განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002469348
საქმე №1/ბ-742-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ ზ---- უ------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ-------------–---------–--------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–----------–---–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---- უ------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ---------–----------–---–---------–-, ზ---- უ------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ--–- ფ--–----ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო ზ---- უ------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
ზ---- უ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---- უ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული, ზ------ ქ------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ს-----------–------------------------–-, საკადასტრო კოდი: 3-----------, დაზუსტებული ფართობი 3848 კვ.მ. _ განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გამართლებულ ზ---- უ------–--ეს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ------- უ-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ზ---- უ------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ლ--–- ფ--–----მ სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულში ამხელდა მის მეუღლეს, ზ---- უ------–--ეს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები _ მოწმეების: გ---- ლ-------ის და ც------ ლ------ის გამოკითხვის ოქმები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, დაზარალებულმა ლ--–- ფ--–----მ ექსპერტს განუცხადა, რომ მეუღლემ _ ზ---- უ------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და უჩიოდა ტკივილს მარჯვენა წინამხრის მიდამოში; დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რომლის თანახმად, ლ--–- ფ--–---- ითხოვდა პოლიციის დახმარებას მეუღლესთან _ ზ---- უ------–--ესთან მომხდარი კონფლიქტის გამო, უდავოდ ადასტურებენ ზ---- უ------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ზ---- უ------–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ზ---- უ------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულმა ლ--–- ფ--–----მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მეუღლის, ზ---- უ------–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე გ---- ლ-------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მას საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „ფორდ ფოკუსი”, რომლითაც ახდენს მგზავრთა გადაყვანას და ძირითადად დგება ქ---------–----------–---–----------- არსებულ კაფე-ბარ „-------–--ს” მიმდებარე ტერიტორიაზე. 2018 წლის 04 მაისს, დილიდან გავიდა სამუშაოდ და მთელი დღის განმავლობაში ემსახურებოდა მგზავრებს. დაახლოებით 18:00 საათზე, ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა ჯავახიშვილის ქუჩაზე და თავად გასული იყო, რა დროსაც დაუძახეს, რომ კლიენტი ელოდებოდა. მანქანასთან მისულმა დაინახა, რომ ავტომანქანის უკანა სალონში, მარჯვენა მხარეს იჯდა ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, ხოლო წინ _ მამაკაცი. როდესაც მანქანაში ჩაჯდა, ქალბატონმა წ---–--------------------------–--------––- წაყვანა სთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანა ნელი სვლით დაძრა. ამ დროს მამაკაცმა გააჩერებინა, ჩავიდა ავტომანქანიდან, გააღო უკანა კარები და ავტომანქანაში მჯდომ ქალბატონს ხელი გაარტყა რამდენჯერმე მარჯვენა მკლავზე, თან მიმართავდა უწმაწური სიტყვებით და თხოვდა ტელეფონი მიეცა მისთვის. შემდეგ კარები მოიკეტა, ქალბატონმა თხოვა, რომ წასულიყო და მანაც განაგრძო გზა წყალტუბოს მიმართულებით. გზაში ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ თვითონ იყო ლ--–- ფ--–----, ხოლო ის მამაკაცი _ მისი ქმარი. ორივე მათგანს პირველად შეხვდა იმ დღეს და ქალის სახელი და გვარი იცის მისივე გადმოცემით. მამაკაცს უნდა ჰქვიოდეს ზ----, რადგან ქალბატონი ამ სახელით მიმართავდა მას. აღნიშნული პიროვნების გვარი არ იცის და არც მისი ამოცნობა შეუძლია.
მოწმე ც------ ლ------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს წ---–--------------------------–--------––- ოჯახთან ერთად. 2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა მისი შვილი ლ--–- ფ--–----, რომელიც იყო ანერვიულებული და ტიროდა. როდესაც ჰკითხა თუ რა ხდებოდა, ლ--–-მ მოუყვა, რომ მას და მის მეუღლეს, ზ----ს მოსვლიათ სიტყვიერი კამათი, რის შემდეგად ლ--–- წამოსულა სახლიდან. ამ დროს გამოკიდებია ზ----, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია ლ--–-სთვის და ხელი დაურტყამს ქ---------–----------–---–-----------, ტაქსიში ყოფნის დროს.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ--–- ფ--–----ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ზ---- უ------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/13.12.2012).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი _ ფიზიკური ტკივილი. ამდენად, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი, კერძოდ, ძალადობის შედეგად მან ტკივილი უნდა განიცადოს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ ზ---- უ------–--ემ თავისი მეუღლის, ლ--–- ფ--–----ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზ---- უ------–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულ ლ--–- ფ--–----ს გამოკითხვის ოქმს, რა დროსაც მან ძალადობაში ამხილა მეუღლე _ ზ---- უ------–--ე და განმარტა, რომ 2018 წლის 04 მაისს ამ უკანასკნელმა ორჯერ დაარტყა ხელი მკლავზე, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ლ--–- ფ--–----მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი გამოკითხვის ოქმი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ---- უ------–--ის მიერ 2018 წლის 04 მაისს ლ--–- ფ--–----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საქმეზე მოწმის გამოკითხულმა ტაქსის მძღოლმა გ---- ლ-------ემ განაცხადა, რომ მის ავტომანქანაში მჯდომ ახალგაზრდა ქალბატონს რამდენჯერმე გაარტყა ხელი მარჯვენა მკლავზე მასთან ერთად მყოფმა მამაკაცმა, სახელად ზ----მ. მანვე მიუთითა, რომ აღნიშნული პიროვნების არც გვარი იცოდა და არც მისი ამოცნობა შეეძლო, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოწმე გ---- ლ-------ის მიერ აღწერილი ქმედება ნამდვილად ზ---- უ------–--ემ ჩაიდინა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მხოლოდ ხსენებული მოწმის გამოკითხვის ოქმი საფუძვლად ვერ დაედება ზ---- უ------–--ის დამნაშავედ ცნობას.
რაც შეეხება მოწმე ც------ ლ------ის ჩვენებას, ის ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმე არ არის ძალადობის ფაქტის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ ლ--–- ფ--–----ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ზ---- უ------–--ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზ---- უ------–--ის მიმართ 2019 წლის 13 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ზ---- უ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ.
3.ზ---- უ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ---- უ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ზ---- უ------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული, ზ------ ქ------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ს-----------–----------------------ში (საკადასტრო კოდი: 3-----------, დაზუსტებული ფართობი 3848 კვ.მ.), განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.გამართლებულ ზ---- უ------–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/