განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003047255
საქმე №1/ბ-754-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ----- ვ-–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების ქ.--------–----------–-----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- ვ-–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 მაისს, დილის საათებში, ქ---------–-----------–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ----- ვ-–----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ე-–--- ვ-–----ეს, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ იარაღით შუბლს გაუხვრეტდა, რა დროსაც ე-–--- ვ-–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო მ----- ვ-–----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
მ----- ვ-–----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----- ვ-–----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს _ მ-----ი გ-------ს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
მ----- ვ-–----ეს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: მ----- ვ-–----ის ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული „----------ს” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი მჭიდი, რვა ცალი მოყავისფრო ვაზნა და მ----- ვ-–----ის სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა №I--------- დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შ-------------------–---- სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო შსს საინფორმაციო ცენტრ 112-იდან გადმოგზავნილი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ, რომელმაც ითხოვა მ----- ვ-–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძლით, რომ საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ----- ვ-–----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს მ----- ვ-–----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მ----- ვ-–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულმა ე-–--- ვ-–----ემ (ბრალდებულის მეუღლე) და მოწმე ნ---- გ-------მ (ბრალდებულის შვილიშვილი) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს მ----- ვ-–----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ბ---–--- ე---------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------------------–--ს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2019 წლის 23 მაისს, თავის მეწყვილესთან _ თ---------- ხ-------ესთან ერთად მოძრაობდა სამოქმედო კვადრატში. დაახლოებით 09:35 საათისთვის გადაეცათ შეტყობინება მასზედ, რომ ქ.--------–---------–-----–--------------------–- მცხოვრები ე-–--- ნ-–-----ე ითხოვდა დახმარებას ოჯახურ კონფლიქტთთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ თავად გამოძახების ინიციატორი ე-–--- ნ-–-----ე, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული. ე-–--- ვ-–----ემ მათთან საუბარში აღნიშნა, რომ მისმა მეუღლემ _ მ----- ვ-–----ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა იარაღით შუბლის გახვრეტით. მისივე განმარტებით, მ----- ვ-–----ეს ჰქონდა გაფორმებული იარაღი, რის გამოც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და ამის გამო იყო შეშინებული და აღელვებული.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------------------–--ს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორ თ---------- ხ-------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება).
თავად ბრალდებულმა მ----- ვ-–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა დუმილის უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს მ----- ვ-–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მ----- ვ-–----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს _ ე-–--- ვ-–----ეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ----- ვ-–----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ ე-–--- ვ-–----ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ამხელდა მ----- ვ-–----ეს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ე-–--- ვ-–----ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი გამოკითხვის ოქმი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ----- ვ-–----ის მიერ 2019 წლის 23 მაისს, ე-–--- ვ-–----ის მიმართ მუქარის განხორციელებულების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმეების _ ბ---–--- ე---------ის და თ---------- ხ-------ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ე-–--- ვ-–----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება მ----- ვ-–----ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ----- ვ-–----ის მიმართ 2019 წლის 26 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი მ----- ვ-–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ----- ვ-–----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ----- ვ-–----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ მ-----ი გ-------ს (პ/ნ 6----------) 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
5.გამართლებულ მ----- ვ-–----ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· მ----- ვ-–----ის ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ,,მაკაროვის’’ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი მჭიდი, რვა ცალი ვაზნა და მ----- ვ-–----ის სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა №I--------- დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შ-------------------–---- სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· შსს საინფორმაციო ცენტრ 112-იდან გადმოგზავნილი დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/