განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #110100119003204225
საქმე №1/ბ-776-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------- ვ--–---ის ძე ა-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 16 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი 3----------, მცხოვრები: ქ.საჩხერე, უ------ის ქუჩა N9;
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------- ა-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.საჩხერიდან სოფელ ა-------ის მიმართულებით ავტომანქანის მოძრაობისას მ------- ა-------–---–მა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - თ----- კ---------ეს, ხოლო შემდეგ ორჯერ დაარტყა მას შეკრული ხელი მარცხენა წინა მხრის არეში, რამაც თ----- კ---------ის მიმართ დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენით მ------- ა-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა - 2019 წლის 23 ივნისიდან, 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით), საბოლოოდ მ------- ა-------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 265 (ორას სამოცდახუთი) საათის ვადით;
მ------- ა-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ------- ა-------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული. შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის უკანონო. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. მსჯავრდებულმა მ------- ა-------–---–მა მეუღლის მიმართ ძალადობრივი ქმედება განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მსჯავრდებულის ასეთი ძალადობრივი ქმედებები უპირველესად ხელყოფს არასრულწლოვანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და წარუშლელ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს მათ, ხოლო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამგვარი სახის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას პრევენციული ხასიათი ექნება მომავალში ანალოგიური სახის დანაშაულთა თავიდან აცილებისათვის. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ მ------- ა-------–---–ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------- ა-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------- ა-------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- კ---------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - გ----------------–---–----------------------------------------------------------–---–-----------------–--–-------------------------------–---------------------------------------------–-–--–-–---–-----–--------–--------------------–---–---–---- გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; განქორწინების მოწმობით. დაბადების მოწმობის ასლებით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ------- ა-------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ------- ა-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------- ა-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 23 ივნისიდან - 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით), საბოლოოდ მ------- ა-------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 265 (ორას სამოცდახუთი) საათის ვადით;
მ------- ა-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის N--------- განჩინებით მ--------- ს---------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ---------- ს---------------.)
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე