განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
190210019003043689
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190210019003043689

საქმე №2ბ/7473-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტები: ქე-----ნ ცი-–---, ირ---–ი ბე------–---–ი, ან-------ა ბე------–---–ი, თ-------ე ბე------–---–ი, ქე-----ნ ბე------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნი--- ჩი-----–---–-

წარმომადგენელი - ივ--- პე------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნი--- ჩი-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების - ქე-----ნ ცი-–---ს (პ/ნ 46001003624), ირ---–ი ბე------–---–ის (პ/ნ 46001003798), ან-------ა ბე------–---–ის (პ/ნ 01350026476), თ-------ე ბე------–---–ის (პ/ნ 01850153620) და ქე-----ნ ბე------–---–ის (პ/ნ 01650054471) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ნი--- ჩი-----–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. რ--------, მე-1------, N 1, სართული 9, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 02.02.04.018.01.1-- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ნი--- ჩი-----–---–ს; მოპასუხეებს - ქე-----ნ ცი-–---ს და ირ---–ი ბე------–---–ს სოლიდურად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე, მოპასუხეებს - ქე-----ნ ცი-–---ს და ირ---–ი ბე------–---–ს სოლიდალურად დაეკისრათ ნი--- ჩი-----–---–-ს სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 750 ლარისა და სხვა სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების - 250 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე თეა ბენაშვილი (პ/ნ 35001072910) გახდა ქე-----ნ ცი-–---ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: საქართველო, ქ. რ--------, მე-1------, კორპუსი N1, სართული N9, ბინა N1--, საკადასტრო კოდი: N02.02.04.018.01.1-- საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე. თეა ბენაშვილსა და ნი--- ჩი-----–---–ს (ტექსტში შემდგომ - „მოსარჩელე“, „მესაკუთრე“ ან „კრედიტორი“) შორის 2019 წლის 24 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნი--- ჩი-----–---–- გახდა თეა ბენაშვილის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - საქართველო, ქ, რ--------, მე-12 მიკრო რაიონი, კორპუსი N1, სართული N9, ბინა N1--, საკადასტრო კოდი: N02.02.04.018.01.1-- საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე. ნი--- ჩი-----–---–-ს საკუთრება ზემოთ დასახელებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ნივთების ელექტრონულ რეესტრში და 2019 წლის 4 თებერვალს გაცემული იქნა ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს გაცემული განკარგულება;

 

- ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნიდან; მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

1.2. მოპასუხეებს - ქე-----ნ ცი-–---ს, ირ---–ი ბე------–---–ს, ან-------ა ბე------–---–ს, თ-------ე ბე------–---–ს, ქე-----ნ ბე------–---–ს (ტექსტში შემდგომ - „მოპასუხეები“, „უკანონო მფლობელები“) თანხმლებ პირებთან ერთად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაკავებული აქვთ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მთლიანი მოცულობა, რაც შეუძლებელს ხდის და მთლიანად გამორიცხავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის შესაძლებლობას, ხოლო მოპასუხეთა მოქმედებას აქვს დენადი უწყვეტი ხასიათი და გრძელდება დღემდე. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უკანონო მფლობელობა მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის ნებას ეწინააღმდეგება. მოპასუხეები არ წარმოადგენენ უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელებს. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეების მიმართ არერთგზის დაყენებულმა მოთხოვნამ ნებაყოფლობით გამოეთავისუფლებინათ უკანონოდ დაკავებული მოსარჩელის უძრავი ქონება, შედეგი არ გამოიღო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელეტრონული წიგნიდან;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

1.3. ნი--- ჩი-----–---–-ს საკუთრება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ, რ--------, მე-1------, კორპუსი N1, სართული N9, ბინა N1--, საკადასტრო კოდი: N02.02.04.018.01.1-- შეცილებული არ არის და მაასზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ნივთების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერი ძალაშია დღემდე. მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის ერთადერთ მესაკუთრეს სახელშეკრულებო ბოჭვის გარეშე, რაც გამორიცხავს სხვა პირების სამართლებრივ შესაძლებლობას ფლობდნენ და სარგებლობდნენ ხსენებული ნივთით. მესაკუთრის მხრიდან ხსენებული ნივთი მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო ან ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლებით (უფლებრივად და ვალდებულებრივად) არ არის დატვირთული სხვა პირთა სასარგებლოდ და მასზე არაა რეგისტრირებული არცერთი პირის მოთხოვნის უფლება. სადავო უძრავ ნივთზე, როგორც სახელშეკრულებო სანივთო საგანზე, მოსარჩელეს არცერთ პირთან არ აქვს დადებული სარგებლობის ტიპის ხელშეკრულებები და ის არც უფლებამონაცვლეობით (სამართალმემკვიდრეობით) გამხდარა ამ ტიპის სამართალურთიერთობის მონაწილე. ხსენებულის გამო, მოსარჩელეს უპირობოდ უნდა გააჩნდეს საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნიდან;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

1.4. მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელის საკუთრების უკანონო ფლობას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც აღკვეთილ უნდა იქნას მათი უკანონო მფლობელობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნიდან.

 

1.5. მოპასუხეების მართლზომიერ ფლობას მხოლოდ და მხოლოდ საფუძვლად შესაძლოა ედოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სარგებლობის უფლება, ხოლო ასეთი უფლება მოპასუხეებს არ გააჩნიათ, რის გამოც მათი მფლობელობა მართლსაწინააღმდეგოდ უნდა შეფასდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

1.6. მოპასუხეების მხრიდან უძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო ფლობის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს სადავო ნივთით. მოსარჩელე იღებს ხარჯებს მისი საკუთრებით სარგებლობის შეუძლებლობის გამო, ამასთან, მოპასუხეებმა სხვის ხარჯზე ხარჯზე დაზოგეს მათი სახსრები და მესაკუთრესთან ყოველგვარი საზღაურის გარეშე ახორციელებენ მართლსაწინააღმდეგო ფლობას, რის გამოც მოსარჩელეს გააჩნია უფლება მოსთხოვოს მოპასუხეებს სადავო ნივთით რეალური სარგებლობისათვის ყოველთვიური ქირა მათი მხრიდან ნივთის ფაქტობრივად დაუფლებიდან, ამ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე პერიოდისათვის საბაზრო ფასების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. კონსტიტუცია ასევე დასაშვებად მიიჩნევს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თუმცა საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.

 

ამგვარი სარჩელების განხილვისათვის აუცილებელია სამი ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად არსებობა. 1.მოსარჩელე უნდა იყოს სადაო ქონების მესაკუთრე; 2.მოპასუხის მფლობელობაში უნდა იყოს სადაო ქონება; 3.მოპასუხე მოსარჩელის ქონებას უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს იმ შემთხვევაში არ შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება. ფლობის უფლებაში იგულისხმება მხოლოდ ნივთის მართლზომიერი ფლობა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

 

ამ ნორმის საფუძველზე მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს ნივთის დაბრუნება იმ პირისაგან ვინც ამ ნივთს არამართლზომიერად ფლობს, ხოლო მართლზომიერი მფლობელობა ემყარება გარიგებას ან კანონს. შესაბამისად, პირი მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობის უფლება მინიჭებული აქვს კანონით, ნორმატიული აქტის საფუძველზე ან მოპოვებული აქვს მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეშლის დროს მესაკუთრეს ეზღუდება თავისი საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელება და ამის საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, კი საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული იყო ის ფაქტი, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელეს და მას არ ეძლეოდა მისი საკუთრების განკარგვის უფლება და მისგან სარგებლის მიღება.

 

სარჩელის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მოპასუხე ქონებას ფლობს თუ არა მართლზომიერად, რადგან აქედან გამომდინარე უდა შეფასდეს მესაკუთრის პრეტენზია მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მართლზომიერია თუ არა. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

სასამართლო კეთილსინდისიერი ფლობის საკითხის უფრო გასაგებად წარმოჩენისათვის, მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს, რომლის მიხედვით, „სსკ-ის 162-ე მუხლით მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან გამომდინარეობს. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე-164-ე მუხლები). კანონი გამიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი) (შდრ. სუსგ-ები: №ას-524-493-2012, 04.10.2012; №ას-211-196-2014, 25.01.2017)“.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეებს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან, დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხეების უკანონო მფლობელობაში. ამდენად, მოსარჩელის საკუთრების უფლება წარმოშობილია ნამდვილი უფლების საფუძველზე. შესაბამისად, ნი--- ჩი-----–---–-ს მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილი იყო, რომ ქ. რუსთავში, მე-1------, კორპუსი N1, სართული N9, ბინა N1---ში, საკადასტრო კოდით: N02.02.04.018.01.1-- რეგისტრირებული იყო ნი--- ჩი-----–---–-ს საკუთრებად. შესაბამისად, დადასტურებული და უდავო იყო, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხეებს რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადსატურებდა სადავო ქონების კანონიერ ფლობას არ წარმოუდგენიათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები არ იყვნენ მათ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით მინიჭებული უფლებები და მოეთხოვა სადავო ნივთის გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია დასაბუთებული იყო, რაც სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია.

 

2. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

2.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ მტკიცებულებით დაადგინა რომ სადაო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე არის ნი--- ჩი-----–---–-, ამას არც მხარე უარყოფს, მაგრამ აღნიშნული ქონების თავდაპირველი მესაკუთრეები არიან აპელანტები. ასევე სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტი რომ მოპასუხეებს წარმოადგენენ ასევე არასრულწლოვნები, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს მათი საუკეთესო ინტერესები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, სამოქალაქო საქმეებში, როგორიც არის მამობის დადგენის, ბავშვზე ძალადობის ან მისი უგულვებელყოფის, ოჯახის გაერთიანების, განსახლების და სხვა საქმეები, ბავშვი შესაძლოა იცავდეს თავის ინტერესებს დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო პროცესმა მეურვეობის, საცხოვრისის, მონახულების ან სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ბავშვის სიცოცხლესა და განვითარებაზე. სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული იყოს ყველა ამგვარ სიტუაციასა და გადაწყვეტილებაში, მიუხედავად მათი საპროცესო თუ მატერიალური ხასიათისა, და უნდა წარმოაჩი---ნ რომ მათ ეს ეფექტიანად განახორციელეს. განხორციელების ყველა ღონისძიების შემუშავებისას უპირველესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს. სიტყვები „უნდა მიენიჭოს“ ძლიერ სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოებს და გულისხმობს იმას რომ, სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ისარგებლონ დისკრეციული უფლებამოსილებით იმის განსაზღვრისას, უნდა შეფასდეს თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მიენიჭოს თუ არა მათ სათანადო მნიშვნელობა უპირველესი ყურადღების სახით ნებისმიერი განხორციელებული ქმედებისას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა. ამ მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აპელირებს ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” დებულებებზე და განმარტავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც უპირატესი ღირებულება ყველა მოქმედებასა და გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება მას, ორივე - საჯარო და კერძო სფეროში.

ასევე, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტი რომ აპელანტი თანახმაა მხარესთან მორიგების. აპელანტი მხარე არ სარგებლობს და არ ისარგებლებს სხვისი საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებით. მხარე იმთავითვე ცდილობდა მოლაპარაკებას მოწინააღმდეგესთან, რომ ქონება რომელიც თავდაპირველად მათი საკუთრება იყო და გარკვეული მიზეზების გამო დაკარგეს, სურდათ დაებრუნებინათ და გადაეხადათ ის თანხა რაც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით იყო ნაკისრი. თუმცა თავდაპირველი მოსარჩელე აღნიშნულზე აცხადებს უარს. ეს რომ ყოფილიყო მისი საკუთრება თავიდანვე და აპელანტებს (თავდაპირველი სარჩელით მოპასუხეებს) თვითნებურად დაეკავათ საცხოვრებელი სახლი, მაშინ მისი მოთხოვნა ნამდვილად არ იქნებოდა საფუძველს მოკლებული და ზნეობრივი მოვალეობები უკვე აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, მაგრამ იმ დროს როცა მას შეუძლია დაიბრუნოს თანხა, ასევე შეუძლია რომ შეიძი---ს სხვა ქონება და იმ სადაო ქონებაში სადაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები და მძიმე ავადმყოფი, იმაზე მეტია ვიდრე სამართლებრივი სიკეთით დაცული საკუთრების უფლება. ჯერ მარტო ავადმყოფის გადაადგილება მიაყენებს აპელანტ მხარეს იმხელა ზიანს რომ მოწინააღმდეგე მხარე ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ზარალს, ხოლო არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) აპელანტების მიმართ კი საერთოდ უკუგდებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

2.2. აპელანტების განმარტებით, სასამართლო და სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრებისას, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და მიუხედავად მტკიცებულებათა არ არსებობის გამო მაინც დააკისრა ადვოკატის დახმარებისთვის 750 ლარი და სხვა სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 250 ლარი. საქმეში თავდაპირველი მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ არაა წარმოდგენილი ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ანაზღაურების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი გარდა 700 ლარიანი ქვითრის, შესაბამისად გაუგებარია თუ რა საფუძვლით დაეკისრა აპელანტს 750 ლარი. რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ხარჯების ასანაზღაურებლად დაკისრებულ 250 ლარს ამ შემთხვევაშიც აპელანტისთვის ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თუ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაეკისრა. საქმეზე არაა დამაგრებული არც ერთი ისეთი მტკიცებულება რომელიც ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, პროცესები კი ჩატარდა იმ რაოდენობით რაც საქმის სრულად და ობიექტიურად განხილვისთვის სჭირდებოდა სასამართლოს, რათა არ დარღვეულიყო მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვ---ლობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

3.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რ--------, მე-1------, N 1, სართული 9, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 02.02.04.018.01.1--, წარმოადგენს ნი--- ჩი-----–---–-ს საკუთრებას.

3.2. პალატა განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა ეხება მესაკუთრის პრეტენზიას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს (იხ.სუსგ #ას-707-677-2016, 23.09.2016 წ). იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია, შესაბამისად, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დასახელებული ელემენტების ცალ-ცალკე გამოკვლევას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ნი--- ჩი-----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რ--------, მე-1------, N 1, სართული 9, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 02.02.04.018.01.1--, აპელანტებს - ქე-----ნ ცი-–---ს, ირ---–ი ბე------–---–ს, ან-------ა ბე------–---–ს, თ-------ე ბე------–---–ს და ქე-----ნ ბე------–---–ს არამართლზომიერად აქვთ დაკავებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება უფლების ბოროტად გამოყენებას არ წარმოადგენს. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო სამი წინაპირობიდან ორი, კერძოდ, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, აპელანტი კი მის უძრავ ქონებას ფლობს, გადადის მესამე ელემენტის დადგენაზე და გამოიკვლევს, აპელანტ მხარეს გააჩნდა, თუ არა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებაში შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველია სახეზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, გარემოებას მასზედ, რომ აპელანტები სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას წაუყენებს. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, დადგინდა, რომ ნი--- ჩი-----–---–ს უფლება ჰქონდა, სადავო ქონების მისთვის გადაცემა მოეთხოვა.

 

3.3. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინა, რომლითაც მისი საკუთრების უფლებაა გარანტირებული. რაც შეეხება მესამე ელემენტს - ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის მისი ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლები), თავისუფლად წარადგი---ს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ნი--- ჩი-----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მას მართლზომიერად ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად მათ სააპელაციო საჩივარში მიუთითეს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტი, რომ ისინი თანახმანი არიან აღნიშნული საქმე მორიგებით დაასრულონ და ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოპასუხეთა ნაწილს წარმოადგენენ არასრულწლოვნები და დაცული უნდა იყო მათი საუკეთესო ინტერესები.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამივე საფუძველი სახეზეა და საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უძრავი ქონების გასხვისების საფუძვლები გამოიკვლიოს, შესაბამისად, მხარის მიერ წარდგენილი ამგვარი სააპელაციო საჩივარი კვალიფიციურ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ ნი--- ჩი-----–---–- არის მესაკუთრე, ხოლო აპელანტებს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაზე არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. ამასთანავე, პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მკაფიო და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ პოზიციებს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ნი--- ჩი-----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. აპელანტების მიერ ზოგადი და ზეპირსიტყვიერი განმარტებები სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში ქე-----ნ ცი-–---ს, ირ---–ი ბე------–---–ის, ან-------ა ბე------–---–ის, თ-------ე ბე------–---–ის და ქე-----ნ ბე------–---–ის აპელირებას საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მორიგება შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის აღსრულების პროცესშიც და მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მორიგების გზით მიაღწიონ სასურველ შედეგს.

 

რაც შეეხება აპელანტების შედავებას სასამართლო ხარჯების განაწილებასა და დაკისრებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნულ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ სასამართლომ კანონით დადგენილ გონივრულობის ფარგლებში, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით და არ არსებობს მისი შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ქე-----ნ ცი-–---ს, ირ---–ი ბე------–---–ის, ან-------ა ბე------–---–ის, თ-------ე ბე------–---–ის და ქე-----ნ ბე------–---–ის სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნი--- ჩი-----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და ქე-----ნ ცი-–---ს, ირ---–ი ბე------–---–ის, ან-------ა ბე------–---–ის, თ-------ე ბე------–---–ის და ქე-----ნ ბე------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რ--------, მე-1------, N 1, სართული 9, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 02.02.04.018.01.1-- და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემოდა ნი--- ჩი-----–---–ს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქე-----ნ ცი-–---ს, ირ---–ი ბე------–---–ის, ან-------ა ბე------–---–ის, თ-------ე ბე------–---–ის და ქე-----ნ ბე------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის - ქე-----ნ ცი-–---ს, ირ---–ი ბე------–---–ის, ან-------ა ბე------–---–ის, თ-------ე ბე------–---–ის და ქე-----ნ ბე------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე