განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001442217
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2/ბ-775-2019 27 ნოემბერი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე): გ------- ბ---–------ კანონიერი წარმომადგენელი რ--------- კ-----------
წარმომადგენელი: ჯ------- ქ--------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ნ------- ბ---–-----, ა------- ბ---–-----
წარმომადგენელი: მ----- ბ--------
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის (ნ------- ბ---–------) საკუთრებაში აღრიცხვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; ქ. ბათუმში, ა------- პი-----––---------–-----------–--–---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------), ნ------- ბ---–-----სა და ა------- ბ---–------ კანონიერ წარმომადგენელს, ნ------- ბ---–-----ს შორის, 2016 წლის 29 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ქონების თავდაპირველი მესაკუთრის, ნ------- ბ---–------ საკუთრებაში აღრიცხვა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, რ--------- კ-----------ს, მოპასუხე ნ------- ბ---–-----სთან ჰქონდა რა ახლო ურთიერთობა, 2--- წლის 18 აგვისტოს მისგან შეეძინა შვილი-გ------- კ-----------.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, დამტკიცდა რ--------- კ-----------სა და ნ------- ბ---–-----ს შორის მორიგება, რომლითაც ნ------- ბ---–-----მ აღიარა გ------- კ------------ მამობა და იკისრა ვალდებულება, მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში, ქ.ბათუმის ტერიტორიაზე, შვილის - გ------- კ------------ათვის შეეძინა 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, თუმცა ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც 2016 წლის 27 იანვარს სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, ამ ნაწილში განჩინების იძულებითი აღსრულებისათვის.
სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიუხედავად, განჩინების იძულებითი აღსრულება ვერ მოხერხდა.
იმის გამო, რომ მოპასუხე/მოვალე ნ------- ბ---–----- თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას, სააღსრულებო ბიურომ მასალები გაუგზავნა პროკურატურას, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის.
აღსრულების პროცესში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 26 თებერვალს, ნ------- ბ---–-----ს სააღსრულებო ბიუროსაგან ჩაბარდა წინადადება ვალდებულების ნებაყოფილებით შესრულებაზე და მიეცა 7-დღიანი ვადა, თუმცა მან, ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებით, 2016 წლის 29 თებერვალს, თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, ა------- პ------––---------–-----------–--–----------------- ს/კ №0-----------, გააჩუქა არასრულწლოვან შვილზე-ა------- ბ---–-----ზე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ჩუქების გარიგება მოჩვენებითია, რეალურად არანაირ ჩუქებას ადგილი არ აქვს, ნ------- ბ---–------ მიერ ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა-გაფორმება მისსავე შვილზე ემსახურება ქონების გადამალვას, რათა არასრულწლოვანი შვილი კეთილსინდისიერ შემძენად წარმოაჩინოს და ამ ქონებაზე არ მიექცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულება.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება რეალურია; ჩუქების შედეგად უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა არასრულწლოვანი ა------- ბ---–-----. გარდა ამისა, იგი თავს არ არიდებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებას. მან მიმართა კიდეც აღმასრულებელს და აცნობა, რომ ნახა შესაბამისი ბინა, რათა საკუთრებაში გადაეცა არასრულწლოვანი შვილისათვის - გ------- ბ---–------ათვის, თუმცა რ--------- კ-----------მ არ მოიწონა შესაძენი ქონება და უარი განაცხადა მის მიღებაზე.
მართალია, 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მან იკისრა ვალდებულება, რომ შვილის - არასრულწლოვანი გ------- ბ---–------ათვის იყიდდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე 2-ოთახიან საცხოვრებელ ბინას, თუმცა განჩინებით არ ყოფილა განსაზღვრული არც მისი ფასი და არც კონკრეტული მდებარეობა.
ამდენად, მორიგებით ნაკისრი ვალდებულება იმ უძრავ ქონებასთან, რომელიც თავის მეორე შვილს - ა------- ბ---–-----ს აჩუქა, რაიმე კავშირში არ არის.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. არასრულწლოვანი გ------- ბ---–------ (კანონიერი წარმომადგენელი რ--------- კ-----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია; 3. გაუქმდეს, საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე №96-უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც ა------- ბ---–-----ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა, ქ. ბათუმში, ა------- პი-----––---------–-----------–--–---------------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------,, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. რ--------- კ-----------ს და ნ------- ბ---–-----ს, 2--- წლის 18 აგვისტოს შეეძინათ შვილი-გ------- კ-----------. 2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, დამტკიცდა რ--------- კ-----------სა და ნ------- ბ---–-----ს შორის მორიგება, რომლითაც ნ------- ბ---–-----მ აღიარა მამობა და იკისრა ვალდებულება, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, შვილის - გ------- კ------------ათვის შეიძენდა 2-ოთახიან საცხოვრებელ ბინას. 2016 წლის 27 იანვარს, სასამართლოს მიერ, განჩინების ამ ნაწილში იძულებითი აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2.3. აღმასრულებელმა ა-–---------- ნ-------, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული აღსრულების საქმეზე, 2016 წლის 26 თებერვალს წერილობითი წინადადება გაუგზავნა და 2016 წლის 27 თებერვალს ჩააბარა მოვალე ნ------- ბ---–-----ს და ვალდებულების ნებაყოფილებით შესრულებისათვის განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა. 2.4. ნ------- ბ---–-----მ, 2016 წლის 29 თებერვალს, თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა------- პ------––---------–-----------–--–----------------- ს/კ №0----------- - ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა არასრულწლოვან შვილს- ა------- ბ---–-----ს, რომლის საფუძველზეც, 2016 წლის 01 მარტს, არასრულწლოვანი ა------- ბ---–----- დარეგისტრირდა დასაჩუქრებული უძრავი ქონების მესაკუთრედ. 2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა-–---------- ნ------- (აღმასრულებელი) აჩვენა რომ, იგი მუშაობდა სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებლად. მის წარმოებაში იყო ხსენებული სააღსრულებო საქმე. ვინაიდან, აღსრულების საგანი არ იყო განსაზღვრული თანხით და იგი ქმედების დავალდებულებას ეხებოდა, ეს მხოლოდ მოვალეს შეეძლო შეესრულებინა. ვინაიდან მოვალემ ვერ ან არ შეასრულა ვალდებულება, მასალები გააგზავნა პროკურატურაში, სხვა ბერკეტი მას არ გააჩნდა, სხვა იძულებითი ღონისძიების განხორციელება არ შეეძლო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 59-ე (1), 92-ე, 319-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის სადავოა: 1) მოპასუხე ნ------- ბ---–----- თავს არიდებდა, თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; 2) 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, იყო თუ არა მოჩვენებითი გარიგება და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, რამდენად არსებობდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი; 3) ქონების ნ------- ბ---–------ საკუთრებაში აღრიცხვის (დაბრუნების) შედეგად, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულების მიქცევა ამ ქონებაზე. 2.7. სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისას, უპირველესად მნიშვნელოვანი იყო აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგებით, მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტული ქონების შეძენის შესახებ. ქონება, რომელიც ნ------- ბ---–-----მ თავის შვილზე - არასრულწლოვან ა------- ბ---–-----ზე გააჩუქა, არ იყო მორიგების საგანი. შესაბამისად, ჩუქებაზე გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების ნ------- ბ---–------ საკუთრებაში აღრიცხვის შემთხვევაში, აღსრულება ვერ მიექცეოდა ამ ქონებაზე, რაც ადასტურებდა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი ინტერესი. მოთხოვნილი გარიგების ბათილად ცნობისათვის, არ იყო საკმარისი მხოლოდ მის ფორმალურობაზე, მოჩვენებითობაზე ან თვალთმაქცურობაზე მითითება. მოსარჩელეს მისი ბათილობისათვის იურიდიული ინტერესი უნდა ჰქონოდა. 2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა რა იურიდიული ინტერესი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით დადებული გარიგება იყო თუ არა, ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლითაც დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, არ განსაზღვრულა მხარეთა არასრულწლოვანი შვილის - გ------- კ------------ათვის, ქ.ბათუმის ტერიტორიაზე გადასაცემი 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის ფართის ოდენობა, მისი ღირებულება, ფართის მდგომარეობა (სართული, რემონტით ან მის გარეშე და ა. შ.), არც ფართის მდებარეობის უფრო კონკრეტული მისამართი, რაც ადაასტურებდა, რომ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას ვერ მოჰყვებოდა მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი. 2.9. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნ------- ბ---–-----მ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების მიზნით, როგორც მოვალემ, 2016 წლის 24 მარტს მიმართა აღმასრულებელს და აცნობა, რომ მან ნახა შესაბამისი ბინა, რათა საკუთრებაში გადაეცა არასრულწლოვანი შვილისათვის - გ------- ბ---–------ათვის, თუმცა მისმა კანონიერმა წარმომდგენელმა-რ--------- კ-----------მ მის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ შესაძენი ქონება არ აკმაყოფილებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებულ მორიგების პირობას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება, რ--------- კ-----------სა და მოპასუხე ნ------- ბ---–-----ს შორის, რომლითაც ნ------- ბ---–-----მ შვილად აღიარა გ------- კ----------- და აიღო ვალდებულება, რომ 2015 წლის ბოლომდე შეიძენდა და საკუთრებაში გადასცემდა გ------- კ-----------ს ორ ოთახიან საცხოვრებელ ბინას ქ.ბათუმის ტერიტორიაზე. სასამართლოს განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. 3.2. ნ------- ბ---–-----მ არ შეასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც დაიწყო იძულებითი აღსრულება. აღსრულების პროცესში, მოსარჩელისათვის ცნობილის გახდა, რომ ნ------- ბ---–-----მ, 2016 წლის 29 თებერვალს, მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს ჩაბარდა სააღსრულებო ბიუროს წერილი განჩინების ნებაყოფილობითი აღსრულების შესახებ, თავის საკუთრებაში რიცხული, კომერციული დანიშნულების უძრავი ქონება (სასტუმრო ფუნქციონირებს) მდებარე, ბათუმი ა--------––---------–-----------–--–--------------- აჩუქა თავის არასრულწლოვან შვილს ა------- ბ---–-----ს. ეს გარიგება არის მოჩვენებითი, დასაჩუქრებული ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენებად, რადგან არის გამჩუქებლის ოჯახის წევრი-არასრულწლოვანი შვილი და ერთად ცხოვრობენ. რეალურად, ნ------- ბ---–-----ს არანაირი ნება არ გამოუხატავს და არც აპირებდა ქონების გასხვისებას, იგი უბრალოდ ცდილობს გადამალოს ქონება და ამ გზით თავი აარიდოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, რაც შესაძლოა დადგეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებიდან გამომდინარე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს: დადგენილია, რომ ნ------- ბ---–-----სა და მის შვილს, არასრულწლოვან ა------- ბ---–-----ს შორის, 2016 წლის 29 თებერვალს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას, არასრულწლოვანი ა------- ბ---–------ (დაბ.16.01.2---წ.) კანონიერი წარმომადგენელი იყო მისი მამა - მოპასუხე ნ------- ბ---–-----, ამასთან ქონება 2013 წლიდან დატვირთული იყო იპოთეკით, შპს მიკროსაფინანსო ნორგანიზაცია „ბერმელის“ სასარგებლოდ. (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 16-17, 248-249). 4.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 თებერვალს, გადაწყვეტილების ნაბაყოფილობით აღსრულების თაობაზე, აღმასრულებლის წინადადების ჩაბარების შემდეგ, 2016 წლის 24 მარტს, ნ------- ბ---–-----მ წერილობით მიმართა აღმასრულებელს და აცნობა, რომ სასამართლო განჩინებით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, რ--------- კ-----------ს შესთავაზა, ხელვაჩაურში, ერთოთახიანი ბინა, რაზედაც უარი მიიღო (ს..ფ.83). 4.5. დადგენილია, რომ ნ------- ბ---–------ წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სასამართლო აღმასრულებელთან რ--------- კ-----------მ დააფიქსირა, რომ არ ეთანხმებოდა ნ------- ბ---–------ წინადადებას (ს.ფ.84). 4.6. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით, გ------- ბ---–------ კანონიერი წარმომადგენლის, რ--------- კ------------ განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების (საქმე №2-1047/2011) აღსრულების შემდეგი წესი: მოპასუხე/მოვალე ნ------- ბ---–------ მიერ, შვილზე - გ------- კ------------ათვის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე, შესაძენი 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის ღირებულება განისაზღვროს 62000 ლარით. აღნიშნული განჩინება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით. (იხ. განჩინება, საქმე 2/ბ-775, ს/ფ 41-45). სამართლებრივი დასაბუთება 4.7. პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, შესაფასებელია უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების-ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა. მოსარჩელის მითითებით, მამა-შვილს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია (სსკ-ის 56.1 მუხლი), რადგან იგი მიზნად ისახავდა, მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებისაგან ნ------- ბ---–------ათვის თავის არიდებას. იმისათვის, რომ ეს გარიგება ჩაითვალოს ბათილად, აუცილებელია შემოწმებული იქნეს ორივე მხარის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. 4.8. სააპელაციო სასამართლო უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.9. სააპელაციო პალატა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ მსჯელობისას, უწინარესად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობას განმარტავს და დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია (სსსკ-ის 180-ე მუხლი). იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. მოსარჩელე, მის მიერ წარდგენილ სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაბათილებით, პირველი მოპასუხე დაიბრუნებს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე, რაც აღმასრულებელს საშუალებას მისცემს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღასრულოს და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა-გ------- ბ---–-----მ საკუთრებაში მიიღოს ქ. ბათუმში, ოროთახიანი ბინის შესაბამისი ღირებულების თანხა, რომლის ნებაყოფილობითი აღსრულება და თავად უძრავი ქონების შეძენა, ნ------- ბ---–-----მ არ მოახდინა. ამდენად, აღიარებითი სარჩელი ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 1198.4-ე, 1199-ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვას და სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 და 180-ე მუხლების მოთხოვნებთან. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ არ იკვეთებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი-არასწორია და გაზიარებული ვერ იქნება. 4.10. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია, მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)... საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადში მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა. 4.11. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ ფაქტებზე: 1) მოპასუხე ნ------- ბ---–----- არის არასრულწლოვანი გ------- ბ---–------ მამა, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აიღო ვალდებულება, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში (2015 წლამდე), ქ.ბათუმის ტერიტორიაზე, შვილის - გ------- ბ---–------ათვის შეიძენდა 2-ოთახიან საცხოვრებელ ბინას, თუმცა ეს ვალდებულება დადგენილ ვადაში ნებაყოფილობით არ შეასრულა და გ------- ბ---–------ კანონიერი წარმომდგენლის, დედის-რ--------- კ------------ მოთხოვნით, ამ ვალდებულების იძულებითი ასრულების მიზნით, 2016 წლის 27 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების 7 დღის ვადაში ნებაყოფილობითი აღსრულების თაობაზე წინადადება, სააღსრულებო ბიუროს მიერ, ნ------- ბ---–-----ს ჩაბარდა 2016 წლის 27 თებერვალს, საიდანაც ორ დღეში, 2016 წლის 29 თებერვალს, ნ------- ბ---–-----მ, მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა------- პ------––---------–-----------–--–----------------- ს/კ №0-----------, სადაც სასტუმრო ფუნქციონირებს, ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა არასრულწლოვან შვილს- ა------- ბ---–-----ს, ამასთან ხელშეკრულების გაფორმებისას არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, თავად მოპასუხე ნ------- ბ---–----- იყო; 3) ნ------- ბ---–----- და მისი არასრულწლოვანი შვილი, 2--- წლის 16 იანვარს დაბადებული ა------- ბ---–----- ერთად ცხოვრობენ; 4) სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზეც მიუთითა, კერძოდ, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულების მიზნით, ამ განჩინებით, მოპასუხე/მოვალე ნ------- ბ---–------ მიერ, შვილზე - გ------- ბ---–------ათვის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე შესაძენი 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის ღირებულება განისაზღვრა 62000 ლარით. 4.12. სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მითითებას გარიგების დადების მიზანთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით შეძლო მისი მტკიცების ტვირთის დაძლევა, კერძოდ, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება, სადაც ორივე მხარეს (გამჩუქებელი და დასაჩუქრებული) ფაქტობრივად ნ------- ბ---–------ მონაწილეობდა არამართლზომიერს, კერძოდ მოჩვენებითს წარმოადგენდა. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. განსახილველ შემთხვევაში, მოჩვენებითი მოქმედების პრეზუმფციას ის გარემოებები ამყარებს, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეები, მამა და შვილი, ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთად ცხოვრობენ; სასტუმროს დანიშნულების უძრავი ქონება გაჩუქების შემდეგაც, კვლავ ნ------- ბ---–------ მმართველობაშია, გარიგება დაიდო აღმასრულებლის წინადადების ჩაბარებიდან ორ დღეში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, ქ.ბათუმში, ოროთახიანი ბინის გ------- ბ---–------ სასარგებლოდ შეძენაზე აღებული ვალდებულების ნებაყოფილობით შესრულების ვადა უკვე გასული იყო. ამ ყველაფრის ფონზე ნ------- ბ---–------თვის მოსალოდნელი გახდა, რომ არსებობდა, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით აღებული ვალდებულების იძულებითი აღსრულების რეალური შესაძლებლობა, რისთვისაც საჭირო იქნებოდა ფული ან მისი შესაბამისი ქონება. ეს გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოპასუხე ნ------- ბ---–-----, სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა. აღნიშნული კი, მოპასუხეთა მხრიდან სამოქალაქო ბრუნვის არაკეთილსინდისიერად (სსკ-ის მე-8.3 მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) წარმართვად და უფლების ბოროტად გამოყენებად (სსკ-ის 115-ე მუხლი: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) უნდა შეფასდეს (იხ.სუსგ №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წ., №ას-1212-1138-2015, 06.06.2016 წ., №ას-509-476-2017, 30.06.2017 წ., №ას-976-908-2017, 22.01.2018 წ. Nას-570-529-2017, 24.01.2018წ.). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ადგენს, რომ 2016 წლის 29 თებერვალს, ნ------- ბ---–-----სა და არასრულწლოვან ა------- ბ---–------ კანონიერ წარმომადგენელს, ნ------- ბ---–-----ს შორის დადებული გარიგება მოჩვენებითია, რაც სკ-ის 56.1-ე მუხლის შესაბამისად ბათილია. 4.13. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შედავებას იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მორიგების განჩინებით ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფილობით შესრულებას, რასაც ხელი ამჟამინდელმა მოსარჩელემ შეუშალა და რაც გამორიცხავდა სადავო გარიგების დადებისას სხვა მიზანს (მოჩვენებითობას). როგორც აღმასრულებლის მიმართ წარდგენილი ნ. ბ---–------ 2016 წლის 24 აპრილის განცხადებით ირკვევა, მან, 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულებაზე ნება გამოავლინა მას შემდეგ, რაც ვალდებულების ნებაყოფილობით შესრულების ვადა უკვე გასული იყო. გარდა ამისა, მისი მხრიდან გაცხადებული იქნა შეთავაზება, არა განჩინების შესაბამისი უძრავი ქონების - ქ.ბათუმში, ოროთახიანი ბინის გ------- ბ---–------ სასარგებლოდ შეძენაზე, არამედ სხვა დასახლებულ პუნქტში, ხელვაჩაურის რაიონში, ერთოთახიანი ბინაზე. ამდენად, პალატას მიაჩნია, მოსარჩელის ვარაუდი, რომ ნ------- ბ---–----- თავს არიდებდა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და სწორედ ამ მიზნით, ფორმალურად განახორციელა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მის არასრულწლოვან შვილთან, რომელსაც დამოუკიდებლად, ქონების თავისუფლად მართვაც კი არ შეეძლო-დასაბუთებულია. 4.14. სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ვინაიდან, 2016 წლის 29 თებერვლის ჩუქების ხელშკრულება ბათილია, ადასტურებს, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ა------- ბ---–-----ს სადავო ნივთზე საკუთრება არ შეუძენია. ამრიგად, საჯარო რეესტრში იგი არასწორადაა რეგისტრირებული სადავო ნივთის მესაკუთრედ. შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული გარიგების ბათილობის გამო, ა------- ბ---–-----ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და 26-ე მუხლის 1.„ბ“ ქ/პუნქტი), აღდგეს რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა და საჯარო რეეტრში ქ. ბათუმი, ა------- პ------––---------–-----------–--–---------------4-ში (ს/კ №0-----------) მდებარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, კვლავ უნდა აღირიცხოს ნ------- ბ---–-----. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც გ------- ბ---–------ კანონიერი წარმომადგენლის, რ--------- კ------------ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც, გ------- ბ---–------ კანონიერი წარმომადგენელის, რ--------- კ------------ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ბათუმში, ა------- პი-----––---------–-----------–--–---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------) ნ------- ბ---–-----სა და ა------- ბ---–------ კანონიერ წარმომადგენელს, ნ------- ბ---–-----ს შორის, 2016 წლის 29 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და ეს ქონება უნდა აღირიცხოს თავდაპირველი მესაკუთრის, ნ------- ბ---–------ საკუთრებაში.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სადავო უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექის 39-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს (100000-ის 3%), ხოლო სააპელაციო წარმოებისათვის 4000 ლარს (100000-ის 4%). ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, ხოლო მოსარჩელე/აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სსსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, ნ------- ბ---–-----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ორივე ინატანციის სასამართლოს წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ბ---–------ კანონიერი წარმომადგენლის, რ--------- კ------------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ------- ბ---–------ კანონიერი წარმომადგენელის, რ--------- კ------------ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი, ქ. ბათუმში, ა------- პი-----––---------–-----------–--–---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------) ნ------- ბ---–-----სა და ა------- ბ---–------ კანონიერ წარმომადგენელს, ნ------- ბ---–-----ს შორის, 2016 წლის 29 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და ეს ქონება აღირიცხოს თავდაპირველი მესაკუთრის, ნ------- ბ---–------ საკუთრებაში.
5. ნ------- ბ---–-----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა