განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003103296
საქმე №1/ბ-779-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა----------–---–ის
მსჯავრდებულის _ თ------ შ----–--ის
კანონიერი წარმომადგენლის _ ა--------- შ----–--ის
ადვოკატის _ დ----- გ------ის
მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან თ------ შ----–--ის მიმართ, დაბადებულის 2----–-–-----------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის რ------------------–--–--------------–--–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–---–--------------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი თ------ შ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.თ------ შ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ შ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.
5.პირობით მსჯავრდებულ თ------ შ----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ თ------ შ----–--ეს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ------ შ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტანს _ ჯ------- გ--------ეს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
7.ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი დანა, რომლებიც ინახება შ----------–----------------– სამმართველოში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/მ.იმერლიშვილი/