განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100113229526
საქმე №1/ბ-740-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ა----ს ძე ბ---–----ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 04 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ფ----, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ლ------------ის ქ. #105.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
დ----- ბ---–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა 1. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; 2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2013 წლის 12 მარტს, ქ. ბათუმში, ლ------------ის ქ. N105-ში, დ----- ბ---–----ემ ხ---- დ--------–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. 2013 წლის 12 მარტს, ქ. ბათუმში, ლ------------ის ქ. N105-ში, დ----- ბ---–----ემ, თ-----ა ბ------ეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დ----- ბ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დ----- ბ---–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით, დ----- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ------ კ---–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ----- ბ---–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით(2013 წლის 12 მარტს მოქმედი რედაქცია) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: ბარლდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულია დ----- ბ---–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულები არიან ხ---- დ--------–---–ი, ა---------– მ-----–--ე და ე----- ბ------ე, რომლებიც არიან თვითმხილველი პირები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ამასთან, გამოქვეყნებული იქნა დაზარალებულის აწ. გარდაცვლილი თ-----ა ბ------ის ჩვენება, რომელიც შესაბამისობაშია სხვა მტკიცებულებებთან და ცალსახად ადასტურებენ დ----- ბ---–----ის მიერ სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშულის ჩადენის ფაქტს. ასევე საქმის განხილვისას გამოკვლეული იქნა თ----- ბ------ის მიმართ ჩატარებული სამედიციო ექსპერტიზის დასკვანა და დაიკითხა ექსპერტი ღ-------- უ-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები.
აპელანტი - მსჯავრდებული დ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გაარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ეყრდნობა მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. ხ---- დ--------–---–ის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები და მიცემული ჩვენებები სრულ წინააღმდეგობაშია არამხოლოდ რეალურ ფაქტებთან, არამედ ერთმანეთთანაც. მან ხელოვნურად შეცვალა გარემოებები და სხვადასხვანაირად აღწერს ფაქტებს. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ხ---- დ--------–---–ის დედის ე----- ბ------ის ჩვენებების უზუსტობებიც. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები- სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ ხ---- დ--------–---–ის და მოწმეთა ჩვენებები არ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და მათ საფუძველზე სასამართლოს მიერ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არის უკანონო.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს დ----- ბ---–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ხ---- დ--------–---–ის ჩვენების თანახმად, 2013 წლის 11 მარტს სამსახურის დასრულების შემდეგ მეზობლად მცხოვრებ დ----- ბ---–----ესთან და მის მეგობრებთან ერთად დალია ლუდი. შემდეგ ტელეფონზე ჩასარიცხად გავიდა ლ------------ის ქუჩაზე. დ----- ბ---–----ეს ვიღაც სხვასთან მოუვიდა შელაპარაკება. რაც მოწმის განმარტებით შეამჩნია მისმა დედამ ე----- ტ--–----ემ უთხრა რომ გაყოლოდა სახლში რაზედაც დაეთანხმა დედას და წაყვა სახლში, ხოლო დ----- და ბიჭები იქ დატოვა. მოწმის დ. დ--------–---–ის განმარტებით ის სახლში აღარ შესულა და ყავის დასალევად გადავიდა მეზობელთან ე--- ე-------თან. შემდეგ გარედან შემოესმა ყვირილის ხმა, გაიხედა გარეთ და დაინახა, რომ დედამის ეკამათებოდა დ----- ბ---–----ე, სიტუაცის გასარკვევად ჩავიდა კიბეებზე, თუმცა მოულოდნელად დ-----მა მას სახეში ჩაარტყა ქვა და მიღებული ტკივილის გამო ჩაიკეცა, რა დროსაც დ----- ბ---–----ემ და თანხლებმა პირებმა განაგრძეს მისი ცემა ფეხებით. მიღებული ტკივილის გამო გონება დაკარგა. მოწმის განმარტებით როცა მას ცემდნენ ბებია თ----- ბ------ე ცდილობდა მის დაცვას, რა დროსაც დ-----ს მისთვისაც დაურტყამს და ბებია ფეხს იტკიებდა.
მოწმის სახით დაკითხული ე----- ბ------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს დაინახა, რომ დ-----მ კიბეებზე ჩარბენისას მის შვილს ხ---- დ--------–---–ს ქვა ჩაარტყა თავში, რადროსაც გამოვიდნენ მეზობლები. მეზობელმა ეკამ თქვა, რომ მილიციას გამოიძახებდა, რის გამოც დ----- ბ---–----ე ტელეფონს ართმევდა. მოწმის განმარტებით თეთრბოტასებიანმა ბიჭმა ცხვირ- პირში ურტყა ხ----ს. ამასობაში ხ----ს ბებია - თ-----ა ბ------ე ჩამოვიდა და დ-----ს უთხრა, რომ ,,რა შვები შვილიშვილს მიკლავო.'' დ-----მ ბებიას ზურგში მოკიდა ხელი და დააპორწიალა, რადროსაც თ----- ბ------ე წაიქცა და ძირს დაგდებულ ქალს დ-----მ ფეხი დაარტყა. ბებიასათვის არცერთ ბიჭს არ დაურტყამს დ-----ს გარდა.
მოწმის სახით დაკითხული ა---------– მ-----–--ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, დ----- ბ---–----ემ ხ---- დ--------–---–ს ქვა ჩაარტყა. ჩხუბის დროს ხ----ს ბებია თ----- ბ------ე გადაეფარა. ერთ-ერთ ბიჭს ხელი სტაცა და მას იჭერდა. ამ დროს მეზობელმა ესებუამ პოლიციაში დარეკა. შემდეგ მივიდა პოლიცია და სასწრაფო. ხ---- წაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით დ-----მ ხელი უჯიკა ბებიას თ-----ა ბ------ეს, რომელიც წაიქცა. მოწმის განმარტებით წაქცეულ ხ----სა და თ-----ს ყველა ურტყამდა. სულ ოთხნი იყვნენ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა თ-----ა ბ------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, იგი იმყოფებოდა რა, ქალიშვილთან ე----- ბ------ის საცხოვრებელ სახლში, ღამის საათებში გაიგონა, ქალიშვილს და ოჯახის წევრებს ვიღაც ახალგაზრდები ეკამათებოდნენ, რა დროსაც ჩავიდა ძირს. სახლის წინა ეზოში დაინახა, რომ შვილიშვილი ხ---- დ--------–---–ი მიწაზე ეგდო, ხოლო ახალგაზრდები ეჩხუბებოდნენ ე-----სა და სიძეს ა---------–ს. ასევე ურტყამდნენ ძირს წაქცეულ ხ----ს. დაინახა, რომ ხ----ს დაარტყა მეზობლად მცხოვრები ნაილის შვილიშვილმა დ-----მ, რომელიც მათთან სახლში ხშირად მიდიოდა და კარგად იცნობდა. დ-----ს ხელი მოკიდა და კითხა, თუ რატომ სცემდა მის შვილიშვილს, რა დროსაც მან უხეშად კრა ხელი და წაიქცა, რის შემდეგაც ვეღარ წამოდგა, ხოლო წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყეს, შედეგად მოიტეხა ფეხი და სიარული აღარ შეეძლო.
ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 01:18:00 სთ მე-6 ვიდეო თვალში ჩნდება ზოლებიან სპორტულ შარვალში და კაპიშონიან ქურთუკში ჩაცმული ახალგაზრდა, რომელიც წააგავს ხ---- დ--------–---–ს, რომელიც ჩადის მაღაზიაში და იძენს დასალევს. 02:14:55 სთ მე-6 კამერაში ჩნდება სამი ახალგაზრდა, რომლებიც წააგავენ გ------- ი------ეს, დ----- დ-----აძეს და ნ----- შ-----ეს. მათაგან გ------- ი------ეს თავზე ახურია კეპკა ქუდი. 02:19:00 მე-6 კამერაში გამოჩნდა ხ---- დ--------–---–ი და პიროვნება, რომელიც წააგავს დ----- ბ---–----ეს. ზემოაღნიშნული პირები ჩნდებიან მე-5 კამერაში, სადაც ისინი საუბრობენ და საუბრის დროს პიროვნება, რომელიც წააგავს გ------- ი------ეს ეკამათება დ----- ბ---–----ეს, რის შემდეგადაც დარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ ესენი გააშველეს. შემდეგ ხუთეული გაემართა ბ-----------ის ქუჩაზე, ს. ხ--–--–---–ის ქუჩის მიმართულებით, სადაც მათი ფიგურები აღარ შეიმჩნევა. 03:13:20 საათზე მე-6 და მე-5 კამერაში ჩნდებიან გ------- ი------ე, დ----- დ-----აძე, დ----- ბ---–----ე, ნ----- შ-----ე და ახლგაზრდა, რომელიც წააგავს ლ-–- მ-------ეს. ამ პირებმა სუპერმარკეტში შეიძინეს დასალევი და 03:32 საათამდე დრო და დრო ჩნდებიან ვიდეო ჩანაწერებში, რის შემდეგაც ისინი გაემართნენ ბ-----------ის ქუჩიდან ს. ხ--–--–---–ის ქუჩის მიმართულებით. 03:50:00 საათზე მე-6 კამერის კადრში ბ-----------ის ქუჩაზე ჩანს ქალი, ხოლო 04:02:30 მე-6 კამერის კადრში გამოჩნდა პოლიციის ავტომანქანა პიკაპი, რომლის ნომერიც არ ჩანს.
დ----- ბ---–----ის განმარტების თანახმად, მას არავისათვის ხელი არ დაურტყამს და არც ის დაუნახავს ბებიას ხელი ვინ დაარტყა. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ყველაფერი ინსცენირებული და შეთხზულია. საქმეს იძიებდა კარის მეზობელი, ჯ----– ც-–--–--ე, რომელთანაც კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა.
სამედიცინო ექსპერტიზის 2013 წლის 20 მარტის N--------- დასკვნის თანახმად, ხ---- დ--------–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები სახის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის 2013 წლის 27 მარტის N--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, თ-----ა ბ------ე 2013 წლის 12 მარტს მიღებული ტრამვასთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ქალაქ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის ძვლის, ყელის მოტეხილობა ცდომით. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----- ბ---–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დ----- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოწმეები კონკრეტულად ვერ უთითებენ იმ ფაქტზე, რომ დ----- ბ---–----ემ განზრახ კრა ხელი და წაქცია თ----- ბ------ე, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დ----- ბ---–----ის მიმართ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის დ----- ბ---–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და რომ მოწმეები ცრუბენ, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. დაცვის მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- ბ---–----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და დ----- ბ---–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
მსჯავრდებულ დ----- ბ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დ----- ბ---–----ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ დ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ----- ბ---–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- ბ---–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით, დ----- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
დ----- ბ---–----ეს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 118-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
ნივთმტკიცებები - „სუპერმარკეტ ტაოს“ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდო ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის ქუდი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე