განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
050100119002938206
ინსტანცია
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002938206

საქმე №1/ბ-605-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძე

 

სხდომის მდივნის - გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის - შ----- ჩ----ის

მსჯავრდებულის - ზ----- შ-----ის

ადვოკატის - დ----- მ----–--ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ----- შ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ----- შ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ო----------–----------–--------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით:

 

ზ----- შ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ----- შ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ზ----- შ-----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, ზ----- შ-----ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ზ----- შ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა. ზ----- შ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 მარტიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: მოტოკულტივატორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა დაზარალებულ ჯ------– ა----–--ეს უნდა დარჩეს მის მფლობელობაში; დაქტილოფირები და ანაწმენდები, რკინის საჭრელი ხელსაწყო, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს; ბენზოცელი, რომელიც ინახება ო-----------------------–-------------–ოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ გ--–- ა--–--ეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- შ-----ე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 06 აგვისტოს განაჩენით, ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით იყო რა მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კერძოდ: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ზ----- შ-----ემ კარების დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია ო------------------–----–----------------–--------–- მდებარე გ------- თ---–---------ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 21 ლარის ოდენობით და 30 ლარის ღირებულების 7 კოლოფ სიგარეტს, რითაც დაზარალებულ გ------- თ---–---------ს მიაყენა 51 ლარის ზიანი.

 

2018 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ზ----- შ-----ემ, მ------- ც-–--–--ესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ო------------------–----–----------------–--------–- მცხოვრები ჯ------– ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ფარდულიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 1200 (ათას ორას) ლარად ღირებულ მიწის სახნავ მოტოკულტივატორს, რითაც ჯ------– ა----–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2019 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ----- შ-----ემ უკანონოდ შეაღწია ო------------------–----–----------------–--------–- მდებარე გ--–- ა--–--ის საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 200 (ორას) ლარად ღირებულ ბენზოცელს, რითაც 200 (ორასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გ--–- ა--–--ეს.

 

2019 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზ----- შ-----ე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე სს „--------------ს“ კუთვნილი ღია ტერიტორიაზე განთავსებული ჭიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა „--------------ს“ კუთვნილ 130 (ას ოცდაათ) ლარად ღირებულ წყლის საქაჩ ტუმბოს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ----- შ-----ემ, რომელმაც ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ----- შ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- მ----–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა შ----- ჩ----ემ ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენის უცვლელად ძალაში დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ----- შ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ ზ----- შ-----ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულების - გ------- თ---–---------ს, ჯ------– ა----–--ის, გ--–- ა--–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა------ ჩ---------–---–ის, ე---–---- რ-----ს, გ------ ბ--------ის, მ--------- ა--–--ის, ი--- ა----–--ის, მ------- ც-–--–--ის, დ----- ქ--–--------ის, პ----- ს-------ის, გ------- ნ-----ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ფოტოილუსტრაციებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით და ფოტოილუსტრაციებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ზ----- შ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნდა, ზ----- შ-----ეს დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში დაუნიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი და საბოლოოდ, ზ----- შ-----ეს ძირითადი სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რომლის შემცირების სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებისა და ზ----- შანიძისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან, ზ----- შ-----ე მსჯავრდებულია განზრახი მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლეს, მიზანშეუწონლად მიიჩნევს ზ----- შანიძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ამით მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ზ----- შ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ზ----- შ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი ზ----- შ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ----- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და ზ----- შ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ზ----- შ-----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას მიემატოს წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----- შ-----ეს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.მსჯავრდებულ ზ----- შ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 მარტიდან.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ----- შ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მოტო კულტივატორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა დაზარალებულ ჯ------– ა----–--ეს დარჩეს მის მფლობელობაში; დაქტილოფირები და ანაწმენდები, რკინის საჭრელი ხელსაწყო, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; ბენზოცელი, რომელიც ინახება შსს ო-----------------------–-------------–ოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ გ--–- ა--–--ეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/