განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
330210017002094937
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002094937

№2ბ/7078-2018

თბ--–---ს სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბ--–---

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – ნ----- გა----–-ა (მოპასუხე)

წარმომადგენელი - აპ---–--- გა----–-ა

 

მოწინააღმდეგე მხარე – ოდ-–--- ლა----–--- (მოსარჩელე)

 

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე -საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - მა----- სა-----–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ოდ-–--- ლა----–---მ სარჩელი აღძრა ნ----- გა----–-ას მიმართ და მოითხოვა: 1) ოდ-–--- ლა----–---ს ნება დაერთოს შვილი, 2--- წლის 2- დეკემბერს დაბადებული გუ---- ლა----–--- ინახულოს მის ადგილსამყოფელზე შეუზღუდავად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს; 2) ოდ-–--- ლა----–---ს მიეცეს უფლება გუ---- ლა----–--- იყოლიოს მასთან, მოსარჩელის ადგილსამყოფლის მიხედვით, ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან, შაბათი, კვირა და ორშაბათი დღის 10:00 საათამდე; 3) ოდ-–--- ლა----–---ს მიეცეს უფლება ყოველ წლიურ საზაფხულო, სამთვიანი არდადეგების პერიოდში ერთი თვით, 15 ივნისიდან 15 ივლისამდე და ზამთრის სეზონის არდადეგებზე 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გუ---- ლა----–--- იყოლიოს მასთან.

 

2. ოდ-–--- ლა----–--- სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

 

მოსარჩელე ოდ-–--- ლა----–--- და მოპასუხე ნ----- გა----–-ა იმყოფებოდნენ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ერთი შვილი, 2--- წლის 2- დეკემბერს დაბადებული გუ---- ლა----–---. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის შედეგად, ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა. ნ----- გა----–-ა იმყოფება მშობლების ოჯახში შვილთან ერთად, მისამართზე, ქ. თბ--–---, სა------ გ----- 1----, ბინა N-. მოპასუხე ოჯახის წევრებთან ერთად არ აძლევს საშუალებას მეორე მშობელს ინახულოს და ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში რის გამოც ოდ-–--- ლა----–--- იძულებულია მომართოს სასამართლოს არასრულწლოვანის ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით. მოსარჩელეს უფლება აქვს თვალყური ადევნოს შვილის მდგომარეობას, მის ადგილსამყოფელზე არსებულ ჰიგიენურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, სწავლა-განათლების მიღებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანსაღ გარემოში აღზრდას, უფლების შეზღუდვა კი არღვევს უპირველესად გუ---- ლა----–---ს საუკეთესო ინტერესებს. შესაბამისად, არასრულწლოვანის ინტერესის გათვალისწინებით, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, ნ----- გა----–-ამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მეუღლეთა 6 წლიანი ფაქტობრივი თანაცხოვრება ხასიათდება მათ შორის რთული ურთიერთობით, რაც უპირველესად გამოწვეული იყო ოდ-–--- ლა----–---ს აგრესიული დამოკიდებულებით ალკოჰოლური თრობისას მოპასუხის მიმართ, რაც ფიზიკური შეხებითაც მთავრდებოდა. აღნიშნულ ინციდენტებს ესწრებოდა არასრულწლოვანი, რამაც ასახვა ჰპოვა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ოდ-–--- ლა----–---ს მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, მიეცა მას გაფრთხილება, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა 2017 წლის 10 სექტემბერს, ყოველგვარი გაფრთხილებისა და დედის ნებართვის გარეშე, მოსარჩელემ ადვოკატის დახმარებით მოტყუებით გაიტაცა ბავშვი. ისინი დაკავებულ იქნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ფოთი-ბათუმის ცენტრალურ სატრანსპორტო გზაზე. ნ----- გა----–-ას მითითებით, ბავშვს, გადატანილი მოვლენების გამო თავადაც არ სურს მამასთან შეხვედრა, მოსარჩელესთან არასრულწლოვანის დატოვება საფრთხის შემცველია, მას არ აქვს გამომუშავებული მშობლის ის უნარ-ჩვევები, რომლითაც შეძლებს შვილის სათანადოპატრონობას.

 

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციით, წარმოდგენილი დასკვნით N-710 (20/11/2017წ), მიუხედავად ყოფილი ცოლ-ქმრის დაძაბული ურთიერთობისა, ბავშვს ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რაც აუცილებელია გუ---- ლა----–---ს სრულფასოვანი განვითარებისათვის.

სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, მოსარჩელესა და გუ---- ლა----–---ს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობის არარსებობის გათვალისწინებით, ურთიერთობის აღდგენისა და შეგუება-შეჩვევის მიზნით, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი ღამე დარჩენასთან დაკავშირებით. ბავშვი შეესწრო კონფლიქტს, რამაც დააზიანა მისი ფსიქიკა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ დამოკიდებულია დედის ხელშეწყობაზე. მიზანშეწონილია მამას მიეცეს მონახულებისა და წაყვანის უფლება მხოლოდ დღის საათებში. მშობელთან შეჩვევის შემდეგ კი შესაძლებელია გაიზარდოს ოდ-–--- ლა----–---სა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობის როგორც პერიოდულობა, ასევე ხანგრძლივობა.

 

5. თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ოდ-–--- ლა----–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ოდ-–--- ლა----–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 29 დეკემბერს დაბადებულ გუ---- ლა----–---სთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგნაირად:

2.1. პირველი - სამი თვე: ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10 საათიდან 18 საათამდე არასრულწლოვანი შვილის (მისი საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის უფლებით და 18 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;

2.2. სამი თვის შემდეგ (შესაძლოა მანამდეც) არასრულწლოვანი გუ---- ლა----–---ს, მამასთან დარჩენის სურვილის შემთხვევაში, შვილის, ყოველი თვის, ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, მისი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და კვირას 20 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;

2.3. ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2.2 პუნქტით დადგენილი განრიგი შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

 

6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1200-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სადავო არ იყო ის გარემოება, რომ გუ---- ლა----–--- იყო ოდ-–--- ლა----–---სა და ნ----- გა----–-ას შვილი, რომელიც დაიბადა 2--- წლის 2- დეკემბერს. მხარეები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი გუ---- ლა----–--- ცხოვრობდა და იზრდებოდა დედასთან, ნ----- გა----–-ასთან ერთად. დადგენილი იყო ასევე, რომ მოსარჩელე ოდ-–--- ლა----–---ს უკანასკნელი თვეებია არასრულწლოვანი, 2--- წლის 2- დეკემბერს დაბადებული გუ---- ლა----–---, არ უნახავს. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა გარემოება, რომ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის მიმართ უარყოფითი ზემოქმედების ფაქტს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია 2017 წლის 10 სექტემბერს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ოდ-–--- ლა----–---მ დედის, ნ----- გა----–-ას ნებართვის გარეშე წაიყვანა შვილი თავისთან, მაგრამ მასთან ყოფნის 2 დღის განმავლობაში ფაქტი ბავშვის მიმართ საფრთხის შემცველი ქცევისა არ დაფიქსირებულა. რაიმე უარყოფით გარემოებას ვერ იხსენებდა გასაუბრებისას ვერც გუ---- ლა----–---. არასრულწლოვანის წაყვანის დროს მამას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული რაიმე სახის აქტით, არ ჰქონია შეზღუდული შვილთან მიახლოვება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი გუ---- ლა----–---ს ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილი იყო, მას ურთიერთობა ჰქონოდა როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ნ----- გა----–-ას მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოეყენებინა ისე, რომ ამით ზიანი მისდგომოდა მეორე მშობლის, ოდ-–--- ლა----–---ს უფლებას, ურთიერთობა ექონია თავის შვილთან.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-9, მე-12 და მე-18 მუხლებზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის N12 (2009) კომენტარზე, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარზე N14(2013 წ.) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შემოწმების საგანი იყო, იყო თუ არა არასრულწლოვანი გუ---- ლა----–---ს საუკეთესო ინტერესებში იგი ენახულა მამას მის ადგილსამყოფელზე შეუზღუდავად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ასევე, მისცემოდა მშობელს უფლება ბავშვი ეყოლია მასთან, მოსარჩელის ადგილსამყოფლის მიხედვით, ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან, შაბათი, კვირა და ორშაბათი დღის 10:00 საათამდე. ასევე, ოდ-–--- ლა----–---ს მისცემოდა უფლება ყოველ წლიურ საზაფხულო, სამთვიანი არდადეგების პერიოდში ერთი თვით, 15 ივნისიდან 15 ივლისამდე და ზამთრის სეზონის არდადეგებზე 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გუ---- ლა----–--- ეყოლია მასთან. კვლევის საგანი იყო საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტი იყო საკითხი, როგორ უნდა განსაზღვრულიყო მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, გუ---- ლა----–---სთან ისე, რომ ამ ურთიერთობას არ შეელახა ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

სასამართლოს განმარტებით, ბავშვის, გუ---- ლა----–---ს ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენდა ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო თავად ბავშვის ნება და სურვილი, რათა არ მომხდარიყო მისი იძულება და ამით საფრთხე არ შექმნოდა არასრულწლოვანის ფსიქიკურ სტაბილურობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ არასრულწლოვანი გუ---- ლა----–--- როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე, ფსიქოლოგის თანდასწრებით სასამართლოს წინაშე აღნიშნავდა, რომ მას არ სურდა მამასთან ურთიერთობა, მისი ნახვა, ღამით დარჩენა. მას აღარ ახსოვდა მშობელთან ურთიერთობა. არასრულწლოვანს მისი ასაკისა და გარკვეული გარემო ფაქტორების გათვალისწინებით ჩამოყალიბებული ჰქონდა ამგვარი ნება, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის ამგვარი სურვილისათვის დაბრკოლების შექმნა, მისი ნების გარეშე ამ ეტაპზე მამასთან ღამით წაყვანის იძულება, შესაძლებელია ზიანის მომტანი ყოფილიყო არასრულწლოვანის ინტერესებისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის რეკომენდაციით, რომელიც ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას, ბავშვი დაცული უნდა ყოფილიყო მშობლების კონფლიქტის ნახვისგან. არასრულწლოვანი ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამამ გაუყიდა ბინა, გაუუქმა პასპორტი, აბრაზებს დედას, 6 წლის ბავშვისათვის ამგვარი საკითხების ცოდნა მიუღებელი იყო. გუ---- ლა----–---ს არ ახსოვდა, არ იცოდა მამასთან ურთიერთობა, მაგრამ მას არც რაიმე სახის უარყოფითი ფაქტი გაუხსენებია. სავარაუდოა, რომ ამჟამად მამის ნახვაზე უარის თქმის მიზეზი მშობლებს შორის კონფლიქტური ურთიერთობა იყო.

 

არასრულწლოვანის ნებასთან ერთად სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებასაც, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობის პროცესში რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენის ან არასრულწლოვანის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფის ფაქტს ოდ-–--- ლა----–---ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მტკიცებულება აღნიშნულის შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა და არც ნ----- გა----–-ას ჰქონდა წარმოდგენილი. მარტოოდენ მეუღლეთა შორის მწვავე, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება, არ წარმოადგენდა ბავშვის მიმართ მამის უარყოფითი გავლენის დამადასტურებელ დასაბუთებას.

 

შესაბამისად, ბავშვის, გუ---- ლა----–---ს საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის ყოველდღიური რეჟიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ოდ-–--- ლა----–---ს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც მკაფიოდ ასახავენ და მიუთითებენ ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებზე ბავშვთან მიმართებით. მაგრამ სასამართლომ გაიზიარა არასრულწლოვანი გუ---- ლა----–---ს წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, მოსარჩელესა და გუ---- ლა----–---ს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობის არარსებობის გათვალისწინებით, ურთიერთობის აღდგენისა და შეგუება-შეჩვევის მიზნით, ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო საუბარი ღამე დარჩენასთან დაკავშირებით. ბავშვი შეესწრო კონფლიქტს, რამაც დააზიანა მისი ფსიქიკა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი იყო, მაგრამ დამოკიდებული იყო დედის ხელშეწყობაზე. სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა მამას მისცემოდა მონახულებისა და წაყვანის უფლება მხოლოდ დღის საათებში. მშობელთან შეჩვევის შემდეგ კი შესაძლებელია გაზრდილიყო ოდ-–--- ლა----–---სა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობის როგორც პერიოდულობა, ასევე ხანგრძლივობა.

 

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ----- გა----–-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

8. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

8.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობად აპელანტმა მიუთითა, სასამართლოს მიერ იმ ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფაზე, რომელიც შეეხება: ოდ-–--- ლა----–---ს ჩხ------–---- რაიონის, სოფ. ნაფიჩხოუში რეგისტრაციისა და ამ მისამართზე მისი ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. ასევე, გარემოებას, რომ ოთარ ლა----–---ს ქ. თბილისში ფაქტობრივი საცხოვრებელი არ გააჩნია, მას საცხოვრებელი ბინა თანასაკუთრებაში შეძენილი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან, ნ----- გა----–-ასთან ერთდ, მდებარე, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 76-ბ, ბინა 54, რომელიც მეუღლის, ნ----- გა----–-ას ნებართვის გარეშე, გაასხვისა მის ახლო ნათესავზე, 69 999 აშშ დოლარად. ამდენად, ოთარ ლა----–---მ ფაქტობრივად უარი თქვა შვილის მზრუნველობაზე და ქუჩაში დატოვა მცირეწლოვანი, გუ---- ლა----–---.

 

8.2. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწუვეტილების 6.1. პუნქტში სასამართლოს მიერ განვითარებულ დასკვნას მასზედ, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობის პროცესში რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენის ან არასრულწლოვანის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფის ფაქტს ოდ-–--- ლა----–---ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მტკიცებულება აღნიშნულის შესახებ საქმეში არ მოიპოვება და არც ნ----- გა----–-ას წარუდგენია.

 

აპელანტის მითითებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არის მოძალადე, დასტურდება მის მიმართ გამოცემული 2017 წლის 15 ივნისს, 15 აგვისტოს, 2017 წლის 12 სექტემბერსა და 2018 წლის 30 მაისს შემაკავებელი და დამცავი ორდერებით.

 

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 12 სექტემბერს გამოწერილ N010337 შემაკავებელ ორდერზე, სადაც აღწერილია, 2017 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელე მხარის მიერ მცირეწლოვანი გუ---- ლა----–---ს გატაცების ფაქტი. აპელანტის მოსაზრებით, აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ დღეს მხოლოდ 22:00 საათზე გამოვიდა მოსარჩელე კონტაქტზე, ამასთან, ბავშვმა ვერ მიიღო ექიმის მიერ გამოწერილი სამკურნალო წამალი. N010337 შემაკავებელი ორდერით, მოძალადეს აეკრძალა 50 მეტრის რადიუსზე გუ---- ლა----–---სა და ნ----- გა----–-ასათვის მიახლოება. სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არ მიიღო მხედველობაში, მან არ განიხილა ამ საქმესთან დაკავშირებული N010337 შემაკავებელი ორდერი.

 

აპელანტმა მიუთითა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოძალადის მიერ ბავშვის მოტაცების ან სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება.

 

8.3. აპელანტის მითითებით, ოდ-–--- ლა----–---ს არ გააჩნია სახლი თბილისში, და დღეის მდგომარეობით მის სახელზე რიცხული 600-700 ლარით ვერ მოახერხებს ახლო მომავალში თბილისში სახლის შეძენას. აღნიშნული კი უარყოფითად აისახება ბავშვის ინტერესებზე. კერძოდ, იბადება კითხვები, თუ სად უნდა წაიყვანოს ბავშვი ოდ-–--- ლა----–---მ მისითვის მინიჭებული უფლების ფარგლებში - ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით? გასართობ ცენტრში, ზოოპარკში, მაკდონალდში .., მაშინ, როდესაც, მცირეწლოვან ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რაც გამოიხატება: ჰიგიენის ნორმების დაცვაში, დასვენებაში, შესაბამის დროს ჭამაში და ა.შ. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ გუ----ი ლა----–--- არის სკოლის მოსწავლე, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლისათვის შესაბამისი მომზადება, რასაც ამ მოცემულობაში, მოსარჩელე მხარე ვერ შეძლებს, ვინაიდან, მას ქ. თბილისში, საცოხვრებელი სადგომი არ გააჩნია, ხოლო, თუკი გარანტად ჩხ------–---- რაიონის სოფელ ნაფიჩხას მიიჩნევს მოსარჩელე, რომელიც 400 კვ.მ. აშორებს, საკითხავია 6 წლის ბავშვს, რამდენად გააჩნია იმუნიტეტი, რომ დღის განმავლობაში, 8 სთ, უმისამართოდ დადიოდეს ქ. თბილისში, სიცხესა თუ სიცივეში, ან გაუძლოს მრავალ საათიან მოგზაურობას ჩხ------–---- მიმართულებით.

 

ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელესათვის გამოყოფილი დრო ზღუდავს ბავშვის ინტეგრირებას მის მეგობრებსა თუ ახლო ნათესავებში, ვინაიდან, შაბათი კვირა არის ისეთი დღეები, როდესაც სასწავლო დღეებით გადაღლილი ბავშვი შეიძლება დაკავდეს საყვარელი საქმიანობითა და თანატოლებთან თამაშით, რომლებიც შესაძლებელია ან თავად მოვიდნენ მასთან სახლში, ან/და მეგობრებმა დაპატიჟონ თავისთან, რისი წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია.

 

ასევე, ხაზგასამელია ის, თუ რამდენად ექნება ბავშვს თანატოლების დაბადების დღეებზე სიარულის ან/და მათთან ერთად სპონტანურად დაგეგმილი ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

9. ოდ-–--- ლა----–---სა და ნ----- გა----–-ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2--- წლის 2- დეკემბერს დაბადებული გუ---- ლა----–--- (ტომი 1; ს.ფ. 19; დაბადების მოწმობა N0----------);

 

10. ოდ-–--- ლა----–---სა და ნ----- გა----–-ას შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მათ შორის ქორწინება შეწყდა ქ. თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (ტომი 1; ს.ფ. 15-18; თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმეზე N2/13103-17, 19/06/2017 წ.);

 

11. ნ----- ოდ-–---ია არასრულწლოვან შვილთან, გუ---- ლა----–---სთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, უძრავ ქონებაში, მდებარე, ქ. თბილისში, სა------ გ----- N1----, ბინა 4. მოსარჩელე მხარე, სადავოდ არ ხდის არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის დედის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრას;

 

12. მოსარჩელე ოდ-–--- ლა----–--- ფაქტობრივად ცხოვრობს ჩხ------–---- რაიონის, სოფ. ნ---------ოში;

 

13. არასრულწლოვანი გუ---- ლა----–--- ამჟამად არის სკოლის მოსწავლე. გუ---- ლა----–---სა და ოდ-–--- ლა----–---ს უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ჰქონიათ ნორმალური, მამა-შვილური ურთიერთობა;

 

14. ოდ-–--- ლა----–---ს და ნ----- გა----–-ას შორის მწვავე, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა (ტომი 1; შემაკავებელი ორდერი N015355, 15/06/2017წ; ს.ფ.67; შემაკავებელი ორდერი N015457, 15/08/2017წ; ს.ფ. 68; გადაწყვეტილება დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ; ს.ფ.142-148; ს.ფ.251; შემაკავებელი ორდერი 009431, 30/03/2018 წ);

 

15. თბ--–---ს სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ, 2017 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი N23660 დასკვნის თანახმად, თბ--–---ს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, 2017 წლის 03 ოქტომბერს, ჩაირიცხა არასრულწლოვანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი - გუ----ი ლა----–---, კანონიერი წარმომადგენლის - ნ----- გა----–-ას წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვან გუ---- ლა----–---სთან გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ მას არ უნდა მამასთან ურთიერთობა და ეშიანია მისი. ნ----- გა----–-ას ოჯახში არის შესანიშნავი პირობები ბავშვის აღზრდა განვითარებისათვის. ბავშვს აქვს ცალკე სათამაშო ოთახი. ცალკე საძინებელი დედასთან ერთად. ჩატარებული აქვს ასაკობრივი პროფილაქტიკური აცრები. მისი ფსიქო-მოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს. ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს ბავშვზე. ნ----- გა----–-ა მუშაობს ბანკში. იგი სრულიად უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებს (ტომი 1; ს.ფ. 92; 11.10.2017 წლის N23660 დასკვნა);

 

16. სასამართლო განჩინების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხორუწყუს რაიონული განყოფილების სოფიალური მუშაკის მიერ, 2017 წლის 15 ნოემბერს, განხორციელდა ვიზიტი სოფ. ნ---------ოში, ოდ-–--- ლა----–---ს ოჯახში.

 

ჩხორუწყუს რაიონული განყოფილების სოფიალური მუშაკის მიერ, 2017 წლის 20 ნოემბერს შედგენილი N-710 დასკვნის თანახმად, ოდ-–--- ლა----–---ს ოჯახი ცხოვრობს სოფ.ნ---------ოში, ორსართულიან კაპიტალურად ნაგებ სახლში, სადაც არის 9 ოთახი: ორი მისაღები, სამზარეულო, 6 საძინებელი, კეთილმოწყობილი აბაზანა. ოთახები მოწყობილია შესაბამისი ავეჯით, საცხოვრებელი კარგ მდგომარეობაშია, დაცულია წვიმის, ქარისა და დიდთოვლობის დროს. ჰიგიენური მდგომარეობა დაცულია. ოჯახის შემოსავალს შეადგენს ოდ-–---ის კერძო საქმიანობა, სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციიდან 600-700 ლარი, კოოპერატივი ,,ნ---------ოდან“ 600 ლარი, სეზონზე აქვთ 1,5ტ თხილი.

 

სოციალური მუშაკის ვიზიტისას, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ოდ-–--- ლა----–---ს ახლობლები და მეზობლები, მას ახასიათებენ დადებითად: რომლებმაც იცის უფროს-უმცროსი, ,,კაცობის ეტალონად’’ მოიხსენიებენ, სიტყვის პატრონად, მას არ უყვარს ტყუილები, არის მეგობრული, მისთვის მთავარი არაა ადამიანის სოციალური მდგომარეობა, ის ნაკლებად ეტანება ალკოჰოლურ სასმელს, სიმთვრალეში არ ხასიათდება ფიცხი ხასიათით.

 

სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ბავშვის მიმართ ო. ლა----–--- და დედამისი, გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს. არასრულწლოვანს მამისეულ სახლში აქვს საკუთარი ოთახი, ასევე ერთი ოთახი, სადაც მხოლოდ მისი სათამაშოები ალაგია. ოჯახს ჰყავს დიდი თანადგომის ქსელი, რომლებიც უწევენ ფსიქოემოციურ მხარდაჭერას და ოჯახს მხარში უდგანან.

 

დასკვნის თანახმად, სოციალურ მუშაკს მიზანშეწინილად მიაჩნია, მიუხედავად ყოფილი ცოლ-ქმრის დაძაბული ურთიერთობისა, ბავშვს ორივე მშობელთან ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რაც აუცილებელია გუ---- ლა----–---ს სრულფასოვანი განვითარებისათვის (ტომი 1; ს.ფ. 95-96; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა N-710, 20/11/2017წ);

 

17. ჩხ------–---- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 17.11.2017 წელს გაცემული N06/2763 დახასიათების თანახმად, ოდ-–--- ლა----–--- მუშაობს შპს სამშენებლო საპროექტო ,,ინჟპრპროექტმშენში“ დირექტორად, ახლობლებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან სარგებლობს კარგი ავტორირეტით. სოფელში იცნობენ, როგორც კარგი რეპუტაციის ახალგაზრდას. ჩხ------–---- მუნიციპალიტეტის მერია ოდ-–--- ლა----–---ს ახასიათებს დადებითად (ტომი 1; ს.ფ. 97; 17/11/2017 წლის დახასიათება N06/2763);

 

18. თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ----- გა----–-ას განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აეკრძალა ოდ-–--- ლა----–---ს დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნ----- გა----–-ასათვის, მათ შორის მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც შეიძლება გა----–-ა იმყოფებოდეს, 50 მეტრის რადიუსში მიახლოება და კონტაქტი. ამასთან, აეკრძალა ოდ-–--- ლა----–---ს დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნ----- გა----–-ასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა, სიტყვიერი, ფიზიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური შეურაცმყოფა, მათ შორის, მუქარა, იძულების გამოყენება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება. დანარჩენ ნაწილში (იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა დამცავი ორდერის გამოცემას გუ---- ლა----–---ს მიმართ) განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით (ტომი 1; ს.ფ. 142-148; თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18/10/2017 წლის გადაწყვეტილება);

 

19. თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს, როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს, დაევალა N2/24770-17 საქმეში ფსიქოლოგ ნანა პარწიკანაშვილის ჩართვა, და მისთვის შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემა (ტომი 1; ს.ფ. 254-257).

 

20. თბ--–---ს სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლელა პარწიკაშვილის 07.08.2018 წლის მოხსენებითი ბარათით, ფსიქოლოგმა სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაიწყო საქმეზე მუშაობა, განხორციელდა არასრულწლოვანის მშობლების ოთარ ლა----–---ს და ნ----- გა----–-ას ვიზიტები. თვითონ არასრულწლოვანის გუ---- ლა----–---ს ვიზიტი კი 2018 წლის 06 აგვისტოს დაიგეგმა, რაც შეთანხმებულ იქნა ბავშვის დედასთან. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ნ----- გა----–-ამ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან ვიზიტების შესახებ ინფორმირების შედეგად ძალიან გაღიზიანდა და კატეგორიული უარი განაცხადა ვიზიტებზე. მცდელობის მიუხედავად, მისი დათანხმება ვერ მოახერხა (ტომი 1; ს.ფ. 284; 07.08.2018 წლის მოხსენებითი ბარათი);

 

21. თბ--–---ს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასების 04/05/2018წ მიხედვით, გუ---- ლა----–---ს აქვს კარგი კოგნიტური უნარ-ჩვევები, კოოპერატიულობის მაღალი ხარისხი, ადაპტაციის უნარ-ჩვევები, ზრდა-განვითარებისა და ფსიქიკური პროცესების მხრივ დევიაცია არ აღინიშნება. თერაპიის პროცესში მეგობრულია, სერიოზული, ჩართულია მოტივაციით, არის პოზიტიური. სოციალური მუშაკის კითხვებს: ეშინია თუ არა მამის - პასუხობს რომ არა, ხოლო კითხვას წაყვება თუ არა მამას ბაღიდან - პასუხობს რომ არა. გუ---- ლა----–--- მშვიდია, უსაფრთხოების განცდა აღსდგა, იცის, რომ საკუთარი სურვილის გარეშე მას არავინ წაიყვანს - რეკომენდირებულია ატრავმული გარემო (ტომი 1; ს.ფ. 2-2; 04/05/2018 წლის ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასება);

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის რეკომენდაციით, რომელიც ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას, ბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების კონფლიქტის ნახვისგან. არასრულწლოვანი ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამამ გაუყიდა ბინა, გაუუქმა პასპორტი, აბრაზებს დედას, 6 წლის ბავშვისათვის ამგვარი საკითხების ცოდნა-მიუღებელია. გუ---- ლა----–---ს არ ახსოვს, არ იცის მამასთან ურთიერთობა, მაგრამ მას არც რაიმე სახის უარყოფითი ფაქტი გაუხსენებია. სავარაუდოა, რომ ამჟამად მამის ნახვაზე უარის თქმის მიზეზი მშობლებს შორის კონფლიქტური ურთიერთობაა (ტომი 1; ს.ფ. 324-346; სხდომის ოქმი; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის მოსაზრება);

 

23. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, მოსარჩელესა და გუ---- ლა----–---ს შორის ამ ეტაპზე რაიმე კონტაქტის არარსებობის გათვალისწინებით, ურთიერთობის აღდგენისა და შეგუება-შეჩვევის მიზნით, პირველი სამი თვე შეუძლებელი იყო საუბარი ღამე დარჩენასთან დაკავშირებით (ამ ნაწილში, მოსარჩელე მხარის მიერ გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული). თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებული გრაფიკით, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

24. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი (მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება) და 1202-ე მუხლი (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები).

 

25. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება, არ უნდა შეეზღუდოს.

 

2-. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრულ წესსა და პირობებს, სახელდობრ, მისი ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს მოსარჩელე მხარისათვის ბავშვის მონახულების ამკრძალავი გარემოებები, ამასთან, ყოველი კვირის შაბათს და კვირას დღის 10 საათიდან 18 საათამდე არასრულწლოვანი შვილის წაყვანა, ხოლო, შემდეგ, ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესი დამთავრების შემდეგ, მისი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანა და მხოლოდ კვირას 20 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობისათვის.

 

27. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ოდ-–--- ლა----–---მ დედის, ნ----- გა----–-ას ნებართვის გარეშე წაიყვანა შვილი თავისთან, თუმცა, მასთან ყოფნის 2 დღის განმავლობაში ფაქტი ბავშვის მიმართ საფრთხისშემცველი ქცევისა არ დაფიქსირებულა. რაიმე უარყოფით გარემოებას ვერ იხსენებს გასაუბრებისას ვერც გუ---- ლა----–---. არასრულწლოვანის წაყვანის დროს მამას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული რაიმე სახის აქტით, არ ჰქონია შეზღუდული შვილთან მიახლოვება და მასთან ყოფნა.

 

პალატა მიუთითებს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, ნ----- გა----–-ას განცხადება რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა დამცავი ორდერის გამოცემას გუ---- ლა----–---ს მიმართ, არ დაკმაყოფილდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებთ. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. დამცავი ორდერის გამოცემისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის გათვალისიწნებით, რომ ზიანი არ მისდგომოდა გ. ლა----–---ს ფსიქიკას, მის მომავალ განვითარებას, არ არსებობდა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემისა და ო. ლა----–---სათვის შვილთან მიახლოების აკრძალვის საფუძველი.

 

ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელე შვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ის შემჩნეული არ არის ისეთ საქმიანობაში, რაც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის აღზრდა - ანვითარებას და სამართლებრივი გზებით იბრძვის ბავშვთან ურთიერთობის უფლების რეალიზაციისათვის. პალატა ასევე მიუთითებს ჩხორუწყუს რაიონული განყოფილების სოფიალური მუშაკის 2017 წლის 20 ნოემბრის N-710 დასკვნაზე, ასევე, ჩხ------–---- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 17.11.2017 წელს გაცემულ N06/2763 დახასიათებაზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელე მხარე ხასიათდება დადებითად.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბ--–---ს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ფსიქოლოგის 04/05/2018 წლის დასკვნა/შეფასებაზე, სადაც არასრულწლოვანმა სოციალური მუშაკის იმ კითხვას, ეშინია თუ არა მამის - უპასუხა, რომ არა. სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის განმარტებით, რომელიც ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას (საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში), გუ---- ლა----–---მ არ იცის მამასთან ურთიერთობა, მაგრამ არც რაიმე სახის უარყოფით ფაქტს მასთან ურთიერთობიდან ვერ იხსენებს, გარდა იმისა, რაც ბავშვმა გადმოცემით იცის დედისგან (მამამ გაუყიდა სახლი, არ ზრუნავს მათზე და სხვა). მნიშვნელოვანია ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი შეესწრო კონფლიქტს, რამაც დააზიანა მისი ფსიქიკა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ აღნიშნული დამოკიდებულია დედის ხელშეწყობაზე.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი გუ---- ლა----–---ს ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან. პალატას მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე მოპასუხემ მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, ოდ-–--- ლა----–---ს უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.

 

28. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 1199-ე (მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს) მუხლის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი, შესაძლოა აღმოჩნდეს საზიანო ბავშვის ინტერესებისთვის.

 

29. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს როგორც საქმეში წარმოდგენილ სოციალური მუშაკების დასკვნებზე და ფსიქოლოგის ახსნა-განმარტებებზე, ასევე, საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტომბრივ გარემოებებზე, რომ ამჟამად, არასრულწლოვანი არის სკოლის მოსწავლე, რომელის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია, მოპასუხე მხარის, დედის, საცხოვრებელი ადგილი, მდებარე, ქ. თბილისში, სა------ გ----- N1----, ბინა 4. რაც შეეხება მოსარჩელე ოდ-–--- ლა----–---ს, მას ამჟამად საცხოვრებელი ადგილი, ქ. თბილისში, არ გააჩნია. მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია, ჩხ------–---- რაიონის, სოფ. ნ---------ოში, რომელიც დაახლოების 300 კილომეტრით დაშორებული ქ. თბ--–---დან. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული დროით (პირველი - სამი თვე: ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10 საათიდან 18 საათამდე, სამი თვის შემდეგ (შესაძლოა მანამდეც) არასრულწლოვანი გუ---- ლა----–---ს, მამასთან დარჩენის სურვილის შემთხვევაში, შვილის, ყოველი თვის, ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, მისი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და კვირას 20 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით) ბავშვის მამასთან ყოფნა, საზიანო იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის, კერძოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი, რომ ისეთ ვითარებში, როდესაც, მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10 საათიდან 18 საათამდე, სად უნდა იმყოფებოდეს არასრულწლოვანი ბავშვი, კერძოდ, სად უნდა წაიყვანოს ბავშვი ოდ-–--- ლა----–---მ მისითვის მინიჭებული უფლების ფარგლებში, მაშინ, როდესაც, არასრულწლოვანს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რაც გამოიხატება: ჰიგიენის ნორმების დაცვაში, დასვენებაში, შესაბამის დროს ჭამაში და ა.შ.

 

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ გუ----ი ლა----–--- არის სკოლის მოსწავლე, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლისათვის შესაბამისი მომზადება, რასაც ამ მოცემულობაში, მოსარჩელე მხარე ვერ შეძლებს, ვინაიდან, მას ქ. თბილისში, საცოხვრებელი ადგილი არ გააჩნია, ხოლო, რაც შეეხება მის საცხოვრებელ ადგილის დაშორებას ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან, 6 წლის ბავშვისთვის რთული იქნება გაუძლოს დღის განმავლობაში, მრავალსაათიან მოგზაურობას ჩხ------–---- მიმართულებით.

 

ამასთან, პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელესათვის გამოყოფილი დრო ზღუდავს ბავშვის ინტეგრირებას მის მეგობრებთან, ვინაიდან, შაბათი და კვირა არის ისეთი დღეები, როდესაც სასწავლო დღეებით გადაღლილი ბავშვი შეიძლება დაკავდეს საყვარელი საქმიანობითა, თანატოლებთან თამაშით თუ მათი დაბადების დღეებზე სიარულით, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში.

 

30. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

30.1. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი).

 

მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (შდრ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.02.2016).

 

31. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ).

 

32. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.

 

შესაბამისად, სასამართლო ბავშვის, გუ---- ლა----–---ს საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის ყოველდღიური რეჟიმის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ ოდ-–--- ლა----–---ს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 2- დეკემბერს დაბადებულ გუ---- ლა----–---სთან (პ/ნ 48001000566) უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბავშვის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და 15:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, ოთხ-ოთხი საათით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ან ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით დღის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის წაყვანის უფლებით და 15:00 საათზე ან მხარეთა შეთანხმებულ დროს დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, რვა-რვა საათით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით დღის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის წაყვანის უფლებით და 18:00 საათზე ან მხარეთა შეთანხმებულ დროს დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლისა და 6 თვის შემდეგ, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, რვა-რვა საათით, 10:00 საათიდან ბავშვის წაყვანის უფლებით და 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით. ამასთან, ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, თვეში ორჯერ, შაბათ-კვირა დღეს, შაბათი დღის 10:00 საათიდან ბავშვის წაყვანის უფლებით, კვირა დღის 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით.

ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში, ბავშვის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით 3.1. – 3.4. პუნქტებით დადგენილი განრიგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით;

 

პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მითითებული გრაფიკით მშობლის (მამის) ურთიერთობის განსაზღვრა, არ მიაყენებს ზიანს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

 

33. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

35. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ოდიშერ ლა----–---ს ნ----- გა----–-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50.00 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----- გა----–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 2; 2.1; 2.2; 2.3 პუნქტები) და ამ ნაწილში, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ოდ-–--- ლა----–---ს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 2- დეკემბერს დაბადებულ გუ---- ლა----–---სთან (პ/ნ 48001000566) განისაზღვროს შემდეგნაირად:

 

3.1. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბავშვის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და 15:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

 

3.2. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, ოთხ-ოთხი საათით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ან ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით დღის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის წაყვანის უფლებით და 15:00 საათზე ან მხარეთა შეთანხმებულ დროს დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

 

3.3. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, რვა-რვა საათით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით დღის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის წაყვანის უფლებით და 18:00 საათზე ან მხარეთა შეთანხმებულ დროს დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

 

3.4. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლისა და 6 თვის შემდეგ, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, რვა-რვა საათით, 10:00 საათიდან ბავშვის წაყვანის უფლებით და 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით. ამასთან, ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, თვეში ორჯერ, შაბათ-კვირა დღეს, შაბათი დღის 10:00 საათიდან ბავშვის წაყვანის უფლებით, კვირა დღის 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

 

3.5. ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში, ბავშვის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით 3.1. – 3.4. პუნქტებით დადგენილი განრიგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით;

 

4. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

 

5. სასამართლო ხარჯები განაწილდეს პროპორციულად და ოდ-–--- ლა----–---ს ნ----- გა----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გელა ქირია

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ლევან გვარამია