განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
080100119003010435
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003010435

საქმე №1/ბ-729-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------------------ე

 

გამართლებული: კ-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ბ----------------------------–--–-----–---------------------;

ადვოკატი: გ-----------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ-------------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში მდებარე სახლში, თანაცხოვრებისას, 2019 წლის 9 იანვრამდე, კ-------------–---–ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - გ----------------–---–ს. დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნულის გამო, კ-------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით: კ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; კ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა; კ-------------–---–ი დაუყოვნებვლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; გამართლებულ კ-------------–---–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, კ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ კ-------------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა კ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს კ-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ-------------–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დასაბუთებულია საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით:

 

საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ბრალდებული კ-------------–---–ი არის მისი შვილი, რომელიც ბოლო პერიოდში მიეძალა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც საქციელს ვერ აკონტროლებს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, აგინებს უცენზურო სიტყვებით დედის მისამართით. აღნიშნულის გამო მამა-შვილს შორის არაერთხელ მომხდარა სიტყვიერი შელაპარაკება. 2019 წლის 9 იანვარს იმყოფებოდა სახლში, იმ დღეს კ----მ მიიღო ალკოჰოლური სასმელი და ძლიერ დათვრა, რაზეც მამამ უსაყვედურა, აღნიშნული კ-------------–---–მა იუკადრისა მამასთან მივარდა და გინებასთან ერთად იგი ფიზიკური ძალის გამოყენებით ლოგინიდან გადმოადგო, რის გამოც გ----------------–---–მა დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარი ფაქტის თაობაზე. პოლიციელების დანახვამ კ-------------–---–ი უფრო გააღიზიანა, მან მამას უყვირა თუ როგორ გაბედა პოლიციის გამოძახება და თან დაემუქრა, „დამაცადე, ესენი წავიდნენ და ამათი წასვლის შემდგომ მოგკლავო“ თან გაიქცა მამის მიმართულებით და ორივე ხელი ჩაარტყა მკერდში, წააქცია და დააპირა მისი ცემა, თუმცა იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც დაზარალებულმა განმარტა მას აღნიშნულ დღეს განხორციელებული ძალადობის შედეგად არც რაიმე სახის დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, თუმცა, შვილის მხრიდან სისტემატური გინების და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო არის ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტრესის ქვეშ და აღნიშნულის გამო იტანჯება.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე გ---–--–--------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მუშაობს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 9 იანვარს გამოძახების საფუძველზე კოლეგებთან ა-------------–--ესთან და ლ-------------ესთან ერთად გამოცხადდა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში მდებარე გ----------------–---–ის ოჯახში, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ადგილზე მისულებმა სახლიდან გაიგეს ორი მამაკაცის კამათის ხმა, შევიდნენ სახლში და ნახეს, რომ კ-------------–---–ი მათმა მისვლამ გააღიზიანა და მამას დაემუქრა „დამაცადე, ესენი წავიდნენ და ამათი წასვლის შემდგომ მოგკლავო“, თან გაიქცა მამის მისამართით და ორივე ხელი ჩაარტყა მკერდში, წააქცია და დააპირა მისი ცემა, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს და დააკავეს.

 

შს ბაღდათის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ლ-------------ემ და ა-------------–--ემ მოწმის სახით გამოკითხვისას ანალოგიურად აღწერეს ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და გ----------------–---–ის ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური კვლევის შედეგით დგინდება, რომ კ-------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირებისა და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა, კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და გ----------------–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებები არ გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. განაჩენში სწორად არის მითითებული, რომ მოცემულ შემთხვევაში, კ-------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს სისტემატური შეურაცხყოფა კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული და ამ ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტანჯვა, მართალია, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში დაზარალებული მიუთითებს, რომ შვილის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის გამო არის ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესის ქვეშ და აღნიშნულის გამო განიცდის ტანჯვას, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და გ----------------–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებები არ გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, განაჩენში დასაბუთებულად არის ახსნილი, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე).

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდების შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელი იყო მიზეზობრივი კავშირის დადგენა მსჯავრდებული მიერ განხორციელებულ მოქმედებასა და შედეგს - ტანჯვას შორის, რაც საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი ვერ იქნა. პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს პირის ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ამის შესახებ მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმშია მითითებული, რაც არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამ პირის ბრალეულობაში.

 

ამ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება, არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც, ასევე, დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

 

შესაბამისად, ვინაიდან, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და კ-------------–---–ი სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი კ-------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი, კ-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.კ-------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ კ-------------–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5. კ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ გაუქმებულია;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/