განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
330100117002236910
ინსტანცია
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002236910

საქმე №1ბ/1852-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------------------------------–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის მქონის (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის მიხედვით: ქ-----–--------------------–------–---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----–----–--------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით კ----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა კ----------------–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

კ----------------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით, კ----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აკრძალვისა, 2017 წლის 27 სექტემბერს, ქ------–--–--------------–---–--------------- კ----------------–ი მართავდა „------------ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით „----------- რა დროსაც გამოვლენილ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ა----------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არასამართლიანია ჩადენილი ქმედების, და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის - 1000 ლარის დაკისრება არ არის სამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის დანიშვნის პრევენციულობის, სამართლიანობის აღდგენის და რესოციალიზაციის მიზნების აღსრულებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ----------------–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კ----------------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, გარდა ამისა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის წარსულ ნასამართლობები, ასევე ის, რომ მან გამოსაცდელ ვადაში, განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე თვეში ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც მეტყველებს კ----------------–ის არაკანონმორჩილებაზე. ამასთან, მსჯავრდებულის მხრიდან დარღვევა არ გამოხატულა მომეტებული საშიშროების მქონე კანონსაწინააღმდეგო ქმედებით და მისი განმარტებით, გამომდინარეობდა სამსახურებრივი საქმიანობიდან (მუშაობდა ავტოსამრეცხაოში), ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის წარსული ნასამართლობები და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ კ----------------–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ კ----------------–ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი კ----------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

კ----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს კ----------------–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი