განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119003114654
საქმე №1/ბ-791-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - მ------ მ--–--ის
ადვოკატის - ი-----–- შ-----–-ას
მსჯავრდებულის - რ------– თ---–----–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------– რ------–ის ძე თ---–----–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ვანის რაიონი, თ---------–---------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ს---–--------- გამზირი N63/71;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ------– თ---–----–---–მა ჩაიდინა:
1.1 ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
1.2 ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.3 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 1 2019 წლის ივნისის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქუთაისში, ს---–--------- გამზირზე N63/71-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში რ------–ი თ---–----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- ჩ--------ს. კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ნ---- ჩ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქუთაისში, ს---–--------- გამზირზე N63/71-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში რ------–ი თ---–----–---–მა არასრულწლოვანი შვილის ა-------- თ---–----–---–ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- ჩ--------ს. კერძოდ, ორივე ხელზე დაარტყა საფერფლე, მარჯვენა გვერდსა და თავში ჩაარტყა მუჭი, ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნ---- ჩ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3 2016 წლიდან 2019 წლის 21 ივნისამდე დროის პერიოდში, ქუთაისში, ს---–--------- გამზირზე N63/71-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში რ------–ი თ---–----–---–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს ნ---- ჩ--------ს. შეურაცხყოფის და დამცირების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით რ------– თ---–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით; სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 03 თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ რ------– თ---–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 03 თვის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ივნისიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული რ------– თ---–----–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მან საქმის არსებითი განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა მეუღელს ნ---- ჩ--------ს, რომელთანაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი.
პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ რ------– თ---–----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- შ-----–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა რ------– თ---–----–---–ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ რ------– თ---–----–---–ს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება.
გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, სააპელაციო პალატას რ------– თვალაბეიშვლის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე მ------ ფ--–----ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამბულატორიულ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ------– თ---–----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელი შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.
მსჯავრდებულ რ------– თ---–----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული რ------– თ---–----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, სადაოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 03 თვის ვადით შეუმცირდეს მუხლის სანქციის მინიმუმამდე და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ------– თ---–----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რ------– თ---–----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის მუხლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ რ------– თ---–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
რ------– თ---–----–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ივნისიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე