განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100118002630871
ინსტანცია
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002630871

საქმე № 1ბ/802-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი: ს-------- კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ------ გ-------ა

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

რ----- გ-----------, დაბადებული 1-----–-–--------------, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები თ---–--–--------------–----------------------------------------------------–ი.

ადვოკატი: რ---–---- ა----–---–ი

ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: 116-ე მუხლის პირველი ნაწილი. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი

1.1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ რ----- გ----------ს ბრალი წარედგინა იმისათვის, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა დაარსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 1 აპრილის, განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2. რ----- გ----------მა ჩაიდინა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. მან ასევე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

2.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: რ----- გ----------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თბილისში, ვა--------–--------------------------–----------------------------------–---------------ში, მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა გამოსაყენებლად ვარგისი საბრძოლო მასალა - ვაზნები, კერძოდ: 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (,,TT‘‘), პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის: ,,ППШ‘‘, ,,ППД‘‘, ,,ППC‘‘, აგრეთვე, ,,CZ‘‘ მოდელის პისტოლეტისათვის და სხვა. ასევე, ორი ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული ვაზნები ნანახი და ამოღებული იქნა, 2018 წლის 3 ივლისს, რ----- გ-----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

2.4. 2018 წლის 1 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, რ----- გ-----------, შვილიშვილ გ------- გ----------თან და მეგობარ ნ------- ც---–---ესთან ერთად, იმყოფებოდა თ---–--–-------------–----------------------–----------------------------------–----------–- მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე, ხსენებული საცხოვრებელი ბინის მისაღები ოთახის ფანჯრიდან, რ----- გ-----------ს მიერ, მისსავე კანონიერ მფლობელობაში არსებული, N ПP33, 1985 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერიდან, დაუდევრად განხორციელებული გასროლის შედეგად, მოპირდაპირე მხარეს, ვ---------–-----------–--------–-----------------------------------------------–----------------–- მცხოვრებმა, თავის საცხოვრებელ ბინაში აივანთან მყოფმა შ--–-- მ---------ემ გულმკერდის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იმ გამონაკლისით, რომ რ----- გ----------მა გასროლა განახორციელა ვ---------–-----------–-------–--------------- კორპუსის მიმართულებით, რა დროსაც გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. შესაბამისად, რ----- გ-----------ს ქმედება განზრახ მკვლელობიდან გადააკვალიფიცირა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე.

3. მხარეთა პოზიცია

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა დაარსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 1 აპრილის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ---–------------------------ პროკურორმა ბ--- ხ----–---–მა და მსჯავრდებულ რ----- გ-----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---–---- ა----–---–მა.

3.1.1. პროკურორმა ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და რ----- გ-----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

3.1.2. ბრალდების მხარემ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და რ----- გ-----------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გავალისწინებული დანაშაულების ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტების და ბალისტიკოსების მიერ ჩატარებული ე.წ. ვიზირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის სამედიცინო დეპარტამენტში, შ--–-- მ---------ის გვამიდან დადგენილი ცეცხლნასროლი დაზიანების არსებობით, ამ დაზიანებათა ლოკაციით, დადგენილად შეიძლება მიჩნეული იქნეს, რომ გასროლა განხორციელდა სწორედ რ----- გ-----------ს ბინიდან.

3.1.3. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით, ნაგანის სისტემის რევოლვერიდან გასროლილი ჭურვის დამაზიანებელი ძალა ნარჩუნდება 300 მეტრ მანძილამდე, რაც პროკურორის მითითებით სრულ შესაბამისობაშია კორპუსებს შორის არსებულ მანძილთან. ასევე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N--- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით.

3.1.4. სააპელაციო საჩივარში სახლემწიფო ბრალდება, მსჯავრდებულის მიერ ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშუალის ჩადენის დამადასტურებლად მიუთითებს ასევე მოწმეებზე ვ-–- ბ--------ესა და ნ---- ბ------ეზე, რომლებიც ადასტურებენ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის შემთხვევამდე არსებული კონფლიქტს. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს ასევე მოწმეების: მ--- მ---------ის, ს-------- მ---------ის და რ--------- უ--------–--ის ჩვენებეზე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თუ კი რ----- გ----------ს მხოლოდ ფანჯრიდან გასროლა უნდოდა, იგი გაისვრიდა პირდაპირ ან ზევით, ჰაერში და არა რ----- გ-----------ს კორპუსისა და მისი ბინის მხარეს.

3.1.5. პროკურორის მოსაზრებით მნიშვნელოვანია მსჯავრდებულის მეგობრის ნ------- ც--–--ის ჩვენება, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ისეთი ჩვენების მიცემას, რაც შეამსუბუქებდა მსჯავრდებულის მდგომარეობას. მან თავდაპირველად აღნიშნა, რომ იარაღის გასინჯვა უნდოდა, თუმცა შემდგომ დაცვის მხარის შეკითხვაზე, მიუთითა, რომ თითქოს რ----- გ----------მა უთხრა, რომ იარაღი გაუვარდა. ეს ბრალდების მხარის მითითებით წარმოუდგენელია, ვინაიდან იარაღი იყო გამართული და ყველა დეტალი ფუნქციონირებდა სწორად. ამასთან შეუძლებელია მხოლოდ ხელში დატრიალებით მოახდინო ნაგანიდან გასროლა.

3.1.6. პასუხისმგებლობის მაქსიმალურად შემსუბუქების მცდელობას წარმოადგენს მსჯავრდებულის ჩვენებაც, მას არაფერი უშლიდა ხელს თავიდანვე განემარტა, რომ იარაღი გაუვარდა. მაგრამ, იარაღის გავარდნის თემა გაჩნდა მხოლოდ და მხოლოდ მოგვიანებით და ეს არის დაცვის მხარის ვერსია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, 2--------------- მიმართულებით გასროლის მსურველი, უნდა დაეყრდნის ფანჯარას, ოთახიდან გაწიოს ხელი, გაითვალისწინოს ოთახში გამათმობლის არსებობა და ა.შ. პროკურორის მოსაზრებით, ამ გარემოებების გაზიარების შემთხვევაში კი, შეუძლებელია იარაღიდან გავარდნის შემთხვევაში ტყვია 2---------------კენ გავარდეს, რაც კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რომ რ----- გ----------მა მიზანმიმართულად გაისროლა.

3.1.7. გასათვალისწინებელია, რომ ვ---------–--- მჭიდროდ დასახლებული უბანია, მრავალსართულიანი და მრავალსადარბაზოიანი კორპუსებით. რ----- გ-----------ს კორპუსის მოპირდაპირედ, ახლოს სხვა კორპუსი არ დგას, მან კი გაისროლა მაინცდამაინც 2--------------- მხარეს, სადაც შ--–-- მ---------ე ცხოვრობდა. შესაბამისად, უდავოა ის გარემოება, რომ რ----- გ----------ს გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას. უდავოა ისიც, რომ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან, გზის მეორე მხარეს ასევე მჭიდროდ დასახლებული კორპუსის მიმართულებით გასროლისას ნებისმიერი, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ნებისმიერს იქ მცხოვრებს მიადგენს ზიანი. ამ შემთხვევაში მსხვერპლი გახადა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, აივანზე, სიგარეტის მოსაწევად გამოსული შ--–-- მ---------ე, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მოკლული იპოვეს იატაკზე.

3.2.1. დაცვის მხარე შესაგებლით არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს, ხოლო თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსაჯვრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ნაწილში მსჯავრდებულის გამართლება. სააპელაციო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება.

3.2.2. სააპელაციო საჩივრისა და სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, რ----- გ----------ს არასდროს უარყვია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტობრივად აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში. იგი არ ეთანხმებოდა ბრალდებას მხოლოდ ნაწილში, ვინაიდან მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. შესაბამისად სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი პიროვნება. რომელმაც აქტიურად ხელი შეუწყო გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში, აღიარა დანაშაული, ნებაყოფლობით წარუდგინა დანაშაულის იარაღი. აღნიშნულის საფუძველზე, დაცვის მხარემ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.

3.2.3. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა დააყენა, პროცესის მსვლელობისას აღნიშნა შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო რ----- გ----------ს მიიჩნევს დამნაშავედ საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ნაწილში, მასზე უნდა გაავრცელოს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლი, რომლის თანახმად, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

5. ქმედების სამართლებრივი აღწერა

5.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ნაწილში.

5.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

5.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ--------- უ--------–--ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა თბილისში. მეუღლემ - შ--–-- მ---------ემ, შვილებთან ერთად, წაიყვანა დასასვენებლად, თავად კი სამსახურის გამო დაბრუნდა თბილისში. კვირას, 1 ივლისს, ესაუბრა მეუღლეს. მეორე დღეს დილიდან ურეკავდა, მაგრამ კავშირზე ვერ გადიოდა. ამის გამო, მეზობელს სთხოვა, ჩასულიყო და ენახა. მეზობელმა უთხრა, რომ ბინიდან ტელევიზორის ხმა გადიოდა, მაგრამ შ--–-- კარს არ აღებდა. ბოლოს შევიდნენ სახლში და ნახეს, რომ შ--–-- გარდაცვლილი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ შ--–-- მ---------ე სრულიად უკონფლიქტო ადამიანი იყო, არ უფიქრიათ, რომ ეს შესაძლოა მკვლელობა ყოფილიყო. ექსპერტის პასუხამდე ეგონათ, რომ გულით იყო გარდაცვლილი. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მისი მეუღლე მოპირდაპირე კორპუსის (რომელიც მთლად პირდაპირ არ დგას, ოდნავ მაღლაა, მაგრამ მაინც ჩანს) მე-5 სართულიდან ნასროლი ტყვიით იყო გარდაცვლილი, ბევრი დამთხვევა აღმოაჩინეს. მათ შორის, მის მეუღლესა და რ----- გ----------ს შორის, 3 კვირით ან 1 თვით ადრე არსებული კონფლიქტი. ერთ დღეს შ--–--მ ძალიან შეწუხებულმა და შეურაცხყოფილმა უთხრა, რომ იქითა კორპუსიდან, სადაც ლიფტს ემსახურებოდა, ურეკავდა ვიღაც და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. რაღაც აბსურდს აბრალებდა, ვითომ ვიღაც გოგო შეათრია ლიფტში. ამის გამო, ის მამ---ცი ეუბნებოდა, გადმოეთრიე ახლავეო. შ--–-- გადავიდა იმ კორპუსში, ნახა კორპუსის თავმჯდომარე, რომელიც იცნობდა იმ ადამიანს, ვინც მას იბარებდა და ვინც რ----- გ----------- აღმოჩნდა. ყველანი ავიდნენ იმ გოგოს სახლში, გოგონას დედამ კი თქვა, რომ მის შვილს შეეშალა, ის კაცი წვერებიანი იყოო და ამით კონფლიქტი ამოიწურა. მოწმე უ--------–--ის ჩვენებით, ყოველდღე უყურებს რ----- გ-----------ს ბინის ფანჯრებს, ყველა მხრიდან ჩანს, როგორც საძინებლიდან, ისე - სამზარეულოდან და ვერ იჯერებს, რომ შემთხვევით იყო ნასროლი, რადგან წინ დიდი სივრცეა, შეეძლო სხვა მხარეს გაესროლა და არა მაინცდამაინც მათი სახლის მიმართულებით.

5.1.3. მოწმე შ--–-- უ--------–--ემ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ სიძესთან - შ--–-- მ---------ესთან ერთად, ოჯახი ჩაიყვანა სურამში დასასვენებლად და მასთან ერთადვე, დაბრუნდა თბილისში. მეორე დღეს დაურეკა დამ - რ---------მა და უთხრა, რომ შ--–-- არ გამოდიოდა სატელეფონო კონტაქტზე და სთხოვა მასთან სახლში მისულიყო. მივიდა, ეზოში მდგარ შ--–--ს მანქანაშიც ჩაიხედა, სახლში შუქი ჩამქრალი იყო და მხოლოდ ტელევიზორის სინათლე გამოდიოდა ფანჯრიდან. დაურეკა შვილს - ანა უ--------–--ეს, რომელიც საპატრულო პოლიციაში მუშაობს. მან ურჩია სამაშველოს გამოძახება. მეზობლისგან ჩაიხედეს სახლში, აივნის კარი ღია იყო, ფარდა ფრიალებდა, არანაირი დაზიანება კარს არ ჰქონდა. მაშველები ზემოდან ჩავიდნენ შ--–--ს ბინაში. შემდეგ მიუსამძიმრეს და უთხრეს, რომ ბინაში პიროვნება გარდაცვლილი იყო. სახლში არანაირი არეულობა არ ყოფილა, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო დალაგებული. შ--–-- მ---------ის გვამი სამზარეულოს აივანზე გასასვლელ კართან, გვერდულად, მარცხენა მხარეს ესვენა, ფეხები ზღურბლისკენ ჰქონდა, თავი - შიგნით, სამზარეულოში. პირველი შეხედვით არაფერი ემჩნეოდა და იფიქრეს, გულის შეტევით გარდაიცვალა. გვამი პატრულის თანამშრომელმა გადმოაბრუნა, სასწრაფო დახმარების ექიმმა პულსი გაუსინჯა, დაადგინეს, რომ გარდაცვლილი იყო. შემდეგ ნახეს პატარა ჭრილობა. პოლიციელების მხრიდან სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდა, კრიმინალისტებიც ათვალიერებდნენ, ზომავდნენ, თქვეს, რომ შ--–-- ტყვიით იყო გარდაცვლილი, რაც კიდევაც დადასტურდა ექსპერტიზით. პანაშვიდებზე მეზობელი ქალებისგან გაიგო რამდენიმე ხნის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ. თურმე შ--–-- ლიფტს არემონტებდა, რა დროსაც გოგონასთვის უთქვამს, რომ აიყვანდა ლიფტით, მას სხვანაირად გაუგია, რასაც კონფლიქტი მოჰყოლია დაკავებულთან. შემდეგ გაარკვიეს, რომ არაფერ შუაში არ იყო და შერიგდნენ. საქეიფოდაც სდომიათ ერთად წასვლა, მაგრამ შ--–-- არ სვამდა და უარი უთქვამს. როგორც გაიგო, ეს ადამიანი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და საერთოდ აზრზე არ იყო, რა მოხდა. მეორე დღეს სათევზაოდ წავიდა, მობრუნდა და პოლიციამ მიაკითხა, ჰკითხეს, იარაღი ჰქონდა თუ არა, აჩვენა იარაღი და ამით დაადგინეს, რომ მისი იარაღიდან გასროლილი ტყვიით იყო გარდაცვლილი შ--–-- მ---------ე.

5.1.4. მოწმე ანა უ--------–--ის ჩვენების თანახმად, 2 ივლისს ვერ დაუკავშირდნენ ბიძას - შ--–-- მ---------ეს. ამის გამო, მამა - შ--–-- უ--------–--ე მივიდა, შეამოწმა, მანქანა ადგილზე იდგა, სახლიდანაც ტელევიზორის ხმა გადიოდა, კარს კი არ აღებდა. გამოიძახეს სამაშველო სამსახური, რომლის თანამშრომელიც მეზობლის ფანჯრიდან ჩავიდა, კარი შიგნიდან გახსნეს და შ--–-- მ---------ე გარდაცვლილი დახვდათ. მისი გვამი სამზარეულოში მარცხენა მხარეს ესვენა, ეტყობოდა, რომ მოწყვეტით იყო დაცემული. ისეთი გაშავებული იყო, ინფარქტით გარდაცვლილი ეგონათ.

5.1.5. მოწმე ს-------- მ---------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მამა შ--–-- მ---------ესთან, დედასთან - რ--------- უ--------–--ესთან და დედის დეიდასთან ერთად, ცხოვრობდა ვ---------–----------–-------------------------------------–-----------------–---. მამა ლიფტების მომსახურებით იყო დაკავებული, მათ შორის, ემსახურებოდა მათი სახლის მოპირდაპირედ, მ----------–- მდებარე კორპუსებსაც. მომხდარი ფაქტის შესახებ 2 ივლისის ღამის საათებში შეიტყო ტელეფონით, თავისი დისგან - მ--- მ---------ისგან. ბინაში მისულს გამოძახებული დახვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვლილი მამა აივნის ზღურბლთან იწვა, მოხრილ მდგომარეობაში, გვერდულად. ბინაში არეულობის კვალი არ იყო. როცა ექსპერტიზის თანამშრომლებმა გვამი გადმოაბრუნეს, მკერდის არეში ნახეს ნაჩხვლეტი მცირე ზომის ჭრილობა. პანაშვიდების დროს მისულმა ქალებმა თქვეს, რომ მამას რამდენიმე ხნის წინ ჰქონდა რაღაც კონფლიქტი რ----- გ----------თან. საქმის მასალებიდან იცის, რომ სწორედ მან გაისროლა ფანჯრიდან. ასევე, მამამაც 2-3 კვირით ადრე თქვა, რომ მას დაურეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ის ნაწყენი და შეურაცხყოფილი იყო. როგორ მოგვარდა ეს ამბავი, არ იცის. მოწმის განმარტებით, გზის მეორე მხარეს, მ----------–- კორპუსები შედარებით შემაღლებულ ადგილზეა, 2--------------- პირდაპირ, ანუ მამის ბინიდან რომ გამოიხედოს ადამიანმა, პირდაპირ არაფერია, წინაღობა არაა, სივრცე თავისუფალია. ერთი კორპუსი დგას პირდაპირ, საიდანაც სროლა განხორციელდა, დგას ხელმარცხნივ დისტანციაზე, ანუ წინ ერთი კორპუსია და მარცხენა მხარეს არის მეორე კორპუსი, საიდანაც სროლა მოხდა. ეს კორპუსი შედარებით შემაღლებულ ადგილზე დგას. დაახლოებით 150-200 მეტრამდე მანძილია აღნიშნული კორპუსიდან მათ კორპუსამდე. სამზარეულოს აივნიდან მარცხენა მხარეს ჩანს ეს კორპუსი, ასევე, ჩანს ღამის საათებშიც, თუ სახლში სინათლეა ანთებული.

5.1.6. მოწმე მ--- მ---------ის ჩვენების თანახმად, 2--- კორპუსი, სადაც მშობლები ცხოვრობდნენ, გზის პირას მდებარეობს. ის ოდნავ არის შეწეული ავტოსადგომის გამო მ------------გან, რომელიც გზის მეორე მხარეს მდებარეობს. მამის გარდაცვალების შესახებ, 2 ივლისს, სურამში მყოფმა შეიტყო მეუღლისგან. როდესაც მივიდა, მამა გარდაცვლილი სამზარეულოში იწვა მხოლოდ საცვლით, რაღაც წერტილი ჰქონდა გულმკერდთან. ვერავინ მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩათვალეს, რომ გულით გარდაიცვალა. შემდეგ გაიგეს ექსპერტისგან, რომ ტყვიით იყო გარდაცვლილი. მამა მუშაობდა ლიფტების შეკეთებაზე. რ----- გ----------ს არ იცნობს, იცოდა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე თვით ადრე მცირედი უთანხმოება ჰქონდათ. თემა ლიფტში რაღაც გაურკვევლობას ეხებოდა ვიღაც გოგოსთან, რომელსაც შეეშინდა შ--–-- მ---------ის, რომელიც იმ დროს ლიფტის კარს აკეთებდა. უსამართლოდ დამადანაშაულესო, წუხდა მამა, მაგრამ იმ ეტაპზე თქვა, რომ ყველაფერი გავარკვიეთო. როგორც შემდეგ გაიგო, კონფლიქტის მონაწილე რ----- გ----------- იყო. მოწმის განმარტებით, რ----- გ-----------ს კორპუსის წინ სიცარიელეა, მათი (შ--–-- მ---------ის) კორპუსი კი მკვეთრად გვერდით დგას, კორპუსებს შორის დაახლოებით 150-დან 200 მეტრამდე მანძილია. მათი კორპუსი ოდნავ ქვემოთ მდებარეობს, უშუალოდ წინ არაფერი ეღობება, ოდნავ მარჯვნივ დგას სხვა კორპუსი და შედარებით უფრო მკვეთრად მარცხნივ დგას ბრალდებულის კორპუსი. მეხუთე სართულიდან მეხუთე სართულზე იყო ნასროლი, რის გამოც ფიქრობს, რომ შემთხვევით არ შეიძლება გაისროლო სიცარიელეში კორპუსის მიმართულებით.

5.1.7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლის, მოწმე გ------- ჭ--–--ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 2 ივლისს, 112-დან მიიღეს გამოძახება ვ---------–----–-- ადგილზე საპატრულო პოლიცია დახვდათ, გააცნეს, თუ რა სიტუაცია იყო, ზარის ინიციატორიც ადგილზე იყო და განუცხადა, რომ კონტაქტზე არ გამოდიოდა პიროვნება. შეამოწმეს, რითი იყო კარი დაკეტილი, აღმოჩნდა, რომ საკეტი მიხურვით იყო დაკეტილი. აუხსნეს, რომ კარის დაზიანების გარეშე ვერ შევიდოდნენ, რაზეც ზარის ინიციატორმა უარი განაცხადა და ამის გამო ზედა სართულიდან, მეზობლის ფანჯრიდან, ჩავიდა აივანზე. აივნის კარი ღია იყო, სახლში შესვლამდევე დაინახა ადამიანი, მწოლიარე მდგომარეობაში.

5.1.8. მოწმე ი---- ო----–-–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შ--–-- მ---------ეს იცნობდა დაახლოებით 30 წელი. ბოლო პერიოდში მასთან ერთად მუშაობდა ლიფტების შეკეთებაზე. მისი გარდაცვალების თაობაზე მეორე დღეს გაიგო. გარდაცვალების წინა დღეს, ივლისის პირველ რიცხვში, ჩამოვიდა ის სურამიდან, დილის საათებში, 10-11 საათისთვის შეხვდა, გასაღები გადასცა ლიფტის, რის შემდეგ აღარ უნახავს. შეხვედრისას ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო, არანაირი აღელვება არ შეუმჩნევია. შ--–--ს არანაირი კონფლიქტის შესახებ მისთვის არ უთქვამს, რაიმე რომ ყოფილიყო, შ--–-- ეტყოდა, რადგან მეგობრები იყვნენ, თან ერთად მუშაობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ.

5.1.9. მოწმე ვ-–- ბ--------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 2 ივლისი დგებოდა, ღამით ფეხბურთს უყურებდა მეუღლესთან - ნ---- ბ------ესთან ერთად, ამ დროს გასროლის ხმა გაიგო. გავიდა აივანზე და დაიძახა ვინმე ხომ არ იყო, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. ირგვლივ სიმშვიდე და სიწყნარე იყო. ქუჩა განათებული იყო ორივე მხარეს, არც არავინ ჩანდა და არც არავითარი ცვლილება არ ეტყობოდა ქუჩას. იქაურობა ქუჩის განათების კვალობაზე ჩანდა, მაგრამ ისე, რომ რაიმე გაერჩია, ვერა. შ--–-- მ---------ეს და რ----- გ----------ს კარგი კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონდათ, კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. მხოლოდ ერთხელ მოხდა შემთხვევა, როდესაც შ--–--მ დაურეკა და გარეთ გასვლა სთხოვა. შ--–--მ უთხრა, რომ ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა და აგინებდა. მან დაამშვიდა, შეიძლება, ვინმეს ეშლებოდა ნომერი. ცოტა ხანში შ--–--მ ისევ გარეთ დაიბარა და უთხრა, რომ კვლავ დაურეკა იმ პიროვნებამ და უთხრა; ,,დამელოდე, მოვალო‘‘. ამ საუბრისას მათთან მივიდა მის კორპუსში, მეზობლად მცხოვრები რ----- გ-----------. ჰკითხა რ-----ის თუ რა მოხდა, მან კი შ--–--ზე მიუთითა და თქვა, რომ მათ მეზობელ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა. შ--–--მ უპასუხა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო. ამის გამო რ-----მა მ-------------–--- წაიყვანა, დააკაკუნა და სახლიდან ქალმა გამოიხედა. რ-----მა ქალს უთხრა, თქვენი შვილისთვის შეურაცხყოფა რომ მიუყენებია, ის კაცი მოვიყვანეო. არაო უპასუხა ქალმა, ის წვერებიანი კაცი იყოვო. შ--–-- წვერგაპარსული და მოწესრიგებული დადიოდა, ალბათ, ბავშვს რაღაც შეეშალაო, უთხრა. ამის გამო, რ----- გ----------მა შ--–-- მ---------ეს ბოდიში მოუხადა. როგორც ახსოვს, იმ ქალმაც მოისმინა რ-----ის სიტყვები: ,,დიდ ბოდიშს გიხდი, შევცდიო‘‘. საბოლოოდ ისე დაშორდნენ ერთმანეთს, არაფერი ზედმეტი არ ყოფილა მათ შორის. ამ ამბავს კონფლიქტსაც ვერ დაარქმევს, უფრო გაუგებრობა იყო, რაც ამოიწურა. მოწმის განმარტებით, მათი კორპუსიდან შ--–-- მ---------ე ცხოვრობდა გზის მეორე მხარეს, მ----------–-, მ-------------–---, რ-----ი კი მის კორპუსში, მ-------------–--- ცხოვრობს. კორპუსებს შორის გზა ჩამოდის, დაშორება დაახლოებით 150-200 მეტრი იქნება, ორივე კორპუსი გზის პირზე დგას, ორმხრივი მოძრაობაა. მათი კორპუსის ცოტა ქვევით, გზის პირზე, გზის მეორე მხარეს დგას შ--–--ს კორპუსი.

5.1.10. მოწმე ნ---- ბ------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მეუღლესთან ერთად სახლში ფეხბურთს უყურებდა, როდესაც ქუჩის მხრიდან, ღია ფანჯრებიდან, სროლის ხმა გაიგო. მჭექარე ხმა იყო. მეუღლე წამოხტა და აივანზე გავიდა, თუმცა არავინ იყო. ეზოს მხრიდანაც არაფერი ხდებოდა. პოლიციაში გაიგო, რომ შ--–-- მ---------ე იყო გარდაცვლილი, რომელიც მათთან ლიფტებს ემსახურებოდა. მერე გაიგეს, რომ ამ ფაქტზე რ----- გ----------- დააკავეს, რომელსაც მხოლოდ კარგად დაახასიათებს, ბევრი გაჭირვებული ადამიანისთვის ერთად გაუმართავთ ხელი, მისი კონფლიქტის შესახებ არ სმენია. გაიგო, რომ რაღაც გაუგებრობა იყო და შერიგდნენ, თუმცა რამდენი ხნის წინ და რას ეხებოდა, არ იცის. მოწმის განმარტებით, მათი საცხოვრებელი მ------------ ცენტრალური ადგილია, ეს არის 1-ლი ,,ა“ და 1-ლი კორპუსი. კორპუსი ს----–---–ის ქუჩიდან ჩამომავალ თითქმის ცენტრალურ გზაზე დგას, კორპუსის ნაწილი ოდნავ წინაა გამოწეული, ნაწილი ოდნავ შიგნითაა, ერთსადარბაზოიანია, მაგრამ ასეთი განლაგება აქვს. ჩამომავალი ქუჩა ჰყოფს პირველ და მ--------------------ს. შ--–-- მ---------ე ცხოვრობდა 1--–---------ს 2--- კორპუსში, მისი კორპუსი ცოტა ქვემოთაა, დაბლა მხარეს, ხოლო მათი საცხოვრებელი ადგილი ოდნავ უფრო შემაღლებულზეა. კორპუსები ერთ სიბრტყეზე არაა, ქუჩა დაქანებულია და კორპუსებიც შესაბამისად. მათ კორპუსსა და 2--- კორპუსს შორის დაახლოებით 200-300 მეტრი იქნება.

5.1.11. მოწმე ნ------- ც---–---ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 ივლისს, მეზობელმა რ----- გ----------მა დაპატიჟა ფეხბურთის ჩემპიონატის ერთად საყურებლად. იქ რ-----ის შვილიშვილი - გ-------ც დახვდა. 10 საათისთვის დაიწყეს ლუდის დალევა, ტელევიზორს უყურებდნენ, თან მეორე დღეს სათევზაოდ წასვლას გეგმავდნენ, სადაც ბავშვიც უნდა წაეყვანათ. მთვრალები არ იყვნენ, რადგან ორი კაცისთვის ორი ლიტრი ლუდი ბევრი არ არის, თან ბოლომდე არ იყო დაცლილი ბოთლი. თვითონ დივანზე იჯდა, რ-----ი გვერდით, ხელმარცხნივ ეჯდა, ფანჯრის ქვეშ მდგარ გამათბობელთან შვილიშვილი გადი-გამოდიოდა. ფეხბურთის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, რ-----ი ადგა და ოთახში შევიდა. 2-3 წუთში გამოვიდა მისაღებიდან, შემოიტანა ,,ნაგანის‘‘ სიტემის იარაღი. მან არ იცოდა, თუ რ-----ის ეს იარაღი ჰქონდა. იცოდა მხოლოდ, რომ ორლულიანი სანადირო თოფი ჰქონდა, რაჭაში დაჰქონდა ხოლმე სანადიროდ. ხელში კიდევ რაღაც ეჭირა, თქვა, რომ დაზიანებული ტყვიები ეწყო იარაღში და უნდა გავსინჯოო - დაზიანებული პატრონები დევს და უნდა ამოვალაგოო. რ-----ი იარაღს ხელში ატრიალებდა, ბარაბანი გადმოსწია, დადგა ფანჯარასთან მისკენ ნახევრად ზურგით, ფანჯრის ცოტა გვერდით, თან ხელში ისევ იარაღს ატრიალებდა, რა დროსაც მოხდა გასროლა. გარეთ სიბნელე იყო და არ იცის ზუსტად, რა მიმართულებით მოხდა გასროლა, თან ყურადღება ტელევიზორისკენ ქონდა მიპყრობილი. გასროლის შემდეგ რ-----ი გაოგნებული, გაფითრებული სახით შეტრიალდა. რ-----, რა მოხდა, რატომ გაისროლეო? - ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა: გასინჯვა მინდოდა, დაზიანებული ტყვიები იყო, ტყვიები უნდა ამომეღო და უცბად ხელი გამომეკრაო, თუ რაღაც მომიხდაო... გამივარდაო. მოწმის განმარტებით, რ-----ს რომ გამიზნულად ესროლა, შეუძლებელი იყო, სახლში ამხელა ხმა დატრიალებულიყო. მათი კორპუსი დგას მაღალზე, ქვედა, 1--–---------ს კორპუსი შედარებით დაბალზეა. მათსა და გარდაცვლილის კორპუსს შორის დაახლოებით 200 მეტრი დაშორება იქნება. იმ ფანჯრიდან გახედვისას, საიდანაც გასროლა მოხდა, თუ თავს გაჰყოფს ადამიანი, გზის მეორე მხარეს, სადაც გზა ჩადის, დაინახავს იქით მხარეს კორპუსებს. ზუსტად პირდაპირ ამ ფანჯრიდან მათივე კორპუსის კედელს უყურებენ, ანუ საგანგებოდ გახედვის შემთხვევაში ჩანს ის კორპუსი, რომელშიც გარდაცვლილი ცხოვრობდა. თუ თავს და ხელს გაჰყოფს და მუცლით გადაეყუდება გამათბობელს, რომელიც დაახლოებით 40 სმ-ითაა გამოწეული კდლიდან, მაგ შემთხვევაში შეიძლება 2---------------კენ გასროლა, მაგრამ რ-----ი გამათობელზე გადაყუდებული არ დაუნახავს და მას დამიზნებით არ განუხორციელებია სროლა. იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იჯდა, მოპირადაპირე მიკრორაიონის კორპუსები არ ჩანს, რადგან საკმაოდ ქვევითაა. კორპუსები ჩანს მხოლოდ ფანჯარასთან მისვლის შემთხვევაში, თუ თავს გაჰყოფს ადამიანი. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ გასროლის შემდეგ ჩვეულებრივ დაიწყეს საუბარი, რ-----მა იარაღი სხვა ოთახში გაიტანა, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ვინმეს მოხვდებოდა ტყვია. მეორე დღეს რ-----ი სათევზაოდ წავიდა ბავშვთან ერთად, თვითონ ვერ წავიდა, რადგან შეუძლოდ იყო. რ-----ის და შ--–-- მ---------ის კონფლიქტზე არაფერი სმენია. პოლიციაში დაკითხვისას გაიგო, რომ გარდაცვლილს 2--- კორპუსში უცხოვრია.

5.1.12. შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის, ის------------------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე მ-----– ბ----–-–---–ის ჩვენების მიხედვით, აბარია რ------------------------–-----------–-------–-, მათ შორის, 2--- კორპუსი და ევალება იქ მაცხოვრებლებთან კომუნიკაცია. 2--------------- წინ გადის საავტომობილო ქუჩა, მოპირდაპირე მხარესაა მ------------ კორპუსები. როგორც იცის, 2--- კორპუსში ღამით გასროლის შედეგად დაიღუპა ადამიანი. შემდეგ გაიგო, რომ პირდაპირი კორპუსიდან მოხდა გასროლა. ამ ორ კორპუსს შორის დაახლოებით 150 მეტრიანი დაშორებაა, შუაში რაიმე წინაღობა არ არის. 2--------------- ცოტა ზევით, მაღალზეა ის კორპუსი, საიდანაც გასროლა მოხდა.

5.1.13. ის---------------------------–--------–-–-------------------–---- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე ი-----–- ჯ-------- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2 ივლისს, განყოფილებაში მიიღეს სასწრაფო დახმარების შეტყობინება, რომ ბინაში გარდაცვლილი დახვდათ შ--–-- მ---------ე. სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება და გავიდა შემთხვევის ადგილზე, გამოიძახა ექსპერტები, მათ შორის, სამედიცინო. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს კვლები, ასევე, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები. ბინა, სადაც გარდაცვლილი იყო, 1--–---------ს 2--- კორპუსშია. ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ არის სამზარეულო, სადაც ესვენა შ--–-- მ---------ის გვამი. აივნის კარი ღია იყო და გვამი სამზარეულოდან აივანზე გასასვლელ კართან გვერდულად ესვენა, ფეხები აივნის კართან ჰქონდა, თავიდან სისხლი არ ჩანდა. ექსპერტის მოსვლის შემდეგ გადააწვინეს და ნახეს, რომ მთლიანად მოსვრილი ჰქონდა მარცხენა მხარე, ტრუსები და ჩუსტები ეცვა. მუჭები ჰქონდა შეკრული, ერთში სანთებელა ჰქონდა, მეორეში - ნამწვი. გვამის დათვალიერებისას ექსპერტმა დ----- გ-------–--მ მარცხენა მხარეს, მკერდთან, მკერდის ქვემოთ, ნაჩხვლეტი ნახა. გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ამოიღეს საჭირო ნივთები, ხელის კვლები, ანაწმენდები, იმის გამო, რომ გვამზე ჭრილობა აღინიშნებოდა, აივნიდან ლურსმნებიც ამოიღეს. ექსპერტისგან პასუხის მიღების შემდეგ, რომ გვამიდან ტყვიის გულა იყო ამოღებული, აცნობა პროკურორს. დანაშაული გადაკვალიფიცირდა და საქმე მკვლელობების განყოფილებას გადაეცა, თუმცა, ზემდგომი პროკურორის მითითებით, საქმეზე მათი განყოფილებაც მუშაობდა. საქმის გადაცემის შემდეგ მას საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩაუტარებია. რაც შეეხება ბინის მდებარეობას, აივანზე წინ არის გზა, რის შემდეგაც კორპუსებია, ოდნავ მარჯვნივ და ოდნავ მარცხნივ. 2--- კორპუსი გზიდან დაახლოებით 20-25 მეტრში დგას, მანძილი მოპირდაპირე კორპუსებს შორის დაახლოებით 100 მეტრია.

5.1.14. თ---–---------–-–--- დეპატამენტის დეტექტივების სამმართველოს 1--–------------–---- დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე ი-----–- ც-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე გადაეცათ ი--------------- სამმართველოდან, რადგან მკვლელობის ნიშნები გამოიკვეთა. შედიოდა საგამოძიებო ჯგუფში, ძირითადი გამომძიებელი ა------- ჟ------–---–ი იყო. დაევალათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება, რაც საჭირო გახდა საქმეში ახალი გარემოებების გამოკვეთის გამო. მოიწვიეს როგორც კრიმინალისტები, ისე - ბალისტი კ--- რ--------ია და მათი მონაწილეობით დეტალურად მოხდა უშუალოდ იმ ადგილის დათვალიერება, სადაც აღმოჩენილ იქნა შ--–-- მ---------ის გვამი. ექსპერტის მიერ მოხდა ვიზირება, რაც საექსპერტო ტერმინია და დადგინდა, რომ გასროლა სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილის კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, მ------------ 1-ლი ან 1-ლი ,,ა‘‘ კორპუსების ზედა სართულებიდან. ის კორპუსები ოდნავ შემაღლებულზე მდებარეობს, ისიც გზის პირასაა, როგორც გარდაცვლილის, თუმცა გარდაცვლილის კორპუსი გზიდან რამდენიმე მეტრშია. რაც შეეხება კორპუსების რაოდენობას, იმ უბანში რამდენიმე კორპუსია, მაგრამ მიჯრით არ დგას, ერთმანეთისგან ცოტა დაშორებულია. დაათვალიერა შ--–-- მ---------ის ავტომანქანა, ასევე, კვლავ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რადგან კიდევ იყო დამატებით ჩასატარებელი მოქმედებები. ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შედგა ოქმები, რაც გაეცნო მონაწილეებს და დაფიქსირდა ხელმოწერები. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ 4 ივლისს გამოკითხა ბრალდებულის მეგობარი ნ------- ც---–---ე, რომელმაც განაცხადა, რომ გასროლის დღეს იმყოფებოდა მასთან და დეტალურად მისცა ინფორმაცია, ადასტურებდა, რომ რ----- გ----------მა გაისროლა 2---------------კენ. გამოკითხვის ოქმში შეიტანა ზუსტად ის, რასაც ნ------- ც---–---ე აფიქსირებდა. გაეცნო და ისე მოაწერა ხელი, შენიშვნა რომ ჰქონოდა, დაფიქსირებული იქნება.

5.1.15. შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 1--–------------–---- უფროსის, უფროსი გამომძიებლის, მოწმე კ--- ს-----ის ჩვენებით, საქმეში ჩართული იყო როგორც მენეჯერი, ასევე, ჩატარებული აქვს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც მიიღო ინფორმაცია, რომ ეს დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო რ----- გ-----------ს მიერ. დაიგეგმა და განხორციელდა ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები. აღმოჩნდა, რომ რ----- გ----------ზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღით იყო გარდაცვლილი შ--–-- მ---------ე. ოპერატიული ინფორმაცია იყო, რომ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შესაძლოა ფლობდა გ-----------ს მეგობარი ნ------- ც---–---ე, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობდა. რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ მას ბოლომდე არ ეთქვა მომხდარი, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროკურორის დადგენილებით, სპეციალურმა სამსახურმა დაუმონტაჟა ვიდეოჩამწერი, შევიდა ნდობაში, რომ მას საუბარში გაემხილა რაღაც დეტალები და განხორციელდა ნ------- ც---–---ის აუდიო-ვიდეოჩაწერა. საუბრისას ნ------- ც---–---ემ განაცხადა, რომ შემთხვევის ღამეს იმყოფებოდა რ----- გ----------თან სახლში, ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ, ლუდი დალიეს, მაგრამ მთვრალი და გადამთვრალი არ ყოფილან, თუმცა ნასვამები იყვნენ. სახლში რ-----ის შვილიშვილიც იყო. მატჩებს შორის შესვენებისას რ-----ი გავიდა ოთახიდან, შემდეგ გამოვიდა, ხელში ბარაბნიანი იარაღი ეჭირა, ფანჯარასთან დადგა, მთლად ხელი ფანჯარაში არ გაუყვია, მაგრამ გამოკრა და მოხდა გასროლაო. ამაზე შეშფოთდა, რა ქენიო - უკითხავს, რაზეც რ-----ს უპასუხია, რაღაც ძველი ტყვია იდო, გასინჯვა მინდოდა და მოხდა ეს გასროლა, გავარდაო. თუ რა შედეგი მოჰყვა, ამის შესახებ არც რ-----მა და არც ნ-------მა არაფერი იცოდნენ, შემდეგ გაიგეს, რომ იმ კორპუსში ვიღაც გარდაიცვალა. რაიმე კონფლიქტზე შ--–-- მ---------ესა და რ----- გ----------ს შორის ინფორმაცია პირადად არ მიუღია. საუბრის დასრულების შემდეგ არ უთქვამს ნ------- ც---–---ისთვის, რომ იწერდა.

5.1.16. მოწმე ზ----- ნ------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს თ---–---------–-–--- დეპარტამენტში დეტექტივების ს-----------–--------– განყოფილებაში. შ--–-- მ---------ის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებში. მკვლელობის ფაქტზე მთლიანად საგამოძიებო ჯგუფი გადის და ნაწილდება ფუნქციები სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. გამოკითხული ჰყავს რამდენიმე მოწმე და მონაწილეობა აქვს მიღებული ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. ამ საგამოძიებო მოქმედებას წინ უძღვოდა მის მიერ მიღებული ინფორმაცია, რომ რ----- გ----------- ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას ამ საქმეზე და გარკვეული შემხებლობა უნდა ჰქონოდა მასთან. დაწერა პატაკი, მოახსენა ხელმძღვანელობას და პროკურორის დადგენილებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევიდან გამომდინარე, 2018 წლის 3 ივლისის, 22:48 საათიდან 22:58 საათამდე, ჩაატარა ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა რ----- გ----------თან, რომელიც ი--------------- N8 განყოფილებაში იმყოფებოდა. გ----------- ამ დროს დაკავებული არ იყო, არც ბორკილები ედო და არც გადაადგილება ჰქონდა შეზღუდული. არანაირ დაპირებას და ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია, იმყოფებოდნენ მხოლოდ თვითონ და რ----- გ-----------, რომელმაც ისაუბრა, თუ რა გარემოებებში მოხდა მის მიერ სახლში შენახული, მის საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. რა შედეგები მოჰყვა ამას, იმ პერიოდისთვის მისთვის ცნობილი არ იყო. რ----- გ----------- მოუყვა, რომ მის სახელზე ირიცხებოდა ,,ნაგანის‘‘ სიტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა სახლში, სულ რამდენიმე ვაზნა ჰქონდა დიდი ხნის დანესტილი და როგორც მისთვის ცნობილი იყო, სასროლად უვარგისი, რადგან გამოცდილი ჰქონდა. სწორედ იმ დღეს, როდესაც მოხდა ფაქტი, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უყურებდა მეზობელთან ერთად. მისაღები ოთახის ფანჯრიდან განახორციელა გასროლა და ტყვია მისთვის მოულოდნელად გავარდა. რ----- გ----------- ცხოვრობდა ვ---------–-------–------ნში და გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსში ცხოვრობდა გარდაცვლილი შ--–-- მ---------ე.

5.1.17. შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს 1--–------------–---- დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე ლ-–- ტ----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ჩართული იყო შ--–-- მ---------ის გაზრახ მკვლელობის საქმის გამოძიებაში, ჩაატარა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. მას შემდეგ, რაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ შ--–-- მ---------ის სხეულიდან ამოიღო ტყვიის გულა, გარდაცვლილის სხეულიდან აიღეს ნიმუშები. ასევე, პატაკის საფუძველზე, დაკითხა კ------- ს-----ე, რომელმაც აღნიშნა, რომ შ--–-- მ---------ის განზრახ მკვლელობა განხორციელებული იყო ვინმე რ----- გ-----------ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად. შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხდა რ----- გ-----------ს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რ----- გ----------მა ნებაყოფლობით წარადგინა ,,ნაგანის‘‘ სისტემის ბარაბნიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც იდო 5 გაუსროლელი და ერთი გასროლილი ვაზნა, საიდანაც მოხდა გასროლა. საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, შესთავაზეს განყოფილებაში მათთან ერთად წასვლა. რ----- გ----------- დაეთანხმა, არ უთქვამთ, რომ არსებობდა ინფორმაცია მის მიერ მკვლელობის ჩადენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რ----- გ----------- თავისივე მანქანით წაჰყვა მათ. როგორც იცის, მასთან განყოფილებაში ზ----- ნ------ემ ჩაატარა ფარული საგამოძიებო მოქმედება - აუდიო-ვიდეოჩაწერა, რის შემდეგაც გამოკითხა ზ----- ნ------ე. გარდა ამისა, გამოკითხული ჰყავს თანამშრომელი კ------- ს-----ე, რომელმაც, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედება - აუდიო-ვიდეოჩაწერა მოახდინა ნ------- ც---–---ესთან, რომელიც რ----- გ-----------ს სახლში იმყოფებოდა გასროლის დროს. მოწმის ჩვენებით, რ----- გ----------- ცხოვრობს ვ---------–---, მ------------ 1-ელ ,,ა‘‘ კორპუსში. ორი კორპუსი დგას ამაღლებულ ადგილას, მისი ბინა არის მ-------------–---, ხელმარცხნივ, მისაღებ ოთახში არსებული ფანჯარა იყურება უშუალოდ გზაზე, იმ მხარეს, სადაც გარდაცვლილი შ--–-- მ---------ე ცხოვრობდა. გარდაცვლილისა და რ----- გ-----------ს კორპუსები სწორ სიბრტყეზე არ მდებარეობს, ანუ გ-----------ს ბინა ზემოდან დაჰყურებს გარდაცვლილის სახლს, ამ კორპუსებს შორის დაშორება კი დაახლოებით 150-200 მეტრამდეა.

5.1.18. შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 1--–------------–---- გამომძიებელმა, მოწმე ა------- ჟ------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა შ--–-- მ---------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქმის გამოძიების ირგვლივ. მოწმემ განაცხადა, რომ იგი საქმის ძირითადი გამომძიებელია და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა. ამასთან, აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და, შესაბამისად, გარდაცვლილის და ბრალდებულის საცხოვრებელი კორპუსების მდებარეობა პირადად არ უნახავს.

5.1.19. 2018 წლის 3 ივლისის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, რაც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, თბილისში, ვ---------–---, 1--–---------, 2--- კორპუსი, ბ---------–-, ადგილი დათვალიერდა ექსპერტ გ------- ნ--------ისა და სამედიცინო ექსპერტ დ----- გ-------–--ს მონაწილეობით. შესასვლელიდან ხელმარცხნივ, სამზარეულოში, აივანზე გასასვლელთან, რომლის კარი ღია მდგომარეობაშია, ასვენია შ--–-- მ---------ის გვამი მარცხენა გვერდზე, ხელები და ფეხები მოხრილი, აცვია მუქი ფერის ტრუსი და მოლურჯო ჩუსტები, მარცხენა ხელში უჭირავს სანთებელა, მარჯვენა ხელში - სიგარეტის ნამწვი. გულთან აქვს ნაჭრილობევი, გვამს მარცხენა გვერდი, მუცელთან, აქვს მოსვრილი სისხლისმაგვარი ლაქებით, ასეთივე ლაქებია გვამის ქვეშ იატაკზე და გვამის ფეხებსა და ხელებზე. სახეზე აქვს დაზიანებები. გვამი ხელის შეხებით ცივია, გამოხატულია გვამური გაშეშება სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში. აქვე ასახულია სხვა გვამური ნიშნები. მარცხენა მტევანში აქვს მომწვ---- ფერის სანთებელა. ექსპერტების მიერ სახლის აივნის კედლიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, ხელის კვლები, ადგილზე მოხდა ფოტოგადაღება, გვამი გადასვენებულ იქნა საექსპერტო კვლევისათვის.

5.1.20. 2018 წლის 3 ივლისის, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმის მიხედვით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტ დ----- გ-------–--სთან განხორციელებული სატელეფონო გასაუბრებით დადგინდა, რომ, შ--–-- მ---------ის გვამის სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, გულმკერდის მიდამოში, 180 სმ სიგრძის ცხედრის ტერფიდან 139 სმ სიგრძეზე აღმოჩენილ იქნა ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ზემოდან ქვემოთ, მარცნიდან მარჯვნივ, წინიდან უკან, დაახლოებით 8 სმ სიდიდის დახრილობით. ამ მონაცემის გათვალისწინებით და ამ საორიენტაციო მოცემულობით, ექსპერტ-ბალისტიკოს კ------- რ--------იას მიერ და ექსპერტ კრიმინალისტების მიერ განხორციელდა ექსპერიმენტი. კერძოდ, აივანზე გასასვლელი კარის ჩარჩოს შუაში დაიდგა შტატივი ბალისტიკური ვიზირების მოწყობილობით, რომლითაც, ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, გამოთვლილ იქნა გარდაცვლილ შ--–-- მ---------ის მიმართ განხორციელებული გასროლის მიმართულება. ექსპერიმენტის შედეგად საორიენტაციოდ გაირკვა, რომ გასროლა უნდა განხორციელებულიყო შემთხვევის ადგილის მოპირდაპირედ, მისამართიდან: თბილისი, ვ---------–---, მ------------ 1--–-----------------------–--------------------------------------------------–---------–---------------------------- და მას ზემოთ რომელიმე სართულის აივნის ან ფანჯრის მხრიდან, ასევე, სახურავიდან.

5.1.21. ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ბალისტიკოს-ექსპერტის, მოწმის სახით დაკითხულ კ------- რ--------იას ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, რათა, როგორც შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მოეხდინა შემთხვევის რეკონსტრუქცია სროლის მიმართულების დასადგენად. ადგილზე დახვდა საგამოძიებო ჯგუფი, გაეცნო შემთხვევის ადგილს, აინტერესებდა გვამის, კონკრეტულად, კიდურების ადგილმდებარეობა. გამომძიებლის და სამედიცინო ექსპერტის მიერ შემოწმდა სხეულზე არსებული ჭრილობების ადგილმდებარეობა, მნიშვნელოვანი იყო, ტერფიდან რა სიმაღლეზე იყო დაზიანება. ბალისტიკური შტატივის გამოყენებით მოხდა დაახლოებით ტრაექტორიის დადგენა. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მონაცემი, უნდა განისაზღვროს, სად იდგა ადამიანი, ამ შემთხვევაში ეს იყო აივანზე გასასვლელი კარი, ფეხები იყო კარის ჩარჩოზე. სწორედ იქ დააყენა შტატივი, აიღო წერტილი, სადაც, სავარაუდოდ, იდგა გარდაცვლილი. ჭრილობის საწყისი წერტილი იყო სამედიცინო ექსპერტის მიერ მიწოდებული მონაცემი, რომ შემავალი ჭრილობა ტერფიდან 139 სმ სიმაღლეზე იყო. შტატივს მიეცა დახრის 8 სმ-იანი კუთხე სროლის სექტორის დასადგენად. გვამზე არსებული დაზიანების მიხედვით და ხსენებული იარაღის გამოყენებით, დაადგინა დაახლოებით სროლის ტრაექტორია, საორიენტაციო მიმართულება, თუ საიდან იყო ნასროლი, დადგინდა სექტორიც, ეს იყო შემთხვევის ადგილის მოპირდაპირე კორპუსის მაღლა სართულები. რეკონსტრუქციის დროს ორიენტირდება, რომ სიკვდილამდე ადამიანი იდგა სწორად. ადამიანი რომ დახრილ მდგომარეობაში ყოფილიყო, ეს შეცვლიდა სექტორს, ანუ სწორად მდგომისთვის სექტორი მაღლაა, დახრილისთვის დახრის კუთხე ქვევით იწევა, შ--–-- მ---------ე გადახრილი იყო თუ სწორად იდგა, ამის დადგენა ვერ ხდება.

5.1.22. ექსპერტ-კრიმინალისტმა, მოწმე ტ----- კ----------მ, ასევე, დაადასტურა შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერება გასროლის ტრაექტორიის განსასაზღვრად. ექსპერიმენტი ლარისა მარტიროსიანთან, ბალისტიკოსთან და გამომძიებელთან ერთად ჩაატარეს. ვინაიდან შეუძლებელი იყო ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა/დაფიქსირება, განსაზღვრეს სავარაუდო ადგილი. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა სამზარეულოს და აივნის გასასვლელს შორის. პირველ რიგში, კვლევისათვის და ექსპერიმენტისათვის საჭირო იყო ადამიანის აგებულების დადგენა, რა სიმაღლის იყო, სად ჰქონდა დაზიანება, რა მიმართულებით განხორციელდა დაზიანება სხეულში. ვინაიდან გამჭოლი დაზიანება არ იყო, მნიშვნელოვანი იყო, რა ტყვიასთან და რა იარაღთან ჰქონდათ საქმე, რომ ევარაუდათ, რამხელაზე შეეძლო იმ იარაღს მიეყენებინა მომაკვდინებელი ზიანი. გარდაცვლილი, როგორც ახსოვს, 180 სმ-მდე იყო და მარცხენა მხარეს, გულმკერდის არეში, ჰქონდა მიყენებული დაზიანება, ანუ დახრილ მდგომარეობაში ჰქონდა შემავალი და გაჩერებული ტყვია რაღაც გრადუსებში, დაახლოებით 8 სმ იყო ტყვიის შესვლისა და გაჩერების ადგილებს შორის მანძილი. ვინაიდან გარდაცვალებამდე არავის უნახავს, ადამიანი როგორ იდგა და ზუსტად - სად, პრაქტიკიდან და ბალისტიკური კვლევის მეცნიერებიდან გამომდინარე იმოქმედეს, აიღეს ადამიანის სიმაღლე მდგომარე პოზიციაში. მილიმეტრი ცდომილება მოხვედრის ადგილიდან გასროლის ადგილზე რამდენიმემეტრიან ცვლილებას იძლევა, მოხრის შემთხვევაში, მილიმეტრზე კი არა, უკვე სანტიმეტრებზე სხვაობა, 10-20 მეტრიც შეიძლება იყოს, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, გააჩნია რამდენი სმ-ით იყო მოხრილი, ასევე, გააჩნია სროლის მანძილს. ხელს უწყობდათ ის გარემოება, რომ გაშლილი ტერიტორია არ იყო, წინ უძრავი ობიექტები ჰქონდათ. იყო 1-ლი და 1-ლი ,,ა‘‘ კორპუსი მარცხენა მხარეს, ეს მხარე ივარაუდეს, რადგან გულმკერდის არეში მარცხენა მხარეს იყო ტყვია მოხვედრილი. 1-ლი და 1-ლი ,,ა‘‘ კორპუსები გარდაცვლილის კორპუსთან შედარებით შემაღლებულ ადგილზე იყო, რაც, ასევე, ცვლილებას იძლეოდა, ანუ აქ უკვე მათემატიკური სიზუსტე იყო საჭირო. მოძრავ ობიექტებზე გამოთვლა ყოველთვის სავარაუდოა, ზუსტად არ დგინდება. ექსპერიმენტიდან, რომლის თანახმად, ადამიანი გამართულ მდგომარეობაში იდგა, მიიღეს ის, რომ პირველი კორპუსების, როგორც ახსოვს, მე-8-დან ზევით სართულებიდან იყო ნასროლი. გამოყენებული იარაღი ,,ნაგანის‘‘ სისტემის იყო, მისი ვაზნა და მასრა სპეციფიურია და სხვა იარაღებში არ გამოიყენება. ვიზირების დროს ხელის მიმართულება არ დგინდება, დგინდება მხოლოდ გასროლის ადგილი, ტყვიის ტრაექტორიაზე ყველაფერი მოქმედებს ქარი, ტემპერატურა, ანუ შეიძლება იარაღით გასროლა მოხდეს ზუსტად კონკრეტულ ადგილზე, მაგრამ ქარია, წვიმა თუ მზე, ეს ყველაფერი მოქმედებს მისი მიმართულების შეცვლაზე. შესაბამისად, ზუსტი 100%-იანი ხელის მოძრაობისასაც თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრში დგომისას რამდენიმე მეტრ ცდომილებას ყოველთვის იძლევა. მოწმის განმარტებით, სროლის ტრაექტორიის შეცვლაზე იარაღის სიძველე გავლენას ვერ ახდენს, ცვეთა მოქმედებს იარაღის მხოლოდ ძალაზე, ომისდროინდელი იარაღიც ჩვეულებრივი სიზუსტით ისვრის. ტექნიკური მახასიათებლები იარაღს აქვს 500 მეტრიანი, ხოლო თუ გაცვეთილია, იკლებს მხოლოდ მომაკვდინებელი ძალა.

5.1.23. 2018 წლის 3 ივლისის, ამოღების ოქმით, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ადმინისტრაციულ შენობაში ექსპერტ დ----- გ-------–--სგან ამოღებულ იქნა გარდაცვლილ შ--–-- მ---------ის ტანსაცმელი - ტრუსი, ასევე, ამოღებულ იქნა გვამის გამოკვლევისას ნანახი უცხო სხეული (ტყვია), ასევე, სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები.

5.1.24. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით: პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები (14 ვაზნიდან, ნაგანიდან, ,,ПP-33‘‘ და 5 ვაზნიდან, 1 მასრიდან)...‘‘, მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,რევოლვერი ნაგანი‘‘ (სახელური) მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და რ----- გ-----------ს (ნერწყვის ნიმუში) გენეტიკური პროფილი იდენტურია; კონტეინერში, წარწერით: ,,რევოლვერი ნაგანი‘‘ (სასხლეტი), მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და რ----- გ-----------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. შ--–-- მ---------ის, გ------- გ-----------სა და ნ------- ც---–---ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

· კონტეინერში, წარწერით: რევოლვერი ნაგანი (ჩახმახი), მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი რ----- გ-----------ს, ხოლო მეორე წილი გ------- გ-----------ს გენეტიკური პროფილების იდენტურია;

· პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდები 7 (შვიდი) ნიმუშად... ბიოლოგიურ ჩხირებზე...‘‘, მოთავსებულ კონვერტში წარწერით: ,,...საცხოვრებელი სახლის აივანზე გასასვლელი კარის გარეთა სახელურიდან‘‘, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და შ--–-- მ---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

· კონვერტში, წარწერით: ,,...აღებული საცხოვრებელი სახლის აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან‘‘, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და შ--–-- მ---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ნ------- ც---–---ის, გ------- გ-----------სა და რ----- გ-----------ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

· პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთ) ც. სიგარეტის ნამწვი და 1 (ერთი) ცალი სანთებელა...‘‘, მოთავსებულ სანთებელასა და ნამწვზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და შ--–-- მ---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

· პაკეტში, წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი...‘‘, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–-- მ---------ეს;

· პაკეტში, წარწერით: ,,...შ--–-- მ---------ის გვამის ტრუსი...‘‘, მოთავსებულ საცვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–-- მ---------ეს;

· პაკეტში, წარწერით: ,,..შ--–-- მ---------ის გვამის გამოკვლევისას აღებული სისხლის, თმის, ფრჩხილის და ანაწმენდი ნიმუშები...‘‘, მოთავსებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–-- მ---------ეს.

5.1.25. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ. ექსპერტმა განმარტა, რომ, ისევე, როგორც ნებისმიერმა ბიოლოგიურმა მასალამ, ნიმუშებმა გაიარა სხვადასხვა ეტაპები, რის შედეგადაც მიიღეს გენეტიკური პროფილი, რომელიც შედარდა შესადარებელი ნიმუშების სახით წარდგენილ პირთა გენეტიკურ პროფილებს. შედარების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული გენეტიკური პროფილები იყო ერთმანეთის იდენტური. მონოზიგოტი ტყუპების გარდა, მსოფლიოში არ არსებობს ორი ადამიანი, რომელსაც აქვს მსგავსი/იდენტური გენეტიკური პროფილი. აღნიშნულის საფუძველზე გენეტიკური ექსპერტიზა არის უტყუარი და სიტყვა იდენტურით გამოიხატება, არ შეიძლება, რომ ეკუთვნოდეს სხვა პირს.

5.1.26. სამედიცინო ექსპერტიზის და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, შ--–-- მ---------ის სიკვდილის მიზეზია გულმკერდის მიდამოს ერთი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულის და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით. ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, განვითარებულია სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. სროლა ნაწარმოები უნდა იყოს არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ. გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი, არანაკლებ 20 საათისა. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში მითითებულია, რომ შ--–-- მ---------ის გვამიდან აღებულ სისხლსა და შარდში არ აღმოჩნდა ალკოჰოლის, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების ნიშნები, ასევე, მომწამვლელი ნივთიერებები.

5.1.26. მოწმის სახით დაკითხული სამედიცინო ექსპერტის - დ----- გ-------–--ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე დაათვალიერა შ--–-- მ---------ის გვამი. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 20 საათი - ნიშნავს, რომ გვამის გამოკვლევამდე ამაზე ნაკლები დრო არ იყო გასული, გვამური მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება მეტიც იყოს გასული. ყველა ჭრილობას თავისი წარმოშობის მექანიზმიდან გამომდინარე აქვს სპეციფიკური ნიშნები, რითაც დგინდება ცეცხლნასროლია, ბლაგვი საგნითაა მიყენებული თუ ნაკვეთია, დამოკიდებულია ჭრილობის მორფოლოგიურ სურათზე. ამ შემთხვევაში გვამიდან ამოღებულ იქნა ტყვია. არაახლო მანძილი ძირითადად პისტოლეტებისთვის არის ერთი მეტრი მანძილი, წესით ის მანძილია, სადაც უკვე დამატებითი ფაქტორები აღარ მოქმედებს. დამატებით ფაქტორებს უწოდებენ, როდესაც გასროლის შედეგად იარაღში ხდება აფეთქება დენთის ნაწილაკების, რის შედეგად წარმოიშობა გაზი, ალი, კვამლი და დაუწვავი ნაწილაკები, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა მანძილზე ლულასა და სხეულს შორის დალაგდეს. შესაბამისად, ამ ფაქტორების მიხედვით დგინდება ახლო მანძილი. ზუსტი მანძილი განისაზღვრება ძირითადად ახლო მანძილის შემთხვევაში. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ დასკვნაში მითითებული ნაჭდევები, რაც სიკვდილამდეა განვითარებული, შესაძლებელია, მიყენებული იყოს გასროლის შედეგად დაცემით. არსებული დაზიანებიდან გამომდინარე, რა მიზანმიმართულ მოძრაობებს და რამდენს გააკეთებდა ადამიანი, კომპლექსური ექსპერტიზის გარეშე არ დგინდება, მაგრამ გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, მოძრაობის შესრულება, რადგან ლიტერატურაში აღწერილია, რომ თავმოკვეთილ ადამიანსაც კი შეუძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. საქმის მასალებით, ფოტოსურათებით, არსებული მონაცემებით, თუ რა პოზაში იყო ადამიანი, როცა დაზიანებას იღებდა, უნდა მოხდეს ვითარების რეკონსტრუქცია.

5.1.27. ექსპერტმა ც------ მ---------ემ, თავის მხრივ, დაადასტურა დასკვნის ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ნაწილი, ჩატარებული შ--–-- მ---------ის გვამიდან აღებულ ნიმუშებზე.

5.1.28. 2018 წლის 3 ივლისის, რ----- გ-----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, რ----- გ-----------ს მიერ წარდგენილ იქნა მის სახელზე რეგისტრირებული, ,,ნაგანის‘‘ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, რომელზეც ბარაბნის გვერდით მეტალზე ამოტვიფრულია ПР 33. მარცხენა მხარეს მეტალზე ამოტვიფრულია ვარსკვლავის ნიშანი, რომლის ქვემოთ ამოტვიფრულია 1941. რევოლვერის ბარაბანში ჩადის 7 ვაზნა. მასში მოთავსებულია 5 გაუსროლელი ვაზნა და ერთი გასროლილი ვაზნა. მოხდა მოცემული რევოლვერის განმუხტვა. რ----- გ-----------ს მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა მოცემული ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერის სარეგისტრაციო მოწმობა, გაცემული მის სახელზე 04.12.2012 წ. (კატეგორია A, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება).

5.1.29. ქიმიური ექსპერტიზის N---/რან დასკვნით, წარდგენილი იარაღის ლულიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა, ე.ი. ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

5.1.30. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლიკა ხუფენიამ და განმარტა, რომ ანაწმენდზე არსებულ ნახშირის ნაწილაკებზე ჩატარდა ქიმიური გამოკვლევა, რის შედეგადაც დაფიქსირდა NO2 არსებობა (დენთის წვის პროდუქტი), რაც ნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ნაწარმოებია გასროლა.

5.1.31. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, ერთი ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ,,7,62 mm Nagant‘‘ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისთვის‘‘. გამოსაკვლევი ერთი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერის გაცვეთილი ლულიდან.

5.1.32. ბალისიტიკური ექსპერტიზის N------- დასკვნით:

· გამოსაკვლევი NПР33 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. რეკონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება;

· 5 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის‘‘; აღნიშნული 5 ცალი, 7,62 მმ კალიბრის ვაზნა წარმოდგენილ მდგომარეობაში არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად;

· 11 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის‘‘; აღნიშნული 11 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, წარმოდგენილ მდგომარეობაში არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად;

· ერთი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის, 1895 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების რევოლვერ ,,ნაგანისათვის‘‘. აღნიშნული ერთი ცალი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის N ПP33 რევოლვერში;

· დადგენა იმისა, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი მასრა და ტყვია შეადგენდა თუ არა გასროლამდე ერთ მთელს, ვერ მოხერხდა;

· შ--–-- მ---------ის გვამიდან ამოღებული და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია-მასროთეკაში მოთავსებული, 7,62 მმ კალიბრის ერთი ტყვია გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის‘‘ სისტემის NПP33 რევოლვერიდან.

5.1.33. საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---- ბ---–----ემ დაადასტურა ორივე ამ დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ბალისტიკური გამოკვლევისათვის წარდგენილი იყო ერთი დალუქული ფუთა, წარწერით: შ--–-- მ---------ის გამოკვლევისას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ნანახი უცხო სხეული - ტყვია. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ფუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ტყვია. პარამეტრები შეადარა საცნობარო მონაცემებს და დადგინდა, რომ აღნიშნული ტყვია წარმოადგენს 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანისთვის‘‘ განკუთვნილი ვაზნის შემადგენელ ნაწილს. ტყვია დათვალიერდა მიკროსკოპის მეშვეობით, დადგინდა, რომ აღნიშნული ერთი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 7,62 მმ კალიბრის ,,ნაგანის“ რევოლვერის გაცვეთილი ლულიდან. იარაღში ტყვიის გასროლის შედეგად ტყვიაზე აღიბეჭდება ლულის ხრახნილების კვალი. რაც მეტ ხანგრძლივ როტაციაშია იარაღი, მით უფრო ცვდება ლულის ველები. რაც სუსტად გამოხატულია კვალი, მით გაცვეთილია ლულა, თუმცა საკმარისი ნიშნებია იმისათვის, რომ ვარგისი ყოფილიყო. გამოკვლეულ ხუთივე ვაზნას კაფსულის ძირზე აღენიშნებოდა მრავალჯერადი დაცემის კვალი. ვარგისიანობის დასადგენად ხუთივე ვაზნა მოათავსა საშტ----- იარაღის დოლურაში და მოხდა მათი გასროლის მცდელობა, მაგრამ, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, არცერთ შემთხვევაში არ გაისროლა, შესაბამისად, დასკვნაში მიუთითა, რომ უვარგისია სროლისათვის და გამოსაყენებლად. მოწმის განმარტებით, რევოლვერის ტიპის იარაღში, განსხვავებით პისტოლეტებისგან, ყოველი გამოკვრის ანუ გასროლის შემდეგ ხდება დოლურის/ბარაბნის გადატრიალება და ახალი ვაზნის მიწოდება გასასროლად, დოლურაში უნდა მოთავსდეს ვაზნა, შეუპირისპირდეს ხელით ლულას და შემდეგ ჩახმახის გადმოწევა და გასროლა ხელის მოქმედებასთან უნდა მოვიდეს, ჩახმახისთვის ხელის გამოკვრის გარეშე იარაღი არ გაისვრის. ექსპერტმა, ასევე, აჩვენა, რომ იმავე ფუთაში მოთავსებულ ერთ ცალ მასრას კაფსულაზე აღენიშნებოდა საცემელის რამდენიმეჯერადი ზემოქმედების კვალი, რაც ნიშნავს, რომ ამ გასროლამდე შესაძლოა რამდენჯერმე სცადეს გასროლა. ყველა ცეცხლსასროლ იარაღს აქვს თავისი ინდივიდუალური ნიშნები, რომელიც კვალს ტოვებს. შესაბამისად, ამ იარაღის ნიშნები სხვა ,,ნაგანის“ რევოლვერს ვერ ექნება. ანუ გამოკვლეული მასრა გასროლილია იმავე ,,ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან, რაც გამოიკვლია. თუ დაზიანებულია კაფსულა, ან დენთია დანესტილი, გასროლა ვერ მოხდება. იგივეა, თუ კაფსულის შიგთავსის მდგრადობა დაზიანებულია, არ შეიძლება მოხდეს კაფსულიდან ნაპერწკლის გავარდნა. შეიძლება, დენთი მშრალი იყოს, მაგრამ კაფსული იყოს დაზიანებული და შესაბამისად, მაინც არ მოხდება გასროლა. ზოგადად რევოლვერების და პისტოლეტებისთვის სამიზნე მანძილი 50-60 მეტრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყვია იმის იქით არ მიფრინავს. რევოლვერებისა და პისტოლეტებისთვის საშუალო მანძილი, რა დროსაც დამაზიანებელ ეფექტს ინარჩუნებს, არის 150-300 მეტრამდე. ამის შემდეგ ტყვია მიფრინავს ჩვეულებრივი ტრაექტორიით, ხოლო ექნება თუ არა დამაზიანებელი ეფექტი, არ იცის. მეორე ფუთაში არსებული 14 ცალი ვაზნიდან 11 ცალი ვაზნა უვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო 1 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია, თუმცა ეს ვაზნა არ იყო განკუთვნილი ,,ნაგანის‘‘ სისტემის ამ იარაღისათვის. ასევე, ,,ნაგანისთვის‘‘ განკუთვნილი არ იყო არც დარჩენილი 2 ვაზნა. დასკვნის ის ნაწილი, სადაც წერია 13 ცალი ვაზნა, არის გამომძიებლის კითხვა პირდაპირ გადმოტანილი, თვითონ კი დაადგინა, რამდენიც იყო რეალურად, ანუ 14 ვაზნა. გვამიდან ამოღებული ტყვია გასროლილია ზუსტად იმ იარაღიდან, რომელიც გამოსაკვლევად გადაეცა. რაც შეეხება ტყვიის და მასრის ერთობლიობას, აღნიშნულ ტყვიასა და მასრაზე არ აისახა იმ კერძო და ინდივიდუალური ნიშნების ერთობლიობა, რომელთა მიხედვით ცალსახად დადგინდებოდა, შეადგენდა თუ არა გასროლამდე ეს ტყვია და მასრა ერთ მთელს. ამასთან, დაადგინა, რომ როგორც ტყვია, ისე - ვაზნა გასროლილია წარდგენილი იარაღიდან. ამავდროულად, მოწმემ განმარტა, რომ გაცვეთილი ლულის შემთხვევაში იცვლება იარაღის სროლის სიმჭიდროვე, გარკვეული გადახრები აქვს, ტრაექტორიაც, შესაბამისად, არასტაბილურია. მოცემული იარაღის ნაწილები და მექანიზმები, მათ შორის, ჩახმახიც, სრულ მწყობრშია, მხოლოდ ლულაა გაცვეთილი. ამასთან, ჩახმახის გადმოწევის გარეშეც, შესაძლებელია, მოხდეს გასროლა, უბრალოდ, მაგ შემთხვევაში ცოტა მეტი ძალაა საჭირო, ვიდრე გადმოწეული ჩახმახის შემთხვევაში.

5.1.34. სასამართლომ, ასევე, გამოიკვლია დაცვის მტკიცებულებები, კერძოდ: გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის დასკვნა, რამდენად შესაძლებელია სროლისათვის უვარგისი ვაზნა რამდენჯერმე ნემსის (დამცემი, საცემელი) დარტყმის შედეგად (მოახდინოს) მოვიდეს მოქმედებაში (მოახდინოს გასროლა), რომლის თანახმადაც:

1. კაფსულის შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის უვარგისობამ შესაძლებელია გამოიწვიოს აალების შეყოვნება ან ფუჭი დარტყმა, რა დროსაც ნარევი დეტონირდება გვიან ან სულაც არ დეტონირდება, მაგრამ განმეორებითი დარტყმის შედეგად სხვა ადგილზე შეიძლება მოხდეს ნარჩენი ნარევის დეტონირება, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, სროლისათვის უვარგისი ვაზნა რამდენჯერმე ნემსის (დამცემი, საცემელი) დარტყმის შედეგად მოვიდეს მოქმედებაში (მოახდინოს გასროლა), რაც არაერთხელ მომხდარა პრაქტიკაში;

2. საბჭოური იარაღის და საბრძოლო მასალის წარმოების ტექნოლოგიები, მათ შორის, დენთი, კაფსულის შემადგენელი ნაწილები, ასევე, დამკალიბრებელი ხელსაწყოები იყო საერთო სერიული წარმოების, ამიტომ ,,ნაგანის‘‘ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღში რამდენჯერმე ნემსის (დამცემი, საცემელი) დაცემის შემდეგ, შესაძლებელია, მოვიდეს მოქმედებაში ვაზნა, რომელზეც რამდენჯერმე არის განხორციელებული ნემსას (დამცემი, საცემელი) ზემოქმედება;

3. ენდოსკოპის მეშვეობით იარაღის გამოკვლევით დადგინდა, რომ გააჩნია ცვეთის გარკვეული ხარისხი, კერძოდ, ლულის (ხრახნული) ნაჭდევები, მინდორი გაცვეთილია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გასროლისას სამიზნის დაზიანების სიბღუჯის გაშლა. ამიტომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღით დამიზნებით გასროლა სავარაუდოდ 200 მ (მიზნის დასაზიანებლად) ფაქტიურად შეუძლებელია, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღების (პისტოლეტების და რევოლვერების) დამიზნების მაქსიმალური მანძილი შეადგენს 50 მეტრს.

5.1.35. დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დასკვნის ავტორმა გ--------------–---–მა და განმარტა: ,,ნაგანის‘‘ ლულა იმ დონეზეა გაცვეთილი, რომ სროლა შეუძლია, მაგრამ ტერმინალზე მოხვედრის შემდეგ აუცილებლად იქნება დარღვეული ლუფტი, სროლის სიბღუჯე. სასროლად ვარგისია და უპრობლემოდ შეიძლება ტერმინალის დაზიანება. ვაზნების კაფსულები დაზიანებულია, მასრასაც ჰქონდა დაზიანებული კაფსული. ოდნავ რომ გადატრიალდეს ბარაბანი, უკვე სხვა ადგილას ურტყამს თუნდაც მიკრონით. კაფსულები დამზადებულია ძველი მოდიფიკაციით და გააჩნია გარკვეული გამოშრობის შესაძლებლობა და არ ნიშნავს, რომ კაფსულა არ გაისვრის. იმ შემთხვევაში, თუ ნემსა ურტყამს მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ადგილზე, გასროლა არ მოხდება, მაგრამ საკმარისია, ოდნავ სხვა ადგილზე მოახდინოს დარტყმა ნემსამ, შესაძლებელია მომენტალურად აალება, რაც ხშირად ჰქონია პრაქტიკაში. პოლიციის აკადემიაში სწავლებისას მსროლელს უხსნიან, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არავითარ შემთხვევაში არ შემოატრიალონ, პირდაპირ უნდა ეჭიროთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ რამდენიმე დაცლის შემდეგ გაუსვრია, განსაკუთრებით ძველ ვაზნებს ახასიათებს ასეთი არატექნოლოგიური პროცესი. მიკროსკოპის ქვეშ გამოიკვლია 1 ცალი მასრა, რომელსაც აღენიშნებოდა ოდნავ გვერდზე ადგილზე დანაცემი, დამატებითი დანაცემი. ამ დაზიანებას შეეძლო აალების გამოწვევა. აალება შესაძლებელია დოლურას ოდნავ გადატრიალებითაც, რაც პრაქტიკაში ხდება. კონსტრუქციულად ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღს ბევრი ნაკლოვანება გააჩნია. იარაღის განსამუხტად, გასასროლად, ძალიან დიდი ძალის მოდებაა საჭირო, მაგრამ თუ ჩახმახი გადმოწეულია, თავისუფლად შეიძლება გამოკვრის შედეგად მოხდეს გასროლა. განმუხტვის შედეგად ბარაბნის საჭერი და ვაზნების გამოსაყრელი პირის გაწევისას შეიძლება მოხდეს გასროლა. თუ თითი შიგნითაა და ადამიანმა გამოწია ვაზნების ამოსაყრელი და დოლურას დამჭერი ღერძი, აუცილებლად მოხდება გასროლა, ანუ იმდენი ძალა თავისუფლად ყოფნის, რომ გასროლა მოხდეს, რადგან ლუფტს ითვალისწინებს. ასევე, თუ ჩახმახი არ არის გადმოწეული, ლუფტი აძლევს საშუალებას, რომ მოახდინოს დაცემა, იმ განსხვავებით, რომ ცოტა მეტი ძალა სჭირდება ვიდრე შეყენებულ ჩახმახს. კაფსულის დაძველების შემთხვევაშიც ერთმა რომელიმე კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს აალება. სროლისთვის უვარგისმა ვაზნამაც შეიძლება გამოიწვიოს გასროლა. აღნიშნული სამართლებრივად ვერ აისახება დასკვნაში, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით შესაძლებელია. დამიზნების მანძილი რევოლვერების და პისტოლეტების არის 25-დან 50 მეტრამდე, ამის შემდეგ დამიზნების მანძილი ნაკლებია, რადგან გაფანტვა არის დიდი და პროფესიონალი მსროლელის შემთხვევაშიც კი, თითქმის შეუძლებელია მიზანში გარტყმა. ცეცხლსასროლ იარაღებს სპეც. ლულებს უკეთებენ, რომ 100 მეტრის შემდეგ მოხვდეს.

5.1.36. 2018 წლის 12 სექტემბრის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადვოკატ რ---–---- ა----–---–ის მიერ დათვალიერდა თბილისში, ვ---------–---, მ------------------–----------------–-- მ-------------–--- მდებარე N--------. ბინაში ხელმარცხნივ განთავსებულია სამზარეულო, ხელმარჯვნივ საძინებელი, ჰოლიდან პირდაპირ შევდივართ მისაღებ ოთახში, კარიდან ხელმარჯვნივ დგას კედლის ავეჯი, მარცხენა მხარეს დგას დივანი და ორი სავარძელი, კარიდან პირდაპირ დგას ტელევიზორი. მისაღებ ოთახში კარიდან ხელმარცხნივ არის ფანჯარა, ფანჯრის ქვემოთ კედელთან დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი, გამათბობლის გვერდით მარცხენა მხარეს დგას სავარძელი, შუაში დივანი და პატარა ზომის მაგიდა, მარჯვენა მხარეს - მეორე სავარძელი. ფანჯრიდან პირდაპირ მოჩანს 1--–------------------- კედელი, მარჯვენა მხარეს ფანჯარიდან მოჩანს ვ---------–---, 1--–---------, 2--- კორპუსი. გაზის გამათბობელსა და ფანჯარას შორის დამონტაჟებულია მილი, სახაზავის საშუალებით გაზომილ იქნა ფანჯარასა და გამათბობელს შორის დაშორება, რამაც შედგინა 41 სმ. გადაღებულ იქნა ფოტოსურათები.

5.1.37. მსჯავრდებულ რ----- გ-----------ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 29 ივნისს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ვ---------–---, მ----------------–------ კორპუსში. 30 ივნისს შვილიშვილი გ------- გ-----------ც მივიდა მასთან, გეგმავდნენ მეზობელ ნ------- ც---–---ესთან ერთად სათევზაოდ წასვლას, მაგრამ კვირას ვერ წავიდნენ, რადგან ნ-------ს არ ეცალა. კაუჭების შესაძენად ლილოს ბაზრობაზე იყო გ-------სთან ერთად, შემდეგ სახლში იყვნენ, საღამოს ნ------- ც---–---ე ესტუმრათ ფეხბურთის საყურებლად, თან ერთ ბოთლ ლუდს სვამდნენ. მოგვიანებით, შესვენების დროს გაახსენდა, რომ მანქანისთვის ქანჩი სჭირდებოდა. რომ არ დავიწყებოდა, უნდოდა მოეძებნა და მანქანის გასაღებთან ერთად დაედო, რომ მის გარეშე არ წასულიყო სათევზაოდ. ქანჩი ედო იმავე ადგილზე, სადაც ,,ნაგანის‘‘ რევოლვერი ინახებოდა. ამის გამო გაახსენდა, რომ იარაღი გაფორმების შემდეგ, წლების მანძილზე, გაუწმენდავი იყო, მიტანის დღიდან არ გამოუღია. მოინდომა იარაღის გაწმენდა, აიღო საწმენდი საშუალებები - ტილო, ჯაგრისი, სპირტი, გამოვიდა და ჩაილაპარაკა, დიდი ხანია არ გამიწმენდიაო. საწმენდები მაგიდაზე დადო და ნ-------თან ზურგით, ღია ფანჯარასთან დადგა, ცალი ფეხით კუთხურად იდგა სავარძელსა და ფანჯარასთან მდგარ გამათბობელს შორის, ფანჯარასთან უკიდურეს მარცხენა მხარეს. უნდოდა იარაღი განემუხტა, ვაზნა თვითონ არ ჩაუდია. იარაღი ფანჯარაში გაყოფილი არ ჰქონია, ფანჯრიდან არ იყო დაშორებული, კედელთან იდგა მიყრდნობილი, მარცხენა ხელში იარაღი ეჭირა, მარჯვენათი ხსნიდა, იარაღი ცერად ეჭირა, თითი სასხლეტში ჰქონდა, იარაღმა დაისხლიტა და წამებში, მისი გაუფრთხილებლობის გამო, მოხდა გასროლა. ოთახში გავარდა, სასწაული ხმა ჰქონდა, არასდროს ამ იარაღიდან არ ჰქონდა გასროლილი და ხმაც არ იცოდა. გ------- ხმაურზე შევიდა ოთახში, ნ-------საც შემცბარი სახე ჰქონდა. თვითონაც არ მოელოდა, ფუჭი პატრონები იყოო, ნ-------ს განერვიულებულმა უთხრა. მოულოდნელობისგან არასასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, აიღო საწმენდები და იარაღთან ერთად, თავის ადგილზე დააბრუნა. ფეხბურთის შემდეგ ნ-------ი სახლში წავიდა. მეორე დღეს (ორშაბათს), შვილიშვილთან და მეზობლებთან ერთად, სათევზაოდ წავიდა, ნ-------ი არ წასულა. დაბრუნდნენ უკვე 2-ში, ღამის სამი საათისთვის. დაიძინეს, რის შემდეგაც ისევ შვილიშვილთან ერთად ასუფთავებდა მანქანას, რა დროსაც ეზოში პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ. მეზობელმა უთხრა, რომ მაცხოვრებლების საბუთებს ამოწმებდნენ. შვილიშვილი სახლში აგზავნა, თუ მიაკითხავდნენ, დაეძახა. მანქანის გასუფთავებას რომ მორჩა, სადარბაზოში შეხვდნენ პოლიციელები. მიესალმნენ ერთმანეთს და გზა გააგრძელეს. 10-15 წუთის შემდეგ მივიდნენ მასთან და ჰკითხეს ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით. გამოუტანა ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერი და სანადირო თოფი, საბუთებთან ერთად, ამონაწერი გააკეთეს და დაემშვიდობნენ. 10-15 წუთში ისევ დაბრუნდნენ, უთხრეს, რომ რაღაც დაავიწყდათ. ისევ გამოიტანა იარაღები, ჩაატარეს ჩხრეკა, პაკეტებში რაღაც დალუქეს და უთხრეს, რომ განყოფილებაში იქნებოდა საჭირო წასვლა. გამოიცვალა და ეზოში ჩავიდა, სადაც ელოდებოდნენ. პოლიციელების მანქანაში ადგილი არ იყო და ამიტომ საკუთარი მანქანით წავიდა განყოფილებაში. შემდეგ საკმაოდ გვიან გაიგო, რომ გარდაცვლილი იყო შ--–-- მ---------ე. შ--–-- მ---------ეს ახლოს არ იცნობდა, ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე - მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში, მოუწია მასთან შეხვედრა, ტელეფონზეც ესაუბრა. მეზობლის გოგონას ლიფტში კაცის შეშინებია და ამასთან დაკავშირებით ესაუბრა, იქვე ახლოს ცხოვრობდა თურმე, არ იცოდა არც მისი საცხოვრებელი და არც ნანახი ჰყავდა. მასთან შეხვედრისას კორპუსის თავმჯდომარეც გამოვიდა, ავიდნენ მ-------------–---, იმ გოგონას ოჯახში, სადაც ქალბატონმა ნადეჟდა ოგანეზოვამ, დედამ, უთხრა, რომ ბავშვი შეშინებულა, რადგან ლიფტის კარი არ მუშაობდა, ლიფტიორი კი არემონტებდაო. გაირკვა ყველაფერი და ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ მას და შ--–--ს, ხელი ჩამოართვა, არაერთხელ მოუბოდიშა, გადაკოცნა, პატიება სთხოვა და დაიშალნენ. მეტჯერ არც შეხვედრია და არც ტელეფონით უსაუბრია. გოგონას შეშინების თაობაზე კი მარკეტში მიმავალმა გაიგო მეგობრის - სურენ ოგანეზოვისგან, რომელიც ფაქტის გამო გაღიზიანებული იყო. მაღაზიიდან დაბრუნებულმა ლიფტიორის ნომერზე დარეკა, რაც კარზე ეწერა და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შენობების და იმის გათვალისწინებით, რომ გამათბობელი 40 სმ-თაა დაშორებული კედლიდან, ასევე, 40 სმ-მდე სისქის არის კედელი, თან მისი აღნაგობის მხედველობაში მიღებით, ნახევარი ტანით უნდა გადასულიყო ფანჯარაში, ხელი უნდა გაეყო, რომ 2---------------კენ გაესროლა, რაც ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელია. ფანჯრიდან არა მარტო გარდაცვლილის კორპუსი, მთლიანად საცხოვრებელი ჩანს ძალიან ცუდად. კედელს თავი უნდა მიადო, რომ გამოჩნდეს, მარჯვენა მხარეს ჩანს ის საცხოვრებელი. იმ კორპუსში აივანზე გამოსული ადამიანი დღისით არ ჩანს, ღამით კი, 12 საათზე ხილვადობა თითქმის ნულის ტოლია, თან გარე განათება ხან არის, ხან - არა და იქ ადამიანის შემჩნევა შეუძლებელია. ამ ვითარებაში დამიზნებით სროლა შეუძლებელია, რადგან მაშინ კედელს უნდა აეკრა. ფანჯარის კუთხიდან ის კუთხე ჩანს, მაგრამ შეუძლებელია სროლა იმ ადამიანისგან, ვინც ცაცია არ არის. თან შეუძლებელია, სხეულთან ახლოს ხელით განმუხტვის დროს დაუმიზნო ადამიანს, ასე ვერც კედელსაკრული დაუმიზნებ. ,,ნაგანის‘‘ იარაღი ბიძაშვილმა აჩუქა და გაიფორმა, მაშინ მოსთხოვეს ბალისტიკისთვის 3 ვაზნა, გასინჯეს და 1 კვირის შემდეგ დაურეკეს, რომ გაფორმებული იყო და წაეღო. მასთან ერთად ჰქონდა ძველი ვაზნებიც, რაც პეკინის ქუჩაზე, მაღაზია ,,დიანაში‘‘, სასროლეთში გასინჯა, არცერთმა არ გაისროლა, ჩააწყო პარკში და წლების განმავლობაში ასე ინახებოდა. რადგან სასროლეთში ყველა ვაზნაზე იყო მომხდარი მექანიკური ზემოქმედება და არცერთმა არ გაისროლა, ამიტომ არ უნდა გავარდნილიყო, მისი აზრით, რადგან არცერთი ტყვია ახალი არ ყოფილა, ახალი იყო მხოლოდ ის, რომელიც 5,6 კალიბრის იარაღს ეკუთვნის.

5.1.38. ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, მათ შორის, მოწმეების: მ------------ელიძის, ი-----–- კ-----------------------------------------------------------------–----–-–---–------------------------–---–-----------------------–--------------------------------------------–---–---–------–------------–---–-----------------–---–--- გ------- გ-----–-–---–--------------------------------------------------–---–------- გამოკითხვის ოქმები, ასევე, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, მათში ასახულ ინფორმაციას მიენიჭა პრეიუდიციული ძალა.

5.2. სამართლებრივი შეფასება

5.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუც------ დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუც------ სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

5.2.2. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

5.2.3. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

5.2.4. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

5.2.5. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

5.2.7. ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით განსახილველ შეთხვევაში, სააპელაციო პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. კერძოდ, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ----- გ-----------ს მიერ ჩადენილია განზრახ მკვლელობა, პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ----- გ----------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

5.2.8. პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

5.2.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

5.2.10. სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

5.2.11. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

5.2.12. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლია მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილი იყო მხარეთა მიერ, შეაფასა თითოეული ცალ-ცალკე და ერთობლიობაში და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ რ----- გ----------მა გასროლა განახორციელა ვ---------–----ის 1---–-------–---------------------------- მიმართულებით, რა დროსაც ის მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით.

5.2.13. განსახილველ შემთხვევაში ის გარემოება, რომ სწორედ რ----- გ-----------ს იარაღიდან გასროლამ გამოიწვია დაზარალებულ შ--–-- მ---------ის გარდაცვალება, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, ამ საკითზე პალატაც აღარ გაამახვილებს ყურადღებას. სააპელაციო განხილვის ძირითადი საგანია მსჯავრდებულის განზრახვის დადგენა. ბრალდება ამტკიცებს, რომ გ----------ს გასროლისას ამოძრავებდა არაპირდაპირი განზრახვა. თავის მხრივ, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ შემთხვევა მოხდა მსჯავრდებულის გაუფრთხილებელი მოქმედებით, კერძოდ რ----- გ----------ს იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა და დაზარალებულის მკვლელეობა მისი განზრახვა არ ყოფილა. კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითია ის, თუ დასახელებული ორი პოზიციიდან რომელია სწორი, ანუ რომელი დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

5.2.14. იმისთვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს განზრახ დანაშაულის, მოცემულ შემთხვევაში მკვლელობის ჩადენა, უნდა წარმოჩინდეს როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური მხარე - ჰქონდა თუ არა რ----- გ----------ს ამგვარი განზრახვა, თუნდაც არაპირდაპირი. ეს უნდა დადგინდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზით, კერძოდ, უნდა შეფასდეს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მოტივი, მიზანი და სხვა.

5.2.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღინიშნა და მას სააპელაციო პალატაც ეთახმება, რომ განსახილველ საქმეში გამოძიების მიერ არ გამოკვეთილა მცდელობის ჩადენის მოტივი და მიზანი, რომელიც ქმედების შემადგენლობის სუბიექტური ელემენტებია და სავალდებულოდ დასადგენია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გადასაწყვეტად. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თავად ბრალდების მხარემ გამორიცხა რ----- გ-----------ს მხრიდან მკვლელობის პირდაპირი განზრახვით ჩადენა. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, მოწმეთა მიერ გაცხადებულ, ერთი თვისა თუ თვენახევრის წინანდელ უსიამოვნო შემთხვევასასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ თითოეული მოწმე, ვინც ირიბად მაინც იცოდა აღნიშნულის თაობაზე, მათ შორის, გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები აცხადებენ ერთადერთს, რომ მათ შორის მალევე აღმოიფხვრა გაუგებრობა და რ----- გ----------მა ბოდიშიც კი მოუხადა შ--–-- მ---------ეს. ამ გაუგებრობის თვითმხილველმა მოწმემ - ვ-–- ბ--------ემ თავის ჩვენებაში დამაჯერებლად და დარწმუნებით ახსნა, რომ აღნიშნულ გაუგებრობას არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა არანაირი გაგრძელება და არ შეიძლებოდა რ----- გ----------ს შ--–-- მ---------ის მიმართ რაიმე ცუდი განზრახვა ჰქონოდა. საგულისხმოა, რომ, მანამ, სანამ ექსპერტმა არ განაცხადა, რომ შ--–-- მ---------ე ტყვიით იყო გარდაცვლილი, მისი ოჯახის წევრებს არც კი გახსენებიათ ერთი თვის თუ თვენახევრის წინანდელი გაუგებრობა, რაც მალევე ბრალდებულის ბოდიშით და შერიგებით დასრულდა, და ფიქრობდნენ, რომ შ--–-- მ---------ე გულით იყო გარდაცვლილი.

5.2.16. იმისათვის, რომ პირის მსჯავრდება მოხდეს მკვლელობის არაპირდაპირი განზრახვით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ კონკრეტული ქმედების განხორციელებისას პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

5.2.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ რ----- გ----------მა დამიზნებით განახორციელა გასროლა გარდაცვლილ შ--–-- მ---------ის საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით, რა დროსაც იგი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის (შ--–-- მ---------ის ან მითითებულ კორპუსში მაცხოვრებელი სხვა ნებისმიერი პირის მოკვლის) შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

5.2.18. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა მოწმე ნ------- ც---–---ის ჩვენება, რომელიც სასამართლოში დაკითხული ერთადერთი თვითმხილველი მოწმეა (რამდენადაც ბრალდებულის შვილიშვილმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ამ ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 ივლისის, საღამოს მოწმე იმყოფებოდა რ----- გ-----------ს საცხოვრებელ სახლში და ერთად უყურებდნენ ფეხბურთს, თან სვამდნენ ლუდს. საფეხბურთო მატჩს შორის შესვენებისას, რ----- გ----------მა ოთახიდან გამოიტანა ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღი, რომელიც მან პირველად ნახა რ----- გ-----------ს ხელში, თქვა, რომ იარაღში დაზიანებული ტყვიები ეწყო და უნდა გაესინჯა, ამოელაგებინა. დადგა ფანჯარასთან, მისკენ ნახევრად ზურგით, ფანჯრის ცოტა გვერდით, თან ხელში იარაღს ატრიალებდა, რა დროსაც მოხდა გასროლა. მოწმემ სასამართლოს გადმოსცა, ასევე, რ----- გ-----------ს რეაქცია გასროლაზე, თქვა, რომ გასროლის შემდეგ რ-----ი გაოგნებული, გაფითრებული სახით შეტრიალდა მისკენ და კითხვაზე, თუ რატომ გაისროლა, უპასუხა, გასინჯვა მინდოდა, დაზიანებული ტყვიები იყო, უნდა ამომეღო და უცბად გამივარდაო.

5.2.19. სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე მოწმე ნ------- ც---–---ის გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, რომელიც ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე და რომელშიც მოწმეს მითითებული აქვს, რომ რ----- გ----------მა სროლა განახორციელა 1--–---------ს 2--------------- მიმართულებით, სადაც ცხოვრობდა გარდაცვლილი შ--–-- მ---------ე. საქმის არსებითი განხილვისას (ისევე, როგორ გამოკითხვის ოქმშია მითითებული) მოწმემ ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სროლის განხორციელების დროს რ----- გ----------- მისგან ზურგით იდგა. ასეთ ვითარებაში, ოთახში არსებული ნივთების განლაგების, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ სად იჯდა მოწმე გასროლის მომენტში და სად მდებარეობს ფანჯარა, რომლიდან გასროლილმა ტყვიამაც იმსხვერპლა შ--–-- მ---------ე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, ნ------- ც---–---ეს დაენახა რ----- გ-----------ს ხელის და იარაღის მიმართულება. ეს გარემოება თავად მოწმემაც ცალსახად დაადასტურა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში.

5.2.20. მოწმე ნ------- ც---–---ის ჩვენებასთან თანხვერდაშია თავად ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ზუსტად ემთხვევა გასროლის მომენტის ნ------- ც---–---ისეულ აღწერას, მათ შორის გასროლის მომენტში რ----- გ-----------ს ღია ფანჯარასთან მოწმისგან ზურგით დგომის თაობაზე. ბრალდებულის განმარტებით, ის ცალი ფეხით, კუთხურად იდგა სავარძელსა და ფანჯარასთან მდგარ გამათბობელს შორის, ფანჯარასთან უკიდურეს მარცხენა მხარეს, კედელთან მიყრდნობილი, იარაღი ფანჯარაში გაყოფილი არ ჰქონია, განსამუხტად მარცხენა ხელში ცერად ეჭირა, ხოლო მარჯვენათი ხსნიდა, თან დაუდევრად თითი სასხლეტში ჰქონდა, რა დროსაც იარაღმა დაისხლიტა და წამებში მოხდა გასროლა. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მათთვის მოულოდნელი იყო, არც რ----- გ----------ს და არც ნ------- ც---–---ეს არ უფიქრიათ გასროლის შედეგად რაიმე სახის ლეტალურ შედეგზე და მათ ჩვეულებრივ გააგრძელეს ტელევიზორის ყურება.

5.2.21. სასამართლომ ხაზი გაუსვა შ--–-- მ---------ის საცხოვრებელი სახლის (კორპუსის) მდებარეობასა და მანძილს ბრალდებულისა და გარდაცვლილის საცხოვრებელ კორპუსებს შორის. დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ--------- უ--------–--ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ მათი კორპუსი გზიდან შეწეულია და წინ საკმაოდ დიდი ეზო აქვს. მოწმე ს-------- მ---------ემ განაცხადა, რომ მამის ბინიდან გახედვისას წინ არაფერი დგას, ხელმარცხნივ დისტანციაზე შემაღლებულზეა კორპუსი, საიდანაც გასროლა მოხდა და მანძილი ამ კორპუსებს შორის დაახლოებით 150-200 მეტრამდეა. იგივეზე მიუთითეს მოწმეებმა - მ--- მ---------ემ და ვ-–- ბ--------ემ, რომლის ჩვენებითაც, კორპუსებს გზა ჰყოფს და შ--–-- მ---------ის კორპუსი ცოტა ქვევით, გზის მეორე მხარესაა. იგივე განაცხადეს პოლიციის თანამშრომლებმა - მ-----– ბ----–-–---–მა, ი-----–- ჯ-------ა, კ--- ს-----ემ, ლ-–- ტ----–---–მა. ამასთან, მოწმე ნ------- ც---–---ის ჩვენებით, მათი კორპუსი დგას მაღალზე, 1--–---------ს კორპუსი შედარებით დაბალზეა, მათსა და გარდაცვლილის კორპუსს შორის დაახლოებით 200 მეტრი დაშორება იქნება და შ--–-- მ---------ის კორპუსი რ----- გ-----------ს ბინის ფანჯრიდან, საიდანაც განხორციელდა გასროლა, მხოლოდ საგანგებოდ გახედვის, ფანჯარაზე გადაწევის შემთხვევაში ჩანს.

5.2.22. როგორც მოწმე ნ------- ც---–---ემ განაცხადა, რ----- გ----------- ფანჯრიდან არ გადაწეულა, იგივეს აცხადებს მსჯავრდებულიც. ასეთ ვითარებაში, მსჯავრდებულსა და გარდაცვლილის საცხოვრებელი კორპუსების მდებარეობის გათვალისწინებით, სასამართლო გამორიცხავს ბრალდებულის მხრიდან დამიზნებით გასროლის შესაძლებლობას შ--–-- მ---------ის კორპუსის მიმართულებით. ასევე, გამორიცხავს ყოველგვარი მოტივის გარეშე, თუნდაც ტყვიის გასინჯვის მიზნით (რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს), კორპუსის მიმართულებით მიზანმიმართულ სროლას, მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის კორპუსის წინ თავისუფალი სივრცეა.

5.2.23. მნიშვნელოვანია ასევე სპეციალისტების/ექსპერტების მიერ სასამართლოსთვის მიცემული განმარტებები მათ მიერ გაცემულ დასკვნებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბრალდებულის განცხადება ვაზნების ვარგისიანობაზე და სპეციალისტების დასკვნა ემთხვევა ერთმანეთს. კერძოდ, რ----- გ----------მა განაცხადა, რომ ახალი ტყვია იარაღში არ ჩაუდია და მასში ეწყო ძველი ვაზნები, რომლებიც შემოწმებული ჰქონდა პეკინზე არსებულ სასროლეთში, იარაღის მაღაზია ,,დიანაში‘‘ და არცერთმა არ გაისროლა.

5.2.24. ექსპერტ ვ---- ბ---–----ის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღიდან ამოღებული 5 ცალი ვაზნა და 11 ცალი ვაზნა, რაც ბინის ჩხრეკისას სეიფიდან იქნა ამოღებული, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად. მათზე აღინიშნებოდა საცემელის მრავალჯერადი ზემოქმედების კვალი. ყველა მათგანი შემოწმდა და არცერთმა არ გაისროლა. აღნიშნული გარემოება ადასტურებს ბრალდებულის ჩვენების სინამდვილეს ვაზნების ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რამდენადაც რ----- გ-----------სგან ამოღებულ ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერში მოთავსებული ყველა ვაზნა, ისევე, როგორც დანარჩენი ვაზნები, განკუთვნილი ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღისთვის, აღმოჩნდა გამოსაყენებლად უვარგისი.

5.2.25. მართალია, ექსპერტმა ვ---- ბ---–----ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ შეუძლებელია სროლის განხორციელება უვარგისი ვაზნით, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ალტერნატიული დასკვნა. მისი შემდგენი პირი - გ--------------–---–ი, ასევე, დაიკითა საქმის არსებითი განხილვისას. ექსპერტმა სასამართლოს განუცხადა, რომ ძველ ვაზნებს ახასიათებს არატექნოლოგიური პროცესი, როცა დაძველებული და დანესტილი კაფსულის ერთმა რომელიმე კომპონენტმა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მომენტალური აალება. ყოფილა შემთხვევები, რომ დაცლის შემდეგ ისევ გაუსვრია, განსაკუთრებით ძველ ვაზნებს ახასიათებს ასეთი არატექნოლოგიური პროცესი.

5.2.26. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ის არ აცხადებს რომელიმე ექსპერტის/სპეციალისტის მოსაზრებას მცდარად. თუმცა, ვინაიდან სახეზეა ორი განსახვავებული მოსაზრება, ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, ორივე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ პისტოლეტებისთვის, მათ შორის, ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღისთვის მანძილი ტერმინალზე დამიზნებისთვის არ სცდება 50-60 მეტრს. ამასთან, ორივე ექსპერტის მიერ დადგენილია, რომ ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღს, საიდანაც განხორციელდა გასროლა, ლულა გაცვეთილი აქვს. ექსპერტ ვ---- ბ---–----ის განმარტებით, მართალია, ლულის გაცვეთა ხელს არ უშლის გასროლას, თუმცა ცვეთის შედეგად იარაღის სროლის სიმჭიდროვე იცვლება, აქვს გარკვეული გადახრები და შესაბამისად, ტრაექტორიაც არასტაბილურია.

5.2.27. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე ექსპერტ ტ----- კ----------ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, ტყვიის ტრაექტორიაზე მოქმედებს გარე ფაქტორები, კერძოდ, ქარი, ტემპერატურა და ა.შ. ქარია, წვიმა თუ მზე, ეს ყველაფერი მოქმედებს ტყვიის მიმართულების შეცვლაზე. შესაბამისად, ზუსტი 100%-იანი ხელის მოძრაობის დროსაც კი, თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრში დგომისას, მითითებული ბუნებრივი მოვლენები რამდენიმემეტრიან ცდომილებას იძლევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარეს არ აქვს დადგენილი და არც სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოკვეთილა, თუ რა მეტეოროლოგიური პირობები იყო შემთხვევის ღამეს, 2018 წლის 1-2 ივლისს, რაც შესაძლოა გავლენის მომხდენი კომპონენტი ყოფილიყო ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რაც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.2.28. ბრალდებულის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის მტკიცებულების სახით გამოყენების თაობაზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება მიმართულია მხოლოდ ერთადერთი მიზნისკენ - სავარაუდო ბრალდებულისგან მოიპოვოს ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. ეს კი პირდაპირ ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებას, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.

5.2.29. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჩატარებული ვითარების რეკონსტუქციისთვის მოწყობილი ბალისტიკური ვიზირების შედეგად, რა დროსაც მხედველობაში იქნა მიღებული გვამის მდებარეობა, სიმაღლე, დაზიანების ადგილი და სხვა ფაქტორები, დადგენილია, რომ გასროლა მომხდარია ვ---------–---, მ-----------------–--------–------------------------- ან ქვემოთ სართულებიდან, ანუ დადგენილია მხოლოდ სავარაუდო (და არა ზუსტი) გასროლის ადგილი. ბალისტი ექსპერტის - კ--- რ--------იასა და ექსპერტ-კრიმინალისტ ტ----- კ----------ს მიერ დეტალურად იქნა ახსნილი ჩვენებებში, თუ რა კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე.

5.2.30. ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----- გ-----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, ბრალდებულის მხრიდან დარღვეულ იქნა იარაღთან მოპყრობის წინდახედულობის ნორმა და მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული ,,ნაგანის‘‘ სისტემის იარაღიდან განხორციელებული გასროლით სიცოცხლე მოესპო მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, თავისი ბინის აივანზე, ან აივანზე გასასვლელ კარებთან მდგომ შ--–-- მ---------ეს.

5.2.31. ამასთან, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის კვალიფიკაციისთვის განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ გაუფრთხილებელ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიცოცხლის მოსპობას შორის, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა - შ--–-- მ---------ის გარდაცვალების მიზეზია გულმკერდის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობა გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული რ----- გ-----------ს გაუფრთხილებლობით განხორციელებულ გასროლასთან მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან.

5.2.32. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

5.2.33. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები არის წორი და ამავდროულად საკმარისი სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისათვის. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა შეეხება და დასაბუთებულ პასუხს სცემს საჩივარში მოყვანილ ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოსაზრებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ბრალდებულ რ----- გ----------მა ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. კერძოდ, უტყუარად - გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ გასროლის მომენტში მსჯავრდებული უშვებდა თუნდაც ვინმეს (რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტულად გარდაცვლილზე) მოკვლას.

5.2.34. თავის მხრივ პალატა დამატებით მიუთითებს რამდენიმე გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნების სისწორესა და ბრალდების სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობას. გაურკვეველია მკვლელობის მცდელობის დამადასტურებელი რა მტკიცებულებების ერთობლიობაზე საუბრობს ბრალდების მხარე, როდესაც სახეზეა შემდეგი მოცემულობა: მსჯავრდებული არ აღიარებს მკვლელობის განზრახვის არსებობას. ასეთის არსებობაზე არ უთითებს არცერთი დაკითხული მოწმე. ამ პირობებში, კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალდებას როგორც მინიმუმ ის მაინც უნდა დაედასტურებინა, რომ მსჯავრდებულმა განზრახ ისროლა იარაღი საცხოვრებელი კორპუსის მისამართით. პალატა წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს ამ განაჩენის 5.2.3. პუნქტში მითითებული, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგელი კრიტერიუმებით. ასევე ითვალისწინებს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა და დამაჯერებლობა, მისი შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან. შედეგად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით გასროლის განზრახ განხორციელებაზე. შესაბამისად, ბრალდების მხარის ყველა მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებით არის ვარაუდი, რომელიც არაა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

5.2.35. პალატა კიდევ ერთხელ უბრუნდება გამზრახვის საკანონმდებლო განმარტებას, რომლის თანახმადაც ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. აღნიშნული გულისხმობს შედეგის დადგომის მაღალ ალბათობას. ის, რომ პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას გულისხმობს შედეგის დადგომის ძალიან მაღალ ალბათობას. თუ ბრალდების პოზიციას გავიზიარებთ, განსახილველ შემთხვევაში ეს მაღალი ალბათობა გამოიხატებოდა მასში, რომ მსჯავრდებული დიდი ალბათობით უშვებდა მისი ქმედების შედეგად ვინმეს გარდაცვალებას. გამოდის, რომ მიუხედავად ამისა, მაინც განახორციელა გასროლა და ეს გააკეთა მოწმეთა თანდასწრებით, ანუ დანაშაულის ჩადენაში მისი მხილების დიდი რისკის ფასად, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

5.2.36. გარდა ამისა, იმ გარემოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მსაზღვრელი, რომ მიუხედავად შედეგისადმი გულგრილი დამოკიდებულების ის მაინც დადგება, არის ქმედების ჩასადენად გამოყენებული საშუალება. განსახილველ შემთხვევაში, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით და შესაბამისი ექსპერტების დაკითხვის ოქმებით, უდავოდ დადგენილია, რომ ყველა ის ვაზნა, რომელიც ამოღებულია რ-----ი გ-----------საგან და განკუთვნილია დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი იარაღისათვის არის ფუჭი - დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის უვარგისი. შესაბამისად გამოდის, რომ შედეგის დადგომის დიდი ალბათობა მოსალოდნელი იყო ფუჭი ვაზნებით. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბრალდების მხარე ითხოვს რ-----ი გ----------ს მსჯავრი დაედოს ფუჭი ვაზნების გამოყენებით მკვლელობის მცდელობისათვის. საქმე ისაა, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მაგალითად იმისი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გასროლილი ვაზნა არ იყო სხვებთან ერთად დიდი ხნის გამოშვებული და მსჯავრდევულის მიერ დიდი ხნის შენახული, და რომ ის შეგნებულად შეარჩია გ----------მა, ვინაიდან დარწმუნებული იყო მის ვარგისიანობაში.

5.2.37. ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ რ----- გ----------მა ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ამასთან დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გ-----------ს მიერ გაუფრთხილებლობით შ--–-- მ---------ის მკვლელობას. ეს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ რ----- გ-----------ს ქმედება, სსკ-ის 108-ე მუხლიდან სწორად გადაკვალიფიცირდა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე და მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ნაწილი.

6.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ: საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, მოწმე ლ-–- ტ----–---–ის ჩვენებით, ბალისიტიკური ექსპერტიზის N------- დასკვნით, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ვ---- ბ---–----ის ჩვენებით და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ----- გ----------მა ჩაიდინა ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. კერძოდ, რ----- გ----------- თავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ საბრძოლო მასალას - 3 (სამ) ცალ, გამოსაყენებლად ვარგის ვაზნას.

6.2. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითა, რომ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ნაწილში რ----- გ-----------ს მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი. რ----- გ-----------ს მიერ, ამ ნაწილში ჩადენილი ქმედება 3 ცალი ვაზნის შენახვა, არ წამოადგენს დანაშაულს, ვინაიდან მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ქმედების მცირე მნიშვნელობის დასადგენად საკმარისი არ არის აპელირება მხოლოდ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენლი და შენახული ნივთის რაოდენობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში გააკეთა განმარტება და მიიჩნია, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის №556აპ-16, 2018 წლის 01 აგვისტოს N154-18 გადაწყვეტილებები). განსახილველ შემთხვევაში, რ----- გ-----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის ჩადენის ხერხის, ასევე, დანაშაულის მოტივისა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით პალატა ვერ შეაფასებს მსჯავრდებულის ქმედებას ისეთი მცირე მნიშვნელობის მქონედ, რომ მის მიმართ გავრცელდეს საქართევლოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების დასაბუთება

7.1. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის საქართვლოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

7.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს რ----- გ-----------ს პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, იმას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.6. ამასთან სასამართლო ეთანხმება პრველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია ნასვამ მდგომარეობაში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ბინაში, რა დროსაც ბრალდებულს უნდა გაეთვალისწინებინა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა იარაღთან დაუდევარ მოპყრობას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებულს კანონიერად ჰქონდა გაფორმებული იარაღი, იცოდა იარაღთან მოპყრობის წესები, მიუხედავად ამისა, უხეშად დაარღვია წინდახედულობის ნორმა და მისმა დაუდევარმა ქმედებამ გამოიწვია უმძიმესი შედეგი - გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

7.7. შესაბამისად, რ----- გ-----------ს მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. ამდენად, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რ----- გ-----------ს მიმართ ორივე დანაშაულის ჩადენისთვის ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომის გამოყენებას. რაც შეეხება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, აღნიშნული ქმედებისთვის მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვლისწინებული სანქციის მინიმუმის განსაზღვრას სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ---–------------------------ პროკურორის ბ--- ხ----–---–ის და მსჯავრდებულ რ----- გ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---–---- ა----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა დაარსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 1 აპრილის, განაჩენი რ----- გ-----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

რ----- გ-----------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ----- გ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----- გ----------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

რ----- გ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 4 ივლისიდან.

 

რ----- გ-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

- ,,ნაგანის‘‘ სისტემის რევოლვერი და ერთი ცალი 5,6 მმ კალიბრის ვაზნა, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;

- მობილური ტელეფონები (სიმბარათებით), ტანსაცმელი და ოთახის ჩუსტები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;

- ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, დაქტილოფირები, სავარძლის ამონაჭერი, 4 ცალი ბეტონის ლურსმანი, ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, სანთებელა, ბინაში შესასვლელი კარის საკეტი მექანიზმი (სახელურებთან ერთად), დაქტილობარათი, 16 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, ერთი ცალი 7,62 მმ კალიბრის მასრა და ერთი ცალი ტყვიის გულა განადგურდეს, - ხოლო კომპაქტ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

 

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

 

ვეფხია ლომიძე