განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002843322
№1/ბ-767-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - ო-–--- მ------–---–ის
ადვოკატის - ნ------ დ-------ის
მსჯავრდებულის - ჯ------– ბ---–----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------– ლ----ის ძე ბ---–----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების, მცხოვრები: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ------– ბ---–----ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 1920 საათზე ქ.ბათუმი, ზ----------–------------ მდებარე საცხოვრებელი სახლში ყოფნისას ჯ------– ბ---–----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნ--- კ---–--–--ეს, რამაც ნ--- კ---–--–--ეს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენით ჯ------– ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ჯ------– ბ---–----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ------– ბ---–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-–--- მ------–---–ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა მთლიანი შეკრების წესის გამოყენებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის დანიშვნას. სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ჯ------– ბ---–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ------ დ-------ის მიერ, რომელმაც მისი დაცვის ქვეს მყოფის გამართლება მოითხოვა.
ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრებზე მხარეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ო-–--- მ------–---–ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ჯ------– ბ---–----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ------ დ-------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ--- კ---–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული 1991 წელს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცოლად გაყვა ჯ------– ბ---–----ეს, რომელთანას საერთო თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი ვაჟიშვილი. დაახლოებით სამი წლის წინ მეუღლესთან ჯ------– ბ---–----ესთან გაურთულდა ურთიერთობა. ჯ------– ბ---–----ე ხშირად ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელებს, აღნიშნულ პერიოდში შვილბთან ერთად ცხოვრობდა ბაგრატიონის ქუჩის ჩიხი N12-ში განთავსებულ ნაქირავებ სახლში. 2015 წლის სექტემბრის თვეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ------– ბ---–----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დანა დაუსვა კისერზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ის პასუხისგებაში იქნა მიცემული და დაპატიმრებული იქნა სამი წელიწადი. შესაბამისად მასთან გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა და საცოხვრებლად შვილებთან ერთად გადავიდა სხვა მისამართზე. ჯ------– ბ---–----ე პატიმრობიდან განთავისუფლდა დაახლოებით ერთი წლის წინ, მასთან არ ქონია რაიმე სახის ურთიერთობა და საერთოდ არ შეხვედრია. 2019 წლის 20 იანვარს იმყოფებოდას საცხოვრებელ სახლში მარტო მდებარე ქ.ბათუმი ზურაბ ბერიძის შესახვევი N13-ში, იქნებოდა დაახლოებით 19:20 საათი, როდესაც მოულოდნელად საცხოვრებელ სახლში შევიდა მეუღლე ჯ------– ბ---–----ე, მას ეტყობოდა რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, შესვლისთანავე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჯ------– ბ---–----ემ დაიწყო მისი ლანძღვა გინება. უთხრა, რომ ვიღაც მამაკაცი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და უთხრა დაენებებინა თავი, აღნიშნულის გამო ის იყო ძალიან გაბრაზებული, უნდოდა მიახლოევბა, რის გამოც დაზარალებული დადგა ოთახში არსებულ მაგიდის ერთ მხარეს ხოლო ჯ------–ი იდგა მაგიდის მეორე მხარეს, როცა დააპირებდა მიახლოვებას დაზარალებული წრეს არტყამდა მაგიდას და ამიტო ჯ------– ბ---–----ე ვერ ახერხებდა მასთან მიახლოვებას, რის გამოც ჯ------–ი უფრო ღიზანდებოდა, მიმართავდა უცენზური სიტყვებით ეუბნებოდა, რომ მასთან მოსვლას ვერავინ დაუშლიდა და ცდილობდა მასთან მოახლოვებას. ჯ------– ბ---–----ე იყო ძალიან ანერვიულებული, უყვიროდა უმიზეზოდ ეუბნებოდა მოგკლავო, ვერ გადამირჩებიო, ნ--- კ---–--–--ეს ძალიან შეეშინდა, ჯ------– ბ---–----ე იქცეოდა არაადეკვატურად, საბედნიეროდ აღნიშნულ დროში სახლში შევიდა დიშვილი ზაირა სურმანიძე მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჯ------–ის დანახვაზე ბავშვები მაშინვე შიყვანა სამზარეულოს ოთახში, რის შემდეგ დადგა ჯ------–ის წინ და არ აძლევდა ჩემთან მოახლების საშუალებას. ის კვლავ აგრძელებდა ლანძღვა გინებას, არც მოერიდა დიშვილს და კვლავ დაემუქრა მოგკლავო, ერთხელ კი გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩებიო. ნ--- კ---–--–--ეს ჯ------– ბოლვაძის ძალიან შეეშინდა, ემუდარებოდა და ეხვეწებოდა, რომ წასულიყო მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ, მაგრამ ჯ------– ბ---–----ე ნ--- კ---–--–--ეს ვედრებას და თხოვნას ყურს არ უგდებდა, იწეოდა კ---–--–--ისკენ ხელის დასარტყმელად, უნდოდა ფიზიკურად შეხება, მაგრამ მას არ უშვებდა დიშვილი ზაირა სურმანიძე. აღნიშნულ დროში ზაირა სურმანიძემ იქვე მაგიდაზე დადებული მობილური ტელეფონი აიღო ხელში და დაუკაშირდა 112-ის მორიგე ოპერატორს, რომელსაც უთხრა საცხოვრებელი სახლის მისამართი და რომ ოჯახურ ძალადობას აქვს ადგილი. მისი დარეკვიდან რამოდენიმე წუთში მივიდა ორი პოლიციის თანამშრომელი ფორმაში გამოწყობილი, რომლებმაც მალევე მოახდინეს რეაგირება და დადგნენ ჯ------– ბ---–----ის წინ, არ მიცეს მიახლოების საშულება, რამაც გამოიწვია ჯ------– ბ---–----ის უფრო მეტი აგრესია, კვლავ განაგრძო ლანძღვა გინება, არ მოერიდა პოლიციის თანამშრომლებს და მათი თანდასწრებით კვლავ დაემუქრა მოკვლით, უთხრა არ გაცოცხლებო, დღეს ჩემგან ვერავინ გადაგარჩენსო, რის შემდეგ ხელიდან დაუსხლდა პოლიცილებს, მაგიდიდან აიღო მინის ნაკეთობის საფერფლე და ესროლა, რომელიც საბედნიეროდ ასცდა. ჯ------– ბ---–----ე ასევე გამოხატავდა აგრესიას პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აგინებდა მათ და მიმართავდა შეურაცმწყოფელი სიტყვებით. ცდილობდა მათგან თავის დაღწევას და ნ--- კ---–--–--ესთან მოახლოვებას ხელის დასარტყმელად, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა ის დააკავეს ადგილზე.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ზ----- მ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მეწყვილესთან დავით გოხიძესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ ქ. ბათუმში ზურაბ ბერიძის ქუჩაზე N13-ში ადგილი ქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას კერძო სახლიდან ისმოდა ყვირილის ხმა. სახლში შესვლისას დაინახა, რომ ოთახში მყოფი მამაკაცი ჯ------– ბ---–----ე და იქვე იყო ჯ------– ბ---–----ის ყოფილი მეუღლე ნ--- კ---–--–--ე, რომელსაც ბ---–----ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მის მიმართ აგრესიას იჩენდა. ზ----- მ------–--ე და მისი მეწყვილე ჩადგნენ მათ შუაში და არ მისცეს ჯ------– ბ---–----ეს ნ--- კ---–--–--ესთან მიახლოების საშუალება. ჯ------– ბ---–----ე დაემუქრა ნ--- კ---–--–--ეს სიცოცხლის მოსპობით და რადგან ვეღარ შეძლო მასთან მიახლოება აიღო მაგიდაზე დადებული საფერფლე და ესროლა ნ--- კ---–--–--ეს. საფერფლე ასცდა ნ---ს. ნ--- კ---–--–--ე იყო ძალიან შეშინებული ტიროდა და ითხოვდა შველას. ნ---ხის გამო დააკავეს ჯ------– ბ---–----ე და წარადგინეს პოლიციაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებისა, არ არის სადავო და ორივე მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის აპელირება ჯ------– ბ---–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენება, მოწმეების ზ----- მ------–--ის და დავით გოხიძის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და მათი ერთობლიობა წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
განსახილველ შემთხვევაში როგორც დაზარალებული, ასევე საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში ერთგვაროვნად გადმოსცემენ მათ მიერ შემთხვევის ადგილზე დანახულ გარემოებებსა და ჯ.ბ---–----ის მოქმედებას. მართალია, იმ მომენტში, როდესაც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო და ეს უკანასკნელი თავს დაესხა დაზარალებულ ნ--- კ---–--–--ეს, პოლიციის თანამშრომლები იქ არ იმყოფებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ მომენტში ისინი, ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას, შეტყობინების მიღებისთანავე ისინი სწრაფად გაემართნენ შემთხვევის ადგილისაკენ. მათ ცადეს ჯ.ბ---–----ის შეჩერება, მაგრამ მიუხედავათ პოლიციელთა მცდელობისა არ მიახლოებოდა ჯ.ბ---–----ე ნ--- კ---–--–--ეს, მან მაინც მოახერხა მაგიდაზე არსებული საფერფლის აღება და დაზარალებულ ნ--- კ---–--–--ის მიმართულებით სროლა. ამ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება და პოლიციელთა ჩვენებები ერთმანეთს ავსებენ და მომხდარი მოვლენის სრულ და ობიექტურ სურათს ქმნიან – თავდასხმა დაზარალებულზე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, შეტყობინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლე- ბის მყისიერად მისვლა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ჯ------– ბ---–----ე არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და კიდევ იწევს დაზარალებულისაკენ და ემუქრება მოკვლით. სწორედ ზემოაღნიშნული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებებია ურთიერთთავსებადი სახით წარმოდგენილი დაზარალებულისა და ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის მიმართ მტკიცებულებები ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელთა არასარწმუნო ჩვენებებს და არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა ჯ------– ბ---–----ის მიმართ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ ჯ------– ბ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღება მიაპყრო მისი ქმედებით გამოწვეულ შედეგს, ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და თვლის, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილების ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ჯ------– ბ---–----ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელი განესაზღვროს შთანთქმის წესის გამოყენებით, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ ჯ------– ბ---–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ------ დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
ჯ------– ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ჯ------– ბ---–----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ------– ბ---–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ჯ------– ბ---–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ჯ------– ბ---–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 20 იანვრიდან .
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე