განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210117002028524
№2/ბ-856-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ეკატერინე ქორიძე
აპელანტი ნ------- ხ---–--ე
მოწინააღმდეგე მხარე ე-- ხ---–--ე, მ--–---- ს---------ე
დავის საგანი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, ნ------- ხ---–--ის კუთვნილი ნივთები: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრისფერი, ერთი ცალი (ღირებული 150 ლ.), 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 500 ლ.), 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 30 ლ.), 4. ტყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), (ღირებული 1600 ლ.), 5. ტელევიზორი „სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 600 ლ.), 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი (ღირებული 550 ლ.), 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1ცალი (ღირებული 300 ლ), 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი (ღირებული 650 ლ.), 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი (ღირებული 700 ლ.), 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი (ღირებული 600 ლარი), 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი (ღირებული 650 ლ.), 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი (ღირებული 300 ლ.), სულ 6630 ლარის ღირებულების ნივთები, ამორიცხულ იქნან აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2.1. ნ------- ხ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ანუ მოსარჩელე ნ------- ხ---–--ის კუთვნილი ნივთები: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრის ფერი, ერთი ცალი 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი, 4. ყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), 5. ტელევიზორი "სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი, 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი, 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1ცალი, 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი, 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი, 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი, 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი, 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი, სულ 6630 ლარის ღირებულების ნივთები, არ ამოირიცხა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან. 2.2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 199 ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 2.3. გაუქმდა, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის დასრულებამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A--------- სააღსრულებო საქმის წარმოება, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე ღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების, კერძოდ: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრის ფერი, ერთი ცალი, 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი, 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი, 4. ტყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), 5. ტელევიზორი "სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი, 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი, 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1ცალი, 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი, 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი, 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი, 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი, 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი, - რეალიზაცია. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.4. მოპასუხე ე-- ხ---–--ეს მოპასუხე მ--–---- ს---------ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხის გადახდა. თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რის საფუძველზეც ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი N 2-------. 2.5. თანხის ამოღებისა და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება. 2.6. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილია შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრისფერი, ერთი ცალი 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი, 4. ტყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), 5. ტელევიზორი "სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი, 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი, 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1 ცალი, 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი, 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი, 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი, 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი, 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი. აღნიშნული ნივთები განლაგებულია მოვალის მისამართზე: ქ. ბ------ი, გ. ტ-----ს ქუჩა N-, ბ--------ში. 2.7. სადავოა აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთის საკუთრების საკითხი. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სადავო ნივთების მის საკუთრებაში არსებობის შესახებ. საქმეზე, გარდა მისი ზეპირი განმარტებისა სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა: 2.8. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. მხარემ მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ, მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ დაყადაღებული ქონება მისის საკუთრებაა და რომ მასზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. ყადაღის დადების საფუძველია ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2-------, რომლითაც ე-- ხ---–--ის წინააღმდეგ მ--–---- ს---------ის სასარგებლოდ დაიწყო აღსრულება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. ე-- ხ---–--ემ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ე-- ხ---–--ე რეგისტრირებულია ქ. ბ------ი, ტ-----ს ქუჩა #-, ბ---------ში, მიიჩნია, რომ მისი რეგისტრაციის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ე-- ხ---–--ე ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით: ,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება” სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავ ქონებათაგან განსხვავებით მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ დავის არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე თუ არ დადგინდება ამის საწინააღმდეგო გარემოება. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელეთა საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა თვით მოსარჩელეს, რომელმაც ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები. შესაბამისად მათი ყადაღისაგან გათავისულებაზე უარი უთხრა,3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოსდა მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მის მიერ, სასამართლოში წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები, საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი, ტექნიკა თუ სამზარეულო ტექნიკა განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტირირებულ საცხოვრებელ სახლში, შეძენილია მის მიერ წლების წინ, მეორადია, განკუთვნილია ბინის მომსახურებისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ამდენად, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს საკუთვნებელს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება, სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. 3.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ, დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს, ნ------- ხ---–--ის სარჩელის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, შემდეგ ნივთებზე: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრისფერი, ერთი ცალი 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი, 4. ტყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), 5. ტელევიზორი "სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი, 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი, 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1ცალი, 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი, 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი, 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი, 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი, 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი, სულ 6630 ლარის ღირებულების ნივთები. 4.4. ნ------- ხ---–--ე ცხოვრობს, ქ. ბ------–ი. გ.ტ-----ს ქუჩა N-, ბ--------ში. პალატა დამატებით ადგენს: 4.5. აღსრულების კრედიტორია მ--–---- ს---------ე, მოვალე ე-- ხ---–--ე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილ მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის. 4.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომელიც მომზადებულია 2015 წლის 06 აპრილს, ქალაქი ბ------ი, გ.ტ-----ს ქუჩა N-, ბ-------, საკადასტრო კოდი: 0-------------------., არის ნ------- ხ---–--ის საკუთრება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: ნასყიდობის ხელშეკრულება N----, დამოწმების თარიღი: 16/06/1993 (იხ.ს.ფ.21-22). 4.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–--ის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 05 აგვისტოს A---------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების აქტში ე-- ხ---–--ის მისამართად მითითებულია ორი მისამართი- ბ------ი, გ.ტ-----ს ქ.N-, ბინა N- და თ---–--ი, თ-------------–-----------------------------. ანალოგიური მისამართებია მითითებული აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილ მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში. თ---–--ის მისამართთან დაკავშირებით ე. ხ---–--ის მდგომარეობა გარკვეული არ არის. მამის სახლში ცხოვრება (ქორწინებამდე თუ განქორწინების შმდეგ) აპრიორი არ ადასტურებს მამის სახლში არსებული ქონების მის საკუთრებად აღრიცხვას. სამართლებრივი დასაბუთება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს: 4.8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას, აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ, იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად, მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. 4.9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელშიც განთავსებულია სადავო მოძრავი ნივთები, შესაბამისად, მოძრავი ნივთების მესაკუთრეცაა. 4.10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციას – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, იგი, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. 4.11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ნივთები განთავსებულია მოსარჩელე ნ------- ხ---–--ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში, სადაც თავად ცხოვრობს. შესაბამისად, მოსარჩელე ფლობს სადავო მოძრავ ნივთებს. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული სამართლებრივი პრეზუმფციის პირობებში, რომელიც უნდა გაქარწყლებულიყო კრედიტორის, მოპასუხე მ--–---- ს---------ის მიერ, დაუშვებელია, მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელის მხარეზე დარჩეს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო ნივთების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 4.12. ზემოხსენებული მსჯელობის სისწორის დასასაბუთებლად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. 4.13. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან, საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია ნ------- ხ---–--ის (სხვა მესაკუთრე არ ფიქსირდება) საკუთრებაში, სადაც ცხოვრობს კიდეც მოსარჩელე, ივარაუდება, რომ ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელია ნ------- ხ---–--ე. ამდენად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციები, რაც ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ 2012 წლის 25 ივნისი, საქმე №ას-262-253-2012; სუსგ 2012 წლის 4 ივნისი, საქმე №ას-1777-1755-2011; სუსგ 2013 წლის 1 ივლისი, საქმე №ას-204-197-2013). 4.14. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოხსენებულ მუხლზე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სასარგებლოდ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციების პირობებში, მოპასუხე მ--–---- ს---------ემ უნდა ამტკიცოს, მოსარჩელეს არაუფლებამოსილება მის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი (ე-- ხ---–--ის) კუთვნილების ფაქტი. ასეთი უტყუარი მტკიცებულებები კი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გამორიცხავს მისი მითითების გაზიარების შესაძლებლობას. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რის გამოც, ნ------- ხ---–--ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 385-386-ე 394-ე მუხლების შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, მიაჩნია, რომ ნ------- ხ---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ნ------- ხ---–--ის კუთვნილი ნივთები: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრის ფერი, ერთი ცალი (ღირებული 150 ლ.), 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 500 ლ.), 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 30 ლ.), 4.. ტყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), (ღირებული 1600 ლ.), 5. ტელევიზორი "სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 600 ლ.), 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი (ღირებული 550 ლ.), 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1ცალი (ღირებული 300 ლ), 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი (ღირებული 650 ლ.), 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი (ღირებული 700 ლ.), 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი (ღირებული 600 ლარი), 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი (ღირებული 650 ლ.), 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი (ღირებული 300 ლ.), სულ 6630 ლარის ღირებულების ნივთები, ამორიცხულ უნდა იქნან აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სასარჩელო მოთხოვნა, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს:ე-- ხ---–--ესა და მ--–---- ს---------ეს ნ------- ხ---–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 465 ლარის ანაზღაურება. 7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის დასრულებამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A--------- სააღსრულებო საქმის წარმოება, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე ღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების, კერძოდ: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრის ფერი, ერთი ცალი, 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი, 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი, 4. ტყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), 5. ტელევიზორი "სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი, 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი, 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1ცალი, 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი, 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი, 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი, 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი, 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი, - რეალიზაცია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით, რჩება ძალ-–ი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 257-ე, 377-ე.384-ე,386-ე, 389-ე391-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ------- ხ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ------- ხ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ნ------- ხ---–--ის კუთვნილი ნივთები: 1. ტელევიზორი „ფილიფსი" - ნაცრის ფერი, ერთი ცალი (ღირებული 150 ლ.), 2. მაცივარი „დაევუუ" - რუხი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 500 ლ.), 3. მიკრო ტალღური „გორენიე", შავი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 30 ლ.), 4. ტყავის სამეული (ხის სახელურებით, ერთი დივანი, ორი ცალი სავრძელი), (ღირებული 1600 ლ.), 5. ტელევიზორი "სამსუნგი", პლაზმური, შავი ფერის, ერთი ცალი (ღირებული 600 ლ.), 6. მისაღები ოთახის კუთხე (ღია ყავისფერი), 1 ცალი (ღირებული 550 ლ.), 7. სარეცხი მანქანა"ბოში", თეთრი ფერის, 1ცალი (ღირებული 300 ლ), 8. ზალის კუთხე (ღია ყავისფერი) 1 ცალი (ღირებული 650 ლ.), 9. ზალის მაგიდა, ექვსი სკამით ხის (ღია ყავისფერი) - 1 ცალი (ღირებული 700 ლ.), 10. მაგიდა მინის ზედაპირით, 1 ცალი (ღირებული 600 ლარი), 11. კომპიუტერი LG, ერთი ცალი (ღირებული 650 ლ.), 12. კონდიციონერი „Midea”, ვერცხლისფერი (ღირებული 300 ლ.), სულ 6630 ლარის ღირებულების ნივთები, ამორიცხულ იქნან აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ლ-–ა ხ------------ისა და მ------რ ზ----ის მიერ 2017 წლის 09 მარტსა და 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან.
5. მოპასუხეებს: ე-- ხ---–--ესა და მ--–---- ს---------ეს სოლიდარულად, ნ------- ხ---–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ, საპროცესო ხარჯის, 465 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი