განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
210100119003186078
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003186078

საქმე #1ბ/1922-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ-----–----------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, საშუალო-ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ყვ----–--------------------–-–-–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–-----------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

მ-----–----------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 ივლისს გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, მ-----–----------ს 30 დღის განმავლობაში აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, მისი მეუღლე - მ-------------ი ცხოვრობს, ასევე, აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ-------------ი იმყოფება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----–----------ი იმყოფებოდა ს-----------------------------–-----------ში მდებარე მ-------------ის სახლში, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ღალატის გამო, არ აცოცხლებდა და მოკლავდა, რის გამოც, მ-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ-----–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

2019 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, ს-----------------------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–----------მა მეუღლეს - მ-------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა მას ხმამაღლა.

 

2019 წლის 14 ივლისს, ღამის საათებში, ს-----------------------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–----------მა მეუღლეს - მ-------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხმამაღლა უყვიროდა და აგინებდა.

 

2019 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, ს-----------------------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–----------მა, არასრულწლოვანი შვილების - ვ--------------ისა და ნ-----–--------------ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ-------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხმამაღლა უყვიროდა და აგინებდა.

 

მ-----–----------ის მიერ 2019 წლის 8 ივნისიდან 23 ივლისის განმავლობაში განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად, მ-------------მა განიცადა ტანჯვა.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:

 

მ-----–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

 

მ-----–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.

 

მ-----–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ-----–----------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საბოლოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

 

მ-----–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 ივლისიდან.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მ-----–----------ის მიმართ გამოტანილ, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მიზნით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ-----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–----------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----–----------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების - მ-------------ის, ვ--------------ის, გ----------------–---–ის, ვ----------------–-----ის, ლ----------ისა და ლ-----------------ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ მ-----–----------ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულების აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), შემაკავებელი ორდერების, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----–----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მ-----–----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათთან და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივრის ავტორი სასჯელის დამძიმების არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ოჯახური დანაშაულები პირობითი მსჯავრის ქვეშ. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-----–----------ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ბრალდების სამივე ეპიზოდში მ-----–----------ს მსჯავრი დაედო სწორედ ოჯახური დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები მ-----–----------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, თუმცა აღნიშნული რეგულაცია არ მიუთითებს, რომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის ყველა შემთხვევაში, ცალსახად, სასჯელის სახედ უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების საფუძვლად მოყვანილ სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----–----------მა პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი კანონიერად დაუნიშნა განაჩენთა ერთობლიობით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საბოლოოდ, მ-----–----------ს, განაჩენთა ერთობლიობით, დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ-----–----------ის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს - 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 300 (სამასი) საათის ვადით. მ-----–----------მა გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, მ-----–----------მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე, გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მის მიერ ჩადენილ ქმედებებს არ ჰქონია დაუნდობელი ფიზიკური ძალადობის ხასიათი და გამოიხატა მხოლოდ მეუღლის მიმართ არაერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში, მსჯავრდებული არის მცირეწლოვანი შვილების მამა და ოჯახის მარჩენალი, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ მ-------------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მ-----–----------ის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება, თანახმაა - მ-----–----------ის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აგრეთვე, მ-----–----------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-----–----------ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელებს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–----------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო მისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----–----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ-----–----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

მ-----–----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით;

 

მ-----–----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ-----–----------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საბოლოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

მ-----–----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 ივლისიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ მ-----–----------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ მ-----–----------ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე