განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
010210018002720736
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002720736

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-678-2019 29 ოქტომბერი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლაურა მიქავა

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შ----- ქ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე-- ტ--–--–-–---–-

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ე-- ტ--–--–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; - მოპასუხე შ----- ქ-------ს (პ/ნ.: 6----------) დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის გ------- ქ-------- (პ/ნ 0---------- დაბ. 2----–-–------------–-) სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, 2018 წლის 13 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე; - მოპასუხე შ----- ქ-------ს (პ/ნ.: 6----------) დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის ნ----–- ქ-------- (დაბ. 2----–-–------------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, 2018 წლის 13 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე; - მოპასუხე შ----- ქ-------ს (პ/ნ.: 6----------) დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის მ------ ქ-------- (პ/ნ 0---------- დაბ. 2----–-–----------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, 2018 წლის 13 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე; - მოპასუხე შ----- ქ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 540 ლარის ოდენობით; გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი - შ----- ქ-------- საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; - ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის13 ნოემბერს ე-- ტ--–--–-–---–-ს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შ----- ქ-------- მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე; 2.2. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლიდან 2010 წლამდე მოპასუხე შ----- ქ-------სთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2010 წლის 03 ნოემბერს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით და მას შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქორწინების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: გ------- ქ------- (პ/ნ 0----------, დაბ. 2----–-–------------–-), ნ----–- ქ------- (დაბ. 2----–-–------------------ და მ------ ქ------- (პ/ნ 0---------- დაბ. 2----–-–----------------). მოსარჩელის განმარტებით არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მასთან და მათზე ზრუნავს თვითონ. მოპასუხე შ----- ქ-------ს კი ამჟამად აქვს სამუშაო, იგი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, თუმცა მონაწილეობას არ ღებულობს შვილების აღზრდაში; 2.3. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხე შ----- ქ-------ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების, გ------- ქ-------- (დაბ.2----–-–------------–-), ნ----–- ქ-------- (დაბ. 2----–-–------------------) და მ------ ქ-------- (დაბ. 2----–-–----------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად თითოეულისათვის 500 -500 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. სარჩელი და თანდართული მასალები მოსარჩელის მიერ მოპასუხე შ----- ქ-------ს ჩაჰბარდა 2018 წლის 25 დეკემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მ----- მ----------- (დედა) პირადი ხელმოწერით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-75 მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს აღნიშნული გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე თავის მოსაზრებებთან ერთად წარმოედგინა სასამართლოსათვის სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ წარმოუდგენია. ამასთან, მოპასუხეს არ უცნობებია სასამართლოსათვის მის მიერ შესაგებელის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის მიზეზების შესახებ; 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად კი მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; 2.6. სასამართლო გაეცნო რა სასარჩელო განცხადებას და საქმის მასალებს, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით, მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, დაკმაყოფილდეს ე-- ტ--–--–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე შ----- ქ-------ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების, გ------- ქ--------, ნ----–- ქ-------- და მ------ ქ-------- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 500-500 ლარის ოდენობით 2018 წლის 13 ნოემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. ასევე შ----- ქ-------ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 540 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში და შემდეგ განჩინებაში რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მითითებულია რომ თითქოს სარჩელის ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით მოპასუხეს და მან არ წარმოადგინა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი, აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა. სასამართლომ საერთოდ არ განიხილა საჩივარი, არ შეაფასა საჩივარში მითითებული გარემოებები, საერთოდ არ იმსჯელა მასზე; 3.2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უნდა გაუქმდეს იმის გამო, რომ მოპასუხე მხარეს არ ჩაბარებია სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, მოსარჩელემ ხელზე ჩაუტანა მოპასუხის დედას ქუთაისში არა მოპასუხის მისამართზე, არამედ სულ სხვა მისამართზე და მოტყუებით გზავნილის ფურცელს მოაწერინა ხელი, ისე რომ სარჩელისა და თანდართუი მასალების ასლები მისთვისაც არ დაუტოვებია; 3.3. სარჩელის წარდგენის დროს მოსარჩელე მხარე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს მოპასუხის მისამართი სწორად და გაუგზავნოს სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები. მისამართზე გაგზავნა უნდა განხორციელდეს 70-78-ე მუხლების დადგენილი წესით. თუ ადრესატი არ დახვდება მისამართზე შეტყობინების ჩაბარება უნდა მოხდეს ოჯახის სრულწლოვან წევრზე. საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარე ცხოვრობს ქალაქ თბილისში, სადაც უშუალოდ ნამყოფია მოსარჩელე მხარე და ძალიან კარგად იცოდა ეს მისამართი, და მეორე მისამართი ქუთაისი ავტომშენებლის ქუჩა, რომელიც ასევე ძალიან კარგად იცოდა მოსარჩელე მხარემ, თუმცა მან ეს მისამართები დამალა და შეგნებულად არასწორი მისამართი მიუთითა სარჩელში, რათა არ მომხდარიყო მოპასუხისათვის შეტყობინების ჩაბარება; 3.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ასევე არ შეიძლება იმ შემთხვევაშიც თუ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. საჩივარში მითითებული იყო, რომ სამიდან ერთი შვილი იზრდებოდა ბებიასთან ქ.ქუთაისში, სასამართლომ კი იმ შვილზე, რომელიც მოპასუხის დედასთან ქ.ქუთაისში იზრდება ალიმენტის გადახდა დედის სასარგებლოდ დააკისრა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ მოსასრჩელემ მოპასუხის მისამართად სარჩელში მიუთითა ქ--------------------–-----–------------------. (იხ. სარჩელი, ს/ფ 1-14). 4.2. დადგენილია, რომ სსკ-ის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელ ჯ--–--- ა-------–---- ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით და სასამართლო გზავნილი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს დაევალა გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წამმოდგენა. (იხ. გზავნილი, ხელწერილი, აქტი, ს/ფ 25,26,28); 4.3. დადგენილია, რომ 08.01.2019წ. მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯ--–--- არობელიძემ სასამართლოში წარადგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელზეც მითითებულია, რომ 25.12.2018წ. სასამართლო გზავნილი (სარჩელი) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ჩაიბარა შ----- ქ-------- დედამ - მ----- მ-----------. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადრესატის მიერ ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერა განხორციელდა სარჩელის ასლის პირველ გვერდზე შესაბამისი მინაწერით და არა სარჩელზე თანდართულ გზავნილზე, რომლის მეშვეობით ჩამბარებელ პირს განემარტება სასამართლოში შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის შედეგები. როგორც წესი ადრესატისათვის გზავნილის ხელზე ჩაბარების შემთხვევაში, უნდა ჩანდეს, რომ ,,ჩაბარება’’ განხორციელებულია სრულყოფილად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასეთ შემთხვევაში ჩაბარების დამადასტურებელი ხელმოწერა ხორციელდება სწორედ გზავნილის იმ ეგზემლიარზე (ასლზე) რომელიც სასამართლოს უბრუნდება და რომლის მეშვეობით მოპასუხე მხარეს გარკვევით განემარტება საპროცესო მოქმედების - შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობა და მისი წარუდგენლ;ობის სამართლებრივი შედეგების შესახებ; (იხ. განცხადება, სარჩელი, ს/ფ 29-30); 4.4. დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე შ----- ქ-------ს გაეგზავნა ქ--------------------–-----–-------------------ში, რაც ასევე ჩაბარდა მოპასუხის დედას - მ----- მ---------ეს. (იხ. გზავნილი, უკუგზავნილი, ს/ფ 37-38); 4.5. შ----- ქ-------- მიერ წარმოდგენილი ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 12.04.2019წ. საინფორმაციო ბარათის თანახმად, მისი რეგისტრაციის ადგილია ქ------–----------–-----–---------------------. მოპასუხის მითითებით, ის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დღეის მდგომარეობითაც. (იხ. საინფორმაციო ბარათი, ს/ფ 46-50); 4.6. შ----- ქ-------- მიერ წარმოდგენილი 16.05.2019წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მონაცემების თანახმად, მისი მისამართია ქ------–----------–-----–---------------------. (იხ. საინფორმაციო ბარათი, ს/ფ 70-71); 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის; 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას; 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს; 4.11. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; 4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით; 4.13. აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო უწყება მოპასუხეს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ცხოვრობს ქ------–----------–-----–---------------------, ხოლო სარჩელი თანდართული მასალებით გაიგზავნა ქ--------------------–-----–-------------------ში. ამდენად, ირკვევა, რომ გზავნილი არ ჩაბარებია მოსარჩელესთან მცხოვრებ ოჯახის წევრს, რაც ვერ ჩაითვლება გზავნილის კანონით დადგენილი წესით ადრესატისათვის ჩაბარებად; 4.14. ამასთან, პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ჩაბარება არ არის განხორციელებული სასამართლოს მიერ გადაცემული გზავნილის შესაბამის ეგზემპლარზე, რომელზეც ხელმოწერილი დოლუმენტი უნდა დაბრუნებოდა სასამართლოს და სადაც განმარტებულია შესაგებლის წარდგენის ვადა და მისი დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შედეგები. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო სათანადო წესით ჩაბარებად მიიჩნევდა წარმოდგენილ ჩაბარებას, მოპასუხე არ იყო ინფორმირებული შესაგებლის წარმოდგენის ვადისა და წარმოუდგენლობის შედეგების შესახებ, რაც ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; 4.15. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორად გამოიტანა და იგი უნდა გაუქმდეს. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შ----- ქ-------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ----- ქ-------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან;

 

3. სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: ლაურა მიქავა