განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2019
საქმის ნომერი
330310019002841603
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1843-19

N330310019002841603

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ-------------–-–---–ი

წარმომადგენელი - ზ------–------–---ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე მ-------------–-–---–ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის №1------- წერილობითი მიმართვა; დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ-------------–-–---–ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე მ-------------–-–---–მა, 2018 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა მისი, 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში, შრომითი საქმიანობის დადასტურება და წარუდგინა შესაბამისი ჩანაწერების მქონე შრომის წიგნაკი.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მოსარჩელე მ-------------–-–---–ს, 2018 წლის 25 დეკემბერს, წერილობით აცნობა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ქ. თბილისის ტელეგრაფის და თ------–---------------------–----------–----------------–-------ის საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ჩაბარებია, რის გამოც მისი შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტროს არქივში არ ინახებოდა.

 

მოსარჩელე მ-------------–-–---–ის შრომის წიგნაკის მიხედვით, იგი 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, ხოლო 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ-------------–-–---–მა, 2018 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა მისი, 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში, შრომითი საქმიანობის დადასტურება და წარუდგინა შესაბამისი ჩანაწერების მქონე შრომის წიგნაკი.

 

საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკის მიხედვით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მ-------------–-–---–ი 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, ხოლო 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში.

 

სასამართლომ მიუთითა 2010 წლამდე მოქმედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, შრომის წიგნაკი წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნაა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს უფლებამონაცვლეობა კერძოდ, მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის ტელეგრაფი და თ------–---------------------–----------–----------------–-------ი საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდნენ, რაც დადასტურებულია მათ შორის, საქმეში წარმოდგენილ შრომის წიგნაკში დატანილი ბეჭდებით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით დადგენილია მოსარჩელის შრომითი საქმიანობა სადავო პერიოდში, უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მისთვის შრომითი საქმიანობის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ.

 

1.3.2. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-33-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ-------------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, ბათილად უნდა იქნას ცნობილი მ-------------–-–---–ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის №1------- წერილობითი მიმართვა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ-------------–-–---–ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. სამინისტროს 25.12.2018წ. წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროს არ ჩაბარებია და არქივში არ ინახება, შესაბამისად, სამინისტროს უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა შრომითი საქმიანობის დადასტურების შესახებ აქტის გამოცემა. ამასთანავე, მოსარჩელე სასამართლოს სთხოვდა შრომითი ხელშეკრულების არსებობის აღიარებას, თუმცა სასამართლომ არასწორად გამოიყენა ასკ-ის 281 მუხლი და მოსარჩელეს მიუთითა მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე, რის შედეგადაც, მოთხოვნილ იქნა სამინისტროს კორესპონდენციის ბათილად ცნობა და მისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 6.4 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ მ-------------–-–---–მა 20.12.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა 1980 წლის 22 დეკემბრიდან 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში შრომითი საქმიანობის დადასტურება. განმცხადებელმა წარადგინა შრომის წიგნაკი, შესაბამისი ჩანაწერებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, შრომის წიგნაკი წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ.

 

უდავოა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამასთანავე, თბილისის ტელეგრაფი და თ------–---------------------–----------–----------------–-------ი საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულებია, რაც დადასტურებულია შრომის წიგნაკში დაფიქსირებული ბეჭდებით. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით დადგენილია მოსარჩელის შრომითი საქმიანობა სადავო პერიოდში, ამდენად, უსაფუძვლოა მოპასუხის უარი მისთვის შრომითი საქმიანობის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, ბათილად უნდა იქნას ცნობილი მ-------------–-–---–ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 25.12.2018წ. №1------- წერილობითი მიმართვა და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ-------------–-–---–ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თ------–---------------------–----------–----------------–------ში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი