განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
080100118002527347
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002527347

საქმე №1/ბ-78--2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– ა-–---------ეს ძე დ--------ის მიმართ დაბადებული: 196- წლის 25 მ----, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ხ--------- ქუჩა N4ა/49, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ს---–--------- ქუჩა N43/10, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ტ------– დ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 19 აპრილის დროის პერიოდში, ტ------– დ--------ე ქუთაისი, ხ--------- 4ა/49-ში მდებარე ბინაში, დაახლოებით თვეში ერთხელ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას მამის ა-–---------ე დ--------ის მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც ა-–---------ე დ--------ე განიცდიდა ტანჯვას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ტ------– დ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ტ------– დ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ ტ------– დ--------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–აძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ტ------– დ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდენილ მტკიცებულებებს და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადენილ მოთხოვნებს. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში საპროცესო კანონმდებლობით დადენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასურებდნენ ტ------– დ--------ის ბრალეულობას გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ტ------– დ--------ის მიერ მართლსაწინააღმდეო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტს. კერძოდ: დაზარალებულ ა-–---------ე დ--------ის ჩვენება, მოწმეების დ-------ნ დ--------ის, თ----- გ-----ს, ნ--- მ-------–---–ის და გ-------– ა----–---–ის ჩვენებები, ექსპერტ ფსიქოლოგ თ------ო ფ---–---–--ას ჩვენება და სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდების მხარეს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიაჩნია, რომ ტ------– დ--------ემ ჩაიდინა სსკის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დ-------ნ დ--------ის ჩვენების თანახმად, ტ------– დ--------ე არის მისი შვილი. მისი მეუღლე ა-–---------ე დ--------ე და ტ------– დ--------ე შორის ბოლო დროს ხშირად კამათობდნენ, თუმცა კამათს ყოველთვის მისი მეუღლე იწყებდა, როცა ტ------– დ--------ე, მშობლების მონატრების გამო, მათთან მიდიოდა, ა-–---------ე სახლში არ უშვებდა, რაც ტ------–ის გაბრაზების მიზეზი ხდებოდა. მოწმის განმარტებით ის არ ეთანხმება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმადაც ტ------–ი მათთან, ყოველ მისვლაზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამას. მოწმის განმარტებით - ა-–---------ე დ--------ე დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, თუმცა მაინც აგრესიულია და ხშირად ჩხუბობს. როცა ოჯახში კამათი იყო, დამნაშავე იყო მისი მეუღლე და არა მისი შვილი ტ------– დ--------ე.

 

მოწმის სახით დაკითხული თ----- გ-----ს ჩვენების თანახმად, ტ------– დ--------ე არის მისი ბიძა. ბრალდებულსა და მის ბაბუას შორის ყოველთვის არის კონფლიქტური სიტუაცია, კონფლიქტის დროს მამა-შვილი ორივე აყენებდა ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის თ----- გ-----ს განმარტებით კონფლიქტის შემდეგ ბაბუა ა-–---------ე ცუდად ხდებოდა, მკურნალობის ხარჯებსაც თავად ფარავდა. ტ------– დ--------ე ვიდრე ცოლს მოიყვანდა, მანამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან, თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა, ხშირად საყვედურობდა მას და ბრაზდებოდა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, ქორწინების შემდეგ, მეუღლესთან ერთად ბებია-ბაბუის სახლში ცხოვრობდა, როდესაც ტ------–ი თურქეთიდან დაბრუნდა, უთხრა, რომ სახლი მის საკუთრებას წარმოადგენდა და სხგვაგან გადასულიყვნენ, თუმცა მოწმის განმარტებით ის არსად წასვლას არ აპირებდა, რადგან ბებია-ბაბუამ მას ოფიციალურად დაუთმეს საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა-–---------ე დ--------ის ჩვენების თანახმად, მის შვილთან ბრალდებულ ტ------– დ--------ესთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ტ------–ი არ უჯერებდა მას და ცუდ საქციელს ჩადიოდა, სახლში უფროსობდა. განმარტავს, რომ როდესაც ტ------–ი 19 წლის გახდა ყოველდღე სვამდა და სახლში არ მიდიოდა, ამის შემდეგ დაიწყო მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. მოწმის განმარტებით მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასოდეს უცემია. განმარტავს, რომ შვილიშვილები მას მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი, რადგან მასთან მისვლის უფლებას ტ------–ი არ აძლევდა. ტ------–ის მასთან სტუმრობა, ყოველთვის კონფლიქტით მთავრდება, რადგან ტ------–ი მას როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მისი და მისი მეუღლის ერთადერთი მომვლელი არის შვილიშვილი თ----- გ-----, რომელსაც ხშირად ურეკავს ტ------–ი და ეუბნება დაანებე მაგათ თავი და წადი სახლიდანო. მოწმემ განმარტა, რომ ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ტ------–მა მუცელში ქვა ისე ძლიერად დაარტყა, რომ პირიდან სისხლი სდიოდა. არ სურს, რომ მისმა შვილმა ტ------– დ--------ემ მასთან ერთად იცხოვროს, მისი სახელის გაგონებაც კი აღიზიანებს.

 

მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლის გ-------– ა----–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, მოქალაქე ა-–---------ე დ--------ის მიმართ სისტემატურად შეურაცხყოფას და ძალადობას ახდენდა მისი შვილი ტ------– დ--------ე. განმარტავს, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები კერძოდ: გამოკითხა მოწმის სახით ა-–---------ე დ--------ე, ასევე გამოკითხულ იქნა ა-–---------ე დ--------ის ოჯახის წევრები. ა-–---------ე დ--------ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ შვილთან - ტ------– დ--------ესთან წლების უკან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც ის სახლიდან წავიდა და დაახლოებით 11 წელი არ მიდიოდა მათთან, ხოლო ამ პერიოდში მათ უვლიდა შვილიშვილი თ----- გ-----, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი ეჩუქებინათ. ამის შემდეგ ტ------– დ--------ე მშობლების სახლში დაბრუნდა და სურდა, აღნიშნულ სახლში ეცხოვრა, თუმცა ამაზე მისი მამა ა-–---------ე დ--------ე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ--- მ-------–---–ის ჩვენების თანახმად, ტ------– დ--------ე არის მისი მეუღლის ბიძა. ოთხი წლის განმავლობაში, მის მეუღლესთან თ----- გ-----სთან ერთად ცხოვრობდა ა-–---------ე დ--------ის ოჯახში. აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით იცის, რომ ტ------– და ა-–---------ე დ--------ეებს შორის წლების წინ მოხდა კონფლიქტი, რის გამოც ტ------–ი მშობლებთან აღარ ცხოვრობდა. რა პერიოდშიც ტ------–ის მოხუც მშობლებს უვლიდა თ----- გ-----. მოწმის განმარტებით, როდესაც მან პირველად ტ------– დ--------ე გაიცნო, მოთხოვა რომ წასულიყო მისი მშობლების სახლიდან, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ მისი მეუღლე თ----- გ----- წინააღმდეგი იყო, რადგან მოხუც ხალხს მოვლა სჭირდებოდა. მამა-შვილს შორის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჩხუბის შემდეგ ა-–---------ე დ--------ე ცუდად ხდებოდა და საჭიროებდა მკურნალობას, რასაც თ----- გ----- აკეთებდა. 2018 წლის 19 აპრილს მომხდარ ფაქტს თავად არ შესწრებია. განმარტავს, რომ ტ------– დ--------ემ მას შესთავაზა, შეესყიდა მისი მშობლების ბინა, ასევე, ამ ბინაში უნდა დარჩენილიყვნენ ა-–---------ე დ--------ე და მისი მეუღლე, თუმცა პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და ეს იდეა ჩაიშალა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ-ფსიქოლოგის თ------ო ფ---–---–--ას ჩვენების, მის მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, თუმცა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ,,ტ------– დ--------ის ქმედებები ა-–---------ე დ--------ის მიმართ შეიცავს შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, დამცირებასა და შანტაჟს, რაც ა-–---------ე რ-----ის ძე დ--------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით გამოიწვევდა მის ტანჯვას“. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-ფსიქოლოგმა თ------ო ფ---–---–--ამ განმარტა, რომ არ უკითხავს ა-–---------ე დ--------ისათვის თუ რა სახის წამლებს იღებდა ის, ასევე, არ უკითხავს გადიოდა თუ არა მკურნალობას ძველად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. განმარტავს, რომ ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ თ-- დ--------ის ჩვენების თანახმად, მისი მეუღლე არის ტ------– დ--------ე. როდესაც გათხოვდა მათ ოჯახში ცხოვრობდა ტ------–ის მშობლები დ-------ნი და ა-–---------ე, ასევე, ტ------–ის და მის მცირეწლოვან შვილთან ერთად. მის მიმართ ოჯახის წევრებს, გარდა ტ------–ისა ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ა-–---------ე ხშირად აგინებდა ყველა ოჯახის წევრს, ამცირებდა მას ხშირად და ექცეოდა აგრესიულად. განმარტავს, რომ დროთა განმავლობაში მისმა დედამთილმაც დ-------ნ დ--------ემაც დაუწყო მას ჩხუბი და უხეში მოპყრობა, თითქმის ყოველ დღე ყველა თემასთან დაკავშირებით გამოხატავდა მის მიმართ აგრესიას და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი მისი დედამთილის მხრიდან, როდესაც მან ხელის კვრით ეკალბარდში გადააგდო. მოწმის განმარტებით, ტ------–მა ხშირად შესთავაზა მამას მკურნალობის ჩატარება, თუმცა ა-–---------ე მას არ დათანხმდა. განმარტავს, რომ ბოლო დროს მისი დედამთილი დ-------ნი ჩუმად ეკონტაქტებოდა ხოლმე მათ, რადგან ა-–---------ე დ--------ე მას სხვასთან კონტაქტის უფლებას არ აძლევდა. მისი მეუღლის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს ა-–---------ე დ--------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია, პირიქით ყოველთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დამწყები თავად ა-–---------ე იყო. 2018 წლის 19 აპრილის ფაქტის შემსწრე თავად არ ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ--–- ჯ---–--ის ჩვენების თანახმად, იგი არის ა-–---------ე დ--------ის მეზობელი. თვითონ შემსწრეა იმ ფაქტის როდესაც დ-------ნ დ--------ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ტ------–ის მეუღლეს თ-- დ--------ეს, რომლებიც თავად გააშველა. განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ზემოთ არის ა-–---------ე დ--------ის სახლი, საიდანაც სულ კონფლიქტის და ჩხუბის ხმა გამოდის. მისი განმარტებით, ა-–---------ე დ--------ე საკმაოდ ნერვიული პიროვნებაა, მასთან ყოველდღე აქვს შეხება და თითქმის დილიდან საღამომდე სულ ყვირის და ჩხუბობს. განმარტავს, რომ პირადად ა-–---------ესა და ტ------–ს შორის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------ ხ----–--ის ჩვენების თანახმად, ბრალდებული ტ------– დ--------ე არის მისი სიძე. ტ------–ი ძალიან მშრომელი და მშვიდი ადამიანია. ხოლო რაც შეეხება მის მშობლებს მათთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, რადგან თავიდანვე აგრესია გამოხატეს მისი შვილის მიმართ. 2004 წელს ზუსტი რიცხვი არ ახსოვს დაურეკა მისმა შვილმა თ-- დ--------ემ და ნახა ის ქუთაისში, რომელსაც ნამტირალები სახე ჰქონდა და როგორც თვითონ განუმარტა ის სცემა მისმა დედამთილმა და მამამთილმა, დ-------ნმა და ა-–---------ე დ--------ეებმა. განმარტავს, რომ 2018 წლის 19 აპრილს, როგორც იცის მისი შვილი და სიძე მივიდნენ ა-–---------ე დ--------ის ოჯახში იმ მიზნით, რომ იქ გადასულიყვნენ საცხოვრებლად, თუმცა იქ მყოფმა პირებმა ა-–---------ე დ--------ის შვილიშვილმა და მისმა მეუღლემ, გააღიზიანეს ა-–---------ე და დაუწყო მან მათ გინება და ლანძღვა, თუმცა ამ ფაქტის შემსწრე თავად არ ყოფილა. როგორც იცის ა-–---------ე დ--------ე ხშირად მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. განმარტავს, რომ 2017 წლიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით მამა-შვილს შორის რაიმე სახის კონფლიქტს თავად არ შესწრებია.

 

2018 წლის 20 აპრილით დათარიღებული სარჩელის თანახმად, ტ------– დ--------ემ ადმინისტრაციულ საქმეზე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს - დავის საგანი #------ შემაკავებელი ორდერის, როგორც უკანონო აქტის ბათილად ცნობა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით ტ------– დ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2018 წლის 19 აპრილს გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერი ტ------– დ--------ის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქმის განხილვისას უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ტ------– დ--------ის მხრიდან ა-–---------ე დ--------ეზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

 

2014 წლის 10 თებერვალს შედგენილი ურთიერთშეთანხმების თანახმად, ძირითადი პირობა შემდეგია: დ-------ნ დ--------ე თ----- გ-----ს საკუთრებაში გადასცემს ოთხოთახიანი ბინიდან ერთ ოთახს, ხოლო დანარჩენ სამ ოთახს ტ------– დ--------ეს, მის სახელზე არსებულ ყველა უძრავ ქონებასთან ერთად. აღნიშნული ურთიერთშეთანხმება ხელმოწერით დაადასტურეს დ-------ნ დ--------ემ, ტ------– დ--------ემ და თ----- გ-----მ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, თ-- და ტ------– დ--------ეების სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ ქ.ქუთაისში, ხ--------- 4ა/49-ში მდებარე ოთხ ოთახიანი საცხოვრებელი ბინიდან, საცხოვრებლად გამოეყოთ ორი ოთახი.

 

ადვოკატის ნ---- მ-------–---–ის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის 05 ივნისს ი/მ ზ------ ს-----ემ ტ------– დ--------ის ტელეფონიდან დისკზე 3 ცალად გადაიტანა ვიდეო, რომლის შექმნის თარიღად ტელეფონში მითითებულია 2018 წლის 18 აპრილი. ვიდეო გრძელდება 5.04 სთ. და უწყვეტია. დაწყების დროდ მითითებულია 17:41 საათი და დამთავრება 17:46 სთ.

 

2018 წლის 26 აპრილით დათარიღებული ცნობის თანახმად, ა-–---------ე დ--------ე, 198- წლის 22 დ----------ან 198- წლის 02 თ-------–--დე, სტაციონარული მკურნალობის კურსს გადიოდა ქუთირის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, დიაგნოზით გახანგრძლივებული იპოქონდრული ნევროზი, ინვოლუციურ ფონზე.

 

2018 წლის 23 აპრილით დათარიღებული წერილის თანახმად, ტ------– დ--------ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მიერ უარი ეთქვა აღნიშნულ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ პირებზე ინფორმაციის გაცემის შესახებ, პაციენტის პირადი განცხადების, კანონიერ წარმოადგენლის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ტ------– დ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ტ------– დ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ტ------– დ--------ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ტ------– დ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ტ------– დ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე დართული 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

გამართლებულ ტ------– დ--------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე