განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210118002444853
საქმე №2ბ/2520-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივნები: მარიამ ცისკარიშვილი, ბეჟან ნემსაძე
აპელანტი - შპს „G--.”
წარმომადგენლები: ა-----– ძ---–---–ი (დირექტორი), მ------ ჭ---–---–ი, ი----–----–----ე
მოწინააღმდეგე მხარეები: ვ-–- ა--–------ი, ნ---- ა--–------ი, ს--- ა--–------ი
წარმომადგენლები: ვ--------–------–--ე, გ--------–-------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გაჩუქებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა/თანასაკუთრების საგნის მ------–ისათვის (1/2 წილის) მიკუთვნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე შპს „G--.”-ის დირექტორმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ვ-–- ა--–------ის, ნ---- ა--–------ის და ს--- ა--–------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, გაჩუქებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის/თანსაკუთრების საგნის მ------–ისათვის (1/2 წილის) მიკუთვნების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „G--.”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო: შპს ,,ს---’’-ში (ს/კ 4--------) ნ---- ა--–------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებულ 30%-იანი წილიდან 15%-იან წილს; შპს ,,ს---’’-ში (ს/კ 4--------) ს--- ა--–------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებულ 70%-იან წილს და შპს ,,პ-----------’’-ში (ს/კ 4--------) ნ---- ა--–------ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ 50%-იანი წილიდან 25%-იან წილს.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „G--.”-ის დირექტორმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. აპელანტის - შპს „G--”-ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტის - შპს „G--.”-ის დირექტორის განმარტებით, სასამართლომ ერთმანეთისგან არ განასხვავა ვ-–- ა--–------ის მიერ თანხების მითვისება და პარტნიორის მხრიდან საწარმოს მართვის კეთილსინიდისიერება. ჩათვალა, რომ ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია რისკის ფაქტორთან, აღნიშნული გარემოება მოსარჩელისთვისაც გასაგებია, მაგრამ სახეზეა ვ-–- ა--–------ის მხრიდან თანხების მითვისების ფაქტი. მოსარჩელისთვის ცნობილია, რომ ბიზნესს საქმიანობა არის დაკავშირებული რისკებთან, და არა თანხების მითვისებასთან, ამ ორ კომპონენტს განასხვავებს კანონი და მიდგომაც განსხვავებულია. სასამართლომ თავად ჩათვალა, რომ ს----- მ------–---–იც იყო კომპანიის თანამშრომელი, რაც ასევე არასწორია. ს----- მ------–---–ი იყო, მხოლოდ ვ-–- ა--–------ის ნდობით აღჭურვილი პირი. კომპანიის დირექტორის მხრიდან თანხების მიღების საკითხს რაც შეეხება, თანხები დაბრუნებულია და დირექტორ ა-----– ძ---–---–ს კომპანიის დავალიანება არ გააჩნია, რასაც ადასტურებს მ---–---ეების და ბუღალტრის ჩვენება, ხოლო რაც შეეხება ა-------ის დასკვნას იგი, არის დოკუმენტი, რაც ადასტურებს კომპანიაში არსებულ რეალურ მდგომარეობას. სასამართლომ თავად განსხვავებული განმარტება გააკეთა ვ-–- ა--–------ის კეთილსინიდისიერებაზე, თანხების მითვისებაზე და საერთოდ ყურადღება არ მიქცია ვ-–- ა--–------ის გამოკითხვას, რაც განხორციელდა ფ--------------------ოს გამოძიების მიერ, კერძოდ მან 2018 წლის 30 ოქტომბერს განმარტა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში კომპანიაში ჩატარდა ა-------ორიული შემოწმება, სადაც ნაშთის სახით უნდა ყოფილიყო 6 320 264 ლარი. თუმცა სალაროში არსებული ფაქტობრივი ნაშთი უცნობია. აღსანიშნავია, რომ სალაროდან თანხების გადმოცემას ახორციელებდა მ---–------------------ები ქ------- ა--–--ე და თ-----ა ხ------–---ი, რის საქმის კურსშიც იყვნენ გ-------ე მ–------ე, ასევე ა-----– ძ---–---–ი და ვ-------- ძ---–---–ი. რაც შეეხება დოკუმენტაციის შედგენას, მ---–------------------ები ადგენდნენ შეს---მის დოკუმენტაციას, თუმცა სალაროდან გატანილი თანხები უნდა გასწორებულიყო საგადასახადო კუთხით ბუღალტრის მიერ. თავად ვ-–- ა--–------ის განმარტებით, მას გაჰქონდა თანხები სალაროდან და ამის თაობაზე უნდა არსებობდეს ჩანაწერები. სასამართლოსთვის არავის წარუდგენია ჩანაწერები, თავად ვ-–- ა--–------ი, აღიარებს თანხების მიღების და განკარგვის ფაქტს პირადი მიზნებისთვის. საყურადღებოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ვ-–- ა--–------ს საკუთრებაში ერიცხება შპს „ფ----------------ია“ და შპს „ს----–------------–ო“, რომელიც დაარსებულია 2010 წელს და აღნიშნული კომპანია აწარმოებდა მ-----–ის იმპორტს და რეალიზაციას. აღნიშნული იმ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, რომ ვ-–- ა--–------ს თანხები გადაჰქონდა თავის კომპანიაში და იმპორტსაც თავად ახორციელებდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მუშაობის შედეგად ვერ მოახერხა ვ-–- ა--–------მა კომპანიის გაკოტრება, მაგრამ ყველანაირად გამოიყენა აღნიშნული კომპანია.
5.2. აპელანტის - შპს „G--.”-ის დირექტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გაჩუქებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და თანასაკუთრების საგნის მ------–ისათვის (1/2 წილის) მიკუთვნება. უდავო გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ვ-–- ა--–------ი და ვ-------- ძ---–---–ი არიან შ.პ.ს “G--.“-ის დამფუძნებლები 50 % წილის მმართველები. მოსარჩელის მიერ სასამართლოს წარედგინა ა-------ის დასკვნა, ვ-–- ა--–------ის გამოკითხვის ოქმი და სხდომაზე დაკითხულ იქნენ კომპანიის თანამშრომლები, ვისაც შეხება ჰქონდა ფულად თანხებთან.
სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა საქართველოს ფ--------------------ოს გამოძიების მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს ვ-–- ა--–------თან ჩატარებული გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის ივლისის თვეში კომპანიაში ჩატარდა ა-------ორიული შემოწმება, სადაც ნაშთის სახით უნდა ყოფილიყო 6 320 264 ლარი. თუმცა სალაროში არსებული ფაქტობრივი ნაშთი უცნობია. იქვე აღნიშნულია, რომ სალაროდან ვ-–- ა--–------ისთვის თანხების გადაცემას ახორციელებდა მ---–------------------ები ქ------- ა--–--ე და თ-----ა ხ------–---ი, რის საქმის კურსშიც იყვნენ გ-------ე მ–------ე, ასევე ა-----– ძ---–---–ი და ვ-------- ძ---–---–ები. რაც შეეხება დოკუმენტაციის შედგენას, მ---–------------------ები ადგენდნენ შეს---მის დოკუმენტაციას. თუმცა სალაროდან გატანილი თანხები უნდა გასწორებულიყო საგადასახადო კუთხით ბუღალტრის მიერ, ვ-–- ა--–------ი ადასტურებს, რომ იგი სრულად განკარგავდა კომპანიის ფულად თანხებს. იგი კომპანიიდან თანხების მიღების დოკუმენტს ხელს არ აწერდა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - 2018 წლის 21 ივნისს, ვ-–- ა--–------მა სასამართლოს წარუდგინა 2017 წლის 30 ოქტომბერს გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებული შესაგებელი. შესაგებელში მან განმარტა, რომ საწარმოს დირექტორი იყო ა-----– ძ---–---–ი. “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და კომპანიის წესდებით, მას ევალებოდა კომპანიის მართვა. ასევე, კომპანიის სახსრების მოძრაობის კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია. ა-----– ძ---–---–ის უკანონო ქმედების გამო, კომპანიის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების და მითვისების გამო, კომპანიამ განიცადა ზარალი. რაც შეეხება დამფუძნებელ ვ-–- ა--–------ს, იგი დაინტერესებული იყო კომპანიის წინსვლით და ვინაიდან ფულადი თანხების დაბრუნება მოსთხოვა ა-----– ძ---–---–ს, ა-----– ძ---–---–მა საჩივრით მიმართა ფ--------------------ოს. ვ-–- ა--–------ი კომპანიის წარმომადგენელი იყო მხოლოდ სს “თ----------ში“. დირექტორის თანხმობით იგი ახდენდა მხოლოდ ფულადი თანხების კონვერტაციას, რაც უბრუნდებოდა კომპანიას უკან უცხოურ ვალუტაში.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და შეგნებულად თავი აარიდა ვ-–- ა--–------ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასა და სასამართლოს შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ და მნიშვნელოვან გარემოებას. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ვ-–- ა--–------ის გამოძიებაში და სასამართლოში მიცემული განმარტების სხვაობას, რატომ შეცვალა სასამართლოში მან პოზიცია. გამოძიებაში ვ-–- ა--–------მა განმარტა, რომ მას ჰქონდა ფულად თანხებთან წვდომა. მას ფულად თანხებს გადასცემდა მ---–------------------ები. სინამდვილეში ვ-–- ა--–------მა მიისაკუთრა კომპანიის სრული ფულადი თანხები და მალავს იმ ფაქტს, რომ 2017 წლის მაისის ივნისის თვეში მოახდინა დაახლოებით 800 000 ლარის პროდუქციის გადატანა სხვა მის კუთნილ კომპანიებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ვ-–- ა--–------მა წარუდგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურები და განმარტა, რომ შპს “მ---“-ს (ს/კ 2--------) დირექციის მიერ გაცემულია წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს შპს “G--.“-ის მიერ საწარმოს სალაროში 800 000 ლარის შეტანა არ მომხდარა, მაგრამ ვ-–- ა--–------ი გამოძიებას და სასამართლოს აძლევს ცრუ ჩვენებას იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში ა-----– ძ---–---–ი და ვ-–- ა--–------ი, შეთანხმდნენ რომ გაიყოფდნენ კომპანიაში არსებულ ნაშთებს. ორივე მხარის შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ იმ პერიოდშის შპს “G--.“-ს გააჩნდა ნაშთი დაახლოებით 16000.000 ლარი, აქედან თითოეული მიიღებდა 800 000.00 ლარის ოდენობის საქონელს. მოლაპარაკების შედეგად, ორივემ მოპასუხემ ვ-–- ა--–------მაც და ა-----– ძ---–---–მაც მიიღეს 800 000.00 ლარის ოდენობის საქონელი. ა-----– ძ---–---–თან მოლაპარაკების დროს, ვ-–- ა--–------მა დამალა მის მიერ სხვა ფულადი თანხების მითვისების ფაქტი და იგი არსად არ აცხადებს, რომ მან, როგორც ა-----– ძ---–---–მა, ისე მიიღო 2017 წლის სექტემბრის თვეში და მის კუთვნილ კომპანიას შპს „ნ--- მ-----–ს“ (ს/კ 4--------) გადასცა დაახლოებით 800 000.00 ლარის ოდენობის საქონელი. მოლაპარაკებას ესწრებოდა კომპანიის ბუღალტერი გ-------ე მ–------ე. შპს “G--.“-ის გაყოფის დროს არსებული ნაშთის 16000.000 ლარის ოდენობის არსებობა ცნობილი გახდა კომპანიის ბუღალტრის გ-------ე მ–------ისგან. წარდგენილი ანგარიშფაქტურებით ვ-–- ა--–------ი ეცადა სასამართლოსთვის დაემტკიცებინა, რომ თავად ა-----– ძ---–---–ი იღებდა ფულად თანხებს, რაც არასწორია. ვ-–- ა--–------ს თავადვე გაჰქონდა თანხები კომპანიიდან ს----- მ------–---–თან ერთად.
რაც შეეხება კომპანიის დირექტორის მიერ გაცემულ მინდობილობას, რომელიც გაცემულ იქნა კომპანიის დირექტორის ა-----– ძ---–---–ის მიერ კომპანიის დამფუძნებელ ვ-–- ა--–------ზე, აპელანტი განმარტავს, რომ მინდობილობა გაცემულია ა-----– ძ---–---–ის მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს 2 წლის ვადით, ხოლო 2015-2016 წელს გაცემული მინდობილობები გაცემულია უვადოდ განუსაზღვრელი ვადით. მინდობილობა გაცემულია მხოლოდ ა-----– ძ---–---–ის მიერ ნდობის შედეგად. ვ-–- ა--–------ი იყო ნდობაში კომპანიის დამფუძნებელ ვ-------- ძ---–---–თან და კომპანიის დირექტორ ა-----– ძ---–---–თან. ვ-–- ა--–------ი მათ არწმუნებდათ, რომ კომპანიას ჰქონდა დიდი ფულადი ოდენობის ნაშთი და გააჩნდა საქონელი. აღწერა არ ტარდებოდა, ხდებოდა მხოლოდ ვ-–- ა--–------ის განმარტებული ციფრების მონიშვნა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებს სახე შეუცვალა, და გადაწყვეტილებაში გადაიტანა საპირისპიროდ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი ჩვენებების ნაწილზე საერთოდ არ იმსჯელა. სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ--–- ზ-------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შპს “G--.“-ის ო-----------ის თანამდებობაზე და მისთვის ცნობილია, რომ ოფისში მ---–---ისგან მიჰქონდა თანხები ვ-–- ა--–------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს ს----- მ------–---–ს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ--–- ზ-------–---–მა საპირისპირო განმარტა, იგი მუშაობს შპს “G--.“-ის ო-----------ის თანამდებობაზე. მისი განმარტებით, მ---–---ისგან თანხები მიჰქონდა ვ-–- ა--–------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს ს----- მ------–---–ს, რასაც თვითონ ხედავდა თავისი სამუშაო ოთახიდან. ლ--–- ზ-------–---–მა სრულად დაადასტურა ვ-–- ა--–------ის და ს----- მ------–---–ის მიერ თანხების აღება კომპანიიდან, რაც სასამართლომ შეგნებულად არ გადაიტანა გადაწყვეტილებაში და სახე შეუცვალა მოწმის ჩვენებას.
სასამართლომ, როგორც დაინტერესებული მხარემ, მიკერძოებულად სახე შეუცვალა ასევე ი--- ლ------ის ჩვენებას, სინამდვილეში ი--- ლ------ემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი მუშაობდა შპს “G--.“-ის მ---–------------------ის თანამდებობაზე 2011 წლიდან, თანამშრომლები მონაცვლეობით 2-2 დღიანი განრიგით მუშაობდნენ მ---–---ის თანამდებობაზე, თანხა ყოველდღიურად მიჰქონდა ს----- მ------–---–ს, რომელიც იყო ვ-–- ა--–------ის ნდობით აღჭურვილი პირი. თანხა ასევე გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს. იმ შემთხვევაში, თუ ვ-–- ა--–------ი ვერ ახერხებდა კომპანიაში მისვლას, მას ეცნობებოდა ტელეფონის საშუალებით. ს----- მ------–---–ის მიერ თანხის აღებას არასდროს არ აპროტესტებდა ვ-–- ა--–------ი. სალაროს თანამშრომლების მიერ, თანხა ინახებოდა სეიფში, როგორც მისთვის ცნობილია ს----- მ------–---–ი საერთოდ არ ეკითხებოდა ვ-–- ა--–------ს თანხის აღებას, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე იცოდა ვ-–- ა--–------მა, რომელსაც პრეტენზია არასდროს არ ჰქონია. ა-----– ძ---–---–ს იშვიათად მიჰქონდა თანხა, სალაროს ორდერს ხელს აწერდა მ---–---ე, ხელს არასდროს არ აწერდა ვ-–- ა--–------ი. იშვიათად გაჰქონდა თანხა ა-----– ძ---–---–ს. მან განაცხადა, რომ ფულადი თანხა, რაც რამოდენიმეჯერ ისესხა სალაროდან ა-----– ძ---–---–მა ყველა დააბრუნა გარკვეული პერიოდის შემდეგ. ი--- ლ------ემ დაადასტურა ვ-–- ა--–------ის და ს----- მ------–---–ის მიერ თანხების აღება კომპანიიდან.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ქ------- ა--–--ემ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა შპს “G--.“-ის მ---–------------------ის თანამდებობაზე 2011 წლიდან. თანამშრომლები მონაცვლეობით 2-2 დღიანი განრიგით მუშაობდნენ მ---–---ის თანამდებობაზე. თანხა ყოველდღიურად მიჰქონდა ს----- მ------–---–ს, რომელიც იყო ვ-–- ა--–------ის ნდობით აღჭურვილი პირი. თანხა ასევე გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს. იმ შემთხვევაში, თუ ვ-–- ა--–------ი ვერ ახერხებდა კომპანიაში მისვლას, მას ეცნობებოდა ტელეფონის საშუალებით. ს----- მ------–---–ის მიერ თანხის აღებას არასდროს არ აპროტესტებდა ვ-–- ა--–------ი. სალაროს თანამშრომლების მიერ თანხა ინახებოდა სეიფში და როგორც მისთვის ცნობილია ს----- მ------–---–ი საერთოდ არ ეკითხებოდა ვ-–- ა--–------ს თანხის აღებას, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე იცოდა ვ-–- ა--–------მა, რომელსაც პრეტენზია არასდროს არ ჰქონია. ქ------- ა--–--ემ დაადასტურა ვ-–- ა--–------ის და ს----- მ------–---–ის მიერ თანხების აღება კომპანიიდან.
სასამართლომ ასევე სახე შეუცვალა მოწმე გ-------ე მ–------ის ჩვენების მნიშვნელოვან ნაწილს. სინამდვილეში მოწმე გ-------ე მ–------ემ განაცხადა, რომ კომპანიაში იყო ბუღალტერი 2016-2017 წლებში. იგი ახორციელებდა პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვას, საქმის წარმოების ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი იყო ა-----– ძ---–---–ი, შესაძლოა კომპანიიდან თანხა აღებული ჰქონდეს ა-----– ძ---–---–ს, რაც ეწერებოდა ვ-–- ა--–------ს 14/30 ბარათზე. მოწმე ადასტურებს, რომ მას არ უნახავას და არ იცის ა-----– ძ---–---–ის მიერ თანხის აღების ფაქტი. სალაროდან ნაღდი ფული შედიოდა კომპანიაში, დღის ბოლოს ან მაქსიმუმ ორ დღეში ერთხელ. მ---–---ე წარუდგენდა მიღებულ თანხას ვ-–- ა--–------ს, რომელსაც გაჰქონდა თანხები კომპანიიდან. ამასთან, რიგ შემთხვევაში კომპანიიდან თანხები გაჰქონდა ს----- მ------–---–ს, რაც შეთანხმებული იყო ვ-–- ა--–------თან. გ-------ე მ–------ემ სასამართლოს მისცა ამომწურავი ჩვენება, რითაც დაადასტურა, რომ ვ-–- ა--–------ი დღის ბოლოს ამოწმებდა სალაროდან ამოსულ თანხებს, თუ არ იყო ჩეკი გაუქმებული თანხა ეწერებოდა ანგარიშვალდებულ პირს, ხოლო ვ-–- ა--–------ს ბანკში შეტანილი თანხა აკლდებოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულად ა-----– ძ---–---–ი ვერ მიეთითებოდა, რადგან თანხა გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს, რომელიც ხელძღვანელობდა საწარმოს ფინანსურ საქმიანობას. გატანილი თანხა იბეგრებოდა როგორც დივიდენდი, თუმცა რეალურად კრების ოქმი არ დგებოდა დივიდენდის გაცემაზე. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 6 მილიონი ლარია გასული საწარმოდან. თანხის გაცემა თანხმდებოდა როგორც ვ-–- ა--–------თან, ასევე ა-----– ძ---–---–თან. პირადად მოწმეს თანხის სესხის სახით გაცემაზე უთხოვია, როგორც ვ-–- ა--–------ისთვის ასევე ა-----– ძ---–---–ისთვის, თუმცა ძირითადად მსხვილი თანხის გაცემა თანხმდებოდა ვ-–- ა--–------თან, ასევე იმ შემთხვევაში, თუ პრობლემური იყო გაცემული თანხის დაბრუნება აღნიშნული ეცნობებოდა ვ-–- ა--–------ს, რის შემდგომაც უკავშირდებოდნენ მოვალეს. თანხის გასვლის ორდერზე ვ-–- ა--–------ი ხელს არ აწერდა. საწარმოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოუდგენელიც იყო მისთვის დაევალებინათ ხელის მოწერა, რამეთუ მმართველობა მასზე იყო ჩაბარებული. მოწმის მითითებით, იგი გასავლის ორდერით ძირითადად არ ხელმძღვანელობდა, გასავალი დგინდებოდა ხარჯით, რომელთა დაკავშირებითაც ზედნადები უნდა ყოფილიყო და ანგარიშფაქტურა. მოწმემ აღნიშნა ასევე, რომ ა-----– ძ---–---–ი დაკავებული იყო ძირითადად სამეურნეო საკითხებით. ფინანსურ საკითხებს კი ვ-–- ა--–------ი ხელმძღანელობდა. მართალია, ა-----– ძ---–---–ს წვდომა ჰქონდა ისევე, როგორც დირექტორსაც. მოთხოვნის შემთხვევაში, თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუმცა ა-----– ძ---–---–ი არ ერეოდა მსგავს საკითხებში, საქმეს მართავდა ვ-–- ა--–------ი და ნებისმიერ ანგარიშს აბარებდა ვ-–- ა--–------ს, რამდენადაც მისთვის იყო ცნობილი, რომ ვ-–- ა--–------ი იყო მმართველი. ა-----– ძ---–---–ს დაინტერესების შემთხვევაში, ჰქონდა უფლება მიეღო ინფორმაცია. ვ-–- ა--–------ის მიერ თანხის გატანის პროცესს უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა მისთვის ცნობილი იყო, რომ ყოველდღიურად თანხა გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს ან ს----- მ------–---–ს. ვ-–- ა--–------ის მისვლისას, მ---–---ე აცნობებდა ინფორმაციას, რის შემდგომაც თანხა გადიოდა და გასული თანხები ეწერებოდა ვ-–- ა--–------ს. ვ-------- ძ---–---–ი სულ ორჯერ ნახა კომპანიის შენობაში. დივიდენდი ოფიციალურად არც ვ-–- ა--–------ზე და ა-----– ძ---–---–ზე არ გაცემულა, თუმცა გასული თანხა იბეგრებოდა, როგორც დივიდენდი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ა-----– ძ---–---–ის ანგარიშვალდებული პირის ბარათი შედგენილი იყო ვ-–- ა--–------ზე. მოწმის მითითებით, ვ-–- ა--–------ი იყო საწარმოოს მიმართ ვალდებული, ან პირიქით საწარმო ვ-–- ა--–------ის მიმართ. გ-------ე მ–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თანხები გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს და ს----- მ------–---–ს.
ს----- მ------–---–ის განმარტებით, მას აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა შპს “G--.“-ის პარტნიორებთან. მისი მ------–ე იყო თავდაპირველად დასაქმებული მ---–---ედ კომპანია შპს “G--.“-ში, რომლის მეშვეობითაც გაიცნო კომპანიის დამფუძნებლები. საწარმოს ორივე პარტნიორთან შეთანხმების საფუძველზე, მას გადაეცემოდა თანხები კონვენტირების მიზნით. იგი აშშ დოლარში აკონვერტირებდა თანხებს, რის შემდგომაც ბანკთან მიდიოდა, სადაც ხვდებოდა ვ-–- ა--–------ი ან ვ-------- ძ---–---–ი. გადაცემული თანხა იმავე დღეს, ან მეორე დღეს კონვერტირდებოდა აშშ დოლარის კურსის შეს---მისად. მისი განმარტებით, ვ-------- ძ---–---–ს ან ვ-–- ა--–------ს მიუტანია მისთვის პირდაპირ თანხა, უფრო ხშირად ვ-–- ა--–------ს მიჰქონდა თანხები.
აპელანტის მითითებით, მოწმის ს----- მ------–---–ის ჩვენება მიკერძოებულია. ვ-–- ა--–------ის გადასარჩენად მისცა ს----- მ------–---–მა მსგავსი ჩვენება, ვინაიდან ს----- მ------–---–იც და მისი მ------–ეც იყვნენ და არიან ვ-–- ა--–------ის მეგობრები.
მოწმე თ----- ხ------–--ის განმარტებით, იგი 2011-2017 წლებში მუშაობდა მ---–---ედ შპს “G--.“-ში, ხოლო 2017 წლიდან შპს „პ-----------“-ში. მუშაობის პერიოდში მისგან თანხები ძირითადად მიჰქონდა ს----- მ------–---–ს, რომელიც ნდობით აღჭურვილი პირი იყო. აღნიშნულის თაობაზე იცოდა ა-----– ძ---–---–მა და ვ-–- ა--–------მა. დირექტორი იყო ა-----– ძ---–---–ი, ძირითადად ა-----– ძ---–---–ი აწარმოებდა კლიენტების მოზიდვას. შემოსავლისა და ხარჯის თაობაზე დოკუმენტაცია გადაეცემოდა ა-----– ძ---–---–ს, ერთი ეგზემპლიარი რჩებოდა სალაროში. ჩანაწერების ერთი პირი გადაეცემოდა ა-----– ძ---–---–ს, ერთიც რჩებოდა კომპანიაში. სალარო გამოყოფილი იყო საერთო ოთახისგან და კარისგან. თანხა ძირითადად მიჰქონდა ს----- მ------–---–ს, რომელიც ეცნობებოდა, როგორც ა-----– ძ---–---–ს, ასევე ვ-–- ა--–------ს. 10 დღეში ერთხელ იკრიბებოდა ხელმძღვანელობა, რომლებიც აკეთებდნენ ჩანაწერების შედარებას. აღნიშნული მოწმდებოდა ბუღალტრის მიერ. ა-----– ძ---–---–ს მან ერთხელ არ მისცა თანხა, ვინაიდან თანხა უნდა წაეღო ვ-–- ა--–------ს. ა-----– ძ---–---–მა იცოდა თანხების კომპანიიდან გასვლის თაობაზე, აკეთებდა ხელით ჩანაწერებს, რაც შეეხება ა-----– ძ---–---–ის მიერ თანხების აღების ფაქტს, მოწმემ განმარტა, რომ კომპანიიდან თანხები გაჰქონდა ა-----– ძ---–---–საც.
აპელანტის განმარტებით, თ----- ხ------–--ე არის დაინტერესებული პირი. იგი არის მ---–---ე და ვალდებულია წარმოადგინოს თანხების გასვლის, შემოსვლის და ხარჯების ჩანაწერები, რაც აუციელებელია და რეალურად არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მ---–------------------ს არ გააჩნია სრული ჩანაწერები გამოდის, რომ ის თავად იღებდა სხვა პირებთან ერთად კომპანიიდან თანხებს. მას უნდა გააჩნდეს ჩანაწერები.
ბ---- ლ------ის განმარტებით, იგი კომპანიაში მუშაობს დაარსებიდან დღემდე. მის მოვალეობას შეადგენდა საწარმოს მომარაგება მასალებით. ურთიერთობა ჰქონდა მომწოდებლებთან. 10 დღეში ერთხელ იკრიბებოდა ხელმძღვანელობა, სადაც განიხილებოდა თანხის გადარიცხვები. ს----- მ------–---–თან მიმართებაში მოწმემ განმარტა, რომ იგი ინკასაციას აკეთებდა, კომპანიის თანამშრომელი არ ყოფილა. მოწმემ აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებდა ა-----– ძ---–---–ი, ხოლო გარკვეულ საკითხებზე ვ-–- ა--–------ი.
მოწმის სახით დაკითხულმა ვ-------- ძ---–---–მა განმარტა, რომ ის იყო ვ-–- ა--–------ის კომპანიონი, იცნობს დაახლოებით 10 წელია, თანხები გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს სალაროდან, ხოლო სად მიჰქონდა მისთვის უცნობია. მას სალაროდან თანხა არასდროს გაუტანია. მას ერიცხებოდა დაახლოებით 300-400-500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ხელფასის სახით.
სასამართლომ განმარტა გადაწყვეტილებაში, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა, მხოლოდ ვ-–- ა--–------ის მიერ თანხის გატანა სალაროდან და დგინდებოდა ის ფაქტი, რომ ა-----– ძ---–---–საც გაჰქონდა თანხები სალაროდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შპს “ჯ----------ის“ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში (ფულადი ნაკადების ანგარიშების შესახებ) მითითებულია, რომ მოსარჩელე კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების თანახმად, 2017 წლის 30 სექტემბერს ანგარიშვალდებული პირის - ა-----– ძ---–---–ის ბარათიდან დაფარულია შპს “მ---“-ს დავალიანება 800 000 ლარი, თუმცა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი და არც შპს “მ---“-ს მიერ არის დადასტურებული ამ თანხის მიღება. შეს---მისად, თანხებზე პასუხისმგებელ პირად მხოლოდ ვ-–- ა--–------ი ვერ განიხილება იმაზე დაყრდნობით, რომ ფაქტობრივ მმართველობას ახორციელებდა. ამასთან, მოწმეთა ჩვენებით ვერ დგინდება, ის ფაქტიც, თუ სალაროდან კონკრეტულად, რა რაოდენობის თანხების გატანა ხდებოდა მათ მიერ. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საზოგადოების საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტს, საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტს და შპს “ჯ----------ის“ მომზადებულ შუალედურ ანგარიშს (ფულადი ნაკადების ანგარიშების შესახებ), რომელთა მიხედვით, გარკვეული ოდენობის თანხები კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში საზოგადოებას დაკვალიფიცირებული აქვს დივიდენდად და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი. ამავე დოკუმენტაციით დგინდება, რომ კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო თანხის დივიდენდად განხილვა, ასევე დადგინდებოდა კონკრეტულად ვის მიერ იქნა გატანილი საწარმოდან გასული თანხა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ვ-–- ა--–------ის მიერ ს---ნკო ანგარიშზე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ოდენობის თანხების შეტანას. აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს სასამართლოს სხდომაზე მიღებული ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. აპელანტის განმარტებით, სასამართლო აღმოჩნდა მხარე, რომელმაც მოწმეთა ჩვენებებს მოსარჩელის საზიანოდ სახე შეუცვალა.
სასამართლომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დატოვა შეფასების გარეშე, ყურადღება არ მიაქცია მათ შეგენებულად. კერძოდ: ვ-------- ძ---–---–ის ჩვენებას, ა-----– ძ---–---–ის განმარტებას, ო----------- - ლ--–- ზ-------–---–ის, ო----------- - ი--- ლ------ის, მ---–---ის - ქ------- ა--–--ის, ბუღალტრის - გ-------ე მ–------ის და ვ-–- ა--–------ის 2017 წლის 30 ოქტომბერს მიცემულ ჩვენებებს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანი კითხვები დატოვა პასუხის გაცემის გარეშე. ვ-–- ა--–------მა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში კომპანიაში ჩატარდა ა-------ორიული შემოწმება, სადაც ნაშთის სახით უნდა ყოფილიყო 6 320 264 ლარი, თუმცა სალაროში მისთვის ფაქტობრივი ნაშთი უცნობი იყო. სალაროდან მისთვის თანხების გადმოცემას ახორციელებდა მ---–------------------ები - ქ------- ა--–--ე და თ-----ა ხ------–---ი, რის საქმის კურსშიც იყვნენ გ-------ე მ–------ე, ასევე ა-----– ძ---–---–ი და ვ-------- ძ---–---–ი. რაც შეეხება დოკუმენტაციის შედგენას, მ---–------------------ები ადგენდნენ შეს---მისს დოკუმენტაციას, თუმცა სალაროდან გატანილი თანხები უნდა გასწორებულიყო საგადასახადო კუთხით ბუღალტრის მიერ.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ე--- ა-------ის“ დასკვნას და მას ვერ მიანიჭებს მტკიცებულების ძალას და მნიშვნელობას, რადგანაც ის არ არის შედგენილი “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და ა-------ის“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეს---მისი კომპენტენტური პირის მიერ, რაც შედავებულია კიდეც მოპასუხის მხრიდან. თუმცა მისი გაზიარების შემთხვევაში კი, სასამართლო განმარტავს, რომ არ დასტურდება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, არ არსებობს წერილობითი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა კონკრეტულად ვის მიერ იქნა გატანილი საწარმოდან გასული თანხები. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული შეფასება წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ა-------ის დეპარტამენტის 2018 წლის 15 ნოემბრის #3---- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს “G--.“-ის საქმიანობის კამერალური, სრული საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 26 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, ა-------ის დეპარტამენტმა 2018 წლის 01 აგვისტოს გამოსცა #2---- ბრძანება და 2018 წლის 01 აგვისტოს #0------ “საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 862182.79 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 257177 ლარი, ჯარიმა - 445714 ლარი და საურავი - 159291.79 ლარი.
აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.11. მუხლში არსებულ მსჯელობასაც არ ეთანხმება, ვინაიდან ერთადერთი უძრავი ქონების ბათილად ცნობის იურიდიული საფუძველი გახლდათ ვ-–- ა--–------ზე თანხის დაკისრება, ხოლო თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ არ იყო თანხის დაკისრების საფუძველი, შეს---მისად მოსარჩელეს არც ქონების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი გააჩნდა. რატომღაც სასამართლომ საპირისპიროდ იმსჯელა და განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგი მოჰყვეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდება შპს “G--.“-ის სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6. შპს „G--.” წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელი და 50-50 % წილის მფლობელი პარტნიორები არიან ვ-------- ძ---–---–ი და ვ-–- ა--–------ი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 26-29).
7. შპს „G--.”-ის დაფუძნებიდან მისი დირექტორი იყო ოლეგ ლ------ე, ხოლო 2012 წლის აგვისტოს თვიდან კომპანიის დირექტორი არის ერთ-ერთი პარტნიორის - ვ-------- ძ---–---–ის შვილი - ა-----– ძ---–---–ი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 26-29).
8. შპს „G--.”-ის წესდების მიხედვით, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, ხოლო საზოგადოების წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს დირექტორი (შპს „G--”-ის წესდება/პარტნიორთა შეთანხმება - ტომი I, ს.ფ. 249-253).
9. 2014 წლის 30 სექტემბერს, 2015 წლის 7 ივლისსა და 2016 წლის 13 ოქტომბერს შპს „G--.”-ის დირექტორმა ა-----– ძ---–---–მა ვ-–- ა--–------ზე გასცა მინდობილობები, რომელთა საფუძველზეც ვ-–- ა--–------ს მიეცა უფლება შპს „G--.”-ის დირექტორის სახელით:
- ემართა, განეკარგა, გაეხსნა და დაეხურა ყველა და ნებისმიერი სახის ს---ნკო ანგარიშები სს „თ----------ში’’ და ეწარმოებინა ნებისმიერი ს---ნკო ოპერაცია. ასევე, ხელი მოეწერა ნებისმიერ დოკუმენტზე/ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე და შეესრულებინა ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მინდობილობით მინიჭებული დავალებების შესრულებასთან;
- დაერეგისტრირებინა, ემართა, ესარგებლა, შეეცვალა ან/და გაეუქმებინა სს „თ----------ის’’ ნებისმიერი პროდუქტი/სერვისი (მათ შორის ელექტრონული სერვისები და ა.შ.). ხელი მოეწერა ნებისმიერ დოკუმენტზე/ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე და შეესრულებინა ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მინდობილობით მინიჭებული დავალებების შესრულებასთან;
- სს „თ----------ისაგან’’ გამოეთხოვა და მიეღო ნებისმიერი სახის ინფორმაცია (მათ შორის ცნობა, ამონაწერი, თანხმობა და ა.შ.) ხელი მოეწერა ნებისმიერ დოკუმენტზე/ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე და შეესრულებინა ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მინდობილობით მინიჭებული დავალებების შესრულებასთან;
2014 წლის 30 სექტემბრის მინდობილობა გაიცა ორი წლის ვადით, ხოლო 2015 წლის 7 ივლისისა და 2016 წლის 13 ოქტომბრის მინდობილობები - განუსაზღვრელი ვადით (მინდობილობები - ტომი I, ს.ფ. 152-154).
10. შპს „მ---“-ში ვ-–- ა--–------ი და ა-----– ძ---–---–ი ფლობენ 50-50 % წილს, რომელიც ახორციელებს მსგავს სამეწარმეო საქმიანობას, რასაც შპს „G--.”, კერძოდ, მ-----–ის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 30-33; მხარეთა ახსნა-განმარტება).
11. შპს „G--.”-ის დირექტორს - ა-----– ძ---–---–სა და ვ-–- ა--–------ს შორის ფინანსურ საკითხებზე არსებული უთანხმოების გამო, ა-----– ძ---–---–მა განცხადებით მიმართა სს „თ----------ს“ და მოითხოვა, ვ-–- ა--–------ის სახელზე გაცემული მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების შეჩერება, რომლითაც ამ უკანასკნელს მინიჭებული ჰქონდა უფლება ემოქმედა საწარმოს დირექტორის სახელით სს „თ----------თან“ (განცხადება - ტომი I, ს.ფ. 155).
12. 2017 წლის 01 სექტემბერს შპს „G--.”-ის დირექტორმა ა-----– ძ---–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფ--------------------ოს საგამოძიებო სამსახურს, ვ-–- ა--–------ის მიერ საწარმოს თანხების მითვისებასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით (საჩივარი - ტომი I, ს.ფ. 156-158).
13. 2016 წლის 23 დეკემბერს შპს „ჯ-------ა მ-----– თ------ისა“ და შპს „ს--–----“-ის გაერთიანების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა შპს „ს---“, რომლის დირექტორია ვ--–-----ა დ-------–---–ი, ხოლო საწარმოს საწესდებო კაპიტალის 30 % წილის მფლობელია ნ---- ა--–------ი და 70 % წილის - ს--- ა--–------ი. აღნიშნული 70 % წილი ს--- ა--–------ს მიღებული აქვს მამისაგან - ვ-–- ა--–------ისგან 2017 წლის 05 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 34-36; ჩუქების ხელშეკრულება - ტომი I, ს.ფ. 135; დაბადების მოწმობა ტომი I, ს.ფ. 136-137).
14. შპს „პ-------------“ დაფუძნდა 2016 წლის 16 ნოემბერს, რომლის 50-50 % წილის მფლობელი პარტნიორები არიან ნ---- ა--–------ი და თ-----ა ქ---------ი, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობას/წარმომადგენლობას ახორციელებს ნ---- გ----–-–---–ი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 37-38).
15. 2014 წლის 11 თებერვალს შედგა შპს „ს---"-ს პარტნიორთა კრება (ოქმი N1) და მიღებული გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორს ნ---- ა--–------ს ნება დაერთო გაეცა გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) ვ-–- ა--–------ზე განუსაზღვრელი ვადით. პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ს--’’-ს დირექტორმა ნ---- ა--–------მა ვ-–- ა--–------ზე გასცა გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) და მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით (პარტნიორთა კრების ოქმი - ტომი I, ს.ფ. 148-150; გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) - ტომი I, ს.ფ. 143-147; განცხადება; განცხადების მიღების ბარათი; თანხმობა - ტომი I, ს.ფ. 139-142).
16. ვ-–- ა--–------ი და ნ---- ა--–------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1----–-–-----------იდან, რომელთაც ჰყავთ საერთო შვილი - ს--- ა--–------ი (დაბადების მოწმობა - ტომი I, ს.ფ. 136-137).
17. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს და ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს შემდეგს:
18. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით დაუდასტურებელია ვ-–- ა--–------ის მიერ შპს „G--.”-ისათვის 6 320 264 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების და უშუალოდ მის მიერ ამ ოდენობის თანხების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღების ფაქტი. ამასთან, დადგენილია ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „G--.”-ის კუთვნილი თანხები ცალკეულ შემთხვევებში ხმარებოდა შპს „მ---“-ს სამეწარმეო საქმიანობასაც, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ვ-–- ა--–------ი და ა-----– ძ---–---–ი. ასევე, დაუდასტურებელია აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მოცემულ საქმეში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს სახე შუეცვალა და გადაწყვეტილებაში საპირისპიროდ გადაიტანა.
19. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაადასტურებდა ვ-–- ა--–------ის მხრიდან მისთვის დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას და ამით გამოწვეული ზიანის ფაქტს და აღნიშნულში ვ-–- ა--–------ის ბრალეულობას.
20. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
22. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით).
23. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით კი, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
24. შპს „G--.”-ის წესდების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან ვ-------- ძ---–---–ი და ვ-–- ა--–------ი. მითითებული წესდების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება.
25. შპს „G--.”-ის წესდების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს, ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორს გააჩნია უფლება, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვაში.
26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს „G--.” წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელი და 50-50 % წილის მფლობელი პარტნიორები არიან ვ-------- ძ---–---–ი და ვ-–- ა--–------ი, ხოლო 2012 წლიდან კომპანიის დირექტორი არის ვ-------- ძ---–---–ის შვილი - ა-----– ძ---–---–ი. ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „G--.”-ის დირექტორის მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს, 2015 წლის 07 ივლისს და 2016 წლის 13 სექტემბერს გაცემული მინდობილობების საფუძველზე, ვ-–- ა--–------ს მინიჭებული ჰქონდა კომპანიის დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სს „თ----------თან“ დაკავშირებული ს---ნკო ოპერაციების და აღნიშნულ მინდობილობებში მითითებული კონკრეტული დავალებების შესრულებისათვის.
27. ძირითად სადავო გარემოებას წარმოადგენს გაიტანა თუ არა ვ-–- ა--–------მა შპს „G--.“-ის კუთვნილი 6 320 264 ლარი სმართლებრივი საფუძვლის გარეშე და მიაყენა თუ არა მას შეს---მისი ოდენობის ზიანი.
28. პირველ რიგში პალატა იმსჯელებს იმაზე, დაადასტურა თუ არა მოსარჩელე მხარემ ვ-–- ა--–------ის მიერ შპს „G--.“-ის კუთვნილი 6 320 264 ლარის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გატანა კომპანიის სალაროდან.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
32. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შეს---მისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შეს---მისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
33. აქედან გამომდინარე მოსარჩელე შპს “G--.“-ს გააჩნია ვალდებულება დაამტკიცოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებსაც აფუძნებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ამ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში მოსარჩელემ ასევე უნდა ამტკიცოს, რომ ამ ქმედებებმა მისთვის ზიანი გამოიწვიეს. თავის მხრივ მოპასუხე ვ-–- ა--–------საც აქვს ვალდებულება დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც ის აფუძნებს თავის პოზიციას.
34. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება სადავო თანხის მოძრაობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტაცია, მნიშვნელოვანია დეტალურად შეფასდეს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენების შეფასებას.
35. პალატამ შეისწავლა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების - ლ--–- ზ-------–---–ის, ი--- ლ------ის, ქ------- ა--–--ის, გ-------ე მ–------ის, ს----- მ------–---–ის, თ----- ხ------–--ის, ბ---- ლ------ის და ვ-------- ძ---–---–ის ჩვენებები და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ პირთა მიერ გაკეთებულ განმარტებებთან და პალატისთვის გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებს აპელანტი საააპელაციო საჩივარში, რომ სასამართლომ სახე შეუცვალა მოწმეთა ჩვენებებს და გადაწყვეტილებაში გადაიტანა საპირისიპიროდ. ხშირ შემთხვევაში, რასაც აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და ახდენს მათ ციტირებას, ადასტურებს სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასტურია იმისა, რომ სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეთა ჩვენებების აპელანტის ვერსიის გაზიარების შემთხვევაშიც ვერ დასტურდება სადავო თანხის კომპანიიდან მხოლოდ ვ-–- ა--–------ის მიერ გატანის ფაქტი. აპელანტის მიერ მითითებული ვერსიის მიხედვითაც კომპანიის სალაროდან თანხები გაჰქონდა ვ-–- ა--–------ის გარდა ს----- მ------–---–ს და ცალკეულ შემთხვევებში ა-----– ძ---–---–ს. მოწმეთა ჩვენებების აპელანტის მიერ წარმოდგენილი ვერსიითაც დასტურდება, რომ კომპანიის დირექტორისათვის ცნობილი იყო ს----- მ------–---–ის მიერ სალაროდან თანხის გატანის ფაქტები, ხოლო თვითონ ს----- მ------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ის კონვერტაციას უკეთებდა კომპანიის სალაროდან გატანილ თანხებს, რის შემდეგ დაკონვერტირებულ თანხებს აძლევდა როგორც ვ-–- ა--–------ს, ასევე ვ-------- ძ---–---–ს, თუმცა უფრო ხშირად ვ-–- ა--–------ს.
36. პალატა, მოწმეთა ჩვენებების აპელანტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის ანალიზის გარდა, თავის მხრივაც აფასებს საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებს და ყველა ზემოთ მითითებული მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ კომპანიის სალაროდან თანხები ვ-–- ა--–------ის გარდა გაჰქონდა ს----- მ------–---–ს და ა-----– ძ---–---–ს. ამ ჩვენებებით დგინდება ასევე ისიც, რომ ს----- მ------–---–ს ჰქონდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და მის მიერ თანხის გატანა შეთანხმებული იყო ა-----– ძ---–---–თანაც. პალატას სარწმუნოდ არ მიაჩნია მოწმე ვ-------- ძ---–---–ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც უთითებს, რომ სალაროდან თანხები გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს, თუმცა მისთვის უცნობია თუ სად მიჰქონდა მას ეს თანხა. აღნიშნული ჩვენება სარწმუნოდ იმიტომ არ მიაჩნია პალატას, რომ ვ-------- ძ---–---–ი არის ვ-–- ა--–------ის პარტნიორი, ხოლო მისი შვილი ა-----– ძ---–---–ი არის ამ კომპანიის დირექტორი. ამ მოცემულობაში კი შეუძლებელია თანაბარი წილის მფლობელმა ერთმა პარტნიორმა არ იცოდეს მეორე პარტნიორს, რომელიც ძირითადად მართავს კომპანიის ფინანსებს, თუ სად მიაქვს კომპანიის თანხები და ამ რეჟიმში ახორციელებდეს კომპანია საქმიანობას. პალატის ამ მოსაზრებას ასევე ამყარებს მოწმე ბ---- ლ------ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც მიუთითებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა 10 დღეში ერთხელ იკრიბებოდა და განიხილავდა თანხის გადარიცხვის საკითხებს. ანალოგიურს ადასტურებს მოწმე თ----- ხ------–--ის ჩვენება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ვ-–- ა--–------ი მართავდა კომპანიის ფინანსებს, დგინდება, რომ კომპანიის სალაროდან თანხების გატანის და მისი შემდგომი მოძრაობის შესახებ იცოდა ა-----– ძ---–---–მაც და ვ-------- ძ---–---–მაც, რომელთა მიერაც ნებადართული და შეს---მისად მისაღები იყო ვ-–- ა--–------ის მიერ კომპანიიდან თანხების გატანა და კომპანიის ამ ფორმით საქმიანობა. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებების როგორც აპელანტის მიერ წარმოდგენილი ვერსიით, ასევე რეალურად საქმეში არსებული ჩვენებებით დასტურდება, რომ კომპანიიდან სადავო თანხები გაჰქონდა როგორც ვ-–- ა--–------ს, ასევე ა-----– ძ---–---–ს და ს----- მ------–---–ს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასების და ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ უფრო მეტ შემთხვევაში კომპანიიდან თანხა გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს, თუმცა დაუდგენელია კონკრეტულად რა ოდენობის თანხა გიატანა მან და რა საფუძვლით. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას, სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვით, კომპანიაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო კომპანიის თანამშრომელთა მხრიდან ხელფასის მიღებამდე სხვადასხვა ოდენობის თანხების გატანა სალაროდან, რაც ეწერებოდა ვ-–- ა--–------ს, თუმცა შემდგომ გატანილ თანხებს უკან აბრუნებდნენ ის თანამშრომლები, ვისაც გაჰქონდა ესა თუ ის თანხა, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ ვის რა ოდენობის თანხა გაჰქონდა სალაროდან და აბრუნებდნენ თუ არა ისინი ამ თანხას. ეს გარემოება კი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის თუ ვინ რა ოდენობის თანხა გაიტანა შპს “G--.“-ის სალაროდან. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ საწარმოს ფინანსური დანაკლისი შეადგენს 6 320 264 ლარს, მაგრამ დადასტურებული არ არის ვის მიერ რა ოდენობის თანხის გატანა მოხდა კომპანიიდან.
37. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და დაუდასტურებელია აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მოცემულ საქმეში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს სახე შუეცვალა და გადაწყვეტილებაში საპირისპიროდ გადაიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტს სურს თავის სასარგებლოდ მოახდინოს მოწმეთა ჩვენებების ინტერპრეტაცია და ამ გზით გაიმყაროს პოზიციები, რაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნება პალატის მიერ.
38. საბოლოოდ, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ვ-–- ა--–------ის მიერ შპს „G--.“-ის კუთვნილი 6 320 264 ლარის კომპანიის სალაროდან გატანის ფაქტი. დაუდგენელია თუ რა ოდენობის თანხა გაიტანა სალაროდან ვ-–- ა--–------მა და გაჰქონდა თუ არა აღნიშნული თანხა სმართლებრივი საფუძვლის გარეშე.
39. მას შემდეგ, რაც ვერ იქნა დადგენილი თუ რა ოდენობის თანხა გაიტანა კომპანიის სალაროდან ვ-–- ა--–------მა, პალატა იმსჯელებს იმაზე, მიაყენა თუ არა კომპანიას ზიანი ვ-–- ა--–------ის ქმედებამ.
40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
41. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
42. სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კი, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
44. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
45. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
46. დელიქტიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც უნდა შეფასდეს სადავო ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
47. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს მიადგა თუ არა პირს ზიანი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად და არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა, რაც მას არ განუხორციელებია.
48. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
49. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ვ-–- ა--–------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და მის ბრალეულობას დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ-–- ა--–------ი წარმოადგენდა შპს „G--.“-ის ერთ-ერთ პარტნიორს და ხელმძღვანელობდა კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ფინანსების მართვას. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებიც, რომლითაც დგინდება, რომ ვ-–- ა--–------ს შპს „G--.“-ის დირექტორისგან მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება საწარმოს სახელით უშუალოდ წარემართა ს---ნკო დაწესებულებებთან ურთიერთობა და შეესრულებინა ს---ნკო ოპერაციები საწარმოს სასარგებლოდ. მოწმეთა, რომლებიც საწარმოს თანამშრომლებს წარმოადგენენ, ჩვენებებით დასტურდება, რომ ვ-–- ა--–------ი თანამშრომელთა მხრიდან აღიქმებოდა არა როგორც მხოლოდ კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, არამედ ხელმძღვანელი პირი, რომელიც განაგებდა კომპანიის ფინანსურ მხარეს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეეხებოდა, უნდა შეთანხმებულიყო მასთან. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ვ-–- ა--–------ის მიერ თანხის გატანა ცნობილი იყო საწარმოს დირექტორისა და პარტნიორისთვისაც. მოწმეთა ჩვენებების, მათ შორის მოწმე ვ-------- ძ---–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ვ-–- ა--–------ი კომპანიის საქმიანობას აკონტროლებდა და თანხები გაჰქონდა სალაროდან. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომპანიიდან ნებისმიერი თანხის გატანა ვ-–- ა--–------ის ეწერებოდა, მაგრამ ამავდროულად თანხები გაჰქონდათ დირექტორს ა-----– ძ---–---–ს და საწარმოსთან დაკავშირებულ პირს ს----- მ------–---–ს.
50. მართალია დადგენილია, რომ კომპანიის სალაროდან ა-----– ძ---–---–თან და ს----- მ------–---–თან ერთად თანხა გაჰქონდა ვ-–- ა--–------ს, თუმცა დაუდგენელია ვ-–- ა--–------ის მიერ თანხის გატანამ მიაყენა თუ არა კომპანიას ზიანი. პალატა ითვალისწინებს იმას, რომ კომპანიის საქმიანობა, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე (მ-----–ის იმპორტი და რეალიზაცია) დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და კომპანიის სალაროს თანხის დანაკლისი ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმ რისკების არსებობით, რაც ახასიათებს სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულის გამომრიცხველი მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის წარმოდგენილი.
51. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია თუ რა ოდენობის თანხა გაიტანა სალაროდან ვ-–- ა--–------მა და გაჰქონდა თუ არა აღნიშნული თანხა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე დაუდგენელია ვ-–- ა--–------ის მიერ დაუდგენელი ოდენობის თანხის გატანამ მიაყენა თუ არა კომპანიას რაიმე ზიანი, აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ დაადასტურა დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი კომპონენტების არსებობა, რის გამოც პალატას, უსაფუძვლოდ მიაჩნია ვ-–- ა--–------ისათვის შპს “G--.”-ს სასარგებლოდ ზიანის სახით - 6 320 264 ლარის დაკისრების მოთხოვნა.
52. პალატის მიერ, ასევე აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვ-–- ა--–------მა მიისაკუთრა კომპანიის სრული ფულადი თანხები და დაახლოებით 2017 წლის სექტემბრის თვეში, თავის კუთვნილ კომპანიას - შპს „ნ--- მ-----–ს“ გადასცა დაახლოებით 800 000 ლარის ოდენობის საქონელი, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია შპს „ჯ--- ა-------ის“ მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ შპს „G--.”-ის საბუღალტრო ჩანაწერების თანახმად, 2017 წლის 30 სექტემბერს ანგარიშვლადებული პირის - ა-----– ძ---–---–ის ბარათიდან დაფარულია შპს „მ---“-ს დავალიანება 800 000 ლარი. აღნიშნული ჩანაწერი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო თანხებზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს მხოლოდ ვ-–- ა--–------ი.
53. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ თავად ჩათვალა, რომ ს----- მ------–---–იც იყო კომპანიის თანამშრომელი, რაც არასწორია. აპელანტის განმარტებით, ს----- მ------–---–ი იყო მხოლოდ ვ-–- ა--–------ის ნდობით აღჭურვილი პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნულ პირთან დაკავშირებით და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ს----- მ------–---–ი წარმოადგენდა საწარმოსთან დაკავშირებულ პირს, რომელსაც ვალუტის გადაცვლის პუნქტი გააჩნდა და ვ-–- ა--–------ის დავალებით, უცხოელ კრედიტორებთან ანგარიშსწორების მიზნით, შპს „G--.”-ს სალაროში შემოსული ლარის კონვერტაციას ახდენდა უცხოურ ვალუტაზე, რომელსაც შემდეგ გადასცემდა ვ-–- ა--–------ს. შეს---მისად, პალატის მიერ აპელანტის ზემოაღნიშნული დაუსაბუთებელი პოზიცია გაზიარებული ვერ იქნება.
54. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და შეგნებულად თავი აარიდა ვ-–- ა--–------ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასა და შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აპელანტი უთითებს, რომ ვ-–- ა--–------ს გამოკითხვის ოქმში სხვა გარემოებები აქვს მითითებული, ხოლო შესაგებელში მან წარმოადგინა განსხვავებული პოზიცია. მან გამოძიებაში განმარტა, რომ ფულად თანხებთან ჰქონდა წვდომა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს 2017 წლის 30 ოქტომბრის ვ-–- ა--–------ის გამოკითხვის ოქმზე, რომელზეც აპელირებს აპელანტი მხარე. აღნიშნული ოქმის მიხედვით, ვ-–- ა--–------მა განმარტა შემდეგი:
„მოგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დირექტორი არის ა-----– ძ---–---–ი, 2017 წლის თებერვლის თვემდე პერიოდში, ბანკებთან ურთიერთობასა და ს---ნკო ოპერაციების წარმოებას დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ვახორციელებდი თავად, რის საქმის კურსშიც თავისთავად იყვნენ ა-----– ძ---–---–ი და ვ-------- ძ---–---–ი. ხოლო 2017 წლის თებერვლის თვეში, ა-----– ძ---–---–ის მიერ მოხდა ჩემს სახელზე გაცემული მინდობილობის შეჩერება. აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ბანკებთან ურთიერთობასა და ს---ნკო ოპერაციების წარმოებას ასევე ახორციელებდა ა-----– ძ---–---–ი. მოგახსენებთ, რომ 2017 წლის მაისის თვემდე პერიოდში ვახორციელებდი კომპანიის სალაროდან თანხების საქვეანგარიშოდ გატანას, სხვადასხვა მიზნით, რომელიც მოგვიანებით სწორდებოდა ბუღალტრულად. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის სალაროდან თანხების გატანას და კონვერტირებას ასევე ახორციელებდა ჩემი მინდობილი პირი - ს----- მ------–---–ი, რომელიც თანხას მისი კონვერტირების შემდეგ გადმომცემდა შპს „G--.”-ის ან შპს „მ---“-ს ს---ნკო ანგარიშზე შეტანის მიზნით. მოგახსენებთ, რომ სალაროდან აღებულ თანხებს კონვერტაციის შემდეგ, ასევე სხვადასხვა პირადი საჭიროებისათვის ვიღებდით როგორც მე, ასევე ა-----– და ვ-------- ძ---–---–ები დივიდენდის სახით, თუმცა ჩემთვის უცნობია, თუ როგორ ტარდებოდა ზემოაღნიშნული თანხები ბუღალტერიაში. განგიმარტავთ, რომ კომპანიის სალაროდან გატანილი თანხების ნაწილი ასევე ხმარდეობდა შპს „მ---“-ს საქმიანობას, რომლის დამფუძნებლებიც 50-50 % წილობრივი კუთვნილებით ვართ მე და ა-----– ძ---–---–ი, ხოლო დირექტორი არის ზურაბ ციხიშვილი. როგორც ჩემთვის ცნობილია, 2017 წლის ივლისის თვეში, შპს „G--.”-ში ჩატარებულ იქნა ა-------ორული შემოწმება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 01 მაისის მდგომარეობით, შემოწმების თანახმად, სალაროს ნაღდი ფულის სახით ნაშთად უნდა ჰქონოდა 6 320 264 ლარი, თუმცა სალაროში ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა ჩემთვის უცნობია. აქვე განგიმარტავთ, რომ ჩემთვის უცნობია სალაროდან ჩემს მიერ გატანილი თანხების ზუსტი ოდენობა, თუმცა აღნიშნული სწორდებოდა ბუღალტრულად“. აღნიშნული ჩვენების შინაარსი ძირითადად თანხვედრაშია, როგორც შესაგებელთან, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
55. შეს---მისად, აღნიშნული გამოკითხვის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის პოზიცია - ვ-–- ა--–------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებას და შესაგებელში მითითებულ გარემოებებს შორის შინაარსობრივი სხვაობის თაობაზე, არ დასტურდება.
56. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სალაროდან თანხების გატანის დროს, ჟურნალში ხდებოდა მითითება, თუ ვის გაჰქონდა თანხა და რა ოდენობით, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ჟურნალი და წერილობითი სახის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, კონკრეტულად რა ოდენობის თანხები გაედინებოდა კომპანიიდან და ვის მიერ. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ შპს „ე--- ა-------ის“ ა-------ორული დასკვნა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ა-------ის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
57. ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ა-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ა-------ორი არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და ა-------ორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია ა-------ორების/ა-------ორული (ა-------ური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს ა-------ორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად, ხოლო ა-------ორული (ა-------ური) ფირმა არის საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში და ა-------ორულ საქმიანობას (მომსახურებას) ახორციელებს გარიგების პარტნიორის (პარტნიორების) მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, სპეციალისტის სახით მოწვეულმა პირმა, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დასკვნის შემდგენელი შპს ,,ე--- ა-------ი’’ და მისი წევრები არ არიან რეგისტრირებულნი რეესტრში, შეს---მისად, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი ვერ მიიჩნევა ა-------ორულ დასკვნად და მას შესაძლოა გააჩნდეს მხოლოდ გარკვეული ინფორმაციული ხასიათი და არა მტკიცებულებითი მნიშვნელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მითითებული ა-------ორული დასკვნა არ წარმოშობს შეს---მის იურიდიულ შედეგებს და არ გააჩნია მტკიცებითი მნიშვნელობა.
58. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-–- ა--–------ს შპს „G--.”-ის კუთვნილი თანხები გადაჰქონდა თავის საკუთრებაში არსებულ კომპანიებში - შპს „ფ----------------იაში“ და შპს „ს----–------------–ოში“, რომლებიც აწარმოებდნენ მ-----–ის იმპორტს და რეალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ვ-–- ა--–------ის მიერ შპს „G--.”-ის ფულადი თანხების მისაკუთრების ფაქტს და მითითებულ კომპანიებში თანხების გადარიცხვას.
59. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
60. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.
61. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, აპელანტმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ვ-–- ა--–------მა თავისი ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა შპს „G--.”-ს და მიისაკუთრა კომპანიის კუთვნილი 6 320 264 ლარი.
62. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შეს---მისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება აპელანტის მხრიდან აღნიშნული მტკიცების ნაკლის გამო.
63. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო ვინაიდან აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი. აპელანტის მიერ ზოგადი და ზეპირსიტყვიერი განმარტებები სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
64. რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, გაჩუქებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას და თანასაკუთრების საგნის მ------–ისათვის მიკუთვნებას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელშიც მითითებულია, რომ აღნიშნული მოთხოვნების იურიდიული ინტერესი არის ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და ვინაიდან ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნების მიმართ არ არსებობს იურიდიული ინტერესი და ზემოთ მითითებული სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები ემსახურებოდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს. მითითებული სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული ინტერესს მოსარჩელისათვის წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს „G--.“-ის სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
66. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
67. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
68. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
69. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
70. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
71. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
72. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, აპელანტს შპს „G--.”-ს სახელმწიფო ბაჟის სახით 5480 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2000 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 5480 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „G--.”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის - შპს „G--.”-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2000 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. აპელანტს - შპს „G--.”-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 5480 ლარის გადახდა.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
გოგიტა თოთოსაშვილი