განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
140100119003140294
ინსტანცია
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003140294

საქმე №1ბ/1687-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ-----------–----ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - პ----- მ----–---, (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–-----------);

 

ადვოკატი - მ-----------–---–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

 

სასჯელი: საბოლოოდ ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, პ----- მ----–---, მისი მართვის ქვეშ მყოფი, მუქი ლურჯი ფერის, „ოპელ-ასტრას“ მარკის, მსუბუქი ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით „T--------“), კასპის რაიონის სოფელ ოკამთან გამავალი ცენტრალური ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 51-ე კილომეტრზე მოძრაობისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მისი მგზავრის - ნ------–-----ას კუთვნილ, ,,ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 130 ლარად. აღნიშნულის შემდეგ, პ----- მ----–---მ ნ------–-----ა გადმოაგდო ავტომანქანიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პ----- მ----–--ის ქმედებით ნ------–-----ას მიადგა 130 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენით პ----- მ----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5800 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პ----- მ----–---ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ივნისიდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდა 1800 ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------–---–მა.

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა მსჯავრდებულ პ----- მ----–--ის ადვოკატმა მ-----------–---–მა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის პოზიციით: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა და უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმებისკენ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა პ----- მ----–---მ თავისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში ჩაისვა დაზარალებული ნ------–-----ა, გარკვეული საუბრის შემდეგ, ხელიდან წაართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მიუხედავად, დაზარალებულის არაერთი მოთხოვნისა, რომ დაებრუნებინა, მსჯავდებულმა ხელი კრა დაზარალებულს და მიმავალი ავტომობილიდან გადააგდო ძირს, ხოლო მობილური ტელეფონი კი, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულის შედეგად, ნ------–-----ამ მიიღო სხეულის დაზიანება, რაც დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითა და დაზარალებულისთვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩადენილი ქმედების შემდეგ, მსჯავრდებული პ----- მ----–--- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პ----- მ----–--ისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან განაჩენით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს ადეკვატური იმ ქმედებისა, რაც მსჯავრდებულმა ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, მისთვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა, არაა პროპორციული პ----- მ----–--ის მიერ ჩადენილი ქმედებასთან და არის ზედმეტად მსუბუქი, რის გამოც, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მსგავსი კატეგორიის განზრახი დანაშაულის ჩადენის დროს სასამართლოს ლმობიერი მიდგომა, ვერ იქნება გამართლებული და ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნის რეალიზაცია გულისხმობს ახალი დანაშაულის ჩადენის დაუშვებლობას, როგორც მსჯავრდებულის, ისე სხვა პირების მიერ. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მსგავსი დანაშაულისთვის, როგორიც ძარცვაა, ზედმეტად მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ იქნება გამართლებული და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სამართლიანობის აღდგენა გამოიხატება იმაში, რომ დაცული იქნეს პიროვნება, საზოგადოება და სახელმწიფო დანაშაულებრივი ქმედებებისგან. სამართლიანობის აღდგენის მიზანი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის შეგრძნებას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია დაზარალებულს მსჯავრდებულ - პ----- მ----–--ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ ის პიროვნება, რომელიც აშკარად ეუფლება სხვის ქონებას და შემდეგ, ხელით უბიძგებს დაზარალებულს და აგდებს მიმავალი ავტომობილიდან მომეტებული საშიშროებით ხასიათდება. მის მიერ დანაშაულის დროს გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, უარყოფითად მეტყველებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე. საქმეში არსებული გარემოებები მოწმობს, რომ პ----- მ----–---, გულგრილია სხვისი საკუთრებისა და უფლებების მიმართ. - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მიმართ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დაცვის მხარის პოზიციით: პროკურორის სააპელაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სამართლიანია, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პ----- მ----–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - თ----------------–-–---–ის, ი-------------–---–ის, ო------------–-–---–----------------------------------–-------------------------–-–---–ის, ნ------–-----ას და პ----- მ----–--ის გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, პიროვნების ამოცნობის ოქმი, მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოს მიერ მიღებული იქნა პრეიუდიციად, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ პ----- მ----–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ნ------–-----ას კუთვნილ, ,,ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 130 ლარად და სახეზეა დანაშაულის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი პ----- მ----–---ს ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა სახისა და ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პ----- მ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა ხელი შეუწყო როგორც გამოძიებას, ასევე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და საქმის სასამართლო განხილვისას უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ასევე მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები პ----- მ----–--ის წარსულის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), მის კანონიეშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მსჯავრდებულის პიროვნებას ( ხასიათდება დადებითად), ოჯახურ ვითარებას (დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი), განსაკუთრებით დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პ----- მ----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5800 ლარის ოდენობით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ივნისიდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით), უნდა შეუმცირდეს 1800 ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ პ----- მ----–--ის ტანსაცმელი და მისი კუთვნილი „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „T--------“, უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - პ----- მ----–---ს; „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და აღნიშნული ტელეფონის ყუთი, ნ------–-----ას ტანსაცმელი, გასაღები ყვითელი საკიდით და თვლებით გაწყობილი თმის სამაგრი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დაზარალებულ ნ------–-----ას; მიკრონაწილაკის ნიმუში უნდა განადგურდეს; ორი ცალი დვდ დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი;

 

პ----- მ----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5800 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პ----- მ----–---ს სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ივნისიდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდეს 1800 ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით;

 

პ----- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· პ----- მ----–--ის ტანსაცმელი და მისი კუთვნილი „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „T--------“, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - პ----- მ----–---ს;

· „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და აღნიშნული ტელეფონის ყუთი, ნ------–-----ას ტანსაცმელი, გასაღები ყვითელი საკიდით და თვლებით გაწყობილი თმის სამაგრი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დაზარალებულ ნ------–-----ას;

· მიკრონაწილაკის ნიმუში განადგურდეს;

· ორი ცალი დვდ დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი