განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
330100119003234624
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003234624-1ბ/2025-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ნ-----–--------------–--ლი, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, (----------------------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------------------–----------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი);

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა და ითხოვა ნ-----–--------------–--ლი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი: ამასთან ნ-----–---------------–-ილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 08 ივლისს დღის საათებში ქ. თბილისში თე------------–------------------- მ-------------–----------------------------–ი ნ-----–--------------–--ლმა მეუღლეს თ-----------------–---–- ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------–ი ნ-----–--------------–--ლმა მეუღლეს თ------------------–---–- ძლიერად დაარტყა ხელი სახეში და მოუჭირა ხელები ყელის არეში, რა დროსაც თ-----------------–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2019 წლის 6 სექტემბერს, დილის საათებში, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------–ი ნ-----–--------------–--ლმა მეუღლეს თ-----------------–---–- ძლიერად დაარტყა ხელი სახეში, მოქაჩა თმაზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცელში, აღნიშნული ქმედებების შედეგად თ-----------------–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.4.2019 წლის 5 და 6 სექტემბერს, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------–ი ნ-----–--------------–--ლმა მეუღლეს თ-----------------–---–- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა თ-----------------–---–-- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

ნ-----–--------------–--ლი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.

 

ნ-----–--------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი);

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ თ--------------------–---–-- ჩვენების თანახმად, ნ-----–--------------–--ლი არის მისი მეუღლე. ნ-----–---------------–-ილმა 2019 წლის 8 ივლისს, 2019 წლის 5 სექტემბერს და 2019 წლის 6 სექტემბერს განახორციელა ფიზიკურ ძალადობა მის მიმართ, რა დროსაც განიცადა ტკივილი. მანამდეც ერთხელ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი ნ---- მიმართ. რაც შეეხება მუქარას, ეს სიტყვები ნ-----–--------------–--ლის მხრიდან გაბრაზებულ გულზე იყო ნათქვამი კამათის დროს. ზუსტად არ ახსოვს რა უთხრა ბრალდებულმა. სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია და რეალურად არ აღუქვამს მუქარა, რომ შესაძლოა მეუღლეს ის მოეკლა. ვერ შეეშინდებოდა ნი----–-----ს სიტყვების, იმიტომ რომ იცის რომ მას უყვარს. სურს რომ შეურიგდეს მეუღლეს, კარგად იყვნენ და ახლიდან დაიწყონ ცხოვრება. მათ ჰყავთ შვილი, დარწმუნებულია რომ აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი. სურს მისი მეუღლის მიმართ გამოყენებული იქნეს არასაპატიმრო სასჯელი.

 

მსჯავრდებულმა ნ-----–--------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, აღარ განმეორდება მსგავსი რამ, უყვარს მეუღლე და სურს ოჯახთან ერთად იცხოვროს, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.

 

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ-----–--------------–--ლმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები დაზარალებულ თა----------------–---–-- ჩვენების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით. ამასთან სასამართლოს დასკვნა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმეების - თ-----------------–---–-----------------------–---–-------------------–---–-- გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას, ბრალდებულის დაკავების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა ერთმანეთთან შეჯერება.განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ნ-----–--------------–--ლის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება,იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნ-----–--------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე; ამ დანაშაულის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად დაზარალებული (მსხვერპლი) უნდა იყოს ოჯახის წევრი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში, როგორიცაა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში იგულისხმება ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა(რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით იგი შესაძლოა ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი განზრახვით, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნ-----–--------------–--ლის მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახში ძალადობის ფაქტი კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის თა----------------–---–-- ჩვენებით, ასევე უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით მოწმეების თ-----------------–---–-----------------------–---–-------------------–---–-- გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ნ-----–--------------–--ლის მიერ თა----------------–---–-- მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რამაც დაზარალებულ თ-----------------–---–- ფიზიკური ტკივილი მიაყენა (სამი ეპიზოდი), კერძოდ 2019 წლის 8 ივლისს ნ-----–--------------–--ლი წვდა ყელში თ-----------------–---–- და წაუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე 2019 წლის 5 სექტემბერს ნ-----–--------------–--ლმა თ-----------------–---–- ხელი გაარტყა სახეში და ხელები წაუჭირა ყელში. ასევე 2019 წლის 6 სექტემბერს ნ-----–--------------–--ლმა თ-----------------–---–- ძლიერად დაარტყა ხელი, მოქაჩა თმაზე და ფეხი დაარტყა რამდენჯერმე მუცლის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სასამართლო სხდომაზე თავად მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო დაზარალებულმა განმარტა რომ მეუღლე ნ-----–--------------–---–მა მასზე განახორციელა ფიზიკურ ძალადობა მის მიმართ, რა დროსაც განიცადა ტკივილი. რაც შეეხება დაზარალებული პირის მიერ განცდილ ტკივილს, ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის სუბიექტურ აღქმას, რომელიც დაადასტურა დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე და განმარტა რომ მეუღლის მიერ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ მას ტკივილი მიაყენა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სამი ეპიზოდი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ნ-----–--------------–--ლი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ისინი არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს. აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების, ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ 2019 წლის 5 და 6 სექტემბერს, თბილისში, თ-------------–------------------------------------–---------------------------–ი ნ-----–--------------–--ლმა მეუღლეს თ-----------------–---–- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა თ-----------------–---–-- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ნ-----–--------------–--ლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ნ-----–--------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მუქარის ფაქტის არსებობა, ბრალდების ნაწილი რომელიც შეეხება დაზარალებულ თა----------------–---–-- მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს, თავად დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა, რაც ასევე ვერ იქნა დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის წყარო იყო თავად დაზარალებული, რომლის ჩვენებით, არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ-----–--------------–--ლმა 2019 წლის 5 და 6 სექტემბერს, მეუღლეს თ-----------------–---–- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა თ-----------------–---–-- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, პირიქით დაზარალებულმა კატეგორიულად განმარტა, რომ მას მისმა მეუღლემ კამათისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მას სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია და არც მუქარა აღუქვამს რეალურად. ამასთან პალატა განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ან/და ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას ნ-----–--------------–--ლის ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან არ წარმოდგენილა და გამოკვლეულა რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების მსჯავრდებულის მიერ განხორციელებას.

 

პალატა მიუთითებს რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით. დანაშაულის შემადგენლობისათვის გადამწყვეტი არ არის მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად, სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ სუბიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა აღვიქვათ მშიშარა ადამიანის მიმართ შემთხვევით წამოცდენილი არასერიოზული მუქარაც. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევაც, როცა ჩვეულებრივი ფსიქიკური კონსტიტუციის მქონე ადამიანისათვის ეს მუქარა შიშის მომგვრელია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირს, რომელსაც დაემუქრნენ, საერთოდ არ გასჩენია მუქარის განხორციელების შიში, რაც ასევე არ იქნება გამართლებული.

 

ამასთან დაკავშირებით კი პალატა განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.

 

შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.

 

ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ნ-----–--------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი ნ-----–--------------–--ლის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-----–ოზ------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული მისი ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, კერძოდ ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.11.2019 წლის გამამტყუნებელ განაჩენში და მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა შესაბამისი სანქციის ფარგლებში.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას), დამამძიმებელი გარემოება (ნასამართლევია) დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი;

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი, ნ-----–--------------–--ლის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ნ-----–--------------–--ლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ნ-----–--------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 8 ივლისს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ნ-----–--------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ნ-----–--------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ-----–--------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

5.მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

6.ნ-----–--------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

7.მსჯავრდებულ ნ-----–--------------–--ლს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი