განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
820100119003169208
ინსტანცია
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003169208

საქმე №1/ბ-746-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) დ----- ლ--------------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–------------–-, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ხ--–----------------–----–----------------–--------–---––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

 

დ----- ლ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ლ--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ----- ლ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. შესაბამისად, ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დ----- ლ--------------ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე: რაიონი - ხ--–-----------------–-------------–----- უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №2------------------.

 

მსჯავრდებულ დ----- ლ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი უნდა დაერთოს საქმეს, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ლ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით დ----- ლ--------------ეს დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა დედ-მამიშვილებთან _ ი---- და ზ------ ლ--------------ეებთან, რის ნიადაგზე ხშირად ხდებოდა დ----- ლ--------------ის მიერ მათი შეურაცხყოფა. 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ხ--–----------------–----–----------------–-----ში, დ----- ლ--------------ე მამისეულ სახლში, იმ მოტივით, რომ მის დედმამიშვილებს საცხოვრებელი სახლი გადაეფორმებინათ მის სახელზე და დაეტოვებინათ სახლი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა მათ დედის მისამართით, გამოხატავდა უმიზეზო აგრესიას, უწოდებდა უხამს სიტყვებს, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ ტანჯვას.

 

2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათის დროის შუალედში, ხ--–----------------–----–----------------–-----ში, მამისეულ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ლ--------------ემ ძმას დაუწყო უმიზეზო ლანძღვა-გინება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოსთხოვა დაეტოვებია მამა-პაპისეული სახლი, რა დროსაც ფეხი ამოარტყა უკან და გადაუყარა მისი პირადი ნივთები ეზოში. დარტყმის შედეგად ზ------ ლ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდგომ დაუკავშირდა დახმარებისთვის დას, ი---- ლ--------------ეს, რომელიც იმყოფებოდა ქ.ბათუმში. საკითხის გარკვევის მიზნით, ის ავიდა სოფელ კ---–-. მისი ამოსვლის შემდგომ, დაახლოებით 18:50 საათზე, ი---- და ზ------ ლოთქიფანიძეები შევიდნენ მამისეულ სახლში, რაზეც გაღიზიანდა დ----- ლ--------------ე, რის შემდგომ ი---- და ზ------ ლოთქიფანიძეებს დაუწყო ლანძღვა-გინება, უწოდა უწმაწური სიტყვები, აგინა დედის მისამართით, შემდგომ კი ი---- ლ--------------ეს მძლავრად მოქაჩა ხელით მკლავზე და დაარტყა მუშტად შეკრული ხელი გულმკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ხ--–----------------–----–----------------–-----ში, დ----- ლ--------------ე მამისეულ სახლში, იმ მოტივით, რომ ზ------ ლ--------------ეს საცხოვრებელი სახლი გადაეფორმებია მის სახელზე და დაეტოვებია სახლი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 20:20 საათის დროის შუალედში, ხ--–----------------–----–----------------–-----ში, მამისეულ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ლ--------------ემ ძმას დაუწყო უმიზეზო ლანძღვა-გინება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოსთხოვა დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლი, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცოცხლად დაწვით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ხ--–----------------–----–----------------–-----ში, დ----- ლ--------------ე მამისეულ სახლში, იმ მოტივით, რომ ი---- ლ--------------ეს საცხოვრებელი სახლი გადაეფორმებია მის სახელზე და დაეტოვებია სახლი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 20:20 საათის დროის შუალედში, ხ--–----------------–----–----------------–-----ში, მამისეულ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ლ--------------ემ დას დაუწყო უმიზეზო ლანძღვა-გინება, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსთხოვა დაეტოვებია მამაპაპისეული სახლი, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცოცხლად დაწვით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ------–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ----- ლ--------------ისათვის პირობითი მსჯავრის ნაცვლად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

მსჯვრდებულმა დ----- ლ--------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების _ გ---–---- მ---------–--ის, ნ-------- ლ--------------ის, დ----- ი------ის, ზ----- ბ---–----ის და გ------- ზ-------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, დაკავების ოქმით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ლ--------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ----- ლ--------------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებას და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: დ----- ლ--------------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, დაზარალებულები - ზ------ და ი---- ლ--------------ეები შერიგებულები არიან დ----- ლ--------------ესთან, მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ დ----- ლ--------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.

 

ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დ----- ლ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.დ----- ლ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ლ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ დ----- ლ--------------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ დ----- ლ--------------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ დ----- ლ--------------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- ლ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად, დ----- ლ--------------ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: რაიონი _ ხ--–-----------------–-------------–----- საკადასტრო კოდი №2------------------) 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება _ საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი, შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/