განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003143368
საქმე №1/ბ-771-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ი------– ი---–----ს მიმართ, დაბადებულის 19---–-–--------------, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ--------–----------–---–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით:
ი------– ი---–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი------– ი---–----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი------– ი---–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 11 ივლისიდან.
ი------– ი---–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი------– ი---–----მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რაც გამოხატა შემდეგში:
2019 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, ქ--------–----------–---–---------–- მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ი------– ი---–----მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს _ ი------- ი--------–----ს, კერძოდ, ორჯერ ძლიერად დაარტყა მას ხელი სახის არეში და ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი ხელებზე, რა დროსაც ი------- ი--------–----მ მიიღო დაზიანება ტუჩის არეში, ხოლო ხელებზე ჩალურჯებები.
2019 წლის 11 ივლისს, დღის საათებში ქ--------–----------–---–---------–- მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ი------– ი---–---- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს _ ი------- ი--------–----ს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა, რომელმაც ითხოვა ი------– ი---–----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ძალზედ ლმობიერია და არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარ, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი------- ი--------–----ს ჩვენებით, მოწმეების - ნ------ მ--–--ის, ბ--- მ--–--ის და ზ------ ა----–--ის ჩვენებებით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი------– ი---–----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას ი------– ი---–----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ი------– ი---–----მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, ი------– ი---–----ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულისთვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი ი------– ი---–----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომრბის განაჩენი ი------– ი---–----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ი------– ი---–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი------– ი---–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.მსჯავრდებულ ი------– ი---–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 11 ივლისიდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი------– ი---–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/