განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2019
საქმის ნომერი
080100119002909884
ინსტანცია
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002909884

საქმე №1/ბ-759-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- კ----–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის წ---–--------------------------–------–--–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-–---–-------–------------------------------–--–--, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი :

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- კ----–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს საათებში, წ---–-------–--------------–-------------–- მდებარე ს------------- „-----------–--–-“, გ------- კ----–----ემ იძალადა მეუღლეზე _ ნ----- კ-----–---ზე, კერძოდ, მოქაჩა მას თმებში და ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო გ------- კ----–----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

 

გ------- კ----–----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

გ------- კ----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეთ გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და ყადაღა უნდა მოეხსნას ა------ კ----–----ის (პ/ნ 5----------), გ---–-- კ----–----ის (პ/ნ 5----------), ე-–------ კ----–----ის (5----------), ზ--- კ----–----ის (პ/ნ 5----------) და ი-----–- კ----–----ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებულ 4001 მ2 მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: 2-----------), მდებარეს წ---–--------------------------–------–--–-.

 

გამართლებულ გ------- კ----–----ეს, განემარტა რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელმაც ითხოვა გ------- კ----–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: გამომძიებელ თ---------- ლ---------ის, ინსპექტორ-გამომძიებლების _ გ------- ა-----ის და დ----- ნ------ის ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ------- კ----–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

გამართლებულ გ------- კ----–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ნ----–------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ------- კ----–----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ------- კ----–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ნ----- კ-----–---მა (ბრალდებულის მეუღლე) და მოწმე ნიკა კ----–----ემ (ბრალდებულის შვილი) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს გ------- კ----–----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შ---–---–-------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, თ---------- ლ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათისთვის, 112-დან მიიღო შეტყობინება, რომ ს------------- „-----------–--–-” ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის კონფლიქტს. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ოპერატიული ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ გაესაუბრნენ დაზარალებულს და შემდეგ ადგილზევე დააკავეს ბრალდებული. მოწმის განმარტებით, მან გამოჰკითხა დაზარალებული ნ----- კ-----–---ი, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ მას ყელში წაუჭირა ხელი და თმებში მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულს ყელზე ემჩნეოდა ხელის კვალი.

 

მოწმე გ------- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ---–---–-------------------–-------------–--–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 18 თებერვალს შემოვლას აწარმოებდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ნ------ესთან ერთად, რა დროსაც სამმართველოს მორიგემ აცნობა, რომ წყალტუბოში, ს------------- „-----------–--დან“ იყო შესული შეტყობინება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულებს გ------- კ----–----ის მეუღლემ, ნ----- კ-----–---მა განუცხადათ, რომ მათ შორის მოხდა შელაპარაკება და მის მიმართ მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნ----- კ-----–---ს კისერზე ემჩნეოდა პატარა ნაკაწრი და გ------- კ----–----ეც აღიარებდა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი.

 

იგივე ფატქობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შ---–---–-------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- ნ------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას გ------- კ----–----ე დახვდათ ოთახში გამათბობელთან დამჯდარი, ხოლო მისი მეუღლე, ნ----- კ-----–---ი იმყოფებოდა გვერდით ოთახში. ამ უკანასკნელმა განუცხადათ, რომ ის იმყოფებოდა ქ.თბილისში და სახლში დაბრუნება შეაგვიანდა, რის გამოც მეუღლე სწვდა ყელში და ახრჩობდა. მათი მისვლის დროს კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო.

 

თავად ბრალდებულმა გ------- კ----–----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ისარგებლა დუმილის უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ----- კ-----–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს გ------- კ----–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა გ------- კ----–----ის მიერ თავისი მეუღლის, ნ----- კ-----–---ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------- კ----–----ისათვის წარდგენილი ბრალდება ეფუძნებოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ ნ----- კ-----–---ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც ამხელდა გ------- კ----–----ეს ძალადობაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნ----- კ----–----ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი გამოკითხვის ოქმი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ------- კ----–----ის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს ნ----- კ-----–---ის მიმართ ძალადობის განხორციელებას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების _ თ---------- ლ---------ის, გ------- ა-----ის და დ----- ნ------ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ნ----- კ-----–---ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ ნ----- კ-----–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანებების გ------- კ----–----ის მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ნ----- კ-----–---მა გ------- კ----–----ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გ------- კ----–----ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ------- კ----–----ის მიმართ 2019 წლის 30 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი გ------- კ----–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ------- კ----–----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- კ----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ყადაღა მოეხსნას გირაოს სახით შეტანილ, ა------ კ----–----ის (პ/ნ 5----------), გ---–-- კ----–----ის (პ/ნ 5----------), ე-–------ კ----–----ის (5----------), ზ--- კ----–----ის (პ/ნ 5----------) და ი-----–- კ----–----ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას _ წ---–--------------------------–------–--–- მდებარე 4001 მ2 მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: 2-----------).

 

5.გამართლებულ გ------- კ----–----ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/