განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002682284
საქმე №1/ბ-763-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ---- თ---–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–----------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---- თ---–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვარში, საღამოს საათებში, ქ---------–------------------------------------------------------–- მდებარე სახლში, გ---- თ---–--–---–მა იძალადა მეუღლეზე _ ლ--–- ც---------–---–ზე (მკლავებზე მოუჭირა ხელი და დაარტყა ფეხი). ძალადობის შედეგად ლ--–- ც---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 25 თებერვალს, ღამის საათებში, ქ---------–------------------------------------------------------–- მდებარე სახლში, გ---- თ---–--–---–მა იძალადა მეუღლეზე _ ლ--–- ც---------–---–ზე (სახეში გაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ლ--–- ც---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 30 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ---------–----------–---–----------- მდებარე მიწის ნაკვეთში ყოფნისას, გ---- თ---–--–---–მა იძალადა მეუღლეზე _ ლ--–- ც---------–---–ზე (სახეში გაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ლ--–- ც---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო გ---- თ---–--–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
გ---- თ---–--–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 25 თებერვლის და 2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
გ---- თ---–--–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, შესაბამისად, ყადაღა უნდა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ყადაღადადებულ, გ---- თ---–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების 6000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების წილს, მდებარე ქ---------–----------------------------------ში (საკადასტრო კოდი 0------------------).
გამართლებულ გ---- თ---–--–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ---------------ემ, რომელმაც ითხოვა გ---- თ---–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სამ ეპიზოდში.
აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ლ--–- ც---------–---–მა, ასევე მოწმეებმა _ ი-------–--–---–მა, მ------ თ---–--–---–მა, ქ--------- თ---–--–---–მა და ლ------ თ---–--–---–მა სასამართლო პროცესზე ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულში ამხელდა მათ ახლო ნათესავს _ გ---- თ---–--–---–ს, საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ლ--–- ც---------–---–ის განცხადებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, დაზარალებულმა ლ--–- ც---------–---–მა ექსპერტ გ--------------ეს განუმარტა, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს, მას თავისმა მეუღლემ _ გ---- თ---–--–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; შემაკავებელი ორდერით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტომასალით, სადაც ლ--–- ც---------–---–ი მიუთითებს გ---- თ---–--–---–ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ადგილს, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ---- თ---–--–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტები.
გამართლებულმა გ---- თ---–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ---- თ---–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ---- თ---–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულმა ლ--–- ც---------–---–მა და გამოძიების ეტაპზე გამოკითხულმა ყველა მოწმემ _ მ------ თ---–--–---–მა, ქ--------- თ---–--–---–მა, ლ------ თ---–--–---–მა და ი-------–--–---–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის _ გ---- თ---–--–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თავად ბრალდებულმა გ---- თ---–--–---–მა საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ--–- ც---------–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გ---- თ---–--–---–ის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, აღნიშნული არ გამოიწვევდა ლ--–- ც---------–---–ის ტანჯვას.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს გ---- თ---–--–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა გ---- თ---–--–---–ის მიერ თავისი მეუღლის, ლ--–- ც---------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ---- თ---–--–---–ისათვის წარდგენილი ბრალდება ეფუძნებოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ ლ--–- ცქფურიშვილის გამოკითხვის ოქმს, რომელიც ძალადობაში ამხელდა გ---- თ---–--–---–ს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ლ--–- ც---------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი გამოკითხვის ოქმი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ---- თ---–--–---–ის მიერ 2018 წლის იანვრის თვეში, 2018 წლის 25 თებერვალს და 2018 წლის 30 აგვისტოს ლ--–- ც---------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გ---- თ---–--–---–ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ---- თ---–--–---–ის მიმართ 2019 წლის 25 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლ--–-დ, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი გ---- თ---–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ---- თ---–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის იანვრის თვის, 2018 წლის 25 თებერვლის და 2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდები) და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ---- თ---–--–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას გ---- თ---–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების 6000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების წილს, მდებარე ქ---------–----------------------------------ში (საკადასტრო კოდი 0------------------).
5.გამართლებულ გ---- თ---–--–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/