განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
200100119002879833
ინსტანცია
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002879833

საქმე №1ბ/487-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის, სოფიკო კაპანაძის, გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების - დ----------–-----ის, შ-----------ას,მსჯავრდებულის ადვოკატ - ბ-------------–---–ის,მსჯავრდებულ - შ----------------ას,დაზარალებულ - მ----------------ის,დაზარალებულის ადვოკატ - ზ------------–---–ის,თარჯიმნების - ზ-----------------------------–---------ს მონაწილეობით,მსჯავრდებულ შ----------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

შ-----------------------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–---------------------–-----------–ა; დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).

აღწერილობითი ნაწილი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, შ----------------ას ბრალი დაედო მასზედ, რომ

 

2006 წლის მარტის თვეში მან განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების თაღლითური გზით დაუფლება; კერძოდ, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა სოფელ ყ--------–-–- მცხოვრებ მირიან მირზას ძე სამათოვის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან მოატყუა მ----------------ი, თითქოს მისგან უნდოდა ფულის სესხება გარკვეული დროით და უთხრა, რომ ესესხებინა მისთვის ფულადი თანხა რისი საშუალებაც ქონდა, სანაცვლოდ კი შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა მოთხოვნისთანავე და ამავე დროს დამატებითაც მისცემდა გარკვეულ ფულად თანხას, რაზეც მ----------------ი დასთანხმდა და შ----------------ას გადასცა 9000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა შ----------------ამ მიისაკუთრა. თავისი დანაშაულებრივი ქმედებით შ----------------ამ დაზარალებულ მ----------------ს მიაყენა 9000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 15 642 ლარს.

 

2006 წლის ბოლოს, რიცხვი დაუდგენელია, შ-----------------------------ამ, წარსულში ჩადენილი ჰქონდა რა თაღლითობა, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, განიზრახა თაღლითური გზით ქ----------------------–----------ნ კუთვნილი თანხის დაუფლება. ამ მიზნით შეხვდა ქ------- ა–-------ს და უთხრა, რომ სჭირდებოდა ფული და მიეცა მისთვის თანხა, რამდენის საშუალებაც ჰქონდა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა, რის შემდეგაც ა/მანქანაში ჩასვა ქ------- ა–------- და წავიდნენ ქ------- ა–-----------ნ სახლში. ამ უკანასკნელმა გამოიტანა სახლიდან თანხა 9500 აშშ დოლარი და გადასცა შ----------------ას, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა შ----------------ამ მიისაკუთრა. თავისი დანაშაულებრივი ქმედებით მან დაზარალებულ ქ------- ა–-------ს მიაყენა დიდი ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი 9500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 16 435 ლარს.

 

2006 წლის დეკემბრის თვეში შ----------------ამ, წარსულში ჩადენილი ჰქონდა რა თაღლითობა არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, განიზრახა სოფელ ყ--------–-–- მცხოვრებ ფ---------------------ს ასულ ო---------------ის თაღლითური გზით გამოეძალა ფულადი თანხა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად შ----------------ა მივიდა ფირანგია ორუჯოვასთან და უთხრა, რომ ესესხებინა მისთვის ფულადი თანხა რისი საშუალებაც ჰქონდა. სანაცვლოდ კი შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა მოთხოვნისთანავე. აღნიშნულზე ფ----------------------ა დათანხმდა და შ----------------ას გადასცა 2500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა შ----------------ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულ ფ----------------------ას მიაყენა 2500 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 4325 ლარს.

 

2007 წლის 21 იანვარს შ----------------ამ, ჩადენილი ქონდა რა თაღლითობა არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, განიზრახა თაღლითური გზით დაუფლებოდა სოფელ ყ--------–-–- მცხოვრებ ქ------------------------------------ას კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით შ----------------ა მივიდა ქ------------------------------------ასთან და უთხრა, რომ ესესხებინა მისთვის ფულადი თანხა რისი საშუალებაც ჰქონდა. სანაცვლოდ კი შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა მოთხოვნისთანავე, რაზეც ქ-----------ვა დათანხმდა და შ----------------ას გადასცა 5000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა შ----------------ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. თავისი დანაშაულებრივი ქმედებით შ----------------ამ დაზარალებულ ქ------------------ას მიაყენა 5000 აშშ დოლარის ზიანი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 8550 ლარს.

 

2007 წლის 2 თებერვალს შ----------------ამ წარსულში ჩადენილი ქონდა რა თაღლითობა არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი განმოიწვია, განიზრახა სოფელ ყ--------–-–- მცხოვრებ გ---–---------------------------------ას კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითური გზით მისაკუთრება. იგი მივიდა გ---–---------------------ან და უთხრა, რომ ესესხებინა მისთვის ფულადი თანხა, რისი საშუალებაც ჰქონდა, შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა მოთხოვნისთანავე. აგრეთვე თანხის მიცემის შემთხვევაში მას დამატებითაც მისცემდა ფულს. აღნიშნულზე გ---–---- ხ------------ დათანხმდა და შ----------------ას გადასცა 8000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა შ----------------ამ მიისაკუთრა. ამრიგად თავისი დანაშაულებრივი ქმედებით შ----------------ამ დაზარალებულ გ---–---- ხ------------ს მიაყენა 8000 აშშ დოლარის ზიანი, რაც შეადგენს 13 680 ლარის დიდი ოდენობით მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს.

 

2007 წლის 16 თებერვალს შ----------------ამ, წარსულში ჩადენილი ჰქონდა რა თაღლითობა არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, განიზრახა სოფელ ყ--------–-–- მცხოვრებ გ---–----------------------ან თაღლითური გზით დაუფლებოდა ფულად თანხას. შ----------------ა მივიდა გ---–-----------------------ან და უთხრა, რომ ესესხებინა მისთვის ფულადი თანხა, რისი საშუალებაც ჰქონდა. სანაცვლოდ კი შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა მოთხოვნისთანავე. აგრეთვე თანხის მიცემის შემთხვევაში მას უპატივცემულოდ არ დატოვებდა. აღნიშნულზე გ---–------------------ დათანხმდა და შ----------------ას გადასცა 3000 ლარი, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა შ----------------ამ მიისაკუთრა. ამრიგად, თავისი დანაშაულებრივი ქმედებით შ----------------ამ დაზარალებულ გ---–--------------------ს მიაყენა 3000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის საოქმო დადგენილებით, დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და შ----------------ას ბრალდებიდან ამოერიცხა არაერთგზისობის ქვეპუნქტი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენით:

 

შ----------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამორიცხული იქნა ქ-------------------- ა–-------საგან 9500 აშშ დოლარის თაღლითური გზით დაუფლების ნაწილში წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებლობის გამო და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

 

შ----------------ა (დასწრების გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

შ----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად შ----------------ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის თანახმად, შ----------------ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდა დაზარალებულ მ----------------ის სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხე შ----------------ას დაეკისრა 9000 აშშ დოლარის გადახდა მ----------------ის სასარგებლოდ; დაკმაყოფილდა დაზარალებულ ფ----------------------ას სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხე შ----------------ას დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა ფ----------------------ას სასარგებლოდ; დაკმაყოფილდა დაზარალებულ გ---–---------------------------------ას სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხე შ----------------ას დაეკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა გ---–---------------------------------ას სასარგებლოდ; დაკმაყოფილდა დაზარალებულ გ---–--------------------ს სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხე შ----------------ას დაეკისრა 2450 ლარის გადახდა გ---–--------------------ს სასარგებლოდ; დაკმაყოფილდა დაზარალებულ ქ------------------------------------ას სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხე შ----------------ას დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა ქ------------------------------------ას სასარგებლოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შ----------------ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით (მ----------------ის, ფ----------------------ას, გ---–---- ხ------------ს, გ---–--------------------ს და ქ------------------ას ეპიზოდები);

 

ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსასჯელ შ----------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება ქ-------------------- ა–-------საგან 9500 აშშ დოლარის თაღლითური გზით დაუფლების ნაწილში დაუდასტურებელია და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებით: 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად, შ-----------------------------ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის N1---- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, გარდა ჯარიმისა და საბოლოოდ შ----------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

ძებნილი პირის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 21 თებერვალს, 03:30 საათზე, ქ.თბილისის შ-----------------–-ს სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენის საფუძველზე, დაკავებული იქნა შ-----------------------------ა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ----------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და შ------------------- უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში. ასევე, დაცვის მხარემ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა და იშუამდგომლა შ----------------ას მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა, ან მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

 

დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია ყველა მტკიცებულება, რომელთა ანალიზი მიიყვანდა იმ დასკვნამდე, რომ შ----------------ას თაღლითობა არ ჩაუდენია. დამცველის განმარტებით, სასამართლომ ფორმალურად დაკითხა მხოლოდ დაზარალებულები და რამდენიმე მოწმე, რომლებსაც აძლევდნენ ერთიდაიგივე შეკითხვას - ეთანხმებოდა თუ არა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეთანხმებოდნენ. ამ ჩვენებებში ყველა ადასტურებს, რომ შ----------------ას თანხა მისცეს სესხის სახით. განაჩენში გვერდი აქვს ავლილი იმ ძირითად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას, რომ ყველა დაზარალებულს სესხად აღებული თანხის შესაბამისად, შ----------------ა უხდიდა სარგებელს. გარდა ამისა, დაზარალებული ქ------------------ა აჩვენებს, რომ ფული ასესხა ელმირა თაღიევს და მის მეუღლეს ელდერ მამედოვს. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ს----–----–--------ც. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ------------------ასგან თანხა არ აუღია უშუალოდ შ----------------ას, იგი არ უნდა იყოს მსჯავრდებულად ცნობილი მხოლოდ იმის გამო, რომ ბაირამოვა არის დაზარალებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შ----------------ას თავისი ქონება მინდობილი ჰქონდა ე-–--------------------ის, რომელსაც უნდა გადაეხადა ეს ვალები, მაგრამ ე-–---------------- ბრალდების მხარეს არც კი დაუკითხავს. დამცველი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საჩივარში მითითებული გარემოებები, რამაც განაპირობა სამართლებრივად მცდარი დასკვნების გამოტანა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, სრული მოცულობით ჩაატარა სასამართლო გამოძიება, მოუსმინა მხარეებს, გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ შ----------------ას მიმართ სათანადო სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:

 

პალატა დეტალურად შეაფასებს სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს შ----------------ას გამართლების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ----------------მა განაცხადა, რომ შ----------------ასა და მის მეუღლესთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ვაჭრობდა დიდუბის ბაზარში. აღნიშნულ პირებთან ქონდა კარგი ურთიერთობა და ენდობოდა მათ. 2006 წლის მაისის თვეში შ----------------ამ მისგან წაიღო ფულადი თანხა, კერძოდ, მივიდა და უთხრა, რომ მაღაზიის გასახსნელად ესაჭიროებოდა ფული და თუ საშუალება ჰქონდა, მიეცა, სანაცვლოდ დაპირდა გარკვეული თანხის გადაცემას პატივისცემის სანაცვლოდ. თავდაპირველად შ----------------ას მისცა 4000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას ესწრებოდა მისი (მ----------------ის) მეუღლე - ბ---–----------------ც. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ შ----------------ამ კიდევ სთხოვა 5000 აშშ დოლარი, რაზეც დათანხმდა და აღნიშნული თანხაც მისცა. მალევე მისთვის ცნობილი გახდა, რომ შ----------------ას სხვა პირებისგანაც აუღია ფულადი თანხა და ქვეყნიდან წასულა. ეროვნულ ვალუტაში მას მიადგა 15 642 ლარის მატერიალური ზიანი, საიდანაც შ----------------ას არაფერი დაუბრუნებია. მას სოფელში მაღაზია ნამდვილად ჰქონდა გახსნილი, მაგრამ იქიდან მას (მ----------------ს) არაფერი მიუღია. მ----------------მა დაადასტურა, რომ იგი მოტყუებულად თვლის თავს, შ----------------ამ ისარგებლა მისი ნდობით და ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის თანახმა, რომ შ----------------ას მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ბ---–----------------მ განაცხადა, რომ არის დაზარალებულ მ----------------ის მეუღლე. შ----------------ას იცნობს კარგად, ვინაიდან ეს უკანასკნელი მ----------------თან ერთად ვაჭრობდა ბაზარში სამი წლის განმავლობაში. 2006 წელს პირადად შეესწრო მისი მეუღლის მიერ შ----------------ასათვის თანხის გადაცემას. კერძოდ, შ----------------ა მეუღლესთან ერთად მივიდა მათთან, განუმარტათ, რომ ბიზნესისთვის ესაჭიროებოდა თანხა და თუ მისცემდნენ, მათ მიმართ პატივისცემას გამოიჩენდა. მოწმის განმარტებით, თავად გამოიტანა 4000 აშშ დოლარი და მისცა მ----------------ს, რომელმაც თანხა თავის მხრივ, შ----------------ას გადასცა. მოგვიანებით შ----------------ა კვლავ მივიდა მათთან, განუმარტა, რომ მათგან ძალიან მოემართა ხელი და თუ ჰქონდათ შესაძლებლობა, კიდევ დახმარებოდნენ. ამ დროს მათ შ------ს გადასცეს 5000 აშშ დოლარი. შემდეგში შ----------------ას მოსთხოვეს თანხის დაბრუნება, რომელიც ატყუებდა, რომ აუცილებლად დააბრუნებდა მათ ფულს, თუმცა ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ არაფერი დაუბრუნებია. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი ოჯახი ენდობოდა შ----------------ას, რომელმაც მოტყუებით მიიღო მათგან თანხა. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია, რომ შ----------------ამ მათ დაუბრუნა 200 აშშ დოლარი, არ არის სწორი. შ----------------ას მათთვის არაფერი დაუბრუნებია. დაკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერაა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა გ---–--------------------მ განაცხადა, რომ შ----------------ას იცნობს, რომელიც იყო მისი შვილის მეზობელი. ზუსტად წელი არ ახსოვს, როდესაც შ----------------ას გადასცა 4000 ლარი, რაც აღარ დაუბრუნებია. შემდეგში სთხოვდა თანხას, მიუხედავად დაპირებისა, რომ დაუბრუნებდა, ატყუებდა და ფულს არ უბრუნებდა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, შ----------------ა ბაქოში წასულა. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მართალია ჩვენებაში დაფიქსირებულია, თითქოს შ----------------ას გადასცა 3000 ლარი, ხოლო უკან დაუბრუნა 550 ლარი, თუმცა აღნიშნული არ არის სწორი. დაზარალებულის განმარტებით, შ----------------ას გადასცა 4000 ლარი, საიდანაც არაფერი არ მიუღია.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ფ----------------------ამ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა სიძის ბიძაშვილის მეუღლე შ----------------ა, რომელმაც სთხოვა, რომ ძალიან სჭირდებოდა 5000 აშშ დოლარი და თუ შესაძლებლობა ჰქონდა, მიეცა. მას სახლში ჰქონდა 2500 აშშ დოლარი, ხოლო 2500 აშშ დოლარი ძმისგან ისესხა და საერთო ჯამში 5000 აშშ დოლარი გადასცა შ----------------ას. ეს უკანასკნელი დაპირდა, რომ ბაქოში მიდიოდა და იქიდან რომ დაბრუნდებოდა, საჩუქრებს ჩამოუტანდა. მოგვიანებით გაიგო, რომ შ----------------ას სხვების ვალიც ჰქონდა, რის შემდეგაც წავიდა შ----------------ას სანახავად და ფულის გამოსართმევად, თუმცა შ------ ემალებოდა და ფულს არ უბრუნებდა. მოგვიანებით საკუთარ სახლში შეხვდა შ----------------ას, რომელიც დაპირდა, რომ კვლავ მიდიოდა ბაქოში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნებდა თანხას, მაგრამ მოატყუა და არაფერი მიუცია. შ----------------ასაგან პროცენტი არ აუღია. მოწმემ დაადასტურა, რომ შ----------------ასათვის მიცემული 5000 აშშ დოლარიდან მისი კუთვნილი იყო 2500 აშშ დოლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა გ---–-------------------მ განაცხადა, რომ შ----------------ა იყო მისი ქალიშვილის მეგობარი და მათთან ოჯახში ხშირად მიდიოდა. ეთანხმება გამოძების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმადაც თხოვნის საფუძველზე შ----------------ას მისცა 8000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას ესწრებოდა შ----------------ას მეუღლე და დაზარალებულის ქალიშვილი. იგი არ აპირებდა თანხის მიცემას, მაგრამ შ----------------ამ უთხრა, რომ თანხა ესაჭიროებოდა მაღაზიისათვის და დაპირდა, რომ როგორც კი მოსთხოვდა, მაშინვე უკან დაუბრუნებდა, რის გამოც დათანხმდა. მოგვიანებით დაჭირდა ფული და მიაკითხა შ-------------------, რომელიც დაპირდა, რომ 2-3 დღეში დაუბრუნებდა. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ მიაკითხა შ----------------ას, თუმცა იგი ბაქოში წასულა და მისთვის თანხა არ დაუბრუნებია.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ქ------------------ას მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად, 2007 წლის 21 იანვარს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა შ----------------ა თავის მეუღლესთან და მოწმის დის დედამთილთან - ქ-------------------- ა–-----------ნ ერთად. ქ--------- უთხრა, რომ შ----------------ა და მისი მეუღლე გამოაგზავნა ე-–----------------------მ, რომელმაც დააბარა, რომ შ------ს ფული სჭირდება და რისი საშუალებაც გაქვს, იქნებ ასესხოო. სახლში ქონდა 3000 აშშ დოლარი - ქ--------- ვაჟის ფული, რომელიც გამოუტანა და მისცა შ----------------ას. ამასთან, მან ქ--------------------ს კითხა, რომ ვინაიდან შ----------------ას და მის მეუღლეს არ იცნობდა, თავდები ვინ იქნებოდა მის ფულზე, რაზეც ქ--------- უპასუხა, რომ ამ ფულს შენ შ------ს კი არ აძლევ, ელმირას და მის მეუღლეს - ე-–----------–--ო. ასევე ქ--------- უთხრა, რომ შენც თუ გაქვს რაიმე თანხა, მიეცი და უპრობლემოდ დაგიბრუნებენ ერთ თვეშიო. აღნიშნულზე ქ-------ს უპასუხა, რომ სახლში არ ჰოქნდა თანხა, თუმცა დასთან - ს----–----–--------სთან ჰქონდა 2000 აშშ დოლარი და თუ წავიდოდნენ, გამოართმევდა და აღნიშნულ თანხასაც მიცემდა შ----------------ას. ამის შემდეგ ჩასხდნენ შ----------------ას მეუღლის ავტომანქანაში და წავიდნენ დასთან, რომელსაც გამოართვა 2000 აშშ დოლარი და გადასცა შ----------------ას. ამ დროს შ----------------ამ განუმარტა, რომ ფულზე პასუხისმგებელი იქნებოდნენ ე-–---------------------- და ე-–---------------ი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ს----–----–--------ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2007 წლის 21 იანვარს იმყოფებოდა სახლში, სადაც მივიდნენ მისი და - ქ----------------------------------------------------–-------------------------- უთხრა, რომ მიეცა მისი კუთვნილი ფული - 2000 აშშ დოლარი, რომელსაც მასთან ინახავდა. კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა აღნიშნული თანხა, დამ უპასუხა, რომ ე-–--------------------------ს უნდა ესესხებინა, რომელიც თვითონ ვერ მივიდა და შ----------------ა გამოაგზავნა. მოწმემ სახლიდან აიღო 2000 აშშ დოლარი და მისცა ქ-------ს, რომელმაც დათვალა და შ----------------ას გადასცა ხელში. ამის შემდეგ შ----------------ა და ქ-------ი წავიდნენ მისი სახლიდან, ქ-------ი კი მასთან დარჩა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ს--–------------------ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2006 წლის დეკემბრის თვეში მას დაურეკა თავისმა ქალიშვილმა - ფ----------------------ამ და უთხრა, რომ თუ ჰქონდა სახლში 2500 აშშ დოლარი, მიეტანა მისთვის, რომელიც უნდა ესესხებინა სოფელ ყ--------–-–- მცხოვრები ნათესავის - შ----------------ასათვის. მოწმემ აღნიშნული თანხა აიღო და წავიდა ფ----------------------ასთან. საღამოს ამ უკანასკნელის სახლში მივიდნენ შ----------------ა და მისი მეუღლე. მისმა ქალიშვილმა სახლიდან გამოიტანა 2500 აშშ დოლარი და მის მიერ მიტანილ 2500 აშშ დოლართან ერთად გადასცა შ----------------ას. ს--–------------------ ადასტურებს, რომ თანხის გადაცემა მოხდა მისი თანდასწრებით. თანხის გადაცემის დრო შ----------------ამ ფირანგიზას უთხრა, რომ ახლო ხანებში დაუბრუნებდა თანხას სრულად, მაგრამ შ------ 2007 წლის მარტის თვიდან გაიქცა სოფლიდან და არა მხოლოდ მათი, არამედ სოფლის სხვა მაცხოვრებლების კუთვნილი თანხებიც მიითვისა თაღლითურად.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა-------------–----ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2006 წლის მარტის თვეში მასთან სახლში მივიდა მისი მულის მეუღლე - მ----------------ი და უთხრა, რომ თუ ჰქონდა სახლში რაიმე თანხა, მიეცა. კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა ეს თანხა, მირიანმა უპასუხა: სხვა პირს უნდა მივცე, რომელმაც მითხრა, რომ უკმაყოფილოს არ დაგვტოვებო. ამის შემდეგ 4000 აშშ დოლარი და მისცა მ----------------ს. რამდენიმე დღეში მათთან კვლავ მივიდა მირიანი და უთხრა, რომ მისგან წაღებული თანხა გადასცა სოფელ ყ--------–-–- მცხოვრებ შ----------------ას. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მასთან მივიდნენ თავად შ----------------ა და მისი (ა-------------–----ს) მული, რა დროსაც შ------მ უთხრა: 4000 დოლარი ხომ გაქვს ჩემთვის მოცემული, რაც მირიანმა მომიტანა, ახლა კიდევ 5000 დოლარი მჭირდება, თუ გაქვს მომეცი, დავატრიალებ და როგორც შენს ფულს დაგიბრუნებ სრულად, ასევე პატივს გცემო. შ----------------ა დაპირდა, რომ თანხას უკან დაუბრუნებდა სამ დღეში. შ------ს უთხრა, რომ მეუღლე იყო მთაში და მის დაბრუნებამდე აუცილებლად მიეტანა თანხა, რაზეც შ----------------ა დაეთანხმა და პირობა მისცა, რომ სამ დღეში აუცილებლად სრულად დაუბრუნებდა 9000 აშშ დოლარს. ამის შემდეგ გამოუტანა 5000 აშშ დოლარი და მისცა. მიუხედავად დაპირებისა, შ------ს მისთვის აღარაფერი დაუბრუნებია. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ შ----------------ას სოფელში სხვების ვალიც ჰქონდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ე-–---------------ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2007 წლის 20 თებერვალს მასთან სახლში ერთმანეთს შეხვდნენ მისი მაზლისშვილი შ----------------ა და მამიდა - ქ------- ა–-------, რომელიც ფულს პროცენტიანი სარგებლით ასესხებდახოლმე. შ------მ კითხა ქ------- ა–-------ს - რამდენ პროცენტში მომცემ თანხასო. მოწმის განმარტებით, აკეთებდა საოჯახო საქმეებს და დეტალურად არ უსმენდა მათ საუბარს. შ----------------ამ დაურეკა თავის მეუღლეს, რომელმაც მოაკითხა და შ------ და ქ-------ი სიცილით გავიდნენ მისი ეზოდან. ვინაიდან ორივე იყო კამყოფილი, მიხვდა, რომ ისინი შეთანხმდნენ თანხის გადაცემაზე. მოწმე ადასტურებს, რომ მას მამიდამისისთვის არანაირი თანხა არ უთხოვია და არც პასუხისმგებლობა არ აუღია ვინმეს წინაშე შ------სათვის მიცემული ფული გამო. ამის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში, შ----------------ა მიიმალა, რის გამოც მამიდამისმა უთხრა, რომ ვინაიდან შ------ იყო მისი მაზლის შვილი, დახმარებოდა ფულის დაბრუნებაში, თუმცა ქ------- ა–-------ს განუმარტა, რომ ამ ფულთან არაფერ შუაში არ იყო და მსგავსი რამ აღარ ეთხოვა მისთვის. როგორც შეიტყო, სოფელში შ------ს დაახლოებით 27 ადამიანის ვალი ჰქოდნა და წასული იყო ბაქოში. გარდა იმისა, რომ მამიდამისს და შ----------------ას შორის მოლაპარაკება მოხდა მის სახლში, სხვა არანაირი კავშირი მას შ------ს მიერ აღებულ თანხებთან არ აქვს. მისთვის უცნობი იყო, რომ შ----------------ა და მისი მეუღლე თაღლითურად ისაკუთრებდნენ მოსახლების თანხებს და მათ არასოდეს არავისთან გაყოლია თანხის გამორთმევის მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ე-–---------------ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, შ----------------ა არის მისი ძმის შვილი. მეუღლესთან ერთად არასოდეს გაყოლიან შ----------------ას და მის ქმარს ვინმესთან ფულის გამოსართმევად. მისი თანდასწრებით შ----------------ას არასოდეს არავისთვის გამოურთმევია თანხა. 2007 წლის იანვრის თვეში მათთან სახლში მისული იყო მისი მეუღლის მამიდა - ქ-------------------- ა–-------, თუმცა იმ დროს ფულზე საუბარი არ ყოფილა. ამ დღიდან დაახლოებით სამ თვეში ქ-------ი კვლავ მივიდა მასთან უთხრა, რომ შ----------------ას ჰქონდა მისი ვალი; ეუბნებოდა, რომ მე ეს თანხა შენი მეუღლის - ელმირას თანდასწრებით გადავეცი შ------ს და თქვენ უნდა ამინაზღაუროთო. ქ-------ს განუმარტა, რომ ის და მისი მეუღლე ამ თანხებთან დაკავშირებით არაფერ შუაში არ იყვნენ, ისინი შუამავლები არ ყოფილან. მეორე დღეს მეუღლის სხვა ნათესავებსაც განუცხადა, რომ შ----------------ას მიერ აღებულ ფულთან დაკავშირებით არაფერ შუაში არ იყო.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ჯ--–--–--------–---ას ჩვენების თანახმად, იგი არის სოფელი ყარაჯალის ტერიტორიული მართვის ოარგანოს სპეციალისტი. კარგად იცნობს სოფელ ყ--------–-–- მცხოვრებ შ----------------ას, რომელმაც სოფლის მოსახლეობისგან ისესხა სხვადასხვა რაოდენობის თანხები, აღარ დაუბრუნა უკან და თაღლითურად მიისაკუთრა. 2007 წლის მარტის თვეში გაიქცა სოფლიდან, თან წაიღო მოსახლეობის კუთვნილი ფულადი თანხები და მეუღლესთან ერთად იმყოფება მიმალვაში. მასთან სამსახურში მიდიოდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ითხოვდნენ დახმარებას. ჯ--–--–--------–---ი ადასტურებს, რომ იგი პირადად არ შესწრებია რომელიმე დაზარალებულის მიერ შ----------------ასათვის თანხის გადაცემას, თუმცა სხვა პირებისგან აქვს გაგებული, რომ არიან აღნიშნული ფაქტის შემსწრეები.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შ----------------ამ განაცხადა, რომ ის ფულადი თანხები, რის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასაც ედავებიან, აღებული ქონდა პროცენტიანი სესხის სახით და ორი წლის განმავლობაში იხდიდა პროცენტებს - თვეში 1000 დოლარზე, 100 დოლარს. ქვეყნიდან გასვლისას არანაირი თანხა არ წაუღია, 20 ლარით დატოვა ქვეყანა. ქონება რაც გააჩნდა, დაუტოვა ბიძას - ე-–---------------ს და უთხრა, რომ ვალები გადაეხადა. შემდეგ შეიტყო, რომ ბიძამისს არაფერი გადაუხდია. დაახლოებით 2012-2013 წლებში შეხვდა ბიძას ბ--–----–ი და კითხა, თუ რატომ არ გადაიხადა მისი ვალები, რაზეც ე-–------ა განუცხადა, რომ მას ყველაფერი გადახდილი ქონდა, თუმცა საბოლოოდ გაიგო, რომ ელდარს არაფერი არ გადაუხდია დაზარალებულებისთვის. მისი განმარტებით, ენდობოდა ბიძას და ამის გამო აღმოჩნდა არსებულ ვითარებაში. შ----------------ამ დაადასტურა, რომ მ----------------ს გამოართვა 9000 აშშ დოლარი, ფ----------------------ას - 5000 აშშ დოლარი, გ---–-------------------ს - 11 000 აშშ დოლარი, რომელსაც გ---–----მ მიცემული პროცენტები გამოაკლო და 8000 აშშ დოლარი დააფიქსირა, გ---–-----------------------ან მიმართებაში მას არ ახსოვს თანხის ოდენობა, ხოლო ქ------------------ასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ პიროვნებას არ იცნობს. თითოეული პირსაგან ფული აიღო პროცენტის გადახდის პირობით, სესხის სახით. ის ვაჭრობდა და პროცენტებს იხდიდა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არ აქვს. მ----------------ს ორი წლის განმავლობაში 16000 ლარი გადაუხადა; ფ----------------------ას წელიწადნახევარში - 500 ლარი; გ---–--------------------ს კი 1000 ლარი. მსჯავრდებულის განმარტებით, ფულს პირადად ართმევდა ამ ხალხს, თუმცა ყველაფრის საქმის კურსში ბიძამისი იყო, ვინაიდან ისინი ერთად მუშაობდნენ. დაზარალებულების უმრავლესობამ თავად შესთავაზეს თანხები, ვინაიდან პროცენტის მიღების ინტერესი ჰქონდათ. მოგვიანებით მის ბიზნესს პრობლემები შეექმნა, ვერ გაყიდა საქონელი და ამიტომ ვერ გადაიხადა პროცენტი. საქართველოდან წასვლის შემდეგ დაზარალებულებს არ დაკავშირებია, ვინაიდან მათ წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება ბიძამისს გადააბარა, მას მისცა მაღაზია, დაუტოვა ოქრო და საქონელი. დაზარალებულებისაგან თანხების აღებისას მომენტში ყველა შემთხვევაში ჰქონდა განზრახული თანხის უკან დაბრუნება, თუმცა შეექმნა პრობლემები და ვეღარ მოახერხა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც მზადაა ყველას დაუბრუნოს ნასესხები თანხები, იმის გამოკლებით, რაც მათთვის უკვე გადახდილი აქვს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მეხუთე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (1998 წლის რედაქცია), გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პალატა აფასებს რა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ----------------ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ შ----------------ას დაზარალებულების: მ----------------ის, ფ----------------------ას, ქ------------------ას, გ---–---- ხ------------ს და გ---–--------------------ს მიმართ ქონდა ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნული გარემოება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს - ამ ფინანსური ვალდებულებების აღებისას შ----------------ას ქონდა თუ არა წინასწარ განზრახული, პირთა კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება და ამ მიზნის მისაღწევად, მოქედებდა თუ არა ის დაზარალებულებთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწიებით, შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ სრულად გაართვა თავი მტკიცების ტვირთის ვალდებულებას და წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულების ერთობლიობა, რომლებიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ----------------ას მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. დაზარალებულებმა მ----------------მა, ფ----------------------ამ, ქ------------------ამ, გ---–---------------------------------ამ და გ---–--------------------მ დეტალურად მოახსენეს გამოძიებას და სასამართლოს, თუ როდის, რა ვითარებაში და რა ოდენობის თანხები გადასცეს შ----------------ას, საიდანაც მსჯავრდებულს მათთვის არაფერი დაუბრუნებია, ისინი თავს თვლიან მოტყუებულად, ვინაიდან ენდობოდნენ შ----------------ას, ამ უკანასკნელმა კი მათი ნდობით ბოროტად ისარგებლა.

 

დაზარალებულმა მ----------------მა და მისმა მეუღლემ ბ---–----------------მ დაადასტურეს სასამართლოს წინაშე, რომ 2006 წლის გაზაფხულზე შ----------------ამ მათგან ორ ეტაპად წაიღო ფულადი თანხა, საერთო ჯამში 9000 აშშ დოლარი, საიდანაც არაფერი დაუბრუნებია. მათი განმარტებით, შ----------------ა შეპირდათ, რომ თანხის გადაცემის სანაცვლოდ პატივისცემას გამოიჩენდა მათ მიმართ, თუმცა მისთვის თანხა არ მიუციათ პროცენტიანი სესხის სახით. შ------მ სთხოვათ, რომ მაღაზიისათვის ესაჭიროებოდა თანხა და თუ შეეძლოთ, ხელი გაემართათ მისთვის. მ----------------ი და მისი მეუღლე ენოდბოდნენ შ----------------ას მათ შორის არსებული წინარე პერიოდის ურთიერთობიდან გამომდინარე და ამ უკანასკნელის მხრიდან თავს თვლიან მოტყუებულად.

 

ასევე დაზარალებულმა ფ----------------------ამ და მისმა დედამ ს--–------------------მ სასამართლოს მოახსენეს, რომ მათ საერთო ჯამში შ----------------ას გადასცეს 5000 აშშ დოლარი, საიდანაც ფ----------------------ას კუთვნილი თანხა იყო 2500 აშშ დოლარი. ფ----------------------ა შ----------------ასგან პროცენტს არ იღებდა, იგი შეპირდა მხოლოდ იმას, რომ თანხის მიცემის სანაცვლოდ ბაქოდან საჩუქრებს ჩამოუტანდა, თუმცა მას არც წაღებული თანხა დაუბრუნებია და არც სხვა სახის პატივისცემა გამოუჩენია დაზარალებულის მიმართ. სასამართლოს წინაშე ანალოგიურად დაადასტურეს დაზარალებულებმა გ---–--------------------მ და გ---–-------------------მ, რომ ფული მათ გადასცეს პირადად შ----------------ას, რაც არ იყო პროცენტიანი სესხი. შ----------------ა დაპირდა მათ, რომ თანხებს მალევე დაუბრუნებდა, თუმცა მან დატოვა საქართველო და დაზარალებულებს დღემდე არ მიუღიათ მათი კუთვნილი თანხა. გ---–-------------------- და გ---–-------------------ც აღმოჩნდნენ შ----------------ას მიმართ არსებული ნდობის მსხვერპლნი, ვინაიდან შ----------------ა იყო გ---–--------------------ს შვილის მეზობელი, ხოლო გ---–-------------------სათვის - შვილის მეგობარი და სწორედ მათ შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, არ შეპარვიათ ეჭვი შ----------------ას გულწრფელობასა და პატიოსნებაში. როგორც დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებების თანახმად დგინდება, მათთვის ცნობილი გახდა, რომ შ----------------ას სოფელში ჰქონდა ბევრი ადამიანის ვალი, რის გამოც გაიქცა აზერბაიჯანში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულებმა შ----------------ასთან მოლაპარაკებებში, ასევე თანხის გადაცემის პროცედურებში გამორიცხეს შ----------------ას ბიძის ე-–---------------ის ან ამ უკანასკნელის მეუღლის ე-–---------------ს მონაწილეობა.

 

რაც შეეხება დაზარალებულ ქ------------------ას ეპიზოდს, დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მის ჩვენებას, თითქოს მან თანხა ასესხა არა შ----------------ას, არამედ ელმირა თაღიევს და ელდარ მაემდოვს. ქ------------------ა ნათლად განმარტავს თავის ჩვენებაში, რომ 2007 წლის 21 იანვარს მასთან სახლში მივიდა შ----------------ა თავის მეუღლესთან და მისი (მოწმის) დის დედამთილთან - ქ-------------------- ა–-----------ნ ერთად. მოწმეს ქ--------- უთხრა, რომ შ----------------ა და მისი მეუღლე გამოაგზავნა ე-–----------------------მ, რომელმაც დაუბარა, რომ ამათ ფული სჭირდებათ და რისი საშუალებაც გაქვს, იქნებ ასესხოვო. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებიდან აშკარაა, რომ თანხა სჭირდებოდა არა თავად ე-–----------------------ს, არამედ შ----------------ას და მის მეუღლეს, ხოლო ვინაიდან ქ------------------ა მათ არ იცნობდა, ამის გამო მეტი ნდობის მოსაპოვებლად, მათ გამოიყენეს ე-–----------------------ს სახელი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მან პირადად შ----------------ას გადასცა ჯერ 3000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ მისი დისთვის - ს----–----–--------სათვის გამორთმეული 2000 აშშ დოლარი. ქ------------------ას ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ს----–----–--------ს ჩვენებასთანაც, რომელიც განმარტავს, რომ მის მიერ გამოტანილი თანხა - 2000 აშშ დოლარი მისმა დამ, ქ-------მა გადასცა შ----------------ას. ქ------- ჰ--------------–------ას და შ----------------ას აპელირება, რომ ქ------------------ასათვის თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლები იყვნენ ე-–--------------- და ე-–---------------ი, უპირობოდ არ მიანიშნებს, რომ სწორედ მათ მიიღეს ქ------------------ასგან წაღებული თანხა. აღნიშნული გარემოება არ გამომდინარეობს თავად დაზარალებულ ქ------------------ას ჩვენების ანალიზიდან და ასევე, არ დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით. თავის მხრივ, ე-–---------------მ და ე-–---------------მა გამორიცხეს რაიმე სახის შემხებლობა შ----------------ას მიერ სოფლის მოსახლეობისაგან სხვადასხვა რაოდენობის თანხების სესხის სახით აღებასთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, არ იცოდნენ, რომ შ----------------ა და მისი მეუღლე თაღლითურად ისაკუთრებდნენ მოსახლეობის თანხებს, მათ არასოდეს არავისთან გაყოლიან თანხის გამორთმევის მიზნით და არც შუამავლობა გაუწევიათ ვინმესთან, რომ შ----------------ასთვის მიეცათ თანხა.

 

მსჯავრდებულ შ----------------ას მიერ სოფელ ყ--------–-–- მცხოვრები პირებისაგან სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი დადგენილია ასევე მოწმეების - ა-------------–----ს და ჯ--–--–--------–---ას ჩვენებებით. ეს უკანასკნელი მართალია პირადად არ შესწრებია, თუ როგორ გადასცემდნენ დაზარალებულები შ----------------ას ფულს, თუცმა მისთვის, როგორც სოფელ ყარაჯალის ტერიტორიული მართვის ორგანოს წარმომადგენლისათვის, ცნობილია, რომ შ----------------ამ მოსახლეობისგან ისესხა სხვადასხვა რაოდენობის თანხები, აღარ დაუბრუნა უკან და თაღლითურად მიისაკუთრა. მოწმესთან სამსახურში მიდიოდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ითხოვდნენ მათ დახმარებას. ამდენად, ჯ--–--–--------–---ას ჩვენება კიდევ უფრო განამტკიცებს დაზარალებულების მიერ სასამართლოსა და გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას და მეტ სანდოობას სძენს მათ.

 

რაც შეეხება თავად შ----------------ას მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემულ განმარტებას, პალატის შეფასებით, იგი არის დამაჯერებლობას მოკლებული და არასარწმუნო, ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილი დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებს. თითოეულმა დაზარალებულმა კატეგორიულად გამორიცხა შ----------------ასათვის თანხის პროცენტიანი სესხის სახით გადაცემა და მისგან რაიმე სარგებლის მოლოდინი. შ----------------ას მათთვის პროცენტები არ გადაუხდია და არც ძირი თანხიდან დაუბრუნებია რაიმე. რაც შეეხება მსჯავრდებულის განმარტებებს, რომ მ----------------ს ორი წლის განმავლობაში 16 000 ლარი გადაუხადა პრცენტის სახით, ფ----------------------ას წელიწადნახევარში - 500 ლარი, ხოლო გ---–--------------------ს - 1000 ლარი, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, შ----------------ამ მ----------------ს ფულადი თანხა გამოართვა 2006 წლის მარტში, ფ----------------------ას - 2006 წლის დეკემბერში, ხოლო 2007 წლის 16 თებერვალს - გ---–--------------------ს. იმ პირობებში კი, როდესაც მან 2007 წლის მარტში დატოვა ქვეყნის ტერიტორია და მას შემდეგ არანაირი კავშირი არ ჰქონია დაზარალებულებთან, შეუძლებელია მ----------------ისთვის ორი წლის, ხოლო ფ----------------------ასთვის - წელიწადნახევრის განმავლობაში ეხადა თითქოსდა სესხის სახით აღებული თანხის პროცენტები. ამასთან, გაურკვეველია მსჯავრდებულის პოზიცია მის მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთ შემთხვევაში იგი განმარტავს, რომ მის ბიზნესს შეექმნა ფინანსური პრობლემები და ბოლო პერიოდში ამის გამო ვეღარ შეძლო დაზარალებულებისათვის როგორც პროცენტის გადახდა, ასევე თანხის საბოლოოდ დაბრუნება, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამუჯობესების შემთხვევაში, ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებდა. ამასთან, 2007 წლის მარტში, როდესაც აზერბაიჯანში წავიდა, არ უფიქრია, რომ საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა პარალელურად აფიქსირებს, რომ როდესაც საქართველო დატოვა, ბიძას დაუტოვა მთელი ქონება, მათ შორის - მაღაზია, ოქროს ნივთები, საქონელი და დაზარალებულების წინაშე აღებული თანხების დაბრუნების ვალდებულებაც მას გადააბარა. მსჯავრდებულის აღნიშნული წინააღმდეგობრივი განმარტება იმთავითვე მოკლებულია ლოგიკურ მსჯელობას. ასევე, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ე-–---------------მ და ე-–---------------მა გადაიბარეს შ----------------ას ქონება და მათ რაიმე ვალდებულება გააჩნდათ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირების მიმართ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების და მათი ოჯახის წევრების, ნათესავების ჩვენებები არის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა. საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულების შინაარსიდან არ იკვეთება, რომ შ----------------ა არ მოქმედებდა წინასწარ განზრახული მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა აფასებს რა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ სახეზეა აშკარა და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დაზარალებულების მ----------------ის, ფ----------------------ას, ქ------------------ას, გ---–---- ხ------------ს და გ---–--------------------ს ეპიზოდებში ქმნიან უტყუარობის ერთიან ჯაჭვს და ყოველგვარ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ----------------ას მხრიდან იმ დანაშაულებრივი ქმდებების ჩადენას, რისთვისაც მათ მსჯავრი დასდო პირველი ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და შ----------------ა დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქციით - მ----------------ის ეპიზოდი), ასევე, საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით - ფ----------------------ას, ქ------------------ას, გ---–---- ხ------------ს და გ---–--------------------ს ეპიზოდები).

 

რაც შეეხება შ----------------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა შ----------------ას მიმართ არსებულ ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შ----------------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, მის საზოგადოებრივი საშიშროების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, დამდგარი შედეგის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ჯარიმით, არ არის მიზანშეწონილი. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახე - ჯარიმა არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; ასევე, არ იქნება შ----------------ასათვის სათანადოდ დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საშიშროება და გამოწვეული შედეგი.

 

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენით, შ----------------ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობის პირობებში გამოყენებული იქნა სასჯელთა შეკრების პრინციპი. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს“. ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდიანრე, თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და შ----------------ას დაზარალებულების ფ----------------------ას, ქ------------------ას, გ---–---- ხ------------ს, გ---–--------------------ს და მ----------------ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელი იქნება კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური. ასევე, გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს შ----------------ას მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ შ----------------ას მიერ დანაშაულები ჩადენილია 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, შესაბამისად მის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული კანონის მოთხოვნები. კერძოდ, ვინაიდან დაზარალებულებმა არ განაცხადეს თანხმობა შ----------------ას მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილი შეღავათის გავრცელებაზე, ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შ----------------ას 1/3-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495- 498-ე, 535-ე, 536-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ შ----------------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენში;

 

შ----------------ა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ქ-------------------- ა–-------ს ეპიზოდი);

 

შ----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქციით - მ----------------ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით - ფ----------------------ას, ქ------------------ას, გ---–---- ხ------------ს და გ---–--------------------ს ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შ----------------ას 1/3-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.

 

შ----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

შ----------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.

 

დაკმაყოფილდეს დაზარალებულ მ----------------ის სამოქალაქო სარჩელი, მოპასუხე შ----------------ას დაეკისროს 9000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა მ----------------ის სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდეს დაზარალებულ ფ----------------------ას სამოქალაქო სარჩელი, მოპასუხე შ----------------ას დაეკისროს 2500 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა ფ----------------------ას სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდეს დაზარალებულ გ---–---------------------------------ას სამოქალაქო სარჩელი, მოპასუხე შ----------------ას დაეკისროს 8000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა გ---–---------------------------------ას სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდეს დაზარალებულ გ---–--------------------ს სამოქალაქო სარჩელი, მოპასუხე შ----------------ას დაეკისროს 2450 ლარის გადახდა გ---–--------------------ს სასარგებლოდ.

 

დაკმაყოფილდეს დაზარალებულ ქ------------------------------------ას სამოქალაქო სარჩელი, მოპასუხე შ----------------ას დაეკისროს 5000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა ქ------------------------------------ას სასარგებლოდ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე