განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სსაქმე # 010100119003142421
საქმე №1/ბ-770-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------ს ა-------–ის ძე გ---------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 03 ო----------ს, ლატვიის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ლატვია, ქ-----------–----- ქN21 ბინა N24
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ------ს გ---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 ივლისს დაახლოებით 23:10 საათზე ქ.ბათუმში, მ---ა კ-------ის ქN117 მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინა N56 ყოფნისას, დ------ის გ---------მა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე თავის ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ო-–-- ბ-------ას ხელების კვრით ყელის არეში ორივე ხელის ძლიერად მოჭერით და ხელის თითების პირის ღრუში მოთავსების გზით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დ------ის გ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დ------ის გ---------ი მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
დ------ის გ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა--- ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ------ს გ---------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება მის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ------ს გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ------ს გ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით, მოწმეების ო-–-- ბ-------ას, ი-–---- ს-----–---ის გამოკითხვის ოქმებით, ო-–-- ბ-------ას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ------ს გ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ------ს გ--------- მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანი ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ------ის გ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დ------ის გ---------ი მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
დ------ის გ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე