განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №091210019003026515
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-987-19 05 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოპასუხე (სარჩელზე) წარმომადგენელი - შპს ,,ე---------------“ - თა-----------ე - ლე--- ლ--------------ე - და------------- - გი-------–-----–-ა, შ--------------–-------–-–-------------------------------------------------------–-- - შოთა ყ-----ე, გ------- მ------ე
დავის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალების ყადაღისგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ლე--- ლ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ყადაღისაგან გათავისუფლდა ლე--- ლ--------------ის საკუთარი და გი-------–-----–-ას სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა - ო---–---------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q--------- .
- გი-------–-----–-ას, შპს ,,ე----- კ---------- ს“, შ--------------–-------–-–-------------------------------------------------------–--ს, მოსარჩელე ლე--- ლ--------------ის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქართველოს შ------------------ სააგენტოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება მარკა - ო---–--------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q--------- რეგისტრირებულია გი-------–-----–-ას სახელზე საკუთრების უფლებით.
2.2. ი------------------–----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, გი-------–-----–-ას - შპს ე----- კ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ასევე შ-- ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გი-------–-----–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ი------------------–------------------------------ სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
2.3. 2015 წლის 21 მაისს, გი-------–-----–-ამ ლე--- ლ--------------ეს მიყიდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა-ო---–--------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q---------, რაშიც ლე--- ლ--------------ემ გადაუხადა 2000 აშშ დოლარი, თუმცა რეგისტრაცია არ განხორციელებულა;
2.4. სასამართლოს მითითებით, დაყადაღებულ ქონებაზე საკუთრების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება გი-------–-----–-ას საკუთრებაა და არა ლე--- ლ--------------ის.
2.5. მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების მის კუთვნილებასთან დაკავშირებით, საქმეზე წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება კერძოდ; აუდიტის დასკვნა, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, ცნობა ლე--- ლ--------------ის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე მარკა-ო---–--------, სახელმწიფო ნომე--- Q---------,-ზე ბენზინის საწვავის პლასტიკური ბარათის გაცემის შესახებ;
2.6. ვ---- რაიონული სამართველოს უფროსის პატაკით დგინდება, რომ დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის ლე--- ლ--------------ის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომე--- Q---------,-ზე გამოყოფილი იქნა საწვავი.
საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად, მოსარჩელემ სასამაღთლოში წარადგინა მოწმე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სადაო სატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე ლე--- ლ--------------ე;
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- რ---–---–მა განმარტა, რომ ლე--- ლ--------------ე სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს სამი ან ოთხი წლის განმავლობაში და სხვა პირი ბენზინ გასამართ სადგურზე აღნიშნული ავტომანქანით არ მისულა;
2.8. მოპასუხე გი-------–-----–-ამ განმარტა, რომ 2015 წლის 21 მაისს ლე--- ლ--------------ეს მიყიდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა-ო---–---------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q---------, რაშიც ლე--- ლ--------------ემ გადაუხადა 2000 აშშ დოლარი;
2.9. სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ 2015 წლიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს ლე--- ლ--------------ე შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. (სკ 158-ე 1-ლი ნაწ.) შესაბამისად მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, და დაადასტურა, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება.
სამართლებრივი დასაბუთება:
2.10. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, 40-ე, 44-ე, 45-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 186-ე, 158-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში;
2.11. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს;
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება;
2.13. ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება;
2.14. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 158.1. მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პე---ოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა;
2.15. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტე---ტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კ--------ორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კ--------ორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება;
2.16. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიე--- ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწე---ს აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას;
2.17. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის);
2.18. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი;
2.19. სასამართლომ მიუთითა ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე, რა დროსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთერთ აუციელებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ავტომანქანის შეძენასთან ან მასზე მფლობელობის გადაცემისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები“ (იხ. სუსგ ას-241-572-07, 17.10.2007 წ.). ამასთან, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგ-ები: Nას-914-954-2011, 27.10.2011წ; Nას-1363-1381-2011, 31.01.2012წ; Nას-971-912-2012, 26.07.2012წ;Nას-33-32-2014, 24.03.2014წ; Nს-658-625-2014, 05.12.2014წ; Nას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.);
2.20. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186- 187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგანაც ავტომობილის შემძენისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის დროისათვის გამსხვისებლის ვალდებულების გამო ნასყიდობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა, ავტომობილი, სსკ-ის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებრივი ნაკლის არმქონედ განიხილებოდა (სუსგ-ებები: №ას-914-954-2011, 27 ოქტომბე---, 2011წ; №ას-658-625-2014, 5 დეკემბე---, 2014 წ.);
2.21. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანა კვლავ გი-------–-----–-ას სახელზე ირიცხება, მას 2015 წლის 21 მაისის გარიგების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის გადაცემის შემდეგ, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნია. მართალია, მოსარჩელეს არ გაუვლია სავალდებულო რეგისტრაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია.
2.22. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ გი-------–-----–-ამ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა ნივთი მოსარჩელეს (შემძენს), რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, სპეციალური კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვოს;
2.23. ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით ლე--- ლ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისგან გათავისუფლდა გი-------–-----–-ას სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა - ო---–--------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q--------;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს "ე----- კ----------"-ის წარმომადგენელმა, ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ავტომობილის მესაკუთრეა ლე--- ლ--------------ე, რადგან ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა (რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს და სასამართლოს წარუდგინა თვით ლე--- ლ--------------ემ) და ს---------------–----–---------------------------------------------------------- მიერ 28.05.2019წ. გაცემული ცნობის N4-------------- საფუძველზე დასტურდება, რომ ავტომობილის მესაკუთრეა - გი-------–-----–-ა. ნასყიდობა არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებით (ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი; ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა მტკიცებულება). მხოლოდ მოწმეთა ჩვენება საკმარისი არ არის აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად;
3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით). მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 21 მაისიდან არ არის გასული ხუთი წელი და შესაბამისად, ვერც ამ გარემოებაზე დაყრდნობით ვერ მიიჩნევა ლე--- ლ--------------ე მოძრავი ქონების მესაკუთრედ;
3.3. ავტომობილი სხვა მოძრავი ნივთებისაგან განსხვავებით წარმოადგენს ისეთ, მოძრავ ნივთს, რომელზეც საკუთრების უფლება რეგისტრირდება შ------------------ სააგენტოში. სპეციალური კანონი, კერძოდ: „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150-ე ბრძანების“ მე-11 მუხლი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს. აღნიშნულ მუხლში მითითებული საკუთრების უფლების დამდგენი არცერთი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა;
3.4. საკუთრება თავისი არსით გულისხმობს: ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. ამასთან სამივე ელემენტის ერთობლიობა განსაზღვრავს საკუთრებას - ცალკე აღებული მფლობელობის ფაქტი ვერ იქნება გაიგივებული საკუთრებასთან;
3.5. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლე--- ლ--------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
4.4. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლე--- ლ--------------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ლე--- ლ--------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი.
4.5. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები - სამოქალაქო კოდექსის 158-ე და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი.
4.6. სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება აპელანტის არგუმენტს მტკიცებულებათა არასწორად შეფასების შესახებ და თავის მხრივ მიუთითებს შემდეგს:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასამუთება:
4.7. საქართველოს შ------------------ სააგენტოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება მარკა - ო---–--------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q--------- რეგისტრირებულია გი-------–-----–-ას სახელზე საკუთრების უფლებით (ს.ფ.46);
4.8. ი------------------–----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, NA------------ სააღსრულებო საქმე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, რომლის თანახმად, გი-------–-----–-ას- შპს ე----- კ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000.9 აშშ დოლარისა და 100 ლარის გადახდა (ს.ფ.21-29);
4.9. ი------------------–----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ასევე მეორე სააღსრულებო საქმე NA----------------, შ-- ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის მიერ გაცემილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად გი-------–-----–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა (ს.ფ.19);
4.10. დადგენილია, რომ მითითებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღა დაედო გი-------–-----–-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას - მარკა - ო---–--------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q--------- (ს.ფ.47);
4.11. აღსრულების ეროვნული ბიუროს ი------------------–------------------------------ სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დადგენილია, რომ დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს (ს.ფ.48);
4.12. მოსარჩელის მითითებით, სადავო ავტომანქანა გი-------–-----–-ასაგან ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძინა 2015 წელს და მას შემდეგ ავტომანქანის მფლობელობას ახორციელებს თავად;
4.13. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შ------------------------------------–-----------------------------------–-–--- დეპარტამენტის ვ---- რაიონული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 23 ივნისის პატაკი, რომლითაც დადგენილია, რომ ლე--- ლ--------------ის (ამავე ს-----------–--------------ლის) მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე, ო---–--------, სახელმწიფო ნომე--- Q----------ზე დამზადდა ს------ის ბენზინისა და დიზელის საწვავის პლასტიკური ბარათი (ს.ფ.42-43);
4.14. შ------------------------------------–-----------------------------------–-–--- დეპარტამენტის ვ---- რაიონული სამმართველოს უფროსის 2016 წლის 05 ივლისის პატაკით დადგენილია, რომ ლე--- ლ--------------ის (ამავე ს-----------–--------------ლის) მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე, ო---–--------, სახელმწიფო ნომე--- Q----------ზე დამზადდებულ პლასტიკურ ბარათზე სამსახურის მიერ დაირიცა 20 ლიტრი საწვავი (ს.ფ.40-41);
4.15. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- რ---–---–მა განმარტა, რომ ლე--- ლ--------------ე სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს სამი ან ოთხი წლის განმავლობაში;
4.16. 2019 წლის 08 მაისს, იმერეთის, რ-----–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა გი-------–-----–-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ თავის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ავტომანქანა მარკა-ო---–--------, სახელმწიფო ნომე--- Q--------- გასხვისებული აქვს წლების წინ და მის საკუთრებას აღარ წარმოადგენს (ს.ფ.34);
4.17. მოპასუხე გი-------–-----–-ამ იგივე განუმარტა პირველი ინსტანციის სასამართლოს, და აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 მაისს ლე--- ლ--------------ეს მიყიდა თავისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა-ო---–---------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q---------, რაშიც ლე--- ლ--------------ემ გადაუხადა 2000 აშშ დოლარი, თუმცა რეგისტრაცია არ განხორციელებულა;
4.18. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლე--- ლ--------------ის მხრიდან სადავო ავტომანქანის ფლობა წლების განმავლობაში, რომელი უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა გი-------–-----–-ასთან დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
4.19. შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე გი-------–-----–-ა არ არის სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, არამედ მისი მესაკუთრეა ლე--- ლ--------------ე. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას, სააპელაციო პალატა მოიხმობს დიდი პალატის 2002 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებას N3კ/624-02 საქმეზე, სადაც დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საგზაო პოლიციაში რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, ავტომანქანაზე) საკუთრების გადაცემისთვის. საგზაო პოლიციაში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებაა, ვინც რეგისტრირებულია საგზაო პოლიციაში“;
4.20. გი-------–-----–-ას ავტომანქანის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი სადავო ხდება მას შემდეგ, რაც წარმოიშობა ურთიერთობა გი-------–-----–-ასა და ლე--- ლ--------------ეს (მყიდველს) შორის. კერძოდ, უნდა დაზუსტდეს, დაკარგა თუ არა საკუთრება ავტომანქანაზე გი-------–-----–-ამ მყიდველთან დადებული ხელშეკრულების შედეგად;
4.21. მოპასუხე გი-------–-----–-ას განმარტებით მასსა და ლე--- ლ--------------ეს შორის იყო შეთანხმება ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ; მან მყიდველს ავტომანქანა გადასცა საკუთრებაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პირმა, მხარეებმა განმარტეს, რომ ლე--- ლ--------------ემ 2015 წელს შეიძინა სადავო ავტომანქანა 2000 აშშ დოლარად;
4.22. მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის საფუძველს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად უნდა იყოს დადებული. ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებით პირობებად, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება. ასეთ პირობებად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების საგანი (ავტომანქანა), ფასი და გადახდის პირობა, რომლებზეც, როგორც დადგენილია, გი-------–-----–-ა და ლე--- ლ--------------ე შეთანხმდნენ. რაც შეეხება ავტომანქანის ნასყიდობის ფორმას, კანონი მისთვის რაიმე სპეციალურ ფორმას არ ადგენს. იგი შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ამიტომ ამ შემთხვევაში ავტომანქანის ნასყიდობა სრულიად შესაძლებელი იყო ზეპირად დადებულიყო;
4.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილია ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რომელიც მტკიცებას არ ექვემდებარება და მისი გაქარწყლება იმ მხარის (მოცემულ შემთხვევაში – მოსარჩელის) ვალდებულებაა, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ვარაუდი;
4.24. ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამრიგად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: ნამდვილი უფლება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლება მყიდველისა მოითხოვოს ნივთის გადაცემა) და ნივთის ფაქტობრივი გადაცემა (ამ შემთხვევაში ავტომანქანის გადაცემა მყიდველზე). განსახილველ შემთხვევაში ორივე წინაპირობა არსებობს: გი-------–-----–-ასა და ლე--- ლ--------------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ავტომანქანაც გადაეცა მყიდველს მფლობელობაში მინდობილობის გაფორმებასთან ერთად;
4.25. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს, გააჩნდა ამ მოძრავი ნივთის ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელისათვის მიყიდვის უფლება. გარიგების დადებისა და სადავო ავტომანქანის ლე--- ლ--------------ის მიერ წლების მანძილზე ფლობის ფაქტი დადასტურებულია საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებით, პატაკით. საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ნამდვილი უფლების საფუძველზე შემძენის პირდაპირ მფლობელობაში ნივთის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება, რაც სსკ-ის 186-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ამასთან გამყიდველის მხრიდან საკუთრების უფლების დაკარგვის წინაპირობაა;
4.26. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 27 ოქტომბრის №ას-914-954-2011 განჩინებით განმარტა, რომ „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ (სუსგ №ას-914-954-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-658-625-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი);
4.27. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძველს. მითითებული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება “;
4.28. პალატა მიუთითებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე: “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო საერთო სასარჩელო წესით განიხილავს”;
4.29. ამავე კანონის მე-40 მუხლის თანახმად “თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და მათზე კეთდება აღნიშვნა”. ”აღსრულების მიზნით ყადაღის დადებას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან სხვისი ქონების დაყადაღებით არ შეიზღუდოს ამ ქონების მესაკუთრის უფლებები”. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ნივთებს;
4.30. ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა ლე--- ლ--------------ის სარჩელი, გი-------–-----–-ას სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა - ო---–--------, ფე--- - ლურჯი 7/8, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომე--- - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული 21.05.2015წ. სახელმწიფო ნომე--- Q-------- - ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ;
4.31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად ”თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა - განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით; საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული საახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით”;
4.32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები”.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ე-----კ----------”-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტის შპს „ე-----კ----------”-ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ე---------------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაურა მიქავა