განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
080100119002806804
ინსტანცია
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002806804

საქმე №1/ბ-621-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ---- ზ-------–---–ის

მსჯავრდებულის _ ა-–---------- რ------ის

ადვოკატის _ პ---–- კ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა-–---------- რ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №04----------) ა-–---------- რ------ის მიმართ, დაბადებულის 1993 წლის 27 ოქტომბერს ქ.ქუთაისში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ.ქუთაისში, რ---------–---–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენით:

 

ა-–---------- რ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა-–---------- რ------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- რ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა-–---------- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- რ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან _ 2018 წლის 30 ნოემბრიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები კომპაქტდისკებზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ა-–---------- რ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანა „--------–--ის“ პულტ-გასაღები, ა-–---------- რ------ის მობილური ტელეფონი და მანტო, ავტომანქანა „--------–--ი“ (სახელმწიფო ნომრით: C--------), სიჩქარის გადამრთველი ხელსაკიდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

ა-–---------- რ------ის ხელის კვალის ნიმუშები, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ერთი კვალი, მიკრონაწილაკები, სიგარეტის ნამწვი, ამოღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად და ა-–---------- რ------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------- რ------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ---------–--------------------------------. პ------–--–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–---------- რ------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ--- კ--–--ის კუთვნილ „R---------------”-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით C--------, რის შედეგადაც მ--- კ--–--ეს მიადგა 4000 (ოთხი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენის სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---------- რ------ემ, რომელმაც ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ერთი მესამედი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული არაძალადობრივი ხასიათისაა, მან გამოძიების დაწყების ეტაპზევე და შემდგომ სასამართლოშიც აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სრულფასოვნად ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაეხმარა ჭეშმარიტების დადგენაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–---------- რ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ---–- კ------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ---- ზ-------–---–მა ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: თავად ბრალდებულ ა-–---------- რ------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ მ--- კ--–--ის და მოწმეების _ კ----–-- კ--–--ის, მ------- ა---–---ის, ნ-----–- კ------–---–ის და ფ-------–- ს------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-–---------- რ------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მსჯავრდებული ა-–---------- რ------ე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის ვადის შემცირებას და სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გაითვალისწინა რა დამნაშავის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, ა-–---------- რ------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა-–---------- რ------ე წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის _ ქურდობისათვის, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მას სასჯელის სახით დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით, მაგრამ დანიშნულმა პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომლებიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და ა-–---------- რ------ემ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ქურდობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი.

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც ბოლო დანაშაულის ჩადენისას ა-–---------- რ------ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადა წარმოადგენს 4 წელს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ნასამართლობა ქმნის დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს _ არაერთგზისობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე... დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, მაგრამ ა-–---------- რ------ეს გარდა არაერთგზისობისა, ბრალად აქვს შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სხვა მაკვალიფიცირებელი გარემოებაც _ „სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, მისთვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ა-–---------- რ------ემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მიზნაშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–---------- რ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენი ა-–---------- რ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ა-–---------- რ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენი ა-–---------- რ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა-–---------- რ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–---------- რ------ის მიმართ წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- რ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ ა-–---------- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დრიდან _ 2018 წლის 30 ნოემბრიდან.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–---------- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები კომპაქტდისკებზე, შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით; ა-–---------- რ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანა „--------–--ის“ პულტ-გასაღები, ა-–---------- რ------ის მობილური ტელეფონი და მანტო, ავტომანქანა „--------–--ი“ (სახელმწიფო ნომრით C--------), სიჩქარის გადამრთველი ხელსაკიდი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ა-–---------- რ------ის ხელის კვალის ნიმუშები, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ერთი კვალი, მიკრონაწილაკები, სიგარეტის ნამწვი, ამოღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად და ა-–---------- რ------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/