განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002819898
საქმე №1ბ/1591-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - ბ-----------------ას, მ-----–--------–---–ის,ადვოკატ - ც-------------------ის,მსჯავრდებულ - მ-------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ-------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ც-------------------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:
მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
მ-------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 11 დეკემბერს, დღის საათებში, ქ-------–--–-------------------ში არსებულ საზოგადოებრივ აბანოში, ამავე აბანოში მომუშავე მუშამ - მ-------------ემ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მ--------------ს მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ, თავდაპირველად შესთავაზა სასქესო ორგანოზე შეხება და შემდგომ შეეხო კიდეც.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ-------------ემ და მისმა ადვოკატმა ც-------------------ემ. დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ მ-------------ის უდანაშაულოდ ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა საპროცესო კანონმდებლობის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის არსებითი დარღვევით. ვერც გამოძიების ეტაპზე და ვერც სასამართლოში ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, თუ ვინ იყო დანაშაულის შესახებ სამართალდამცავი ორგანოსათვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირი. საქმის მასალების მიხედვით ეს პირი არის გ---------------ე, რომელიც არ იქნა დაკითხული სასამართლო სხდომაზე. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ვერ ან არ მიუთითეს ინფორმაციის წყაროზე, თუ ვისგან შეიტყვეს, რომ მ-------------ემ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მ-------------ის პიროვნება და ადგილსამყოფელი დადგენილია ორი სხვადასხვა პატაკით, ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე, რაც ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა. ამ უკანონო ინფორმაციის მიღების შემდეგ, პირველ რიგში, გამოძიების მიერ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. გამომძიებლის მიერ შედგენილი ფოტოსურათების მოძიების შესახებ ოქმით, მოძიებული იქნა სამი ფოტოსურათი, ხოლო მე-4 - მ-------------ის ფოტოს წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. ამდენად, ინფორმაციის წყაროს და ფოტოს წარმომავლობის არაკანონიერების საფუძვლით ქ---------------–--ის მიერ მ-------------ის ფოტოსურათით ამოცნობის და პირის ამოცნობის ოქმები დაუშვებელი მტკიცებულებებია. ამასთან, დაზარალებული მ------------ძე მის მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმში ვერ უთითებს ისეთ ნიშნებზე, რაც მ-------------ის პიროვნებაზე იქნება ორიენტირებული.
გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, გამოძიების მიერ არ იქნა დათვალიერებული და დაცული შემთხვევის ადგილი, რის გამოც უკანონოა საქმეზე წარმოდგენილი ვიდეომასალა. ამასთან, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა თვითონ, დამოუკიდებლად მოახდინა ამ ნივთმტკიცების გახსნა, დათვალიერება და ისევ დალუქა, რასაც არ ესწრებოდა ვიდეოჩანაწერის გადამცემი პირი. ასევე უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ ვიდეომასალაზე არ იქნა ჩატარებული ფონოსკოპიურ-ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, იმის დასადგენად, თუ ვინ არიან ვიდეოს ხედვის არეში მოქცეული პირები. ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია არც ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდებოდა სინამდვილეში ჰქონდათ თუ არა ბრალდებულსა და დაზარალებულს ფიზიკური კონტაქტი. აპელანტი ასევე უთითებს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორებს თამთა გახარიას და ანა მეტრეველს არ წარმოუდგენიათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები. ყოველივე ზემოაღნიშნული იმ გარემოებასთან ერთად, რომ მოცემული საქმის განხილვა გაჭიანურდა ცხრა თვის მანძილზე, წარმოშობს საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგენის და მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესაძლებლობას.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მ------------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 11 დეკემბერს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე ბებიასთან - ქ---------------–--თან და თავის დასთან - ა-–----------------------ნ ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–-----------------ე მდებარე საზოგადოებრივ აბანოში. მათ ი--------–----- ოთახით. ბანაობის შემდეგ ქ---------------–--მა ა-–------------------ რამდენიმე წუთით წაიყვანა საპირფარეშოში, ხოლო ოთახის კარი დატოვეს ნახევრად ღია მდგომარეობაში, რათა მას არ შეშინებოდა. ოთახიდან ბებიისა და დის გასვლის შემდეგ, მან (მ------------ძემ) დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა, რა დროსაც მასთან ოთახში შევიდა უცნობი ასაკოვანი მამაკაცი და დაუწყო ლაპარაკი. ეს უკანასკნელი ეუბნებოდა: „რა ლამაზი კანი გაქვს, რა სრიალა კანი გაქვს, რა ლამაზი გოგო ხარო“. თავდაპირველად მან უცნობს მადლობა გადაუხადა, ფიქრობდა, რომ იგი თავს დაანებებდა, თუმცა აღნიშნულმა პირმა შემდგომ უთხრა: „ხელი გამასმევინეო“. მან მარცხენა ხელი გაუწოდა, რომელზეც უცნობი მამაკაცი მოეფერა. ამის შემდეგ დაზარალებულს სასქესო ორგანოზე ხელით შეხების უფლება სთხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი დაიბნა და უკან-უკან დაიწყო სვლა. ამ დროს, უცნობმა ე.წ. „ელასტიკის“ ზემოდან სასქესო ორგანოზე მოჰკიდა ხელი, რის გამოც იყო დაბნეული, თუმცა უცნობ მამაკაცს უთხრა, რომ ბებია მოვიდოდა და პასუხს გასცემდა. ოთახში მალევე დაბრუნდა ქ---------------–--ი, თუმცა უცნობი მამაკაცი იქ აღარ იმყოფებოდა. მან ბებიას დეტალურად უამბო რაც მოხდა მისი არყოფნის პერიოდში. ბებიამ მისი მონაყოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა აბანოს მეპატრონეს, ხოლო სახლში მისვლის შემდეგ მისმა დედამ დარეკა პოლიციაში. არასრულწლოვანი დაზარალებულის განმარტებით, მას კარგად ახსოვს უცნობი მამაკაცი, საშუალო სიმაღლის, მოგრძო სახის ჭაღარა თმით, დაახლოებით 50 წლის ასაკის, რომელიც საგამოძიებო მოქმედების დროს ამოიცნო სამ პირს შორის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–------–-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგად. განსახილველი სისხლის სამართლის ფარგლებში სასაუბროდ შეხვდა არასრულწლოვან დაზარალებულ მ------------ძეს. ფსიქოლოგმა დაადასტურა, რომ მ--------------ს განვითარება მისი ასაკის შესაბამისია; იგი სწორად აღიქვამს ყველაფერს და იაზრებს თავისი ნათქვამის მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, ფსიქოლოგიურად დადგენილი ფაქტია, რომ ბავშვები სექსუალური ძალადობის შესახებ ტყუილებს იშვიათად ამბობენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ---------------–--მა განაცხადა, რომ არის მ--------------ს ბებია. 2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, შვილიშვილები - მ------------ძე და ა-–------------------ წაიყვანა ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანოში. მათ ისარგებლეს კორიდორის ბოლოს მარჯვნივ მდებარე ოთახით. ბანაობის შემდეგ ა-–------------------ წაიყვანა საპირფარეშოში, რა დროსაც მ------------ძე ნახევრად ჩაცმულ მდგომარეობაში დატოვა ოთახში. მან ოთახის კარი ბოლომდე არ დახურა, რათა მარიამს არ შეშინებოდა. მოწმის განმარტებით, გზად დაინახა აბანოს თანამშრომელი, რომელმაც რამდენიმე წუთით დატოვა თავისი სამუშაო ადგილი და ჩაიდნით წყალი აავსო. ამ პერიოდის განმავლობაში კორიდორი უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი. საპირფარეშოდან უკან დაბრუნებისას კორიდორის ბოლოს, მათ მიერ ნაქირავები ოთახის მარცხენა მხარეს შენიშნა კედელს მიყრდნობილი უცნობი მამაკაცი, რომელსაც ეცვა შავი გახსნილი ქურთუკი და ეხურა შავი ქუდი. მართალია მისი დანახვა არ ესიამოვნა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი უფიქრია. ოთახში დაბრუნებისას მ------------ძემ უამბო, რომ მასთან შესული იყო უცნობი მამაკაცი, რომელიც გამოელაპარაკა, უთხრა რა ლამაზი გოგო ხარო და შეეხო სასქესო ორგანოზე. დაუყოვნებლივ გამოვიდა გარეთ, თუმცა მის მიერ დანახული და მ--------------ს მიერ აღწერილი მამაკაცი ოთახთან აღარ იდგა. იგი სწრაფად მივიდა აბანოს ადმინისტრატორთან და მოსთხოვა გაერკვია იმ პირის ვინაობა, ვინც მ--------------ს მიმართ ჩაიდინა მსგავსი ქმედება. აბანოს თანამშრომელმა უთხრა, რომ შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ადგილზე იმყოფებოდნენ მუშები და შესაძლებელი იყო მათგან რომელიმე ყოფილიყო დანაშაულის ჩამდენი პირი. თუმცა, ვინაიდან დაზუსტებით ამას თქმა არ შეეძლო, ადმინისტრატორი შეპირდა სიმართლის დადგენას და ჩაიწერა მისი ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც შვილიშვილებთან ერთად წავიდა სახლში. მათ მომხდარი ფაქტის შესახებ უამბეს არასრულწლოვნების დედას, რომელმაც დარეკა საპატრულო პოლიციაში. ქ---------------–--მა დაადასტურა, რომ მან ბრალდებული უპრობლემოდ ამოიცნო როგორც ფოტოსურათით, ასევე პირადად წარდგენისას. სათვალეს წერა-კითხვის დროს იყენებს, ვინაიდან ძალიან ახლოს დანახვა უჭირს, ზოგადად სათვალის მომხმარებელი არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა მოწმემ ა-–------------------მ განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს სკოლის შემდეგ დასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა აბანოში. მათ ი--------–----- ოთახით. ბანაობის შემდეგ იგი ბებიამ გაიყვანა საპირფარეშოში, ხოლო მისი და მარტო დარჩა ოთახში და ტანსაცმელს იცმევდა. საპირფარეშოდან დაბრუნებისას მან დაინახა N5 ოთახის გვერდით კედელზე მიყრდნობილი საშუალო სიმაღლის წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოხრილი და ტანსაცმელი თეთრი ბათქაშით ჰქონდა დასვრილი. ოთახში შესვლისას მარიამმა ბებიას უამბო, რომ მასთან უცნობი მამაკაცი იყო შესული, უთხრა რა ლამაზი გოგო ხარო და სასქესო ორგანოზე მოკიდა ხელი. აღნიშნულზე მისი და გაბრაზებულა და უთქვამს - ახლა ჩემი მშობელი მოვა და პასუხს გაგცემსო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----–----------მა განმარტა, რომ ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანოში მუშაობს მოლარედ. 2018 წლის 11 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც აბანოში შევიდა ასაკოვანი ქალბატონი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. აღნიშნულმა ქალბატონმა გადაიხადა საფასური და შევიდა მათთვის განკუთვნილ ნომერში. ბანაობის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა ერთ-ერთი მცირეწლოვანი წაიყვანა საპირფარეშოში, საიდანაც ისევ დაბრუნდნენ თავიანთ ნომერში. მალევე აღნიშნული ქალბატონი მივიდა მასთან და უთხრა, რომ ნომერში მარტო მყოფ მის შვილიშვილთან შევიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვნის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. აღნიშნულის თაობაზე რ----–----------ს თავად არასრულწლოვანმაც მოუთხრო. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა სამი მუშა, მათგან ერთ-ერთს სახელად მერაბი ერქვა. როგორც წესი, მუშები ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად, სარგებლობდნენ სარდაფის მხრიდან არსებული შესასვლელით. მას არ შეუნიშნავს უცნობი მამაკაცის იმ ნომერში შესვლა, სადაც არასრულწლოვანი მარტო იმყოფებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 11 დეკემბერს, მ-------------ესთან და ზ---------------სთან ერთად ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანოში. კონკრეტულად იმ დღეს არემონტებდნენ საუნას. დღის გარკვეულ მონაკვეთში ზ--------------- წავიდა სამსახურიდან, ხოლო თვითონ და მ-------------ემ გააგრძელეს მუშაობა. დაახლოებით 16:00-17:00 საათზე მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მალე გაუთავდათ და მ-------------ე წავიდა მოსატანად. ეს უკანასკნელი დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ისე დაბრუნდა უკან, რომ სასმელი არ მიუტანია, თუმცა რამ შეუშალა ხელი, მისთვის უცნობია. მ-------------ის დაბრუნების შემდეგ მათ კვლავ დალიეს დარჩენილი მცირე ოდენობის სასმელი და დაახლოებით 10 წუთში დატოვეს სამუშაო ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 11 დეკემბერს, მ-------------ესთან და გ---------------–---–თან ერთად მუშაობდა ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანოში და ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოებს. აღნიშნულ დღეს იგი დილის 9 საათზე მივიდა სამუშაო ობიექტზე, რომელიც დაახლოებით 12:00 საათზე დატოვა და შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა ბ---------–--–-–---–---------–--------–---–----------–------------–-–---–-----–------------------------------------–---–----------------------–---–---------------------------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
2018 წლის 11 დეკემბრის პირის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ქ---------------–--მა ფოტოსურათით ამოსაცნობ პირთაგან ამოიცნო მ-------------ე, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 11 დეკემბერს, მისი შვილიშვილის მ--------------ს მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ამომცნობმა პირმა მ-------------ე ამოიცნო: ასაკით, მოგრძო პირსახით, ჭაღარა წვერით, ხშირი წარბებით, მოგრძო ფორმის ფართო ცხვირით და სახის საერთო იერით.
2018 წლის 12 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ------------ძემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ-------------ე, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 11 დეკემბერს, მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. დაზარალებულმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო ასაკით, საშუალო სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ჭაღარაშერეული წვერით და საერთო იერსახით.
2018 წლის 12 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ქ---------------–--მა ამოიცნო მ-------------ე, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 11 დეკემბერს, მისი შვილიშვილის მ--------------ს მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. მოწმემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო ასაკით, საშუალო სიმაღლით და აღნაგობით, მოგრძო პირსახით, ჭაღარა წვერით, მოგრძო ფორმის ფართო ცხვირით და სახის საერთო იერით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ჩანაწერი წარმოადგენს ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანო შპს „მეჯუდას“ შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებს 2018 წლის 11 დეკემბრის 15:00 საათიდან, 17:00 საათამდე დროის შუალედში. კადრში ჩანს აბანოს კლიენტები და მომსახურე პერსონალი. პირველი ვიდეოფაილის ჩანაწერში ჩანს აბანოს დერეფანი, სადაც ორივე მხარეს განთავსებულია სააბაზანო ოთახები. კადრში ჩანან აბანოს კლიენტები და მომსახურე პერსონალი. 15:21:15 საათზე ჩნდება შუა ხნის ქალბატონი, რომელსაც ახლავს ორი მცირეწლოვანი გოგონა. ისინი რამდენიმე წამი ჩერდებიან აბანოს სალაროსთან, შემდეგ აბანოს თანამშრომელი მათ ანიშნებს ხელით ერთ-ერთი სააბაზანო ოთახისკენ, რის შემდეგაც ქალბატონი ბავშვებთან ერთად მიდის დერეფანში და შედის მათგან მარჯვენა მხარეს განთავსებულ N5 სააბაზანო ოთახში. მეორე ვიდეოჩანაწერში, 15:34 საათზე ჩნდება წვერიანი მამაკაცი, რომელსაც აცვია ჯინსის შარვალი და ე.წ. „კაპიუშონიანი“ მოსაცმელი, რომელიც თავზე აქვს წამოფარებული. აღნიშნული მამაკაცი საუბრობს ტელეფონზე და ქრება კადრიდან. რამდენიმე წამში იგი კვლავ ჩნდება კადრში, რა დროსაც ე.წ. „კაპიუშონი“ მოხსნილი აქვს და მიდის აბანოს გასასვლელისკენ, შემდეგ ქრება კადრიდან. ხსენებული წვერიანი პირი კადრში ჩნდება 15:44:25 საათზეც, რა დროსაც მას აცვია მუქი ტანსაცმელი, შავი ქურთუკი და თავზე ახურავს შავი ქუდი. 15:45 საათზე ხსენებული მამაკაცი მიდის აბანოს გასასვლელი კარებისკენ. აღნიშნული პირი 15:55:55 საათზე ჩნდება თანმხლებ ჭაღარათმიან პირთან ერთად, რომელსაც აცვია მონაცრისფრო შარვალი და მუქი ქურთუკი. ისინი მიემართებიან სარდაფის მიმართულებით და გადიან კადრიდან. 16:18:20 საათზე N5 სააბაზანო ოთახის კარი იღება და ჩნდება ის შუახნის ქალბატონი, რომელმაც ბავშვები შეიყვანა ოთახში. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ოთახში იცვამს ტანსაცმელს. 16:20:16 საათზე ქალბატონი გამოდის ოთახიდან, აბანოს თანამშრომელს ესაუბრება, რის შემდეგაც ბრუნდება ოთახში და ერთ-ერთი გოგონა მიჰყავს საპირფარეშოს მიმართულებით. კადრში ჩანს, რომ N#5 სააბაზანო ოთახის კარი არის ღია მდგომარეობაში და შიგნით გოგონა იცვამს ტანსაცმელს. 16:24:05 საათზე N5 სააბაზანო ოთახის ღია კარებთან დგას ქუდიანი მამაკაცი, რომელსაც ოდნავ უჩანს წვერი. 16:24:36 საათზე აღნიშნული მამაკაცი შედის N5 სააბაზანო ოთახში, სადაც ბავშვი იცვამს ტანსაცმელს და ხურავს კარებს. 16:25:02 საათზე აღნიშნული პირი გამოდის ოთახიდან, იგი რამდენიმე წამის განმავლობაში ჩერდება ოთახთან, რის შემდეგაც მიდის სარდაფის მხარეს და ქრება კადრიდან. გოგონა აგრძელებს ჩაცმას. 16:26:05 საათზე ქალბატონი და მეორე ბავშვი ბრუნდებიან ოთახში და კვლავ კეტავენ ოთახის კარებს. 16:26:35 საათზე ზემოთ ხსენებული ქუდიანი და წვერიანი პირი მის თანმხლებ ჭაღარათმიან მამაკაცთან ერთად მიემართება გასასვლელისკენ. ჭაღარა კაცი გადის აბანოდან, ხოლო წვერიანი მამაკაცი რჩება აბანოში რამდენიმე წამი და შემდეგ გადის კადრიდან. 16:28:28 საათზე იგი კვლავ ჩნდება კადრში და გადის აბანოდან. 16:35:25 საათზე ქალბატონი ორ ბავშვთან ერთად გამოდის სააბაზანო ოთახიდან, იგი მიდის აბანოს თანამშრომელ ქალთან და ესაუბრება მას რამდენიმე წუთი, ხოლო 16:51:25 საათზე ეს უკანასკნელი ბავშვებთან ერთად ტოვებს აბანოს. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
ამდენად, პალატა აფასებს ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე ითვალისწინებს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით და მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს მ-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, არ არის გამოვლენილი, თუ ვინ მიაწოდა სამართალდამცავებს ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ და რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულია შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი საიდანაც დასტურდება, რომ შეტყობინების განმცხადებელი არის სამართალდამცავი ორგანოს, კერძოდ ჩუღურეთის რაიონის მე-4 ოცეულის თანამშრომელი წ---–-----ი. ეს უკანასკნელი შეტყობინებაში აფიქსირებს, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არის 1980 წელს დაბადებული ეკატერინე კანდელაკი, რომელიც სამართალდამცავებს აცნობებს, რომ ქ.თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანოში, თავის შვილს მ------------ძეს, (დაბადებული 2008 წელს) უცნობმა მამაკაცმა დაუწყო ინტიმური საუბარი. აღნიშნული შეტყობინება სრულ შესაბამისობაშია მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციაში დარეკა არასრულწლოვნების დედამ - ეკატერინე კანდელაკმა. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ ინფორმაცია დანაშაულებრვი ქმედების შესახებ მიღებულია გ---------------ისგან, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პირი არის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე, რომელმაც რეზოლუცია დაადო მიღებულ შეტყობინებას და გაანაწილა იგი დეტექტივ-გამომძიებელ ბექა ოდიშელაშვილზე. ამდენად, დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღების ფაქტი სააპელაციო პალატს არ მიაჩნია სადავო გარემოებად. ამასათან, გაურკვეველია რა მიზანს ემსახურება დაცვის მხარის აპელირება აღნიშნულ საკითხზე, მაშინ როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის იძლევა შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაწყებული იქნეს ანონიმური შეტყობინების საფუძველზეც კი.
რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში უშუალოდ მ-------------ის მონაწილეობას, საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხა გამომძიებელი სანდრო ფრიდონაშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე და განაცხადა, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 2018 წლის 11 დეკემბერს, ქ.თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანოში არასრულწლოვანი მ--------------ს მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა 1962 წელს დაბადებულმა მერაბ მიხეილის ძე ჭარბაძემ. გამომძიებელმა დაადასტურა, რომ მიღებული ინფორმაცია არის კონფიდენტური და ის გარემოება, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, დაასახელოს მსგავსი შინაარსის ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა, დამაჯერებლობას ვერ დაუკარგავს მის ჩვენებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მ-------------ის პიროვნების დადგენის შემდეგ მოწმე ქ---------------–--თან ჩატარდა მისი ფოტოსურათით ამოცნობა და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას მოწმე ქ---------------–--ის მიერ როგორც ფოტოსურათით, ასევე პირადად მ-------------ის ამოცნობის და მ--------------ს მიერ მ-------------ის ამოცნობის ოქმების კანონის დარღვევით მოპოვებასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულებრივ ქმედებაში მ-------------ის მონაწილეობის შესახებ გამომძიებელმა სიმონ ფრიდონაშვილმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. ამდენად, გამოიკვეთა მისი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, რაც რათქმაუნდა, გახდა აღნიშნული პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიების საფუძველი. ხოლო ფოტოსურათით ამოცნობაში მონაწილე დანარჩენი სამი პირის ფოტოსურათების მოძიების შესახებ გამომძიებლის მიერ ოქმის შედგენის საჭიროება დგება იმის გამო, რომ ახსნილი იყოს, თუ რა მიზნით მოხვდა სხვა პირთა მაიდნეტიფიცირებელი მონაცემები განსახილველ სს საქმეში.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ ქ---------------–--თან და მ------------ძესთან ამოცნობების ჩატარებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ამომცნობმა პირებმა განმარტეს, თუ რა ნიშნებთ ამოარჩიეს მ-------------ე მათ წინაშე წარდგენილი სხვა პირებისგან (პირთა ფოტოსურათებისგან). ასევე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამოკითხვისას ორივე მათგანმა დეტალურად მიუთითა ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე. მათ შორის, მ--------------ს მიერ მ-------------ის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ წარდგენილი პირებიდან მან მ-------------ე - პირი, ვინც 2018 წლის 11 დეკემბერს, მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ამოიცნო ასაკით, საშუალო სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ჭაღარაშერეული წვერით და საერთო იერსახით. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებული მ------------ძე და მისი ბებია არიან სათვალის მომხმარებლები. როგორც ქ---------------–--მა დაადასტურა, იგი მხოლოდ წერის და კითხვის დროს იყენებს სათვალეს და შორს ძალიან კარგი მხედველობა აქვს, ამდენად, არ გაჭირვებია იმ პირის დანახვა და შემდგომში ამოცნობა, რომელიც აბანოში მ--------------ს ოთახის გვერდით იყო კედელზე მიყრდნობილი. მ--------------ს მიერ აბანოს ნომერში სათვალის გამოუყენებლობა კი ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს მის მიერ მ-------------ის ამოცნობას, ვინაიდან, ეს უკანასკნელი აბანოს ნომერში იყო შესული დაზარალებულთან და იმდენად ახლოს იდგა მის წინაშე, რომ ხელით შეეხო სასქეზო ორგანოზე.
რაც შეეხება მსჯავრდებულის და მისი იტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომ ამოცნობისას მ------------ძემ თავდაპირველად სხვა პირს დაადო ხელი, ხოლო შემდეგ მიანიშნეს მ-------------ეზე, დამაჯერებლობას მოკლებულია და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს ამ გარემოების ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მისი უფლებების სხვაგვარად დარღვევის თაობაზე, არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისათვის, არ დაუფიქსირებია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და აღნიშნული განმარტება მხოლოდ სააპელაციო პალატის წინაშე გააკეთა. ამასთან, გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად, დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა. დაზარალებულმა მ------------ძემ განაცხადა, რომ მარტივად შეძლო იმ პირის ამოცნობა, რომელმაც შემთხვევის დღეს აბანოს ერთ-ერთ ოთახში მარტო დარჩენილს სასქესო ორგანოზე მოკიდა ხელი და ამოსაცნობ პირზე მისთვის არავის მიუნიშნებია.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ თითქოს სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული შემთხვევის ადგილის ვიდეოჩნაწერები, კანონდარღვევითაა მოპოვებული. ადვოკატი უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლების დარღვევაზე, თუმცა აღნიშნული მასალა გამომძიებლის მიერ მოპოვებული იქნა და მისი სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის შესაბამისად. პროკურორმა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ნებართვის გაცემის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 136-ე, 1432-14310 მუხლებით და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. აღნიშნულის შემდეგ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოხდა ქ.თბილისში, კ---------------ში მდებარე აბანო - შპს „მეჯუდადან“ ვიდეოკამერის ჩანაწერების გამოთხოვა, რა დროსაც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამომძიებელს არ გააჩნდა ვალდებულება, ინფორმაციის გამოთხოვამდე მოეხდინა მისი დათვალიერება შპს-ს წარმომადგენლის თანდასწრებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, ნივთიერი მტკიცებულება დაილუქა და მასზე დაესვა ხელმოწერები. რაც შეეხება მოგიანებით გამომძიებელ ბექა ოდიშელაშვილის მიერ ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის შედგენას, მოცემულ შემთხვევაში კანონიერი გზით მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულება უკვე დართული იყო სისხლის სამართლის საქმეზე; მისი გახსნა განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების და ოქმში აღწერის მიზნით და მასზე არ ვრცელდებოდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი.
ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ კანონის სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, რომელთა შეფასება მოხდა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან ერთობლიობაში და მათი საერთო ანალიზის საფუძველზე გამოტანილი იქნა შესაბამისი დასკვნები.
დაზარალებულმა მ------------ძემ პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა 2018 წლის 11 დეკემბერს აბანოს N5 ოთახში მარტო დარჩენის შემდეგ განვითარებული მოვლენები. მან სრულყოფილად და გასაგებად ჩამოაყალიბა, რომ მ-------------ე ოთახში შესვლისას თავდაპირველად გამოელაპარაკა, ხოლო მას შემდეგ, რაც თავის დაღწევის მიზნით მას მადლობა გადაუხადა, მსჯავრდებულმა ჯერ ხელზე მფერების ნებართავა ითხოვა, რაც განახორციელა კიდეც, შემდეგ კი უთხრა, რომ სასქესო ორგანოზე შეეხებოდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ იგი დაიბნა და უკან-უკან დაიწყო სვლა, თუმცა ოთახში მყოფმა უცნობმა მამაკაცმა მაინც მოკიდა ხელი სასქესო ორგანოზე ე.წ. „ელასტიკის“ ზემოდან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ მ--------------ს მხრიდან არ ჰქონია ადგილი ფაქტის იმგვარ ინტერპრეტაციას, რაც დაუჯერებელი იქნებოდა 10-11 წლის ასაკის ბავშვის განვითარების დონიდან გამომდინარე. მას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არ გაუკეთებია არცერთი შეუსაბამო განცხადება. მ--------------ს ჩვენების სანდოობის კუთხით სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა ფსიქოლოგმა ლ--–------–-----–---–მაც, რომელმაც განაცხადა, რომ მ------------ძე სწორად აღიქვამს ყველაფერს და იაზრებს თავისი ნათქვამის მნიშვნელობას.
დაზარალებულ მ--------------ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ზემოთ განხილული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებთან, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერთან და საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული იმ პირების ჩვენებებთან, რომლებმაც შემთხვევიდან ძალიან მალე ნახეს მარიამი და მოისმინეს მისგან უცნობი ასაკიანი პირის მიერ აბანოს ნომერში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალები. მოწმეებმა ქ---------------–--მა და ა-–------------------მ, მ--------------ს ჩვენების იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ ბანაობის დასრულების შემდეგ, ბებიამ ალექსანდრა გაიყვანა საპირფარეშოში, ხოლო ოთახში, რომლითაც ბანაობის დროს სარგებლობდნენ, დატოვა მხოლოდ მ------------ძე, სადაც შესულა უცნობი პიროვნება. ორივე მოწმემ ნათლად დააფიქსირა, რომ როგორც მარიამმა განუმარტათ, უცნობმა მოახერხა მისთვის სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდება. მოწეების ქ---------------–--ის და ა-–-----------------ის ჩვენები საინტერესოა იმ თავლსაზრისითაც, რომ მათ საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, იმ ოთახთან, სადაც იმყოფებოდა მარიამი, დაინახეს კედელზე მიყრდნობილი უცხო პიროვნება.
მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერთან. მართალია საქმის მასალებში წამოდგენილი არ არის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოახდენდა ჩანაწერში ასახული პირების იდენტიფიცირებას, თუმცა მასზე ნათლადაა ასახული, რომ N#5 სააბაზანო ოთახის კარი არის ღია მდგომარეობაში და შიგნით გოგონა იცვამს ტანსაცმელს, ხოლო ღია კარებთან დგას ქუდიანი მამაკაცი, რომელსაც ოდნავ უჩანს წვერი. აღნიშნული მამაკაცი შედის N5 სააბაზანო ოთახში და ხურავს კარებს. იგი მალევე უკან გამოდის და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩერდება ოთახთან. მამაკაცის N5 სააბაზანო ოთახის წინ გაჩერების ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა ა-–------------------მ და ქ---------------–--მა, ხოლო ამ უკანასკნელმა მოგვიანებით აღნიშნული მამაკაცი ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ ხსენებული პიროვნება ვიდეოჩანაწერში შემთხვევის დღეს 15:00 საათიდან ფიქსირდება სხვადასხვა დროს, მათ შორის ერთ შემთხვევაში თანმხლებ ჭაღარათმიან პირთან ერთად, რა დროსაც ისინი მიემართებიან სარდაფის მიმართულებით. ასევე, მოწმე ა-–-----------------ის განმარტებით, აბანოში მისი დის ოთახის წინ მდგომ პიროვნებას სარემონტო მასალებით ჰქონდა დასვრილი ტანსაცმელი. პალატის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო ამყარებს ვერსიას, რომ დაზარალებულთან აბანოს N5 ოთახში შესული პირი იქ შემთხვევით არ მოხვედრილა და იყო აბანოში სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მ-------------ე.
ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოხდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების და შემდგომში არსებითი განხილვის გაჭიანურება, სამართალდამცავმა ორგანომ და სასამართლომ არ გაითვალისწინეს, რომ საქმეზე დაზარალებული პირი იყო არასრულწლოვანი და მოხდა როგორც ამ უკანასკნელისა და მისი დის - არასრულწლოვანი მოწმის, ასევე ბრალდებულის ინტერესების არსებითი დარღვევა. პალატა მიიჩნევს, რომ მ-------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. არასრულწლოვნების მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში თითოეულ შემთხვევაში ჩართულები იყვნენ მათი კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენლები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ასევე მოწვეული იქნა ფსიქოლოგი, რომელმაც შეადგინა დაზარალებულ მ--------------ს და მოწმე ა-–-----------------ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები. სამართალწარმოების ეტაპზე არცერთი ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ყოფილა დაფიქსირებული შენიშვნა ან რაიმე სახის პრეტენზია, რომ მოხდა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევა და გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს უგულვებელყოფილი იქნა არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნები. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, დაიკითხა არაერთი მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რაც რათქმა უნდა, მოითხოვს დიდ რესურსს, ხოლო საქმის განხილვის შეგნებულად გაჭიანურების შემთხვევები სასამართლოს მხირდან არ არის გამოვლენილი.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ პროკურორებს - ა-------------–----------------------ს არ აქვთ წარმოდგენილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის საქმეზე საპროკურორო საქმიანობას ახორციელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორი, თუმცა არც აღნიშნული ნორმა და არც ზოგადად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ ავალდებულებს პროცესის მონაწილე პირს, რომ მისი სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი მოათავსოს სისხლის სამართლის საქმის მასალებში. მ-------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა პორკურორი ანა მეტრეველი, რომელიც საქართველოს პროკურატურის ოფიცილურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, არის სპეციალიზირებული პროკურორი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. ეს ინფორმაცია არის საჯარო და ყველა პირს, მათ შორის სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, დარწმუნდეს - აქვს თუ არა შესაბამისი სპელციზაცია პროკურორს, რომელიც მონაწილეობას იღებს სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე არის არასრულწლოვანი. რაც შეეხება თამთა გახარიას, იგი არის სტაჟიორ-პროკურორი და მას, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვის დროს უფლებამისილების განხორციელებისას, არცერთ შემთხვევაში შეხება არ ჰქონია არასრულწლოვნებთან - მარიამ და ა-–------------------ებთან. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებული არის სრულწლოვანი პირი, სისხლის სამართლის საქმეში თამთა გახარიას, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის მონაწილოება არ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
დაცვის მხარე ასევე სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ საქმეზე სრულყოფილად არ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები და ამის გამო ვერ მოხერხდა ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურად დადგენა, კერძოდ ბრალდების მხარემ არ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი; დაზარალებულისაგან არ ამოიღო ტანსაცმელი და არ დანიშნა მასზე ბიოლოგიური ექსპერტიზა, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონტაქტის დადგენის მიზნით; ასევე, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები არ არის ჩატრებული შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------------ის ბრალდების დასადასტურებლად. თუკი გამოძიების მიერ მოპოვებული და წარმოდეგნილი იქნებოდა დაცვის მხარის მიერ ხსენებული მასალები, რათქმაუნდა, სახეზე იქნებოდა დამატებით მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც სათანადო ანალიზის საფუძველზე მიეცემოდა შეფასება, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც, სხვა ურთიერთშეთახნემბულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მ-------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა.
პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზეც (საქმე „გარდელი საფრანგეთის წინააღმდეგ“ Gardel v. France, №16428/05 , პარ. 63), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სექსუალური ძალადობა, უდავოდ საზარელი ტიპის დანაშაულია, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მსხვერპლზე. ბავშვებს და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფოს მიერ იყონ დაცულნი, რომ მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ტიპის ჩარევა ეფექტიანად იყოს აღკვეთილი.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ-------------ის მიერ ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედების ჩადენას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით არის მ-------------ის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მ-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი.
მ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
მ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულ მ------------ძესა და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოს საქმის განხილვის შედეგი და განემარტოს ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე