- შ---–----ისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხემბით ჯგუფის მიერ. ასევე არ დასტურება მ------ ც-------–-ს მიერ დაზარალებულის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და წაქეზება, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ. პალატა მიუთითებს, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად (თავისუფლების უკანონო აღკვეთის) ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის, დათვალიერებისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, თუმცა პირდაპირი მტკიცებულების სახით, რომელიც უშუალოდ მიუთითებს ამ დანაშაულის ჩადენაზე წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება.
5.1.43. პალატა განმარტავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა რაოდენობრივი სიმცირე, ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენის მიხედვით, საქმეზე სადაც ერთადერთი თვითმხილველი იყო დაზარალებული, საკასაციო პალატამ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და აღნიშნა შემდეგი: „განსახილველი დანაშაული თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ“.
5.1.44. განსახილველი საქმეშიც იგივე პრობლემა (თვითმხილველ მოწმეთა სიმცირე) არსებობს და შესაბამისად უნიშვნელოვანესი როლი ენიჭება დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობას შემოწმებას, დადგენას იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ის სხვა მტკიცებულებებს და ხომ არ არსებობს მოტივი, რამაც შესაძლებელია სასამართლოს აფიქრებინოს, რომ დაზარალებული ჩვენების მოცემისას მიკერძოებულია. ამ კონტექსტში პალატამ შეფასა რა თითოეული წარმოდგენილი მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ლ-–- ჯ------ის, მ------ ც-------–-ს, ჯ--- დ------ის, რ----– ყ---–----–---–ის და ჯ------- მ--–--ის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშულის ჩადენის ფაქტს.
5.1.45. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მიზეზი იყო მ------ ც-------–-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცა, თითქოსდა მ--- შ---–----ი აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა ლ-–- ჯ------ეს, რის საფუძველზეც, 2017 წლის 29 დეკემბერს, თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკითხა ლ-–- ჯ------ემ, რ----– ყ---–----–---–თან ერთად კუთვნილი - „Nissan March“, ავტომანქანით და გაემართნენ ახალშენის მიმართულებით. დაახლოებით 300-400 მეტრის გავლის შემდეგ ლ-–- ჯ------ემ გააჩერა ავტომანქანა, ს-----------------------ის მიმდებარედ, რა დროსაც ავტომანქანის უკანა მხარეს მჯდომ მ--- შ---–----თან ჩასხდნენ ჯ--- დ------ე, ჯ------- მ--–--ე და დაუდგენელი პირი, ვინმე „თ-----“. ავტომანქანაში ჩასხდომისთანავე ჯ--- დ------ემ და ჯ------- მ--–--ემ მ--- შ---–----ს გაუკავეს ხელები და წაიყვანეს ახალშენის მიმართულებით, დაუსახლებელ ადგილას გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და მიიყვანეს ამოთხრილ ორმოსთან, მის თვალწლინ ახდენდნე დანების, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკებისა და ხელთათმანების დემონსტირებას, თითქოსდა აღნიშნულით აპირებდნენ მისი გვამის შეფუთვასა და დამალვას, თუმცა დაზარალებულის მიერ განვითარებული ვერსია ამოთხრილ საფლავთან დაკავშირებით ვერ დადასტურდა, 2018 წლის 4 იანვარს, ჩატარებული საგამოძიებო ესპერიმენტით. დაზარალებულმა ვერ მიუთითა ვერც შემთხვევის ადგილი და ვერც ამოთხრილი საფლავი. თავის მხრივ ეს ადგილები გამოძიებამაც ვერ დაადგინა, თუნდაც სხვა ღონისძიებების შედეგად.
5.1.46. დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დღეს ლ-–- ჯ------ემ და რ----– ყ---–----–---–მა, „Nissan March“ მარკის ავტომანქანით, თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუარეს მ--- შ---–----ის და იქ ჩაისვეს ავტომანქანაში. ამ ფაქტის დასადასტურებლად, ვერ გამოდგება ბარლდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება, 2018 წლის 21 თებერვალს, მოპოვებული ჩანაწერი. მართალია დაზარალებული დათვალიერებისას მიუთითებს კადრებში ასახულ პირებზე და ამბობს, რომ ისინი ლ-–- ჯ------ე და თვითონ არიან, მაგრამ მითითებული ნივთიერი მტკიცებულება, პირველი ინსტანციის სასამართლოში დათვალიერდა და დადგინდა, რომ ჩანაწერილი უხარისხობის გამო მასში არ ჩანს ავტომანქანის მარკა, ფერი, სახელმწიფო ნომერი, ასევე შეუძლებელია იქ მყოფ პირთა იდენტიფიცირება. შესაბამისად, უტყუარობის თვალსაზრისით ეს მტკიცებულება იმდენად სუსტია, რომ განაჩენის დადგენისას მისი გამოყენება დაუშვებელია.
5.1.47. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ, სატელეფონო კომპანიების მომსახურე ანძების გეოგრაფიული ლოკაციის განსაზღვრის ოქმის, მისი მტკიცებულებითი ძალაც მნიშვნელოვნად სუსტია. მოწმე ნ---- ა---–---ის ჩვენების მიხედვით, რომელიც თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე კარგად ერკვევა განსახილველ საკითში, მობილური ტელეფონით მოსარგებლე პირის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრა მობილური ოპერატორისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით ცდომილებამ შეიძლება რამდენიმე ათეული კილომეტრიც კი შეადგინოს.
5.1.48. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ასევე სააპელაციო საჩივარში, ბრალდებულთა მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მოწმეების ა--------ო) ჩ-----–--ისა და ს---–--- გ-------ის ჩვენებებზე მითითებას. ეს პირები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეები და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაცია არ გააჩნიათ. მათი ჩვენებები ეფუძნება სხვების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და არ დასტურდება სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. ამასთან, ისინი ადასტურებენ არსებული კონფლიქტისა და მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერის მოსმენის ფაქტს, რომელიც თავისთავად არ წარმოადგენს დაზარლაულისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის დამდასტურებელ გარემოებას. მართალია ა--------ო) ჩ-----–--ემ სასამართლოს მოუთხრო, დაზარალებულის გატაცებასთან დაკავშირებით, მ------ ც-------–-ს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, მაგრამ აღნიშნული თავის მხრივ უარყო მ------ ც-------–მა და თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ მან მხოლოდ იტრაბახა ჩ-----–--ესა და მის ოჯახის წევრებთან, რეალურ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია. ანალოგიური სიტუაციაა მოწმე ს---–--- გ--------ესთან მიმართებაშიც. მ------ ც-------–-ს ვერსიას ეგრეთ წოდებულ ,,ტრაბახის“ შესახებ გონივრულს ხდის ა---------–--ის და ს---–--- გ--------ის მონათხრობი. ამ პირების ჩვენებებით მ------ ც-------–- აცხადებდა, რომ დაზარალებული გაიტაცეს, სცემეს და მისთვის კბილები და ნეკნები ჩაამტვრევინა. თავის მხრივ არა თუ საქმის მასალებით არ დადასტურდა შ---–----ისათვის კბილების და ნეკნების ჩამტვრევის ფაქტი, არამედ ასეთზე დაზარალებულიც კი არ უთითებს. გარდა ამისა, ა--------ო) ჩ-----–--ისა და ს---–--- გ--------ის ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები. პალატა აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად ასეთი ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია. (იხ. საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1548 გადაწყვეტილება).
5.1.49. დაზარალებული თავის ჩვენებაში არ უთითებს, რომ მას რაიმე მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანება მიაყენეს - სცემეს, რაიმე ჩაარტყეს და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, აღწერს რა მისი გატაცების ფაქტს, არაერთხელ უთითებს გატაცების და ზოგადად მისი დამორჩილების მიზნით გარკვეული ძალადობის გამოყენებაზე, რასაც წესით მის სხეულზე ძალადობის გარკვეული კვალი უნდა დაეტოვა. ამ ფონზე კითხვებს ბადებს ბრალდების მხარის პასიურობა და მიყენებული დაზიანებების დაფიქსირების მიზნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის არ ჩატარება. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარის გადასაწყვეტია თუ რა სტრატეგიას აირჩევს სასამართლოში თავისი პოზიციის დასადასტურებლად და რა მტკიცებულებებს მოიპოვებს ამ მიზნით. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აკრიტიკოს მხარე (ამ შემთხვევაში ბრალდების) იმისათვის, რომ მან ჩაატარა ან არ ჩაატარა ესა თუ ის საპროცესო მოქმედება მტკიცებულების მოპოვების მიზნით - განსახილველ შემთხვევაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასამართლოს ვალდებულებაა წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება, მათ შორის საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენა იმისა, ადასტურებს თუ არა ეს მტკიცებულებები იმ ფაქტობრივ გარემოებას, რაზედაც მხარე აპელირებს. თუ მხარის მოპოვებული არ არის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დასასტურებლად საჭირო შესაბამისი მტკიცებულებები, ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენაც მეტისმეტად ძნელია. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა დაზარალებულისათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტს. ამ ფონზე იმისი მტკიცება, რომ დაზარალებულზე ვინმემ იძალადა ნაკლებად სარწმუნოა.
5.1.50. ანალოგიური სიტუაციაა მთელ რიგ სხვა საკითხებთან მიმართებაში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ გაუტარებია მთელი რიგი ღონისძიებები დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორამაციის გადასამოწმებლად. დაცვის მხარე აპროტესტებს იმ გარემობებს, რომ დაზარალებულის მიერ დასახელებულ ავტომანქანაში, მისი მცირე გაბარიტების გამო, შეუძლებელი იყო ოთხი პირის მოთავსება, ასევე უარყოფს ამ ავტომობილში ბრალდებულთა ჯდომის ფაქტსაც კი. ამ ფონზე ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი დაზარალებულის ჩვენების შემოწმების მიზნით იმ ნაწილში, რომ „ნისან მარჩის“ მანქანის უკანა სავარძელზე შეიძლება თუ არა ოთხი პირი იჯდეს და ამავე დროს, არავინ იჯდეს სხვის მუხლებზე; არ ამოუღია ავტომანქანა, არ აუღია მითითებული მანქანიდან ნიმუშები, კვლები და არ ჩაუტარებია შესაბამისი ექსპერტიზები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო მანქანაში დაზარალებულისა და ბრალდებულთა ყოფნა/არყოფნის ფაქტი. ასევე გამოძიების მიერ არ არის აღმოჩენილი ამოთხრილი საფლავი. ამ მოცემულობით დაუშვებელია მტკიცება იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება - არ ჩატარება მხარის გადასაწყვეტია. ბრალდება ვალდებულია გამორიცხოს ყველა გონივრული ეჭვი შესაბამისი გონივრული მტკიცებულებებით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ასეთი მტკიცებულებების მოსაპოვებლად არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ობიექტურ დამკვირვებელს უმყარდება აზრი, რომლის თანახმადაც ასეთი მტკიცებულებები მხარემ იმიტომ არ მოიპოვა, რომ ან არარსებობდა საერთოდ, ანდა მისთვის არასასურველ გარემოებას დაადასტურებდა.
5.1.51. დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასებისას პალატა გვერდს ვერ აუვლის მის პიროვნებას და ქცევას, მის მიერ დასახელებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ისმის ლოგიკური კითხვა - თუ პიროვნების მიმართ ასეთი მძიმე დანაშაული განხორციელდა, რატომ უნდა მიმართოს მან სამართალდამცავ ორგანოებს სამი დღის შემდეგ. ამ საკითხთან მიმართებაში დაზარალებულის განმარტება, რომ არ ენდობოდა ბათუმის პოლიციის თანამშრომლებს არამაჯერებელია, რადგან გაურკვეველია ამ უნდობლობის მიზეზი. ასეც რომ იყოს, ბათუმიდან თბილისში ჩასვლას (სადაც გამოდის რომ ენდობოდა სამართალდამცავებს) სამი დღე არ სჭირდება. უფრო მეტიც, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა აჩვენა, რომ თბილისში ჩამოვიდა, 2017 წლის 31 დეკემბერს. სამართალდამცავი ორგანოსათვის კი მიმართულია მხოლოდ მეორე დღეს.
5.1.52. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე ამოღებულ აუდიოჩანაწერსა და სააპელაციო საჩივარში გაჟღერებულ მოსაზრებაზე, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერში ლ-–- ჯ------ის გარდა ისმის სხვა პირთა ხმებიც, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ გარეოებას, რომ ლ-–- ჯ------ე დაზარალებულთან ერთად მარტო არ იმყოფება და რაც ერთობლიობაში, იქ არსებულ საუბართან, ხვეწნა მუდარასთან ერთად ადასტურებს მ--- შ---–----ისთვის თავისუფლების უკანონო აღკეთას. პალატა ამ მოსაზრებას არ იზიარებს შედეგი გარემოების გამო: ჩანაწერის შინაარსის მიხედვით, მ--- შ---–----ი ეხვეწება ლ-–-ს და ამ დროს მართლაც ისმის იქვე მყოფი გაურკვეველი პირების, ფაქტიურად გაურკვეველი ფრაზები. დაშინებული პირის ხვეწნა ვინმეს მიმართ, რომ მაგალითად ის არ მოკლას, ან არ დაასახიჩროს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ეს პირი თავისუფლებააღკვეთილია. ზემოთ დეტალურადაა აღწერილი ის ნიშნები, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ახასიათებს. ამ ჩანაწერიდან არცერთი ასეთი ნიშანი არ ჩანს, მათ შორის თუნდაც დროის ხანგრძლივობის კუთხით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ჩანაწერი გარკვეულწილად ამყარებს დაზარალებულის ჩვენებას, მაგრამ სსკ-ის 143-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, არცერთი ბრალდებულის მიმართ არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას.
5.1.53. ამრიგად, პალატამ დაზარალებულის ჩვენება შეაფასა განაჩენის 5.1.43. პუნქტში მოყვანილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენის მიხედვით დადგენილი ტესტის შესაბამისად და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე ერთადერთი თვითმხილველი დაზარალებულია. სხვა პირები კი ბრალდებულები არიან. ამავდროულად არ იკვეთება დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან. პირიქით, არსებობს მთელი რიგი ლეგიტიმური კითხვები ბარლდების ვერსიასთან (ბრალდების დადგენილებაში დასახელებულ გარემოებთან) დაკავშირებით და ეს კითხვები გონირულია. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებული განაწყენებული იყო ბრალდებულთა ნაწილზე და ეს განაწყენება იყო იმდენად მძაფრი, რომ ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლებელია აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
5.1.54. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
5.1.55. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები არის წორი და ამავდროულად საკმარისი სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისათვის. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა შეეხება და დასაბუთებულ პასუხს სცემს საჩივარში მოყვანილ ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოსაზრებას. თავის მხრივ პალატამ დამატებით მიუთითა იმ გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხებზე, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში.
5.1.56. ამრიგად, მხარეთა მიერ წარმოდგენილია ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები. მათი ერთობლივად შეფასების შედეგად კი დადგენილია არაერთი ფაქტობრივ გარემოება, რომლებიც ეჭვს იწვევს და კითხვებს ბადებს იმ კუთხით, რომ შესაძლოა მოვლენები ისე არ განვითარებულიყო, როგორც ამას ბრალდება ამტკიცებს. პალატა განმარტავს, რომ ცალკ-ცალკე აღებული ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, შესაძლოა ბრალდების მხარეს ჰქოდეს დასაბუთებული არგუმენტი. მიუხედავად ამისა, ობიექტური დამკვირვებლის მიერ, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, წარმოუდგენელია ამ გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში არ გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი ბრალდებულების: მ------ ც-------–-ს, ლ-–- ჯ------ის, ჯ------- მ--–--ის, რ----– ყ---–----–---–ის და ჯ--- დ------ის სასაგებლოდ.
5.1.57. როგორც აღინიშნა, პირის მსჯავრდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. ამ სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, N 1\1\548, პარაგრაფი II. 44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მხოლოდ მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა კი სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს.
5.1.58. ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით, პალატამ, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ლ-–- ჯ------ემ, ჯ------- მ--–--ემ, რ----– ყ---–----–---–მა და ჯ--- დ------ემ ჩაიდინეს მ--- შ---–----ისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხემბით ჯგუფის მიერ; ხოლო მ------ ც-------–მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და წაქეზება, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
5.2. მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.2.1. დაზარალებულ მ--- შ---–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–- ჯ------ე განაწყენებული იყო მასზე, რადგანაც როგორც მან იცოდა დაზარალებულს უგინებია ის. ჯ------ე დაუკავშირდა მ------ ც-------–ს, ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და უთხრა მ------ს: „აგერ მყავს ჩიტი მახეში და მომიყევი, როგორ მაგინებდაო“. მ------მ დაუდასტურა, რომ მ---ი აგინებდა მისი და მისი ოჯახის მისამართით და აღნიშნულს მისი დედაც დაადასტურებდა. მოსმენილის გამო გაბრაზებულმა ლ-–-მ უთხრა, რომ უნდა მოეკლა. ის ლ-–-ს ეხვეწებოდა არ მოეკლა, რაზეც ლ-–-მ უპასუხა: „შენ უკვე მკვდარი ხარო“. ლ-–- აგინებდა და ემუქრებოდა, რომ წაუკითხავდა მუსლიმანურ ლოცვას ე.წ. „სელამეთს“ და მოაჭრიდა თავს, რადგან აგინა მას და მისი ოჯახის წევრებს. თვითონ კი საპასუხოდ ემუდარებოდა არ მოეკლა და დაუმტკიცებდა, რომ არაფერ შუაში იყო. ბევრი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ ლ-–-მ უთხრა - „ეხლა რომ გაგიშვა, რით დამიმტკიცებ შენს სიმართლესო“?, რაზეც უპასუხა, რომ ოღონდ გაეშვა და ყველაფერზე თანახმა იყო. აღნიშნულზე ლ-–-მ განუცხადა, რომ გაუშვებდა, თუმცა ახალი წლის შემდეგ, 3-4 დღის განმავლობაში, მ------ ც-------–- უნდა დაეჭრა ან მოეკლა ე.წ. „შტირით“. თუკი ამ ვადაში არ შეასრულებდა დანაპირებს, ან მობილურ ტელეფონს გამორთავდა, ყველგან იპოვიდა, მის თხოვნას აღარ გაითვალისწინებდა და ვერ გადაურჩებოდა სიკვდილს - თავს მოაჭრიდა. დაზარალებულის მონაწილეობითვე დათვალიერებულ იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ-–- ჯ------ესა და მას შორის სატელეფონო საუბარი და მ------ ც-------–თან და ა---------–--ესთან არსებული მიმოწერა.
5.2.2. მოწმე ა--–-- ჯ---------ის ჩვენების მიხედვით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ბრალდებულთა სახცოვრებელი მისამართები და საკონტაქტო ნომრები, ასევე გაირკვა, რომ მ------ ც-------–-ს დედა, 1--- წელს დაბადებული მ----- ც-------–-, კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა მ--- შ---–----ის გატაცების ამსახველ ვიდეო ჩანაწერს, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.
5.2.3. მოწმე ა--------ო) ჩ-----–--ის ჩვენების თანახმად მ------ ც-------–თან მეგობრობს სამი წელია, ამ უკანასკნელმა გააცნო მ--- შ---–----ი. გარკვეული დროის შემდეგ შეხვდა მ--- შ---–----ის. მან დაიწყო ც-------–ების ოჯახის ლანძღვა, თქვა რომ გამოაგდეს სახლიდან, როდესაც უწმაწური სიტყვებით დაიწყო მათი მოხსენიება. 2018 წლის იანვრის თვის დასაწყისში, ტელეფონზე ესაუბრა მ------ ც-------–ს, რომელმაც უთხრა, რომ მათ საერთო მეგობარს - ლ-–-ს მ---ი დაემუქრა შვილების მოკვლით. ასევე უთხრა, რომ მისულიყო მასთან სახლში და დედამისი მ----- აჩვენებდა ჩანაწერს თუ რა უქნეს მ---ს. როგორც ახსოვს მეორე დღეს მივიდა მ-----სთან სახლში, სადაც ასევე იყო მ------ს მამა - გ------- ც-------–-. მ-----მ და გ-------მ ტელეფონში აჩვენეს აუდიო ჩანაწერი, სადაც მ---ი ვინმე ლ-–-ს ეხვეწება, რომ არ მოკლას. მ-----ს მოუყვა თუ როგორ ლანძღავდა მ---ი მათ ოჯახს, რაზედაც მ-----მ ასევე უარყოფითად მოიხსენია მ---ი. 2018 წლის 7 იანვარს ტელეფონზე ესაუბრა მ---ს და უთხრა, რომ ნ---ხი ჰქონდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ეხვეწებოდა ვინმე ლ-–-ს, რომ არ მოეკლა. მ---ი ძალიან გაბრაზდა, კვლავ დაიწყო ც-------–ების მიმართ ლანძღვა და დაემუქრა, რომ არ გაახარებდა. მოწმის განმარტებითვე, მან მ-----ს ჰკითხა თუ საიდან ქონდა ეს ჩანაწერი, რაზეც მან უპასუხა, რომ ჩანაწერი მ------ს ჰქონდა ლ-–-სგან, რომელიც როგორც იცის არის ბათუმელი, მისი შვილის მეგობარი. თუ სად მოხდა აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება, მისთვის უცნობია.
5.2.4. მოწმე ს---–--- გ--------ის ჩვენებით: მ------ ც-------–თან, ლ-–- ჯ------ესთან და მ--- შ---–----თან ერთად იხდიდა სასჯელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მ------სთან და ლ-–-სთან მეგობრობდა გამოსვლის შემდეგაც. მან მ---ს მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება და გაირკვა, რომ იგი ლ-–-ზე იყო გაბრაზებული. 2018 წლის 8 იანვარს, 8:00 საათზე, მ------მ ე.წ. „ვატსაპში“ გაუგზავნა ჩაუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის მამაკაცის ხმა: „არ მომკლა ლ-–-, მე არ გამომიგზავნია ეს ესემესი, მ------მ გამოგიგზავნა“. „ჩემი დაწერილი არ არის ეგ ესემესი, შენ გენაცვალე, მართლა არ არის ჩემი დაწერილი ეგ ესემესი, დედის სულს გეფიცები ჩემი შედგენილი არ არის ეგ ესემესი, მაგის (უწმაწურ სიტყვას იყენებს) დამინდე რა გეხვეწები“, „რას მეხვეწები რას?“, „ნუ მომკლავ, ნუ მომკლავ, დამინდე გეხვეწები“. მოწმის განმარტებითვე, მ------სგან იცის, რომ მ---ს კბილები და ნეკნები ჩაუმტვრიეს.
5.2.5. 2018 წლის 13 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით: გახნილი იქნა ლ-–- ჯ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია. პირველი აუდიო ფაილი არის 28 წამიანი და მასში მამაკაცი (ობიექტი N1) ეხვეწება ვიღაც ,,ლ-–-ს“, რომ დაინდოს და არ მოკლას, ასევე ეუბნება რომ ის „ესემესი“ არ არის მისი დაწერილი. მეორე აუდიო ფაილში მამაკაცი (ობიექტი N1) ეხვეწება ვიღაც ,,ლ-–-ს“ რომ არ მოკლას და უმტკიცებს, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია მისი (,,ლ-–-ს“) შვილებისთვის, ასევე იფიცებს დედის სულს, რაზეც თანამოსაუბრე მამაკაცი (ობიექტი N2) ეუბნება, რომ საფლავი მისთვის არის 10 (ათ) მეტრში.
5.2.6. 2018 წლის 7 იანვრის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ირკვევა, რომ მ------ ც-------–-ს ნომრიდან მ---ის ნომერზე შესულია შეტყობინება „ლ-–- მონაგონი იქნება, მერე ესენიც ვინმეს არ დააბრალო მე არ მომიწერიაო, შე მართლა ქათამო“. „ქალის ხმით რომ ტირიხარ ლ-–- არ მომკლაო მაგის მერე ხმას როგორ იღებ, ფარჩაკი ხარ ვინც თქვა“. „შენ რაღას მელაპარაკები საერთოდ ხმას როგორ იღებ მთელმა თბილისმა მოისმინა შენი ტირილი ლ-–- არ მომკლაო და ჩანაწერიც მაქვს შე ფარჩაკო შენთან მე სალაპარაკო აღარ მაქვს, დანარჩენს განახებთ“. მ------ ც-------–-ს და ს---–--- გ--------ის მიმოწერით: „ენა უნდა მოვაჭრა“, „თითები უნდა დავამტვრიო, რომ ნომერიც ვერ აკრიფოს“. „ს---–--- ძმაკაცურად მითხარი რისი ღირსია“. „რაც ლ-–-მ უქნა იმის ღირსია, მაგრამ საერთოდ თავი დაანებე, მე მაგას გირჩევ ძმაო“. მ------ ც-------–- სწერს მ---ს „შენ მაგრად გეძებ, ლ-–-მ რაც გიქნა უარეს დაგმართებ, შენ ქათმის სახელი გაქვს აკიდებული“. „ყველაფერი მაქვს ჩაწერილი ყველამ გაიგო რა (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ბალამუტშიკი ხარ ხვალ მეტყვიან სად დადიხარ პირობითზე და შენ საფლავს დედაშენის და მამაშენის გვერდზე ვათხრევინებ შე (უწმაწურ სიტყვას იყენებს) შე ჭორიკანა ქალო, რეები იკადრე ბიჭო შენ, ა-----ს სად ეპატიჟები, დედა გაქვს (უწმაწურ სიტყვას იყენებს), მაგარ შარში ხარ თუ გაასწრებ აქედან მარა სანამ“. მ------ ც-------–- უკავშირდება ს---–--- გ--------ეს „ლ-–-მ რაც დააკლო, მე ავუნაზღაურებ. არის ღირსი უკვე მაგრად რა“.
5.2.7. 2018 წლის 23 თებერვლის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. გამოსაკვლევად შესულ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1--------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე რ----– ყ---–----–---–ისა და ლ-–- ჯ------ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1---------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე მ------ ც-------–-ს ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1----------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–- ჯ------ისა და ჯ--- დ------ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1--------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–- ჯ------ისა და მ--- შ---–----ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 5---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------00, A--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, A--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- A----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–- ჯ------ისა და მ--- შ---–----ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: call_1--------------------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე მ--- შ---–----ის ხმისა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ე----- კ-----–-–---–მა.
5.2.8. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ლ-–- ჯ------ემ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მ---ი გაიცნო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის დროს, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ ერთად. შემდეგ მამასთან კონფლიქტის გამო მ---ი წავიდა, რის გამოც თავადაც წავიდა სახლიდან და ცხოვრობდა დასთან. მას და დანარჩენ ბრალდებულებს არ გაუტაცებიათ მ---ი და არც თავისუფლება აღუკვეთავთ მისთვის. შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს მ---ი და არც მანქანაში მჯდარა ბრალდებულებთან ერთად. მას არანაირი ჩანაწერი არ გაუკეთებია და არავისთვის გაუგზავნია, ტელეფონი აჩუქა მ---მა და შესაძლოა სწორედ მან გააგზავნა ჩანაწერი.
5.2.9. პალატა, წინამდებარე განაჩენის 5.1.34-5.1.38 პუნქტებში მითითებულის შესაბამისად, აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ლ-–- ჯ------ის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, მათ შორის არსებული უთანხმოების საფუძველზე ლ-–- ჯ------ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ--- შ---–----ს. მუქარის შინაარსიდან, ხასიათიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
5.2.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.2.11. როგორც დანაშაულის საკანონმდებლო განმარტება მიგვითითებს, ქმედების განხორციელების ფორმა, კონკრეტულად კი იმ სიკეთის რაობა, რომლის ხელყოფაც დაზარალებულში მნიშვნელოვნად არასასიამოვნო განცდას იწვევს, ალტენატიულია. ასეთი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. თუ ბრალდება დაადასტურებს, რომ მუქარა ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთის მიმართ იყო ჩადენილი, განსახილველი დანაშაული სახეზეა. რაც შეეხება განხორციელებული ქმედების აღქმას, ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად დგას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან ჩამოთვლილ სიკეთეთაგან ერთ-ერთის დაზიანებით, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ ნიშნის - როგორც ფაქტობრივი გარემოების არსებობას ალტერნატივა არ აქვს. მისი არსებობა, ისევე როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებების, უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
5.2.12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენლი მტკიცებულებები ადასტურებს ლ-–- ჯ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწიენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რამდენადაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია როგორც მუქარის ჩადენის, ისე ის ფაქტი, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.2.13. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ლ-–- ჯ------ის დამნაშავედ ცნობის, ასევე ამისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, გასაჩივრებული არ ყოფილა. შესაბამისად, ამ საკითხებზე პალატას დამატებითი მსჯელობის საფუძველი არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------------------- პროკურორის თ-- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამათრთლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი მ------ ც-------–-ს, ჯ--- დ------ის, რ----– ყ---–----–---–ის, ჯ------- მ--–--ის და ლ-–- ჯ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ------ ც-------–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25. 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ------ ც-------–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ჯ--- დ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ჯ--- დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ლ--–- ჯ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ--–--------------–-------–---------–---–---------------, საერთო ფართი 15.00 კვ.მ, საკადასტრო კოდით - 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 10 000 ლარის ნაწილში.
რ----– ყ---–----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
რ----– ყ---–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ჯ------- მ--–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ჯ------- მ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ლ-–- ჯ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ-–- ჯ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით) მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ლ-–- ჯ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ლ--–- ჯ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ--–--------------–-------–---------–---–---------------, საერთო ფართი 15.00 კვ.მ, საკადასტრო კოდით - 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 10 000 ლარის ნაწილში.
განემარტოთ გამართლებულებს უფლება, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულებები ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 26 ცალი ლაზერული დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- 11 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი მეხსიერების ბარათი, USB მეხსიერების ბარათი და 2 ცალი სიმ ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი