განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100117001833020
საქმე № 1ბ/1637-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
10 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------- ს---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: დ----- თ------–---–ი, დაბადებული 19---–-–-----------, პირადი ნომერი N3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ს------–----------------------–-–---–-----–--------------------
ადვოკატი - ვ----– მ-----–-–---–ი
კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სასჯელი: ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
თ---–------------–----------------------–-–---–-----–--------------------–---–---------- დ----- თ------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 15,69 გრამი, რასაც 2017 წლის 26 იანვარს, გ----------------------------–-–--–----------- გამავალ საავტომობილო გზაზე ა/მანქანით მოძრაობის დროს, უკანონოდ ინახავდა და ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის დროს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის, განაჩენით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ----- თ------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 15,69 გრამი, რასაც 2017 წლის 26 იანვარს, გ----------------------------–-–--–----------- გამავალ საავტომობილო გზაზე ა/მანქანით მოძრაობის დროს, უკანონოდ ინახავდა და ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის დროს.
ამავე დროს, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ დ----- თ------–---–ს ბრალად ქონდა შერაცხული ნარკოტიკული საშუალების ,,გამომშრალი მარიხუანას” უკანონო შეძენა, შენახვა. მას ბრალი წარედგინა, 2017 წლის 31 იანვარს, ამ დრისათვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2017 წლის 26 ივლისს, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იგივე ქმედება დასჯადი გახდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, დ----- თ------–---–ის ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილზე და სასჯელი დაენიშნა ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
3. მხარეთა პოზიცია
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----- თ------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ----– მ-----–-–---–მა. სააპელაციო საჩივარით მოთხოვნილია მსჯავრდებულის გამართლება. მათვე სააპელაციო სასამართლოს მომართეს საჩივრით, რომლის თანახმადაც განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლის დაწყება უნდა მოხდეს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან და არა განაჩენის გამოტანის დღიდან, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშია მითითებული.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
1. სასამართლომ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა დაცვის მხარის მტკიცებულებებთან. ნაცვლად იმისა, რომ ეს მომენტი ჯეროვნად შეეფასებინა და ხსენებული წინააღმდეგობა დაცვის სასარგებლოდ გადაეწყვიტა, სასამართლომ დაცვის მტკიცებულებები ჩათვალა დაუშვებლად. ეს იმ პირობებში, როდესაც დასაშვებობის ეტაპზე იმავე სასამართლომ იგივე მტკიცებულებები დასაშვებად სცნო.
2. მოწმე პოლიციელების ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. სასამართლოში დაკითხვისას პოლიციელებს ძირითადი ინფორმაცია არ ახსოვდათ, განაჩენში არ არის ასახული დაცვის მხარის შეკითხვები მათ მიმართ და პასუხები ამ შეკითხვებზე. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს ექცეოდნენ აგდებულად და არ აძლევნდნენ მოწმეებისათვის (პოლიციელებისთვის) კითხვის დასმის საშუალებას. პოლიციამ ჩხრეკის პროცესი არ დააფიქსირა ვიდეოფირზე, არ ჩაატარა დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექპერტიზები ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე თ------–---–ის კვალის არსებობის გასარკვევად, არ დაკითხა ნეიტრალური პირები.
3. მსჯავრდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: კ------------ე შ----------ის ჩვენება, დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნები. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ------–---–ს ამოღებულ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია.
4. მოსამართლემ დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი, უსაფუძვლოდ ხსნიდა დაცვის მხარის შეკითხვებს და თვითონ მხარის თანხმობის გარეშე სვამდა კითხვებს.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის პოზიციას და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შესაბამისად რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის, განაჩენის უცვლელად დატოვება. ბრალდებამ განაცხადა, რომ ხსენებული განაჩენი ყველა ნაწილში არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
4.1. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
4.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა შედეგი მტკიცებულებები: ზ---– ს------ს, ბ------ ნ------ის, მ------ ს------ას, ი---- ხ-----–---–ის, ლ--–- ი--------ის, ა------- ა--–--ის გამოკითხვის ოქმები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2017 წლის 27 იანვრის, N1---------/ქრ ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნის ირგვლივ ექსპერტ თ----- ო-----–---–ის დაკითვა და ნივთიერი მტკიცებულება - გამომშრალ მარიხუანა, წონით -15,69 გრამი; 2017 წლის 26 იანვრის, საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, N7----- ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნის ირგვლივ ექსპერტ ე-–---- ფ-----ის დაკითხვა; შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილების უბნის ი-----------------------–-- ს-–--- ს----–---ის, 2017 წლის 26 იანვრის, პატაკი; 2017 წლის 26 იანვრის, დ----- თ------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი; 2017 წლის 26 იანვრის, დ----- თ------–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი;
4.1.2. მოწმე ზ---– ს------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონული სამმართველოს, თ--–----------–-–--- განყოფილებაში, უბნის უფროსი ი-----------------------–-- თანამდებობაზე. 2017 წლის 26 იანვარს, განყოფილებაში შევიდა ოპერატიული შეტყობინება, რომლის საფუძველზეც გადაცემული იყო, რომ დ----- თ------–---–ი გადაადგილდებოდა ტოიოტას ფირმის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერია 2------ მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ ბ------ ნ------ე, ზ---– ს------, ი---- ხ-----–---–ი და გამომძიებელი ლ--–- ი--------ე. ისინი მითითებულ ადგილას გამოცხადდნენ მისი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით. სოფელ წალასყურთან ზემოაღნიშნული ავტომანქანა შეაჩერეს, დ----- თ------–---–ი გადმოიყვანეს მანქანიდან და გამომძიებელმა შესთავაზა წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო თუ რაიმე ჰქონდა, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ მას წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. დ----- თ------–---–ს ჩაუტარდა ჩხრეკა. ჩხრეკის დროს დ----- თ------–---–ს ეცვა მუქი ფერის პიჯაკი, პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკი, რის გახსნის შედეგადაც მასში აღმოჩნდა მეორე პოლიეთილენის პარკი და მასში იყო მოთავსებული მცენარეული მასა მწვანე ფერის, ასევე ერთი ღერი სიგარეტი, რის შემდეგაც ამოღებული ნივთიერება გადაეცა გამომძიებელს და დაილუქა მის მიერ. ბრალდებულმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. შემდგომ გაჩხრეკილი იქნა დ----- თ------–---–ის ავტომანქანა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებული გადაყვანილი იქნა განყოფილებაში, ასევე გადაიყვანეს ავტომანქანაც, რომელშიც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აღმოჩნდა. დ----- თ------–---–თან ერთად მყოფი მეორე პირი - გვარად შ----------ი მეორე ეკიპაჟის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს და მასაც აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ეს პირები გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. როგორც მოგვიანებით გაიგო ბრალდებულმა უარი განაცხადა ანალიზის ჩაბარებაზე. ჩხრეკა მიმდინარეობდა ხელოვნური განათების პირობებში, რომელსაც ახორციელებდა ი---- ხ-----–---–ი. დ----- თ------–---–ი და კ------------ე შ----------ი ძალდატანებისა და დაპატიმრების გარეშე გადაიყვანეს განყოფილებაში. ბრალდებულს უარი არ განუცხადებია პირად ჩხრეკაზე, ის აცხადებდა რომ არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო და ამიტომ არ მოაწერა ხელი დადგენილებაზე.
4.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------ ნ------ემ აჩვენა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონული სამმართველოს, თ--–----------–-–--- განყოფილებაში, უბნის უფროსი ი-----------------------–-- თანამდებობაზე. 2017 წლის 26 იანვარს, მისმა თანამშრომელმა ს-–--- ს----–---მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ კოდიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა „ტოიოტას“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა და მძღოლს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ გააჩერეს ეს მანქანა. ავტომანქანის გაჩერებისას არ ჰქონია ადგილი თ------–---–ის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერების თავიდან მოშორებას ან განადგურებას. მას წარედგინა გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ. დ----- თ------–---–მა უარი განაცხადა ხელმოწერაზე და განმარტა, რომ მას არ გააჩნდა არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება. ამის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა ხელოვნური განათების პირობებში, რა დროსაც, პოლიციის თანამშრომელმა ზ---– ს------მ მისი პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი. პარკის გახსნის შედეგადაც ნახეს სიგარეტი და მომწვანო ფერის მცენარეული მასა დამახასიათებელი სუნით. აღნიშნული დალუქეს ბ------ ნ------ის და მისი ეკიპაჟის თანამშრომლებმა და გაკეთდა ხელმოწერები. ამის შემდეგ ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩენილა. დ----- თ------–---–ი და მასთან ერთად მყოფი მოქალაქე კ------------ე შ----------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციაში მათ უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, რის შემდეგაც გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, აქაც უარი განაცხადეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. მოწმის განმარტებით, კ------------ე შ----------მა განაცხადა, რომ მას არ სურდა ნარკოტესტის ჩატარება, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ტესტი ნარკოლოგიური ნივთიერების არსებობას აჩვენებდა. ზემოაღნიშნული პირები გადაყვანილნი იქნენ საპატრულო ეკიპაჟის მანქანით ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანებისა და დაკავების გარეშე. ეს პროცესი საათნახევარი ან ორი საათი გაგრძელდა მანამ, სანამ შ----------ს და თ------–---–ს გადაიყვანდნენ განყოფილებაში. კ------------ე შ----------ი მეორე საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გაჩხრიკეს და ამ ჩხრეკას არ დასწრებია. ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენა და ამოღება მოხდა ზ---– ს------ს მიერ, მოხდა თუ არა ეს სპეციალური ხელთათმანების გამოყენებით, არ ახსოვს.
4.1.4. მოწმე მ------ ს------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თ--–----------–-–--- განყოფილებაში უბნის ი-----------------------–-- თანამდებობაზე. 2017 წლის 26 იანვარს, იყო საპოლიციო კონტროლის დღე, რის გამოც პოლიციის ეკიპაჟების უმეტესობა იმყოფებოდა კონტროლზე. დაფიქსირებული ოპერატიული შეტყობინებით ინფორმაცია გადაიცა ორ პიროვნებაზე, მათ შორის ერთ-ერთი არაქართული გვარის მქონეზე, შესაბამისად მოხდა ა------- ს------ას მიერ თარჯიმანთან დაკავშირება, მოხდა თარჯიმნის აყვანა და შემთხვევის ადგილას მისვლა. ადგილზე მისულებს დახვდათ შემდეგი სიტუაცია, საქმეში მოცემული ავტომანქანა მარჯვენა საჭიანია, რის გამოც მძღოლი ჰყავდათ გადმოყვანილი მარჯვენა მხარეს, მათი მისვლის შემდეგ მოხდა შ----------ის გადმოყვანა, მას წარედგინა დადგენილება ჩხრეკის შესახებ და უთარგმნა თარჯიმანმა. ასევე მას გაეცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება თავისი ნებით ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც შ----------მა უარი განაცხადა. ამის შემდეგ შ----------ი გაჩხრიკეს. ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზევე. მისვლის მომენტში დააფიქსირა, რომ მეორე ეკიპაჟს ახალი გადმოყვანილი ჰყავდათ დ----- თ------–---–ი და გამომძიებელი ოქმს ავსებდა. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ ინფორმაცია მან ადგილზევე გაიგო, კერძოდ, გაიგონა ამოღების მომენტში გაჟღერებული საუბარი. შ----------ის გადაიყვანეს მან და ა------- ა--–--ემ თარჯიმანთან ერთად. მოწმის განმარტებით, ოქმი ა------- ა--–--ემ შეადგინა. ოპერატიული ინფორმაციის მიღებისას თვითონ და ა------- ა--–--ე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. გამოძიებაში ჩართული ორივე ჯგუფი ერთდროულად გავიდა ინფორმაციის მიღებიდან 10 წუთში.
4.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---- ხ-----–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თ--–----------–-–--- განყოფილებაში. 2017 წლის იანვრის თვეში, საღამო ხანს, განყოფილებაში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თეთრიწყაროდან მათი მიმართულებით მოძრაობდა მინივენის ტიპის ავტომობილი, რომელსაც მართავდა დ----- თ------–---–ი და მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი არაქართული წარმომავლობის პირი. ინფორმაციული პატაკის დაწერიდან მცირე დროის შემდეგ პატაკი გაატარა ინფორმაციულ წიგნში. შეიქმნა ორი ოპერატიული ჯგუფი. ერთი ოპერატიული ჯგუფი გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, მეორე ოპერატიული ჯგუფი კი წავიდა თარჯიმნის მოსაყვანად, რადგან ინფორმაციაში ხსენებულ პირს ჰქონდა არაქართული გვარი. სოფელ კუმისისკენ მოძრაობისას გზაზე შენიშნეს ინფორმაციაში აღნიშნული ავტომობილი, რომელიც შეაჩერეს. ამ დროს ადგილზე მივიდა მეორე ჯგუფიც. თვითონ მივიდა მძღოლის მხარიდან. მისმა თანამშრომლებმა გაჩხრიკეს პიროვნება დ----- თ------–---–ი, რომელიც იყო შეშინებული, ხმარობდნენ ფანრის განათებას. აღნიშნული პირი გადმოიყვანეს ავტომობილიდან, დაიწყეს მისი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ორ პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მასა. აღნიშნული ნივთიერებები დალუქა გამომძიებელმა, ლუქზე დაურთო ხელმოწერები და თარიღი. გამომძიებელმა ასევე დაათვალიერა ავტომობილიც. მეორე ოპერატიულმა ჯგუფმა ამ დროს გაჩხრიკა მეორე პირი - კ------------ე შ----------ი. ავტომობილი იყო მაღალი, ამიტომ ი---- ხ-----–---–ი ვერ ხედავდა მეორე პირთან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. აღნიშნულის შემდეგ ორივე პიროვნება გადაიყვანეს განყოფილებაში, სამსახურეობრივი ავტომობილით. დ----- თ------–---–ის ავტომობილი გადაიყვანა მისმა თანამშრომელმა.
4.1.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–- ი--------ემ აჩვენა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონული სამმართველო თ--–----------–-–--- განყოფილებაში უბნის ი-----------------------–-- თანამდებობაზე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მიღებული ინფორმაციის თანახმად დ----- თ------–---–სა და კ------------ე შ----------ს სავარაუდოდ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული ნივთიერება. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ოპერატიული ჯგუფის გამოცხადება მითითებულ ადგილზე, სადაც მოხდა მანქანის გაჩერება და დ----- თ------–---–ის გადმოყვანა ავტომანქანიდან, რომელიც იჯდა საჭესთან. გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის შესახებ, რასაც არ დაეთანხმნენ გაჩერებული პირები და უარი განაცხადეს პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე, მაგრამ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული იქნა დ----- თ------–---–ის პირადი ჩხრეკა. მისი პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ცელოფნის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მწვანე ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის შედეგად დადგენილი იქნა, რომ იყო ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა. ასევე ჩატარებული იქნა ავტომანქანის ჩხრეკა, იგი ასევე გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში, მაგრამ ანალიზის აღებაზე უარი განაცხადა. ჩხრეკაში მონაწილეობდა სამი პირი: ხ-----–---–ი ი----, ს------ ზ---–ი და ნ------ე ბ------ი, ჩხრეკა მიმდინარეობდა ხელოვნური განათების პირობებში. ჩხრეკის დროს ზ---– ს------ს მიერ ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერება. დოკუმენტაციის შედგენა მოხდა ადგილზევე, სოფელ წ--–-------–-, ბენზინგასამართი სადგურიდან მოშორებით, ქვევით. მოწმის განმარტებით, სხვა ინფორმაცია, გარდა პატაკში მითითებული ოპერატიული ინფორმაციისა, არ არსებობდა. ამ დღეს იმყოფებოდა ერთ-ერთი ხელმძღვანელის მანქანაში და პირველი მივიდა შემთხვევის ადგილას, ხოლო შემდეგ მყისიერად გამოიძახეს დამხმარე პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც 2-3 წუთში გამოცხადდა, რათა მოეხდინათ შ----------ის ჩხრეკა. მეორე ეკიპაჟით მოვიდნენ ს------ა მ------, რომელმაც ჩაატარა შ----------ის ჩხრეკა და გამომძიებელი ა------- ა--–--ე, რომელმაც შეადგინა ოქმი. უშუალოდ დ----- თ------–---–ის ჩხრეკის დროს მის გვერდით იმყოფებოდნენ: ი---- ხ-----–---–ი, ზ---– ს------ და ნ------ე ბ------ი. ზემოხსენებული პირებიდან ზ---– ს------ და ი---- ხ-----–---–ი დაკითხული იყვნენ 26 იანვარს, ხოლო უშუალოდ ნ------ე ბ------ი დაკითხული იქნა 27 იანვარს 10:05 წუთზე. შემთხვევის დღეს არ მომხდარა ზემოთ ჩამოთვლილი პირების გარდა სხვა პირების გამოცხადება, გარდა თარჯიმნისა, რომელიც გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე შ----------ის ჩხრეკასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, თ------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმში, ამოღების ნაწილი შეიცავს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, რომლის მიხედვით, ამ გრაფაში არ მოხდა მითითება, რომ მოცემული მომწვანო ფერის მასა და სიგარეტი ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკიდან და მას გამორჩა მისი ჩაწერა. აღნიშნული ინფორმაცია მითითებული იქნა აღწერილობით ნაწილში და ეს ტექნიკური ხარვეზია, რადგან, ერთი ღერი სიგარეტი ამოღებული იქნა იმავე პარკიდან, საიდანაც ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის მასა. ვინაიდან საქმეში ფიგურირებდა ნარკოტიკული ნივთიერება, დ----- თ------–---–ი და კ------------ე შ----------ი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ოქმის შედგა ადგილზე, რასაც თავად დ----- თ------–---–იც ესწრებოდა, მაგრამ მან უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე. აღნიშნული პიროვნებები ყოველგვარი შეზღუდვისა და დაკავების გარეშე იყვნენ გადაყვანილნი თ--–----------–-–--- სამმართველოში. დ----- თ------–---–ი განყოფილებაში გადაიყვანეს იმავე მანქანით, რა მანქანითაც გამოცხადდა პირველი ბრიგადა შემთხვევის ადგილზე. თ------–---–ის მანქანა შეაყოვნეს შემთხვევის ადგილზე და მასთან დარჩნენ პოლიციის თანამშრომლები. ამ მანქანის ჩხრეკა მოხდა ადგილზევე.
4.1.7. მოწმე ა------- ა--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონული სამმართველოს, თ--–----------–-–--- განყოფილებაში უბნის ი-----------------------–-- თანამდებობაზე. 2017 წლის 26 იანვარს, განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, სადაც ნახსენები იყო კ------------ე შ----------ი. ამის გამო დაუკავშირდნენ თარჯიმანს და პოლიციის ეკიპაჟთან ერთად წაიყვანეს შემთხვევის ადგილზე. კ------------ე შ----------ი, რომელიც იჯდა ავტომანქანის წინა სავარძელზე, გადმოიყვანეს, წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რის საფუძველზეც გამომძიებელ მ------ ს------ას მიერ ჩატარდა კ------------ე შ----------ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის დაწყებამდე მას შესთავაზეს ასეთი არსებობის შემთხვევაში წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, რაზედაც მან განაცხადა უარი. კ------------ე შ----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ოქმი შედგა ადგილზე, რაზეც კ------------ე შ----------მა მოაწერა ხელი. შ----------ის გადაყვანა მოხდა თარჯიმანთან ერთად პოლიციის განყოფილებაში. ეს ფაქტი წინასწარ არ იყო ცნობილი და ისინი შემოსული შეტყობინების შემდეგ გამოცხადდნენ ჩხრეკის ადგილზე. თარჯიმანთან დაკავშირებას, მის წამოყვანას და შემთხვევის ადგილზე გამოცხადებას დაახლოებით დასჭირდა რამდენიმე წუთი. შემთხვევის ადგილზე მისვლისას იწყებოდა ჩხრეკის პროცესი. რაც შეეხება მანქანის ჩხრეკასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ეს მისთვის უცნობია. განყოფილებაში მოთხოვნის საფუძველზე გადაყვანილი იქნა კ------------ე შ----------ი, მ------ ს------ა და თარჯიმანი.
4.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2017 წლის 27 იანვრის, N1---------/ქრ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილი, დ----- თ------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით -15,69 გრამს. 1 ცალ ფილტრიან სიგარეტში მოთავსებული, მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა წონით 0.15 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.
4.1.9. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ----- ო-----–---–მა რომელმაც განმარტა, რომ ნივთმტკიცება, რომელიც გაეგზავნა მოწმეს ექსპერტიზის ჩასატარებლად, მოთავსებული იყო პოლიეთილენის ფაილის პაკეტში, თავმოკრული თეთრი ფერის ძაფით და დალუქული იყო საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, გარდაბნის რაიონული სამმართველო, თ--–----------–-–--- განყოფილება, ქაღალდის ერთი მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდით, რომელზეც აღინიშნებოდა გაურკვეველი ხელმოწერები და წარწერები სსN02126011 7003 საქმეზე და მწვანე ფერის მცენარეული მასა, ერთი ღერი სიგარეტი, გამომძიებლის სახელი და გვარი ლ--–- ი--------ე. ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ იყო, პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა თეთრი ფერის ორნამენტებიანი პაკეტი, პაკეტი თავმოკრული იყო ყავისფერი ძაფით, პაკეტში მოთავსებული იყო კიდევ ერთი შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა აღნიშნული მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა და ერთი ღერი ფილტრიანი სიგარეტი.
4.1.10. 2017 წლის 26 იანვრის საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N7----- დასკვნის (ტომი 1. ს.ფ. 31) თანახმად ლაბორატორიული კვლევის შედეგად დ----- თ------–---–მა ვერ/არ ჩააბარა ლაბორატორიული გამოკვლევისათვის საჭირო ნიმუში, ხოლო კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ.
4.1.11. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-–---- ფ-----ემ, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტში, ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში. ექსპერტიზა ითვალისწინებს ორი სახის კვლევას, ფსიქო-ნევროლოგიური და ლაბორატორიული სახის. ამ შემთხვევაში დ----- თ------–---–ზე ჩატარდა ფსიქო-ნევროლოგიური კვლევა, რომლითაც დგინდება, არის თუ არა პიროვნება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. დ----- თ------–---–ის მიმართ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ის არ იმყოფებოდა ნარკოლოგიური ზემოქმედების ქვეშ, ხოლო რაც შეეხება ლაბორატორიულ შემოწმებას ვერ ჩატარდა, რადგან აღნიშნული კვლევისთვის საჭირო არის ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომლის ჩაბარებაზეც დ----- თ------–---–მა უარი განაცხადა. ამ შემთხვევაში დასკვნა დაიდო, როგორც ვერ-არ ჩააბარა. „არ“ ნიშნავს განზრახ თავის არიდებას ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, ხოლო „ვერ“ ნიშნავს, რომ მიუხედავად პირის სურვილისა, მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის საშუალებას. პირისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარების იძულება შეუძლებელია, ეს უნდა მოხდეს ნებაყოფლობით. რაც შეეხება დროს, ექსპერტი აძლევს გარკვეულ დროს, მინიმუმ ორ საათს ბიოლოგიური მასალის ჩასაბარებლად. ეს ორი საათი წარმოადგენს მინიმალურ დროს, რა დროსაც ხდება პიროვნებაზე დაკვირვება, იმ შემთხვევაში როცა ის გაივლის ფსიქო-ნევროლოგიურ შემოწმებას, დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ექსპერტი ვალდებულია შეაყოვნოს პიროვნება ორი საათი ლაბორატორიული ანალიზის აღების მიზნით, რადგანაც მან შეიძლება დასაწყისში განაცხადოს უარი, ხოლო შემდეგ - თანხმობა. ამიტომაც ორი საათი არის კანონით გაწერილი დრო რა დროის მანძილზეც ვალდებულია ექსპერტი შეაყოვნოს პიროვნება. იმ შემთხვევაში კი, თუ პიროვნება უარს აცხადებს როგორც ფსიქო-ნევროლოგიურ ისე ლაბორატორიულ შემოწმებაზე, იგი მაშინვე ტოვებს ნარკოლოგიურ განყოფილებას.
4.1.12. შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილების უბნის ი-----------------------–-- ს-–--- ს----–---ის, 2017 წლის 26 იანვრის, პატაკის მიხედვით გარდაბნის რაიონის სოფელ წ--–-------–-, ტოიოტას მარკის ავტომანქანით სახ. № G-------- გადაადგილდებოდნენ წარსულში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, თბილისში რეგისტრირებული, 1973 წელს დაბადებული დ----- თ------–---–ი (პ/ნ 3----------) და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გარდაბანში მცხოვრები, 1--- წელს დაბადებული, კ------------ე შ----------ი (პ/ნ 1----------), აქედან დ----- თ------–---–ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაც შესაძლოა მოიხმაროს უმოკლეს დროში.
4.1.13. 2017 წლის 26 იანვრის, დ----- თ------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით დ----- თ------–---–ის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა გარდაბნის რაიონის სოფ. წალისყურში, ხელოვნური განათების პირობებში. ჩხრეკის დაწყებამდე დ----- თ------–---–ს გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, დადგენილების გაცნობის ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე განაცხადა უარი. მანვე უარი განაცხადა კანონსაწინააღმდეგო ნივთის (ნივთების) ნებაყოფლობით წარმოდგენაზე. ამის შემდეგ, დადგენილების საფუძველზე, თ--–----------–-–--- განყოფილების თანამშრომლების ზ---– ს------სა და ბ------ ნ------ის მიერ გაჩხრეკილი იქნა დ----- თ------–---–ი, რომელსაც პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა მომწვანო ფერის მცენარეული მასა ერთ ცალ სიგარეტთან ერთად.
4.1.14. 2017 წლის 26 იანვრის, ავტომანქანა „ტოიოტას“ ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დ----- თ------–---–ს წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. მან უარი განაცხადა დადგენილების გაცნობის ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, ასევე უარი განაცხადა კანონსაწინააღმდეგო ნივთის (ნივთების) ნებაყოფლობით წარმოდგენაზე. მიუხედავად ამისა პოლიციის თანამშრომლების: - ზ---– ს------ს, ბ------ ნ------ისა და ი---- ხ-----–---–ის მიერ გაჩხრეკილი იქნა „ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანა ს/ნომრით G--------, ასევე გაჩხრეკილი იქნა მისი საბარგული, თუმცა რაიმე სახის უკანონო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დ----- ჭ--–---–-ს და თ--------- ჟ-------–---–ის ჩვენებები; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 მაისის N--------- დასკვნის ასლი და ამ დასკვნის გამცემი ქ------- გ----–---–ის დაკითხვის ოქმი; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, N--------- დასკვნის ასლი და ამ ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ი------------ის დაკითხვა; დ----- თ------–---–ის ჩვენება, კ------------ე შ----------ის ადვოკატის მიერ გამოკითხვის ოქმი, 2017 წლის 08 მარტის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
4.1.15. სასამართლო სხდომაზე დაიკითხვისას დ----- ჭ--–---–მა აჩვენა, რომ დ----- თ------–---–თან აქვს ნათესაური ურთიერთობა, თუმცა იშვიათად ნახულობს მას. ასევე განმარტა, რომ პროფესიონალ თარჯიმნად არ მუშაობს, თუმცა სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას, რადგან ჰყავდა რუსი ბებია. წინა წელს იგი მივიდა ოფისში ადვოკატთან, სადაც მას დახვდა კ------------ე შ----------ი, რომლისთვისაც უნდა ეთარგმნა ტექსტი, რუსულ ენაზე, რადგან მან კარგად არ იცოდა ქართული ენა. ადვოკატმა, კ------------ე შ----------ს წაუკითხა ტექსტი ქართულ ენაზე, ხოლო მან გადაუთარგმნა რუსულ ენაზე, შემდეგ ჰკითხა შ----------ს გასაგები იყო თუ არა მისთვის ყველაფერი, რაზეც დაეთანხმა და ხელი მოაწერა ოქმს, რის შემდეგაც თავადაც მოაწერა ხელი ოქმს.
4.1.16. სასამართლო სხდომაზე დაიკითხული დაცვის მოწმის თ--------- ჟ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო დ----- თ------–---–თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. მისთვის ცნობილი იყო, რომ დ----- თ------–---–მა იუსტიციის სახლის ტერიტორიიდან წამოიყვანა ერთი მგზავრი და ჩამოსვა რუსთავში, თავის საცხოვრებელ სახლთან, სასტუმროსთან. შემდეგ გაემართა თბილისში, მთავარი გზის გასავლელთან გაუჩერა კიდევ ერთ პირს, რომელიც იყო აზერბაიჯანული წარმოშობის და შეუთანხმდა, რომ ჩაიყვანდა კუმისამდე და უკან წამოიყვანდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, თელეთის ,,ტეკიდან“ 150 მეტრის მოშორებით, სამ სართულიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის განყოფილებასთან, კლიენტს დაუკავშირდა ტელეფონის საშულებით ერთი პირი და უთხრა, რომ უნდა ჩასულიყო კუმისში. აღნიშნულ ადგილას შეაჩერა პოლიციამ და გადაიყვანეს განყოფილებაში. ასევე მისთვის ცნობილი იყო, რომ ამოიღეს ორი პარკი მწვანე ნივთიერება, დიდი ოდენობით. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იყო ყველა ხსენებულ ადგილას, დ----- თ------–---–ი ეუბნებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რა ადგილას გაჩერდნენ. აღნიშნული ადგილებზე გადაიღეს ფოტოსურათები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ხელი მოაწერა მას.
4.1.17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2017 წლის 5 მაისის, N--------- დასკვნის თანახმად, რომელიც სასამართლოს წარედგინა ასლის სახით, გამოსაკვლევად წარდგენილ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკის და შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ზედაპირზე არ აღმოჩნდა დ----- თ------–---–ის ხელის კვლები.
4.1.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- გ----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტში, არის დაქტილოსკოპიის ექსპერტი მუშაობის 19 წლიანი სტაჟით. მან ჩაატარა დაკტილოსკოპიური ექსპერტიზა ადვოკატ ვ----– მ------–-–---–ის განცხადების საფუძველზე კერძოდ: ექსპერტიზის გადასაწყვეტი იყო კითხვა - არის თუ არა საკვლევ საგანზე, ობიექტზე ვარგისი საიდენთიფიკაციოთ გამოსადეგი ხელის თითის კვლები. და ეს კვლები არის თუ არა იდენტური დ----- თ------–---–ის ხელის თითიდან აღებული თითის კვლების ნიმუშებისა. საუბარია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 მაისის N--------- დასკვნაზე. საკვლევ ობიექტებს წარმოადგენდა პოლიეთილენის ორი პაკეტი, რომელიც წარდგენილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის გარდაბნის რაიონის სამმართველოს თ--–----------–-–--- განყოფილებიდან ერთი პაკეტის სახით. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა პოლიეთილენის პაკეტები, სხვადასხვა მასით. გამოსაკვლევი პაკეტი იყო ორი ცალი - ერთი თეთრი პაკეტი წარწერით რიდომოლი და მეორე შავი პოლიეთილენის პაკეტი, ერთიანობა დარღვეული. დაქტილოსკოპიური კვლევის დაწყებამდე ერთობლივად - ბიოლოგიური ექსპერტთან ერთად გაიხსნა საკვლევი ობიექტები. დაქტილოსკოპიური კვლევის დაწყებამდე ბიოლოგიური ექსპერტის მიერ აღებულ იქნა შესაბამისი ნიმუშები, ამის მერე დაიწყო დაქტილოსკოპიური კვლევა. დათვალიერდა ორივე პაკეტი სპეციალურის სხივების ქვეშ, შემდეგ ორივე პაკეტი მოთავსებულ იქნა სპეციალურ კაბინაში. თეთრი ფერის პოლიეთილენის პაკეტზე, რომელზეც დამუშავების შემდეგ თეთრი ფერის ხაზები უნდა გამოჩენილიყო კიდევ დამუშავდა სპეციალური ხსნარის მეშვეობით. დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი კვლევისთვის უარგისი იყო. შავი ფერის პოლიეთილენის პარკზე გამოვლინდა დვრილოვანი ხაზების ფრაგმენტული კვლები, აღნიშნულიც გადაღებული იქნა ფოტოაპარატით ასევე ,,დისიეს 4“ კომპლექსური სისტემის მეშვეობით აღმოჩენილ იქნა თითის კვალი, რომელიც იდენთიფიკაციისთვის ჩაითვალა ვარგისად. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იქნა პიროვნება დ----- თ------–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, აღებული იქნა მისი ხელის თითის და ხელის გულების ანაბეჭდები. შავი ფერის პოლიეთილენის პარკზე აღმოჩენილი ვარგისი ხელის თითის კვალის ნიმუში შედარებულ იქნა დაქტილობარათზე გადატანილ დ----- თ------–---–ისგან აღებული ხელის თითის და ხელის გულებიდან აღებულ ნიმუშებს. აღმოჩნდა რომ შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტზე აღმოჩენილი თითის კვლები არ არის იდენტური დ----- თ------–---–ის ხელის თითიდან აღებული ანაბეჭდებისა. კვალის წარმოშობის მექანიზმი მარტივი არ არის. მას განაპირობებს ადამიანის ხელის თითებზე არსებული ოფლცხიმოვანი წარმონაქმნები. როდესაც კვალის წარმოქმნის ობიექტი ეხება კვალის მიმღებ ობიექტს, ამის შემდეგ გადადის აღნიშნული ხელის თითის კვალი, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით გამოყოფს ესა თუ ის ადამიანი ხელის თითიდან ოფლცხიმოვან წარმონაქმნებს, რა შემადგენლობა და რა კონცენტრაცია აქვს მას. რაც უფრო ძლიერადაა ხელი დაჭერილი, დვრილოვანი ხაზები დაბრტყელდება, გაიშლება, მათ შორის ღარები უფრო შეივსება და ამ დროს წარმოიშობა დაბრტყელებული სახის ლაქები. ამ დროს დვრილოვანი ხაზები აღარ არის გამოსახული ისე მკაფიოდ, როგორც ჩვეულებრივად უნდა იყოს გამოსახული. მსუბუქად შეხების დროს გამოისახება ნაკლები დვრილოვანი ხაზები, რომელზეც არ შეიძლება გამოისახოს ის კერძო ნიშნები, რომლებიც საჭიროა შემდეგ საიდენთიფიკაციოდ. აღნიშნული კიდევ დამოკიდებულია იმაზე თუ სად ინახებოდა ის ობიექტი, რაზეც მოხდა შეხება, თუ იყო უფრო მაღალი ტემპერატურა პირდაპირ მზის სხივებზე, დამტვერიანება, დაზიანდა და ა.შ ეს ყველაფერი განაპირობებს გამოვლენას, აქედან გამომდინარე ასე მარტივად ვერ ვიტყვით. რომ ადამიანმა ხელი მოკიდა დარჩა კვალი, რომელიც არის ვარგისი. კვალის დატოვებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე კვალის მიმღებ ზედაპირს - არის ეს გლუვი, მარტივად შემწოვი და ა. შ. ამ შემთხვევაში წარდგენილი იყო პოლიეთილენი, რომელიც არის გლუვი, ასევე არ გააჩნია შეწოვის უნარი. ვინაიდან მასზე გამოვლინდა ხელის თითის კვალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მას შეეხო, შედეგად კვალი მიმღებმა ობიექტმა მიიღო და არ განადგურდა გარემო პირობების შედეგად. აღმოჩენილი ხელის თითის კვალი არ არის იდენტური დ----- თ------–---–ის ხელის თითიდან აღებული ნიმუშისა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის ასლი არ არის სრულყოფილი, ვინაიდან მას უნდა ერთვოდეს ფოტო ილუსტრაცია. რაც შეეხება უშუალოდ დასკვნას, ის იდენტურია ექპერტის მიერ გაცემული დასკვნის დედნისა. დასკვნაში ფოტოილუსტრაცია საჭიროა მეტი თვალსაჩინოებისთვის და ის არ არის დასკვნითი ნაწილის არსებითი შემადგენელი. ფოტო ილუსტრაციის არსებობა ეს არის მხოლოდ მეთოდიკა, რომელიც გამოიყენება პრაქტიკაში.
4.1.19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, N--------- დასკვნის თანახმად, რომელიც სასამართლოს წარედგინა ასლის სახით, გენეტიკური კვლევის შედეგად, გამოსაკვლევად წარდგენილ პოლიეთილენის ორ ცალ პარკზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და მასში დ----- თ------–---–ის გენეტიკური მონაწილეობა არ ვლინდება.
4.1.20. სასამართლო სხდომაზე ამ ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა ი------------ემ აჩვენა, რომ მას არ აქვს დასკვნის გასაჯაროების უფლება სანამ არ მოხდება ექსპერტიზის ჩატარების თანხის გადახდა და დედნის გატანა ექსპერტიზის ბიუროდან. პროცესის გამართვამდე ადვოკატმა ექსპერტებს გამოართვა დასკვნის ასლები. მის მიერ გაცემული დასკვნა დედნის სახით არ არის იდენტური საქმეში არსებული დასკვნის ასლის. დასკვნას ყოველთვის ერთვის მხოლოდ პირის ფოტოსურათი. ფოტო ილუსტრაცია იშვითად ერთვის ბიოლოგიურ დასკვნას. პირის ფოტოსურათი განსაზღვრავს პირის იდენთიფიკაციას. მოცემული კვლევა ჩატარდა ადვოკატის განცხადების საფუძველზე. მანვე აჩვენა, რომ საგანზე ბიოლოგიური კვალის დარჩენა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე. ამ შემთხვევაში კვალი გამოვლენილია, მაგრამ არ არის იდენტური დ----- თ------–---–ის ნიმუშის.
4.1.21. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული დ----- თ------–---–ი, რომელმაც აჩვენა შემდეგი: მუშაობს ტაქსოპარკის კომპანიაში. 2017 წლის 26 იანვარს, თბილისში, იუსტიციის სახლთან მგზავრმა სთხოვა ქალაქ რუსთავში წაყვანა. დაახლოებით დღის 5 საათზე იგი უკვე იმყოფებოდა რუსთავში და აპირებდა ისევ უკან დაბრუნებას. ქალაქ რუსთავის შემოსასვლელში ის გააჩერა მამაკაცმა და სთხოვა, რომ წაეყვანა სოფელ კოდაში, სადაც მოუწევდა 20-30 წუთი დალოდება და შემდეგ ისევ უკან დაბრუნება, ასევე შეთანხმდნენ ტარიფთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების შემდეგ დ-----ი და მგზავრი წავიდნენ დანიშნულების ადგილას. კოდაში, რომ ჩავიდნენ მგზავრი ვერ შეხვდა იმ ადამიანს ვინც უნდა ენახა და წამოვიდნენ უკან. უკანა გზაზე, დ-----ის მანქანას გამოჰყვა 6 მანქანა, გადააყენებინეს ავტომობილი გვერდზე, დააკავეს და ავტომობილის ჩხრეკა დაიწყეს. მას დაუსვეს კითხვები, თუმცა დ-----ი ვერ ხვდებოდა რა ვითარება იყო და რას ეძებდნენ. შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ მის მგზავრს ჰქონდა რაღაც. ამ აღიარების შემდეგ პირდებოდნენ, რომ მას გაუშვებდნენ სახლში. ის არ აპირებდა ტყუილი ჩვენების მიცემას და ემუქრებოდნენ. ასევე გაახსენეს სამი წლის უკანდელი ამბავი, როცა მას აღმოუჩინეს მარიხუანა. დააყენეს ყინვაში და ასმევდნენ დიდი რაოდენობით წყალს, რათა მოეშარდა. მან ექიმს აუხსნა ავადმყოფობის შესახებ, უთხრა რომ დ-----ს ჰქონდა პროსტატა, შარდვა უჭირდა და ისევ გაიყვანეს გარეთ სიცივეში. შემდეგ წაიყვანეს ისევ განყოფილებაში და აიძულებდნენ ეღიარებინა ბრალი ან დაედანაშაულებინა მგზავრი. ქაოსი იყო, ვერ გადაეწყვიტათ რა ჩაედოთ მისთვის ,,მარიხუანა“ თუ ,,ჰეროინი“. ამის შემდეგ ჩაუდეს მწვანე ნივთიერება და გამოუშვეს სახლში. სამი დღის შემდეგ იგი მივიდა ადვოკატ ვ----– მ-----–-–---–თან და აუხსნა თავისი მდგომარეობა. იმ დროს იმხელა თავდასხმა იყო იქ, რომ ნახევარი მუჭა მარიხუანის გამო ამხელა ოპერაციას არ ჩაატარებდნენ. ის იყო კუხნაში და რა პროცედურაც ჩაატარეს არ დაუნახავს. არ უნახავს თარჯიმანი და გამომძიებელი ი--------ე. არანაირი საგამოძიებო პროცედურა არ ჩატარებულა. როდესაც გამოუშვეს არ დაადებინეს ხელწერილი, უთხრეს, რომ თუ რამეს გაარკვევდნენ დაუკავშირდებოდნენ. ის შ----------ს შეხვდა და პირადი საუბრისას შ----------ი აღნიშნავდა, რომ მას არაფერი ჰქონდა, ის პოლიციელებმა გაიყვანეს და ანახეს, რომ მანქანაში რაღაც შეხვეული იდო, რაც დააფიქსირა ხელმოწერით. შ----------ს უკავშირდებოდნენ პოლიციელები და ეუბნებოდნენ, რომ მიეცა ჩვენება მის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის განყოფილებაში. იგი ეთანხმება იმ ჩვენებას, რომელიც მიცემული აქვს გამოძიებაში. ბრალდებულს წარედგინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც პირველ მეორე სურათზე უთითებს, რომ ნაჩვენები ადგილია თბილისი, იუსტისციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჩამოსვა მგზავრი. მესამე - მეოთხე სურათზე ნაჩვენებია რუსთავი მაღაზია ,,ვეჯინის“ მიმდებარე ტერიტორია, მეოთხე-მეხუთე სურათზე ნაჩვენებია რუსთავის გასასვლელი, სადაც ჩასვა შ----------ი, მეშვიდე-მერვე სურათზე - ადგილი, სადაც მიიყვანა შ----------ი, მეცხრე სურათზე ნაჩვენებია ადგილი სოფელი წალასკურში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სად მოხდა მისი დაკავება, ხოლო ბოლო სურათზე ნაჩვენებია პოლიციის განყოფილება, სადაც ის გადაიყვანეს. დაკავების დროს მას ხელი წაავლეს და გადმოაგდეს მანქანიდან დაახლებით 2 მეტრში დააწვინეს მძღოლის მხარეს, რა დროსაც აკავებდა ოთხი კაცი. დაკავების დროს მიიღო მცირედი დაზიანებები. ადვოკატი ვ----– მ-----–-–---–ი მის საქმეში ჩაერთო ამ ამბიდან 3-4 დღეში. მას არ უთქვამს ადვოკატისთვის იმ დაზიანებების შესახებ რომელიც მიადგა დაკავებისას. მას არასდროს არ უნახავს ის ნივთიერება, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი. მხოლოდ დაკავების დროს ჰქონდა მას შ----------თან კონტაქტი. მარჯვენა მხარეს იჯდა ის საიდანაც გადმოაგდეს და დააწვინეს და მხოლოდ დაბლიდან ხედავდა შ----------ს. დაკავების შემდეგ, როდესაც ის გადაიყვანეს პოლიციაში იმყოფებოდა სამზარეულოში, შ----------ი იყო მისაღებში. არ იცის რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა შ----------თან. ის პოლიციელები, რომლებიც დაიკითხნენ სასმართლო პროცესზე მონაწილეობდნენ მის დაკავებაში. მათ მიმართ ჰქონდა პრეტენზიები, რომელიც ადვოკატმა დააფიქსირა წერილობით. სასამართლოში მოსულ მოწმეებს უსვამდა შესაბამის კითხვებს საქმესთან დაკავშირებით. როდესაც მოძრაობდა კოდის მიმართულებით შ----------ს ჰქონდა ბევრი სატელეფონო კომუნიკაცია, მაგრამ მას არანაირი კითხვა არ დაუსვამს თუ ვის ესაუბრებოდა. კოდაში, რომ ჩავიდნენ შ----------ი გადავიდა მანქანიდან და იქ საუბრობდა. ამ დროს იგი (შ----------ი) გასული იყო მისი თვალთახედვის არედან. იგი უშუალოდ ესწრებოდა შ----------ის გამოკითხვას.
4.1.22. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმე კ------------ე შ----------ის, 2017 წლის 03 თებერვლის, გამოკითხვის ოქმი. ამ ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 იანვარს, კ------------ე შ----------მა გააჩერა მინივენის ტიპის ტაქსი, რომელსაც როგორც შემდგომ გაიგო, მართავდა დ----- თ------–---–ი. მას სურდა მეგობრის ნახვა კოდაში, ამიტომ ტაქსს სთხოვა კოდაში წაყვანა. წავიდნენ, მაგრამ მეგობრის ნახვა ვერ მოახერხა და დაბრუნდნენ უკან რუსთავის მიმართულებით. იქნებოდა დაახლოებით 19:00-20:00 სთ., როდესაც წამოეწიათ რამდენიმე მანქანა და მოსთხოვეს მანქანის გაჩერება. მას შემდეგ რაც ტაქსის მძღოლმა გააჩერა მანქანა მისცვივდნენ პოლიციის თანამშრომლები, გადმოიყვანეს მანქანიდან, დააწვინეს მიწაზე, დაადეს ხელბორკილები და დაიწყეს მათი ჩხრეკა. ჩხრეკის შემდეგ პოლიციელეს არც მისგან და არც ტაქსის მძღოლისგან არავითარი აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ. ამის შემდგომ, მძღოლი და თვითონ, ორივე ბორკილებდადებული ჩასვეს სხვადასხვა მანქანებში. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გადაიყვანეს მანქანიდან და მიიყვანეს ტაქსის მძღოლის მანქანასთან, რითიც მოძრაობდნენ. მძღოლის სავარძელზე დაანახეს შავი ცელოფნის პარკში გახვეული მისთვის გაურკვეველი ნივთი და უთხრეს, რა იყო ეს და ვის ეკუთვნოდა, რაზედაც უპასუხა, რომ არ იცოდა. ისევ ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდათ გამომძიებელი, რომელსაც მისცა იგივე ჩვენება, რაც მოახსენა ადვოკატს. შ----------ის ჩვენებით, ის ქალი, რომელსაც მისცა ჩვენებები და რომელიც შეუძლია ამოიცნოს - ჩხრეკისა და დაკავების დროს შემთხვევს ადგილას არ ყოფილა და პირველად ნახა პოლიციის განყოფილებაში. თარჯიმანი პირველად მიუყვანეს პოლიციაში, რომელიც იყო მოხუცი ქალი და რუსული ენაც არ იცოდა კარგად. ეს ქალბატონი არ ყოფილა შემთხვევის ადგილას, სადაც ისინი გაჩხრიკეს და დააკავეს. როდესაც გამომძიებელს მისცა ჩვენება, თარჯიმანმა გადაუთარგმნა იმდაგვარი შინაარსით, როგორც ადვოკატს მისცა ჩვენება, რის შემდეგაც მოაწერა ხელი წარმოდგენილ დოკუმენტს. შემდგომ გადაიყვანეს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ექსპერტიზაზე თბილისში, ბოლოს გაუშვეს და უთხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდებოდნენ. მეორე დღეს პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მამამისთან - რ------– შ----------თან და უთხრეს, რომ ვერ უკავშირდებოდნენ კ------------ე შ----------ს და გადაეცა მისთვის, რომ დაკავშირებოდა ტაქსის მძღოლს და რომელიმეს აეღო თავის თავზე, თუ რომლის იყო წინა დღით შავ ცელოფანში გახვეული ნივთი. შემთხვევის ადგილას პოლიციის თანამშრომლებს არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ ხელის მოსაწერად შესაბამისად, არ მოუწერია არაფერზე ხელი.
4.1.23. 2017 წლის 08 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებული დ----- თ------–---–ის მიერ, 2017 წელის 02 მარტის, გამოკითხვის ოქმით მოწოდებული ინფორმაციის/ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ადვოკატი ვ----– მ-----–-–---–ი, ბრალდებული დ----- თ------–---–ი და საგამოძიებო ექსპერიმენტში დამსწრე პირის სტატუსით მოწვეული პირი თ--------- ჟ-------–---–ი გამოცხადდნენ თბილისში, სა-------------------–ი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ადგილიდან დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მზიან ამინდში 11:30 სთ-ზე. თავდაპირველად დ----- თ------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც, 2017 წლის 26 იანვარს, მან რუსთავში ჩაყვანის მიზნით ჩაისვა ავტომანქანაში მისთვის უცნობი მგზავრი. ეს ადგილია თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2-ის მიმდებარე ტერიტორია, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს, საფეხმავლო ხიდის ჩამოსასვლელთან. ამის შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაემართნენ ქალაქ რუსთავის მიმართულებით, იმ ადგილას, სადაც დ----- თ------–---–ის განმარტებით ჩამოსვა მგზავრი. დანიშნულების ადგილას მივიდნენ 12:10 სთ-ზე და დ----- თ------–---–ის მიერ მითითებული იქნა ის ადგილი, სადაც ჩამოსვა თბილისიდან ჩამოყვანილი მგზავრი. ეს ადგილია ქალაქი რუსთავი, მ----------------------- სადაც მდებარეობს „ს-----------------------“, აგრეთვე სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს შოთა რუსთაველის ძეგლი. მგზავრის ჩამოსვლის ადგილი მითითებულ იქნა დ----- თ------–---–ის მიერ და გადაღებულ იქნა ფოტოსურათები. შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაემართნენ იმ ადგილას, სადაც დ----- თ------–---–ის განმარტებით, რუსთავის გასასვლელთან ჩაისვა ახალი მგზავრი, ვინმე კ------------ე შ----------ი კოდაში წაყვანისა და უკან - რუსთავში დაბრუნების მიზნით. დანიშნულების ადგილას მივიდნენ 12:27სთ-ზე. თ------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც გააჩერა კ------------ე შ----------მა. ეს ადგილია ქალაქი რუსთავი, შ---------------ს მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდებარეობს სანოტარო ბიურო, აგრეთვე გზის პირას არის კომერციული დანიშნულების ჯიხური. ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაემართნენ კოდის მიმართულებით, იმ ადგილას, სადაც მგზავრს სურდა მისი მეგობრის ნახვა. დანიშნულების ადგილას მივიდნენ 12:58სთ-ზე. დ----- თ------–---–მა ადვოკატს მიუთითა იმ ადგილზე, სადაც დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ და კ------------ე შ----------ი ურეკავდა მისთვის უცნობ პიროვნებას. ეს ადგილია კოდის მიმდებარე ტერიტორია - გზის სავალი ნაწილიდან დაახლოებით 100 მეტრში განთავსებულია ორი სამსართულიანი შენობა, ხოლო გზის სავალი ნაწილიდან დაახლოებით 150 მეტრში მდებარეობს 1 სართულიანი პოლიციის განყოფილება. შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაემართნენ იმ ადგილას, სადაც დ----- თ------–---–ის განმარტებით გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ჩაატარეს მისი და კ------------ე შ----------ის დაკავება და ჩხრეკა. დანიშნულების ადგილზე მივიდნენ 12:21 სთ-ზე. ეს ადგილი მდებარეობს ბოლოს მითითებული ადგილიდან 8 კილომეტრსა და 300 მეტრში. ამ ადგილამდე დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური „სოკარი“, ხოლო დაკავების ადგილამდე 200 მეტრში (დაახლოებით) ბენზინგასამართი სადგური, რომელსაც დასახელება და სარეკლამო აბრა არ აქვს. ეს სადგური გაწყობილია მწვანე ფერში. დ----- თ------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა ისისნი გააჩერეს, დაადეს ბორკილები, დააკავეს და გაჩხრიკეს, რის შედეგადაც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება არც მისგან და კ------------ე შ----------ისგან არ მომხდარა. ამის შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაემართნენ იმ მიმართულებით, სადაც დ----- თ------–---–ის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა ის და კ------------ე შ----------ის იძულებით, ბორკილებდადებული გადაიყვანეს. დანიშნულების ადგილას მივიდნენ დაკავების ადგილიდან 5-7 წუთში. დ----- თ------–---–ის განმარტებით სწორედ მითითებულ განყოფილებაში მოხდა მისი და კ------------ე შ----------ის გადაყვანა, ეს განყოფილება არის თ--–----------–-–--- განყოფილება. აღნიშნულით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მონაწილე პირები და ადვოკატი ვ----– მ-----–-–---–ი გადაადგილდებოდნენ დ----- თ------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, მოდელი „ტოიოტა ესტიმა“ სახ. ნომრით „G--------“.
4.1.24. გამოიკვლია რა ბრალდებისა და დაცვის მახრის დასახელებული მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე - ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასევე აღნიშნა, რომ მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც. კერძოდ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
4.1.25. კანონის დასახელებული ნორმებისა და ევროსასამართლოს პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 15,69 გრ, არ ეკუთვნის დ----- თ------–---–ს, არ ამოუღიათ მისგან, 2017 წლის 26 იანვარს, პირადი ჩხრეკისას და პირები, რომლებმაც გამოავლინეს აღნიშნული დანაშაული, ფაქტობრივად ორგანიზებულად მოქმედებდნენ დ----- თ------–---–ის წინააღმდეგ. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვით სოფელ წ--–-------–-, ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა დ----- თ------–---–ი კ------------ე შ----------თან ერთად და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის არცერთი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობდა დ----- თ------–---–ის ავტომანქანის გაჩერებაში და შემდეგ წარმოებულ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში, ამ შემთხვევამდე თ------–---–ს არ იცნობდნენ. ყველა მათგანი წარმოადგენდა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს, თელეთის განყოფილებას. დ----- თ------–---–ი კი ცხოვრობს თბილისში და არცერთ მათგანს წარსულში მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. შესაბამისად პირები, რომლებმაც იგი გააჩერეს და ჩაატარეს მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები, წარმოადგენენ ობიექტურ პირებს და რაიმე საეჭვო, კანონსაწინააღმდეგო ინტერესი დ----- თ------–---–ის მიმართ არ გააჩნდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ გარემოებებზე არც დაცვის მხარეს არ მიუთითებია. შესაბამისად მათი ჩვენებების სანდოობის საკითხი ეჭვქვეშ ვერ დადგება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არ ვლინდება ისეთი სახის წინააღმდეგობები, რომელიც სასამართლოს მისცემდა ამ ჩვენებების კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობას.
4.1.26. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სანდოობას შეეხება და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს პოლიციელების ჩვენების მცირე მტკიცებითი ძალაზე, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90) და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა და გამომძიებელთა ლ--–- ი--------ის, ზ---– ს------ს, ბ------ ნ------ის, მ------ ს------ას, ი---- ხ-----–---–ის, ა------- ა--–--ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი, პირადი ან სხვაგვარი ინტერესი არ გამოკვეთილა. მათი ჩვენები გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით - 2017 წლის 26 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 21 იანვრის ექსპერტიზის N1---------/ქრ დასკვნით (რომლის თანახმადაც, დ----- თ------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება შეიცვას წარმოადგენს 15,69 გრ. გამომშრალ მარიხუანას). აღნიშნული დასკვნა გამყარებულია ასევე დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენებით.
4.1.27. აფასებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30). მითითებულის გათვალისწინებით პალატა აღნიშნავს, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს. ქვემოთ კი პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის იმ არგუმენტებზე, რასაც ემყარება სააპელაციო საჩივარი.
4.1.28. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
4.1.29. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.1.30. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
4.1.31. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.
4.1.32. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ამავე საკითხზე ევროსასამართლომ საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა შემდეგი: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.1.33. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმარტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.1.34. ამ განაჩენის 4.1.28-4.1.33 პუნქტებში მითითებულის მხედველობაში მიღებით, პალატა აფასებს რა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარსა და მის ამ საჩივრის განხილვის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება აზრს, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა დაცვის მხარის მტკიცებულებებთან და რომ მსჯავრდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: კ------------ე შ----------ის ჩვენება, დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნები. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ------–---–ს ამოღებულ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია.
4.1.35. ამ მოსაზრების შეფასებისას პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ განაჩენი მართლაც ეფუძნება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ვინაიდან ისინი შესაბამისობაშია ერთმანეთთან და ამტკიცებს თ------–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობას. რაც შეეხება წინააღმდეგობას დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებებს შორის, ასეთი დადასტურებული არ არის.
4.1.36. პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და იმ საფუძვლით, რომ მოწმის ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელი იყო, გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმი. პალატა განმარტავს, რომ ამ ფონზე, მოწმის ადგილსამყოფელის შემდგომში დადგენა არ წარმოადგენს უკვე გამოკვლეული ჩვენების დაუშვებლად ცნობის საფუძველს. თუმცა აფასებს რა მოწმე კ------------ე შ----------ის, 2017 წლის 03 თებერვლის, გამოკითხვის ოქმის შინაარსს, პალატა აღნიშნავს, რომ ის გაზიარებული არ უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო: ამ მოწმის ჩვენება ბრალდების მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაშია მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული მომენტების მიმართ მოწმე იძლევა არასწორ - ტენდენციურ ინფორმაციას. მისი ჩვენების თანახმად, 2017 წლის 26 იანვარს, გადაადგილდებოდა დ----- თ------–---–ის მფლობელობაში არსებული ტაქსით. დაახლოებით 19:00-20:00 სთ-ზე წამოეწიათ პოლიციის რამდენიმე მანქანა და მოსთხოვეს გაჩერება. პოლიციელებმა გადმოიყვანეს მანქანიდან, დააწვინეს მიწაზე და დაიწყეს მათი ჩხრეკა. ჩხრეკა ტარდებოდა ცალკ-ცალკე, ავტომანქანის ხვადასხვა მხარეს. ამ ფონზე კი ის ამბობს იმასაც, თითქოს თ------–---–ს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. აღნიშნული არ წარმოადგენს რეალურ ჩვენებას და მოგონილია ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. ამას ადასტურებს თვითონ შარბარტოვისავე ჩვენება. სურს რა უკანონოდ და ადამიანის უფლებების უსაფუძვლოდ შემზღუდავად წარმოაჩინოს პოლიციელების ჩვენებები, ის ამბობს, რომ თითქოს ჩხრეკის დროს ორივე ხელბორკილდადებული, მანქანის სხვადასხვა მხარეს დააწვინეს მიწაზე და ასე ჩაუტარეს ჩხრეკა. ამ ფონზე გაუგებარია როგორ დაინახა მან რა ამოუღეს, ან არ ამოუღეს თ------–---–ს. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მათი ჩხრეკა პრაქტიკულად ერთდროულად მიმდინარეობდა და წესით ყურადღება გამახვილებული უნდა ჰქონოდა მისი პირადი ჩხრეკისაკენ.
4.1.37. შ----------ისვე ჩვენების თანახმად, ჩხრეკის დასრულებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გადაიყვანეს მანქანიდან და მიიყვანეს ტაქსის მძღოლის მანქანასთან, რითიც მოძრაობდნენ. მძღოლის სავარძელზე დაანახეს შავი ცელოფნის პარკში გახვეული მისთვის გაურკვეველი ნივთი და უთხრეს, რა იყო ეს და ვის ეკუთვნოდა. მისი ჩვენების ეს მონაკვეთი წინააღმდეგობაშია თვითონ დაცვის სხვა მტკიცებულებასთან - დ----- თ------–---–ის ჩვენებასთან, რომელიც ადასტურებს, თითქოს ჩხრეკის ადგილზე არანაირი ნარკოტიკი საერთოდ არ ყოფილა და პოლიციაში მსჯელობდნენ იმაზე, რა ჩაედოთ მისთვის - მარიხუანა თუ ჰეროინი. შ----------ის ჩვენების არასანდოობაზე უთითებს ისიც, რომ მისივე ჩვენების თანახმად, პოლიციისათვის მიცემული აქვს ჩვენება. თუმცა თარჯიმანს აბრალებს და ამბობს, რომ ამ ჩვენებების შინაარს შორის განსხვავება გამოწვეულია არასწორი თარგმნით. მისივე ჩვენების თანახმად ჩხრეკის ადგილზე თარჯიმანი არ ყოფილა, მაშინ როდესაც არა მხოლოდ თარჯიმანს, არამედ პირადად მასაც ხელმოწერით აქვს დადასტურებული ჩხრეკის ოქმი და დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ შ----------ი არის მოწმე, ვინც ჯერ ბრალდებას მისცა მისთვის სასარგებლო ჩვენება, შემდეგ დაცვას. ხოლო სასამართლოში დაკითხვის საჭიროებისას საერთოდ შეუძლებელი იყო მისი მოძიება. დასახელებული გარემოებების გამო მტკიცება იმისა, რომ ამ პირის ჩვენება სარწმუნოა და გამოყენებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას, ან თუნდაც ის ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების მხარის ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
4.1.38. ანალოგიური სიტუაციაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 მაისის N--------- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის ასლის, ასევე N--------- გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის ასლის მიმართაც. პალატა არ თვლის, რომ ეს მტკიცებულებები დაუშვებელია და არ უნდა შეფასდეს. თუმცა მათი შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ მათი მტკიცებულებითი ძალა და კონკრეტულად ამ მტკიცებულებების მტკიცების საგანი. ის გარემოება, რომ დასკვნები წარმოდგენილია ასლის სახით და არა უშუალოდ საექსპერტო ბიუროდან, ცალკე აღებული რა თქმა უნდა წარმოშობს კითხვებს ამ მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. საქმე ისაა, რომ ამ მტკიცებულებების მტკიცების საგანი კონკრეტულია - დაცვას სურს მათი მეშვეობით დაამტკიცოს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე არ არის დარჩენილი ბრალდებულის ხელის, ან ბიოლოგიური მასალის კვალი. ამაზე მეტს, რაც არ უნდა სარწმუნო იყოს ეს დასკვნები, დაცვა ამ მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცებს. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ბრალდებას აღნიშნულის საწინააღმდეგო, ანუ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შეფუთვაზე ასეთი კვლები არსებობს, არ წარმოუდგენია. შესაბამისად ასეთი კვლების არსებობას ბრალდება არც ამტკიცებს. ამ მოცემულობის ფონზე პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე არ არის დარჩენილი ბრალდებულის ხელის, ან/და ბიოლოგიური მასალის კვალი. ამავე დროს პალატა განმარტავს, რომ არც მოქმედი კანონმდებლობის და არც არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, ცალკე აღებული, არ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსს და მით უმეტეს არ წარმოდგენს პირის გამართლების საფუძველს.
4.1.39. ის, რომ განაჩენში ცალკე არ არის გამოკვეთილი რა კითხვები დაუსვა მოწმეს დაცვის მხარემ და რა პასუხები მიიღო მასზე, არ წარმოადგენს ბრალდებულის გამართლების საფუძველს. პალატა განმარტავს, რომ განაჩენში სასამართლო აფასებს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსს მთლიანად და როგორც წესი, ნაკლები მნიშვნელობა აქვს თუ ვის მიერ დასმულ კითხვაზე გასცა მან ამ შინაარსის პასუხი.
4.1.40. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, თითქოს კონკრეტულ საქმეში პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. ამ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე ზემოთ მივუთითეთ და აღნიშნულს პალატაც ეთანხმება. ასევე პალატა პოლიციელის ჩვენების, როგორც მტკიცებულების შეფასებისას დამატებით უთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც განმცხადებელი ჩიოდა პოლიციის მხრიდან მის მიმართ ძალადობაზე. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: გამომძიებელმა სარწმუნოდ მიიჩნია პოლიციის ოფიცერთა ჩვენებები მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენებებს შეიძლებოდა წარმოეჩინა თავდაცვითი ტაქტიკა და მიზნად ჰქონოდა განმცხადებლის სარწმუნოობის შერყევა. სასამართლოს აზრით, ჩვენებათა შეფასებისას გამოძიების მხარემ გამოიყენა სხვადასხვა სტანდარტი, რამდენადაც განმცხადებლის მიცემული ჩვენება ჩაითვალა სუბიექტურად, ხოლო პოლიციის ოფიცერთა – არა. ამ უკანასკნელთა ჩვენებების სარწმუნოობა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დამდგარიყო, რადგან გამოძიებას უნდა დაედგინა, ეკისრებოდა თუ არა ოფიცრებს დისციპლინარული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (იხ. ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, განაცხადი N 36220/02, პუნ 61).
4.1.41. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროსასამართლო განმარტავს, რომ არის შემთხვევები, სადაც პილიციელის ჩვენება კრიტიკულად უნდა შეფასდეს, რამდენადაც მას შესაძლოა გააჩნდეს კონკრეტული ინტერესი ბრალდებულის მიმართ. მათ შორის ბრალდებულის პოზიციის გაზიარება შესაძლოა ავტომატურად ნიშნავდეს ამ პოლიციელის პასუხისმგებლობას, ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენებას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უნდა შეამოწმოს. თუმცა, როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება არანაირი დაინტერესების, ბრალდებულთან რომელიმე პოლიციელის შემხებლობის, მისი ზოგადად სამართალდამცავ ორგანოებთან კონფლიქტის ფაქტი და სხვა. დაცვის მხარის ვერსიის მიხედვით, გარდაბნის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის სრულიად უცნობი, თბილისში მცხოვრები მოქალაქე გააჩერეს და „ჩაუდეს“ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის კანონი სასჯელს საერთოდ არ ითვალისწინებდა. შედეგიც დადგა ადეკვატური - არც კი დაუკავებიათ თ------–---–ი და სათანადო პროცედურების დასრულებისთანავე წავიდა სახლში. პალატა თვლის, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება მოკლებულია ყოველგვარ საღ აზრსა და ლოგიკას, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული.
4.1.42. მომხდარს თ------–---–ი ხსნის იმით, თითქოს მას სთხოვდნენ იგივე ნარკოტიკის შენახვაში ემხილა თანამგზავრი შ----------ი, რაზედაც არ დათანხმდა და რის გამოც მასზე შური იძიეს. ბრალდებულის ეს ჩვენებაც აბსურდულია და არ გამომდინარეობს რეალობიდან. საქმე ისაა, რომ ორივე მათგანის ჩხრეკის დასრულებიდან უმოკლეს დროში, დაახლოებით საათსა და თხუთმეტ წუთში, დასრულდა შ----------ის დაკითხვა რა დროსაც ამ უკანასკნელმა ამხილა თ------–---–ი ნარკოტიკის შენახვაში. კ------------ე შ----------ი უარყოფს მის მიერ ამ შინაარსის ჩვენების მიცემის ფაქტს, რის გამოც უშუალოდ ეს ჩვენება თ------–---–ის ბრალდების დამასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. თუმცა ამ შემთხვევაში ეს არც არის მნიშვნელოვანი. ყურადსაღებია სხვა რამ: გამოკითხვის ოქმში მითითებულ დროს შ----------ის გამოკითხვის ფატქი სადავოდ არ გამხდარა. ამას ადასტურებს ყველა, მათ შორის თვითონ შ----------იც. ფაქტია ისიც, რომ ამ ჩვენების შინაარსი ამხელს სწორედ თ------–---–ს და მისივე მიხედვით შ----------ი არის მხოლოდ მოწმე. ამ ფონზე აუხსნელია, თუ პოლიციას ნივთმტკიცების ფლობის ფაქტის შ----------ისთვის და არა თ------–---–ისთვის დაბრალება სურდა (რასაც თ------–---–ი მის მიმართ პროცედურების დაწყების მიზეზად ასახელებს), რატომ მოიქცა პირიქით, სასწრაფოდ დაკითხა შ----------ი და მიიღო თ------–---–ის მამხილებელი ჩვენება. რა უნდა დაეკლო ამ ჩვენებით პოლიციას შ----------ისათვის. უფრო მეტიც, რომ დათანხმებულიყო თ------–---–ი პოლიციის წინადადებას და ემხილა თანამგზავრი, რა ხდებოდა მაშინ? გამოდის რომ გამოძიებას თვითონ შეჰყავდა საქმე ჩიხში და განზრახ იღებდა ორი პირისაგან ერთმანეთის მამხილებელ ჩვენებებს? მითითებული ცხადყოფს, რომ დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული ვერსია უბრალოდ არაგონივრულია.
4.1.43. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე. კანონის ეს ნორმები ადგენს შემდეგს:
4.1.44. თუ სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეს არ მისცა მოწმეებისათვის კითხვის დასმის საშუალება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აისახება ამ პროცედურის დროს მოპოვებული მტკიცებულების ხარისზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი ქმედებები არის მტკიცებულების გამოკვლევისას კანონის არსებითი დარღვევა და დაუშვებელია, რამდენადაც ამ ვითარებაში გამოკვლეული მტკიცებულება ვერ იქნება სარწმუნო და დამაჯერებელი. ამავე მიზანს ემსაზურება მხარის უფლებაც, დასვას შეკითხვები და ზოგადად, მტკიცებულებათა გამოკვლევისას თანაბარ პირობებში იმყოფებოდეს მეორე მხარესთან. ცალკე აღებული ამ უფლებების დაცვა არაფერს ნიშნავს, თუ მათი რალიზაცია არ მოემსახურა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი მხარეს აძლევს საშუალებას მსგავსი შემთხვევები გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში და მოითხოვოს მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევისას დაირღვა მისი უფლებები, როგორც ამას საჩივარში აცხადებს, უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაესაბუთებინა არსებითი დარღვევის ფაქტი და მოეთხოვა მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევა. ასეთი დაცვას არ გაუკეთებია, ხოლო სააპელაციო სასამართლო ამ საკითხს თავისი ინციატივით ვერ განიხილავს. უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივრის განხილვისას დაცვას არცერთი მტკიცებულების შინაარსის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვავს და ამ მტკიცებუკლებებს იყენებდა იმ შინაარსით, როგორც ის მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ. სამართლებრივად დაცვის ასეთი პოზიცია ნიშნავს, რომ მისი აზრით, მტკიცებულებების გამოკვლევისას არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა მტკიცებულების შინაარსზე და საქმის შედეგზე, დაშვებული არ ყოფილა.
4.1.45. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დ----- თ------–---–მა დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 15,69 გრამი. ამ ნარკოტიკულ საშუალებას, 2017 წლის 26 იანვარს, გ----------------------------–-–--–----------- გამავალ საავტომობილო გზაზე ა/მანქანით მოძრაობის დროს ინახავდა უკანონოდ რა დროსაც პოლიციის მიერ ჩატარებული ინახავდა ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის დროს.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
5.2. დღეისათვის იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა 15,69 გრამი გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი. დანაშაულის ჩადენის დროისათვის იგივე ქმედება დასჯადი იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.3. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში (მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი).
5.4. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ,,მშრალი მარიხუანა”, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.
5.5. რაც შეეხება უშუალოდ ქმედების კვალიფიკაციას, პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ დ----- თ------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. მიუხედავად ამისა სასამართლოს იგი დამნაშავედ უნდა ეცნო არა განაჩენის გამოტანის მომენტში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით, (2017 წლის 26 ივლისის კანონი) რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალსიწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 160-დან 220 საათამდე, არამედ ქმედების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული განპირობებულია შემდეგით: დანაშაულის ჩადენის დროისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს უფრო მსუბუქს სასჯელებს. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული არ არის ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით პატიმრობის გამოყენება ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენადა შენახვისათვის. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც მარიხუანას წონა შეადენს 15,69 გრამს. ვინაიდან ხსენებული მუხლით გათვალსიწინებულია ერთადერთი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რასაც ამ დანაშაულის მიმართ სასამართლო ვერ გამოიყენებს, ქმედების დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, დღეისათვის მოქმედი ამავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირება ამძიმებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. შესაბამისად სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დ----- თ------–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით (2017 წლის 26 ივლისის კანონი) დაკვალიფიცირებით, მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მსუბუქი კანონი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება N83აგ-17; ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება N 375აპ-18).
5.6. აღნიშნულის გათვალისწინებით, დ----- თ------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 26 იანვარს მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასჯელი არ ინიშნება, საფუძველ მოკლებულია მის დასაბუთებაზე, მათ შორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე მსჯელობა.
5.7. დადასტურებულად მიაჩნია რა მის მიერ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, პალატა აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დ----- თ------–---–ი წარმოადგენს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს. აღნიშნულის გათვალისწინებით მას: 05 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 10 (ათი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5.8. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა იწყება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. აპელანტი ასაჩივრებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილ ფორმულირებას და ითხოვს აზრის ჩამოყალიბებას კანონის შებამისი ნორმის სიტყვასიტყვითი კოპირებით. არსებობს რა ასეთი მოთხოვნა ცხადია, რომ დაცვის მხარეს გააჩნია მის მიმართ გარკვეული ინტერესი. ამ ვითარებაში პალატა თვლის, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ----- თ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ----– მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულის გამართლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს, მათივე სააპელაციო საჩივარი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის, განაჩენში დ----- თ------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
დ----- თ------–---–ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2017 წლის 26 იანვარს მოქმედი რედაქცია).
დ----- თ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 26 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე: 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - გამომშრალი მარიხუანა, საწყისი წონით 15,69 გრამი, საიდანაც კვლევის შედეგად დარჩა მცენარეული მასა წონით 15,61 გრამი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი