განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
330100119003008337
ინსტანცია
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119003008337

საქმე №1ბ/1790-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნ--–--------–--

ადვოკატის: ნ-----–------------

მსჯავრდებულის: გ--------–------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------–------ და მისის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–------------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------–------ მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ს---------–--------–------- ფაქტობრივად მცხოვრები -------–---------------–--------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, გ--------–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;

მსჯავრდებულ გ--------–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 4 ოქტომბრიდან.

გ--------–------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: გ---------–------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა დაუფლებოდა შ.პ.ს. „----------–-------–--------- კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 25 თებერვალს შუადღის საათებში, გ--------–------ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, იმყოფებოდა ქ------–--–----------------------------–- მდებარე შ.პ. ს. „----------–-------–--------- სუპერმარკეტ „---------–--- რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ „--------------------------------ის 700 მლ-იან კონიაკს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 555 ლარს და 95 თეთრს და ,-------------ს ფირმის კონიაკს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 565 ლარს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ შ.პ.ს. ,-----------–-------–-------- მიადგა 1120 ლარისა და 95 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------–------ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–------------- რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა ადვოკატთან შეთანხმებით დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებულ მტკიცებულებებს. საგამოძიებო ორგანომ ვერ დაადგინა დანაშაულში მონაწილე სხვა პირის ვინაობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი პირი უბრალოდ არ არსებობს, შესაბამისად, გ--------–------თან ერთად დანაშაულში სხვა პირის მონაწილეობის შესახებ ფაქტის დამადასტურებელი საქმეში არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება არ მოიპოვება, ხოლო, რაც შეეხება ვიდეომასალას, იქ არსად არ ჩანს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ვინმესთან ერთად ჩაიდინა დანაშაული. გ--------–------ მარტომ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და იგი შესაბამისი მუხლით უნდა იქნეს გასამართლებული.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.

პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებულ გ--------–------ ჩვენებით და გამოკვლევის გარეშე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ქ--------–----------------------------–-–---–---------------–--------------------- გამოკითხვის ოქმებით, მომართვის წერილით შპს ,-----------–-------–------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული, რომ გ--------–----- გამოძიებით დაუდგენელ პირთან, ვინმე ,--------------- ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ვ-–----–----–-- გამზირის ბოლოში მდებარე სუპერმარკეტ ,----------–--- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მაღაზიაში არსებულ „--------------------------------ის 700 მლ-იან კონიაკს და ,-------------ს ფირმის კონიაკს.

ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გ--------–------ მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ზ-----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,---------------- გამოთხოვილი ვიდეომასალა, საიდანაც ირკვევა, რომ გ--------–----- თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,--------------------------------- გადაადგილდება აღნიშნული სუპერმარკეტის ავტოპარკინგის შიდა პერიმეტრზე, გვერდით უზის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გ--------–------ განმარტებით, არის მისი მეგობარი დ---------–---- ისინი შედიან სუპერმარკეტში, სადაც ალკოჰოლური სასმელების სექციაში ფარულად ეუფლებიან ალკოჰოლურ სასმელს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეების: ქ--------–-------------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმების თანახმად გ--------–----- მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად თანამზრახველთან ერთად დაეუფლა ორ ბოთლ ძვირადღირებულ კონიაკს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათი ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია გ--------–------ გამოკითხვის ოქმში ასახულ და მოგვიანებით სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

გამოძიების ეტაპზე ბრალდებულმა გ--------–------ როგორც მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე ბრალდებულის სახით დაკითხვისას თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, 2019 წლის 25 თებერვალს, შუადღის საათებში, გ--------–------ გამოძიებით დაუდგენელ ვინმე ,--------------- ერთად, ფარულად დაეუფლა ვ-–----–----–-- გამზირის ბოლოში მდებარე სუპერმარკეტ „---------–-- არსებულ „--------------------------------ის 700 მლ-იან კონიაკს და ,-------------ს ფირმის კონიაკს.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯარდებულმა გ--------–------ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იმყოფებოდა მარტო და დანაშაულის ჩასადენად შეთანხმება არავისთან არ ჰქონია. მან ვინმე ,---------- გაიცნო ტოტალიზატორში და შემდეგ სუპერმარკეტშიც ერთად მივიდნენ, ავტომანქანიდან ერთად გადმოვიდნენ და აღნიშნულის შესახებ გამოძიებაშიც ეს ფაქტი აღნიშნა, რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა ვინმე დ---------–-------- ერთად და ისინი ერთდროულად შევიდნენ სუპერმარკეტში, თუმცა მასთან სხვა რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი შეთანხმება მათ შორის არ მომხდარა.

პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს, რომ თანამზრახველები ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს, ან როლები ჰქონდათ განაწილებული, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ.

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სახეზეა პირდაპირი ხასიათის, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოწმეების: ქ--------–-------------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმების სახით და ,---------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, რითაც უტყუარად დასტურდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გ--------–------ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ გ--------–------ მიერ ქმედების ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდბეულ გ--------–------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ--------–------ და ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გ--------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ გ---------–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 4 ოქტომბრიდან.

5.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ--------–------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- გ--------–------აგან ამოღებული 2 ცალი კონიაკის ბოთლი, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- შპს ,,----------–-------–------------ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი