განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
080100119003023745
ინსტანცია
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003023745

საქმე №1/ბ-734-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- გ----------ის

მსჯავრდებულის _ მ-------- ფ-----ის

ადვოკატის _ ზ----- დ--------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის და მსჯავრდებულ მ-------- ფ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- დ--------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ-------- ფ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--- წყალტუბოს რაიონში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წ---–--------------------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ-------- ფ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მაისის თვეში, წ---–--------------------------–---------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ-----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა ორსულ მეუღლეზე _ ნ------------ზე (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში). ძალადობის შედეგად ნ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის ნოემბრის თვეში, წ---–--------------------------–---------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ-----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე _ ნ------------ზე (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში) ძალადობის შედეგად ნ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მ-------- ფ-----ე 2018 წლის 25 დეკემბრამდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, ნ------------ს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნ------------ მ-------- ფ-----ის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

2018 წლის 25 დეკემბერს, წ---–--------------------------–---------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ-----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე _ ნ------------ზე (მუჭებისა და ხის ნაჭრის გამოყენებით რამდენჯერმე ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე). ძალადობის შედეგად ნ------------ს მიადგა დაზიანებები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

ზემოაღნიშნულის გამო მ-------- ფ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით; 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:

 

მ-------- ფ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

მ-------- ფ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობა) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-------- ფ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მ-------- ფ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

მ-------- ფ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 

განაჩენის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურება ვერ ჰპოვა მ-------- ფ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-------- ფ-----ის ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდებში.

 

ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

 

მ-------- ფ-----ე 2018 წლის 25 დეკემბრამდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს _ ნ------------ს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნ------------ მ-------- ფ-----ის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

2018 წლის 25 დეკემბერს წ---–--------------------------–---------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ-----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე _ ნ------------ზე (მუჭებისა და ხის ნაჭრის გამოყენებით რამდენჯერმე ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში). ძალადობის შედეგად ნ------------ს მიადგა დაზიანებები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი გამამართლებელ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და ითხოვა მ-------- ფ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111; 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, იმ საფუძლით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ-------- ფ-----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

 

მსჯავრდებულ მ-------- ფ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- დ--------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმება მ-------- ფ-----ის მსჯავრდების ნაწილში და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

გასაჩივრებული განაჩენი (გამამტყუნებელი ნაწილი) ირიბ მტკიცებულებებზეა დამყარებული და ეს მაშინ, როდესაც სასმართლომ განაჩენის გამამართლებელ ნაწილში სრულიად სამართლიანად არ გაიზიარა პირის დამნაშავედ ცნობისათვის იგივე ირიბი მტკიცებულებები. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა მ-------- ფ-----ის მეუღლის ჩვენება, რომელმაც გამოიყენა რა კანონით მინიჭებული უფლება, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება. ამასთან, გაუგებარია, სასამართლოში გამოკვლეულ რომელ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა სასამართლომ, რომ მ-------- ფ-----ემ აღნიშნული დანაშაული სწორედ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ჩაიდინა. მ-------- ფ-----ეს ჰყავს ორი შვილი და არც გამოძიებას და არც სასამართლოს არ დაუდგენია კონკრეტულად რომელი ბავშვის თანდასწრებით ჩაიდინა მან ფსიქოლოგიური ძალადობა და მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მეუღლეს, ვინაიდან, გამოძიებასაც და სასამართლოსაც თავიანთ გადაწყვეტილებებში მხოლოდ ერთ ბავშვზე აქვთ საუბარი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ------- გ----------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მ-------- ფ-----ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ხოლო მსჯავრდებულმა მ-------- ფ-----ემ და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- დ--------მ მხარი დაუჭირეს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მ-------- ფ-----ის გამართლება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საჩივრების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ-------- ფ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- დ--------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ნ---- ა-----ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და მისთვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ეპიზოდებში მ-------- ფ-----ის ბრალეულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ო----- ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს ნ---- ა-----ისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოკითხვისას ნ------------ს ვიზუალურად აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. როგორც გაირკვა, მას მეუღლე _ მ-------- ფ-----ე სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, 2018 წლის 25 დეკემბერს კი რამდენჯერმე ცემა შეშის ნაჭრით. ნ---- ა-----ის გამოკითხვით ასევე გაირკვა, რომ ორსულობის დროსაც ჰქონდა მისი ცემის ფაქტს ადგილი, რის გამოც წასული იყო კიდეც სახლიდან. მისთვის იმდენად რთული იყო აღნიშნული ინფორმაციის გადმოცემა, თარიღებსაც ვერ იხსენებდა, რადგან ძალადობის ფაქტებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მოწმის განმარტებით, ნ------------ს გარეგნულად იმდენად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, საჭიროდ ჩათვალა შეედგინა ოქმი მისი გარეგნული დათვალიერების შესახებ. დაზარალებულმა მოითხოვა თავშესაფარში განთავსება თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რის შემდეგაც იგი გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში არსებულ თავშესაფარში, სადაც გარკვეული პერიოდი გადიოდა რეაბილიტაციას.

 

მოწმე ნ-----–- ფ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის მ-------- ფ-----ის მეზობელი და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 25 დეკემბრის საღამოს საათებში, იმყოფებოდა ეზოში და უვლიდა პირუტყვს, რა დროსაც მასთან მივიდა მ--------ის მეუღლე ნ------------ თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად და თხოვა სახლში შესვლის ნებართვა. მალე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ნ---- წაიყვანეს. მოწმის განმარტებით, ნ------------ ახლოდან არ უნახავს და დაახლოებით 10-15 მეტრი მანძილიდან შენიშნა, რომ მას ტუჩის არეში რაღაც სისხლისმაგვარი ჰქონდა, თუმცა რით იყო აღნიშნული დაზიანება გამოწვეული, არ იცის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ფსიქოლოგის, ი---- ბ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს თავშესაფარში მიყვანილი იქნა ნ------------, რომლის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას სხეულზე აღენიშნებოდა მეუღლისაგან მიყენებული მძიმე დაზიანებები, სილურჯეები, მოტეხილობები, ტრავმა ყვრიმალის არეში და ნაკბენები, რომლებიც, როგორც თავად განუმარტა, მოძალადე მეუღლის მიერ იყო მიყენებული. იგი აღნიშნავდა, რომ ტრავმების გამო უქვეითდებოდა როგორც მხედველობა, ასევე სმენა. რაც შეეხება ნ---- ა-----ის ბავშვს, მას ჰქონდა ბავშვთა ასაკის ნევროზი. როგორც მსხვერპლმა მასთან საუბრისას განაცხადა, მოძალადე მ-------- ფ-----ე მათ დღისით და ღამით არ აძლევდა ძილის საშუალებას, უმიზეზოდ ესხმოდა მას თავს, რაც ხდებოდა ბავშვის თვალწინ. მოწმე ი---- ბ------ის განმარტებით, მსხვერპლს ჰქონდა ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა მოძალადის მიმართ, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ არსებობდა მოძალადის მიმართ დამოკიდებულება, იგივე „სტოკჰოლმის სინდრომი” და იგი ყველანაირად ცდილობდა რაღაცით გაემართლებინა მოძალადე. ფსიქოლოგთან ნ------------ ძალადობის მიზეზებზე არ საუბრობდა, რადგან კონკრეტულად არ იცოდა რა იყო ამის მიზეზი, თუმცა განმარტავდა, რომ მისი სხეული ძალადობის შედეგად იყო ყოველთვის ლურჯი ფერის და ზაფხულის პერიოდში ცდილობდა, რომ დაეფარა იგი. მას ასევე დეფორმირებული ჰქონდა სახის ნაკვთები და განმარტავდა, რომ მეუღლე სცემდა მუშტებით, წიხლებით და სხვადასხვა საშუალებებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სოციალური მუშაკის, ა---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ნ------------ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომლის ფიზიკური მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ვიზუალურად აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სისხლჩაქცევების და ნაკბენის სახით. დაზიანებების სიმრავლის გამო ნ------------ს პირის მოძრაობაც კი უჭირდა, ყური ჰქონდა გატეხილი და სმენა დაქვეითებული. ნ----ს და ბავშვს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ ნ------------ს მიყენებული ჰქონდა სახის და თავის ძვლების დაზიანება და ნეკნის მოტეხილობა. მას ძალიან უჭირდა საუბარი და თქვა, რომ დაზიანებებს წლების განმავლობაში აყენებდა მეუღლე, სცემდა შეშის ნაჭრით, ხელებით და ფეხებით, რასაც ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი ელენე, რომელიც არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. იგი არაჯანსაღად არის მიჯაჭვული დედაზე, ვერ იძინებს ღამე, აქვს შიშები და რთულია მასთან კომუნიკაციის დამყარება. მოწმე ა---------–---–ის განმარტებით, ნ------------მ საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 13 თებერვალს დატოვა თავშესაფარი.

 

დაზარალებულმა ნ------------მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის _ მ-------- ფ-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ო----- ბ------–---–ის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ვიზუალური დათვალიერებისას, ნ------------ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. ტუჩებზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომელიც შეშუპებული იყო. ორივე ყურზე აღენიშნებოდა ყურის ნიჟარების დეფორმირების კვალი. მარჯვენა ქვედა სახსარზე _ ხელზე აღენიშნებოდა რამდენიმე ოვალური ფორმის ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები. ნ---- ა-----ის განმარტებით, ზემოაღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ _ მ-------- ფ-----ემ. მისივე განმარტებით, მას ასევე აღენიშნება სხეულის სხვა ადგილებში, ტანსაცმლით დაფარულ მიდამოებში დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, კერძოდ, ზურგისა და ქვედა კიდურების არეში, რომლებიც მიაყენა მ-------- ფ-----ემ, წ---–--------------------------–---------------–- მდებარე მათივე საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 25.12.2018 წელს, 22:26-23:08 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ნ------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევების, სისხლჩაქცევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ნ---- ა-----ემ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 26 დეკემბერს, საიდანაც გაეწერა 2018 წლის 28 დეკემბერს, დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნეკნის მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა სახისა და მარჯვენა ყურის მიდამოში. 2019 წლის 19 აპრილს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით, წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე ნ------------ს აღინიშნებოდა მარჯვნივ IX ნეკნის მოტეხილობა, იღლიის უკანა ხაზზე არასრული კონსოლიდაციის ფაზაში. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით ეწინააღმდეგებოდა მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს _ 2018 წლის 25 დეკემბერს. 2019 წლის 31 მაისს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: ნ---- ა-----ის კ.ტ კვლევის შედეგად დაფიქსირდა ცხვირის ძვლების, მარცხნივ ორბიტის გვერდითი კედლის (ყვრიმალის ნაწილი), ყვრიმალის რკალის მოტეხილობები, კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში. ძვლოვანი დაზიანებები ტოპიკურად განეკუთვნებოდა სახის ქალას. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (25.12.2018წ.) წინააღმდეგობაში არ იყო. დაზიანება მარჯვნივ IX ნეკნის მოტეხილობის სახით განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს _ 25.12.2018 წელი. დაზიანებები თავის ტვინის შერყევის, სახისა და მარჯვენა ყურის მიდამოში არსებული ჰემატომების, ცხვირის ძვლების, მარცხნივ ორბიტის გვერდითი კედლის (ყვრიმალის ნაწილი), ყვრიმალის რკალის მოტეხილობების და შუბლის მიდამოში არსებული კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს (25.12.2018 წ).

 

ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, მ-------- ფ-----ის ქმედებებით ნ------------ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ----- თ------ემ და თ-------- ფ---–---–---მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ამ ეპიზოდებში მ-------- ფ-----ის უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, მოწმეების _ ო----- ბ------–---–ის, ა---------–---–ის და ი---- ბ------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები (რომლებიც პირადად არ შესწრებიან დანაშაულის ფაქტებს, მაგრამ დაზარალებულ ნ---- ა-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდგომ უშუალო შემხებლობა ჰქონდათ მასთან და დამაჯერებლად აღწერეს მისი იმჟამინდელი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა), ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც დადგენილია, რომ მ-------- ფ-----ის ქმედებებით ნ------------ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევდა მის ტანჯვას), გარეგნული დათვალიერების ოქმი (საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს ნ------------ს სხეულზე ვიზუალურად აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით) და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც დასტურდება, რომ ნ------------ს მიყენებული ჰქონდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით) საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-------- ფ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მ-------- ფ-----ის მიერ თავისი მეუღლის _ ნ---- ა-----ის სიტემატური შეურაცხყოფის ფაქტს, რამაც გამოიწვია ტანჯვა და მისთვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მ-------- ფ-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ-------- ფ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რის გამოც უნდა შეიცვალოს მის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა დასკვნისათვის, რომ მ-------- ფ-----ე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ახორციელებდა მეუღლის, ნ---- ა-----ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას და რომ მას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. მართალია, დაზარალებულ ნ---- ა-----ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მ-------- ფ-----ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ------------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი გამოკითხვის ოქმი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება და არც რაიმე დადგენილი ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ მ-------- ფ-----ემ გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულები არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა. ამდენად, მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის უტყუარობა ვერ მოწმდება რაიმე სხვა სარწმუნო მტკიცებულებით, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის საფუძვლად მსჯავრდებულის ინტერესების საწინააღმდეგო სამართლებრივი დასკვნის გამოსატანად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ-------- ფ-----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლების პირველ ნაწილებზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მ-------- ფ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის მაისის ეპიზოდი) და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ-------- ფ-----ის მიერ 2018 წლის მაისის თვეში და 2018 წლის ნოემბრის თვეში, წ---–--------------------------–---------------–- მდებარე სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლისათივის _ ნ---- ა-----ისათვის სახეში მუჭის რამდენჯერმე დაარტყმის ფაქტები.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ-------- ფ-----ისათვის ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში წარდგენილი ბრალდება ეფუძნებოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ ნ---- ა-----ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც ამხელდა თავის მეუღლეს, მ-------- ფ-----ეს 2018 წლის მაისის და ნოემბრის თვეებში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ნ------------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მ-------- ფ-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2018 წლის მაისის თვეში და 2018 წლის ნოემბრის თვეში მ-------- ფ-----ის მიერ ნ---- ა-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, ეს მოწმეები არ არიან 2018 წლის მაისის და 2018 წლის ნოემბრის ფაქტების თვითმხილველები და აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულ ნ---- ა-----ის მონაყოლს, რომელმაც თავად უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება 2018 წლის მაისის თვის და 2018 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდებში მ-------- ფ-----ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ-------- ფ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- დ--------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტებრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მ-------- ფ-----ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.მსჯავრდებულ მ-------- ფ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- დ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4.მ-------- ფ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი) და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

5.მ-------- ფ-----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

6.მ-------- ფ-----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

7.მ-------- ფ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- ფ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

9.მსჯავრდებულ მ-------- ფ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 

10.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-------- ფ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/